IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> არა კაც-ჰკლა
marine
პოსტი გუშინ, 06:13 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იგავი მოკლულ მეზობელზე

"ამერიკაში, ქალაქ ჩიკაგოში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდა ორი კაცი. ერთ-ერთ მათგანს შეშურდა თავისი მდიდარი მეზობლის, შეაღწია ღამე მის სახლში, მოაჭრა თავი, უბეში ჩაიდო ფული და გამობრუნდა უკან. მაგრამ, როგორც კი გარეთ გავიდა, დაინახა მოკლული მეზობელი, რომელიც მისკენ მოდიოდა, ოღონდ საკუთარი თავის ნაცვლად ჰქონდა მკვლელის თავი. მკვლელი გაგიჟებული გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს და გაიქცა. მაგრამ მეზობელი კვლავ მის წინ აღმოჩნდა და მისკენ მოემართებოდა, მისი მსგავსი, თითქოს სარკის ანარეკლი. მკვლელს ცივმა ოფლმა დაასხა, როგორღაც მიაღწია თავის სახლამდე და ძლივს გაათენა ის ღამე. მაგრამ, მეორე ღამეს კვლავ გამოეცხადა მეზობელი მისი თავით, და ასე იყო ყოველღამე, მაშინ მკვლელმა აიღო მოპარული ფული და გადაუშვა მდინარეში, მაგრამ ამანაც არ უშველა, მეზობელი ყოველღამე ეცხადებოდა. მკვლელმა აღიარა დანაშაული და ჩაბარდა მართლმსაჯულებას. ის კატორღაზე გააგზავნეს. მაგრამ იქაც ვერ ხუჭავდა თვალებს, რადგან ყოველღამე ეცხადებოდა მეზობელი ხმრებზე მიბმული მისი თავით. ბოლოს და ბოლოს, ერთ მოხუც მღვდელს შეევედრა, ელოცა მისთვის, რათა ღმერთისგან შენდობა გამოეთხოვა და ზიარებულიყო. მღვდელმა უთხრა, რომ ლოცვამდე ან ზიარებამდე უნდა აღიაროს ერთი რამე. ბრალდებულმა სთქვა, რომ უკვე აღიარა დანაშაული მისი მეზობლის მკვლელობისა. "ეს არა, - უთხრა მღვდელმა, - შენ უნდა დანინახო, გაიგო და აღიარო, რომ შენი მეზობლის სიცოცხლე არის შენი საკუთარი სიცოცხლე, და მისი მოკვლით, მოკალი საკუთარი თავი. ამიტომაც ხედავ შენს თავს მის მხრებზე, ამით უფალმა მოგვცა ნიშანი, რომ შენი სიცოცხლე და შენი მეზობლის სიცოცხლე და ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთად აღებული არის ერთი და იგივე სიცოცხლე.

ბრალდებული დაფიქრდა. ბევრი განსჯის შემდეგ ყველაფერს მიხვდა და აღიარა. შემდეგ ილოცა და ეზიარა. და მაშინ მიატოვა მოკლული მეზობლის სულმა და მისი დევნა, ხოლო ის ღამეებსა და დღეებს სინანულსა და ლოცვაში ატარებდა, უყვებოდა პატიმრებს იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მას განეცხადა, რომ ადამიანი სხვისი მოკვლისას კლავს საკუთარ თავს.

აი, როგორი საშინელია მკვლელობის შედეგები, შესაძლებელი რომ იყოს ამის აღწერა ყველა ადამიანისათვის, ჭეშმარიტად აღარ მოიძებნებოდა უგონო, რომელიც სხვის სიცოცხლეზე ხელს აღმართავდა.

უფალი აღივძებს მკვლელის სინდისს და მისი საკუთარი სინდისი იწყებს მის ღრღნას შიგნიდან, ისე როგორც მატლი ღრღნის ქერქის ქვეშ ხეს.

სინდისი ჭამს, ღრღნის, ურტყამს და ღირალებს, როგორც გაცოფებული ძუ ლომი, ხოლო უბედური დამნაშავე ადგილს ვერ პოულობს დღე და ღამე, ვერც მთაში, ვერც მინდორში, ვერც ამ ცხოვრებაში, ვერც საფლავში. უმჯობესი იქნებოდა ადამიანისთვის, რომ გახსნილიყო მისი თავის ქალა და ფუტკრის ჯარი ჩასახლებულიყო შიგნით, ვიდრე არაწმინდა, აფორიაქებული სინდისი. ამიტომაც, ძმებო, უფალმა აუკრძალა ადამიანებს მკვლელობა მათივე ბედნიერებისა და სიმშვიდისათვის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 10:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი