თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ გაიხსენეთ გიორგი

პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Jan 30 2009, 12:34 PM

გახსოვთ ალბათ გიორგი ბერძენიშვილი.ნუ გამიწყრებით თუ მისი დედის მაგივრად გწერთ.გუშინ გიორგის ყველა უბედურებასთან ერთად დაუსვეს დიაგნოზი ...... ..ტოდუას კლინიკასი გაუკეთდა გამოკვლევა.იცით მათი გაუსაძლისი მდგომარეობა.დედამ ნაცუქარი კომპიუტერი გაუყიდა ამ ანალიზების გამო.მე თავად ავადმყოფი სვილის დედა შემძრა მათმა მდგომარეობამ ამიტომ თავს უფლება მივეცი ხელმეორედ წამომეწია ეს ტემა.იმედი ბოლოს კვდებაო.და იმედი მაქვს ხვთისნიერი ადამიანი ბევრი ყავს დალოცვილ საქართველოს.ცოტაც კი ნეტარება იქნება გიორგისთვის.უფალმა დაგლოცოთ ქართველო ადამიანებო



P.S. გარკვეული მიზეზის გამო პოსტი ჩავასწორე.....

პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Jan 30 2009, 04:38 PM

გიორგის კორდინატები"647450 და 857130427. ესენი სპეც ნომრებია"ჯეოსელი:700304 და მაგთი:200314

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jan 30 2009, 04:40 PM

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს... sad.gif
ვილოცებ აუცილებლად.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 30 2009, 04:49 PM

უფალო შეიწყალე მონა ღვთისა გიორგი sad.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jan 30 2009, 05:16 PM

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს!

პოსტის ავტორი: joriko86 თარიღი: Jan 30 2009, 06:27 PM

უფალმა დალოცოს და გაახაროს!

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jan 30 2009, 06:32 PM

sad.gif სამწუხაროა!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წმ. გიორგი შეეწიონ გიორგის,გამოაჯანმრთელონ და ნუგეში სცენ!

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jan 30 2009, 09:27 PM

ციტატა
დაუსვეს დიაგნოზი ფილტვის კიბო.


ამას რამე შველის? cray.gif

პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Jan 30 2009, 10:46 PM

არაფერი,გარდა თანადგომისა და შემსუბუქება იმ ყოფისა რომრლშიც არის.დღეს დედამ სისხლი ჩააბარა რომ საკვები და საფენი მასალა ეყიდა

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 30 2009, 10:50 PM

ციტატა(nananikusha @ Jan 30 2009, 10:46 PM) *

არაფერი,გარდა თანადგომისა და შემსუბუქება იმ ყოფისა რომრლშიც არის.დღეს დედამ სისხლი ჩააბარა რომ საკვები და საფენი მასალა ეყიდა

ვაიმე, გული მეტკინა user.gif cray.gif

პოსტის ავტორი: lamaria? თარიღი: Feb 2 2009, 10:20 AM

ციტატა(nananikusha @ Jan 30 2009, 10:46 PM) *

არაფერი,გარდა თანადგომისა და შემსუბუქება იმ ყოფისა რომრლშიც არის.დღეს დედამ სისხლი ჩააბარა რომ საკვები და საფენი მასალა ეყიდა

ნეტავ შევძლო და ცოტათი მაინც დავეხმარო.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 2 2009, 11:46 AM

ცოტა ფული შევაგროვოთ და გადავცეთ პომპეზურობის გარეშე.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 9 2009, 01:12 PM

ჩვენმა ერთ-ერთმა საზრვარგარეთ მყოფმა ფორუმელმა გიორგისთვის გამოაგზავნა 20 ევრო და ხვალ გადავცემ გიორგის დედას

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 11:48 AM

სული მეხუთება და სუნთქვა მიჭირს... sad.gif((((((((


ახლა გიორგის დედა ვნახე, ჩვენი ფორუმელის მიერ გამოგზავნილი თანხა 20 ევრო გადავეცი, ქალი სრულიად შეცვლილია, გაფითრებული, თვალები დასიებული ტირილისგან და ნერვიულობისგან, 1 კვირა ასეთი ავადმყოფი მხოლოდ ჩაიზე მყავდა რადგან პურის ფული არ მქონდაო, თავის დაავადებას (რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჭრილობები არ უხორცდება) თან დაერთო ფილტვის კიბო, რომელიც გიორგიმ არ იცის, სამწუხაროდ ექიმები ოპერაციაზე უარს ამბობენ, აღარაფერი ეშველებაო...

გთხოვთ, ვისაც რა შეგეძლებათ გიორგის დედას მიაწოდეთ, პური იქნება, თანხა თუ მედიკამენტები... წარმომიდგენია ეს ბავშვი რა ტკივილს უძლებს...
გთხოვთ, ყველა ფორუმზე, ყველგან გაავრცელეთ ეს სურათები და ინფორმაცია... ცოტათი მაინც დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომელსაც აღარც სახლი აქვს და აღარც უნარი იმისა რომ ამ ავადმყოფს მოუაროს

იხილეთ სურათები, თითქმის ყველგან იარები აქვს, ერთ-ერთი ფეხი მუხლზე საერთოდ გვერდიდან და უკნიდან ლამის გამჭოლი ჭრილობასავით აქვს sad.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 12:01 PM

ციტატა(nananikusha @ Jan 30 2009, 04:38 PM) *

გიორგის კორდინატები"647450 და 857130427.

ამ ნომრებზე შეგიძლიათ შეეხმიანოთ გიორგის დედას

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 10 2009, 12:07 PM

ვაიმე შვილოოოოო
ცუდად ვარ გული ჩამწყდა
ვაიმე ძალიან მძიმეა ამის ნახვა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 12:10 PM

კიდევ ერთი თხოვნა ჩემგან ყველას, გიორგის ძალიან უნდა წმინდა ნინოს საფლავზე წასვლა ანუ ბოდბეში...

ერთ დღეს ფორუმელები წავიდეთ და გიორგიც წავიყვანოთ, მას სწამს რომ იქ უნდა მივიდეს და ჩვენ დავეხმაროთ იქ მისვლაში

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 10 2009, 01:24 PM

ნათია

წავიყვანოთ მერე, ფორუმელები როდის მოვაგვარებთ ერთად

უბრალოდ ავდგეთ და წავიყვანოთ

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 10 2009, 09:00 PM

წავიყვანოთ რა მერე ამდენი მანქანებია ფორუმზე.
sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 09:01 PM

ბიძია თომა
კვირის აქციაში ამ ოჯახსაც ჩავრთავთ და ნიკუშას ოჯახსაც

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Feb 10 2009, 09:04 PM

ვაიმეე საწყალი sad.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 10 2009, 09:09 PM

ციტატა(ნათია @ Feb 10 2009, 09:01 PM) *

ბიძია თომა
კვირის აქციაში ამ ოჯახსაც ჩავრთავთ და ნიკუშას ოჯახსაც

kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 10:12 PM

ბიძია თომა

ციტატა
ნუ 22 მე არ მცალია ალბათ გუდაურში წავალთ თუ თქვენ გსურთ 22-ში წაიყვანეთ.

ახლა ეს აქცია მივიყვანოთ ბოლომდე და მერე დავგეგმოთ ეგ, ანუ როდის გვეცლება და წავიყვანოთ, თუ თქვენ არ გეცლებათ, მე და გიო წავიყვანთ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 10 2009, 10:12 PM

ციტატა
თუ თქვენ გსურთ 22-ში წაიყვანეთ.

გიო, 22-ში რომ წავიყვანოთ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 10:14 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 10 2009, 10:12 PM) *

გიო, 22-ში რომ წავიყვანოთ?

მასე ვქნათ smile.gif...



პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 10 2009, 10:17 PM

მოკლედ როგორც იტყვით, მთავარია 22-ში მეცალოს და ფულიც მქონდეს ხელში smile.gif

ოკ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 10:20 PM

ამ პოსტებს წავშლი ოკ?

ანუ შევთანხდით 22 ში წავიყვანთ...

ამ კვირას რომ მოვინახულებთ თან ვუთხრათ რომ მომავალ კვირას წაგიყვანთო...


პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 10 2009, 10:27 PM

ციტატა(ნათია @ Feb 10 2009, 10:20 PM) *

ამ პოსტებს წავშლი ოკ?

ანუ შევთანხდით 22 ში წავიყვანთ...

ამ კვირას რომ მოვინახულებთ თან ვუთხრათ რომ მომავალ კვირას წაგიყვანთო...

ძალიან კაია. kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 10:28 PM

კვრიას გიორგის გადაეცემა ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელის მიერ გამოგზავნილი კიდევ 20 ევრო (სხვისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ეს სურათები რომ ნახა გადაწყვიტა ისევ გიორგისთვის გადაეცა)...


პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 10 2009, 10:46 PM

ციტატა
ამ კვირას რომ მოვინახულებთ თან ვუთხრათ რომ მომავალ კვირას წაგიყვანთო...


ნათი, კვირაობით ძალიან დიდი რიგია... ძალიან გაწვალდება.

იქნებ როგორმე მოახერხოთ და შუა კვირაში წაიყვანოთ?

არავის გცალიათ, რო ერთი დღე ცოტა ადრე, ვთქვათ 4-ზე გამოხვიდეთ სამსახურიდან?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 10 2009, 10:48 PM

.ნინო

ციტატა
ნათი, კვირაობით ძალიან დიდი რიგია... ძალიან გაწვალდება.

ნინ წყალში მაინც ვერ ჩავიყვანთ, ჭრილობები ღიაა და ჩირქი სდის...

წმ. ნინოს საფლავზე უნდა ძალიან

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 10 2009, 10:58 PM

ციტატა(.ნინო @ Feb 10 2009, 10:46 PM) *

ნათი, კვირაობით ძალიან დიდი რიგია... ძალიან გაწვალდება.

იქნებ როგორმე მოახერხოთ და შუა კვირაში წაიყვანოთ?

არავის გცალიათ, რო ერთი დღე ცოტა ადრე, ვთქვათ 4-ზე გამოხვიდეთ სამსახურიდან?

წყალში ვერ ჩავა რომც ჩადიოდეს რიგი არაფერია ურიგოთაც გაუშვებენ ხდება მასეთები.
იმედია მალე მორჩება და წყალში ჩასვლას რომ შეძლებს კიდევ წავიყვანთ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 15 2009, 10:09 PM

გიორგი ბერძენიშვილი და ქალბატონი თამილა
http://www.radikal.ru

გიორგის გადაეცა ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელის მიერ გამოგზავნილი 20 ევრო, და საკვები (დღევანდელი აქციიდან)...
ვუთხარი რომ ამ კვირაში (წინასწარ არ ვიცით) ვგეგმავთ გიორგის ბოდბეში წაყვანას თქო, უნდა გენახათ როგორ გაუხარდა გიორგის smile.gif

P.S. გიორგი ბერძენიშვილის დედამ ძალიან დიდი მადლობა ყველას, კომპი არ მაქვს რომ პირადად დავწეროო, არავის ეგონოს, რადგან ვერ ვწერ აქ, მადლიერი არ ვარ თქვენიო... იტირა sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 7 2009, 12:56 PM

ნათია

ციტატა
ვგეგმავთ გიორგის ბოდბეში წაყვანას თქო, უნდა გენახათ როგორ გაუხარდა გიორგის

წავიყვანოთ რა......

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Mar 7 2009, 09:24 PM

აუ რა ცუდად გავხდი sad.gif უფალი შეეწიოთ sad.gif

ღითი შემიძლია რო დაგეხმაროთ? sad.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Mar 7 2009, 09:49 PM

აუუ, რა საშინელებაა, ღმერთმა უშველოს. მე საჩუქრები მაქვს გიორგისთვის და მინდა მივუტანო. გაზეთშიც დავწერე ჩვენს "გრანდიოზულ აქციაზე" და გიორგიზე. რეკვიზიტებიც მივუთითე საბანკო, იქნებ ვინმე შეეწიოს. sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 7 2009, 10:16 PM

nazi

ციტატა
აუუ, რა საშინელებაა, ღმერთმა უშველოს. მე საჩუქრები მაქვს გიორგისთვის და მინდა მივუტანო. გაზეთშიც დავწერე ჩვენს "გრანდიოზულ აქციაზე" და გიორგიზე

ამ დღეებში ვაპირებ გიორგისთან ასვლას, ჩვენმა საზღვაარგარეთ მყოფმა ფორუმელმა კომპიუტერი უყიდა და უნდა ავუტანო smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 7 2009, 10:37 PM

ციტატა(ნათია @ Mar 7 2009, 10:16 PM) *

nazi

ამ დღეებში ვაპირებ გიორგისთან ასვლას, ჩვენმა საზღვაარგარეთ მყოფმა ფორუმელმა კომპიუტერი უყიდა და უნდა ავუტანო smile.gif

ძალიან კარგები ხართ kiss1.gif
გაიხარეთ,როგორც მას გაახარებთ smile.gif

ბოდბეში წასვლა დათბობისთვის გადაიდო? smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 7 2009, 11:33 PM

კანონისტი
ნათია

უნდა წავიყვანოთ, რომ აღარ შემეხმიანეთ, მეც ვეღარ მოვიცალე. რად უნდა ამას ექსკურსია და ორგანიზება? უბრალოდ ავდგეთ და წავიყვანოთ, თორემ სხვანაირად თავს ვერ მოვაბამთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 8 2009, 12:16 AM

Giorgi-

ციტატა
უნდა წავიყვანოთ, რომ აღარ შემეხმიანეთ, მეც ვეღარ მოვიცალე. რად უნდა ამას ექსკურსია და ორგანიზება? უბრალოდ ავდგეთ და წავიყვანოთ, თორემ სხვანაირად თავს ვერ მოვაბამთ

შემდეგ კვირას წავიდეთ?

პოსტის ავტორი: @ninonino@ თარიღი: Mar 8 2009, 02:47 PM

ნათია

ციტატა
შემდეგ კვირას წავიდეთ?



პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 8 2009, 02:48 PM

წავიდეთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 10 2009, 12:21 PM

გიორგისთვის ჩვენმა ფორუმელებმა კომპიუტერი შეიძინეს და დღეს გადავცემ, ასევე თანხასაც....

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Mar 14 2009, 04:29 PM

ხვალ მივდივართ 12 სთ-ზე.

ბავშვებო, ვისაც გინდათ წაგიყვანთ წმ. ნინოს საფლავზე, ბოდბეში...

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Mar 14 2009, 04:40 PM

QUOTE(ნათია @ Mar 10 2009, 12:21 PM) *

გიორგისთვის ჩვენმა ფორუმელებმა კომპიუტერი შეიძინეს და დღეს გადავცემ, ასევე თანხასაც....



რა კარგები ხართ ... გენაცვალეთ . . .

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 15 2009, 01:12 AM

ციტატა
ბავშვებო, ვისაც გინდათ წაგიყვანთ წმ. ნინოს საფლავზე, ბოდბეში...


ჯობია ჯიქიაზე შევუერთდები ბავშვებს.... აი წმინდა ნინოს წყაროდან კი წყალს თუ წამომიღებ, ძალიან დამავალებ smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Mar 15 2009, 09:04 PM

.ნინო

ციტატა
ჯობია ჯიქიაზე შევუერთდები ბავშვებს.... აი წმინდა ნინოს წყაროდან კი წყალს თუ წამომიღებ, ძალიან დამავალებ

სამწუხაროდ დაგაგვიანდა. ეს პოსტი ვერ წავიკითხე. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: taa თარიღი: Mar 15 2009, 09:32 PM

კინაღამ ვიტირე... წაიყვანეთ გიო?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 15 2009, 09:38 PM

ძალიან მაიტერესებს ამბებიი smile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Mar 15 2009, 10:04 PM

რა კარგები ხართ wub.gif wub.gif wub.gif

წაიყვანეთ გიორგი? smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 15 2009, 10:11 PM

*ana*

ციტატა
წაიყვანეთ გიორგი?



კი, წავიყვანეთ. ორი მაშინით biggrin.gif ბოდბეც მოვილოცეთ და მერე კაჭრეთში (ამუზას რჩევით) კაი პურიც ვჭამეთ, დამკვრელებსაც მუსიკები შევუკვეთეთ და კანონისტმა და მისმა ძმამ კაი შალახოც და განდაგანაც მოსცხეს, ნათიაც დაგვითვრა და მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო smile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Mar 15 2009, 10:21 PM

Giorgi-
ვაა რა კარგიაა smile.gif გაუხარდებოდა ძალიან ალბათ არა? smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 15 2009, 10:23 PM

*ana*

ციტატა
ვაა რა კარგიაა გაუხარდებოდა ძალიან ალბათ არა?



კი, მარტო მას კი არა ჩვენც ძალიან გაგვიხარდა, რაღაც დადებითი დღე იყო, ბევრი ვიცინეთ და გიორგიც გამხიარულდა smile.gif

მართალია აქაურ მოდერებს ტირილი უფრო უყვართ მაგრამ >>> smile.gif

პოსტის ავტორი: taa თარიღი: Mar 15 2009, 10:23 PM

რა მაგარიააა... ღმერთმა გაგახაროთ smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))) ნატვრა აუხდინეთ თან...

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Mar 15 2009, 10:25 PM

Giorgi-
ძაააააალიან კარგია wub.gif გაიხარეთ wub.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 15 2009, 10:25 PM

როგორც იქნა მოვახერხეთ გიორგის წაყვანა ბოდბეში და ეს Giorgi- ს დიდი დამსახურებაა...

გაიხარეთ ყველამ... smile.gif

ესეც სურათები smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მგონი კანონამაც გადაიღო სურათები და ველოდებით smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 15 2009, 10:25 PM

შემძრა ამ ამბავმა , ძალიან მეცოდება, მე ახალი ვარ და თუ რამე ასეთი აქცია იქნება მონაწილეობას მივიღებ ხოლმე და გიოს კი თუ რამით შევძლებ დავეხმარები

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 15 2009, 10:25 PM

აბა!

თან სიღნაღშიც "დავასტუკეთ" smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 15 2009, 10:33 PM

სიტყვების გარეშე wub.gif
ალბათ გიორგი რა ბედნიერი იყო...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 15 2009, 11:08 PM

tamuna m

ციტატა
ალბათ გიორგი რა ბედნიერი იყო...

ძალიან გაუხარდა...

მაგრამ ყოველი მისი გადმოყვანა მანქანიდან დიდი ტკივილი იყო sad.gif იარები აწუხებდა sad.gif როგორ მინდა რამით დავეხმარო, რამე ვუთხრა მაგრამ მაგ დროს ვდუმდები ხოლმე... sad.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 15 2009, 11:13 PM

ციტატა(ნათია @ Mar 15 2009, 11:08 PM) *

tamuna m

ძალიან გაუხარდა...

მაგრამ ყოველი მისი გადმოყვანა მანქანიდან დიდი ტკივილი იყო sad.gif იარები აწუხებდა sad.gif როგორ მინდა რამით დავეხმარო, რამე ვუთხრა მაგრამ მაგ დროს ვდუმდები ხოლმე... sad.gif


შეგიწიროთ უფალმა,საოცარი ხალხი ხართ wub.gif

გული მტკივა ამ ბავშვის გამო sad.gif
უფალმა განკურნოს წმინდა ნინოს ლოცვით...


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 15 2009, 11:16 PM

ციტატა(ნათია @ Mar 15 2009, 11:08 PM) *

tamuna m

ძალიან გაუხარდა...

მაგრამ ყოველი მისი გადმოყვანა მანქანიდან დიდი ტკივილი იყო sad.gif იარები აწუხებდა sad.gif როგორ მინდა რამით დავეხმარო, რამე ვუთხრა მაგრამ მაგ დროს ვდუმდები ხოლმე... sad.gif

მართლა ვერ შევიკავე ცრემლები.
ძალიან ძნელია!!! sad.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 15 2009, 11:37 PM

აუცილებლად შეუმსუბუქდება განსაცდელი. რწმენით მივიდა. ღმერთი შეეწიოს. ძალიან კარგი ბავშვია

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 16 2009, 01:17 AM

გაიხარეთ ამ კეთილი საქმისთვის! წმიდა ნინო შეეწიოს გიორგის.

პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Mar 16 2009, 02:26 AM

მადლობა უფალს.საკუთარი ტკივილი დავივიწყე და ეს თემა ამოვწიე.დიდი მარხვის მადლი გფარავდეთ ხვთისნიერო ადამიანებო.ოდესმე ნიკუშსაც ეღირსება იმ წყალში ჩასვლა და სინათლე დაუბრუნდება.როგორც ბერი გაბრიელის ზეთმა ალაპარაკა.უფალი გფარავდეთ ნიკუშას დედა ნანა

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 16 2009, 11:45 AM

ძალიან ცუდად გავხდი,ეს რა წავიკითხე და რა ვნახე..საშინელებაა..ამაზე მეტად რგორ უნდა დაგსაჯოს ღმერთმა...ნათია თუ მთლიანი ფორუმი ვერ მოახერხებს წასვლას, ვისაც მანქანა ყავს იმითაც შეიძლება,დედასთან ერთად წაყვანა ბავშვის...აუ,ეს რა ვნახე.................

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 16 2009, 11:46 AM

zviadauri

ციტატა
ნათია თუ მთლიანი ფორუმი ვერ მოახერხებს წასვლას, ვისაც მანქანა ყავს იმითაც შეიძლება,დედასთან ერთად წაყვანა ბავშვის...აუ,ეს რა ვნახე.................

ლევან, გუშინ გვყავდა წაყვანილი smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 16 2009, 11:48 AM

ციტატა(ნათია @ Mar 16 2009, 11:46 AM) *

zviadauri

ლევან, გუშინ გვყავდა წაყვანილი smile.gif



თქვენ შემოგევლეთ,როგორ გამიხარდა,ასე ნამდვილად გადავრჩებით ქართველები..მიყვარხართ ყველანი..ძალიან გამიხარდა..ვიება ანუ გიორგის მანქანით თუ სხვა ვინმეა...რაო დედამისმა,გაუხადებოდა თავად ბავშვსაც

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 16 2009, 11:49 AM

zviadauri

ციტატა
თქვენ შემოგევლეთ,როგორ გამიხარდა,ასე ნამდვილად გადავრჩებით ქართველები..მიყვარხართ ყველანი..ძალიან გამიხარდა..ვიება ანუ გიორგის მანქანით თუ სხვა ვინმეა...რაო დედამისმა,გაუხადებოდა თავად ბავშვსაც

Giorgi- ს და გიორგის (კანონისტის ძმის) მანქანებით ვიყავით smile.gif
კი ძალიან გაუხარდათ

პოსტის ავტორი: Superboy თარიღი: Mar 16 2009, 09:43 PM

gamexarda, kai saqme giqniat.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 19 2009, 09:31 AM

გიორგის დედის წერილი, რომელმაც PM-ზე მომწერა

ციტატა
გამარჯობა ნათია,ჩემო საყვარელო ადამიანო.ძლივს შემოვედი კონტაქტში.სხვებს პირადად არ ვიცნობ და იმიტომ მოგმართავთ თქვენ.ყველას მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო,ყველა ფორუმელს,რომლებმაც გულტან მიიტანეს ჩემი გიორგის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და დაეხმარა.იმატაც ვინც ფინანსურად ვერა,მაგრამ გულთან მიიტანეს ჩემი ოჯახის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.ყველას გფარავდეთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი.მისი მადლი არ მოგაკლოთ უფალმა. ნატია საყვარელო,არ ვიცი როგორ გავგზავნო წერილი ისე,რომ ყველამ გაიგოს ჩემი მადლიერება.გკოცნით და გეხვრვით ყველას ჩემო ფორუმელებო.გეთაყვანებათ დედა,რომელსაც მხოლოდ უფლის იმედიღა აქვს ამ ქვეყანაზე.ხვალიდან გიორგი მკურნალობას იწყებს და იმის ფიქრში აიტანს მისი ორგანიზმი წამლებს,ღამეს ვათენებ. 18 წლის ბიჭი 27 კგ-სღა იწონის მხოლოდ,წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვარ მე,დედა,რომელსაც აგარაფერი შეუძლია. დროებით გემშვიდობებით და შემოგეხმიანებითხოლმე.უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.დიდი სიყვარულით და მადლიერებით თამილა სარდლიშვილი

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 19 2009, 09:37 AM

ციტატა(ნათია @ Mar 19 2009, 09:31 AM) *

გიორგის დედის წერილი, რომელმაც PM-ზე მომწერა

ნათია შენ ჩემი საყვარელი ადამიანიც ხარ და კიდევ უამრავი ადამიანისთვის

ღმერთმა უშველოს გიორგის და შეუმსუბუქოს ტვირთი,რომელიც ერგუნა უფლის სადიდიებლად.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 19 2009, 05:45 PM

ესეც გიორგიმ მომწერა PM-ით smile.gif

ციტატა
ნატია გამარჯობა როგორა ხარ? მე გიორგი ვარ smile.gif ბოდბეში რო ვიყავით ძალიან კაი დრო გავატარეთ 120-რო მივქროდით. მომიკითხე ყველა გიო და დანარჩენები სახელები არ მახსოვს მარტო ჩვენი მძღოლის სახელი მახსოვს biggrin.gif biggrin.gif


smile.gif

inaina
ციტატა
ნათია შენ ჩემი საყვარელი ადამიანიც ხარ და კიდევ უამრავი ადამიანისთვის

გაიხარე ჩემო კარგო, მხოლოდ თქვენთან ერთად ვარ საყვარელი, თორემ ისე ვინც არ მიცნობს რა ვარ.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 19 2009, 05:48 PM

ნათია

ციტატა
მარტო ჩვენი მძღოლის სახელი მახსოვს


მძღოლი არა, შოფერი biggrin.gif

120-ით? შენ ჩიკვაიძეებს ხომ არ უჯერებ, გიო, მაგათი სიტყვა არ დაიჯერება

პოსტის ავტორი: cacia თარიღი: Mar 20 2009, 06:39 PM

მოგესალმებით ყველას. მომეცა საშუალება ყველას უდიდესი მადლობა პირადად გადაგიხადოთ.აქამდე ვერ შემოვდიოდი თქვენთან კონტაქტში,ვინაიდან კომპიუტერი არ ვიცოდი.ახლა ჩემი გიორგის წყალობით შევძლებ თქვენთან კონტაქტს.ჩემი და გიორგის სახელით ყველას უდიდეს მადლობას გიხდით,ყველა იმ დახმარებისათვის,რაც ჩემს ოჯახს გაუწიეთ.კომპიუტერისთვის მადლობა იმ ადამიანს,რომელმაც შეუძინა იგი ,რომელითაც გიორგიმ გაიხარა.უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.არ მოაკლოს საქართველოს თქვენნაირი სულის ადამიანები უფალმა.დიდი სიყვარულით გიორგი და თამილა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 20 2009, 07:10 PM

ნათია, ჩვენგანაც მოიკითხე გიორგი, სულიერი სიძლიერე არ მოაკლებოდეს smile.gif

ციტატა(Giorgi- @ Mar 19 2009, 05:48 PM) *


120-ით? შენ ჩიკვაიძეებს ხომ არ უჯერებ, გიო, მაგათი სიტყვა არ დაიჯერება


კინაღამ, გადმოიკოპირა შენი უკანა ნომრები,თავის წინა ნომრებზე უფროსმა ჩიკვაიძემ smile.gif

პოსტის ავტორი: cacia თარიღი: Mar 25 2009, 09:15 PM

გამარჯობათ ჩემო მადლიანო ადამიანებო,მოგესალმებით ყველა ფორუმელს.რამოდენიმე დღის წინ გვესტუმრა ერთერთი ფორუმელი თამუნა,რომლის მოსვლამაც გიორგიმ ძალიან გაიხარა და რა თქმა უნდა მეც.ბოდბეში ყოფნის დროს ნათიამ მითხრა,ფორუმელებსგიორგის ავადმყოფობის მიზეზი აინტერესებთო.მოკლედ მოგითხრობთ ამის შესახებ.გიო 4 წლის იყო,რომ მეზობლის ბავშვმა მეორე სართულის აივნიდა თამაშის დროს გადმომიგდო.ეს შემთხვევა მისმა მშობლებმა დამიმალეს და არც პირველადი დახმარებაც არ გაუწევიათ.გიოს წელის ტკივილები რომ დაეწყო,დაყწყეს თირკმელებზე მკურნალობა,რაც ექიმების ყველაზე დიდი შეცდომა იყო.ტრამვის შედეგად გიოს ხერხემალი დაუზიანდა.გიორგის ზუსთი დიაგნოზი მხოლოდ წლისა და 8 თვის შემდეგ გავიგეთ.სამწუხაროდ ყველაფერი დაგვიანებული იყო.გიორგის ხერხემლის 7 მალა დაშლილი ჰქონდა და მენჯის სახსარიც მარჯვენა მხარე მთლად ჩაშლილი ჰქონდა.დაავადებამ გენერალიზებული ფორმა მიიღო და სხვადასხვა სახსარები დაუზიანა.გაუკეთეთ მრავალი ოპერაცია.3 წელიწადში მხოლოდ 12 ოპერაცია გაუკეთეთ.გიოს ავადმყოფობიდან წელიწად ნახევარში გიოს მამაც დაიღუპა და დავრჩი მარტო ყფლის ანაბარა.საავადმყოფოში 9 წელი გამოუსვლელად ვიწექით.ყოველივე ამ უბედურებას ისიც დაემატა,რომ ერთერთი ოპერაციის დროს გადასხმული სისხლით ც ე ჰეპატიტის ვირუსიც ავკიდეთ.1წელი გერმანიაში მკურნალობდა,შედეგიც მივიღეთ,ბავშვი,რომელიც 7 წელი გვერდზეც არ გადაბრუნებულა,ყავარჯნებით ჩამოვიდა იქიდან.2002წელს გაუკეთდა ოპერაცია ერთდროულად 3 სახსარზე და მას მერე გიო ინვალიდის სავარძელში ზის.ბოლო ოპერაციის მერე მას ჭრილობები აგარ უხორცდება.მის ჭრილობებს კიდევ ერთი იარა შეემატა,ახლა მას 10 გახსნილი ჭრილობა აქვს.ეს არის მოკლე მონათხრობი გიორგის ავადმყოფობის შესახებ.გიორგი თვითონ მორცმუნე ბავშვია და უფლის დიდი სიყვარული მას ყველაფერს გადაატანინებს.თქვენ რომელიმეს თუ გაგიჩნდებათ სურვილი გიორგისთან სტუმრობის ჩვენი კარები ყველასთვის ღიაა.დიდი სიხარული იქნება ჩვენთვის თქვენი ახლოს გაცნობა.დიდი სიყვარულით თამილა და გიორგი














პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 25 2009, 09:25 PM

ქალბატონო თამილა
გაგაძლიროთ უფალმა
შემძრა თქვენმა მონაყოლმა და უფალს ვევედრები,შეუმსუბუქოს გიორგის ხვედრი
ვეცდებით მოგინახულოთ
გადაეცით გიორგის დიდი სიყვარულით მოკითხვა და ჩვენი კეთილი სურვილები smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 25 2009, 10:08 PM

გიორგის სპეც ნომრებია: მაგთი 200314 ჯეოსელი 700304

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 31 2009, 10:52 PM

გიორგიმ და ქალბატონმა თამილამ დიდი სიყვარულით მოგიკითხეს ყველა...

ხვალ 1 აპრილს გიორგის დაბადების დღეა და თუ ამოხვალთ ძალიან გამიხარდებაო...

სამწუხაროდ მე არ მცალია და თუ ვინმეს ექნება სურვილი გიორგის მონახულებისა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალბატონ თამილას... smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 8 2009, 01:47 AM

გიორგის დედამ და გიორგიმ ხარება მოგილოცეს ყველას და მოგიკითხეს

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 10 2009, 01:09 PM

wub.gif

ციტატა(ნათია @ Apr 8 2009, 02:47 AM) *

გიორგის დედამ და გიორგიმ ხარება მოგილოცეს ყველას და მოგიკითხეს


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 15 2009, 04:20 PM

ახლა ვესაუბრე გიორგის დედას, ჩვენმა ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა ფორუმელმა თანხა გამოუგზავნა და უნდა გადავცე,
ქალბატონმა თამილამ მითხრა, ბოდბეში ყოფნის შემდეგ მე-5 დღეს გიორგის 3 იარა შეუხორცდა და დიდი სიხარული აქვთ ოჯახში smile.gif თამილამ გვთხოვა როცა მოსალოცად წავალთ წმინდანების საფლავებზე გიორგისაც გავაგებინოთ და წავიყვანოთ...
რადგან მე ხშირად ვეღარ ვახერხებ მომლოცველობაზე წამოსვლას, გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს თხოვნა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 15 2009, 04:51 PM

ციტატა(ნათია @ Apr 15 2009, 05:20 PM) *

ახლა ვესაუბრე გიორგის დედას, ჩვენმა ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა ფორუმელმა თანხა გამოუგზავნა და უნდა გადავცე,
ქალბატონმა თამილამ მითხრა, ბოდბეში ყოფნის შემდეგ მე-5 დღეს გიორგის 3 იარა შეუხორცდა და დიდი სიხარული აქვთ ოჯახში smile.gif თამილამ გვთხოვა როცა მოსალოცად წავალთ წმინდანების საფლავებზე გიორგისაც გავაგებინოთ და წავიყვანოთ...
რადგან მე ხშირად ვეღარ ვახერხებ მომლოცველობაზე წამოსვლას, გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს თხოვნა

გამიხარდა, რომ გიორგი უკეთაა smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Apr 15 2009, 06:34 PM

ნათია

ციტატა
ქალბატონმა თამილამ მითხრა, ბოდბეში ყოფნის შემდეგ მე-5 დღეს გიორგის 3 იარა შეუხორცდა და დიდი სიხარული აქვთ ოჯახში

მთავარია რწმენა,როგორც გიორგის შემთხვევაში და სასწაულებიც ხდება 2kiss.gif ძალიან გამიხარდა jump.gif
ციტატა
თამილამ გვთხოვა როცა მოსალოცად წავალთ წმინდანების საფლავებზე გიორგისაც გავაგებინოთ და წავიყვანოთ...
რადგან მე ხშირად ვეღარ ვახერხებ მომლოცველობაზე წამოსვლას, გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს თხოვნა
აუცილებლად გავითვალისწინებთ ki.gif ოღონდ მგზავრობა გიორგისთვის რო უფრო მოსახერხებელი იყოს იქნებ 1 ფორუმელი მაინც წამოვიდეს ხოლმე საკუთარი მანქანით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: cacia თარიღი: Apr 19 2009, 01:22 AM

მოგესალმებით ფორუმელებო.ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,მრავალს დაგასწროთ ყფალმა.ჩემო მადლიანო ადამიანებო თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული ვარ მას მერე,რაც გიორგი ბოდბეში წამაყვანინეთ.მოხდა სასწაული ნამდვილად,გიორგის 8წლის შემდეგ შეუხორცდა 3 ფისტულა.ეს ჩემთვის უდიდესი სასწაულია.უფალმა ის სიხარული არ მოგაკლოთ,რასაც მე განვიცდი გიორგისთან ერთად.მადლობა იმ ფორუმელს,რომელმაც გიორგის თანხა გამოუგზავნა სააღდგომოდ.მადლიერებას გამოვთქვავთ მთელი ოჯახი ყველას მიმართ.ჩემო საყვარელო ადამიანებო გთხოვთ,როცა დაგეგმავთ მამა გაბრიელის საფლავზე წასვლას გიორგიც გაიხსენეთ.რწმენით ხომ იცით სასწაული მართლაც ხდება და მასაც დიდი რწმენა აქვს.რამოდენიმე დღის წინ სიზმარში ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი გამოეცხადა და ისეთი რწმენა აქვს,რომ მამა გაბრიელი გამოეცხადა.ასეთი რწმენით იყო წმინდა ნინოს მიმარტაც და შედეგიც სახეზეა.ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხართ და თქვენც ნუ დაგავიწყდებათ თქვენი უმცროსი მეგობარი გიორგი.დიდი სიყვარულით თამილა და გიორგი.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 19 2009, 02:04 PM

smile.gif ჭეშმარიტად აღდგა და დაე, აღადგინოს უფალმა ყველა სულიერად, თუ ხორციელად დაცემულნი.ძალიან გამიხარდა ადამიანურად, გიორგის ჯანმრთელობის უკეთესებისაკენ შეცვლა,გაიხარეთ,მე თუ რამ შემიძლია სიამოვნებით... ოღონდ არაფერს არ გპირდებით,ღმერთმა სიკეთე და ჯანი მოგცეთ!

ქრისტესმიერი სიყვარულით გიორგი(ხორნაბუჯელი)

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Apr 19 2009, 02:46 PM

cacia

ციტატა
მოგესალმებით ფორუმელებო.ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!
ციტატა
ჩემო მადლიანო ადამიანებო თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული ვარ მას მერე,რაც გიორგი ბოდბეში წამაყვანინეთ.მოხდა სასწაული ნამდვილად,გიორგის 8წლის შემდეგ შეუხორცდა 3 ფისტულა.ეს ჩემთვის უდიდესი სასწაულია.
სიხარულისგან მეც ტანში ჟრუანტელმა დამიარა preveds.gif უფალმა სულ უფრო და უფრო დიდი სიხარული მოგანიჭოთ მისი გამოჯანმრთელებით 2kiss.gif
ციტატა
რამოდენიმე დღის წინ სიზმარში ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი გამოეცხადა და ისეთი რწმენა აქვს,რომ მამა გაბრიელი გამოეცხადა.ასეთი რწმენით იყო წმინდა ნინოს მიმარტაც და შედეგიც სახეზეა.
მართლა იშვიათად მინახავს (მსმენია) ასეთი რწმენით სავსე ადამიანი,როგორიც გიორგია kiss1.gif შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს მამა გაბრიელმა girl_angel.gif

პოსტის ავტორი: cacia თარიღი: Apr 23 2009, 11:18 AM

მოგესალმებით ფორუმელებო! როგორ ხართ?თქვენის და უფლის წყალობით სიხარულს ვერ ვმალავ.თქვენ ვერ წარმოიდგენთ ცჰემს ემოციებს,სჰეხვევას როცა უკეთებ გიოს და მდგომარეობა რომ უკეთ და უკეთ რომ აქვს.ეს უფლის მადლით და ტქვენი დახმარების წყალობითაა.ჩემი ლოცვა სულ მუდამ თან გდევთ თითოეულ ფორუმელს და უფალმა არ მოგაკლოთ ლოცვა კურთხევა.დალოცვილებმა იარეთ და გაძლიერებულებმა,რომ უფრო მეტის გულები გაგეხარებინოთ.ჩემო მადლიანო ადამიანებო თხოვნით მინდა მოგმართოთ.თუ ვინმემ იცით ან დარეგისტრირებული ხართ "დესპანი"საიტი გთხივთ ან დამარეგისტრიროთ ან გიორგის თემა გადაიტანოთ სურათებით დიდი სიყვარულით თამილა

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 23 2009, 11:45 AM

cacia
გულით მიხარია გიორგის გამოკეთება, მალე სულ მტლიანად
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ღმერთი იყოს თქვენი შემწე. smile.gif


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 25 2009, 10:08 PM

ვინც შეძლებთ უყურეთ "პროფილს"
გიორგიც იქნება smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)