კიევ-პეჩორის ლავრა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიევ-პეჩორის ლავრა |
marine |
Mar 22 2024, 12:22 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფაშისტური ოკუპაციის დასაწყისში პეჩორის მონასტერში პოლიციის უბანი განთავსდა, 1941 წ. 27 სექტემბრიდან კი აქ აღდგენილ იქნა მონასტრული ცხოვრება, ლავრის საძმოს ხელმძღვანელი გახდა სქიმარქიეპისკოპოსი ანტონი (დავით აბაშიძე). კიევის გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლმებამ ვეღარ გაბედა ლავრის დახურვა, იგი დაკეტეს 1961 წ. ხრუჩჩოვის ანტირელიგიური კამპანიის პერიოდში.
1988 და 1990 წწ. კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობამ მიიღო დადგენილება პეჩორის მონასტრის ქვედა ლავრის ტერიტორიის გადაცემის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის ეგზარქატისთვის, რის შემდეგაც შორეულ მღვიმეებში აღდგენილი იქნა მონასტრული ცხოვრება, ეს მოვლენა აღნიშნული იყო ღვთიური ნიშით, შორეულ მღვიმეებში დასვენებული 30 მირონმდინარე თავისქალიდან სამმა კვლავ წარმოადინა მირონი, რაც შეწყვეტილი იყო 1961 წლიდან. ამჟამად კიევის პეჩორის ლავრას 20 ჰა-ზე მეტი ფართობი უკავია". ჩემი დედიკო ნამყოფია კიევ-პეჩორის ლავრაში კომუნისტების დროს და სამწუხაროდ წმინდანების უხრწნელ სხეულებზე გიდი ამბობდა, რომ ეს მუმიებიაო... გულდასაწყვეტია, რომ დღევანდელ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ეს დიდებული ლავრა დაკეტილია... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 12:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პეჩორის ლავრის მღვიმეებში 123 წმინდანის უხრწნელი ნეშტი (მოშჩი) განისვენებს, 73 - ახლო მღვიმეებში, შორეულ მღვიმეებში კი - 50".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 01:49 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შორეული მღვიმეების დაარსების თარიღად ითვლება 1051 წ. სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ღირსი ანტონი ილარიონის მღვიმეში. ამჟამად შორეული მღვიმეების სიგრძე 293 მ. აღწევს, ადრე ისინი უერთდებოდნენ მათზე უფრო ადრე გამოკვეთილ ვიკინგების მღვიმეებს, რომლის შესასვლელებიც ამჟამად ჩაკეტილია მიწის ჩამონგრევის საშიშოროების გამო. ვიკინგების მღვიმეების სიგრძე დაახლოებით 200 მ-ია. 1988 წ. ჩატარებული გათხრების დროს ნაპოვნი იქნა ღირსი თეოდოსის სენაკი, რომელიც მან 1058 წ. გამოთხარა. ეს იყო საკმაოდ ფართო მღვიმე, რომელშიც ავეჯის დანიშნულებას ნაყარი მიწისგან შექმნილი საწოლი და მაგიდა ასრულებდნენ. თეოდოსის სენაკის მახლობლად მდებარეობს მღვიმეების ყველაზე დიდი ნაგებობა - წმ .თეოდოსის სახელობის ტაძარი, ამ მღვიმეებში კიდევ ორი მიწისქვეშა ტაძარია - მაცხოვრის შობის (დაარსდა 1058-1062 წწ.) და ღვთისმშობლის ხარების სახელობისა, რომელიც უძველესია სავანის ტაძრებს შორის. ახლო და შორეული მღვიმეების მიწისქვეშა ტაძრები თავდაპირველად უფრო მცირე ზომის იყო, ისიც XVII ს-ში გააფართოვეს და უფრო მდიდრულად შეამკვეს. პეჩორის მღვიმეებში პირველი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ პეტრე მოგილას დროს ჩატარდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 02:15 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პეჩორის ლავრის მღვიმეები წარმოადგენს მიწისქვეშა კორიდორების რთულ სისტემას, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ახლო, შორეული და ვიკინგების მღვიმეები. ისინი ზედაპირიდან 5-15 მ. სიღრმეზეა გაყვანილი. ეს არის კარგად დაგეგმილი სისტემა, რომელშიც ყველა კორიდორი უერთდება სხვა ასეთივე მიწისქვეშა გასასვლელს, მთლიანი სისტემა კი უერთდება კიევის მიწისქვეშა კატაკომბების სისტემას, რომელიც რუსეთის მოქცევამდე დიდი ხნით ადრეა შექმნილი. სახელწოდებები "ახლო" და "შორეული" მღვიმეები მინიჭებული აქვთ მიძინების ტაძრიდან მათი დაშორების მიხედვით"
"ლეგენდა გადგმოვცემს, რომ ამა ქვეყნიდან გასვლის წინ ღირსი მამა [ანტონი] დაემშვიდობა მოწაფეებს და თავის სენაკში შევიდა, მისი შესვლისთანავე გამოქვაბულის კედლები ჩამოინგრა, ხოლო მიწიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა და წყლის ძლიერმა ნაკადმა, რომელიც ჭერიდან იღვრებოდა, მოწაფეებს ამ ადგილთან მიახლოების საშუალება არ მისცათ, ცეცხლისა და წყლის კვალი ამ ადგილზე დღემდეა დარჩენილი. როგორც ჩანს უფალს ჯერ არ სურს ღირსი ანტონის ნეშტის ადგილსამყოფელის გამჟღავნება, რადგან მისი მოძიების მცდელობები მუდამ წარუმატებელი იყო ძველ დროშიც და ჩვენს ეპოქაშიც (საბჭოთა პერიოდში არაოფიციალური გათხრების დროს უეცრად გამოჩენილმა ცეცხლოვანმა ნაერწკლებმა არქეოლოგები აიძულეს შეეწყვიტათ მუშაობა)." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი