IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გ უ რ ი ა
G A B O
პოსტი Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის. laugh.gif laugh.gif

აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე!

დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. laugh.gif გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა laugh.gif laugh.gif აბა დავიწყეთ:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 01:43 AM
პოსტი #2


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



G A B O გაიხარე 2kiss.gif

ეს, რაც შეეხება სახელის მდებარეობასა და სახელის ეტიმოლოგიას


უძველესი პერიოდიდან გურია აჭარასთან ერთად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველეს კუთხეთაგანი იყო. ცნობილია, რომ ის ტერიტორია, რომელიც დღეს გურულ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობას უჭირავს მეგრულ-ჭანურ მოსახლეობას ეკავა. შემდგომში, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, ერთ-ერთი ქართულად მოლაპარაკე ტომთაგანი დაძრულა სავარაუდოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ, და მეგრული და ჭანური მოსახლეობა დაუცალკევებია.
ამჟამად გურია არის მესხეთის დასავლეთი კალთა, რომლის ფუძე ჭოროხსა და რიონს შორის მდებარე რელიეფით შედის შავ ზღვაში, ხოლო მისი ზეგანის მწვერვალი, საყორნიას მთაზეა მოთავსებული.
მიუხედავად მრავალი მკვლევარის ცდისა, გურიის სახელწოდება დღემდე დაუდგენელია. მარი ბროსეს აზრით გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან ,,გუარე”, თუმცა ამ მოსაზრებას სიმყარე აკლია, ვინაიდან მას არ ახლავს ლინგვისტური კვლევა-ძიება. თ. სახოკიამ გურია-ს გურ ძირი მეგრულ ,,გურ”-ს, იგივე გულს დაუკავშირა. აქედან უნდა იყოსო გურია, როგორც გულფიცხელი და გულადი ხალხის აღმნიშვნელი. ნ. მარის აზრით გურ ძირი მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა და ადრე მზეს ნიშნავდა, ია კი იგივე უაა, რაცშვილის აღმნიშვნელია, ანუ გურია გამოდის მზისშვილია. სავარაუდოდ ,,გურია” ურარტუულ წყაროებშიც გვხვდება (ძვ.წ. VIIIს.), მოიხსენიება ,,ქვეყანა კურიანთა”-ს ფორმით, რომელიც ასურულ წყაროებში ,,გურიანას ოლქად” იწოდება. ი. მეგრელიძის შეხედულებით, რომელიც უფრო ნ. მარის ახსნას ემყარება, გურ ძირის საფუძვლები მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა.
გურია საისტორიო წყაროებში მოიხსენიება VIII საუკუნეში. იგი წარმოადგენდა დასაცლეთ საქართველოს ერთ რეგიონს, რომლის საზღვრები იყო დასავლეთით _ შავი ზღვა, სამხრეთით _ მდინარე ჭოროხი, ჩრდილოეთით _ მდინარე რიონი და აღმოსავლეთით _ აჭარა-გურიის ქედი. გურიის ტერიტორიის შესახებ კ. გვარამაძე აღნიშნავდა: ,,გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძვლივს-ღა უჭერია”.
გრიგოლ რობაქიძე წერდა: ,,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი, სამმუხლოვანი სივრცე გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათანობით ზვიადობით აღმართული; თვალუწვდენელი ჯალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით განფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი”.
გეოგრაფიული თვალსაზრისით გურიის მდებარეობა ზომიერია. იქ ვხვდებით როგორც მთა-გორიან, ისე სწორ ადგილებს. მოჭარბებულადაა კარგად მოშენებული ბაღ-ვენახი, ხეხილის ნაირსახეობათა მრავალფეროვნებით. გურიის წყლების შესახებ ძალზედ ლამაზად მოგვითხრობს კ. გვარამაძე: ,,გურიის მიდამოები ატირებულია მრავალის წყარო-ნაკადულ მდინარეებითა, რომელნიც მაღალ მთაგორებიდგან თვალს უწვდენ ხევ-ღელეებში და ღრმა კალაპოტებულად მიწანწკარ-ჩქეფობს და მოშხუის მთა ბარის ასაღებად და წასარღვნად”. ასევე ასახელებს გურიის შესანიშნავ მდინარეებს _ ნატანებს, ბჟუჟს, აჭის წყალსა და სუფსას.



[quote name='leluka' post='93515' date='May 22 2007, 05:13 PM']
ხიდისთავი ზუსტად ხიდიდან გადაღებული სურათი biggrin.gif
IPB-ს სურათი
[/quote]


[quote name='takno' post='94484' date='May 23 2007, 02:48 PM']
IPB-ს სურათი შემოქმედი
[/quote]

ბახმარო IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
[/quote]


[quote name='takno' post='94530' date='May 23 2007, 03:46 PM']
IPB-ს სურათი ნაგომარი
[/quote]


[quote name='nat' post='95546' date='May 25 2007, 01:19 PM']
IPB-ს სურათი
ესეც ჩემი საყვარელი გურიის სამღვდელოება
[/quote]

ციტატა(nat @ May 25 2007, 10:13 PM) *

IPB-ს სურათი

ესეც ფიქრის გორა ბახმაროში....ამ სახურავებიდან ერთ-ერთი ჩემი სახლისააა smile.gif
IPB-ს სურათი

ესეც ჩემი ფანჯრიდან დანახული ლანჩხუთის ლანდშაფტი..



--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Jul 6 2007, 02:53 AM
პოსტი #3


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დარჩენი ტერიტორია).


ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV ს-ის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ეს არის გურიის მხარე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიას.

გურიის მხარეგურიის მხარე

ზოგადი ცნობები
რეგიონის კოდი: GE-GU
ფართობი: 2.033 კმ²
მოსახლეობა: 143 ათასი (2002)
ადმ. ერთეულები: 3 რაიონი
მთავარი ქალაქი: ოზურგეთი
სახ. რწმუნებული: მიხეილ სვიმონიშვილი
ფოტოგალერეა



მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
ოზურგეთის რაიონი;
ლანჩხუთის რაიონი;
ჩოხატაურის რაიონი.

ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 2033 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 143 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 70 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
სოფელი - 186.

ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 3, სადაბო საკრებულო - 4, სოფლის საკრებულო - 61. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის თებერვალში, დღემდე მუშაობდნენ:
1995 – მიხეილ ჭკუასელი;
1997 – ოლეგ ნიკოლეიშვილი;
1998 – კარლო გუჯაბიძე;
2004 - ბეჟან კალანდაძე;
2005 - ალეკო ცინცაძე;
2006 - მიხეილ სვიმონიშვილი

ეკონომიკა

გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა.

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
შემოქმედის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია

IPB-ს სურათი


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 03:02 AM
პოსტი #4


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



potiabesbaia
G A B O


მე კიდე ხო, მარა ეს მეგრელი ხალხი რამ გადაგრიათ laugh.gif

თქვენ გენაცვალეთ ! 2kiss.gif


ციტატა(potiabesbaia @ Jul 6 2007, 02:53 AM) *

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
შემოქმედის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია



აგრეთვე ჯუმათის, ჯიხეთის, აჭის, უდამნოს მონასტრები


ისე გურიაში ,,ბუნების ძეგლებიც" თუ არსებობდა არ მეგონა laugh.gif

თუმცა თუ გავითვალისწინებთ ფოთიკა რომელ საათზე დებს ამ პოსტს არაა გასაკვირი ასე მოჩვენებოდა laugh.gif 2kiss.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Jul 6 2007, 03:30 AM
პოსტი #5


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



IPB-ს სურათიგურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან IXI საუკუნის დასაწყისამდე, დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შაც ზღვას, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს. XV-XVII საუკუნეების გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიის მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.

ისტორია

გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამოდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. 1533 ოდიშის მთავართან ერთად გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534-1566) დროს გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი. XVI საუკუნეში გურიის ლაშქარი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ.

XVI საუკუნის II ნახევრიდან გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რაც განაპირობა სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და პოლონეთთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. XVII საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის შუა წლებიდან მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. სხვა ქართველ გამგებლებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: გიორგი III გურიელი (1664-1684) და მამია III გურიელი (1689-1714) ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის გამგებელთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 დასავლეთ საქართველო მოარბიეს. გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები: 1723 გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ. მამია IV გურიელი XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმალურ ღონისძიებაში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ.

გურიის სამთავრო აქტიურად მონაწილეობდა 1768-1774 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნი წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდა უკანგაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774) შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქობულეთის მხარე გამოგლიჯა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1784 წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან (ციხისძირთან) დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878-მდე ოსმალეთის ხელში იყო. შედარებით გაუმჯობესდა გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის (გიორგი V-ის ვაჟი) რეგენტობის დროს. ქაიხისრომ აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. 1804 რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ.

1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ქ. ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური იარმარკა, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სალმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. 1819-1820 იმერეთისა და გურიის აჯანყების დროს რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი, პოლკოვნიკი პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ემიგრაციაში წავიდა. 1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სამმართლო საბჭოს, რომელსაც დედოფალი სოფიო თავმჯდომარეობდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. გურიაში რუსეთის ჯარი შევიდა და 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. დედოფალი სოფიო შვილებით ემიგრაციაში წავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. 1829-1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.

წყარო

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973


ღვინო

ჩხავერი - ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 03:36 AM
პოსტი #6


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



potiabesbaia

ფოთ, ძაან ძლიერი ხარ! ამ მასალას კაი ხანი ვეძებდი, ეს სრული ვარიანტია?


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Jul 6 2007, 03:45 AM
პოსტი #7


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



N. R.
მემგონი სრული ვარიანტია!!!
ძლიერი არ ვარ, სულ რაღაც 20 კილოს ვწევ ერთი-ორჯერ!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 03:47 AM
პოსტი #8


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



potiabesbaia

გურიის ჰავა გაკლია ესე იგი, ამ ზაფხულში ჩაგაყლაპებთ და ,,გაძლიერდები" laugh.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jul 6 2007, 09:19 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ციტატა(N. R. @ Jul 6 2007, 12:43 AM) *

G A B O გაიხარე 2kiss.gif


თ. სახოკიამ გურია-ს გურ ძირი მეგრულ ,,გურ”-ს, იგივე გულს დაუკავშირა. აქედან უნდა იყოსო გურია,


laugh.gif laugh.gif

მომეწონა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 6 2007, 10:19 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



N. R.
საინტერესო მოსაზრებებია, ზოგი არ ვიცოდი, ერთი-ორს დავამტებ
ნ. ბერძენიშვილის აზრით სახელწოდება მოდის გურიანთიდან (გურიამთა), რომელიც თავდაპირველი ცენტრი იყო (შემორჩენილია ნაქალაქარი ვაშნარი გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში) და იქიდან გავცედლა მთელ გურიაზე, მაგრამ ვერ ხსნის ადგილს რატომ ერქვა გურიამთა
ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ სახელი მოდის მცხოვრებთა თვისებიდან, გურიაობა, რაც ნიშნავს სიფიცხეს, ემოციებისადმი დაუფიქრებლად აყოლას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jul 6 2007, 10:40 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



მგონი რაღაც არასწორედ გავაკეთე... საქ ე იმაშია რომ ეს თემაში მინდოდა სიმღერაზე ყოფილიყო აქცენტი. შესავლისთვის ძაან კარგი იყო გურიაზე ზოგადად კუთხეზე ორიოდ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ვხედავ აქ საუბარი სხვა კუთხით მიდის. ასე რომ მოდით დავიწყოთ საუბარი დიდ ფენომენზე გურულ სიმღერაზე. და ძალიან მინდა დავიწყოთ საუბარი უძველეს მომღერლებზე. ყველაზე ძველი მომღერალი მე ვინც ვიცი არის დათა გუგუნავა. თუ მასზე უფრო ძველი მომღერალია ცნობილი კარგი იქნება თუ მოგვაწოდებთ მათზე ინფორმაციას. ახლა კი დათა გუგუნავა:

"სოფელი ნაგომარი. XIX საუკუნის პირველი ნახევარი. თავადი დათა გუგუნავა, სიმონ გუგუნავას მამა. ძველი მომღერალი, რომელმაც გამოზარდა საუკეთესო მომღერალები: სამუელ ჩავლეიშვილი გურიაში. მის მიერ შეთხზულია შემდეგი სიმღერები: შავი შაშვი, გრძელი ღიღინი, სუფრის ხელხვავი, კრებულის მრავალჟამიერ და სხვა მთელი საგალობლები".







User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 6 2007, 10:44 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



აგიდელა და აგუნა, ცნობილი გურული სიმღერები საკრალურ-რიტუალური დანიშნულების
აგიდელა სრულდებოდა რთველის დროს
აგუნა კალანდას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chven mshvidoba
პოსტი Jul 6 2007, 10:52 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 268
რეგისტრ.: 11-June 07
წევრი № 2,159



დიდ ბოდიშს გიხდით სუყველას თემიდან ვუხვევ, მაგრამ მინდა რომ ყველამ ნახოთ და შეძლებისდაგვარად რეაგირება მოახდინოთ.

http://forum.hayastan.com/index.php?showto...%F0%F3%E7%E8%FF
თან იქნება გაავრცელოთ რა, რომ სათანადო პასუხი გავცეთ.

P.S. ყველა არა ანტიქართულ პოსტს შლიან და იქნებ დიდმა აქტიურობამ ცოტა შეაფერხოს.


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 12:24 PM
პოსტი #14


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(G A B O @ Jul 6 2007, 10:40 AM) *

მგონი რაღაც არასწორედ გავაკეთე... საქ ე იმაშია რომ ეს თემაში მინდოდა სიმღერაზე ყოფილიყო აქცენტი. შესავლისთვის ძაან კარგი იყო გურიაზე ზოგადად კუთხეზე ორიოდ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ვხედავ აქ საუბარი სხვა კუთხით მიდის.



დამშვიდდი საყვარელო, ფოლკლორზე საუბრისას კუთხის ეთნოგენეზი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველაფერზე ვისაუბროთ

ციტატა(ulvashi @ Jul 6 2007, 10:19 AM) *

N. R.
საინტერესო მოსაზრებებია, ზოგი არ ვიცოდი, ერთი-ორს დავამტებ
ნ. ბერძენიშვილის აზრით სახელწოდება მოდის გურიანთიდან (გურიამთა), რომელიც თავდაპირველი ცენტრი იყო (შემორჩენილია ნაქალაქარი ვაშნარი გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში) და იქიდან გავცედლა მთელ გურიაზე, მაგრამ ვერ ხსნის ადგილს რატომ ერქვა გურიამთა
ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ სახელი მოდის მცხოვრებთა თვისებიდან, გურიაობა, რაც ნიშნავს სიფიცხეს, ემოციებისადმი დაუფიქრებლად აყოლას


კარგია ეს ვარიანტებიც რომ დაამატე smile.gif

ვ. ბატონიშვილის მოსაზრებასაც არ იზიარებენ, რამდენადაც ვიცი, თუ ვიპოვე ამაზე მასალა დავდებ, ბერძენიშვილის მოსაზრება კი ძალზედ საინტერესოა, არსად შემხვედრია. ვგონებ არც ეგ უნდა იყოს დიდად სანდო შეხედულება, რიავი


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Jul 6 2007, 12:40 PM
პოსტი #15


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



"ალი-ფაშა", ქართული ხალხური (გურული) სიმღერა. პოლიფორნიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუში, ფართოდ განვითარებული მელოდიით, მდიდარი რიტმით, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით. სიმღერაში ასახულია ალი-ფაშას (თავდგირიძის) ღალატის ამბავი, 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის ერთი ეპიყოდი. ალი-ფაშა რეალური პიროვნება იყო, ყირიმის ომის შემდეგ ქობულეთის ფაშობა მიიღო და ოსმალეთის მხარეს იბრძოდა. სიმღერას ერთი გარკვეული ტექსტი არა აქვს, ზოგიერთ ვარიანტში არეულია ისტორიული ფაქტები.


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jul 6 2007, 12:44 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



ყოჩაღ მეგრელებს, რა თემა გაუხსნიათ და როგორ აქტიურობენ thumbs.gif


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Jul 6 2007, 12:54 PM
პოსტი #17


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



qarcivadze
აბა თქვენსავით კი არ ვართ, მეგრელების თემაში არც კი შესულხართ!!!
მერე კიდე ჩვენ გამოვდივართ ექსტრემისტები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mastersoni
პოსტი Jul 7 2007, 11:20 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 107
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,194



ეს თემა გამიხარდა ყველაზე მეტად smile.gif


--------------------
რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 7 2007, 11:33 PM
პოსტი #19


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(N. R. @ Jun 9 2007, 02:39 AM) *



ესეც ჩემი ეზო

IPB-ს სურათი



--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 7 2007, 11:37 PM
პოსტი #20


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
აგუნა კალანდას

მე ვიცოდი რომ აგუნა "ღვინის ღმერთს ერქვა" და სრულდებოდა ასევე რთველში.

პ,ს, ეს თემა გალერეაში უნდა იყოს, სურათების გამო.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი