IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> როცა მუსიკა ღმერთს ეწინაღამდეგება, ...
Didgoreli
პოსტი Jul 29 2007, 07:26 PM
პოსტი #21


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



Tatarashvili
ციტატა
თავს ნუ იმშვიდებ

არაა თქვს არ ვიმშვიდებ , უბრალოდ აქამდე არ მიგრძვნია მათ სიმღერებში რაიმე სატანისტური wink.gif თან რამ უნდა მაიძულოს მათი არმოსმენა არ ვიცი biggrin.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 29 2007, 07:31 PM
პოსტი #22


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Didgoreli @ Jul 29 2007, 06:26 PM) *

Tatarashvili

არაა თქვს არ ვიმშვიდებ , უბრალოდ აქამდე არ მიგრძვნია მათ სიმღერებში რაიმე სატანისტური wink.gif თან რამ უნდა მაიძულოს მათი არმოსმენა არ ვიცი biggrin.gif


გრძნობით როგორ უნდა იგრძნო? smile.gif სიმღერის ტექსტებიც გადაამოწმე ხოლმე wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 29 2007, 07:42 PM
პოსტი #23


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



Tatarashvili
ციტატა
გრძნობით როგორ უნდა იგრძნო? სიმღერის ტექსტებიც გადაამოწმე ხოლმე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ტექსტები ვიგულისხმე აბაა ისეე როგორ უნდა მივხვდე რომ სატანურიაა? biggrin.gif ნუ მოკლედ მე არ ვთვლი რომ ფარფლები სატანისტები არიან!!! ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს მედავოს ოღონდ არგუმენტებით smile.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 29 2007, 10:17 PM
პოსტი #24


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Didgoreli @ Jul 29 2007, 06:42 PM) *

Tatarashvili

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ტექსტები ვიგულისხმე აბაა ისეე როგორ უნდა მივხვდე რომ სატანურიაა? biggrin.gif ნუ მოკლედ მე არ ვთვლი რომ ფარფლები სატანისტები არიან!!! ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს მედავოს ოღონდ არგუმენტებით smile.gif


ჰოდა ტექსტები თუ იცი პარპლების და სატანური არ არისო იძახი და თან არგუმენტიან მოკამათეს ელი მაშ ამას უცქირე biggrin.gif

Why didn't Rosemary?
Words & music by Ritchie Blackmore, Jon Lord, Rod Evans, Nick Simper and Ian Paice


Way back here we have a climb
Everything I need but nothing's mine
Satan's world are back hell
Why didn't Rosemary ever take the pill?


Let me waiting, waiting for the kill
Old man won't do it but the devil will



I'm losing time and my mind
Why can't I have what's naturally mine?
I got life and the pain that goes with it
If there's something else, where can I get it?


Let me waiting, waiting for the kill
Old man won't do it but the devil will


Well here's my views - I always lose
Things i want to do are yesterday's news
Say life's a ball- Well, I've had it all
I'm out flat when I'm out to dance all


Let me waiting, waiting for the kill
Old man won't do it but the devil will


Take me as I am, an 'scuse for a man
Whenever I push someone stops my hand
As a matter of interest, tell me if you will
Why didn't Rosemary ever take the pill?


Let me waiting, waiting for the kill
Old man won't do it but the devil will


Oh why won't Rosemary take the pill?
Why didn't Rosemary ever take the pill?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 30 2007, 01:23 AM
პოსტი #25


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



Tatarashvili
ხოოოო sad.gif ისეე ეგ სიმღერა არ მქონდა მოსმენილი ! wink.gif როდ ევანსის და ნიკ სიმპერის ფარფლები ჩემთვის ფარფლები არაა biggrin.gif გაუმარჯოს გილანს !!! კოვერდეილი და ჰიუჯსიც ნიჩივოო რაა smile.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 30 2007, 01:40 AM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დათიკო
ციტატა
თავის ჩანაწერებს გაგვაცნობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი.

8 იანვარი, ორშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, ჩავრთე რადიო და გავიგონე ნაცნობი ხმა, რომელსაც როკოპერა "იესო ქრისტე - სუპერსტარის" შესახებ მიჰყავდა გადაცემა. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც სკოლის პერიოდში გრძელი თმებითა და დახეული ჯინსებით დავდიოდი და მე და ჩემი მეგობრები ვუკრავდით და ვბაძავდით როკმუსიკოსებს. იმ ფულს, რომელსაც მშობლები ყოველდღიურად გვაძლევდნენ, ვაგროვებდით და ნახმარ ინსტრუმენტებს ვყიდულობდით. ვძვრებოდით დასაკრავად სარდაფებში, გვყრიდნენ მეზობლები, ვაწუხებდით და გვაწუხებდნენ. მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას დაკვრას ვუთმობდით. გვიხაროდა, დამოუკიდებლები ვიყავით სრულიად, გვქონდა ჩვენი სამყარო, რომელიც სავსე იყო მუსიკით და თავისუფლებით...
ჩვენი შთაგონების წყარო სწორედ ეს როკოპერა "სუპერსტარი" იყო, რომელიც სახარების შინაარსზეა აგებული. თუმცა, ბავშვობაში მისი მოსმენისას, ჩემში მას არანაირი რელიგიური გრძნობა არ გაუღვიძებია; დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ ეს იყო სახარებისეული შინაარსის მიწოდების მცდელობა არარელიგიური, თავისუფალი, ჰიპური ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თავისით არასდროს წაიკითხავდნენ სახარებას. ეს არის მათ ენაზე მიტანილი რელიგიური მუსიკა. ასევე მახსენდება (როცა უკვე ზილოტი მოძღვარი ვიყავი და ჩემს წარსულზე ხაზი მქონდა გადასმული), როგორ მოვხვდი უწმინდესთან მიღებაზე. თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრისას, პატრიარქმა აღნიშნა "სუპერსტარისადმი" თავისი სიმპათია.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყე, რომ ბავშვობის გატაცება ამ მუსიკით არ ყოფილა დასაძრახი! თურმე, უწმინდესს თვითონ ჰქონია დასაკრავი ინსტრუმენტები და თვითონ წერს მუსიკას. ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი, გამომეღო გადამალული ინსტრუმენტი და დამეკრა.
ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი უნდა ემსგავსოს ფუტკარს, რომელიც სხვადასხვა ყვავილისაგან აგროვებს ნექტარს და ქმნის თაფლს, ანუ საუკეთესოს. ასევე, წინასწარმეტყველმა მოსემ, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ღვთის ბრძანებით გამოიტანა ეგვიპტელების მთელი საგანძური, რაც სიმბოლოა ადამიანური სიბრძნისა. ის, რაც კაცობრიობამ მოიპოვა კეთილი, ქრისტიანმა არ უნდა უგულებელყოს, არამედ გამოიყენოს და წარმართოს ღვთის სადიდებლად. "ყოველი მოცემაი კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისა და მამისა."

9 იანვარი, სამშაბათი
ჩავსხედით მანქანაში მე და ჩემი ერთგული შეგირდი მახო და გავუყევით მცხეთის გზას. ძალიან ყინავს, მცხეთაში თბილისთან შედარებით, 2-3 გრადუსით ნაკლებია. იმ ეკლესიაში, რომელსაც ვხატავ, ისეთი გამყინვარებაა, ხელები მეყინება. ხარაჩო ყანყალებს, მაგრამ ჩემი სანუკვარი ცხელი ჩაი ენერგიას მმატებს. ფერიცვალების სცენას ვხატავ დღეს. ძირითადი ფერი უკვე ჩასხმული მაქვს, ოქრო დადებულია მაცხოვრის შარავანდედზე, შავი საქმე მოთავებულია. დღეს ვიწყებ ყველაზე საინტერესოს, რაც მხატვრისთვის სიამოვნების მომნიჭებელია: მაცხოვრის სახე უნდა დავხატო. ვხატავ მაცხოვარს, რომლის ნახვითაც ადამიანმა ესთეტიკური სიამოვნება კი არ უნდა მიიღოს მხოლოდ, როგორც ეს საერო მხატვრობაშია, არამედ უნდა აღძრას მასში ღვთაებრიობის განცდა, უნდა მოუნდეს მასთან ლოცვა, გული უნდა გაუხსნას, სიყვარულით უნდა აღუვსოს. ამიტომ პასუხისმგებლობა ჩემი მეტად დიდია. ჩემზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მივაღწევ ამ მიზანს. თუმცა, ხატმწერის სახელს არასდროს არავინ აღარ იკითხავს. და მიზანიც მიღწეულია.

10 იანვარი, ოთხშაბათი
ჩემი დღე ჩემი შვილებით - ლუკათი, ლაზარეთი და თინიკოთი - სრულდება. ბიჭები მაბრაზებენ. სახლში დაგვიანება ტრადიციად გაიხადეს. უსმენენ ჩემთვის მიუღებელ რეპს. თუმცა, მახსენდება ბებიაჩემთან გაუთავებელი ჭიდილი, როცა 24 საათი ჩართული მქონდა მძიმე როკი ბოლო ხმაზე. მაშინ ვფიქრობდი, როცა გავიზრდები, არასდროს დავუშლი ჩემს შვილებს მათი საყვარელი მუსიკის მოსმენას-მეთქი. გავიზარდე და ვიჭერ ჩემს თავს იმაზე, რომ ბებიასავით მომაბეზრებელი და ბუზღუნა გავხდი. რა ვქნა, არ შემიძლია ემინემის მოსმენა...

11 იანვარი, ხუთშაბათი
მახსოვს ზუსტად და კარგად, როდესაც პირველად წავიკითხე სახარება. წითელყდიანი სქელი წიგნი, რომელმაც მთლიანად შემცვალა. ყველაფერს სხვანაირად შევხედე და გადავაფასე. რელიგიური გზის პირველი ეტაპი რადიკალური იყო. ვიყავი პირქუში და მკაცრი საკუთარი თავის და სხვების მიმართ. მაგრამ, როგორც საერო ცხოვრებისას, მოახდინა ჩემზე უზარმაზარი გავლენა ბევრმა მხატვარმა თუ მუსიკოსმა, ისე გამიადვილეს ეკლესიური გზა თანამედროვე სასულიერო მოღვაწეებმა: უწმინდესმა ილია მეორემ; მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა, რომლის წიგნები ჩემი ყოველდღიური საკითხავია. წარუშლელი კვალი დატოვა ეპისკოპოს კალისტოსთან ურთიერთობამაც. როდესაც მე, როცა უკვე მღვდელი ვიყავი და ყველასგან მალულად, ჩემთვის ვუკრავდი, მან ასეთი სიტყვები მითხრა: "დაუკარი არა მხოლოდ შენთვის, არამედ ხალხისთვის. გაუნაწილე შენი სიხარული სხვებსაც."

12 იანვარი, პარასკევი
დღეს გავიარე თავისუფლების მოედანზე და კიდევ ერთხელ დავინახე წმინდა გიორგის მონუმენტი. თვითონ ამ მონუმენტის დადგმის იდეა ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. თუმცა, მთელი რიგი მიზეზებით, ეს იდეა სრულად ვერ განხორციელდა ისე, როგორც ეკადრება წმინდანს. არ ვეხები მის მხატვრულ ღირებულებას; განვიხილავ სუფთა რელიგიური თვალსაზრისით. მართლმადიდებელი იკონოგრაფიის აუცილებელი პირობაა კონტაქტი წმინდანსა და მნახველს შორის. იმის გამო, რომ ძეგლი არის ძალიან მაღლა, აბსოლუტურად იკარგება კავშირი ადამიანსა და წმინდანს შორის. წმინდანი ხდება მიუწვდომელი, შორეული. ეს წარმართული ფორმაა, როცა ღვთაება არის მიუკარებელი და მსაჯული, როცა თავს განიცდი მონად და დათრგუნულად.
ღვთის ადამიანური ბუნების მიღების შედეგად ადამიანი დაუახლოვდა ღმერთს და იგი აღარ არის მისთვის ტრანსცენდენტური. სამწუხაროდ, ამ მონუმენტის ხილვისას, ეს აუცილებელი მოთხოვნა დაკარგულია და წმინდა გიორგის ძეგლი გადაიქცა კერპად.
გული მწყდება, რომ დღეს, როცა ასეთი წინსვლაა და აღორძინება ეკლესიისა, როცა შეიძლებოდა, გაეთვალისწინებინათ სარწმუნოების ეს ელემენტარული საფუძვლები, პირიქით, სიჩქარემ და პროფესიონალების აზრის უგულებელყოფამ არასწორი შედეგი მოგვცა.

13 იანვარი, შაბათი
დღეს დილით წირვა მაქვს. ყოველი კვირა აღდგომის სწორია. ყოველი კვირა ეკლესიის მთელი მრევლის საერთო სიხარულია. ვიკრიბებით ლიტურგიაზე სიყვარულისთვის, მაგრამ სიყვარული არ არსებობს მსხვერპლის გარეშე, როგორც აღდგომა არ არსებობს ჯვარცმის გარეშე. მთელი კვირა გოლგოთის გზაა თავისი განსაცდელებით, ტკივილებით, დაცემებით, სიხარულით. კვირის წირვაზე ერთად ვნუგეშობთ, ერთი ბარძიმით ვეზიარებით, ვერთიანდებით ღმერთში, განვიცდით ღვთაებრივ ნეტარებას და მადლიერებით აღვსილნი ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ!

http://www.tavisupleba.org/programs/diarie...70114194817.asp

ვააა ეს არც ვიცოდი, ყოჩაღ მამა ალექსანდრეს, როგორც ყოველთვის საინტერესოა საუბარი აქვს smile.gif

გაიხარე დავით ეს რომ დადე აქ smile.gif

დღესაც წირვაზე ზალიან საინტერესოდ იქადაგა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 30 2007, 01:58 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



მახსოვს ჩემი აღსარება, როცა ძლივს ამოვილუღლუღე როკს ვუსმენთქო,ჩემს მოძღვარს გაეღიმა და მკითხა მე დაგიშალეო?მას მართლაც არასოდეს დაუშლია მაგრამ მე მქონდა წაკითხული სხვადასხვა სასულიერო პირების მოსაზრებები და ისე დავშინდი გამოუცდელობით ლამის, ჩემს მიერ ჩადენილ სხვა ცოდვებზე აღმატებულად მივიჩნიე smile.gif ჰოდა მაშინ დამარიგა ჩემმა მოძღვარმა და წლებია არ ვივიწყებ,მოუსმინე რასაც გინდა გაქვს გონი რომ გაარჩიო რაა მისაღები და რა არა,თუმცა ერთია საყურადღებო მარხვის დროს როცა სინანულმა უნდა შეგიპყროს,ნუ გაიხდი როკს დროის გაყვანის საშუალებად,ეგ დრო ლოცვას მოახმარე!განა ამაზე კარგი რჩევა არსებობს?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Jul 30 2007, 02:02 AM
პოსტი #28


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



ციტატა(მართა @ Jul 30 2007, 12:58 AM) *

მახსოვს ჩემი აღსარება, როცა ძლივს ამოვილუღლუღე როკს ვუსმენთქო,ჩემს მოძღვარს გაეღიმა და მკითხა მე დაგიშალეო?მას მართლაც არასოდეს დაუშლია მაგრამ მე მქონდა წაკითხული სხვადასხვა სასულიერო პირების მოსაზრებები და ისე დავშინდი გამოუცდელობით ლამის, ჩემს მიერ ჩადენილ სხვა ცოდვებზე აღმატებულად მივიჩნიე smile.gif ჰოდა მაშინ დამარიგა ჩემმა მოძღვარმა და წლებია არ ვივიწყებ,მოუსმინე რასაც გინდა გაქვს გონი რომ გაარჩიო რაა მისაღები და რა არა,თუმცა ერთია საყურადღებო მარხვის დროს როცა სინანულმა უნდა შეგიპყროს,ნუ გაიხდი როკს დროის გაყვანის საშუალებად,ეგ დრო ლოცვას მოახმარე!განა ამაზე კარგი რჩევა არსებობს?

gaixare wink.gif




--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 30 2007, 02:09 AM
პოსტი #29


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Didgoreli @ Jul 29 2007, 03:12 PM) *

ხალხნო მე ვუსმენ Deep Purple-ს დაახლოებით 11-12 წელია(ახლა 19 წლის ვარ) დაა ძალიან მიყვარს ეს როკ ჯგუფი ! თქვენი აზრით ეს დასაძრახია? მგონი არ არიან ფარფლები სატანისტები , არა?


Deep Purple-ს აქვს ასეთი ტექსტი მუსიკაში?- წყეულ მიქელ-გაბრიელს....არა მჯერავს მე სამოთხის მადლის....მთვრალი თუნდაც ჯოჯოხეთში წავალ.... ჩემი მეგობრები რესტორანში მღერიან, ხო და აღსარება რომ ჩააბარეს, ამ მკრეხელური სიმღერის (ქეიფს ვიწყებ დილიდან) გამო (ამ სიმღერას ყველა უკვეთავს ქეიფის გამო რესტორანში) მოძღვარმა კურთხევა მისცა მთავარანგელოზების ხატი შეეწირათ ეკლესიისთვის, და აუკრძალა ამ სიმღერის შესრულება, დავაწერინეთ ხატი და ნარიყალას ეკლესიას შევწირეთ....მოძღვარს არ დაუსჯია Deep Purple-ს მოსმენის გამო....ეს სიმღერა უფრო სატანურად მიიჩნია...თუმცა ანსამბლმა ივერიამაც შეცვალა ამ სიმღერის ტექსტი....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Jul 30 2007, 04:30 AM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ციტატა
ჰოდა ტექსტები თუ იცი პარპლების და სატანური არ არისო იძახი და თან არგუმენტიან მოკამათეს ელი მაშ ამას უცქირე biggrin.gif

Why didn't Rosemary?
Words & music by Ritchie Blackmore, Jon Lord, Rod Evans, Nick Simper and Ian Paice


Way back here we have a climb
Everything I need but nothing's mine
Satan's world are back hell
Why didn't Rosemary ever take the pill?


Let me waiting, waiting for the kill
Old man won't do it but the devil will


აუ ძმურად ამიხსენი რა ამ ტექსტის მნიშვნელობა არ მესმის. კაი რა ხალხო სასაცილოა უკვე რა ეგეთი სწორხაზოვანი მსჯელობა " რადგან cannibal corpse
სატანურია ზნაჩიტ ყველანაირი როკი სატანურია", " რადგან deep purple ს სიმღერაში ეშმაკია ნახსენები ზნაჩიტ ეგ სიმღერა ეშმაკის თაყვანისცემისკენ მოგიწოდებს" და ა.შ. თითქმის საერთოდ აღარ ვუსმენ როკ მუსიკას თუმცა ბევრი როკ შემსრულებლის მადლობელი ვარ იმიტო რო თავის დროზე რაღაც რაღაცეებზე დამაფიქრა. რატო არავინ არაფერს იძახის ტექნო/ჰაუს/რეპ/პაპსაზე რომელიც პირდაპირი განსახიერებაა იმის თუ სად მიექანება ეს ქვეყანა და ადამიანს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დებილად აყალიბებს smile.gif ცოტა ვისწავლოთ კარგის ცუდისგან და სიმართლის ტყუილისგან გარჩევა smile.gif არ შეიძლება ეგრე სწორხაზოვნად აზროვნება არნაირად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jul 30 2007, 08:04 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



QUOTE(d.p @ Jul 30 2007, 05:30 AM) *

აუ ძმურად ამიხსენი რა ამ ტექსტის მნიშვნელობა არ მესმის. კაი რა ხალხო სასაცილოა უკვე რა ეგეთი სწორხაზოვანი მსჯელობა " რადგან cannibal corpse
სატანურია ზნაჩიტ ყველანაირი როკი სატანურია", " რადგან deep purple ს სიმღერაში ეშმაკია ნახსენები ზნაჩიტ ეგ სიმღერა ეშმაკის თაყვანისცემისკენ მოგიწოდებს" და ა.შ. თითქმის საერთოდ აღარ ვუსმენ როკ მუსიკას თუმცა ბევრი როკ შემსრულებლის მადლობელი ვარ იმიტო რო თავის დროზე რაღაც რაღაცეებზე დამაფიქრა. რატო არავინ არაფერს იძახის ტექნო/ჰაუს/რეპ/პაპსაზე რომელიც პირდაპირი განსახიერებაა იმის თუ სად მიექანება ეს ქვეყანა და ადამიანს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დებილად აყალიბებს smile.gif ცოტა ვისწავლოთ კარგის ცუდისგან და სიმართლის ტყუილისგან გარჩევა smile.gif არ შეიძლება ეგრე სწორხაზოვნად აზროვნება არნაირად.

ეს რა კაცი გამიბრაზეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისა და blink_182 _ის ასევე "განზებისა" და "როლინგების" აქტიური მომხმარებელი ვარ და ესეც სატანურია? unsure.gif unsure.gif unsure.gif მშვენიერი სიმღერები აქვთ რას ერჩით? unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 30 2007, 11:12 AM
პოსტი #32


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 30 2007, 07:04 AM) *

ეს რა კაცი გამიბრაზეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ისა და blink_182 _ის ასევე "განზებისა" და "როლინგების" აქტიური მომხმარებელი ვარ და ესეც სატანურია? unsure.gif unsure.gif unsure.gif მშვენიერი სიმღერები აქვთ რას ერჩით? unsure.gif


ციტატა
სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი, . ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ლბექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.


ციტატა
მშვენიერი სიმღერები აქვთ რას ერჩით? unsure.gif

ასევე ციტატა ჩემს მიერ მოყვანილი სტატიიდან:

გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 30 2007, 11:23 AM
პოსტი #33


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
Deep Purple-ს აქვს ასეთი ტექსტი მუსიკაში?- წყეულ მიქელ-გაბრიელს....არა მჯერავს მე სამოთხის მადლის....მთვრალი თუნდაც ჯოჯოხეთში წავალ....




როკს დღემდე ვუსმენ, მობილურის ზარიც როკ მუსიკააsmile.gif)) სქმე რაშია იცით ეს სიტყვები რაც ზებედემ აღნიშნა, მართლაც საშინელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ამას კარგად აღვიქვავთ, იმ მიზეზის გამო, რომ ქართული გვესმის, ინგლისურც ბევრმა ვიცით, მაგრამ მაინც .. იმ სიტყვებს რაც სიმღერებში იმეორებენ ხოლმე მაინც ვერ აღვიქვავთ ისე, როგორც ,,მთვრალი თუნდაც ჯოჯოხეთსი წავალ!:))) ასეა, ან უმეტესად ზეპირადაც არ ვიცით უცხოური სიმღერების ტექტსები,ა მიტომ არც იქ გამოთქმული გვაწუხებს ალბათ, თუმცა რამოდენიმე სიმღერის ტეტქსტი ზუსტად ვიცი, მათ შორის ვიცი როლინგ სტოუნზის, სადაც ჯაგერი ამბოს სატანა ჩემი მეგობარია და აშ. თუმცა მიკ ჯაგერს მის საშინელ ჯგუფს ვერასოდეს ვიტანდი, ძალიან, რომ მიყვარდა როკი მაშინაც კი. ნუ ეხლა ტექსტის ავტორებს თუ გადავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ არაერთხელ გაჟჟერდება იმათ ტექსტებში სტაანა ჩემი მეგობარია და მსგავსი. რა ვიცი ასე ხელღებით უარყოფაც არ შეიძლება. თუ ტექსტი იცი სიმღეტრის ამ სიტყვებს იმეორებ, ეთანხმები თუ არა, იმ განსხვავებით, რომ წყეულ მიქელ... აღიქვავ ბოლომდე და გიჭირს გამეორება, იმიტომ, რომ ქართულია, ის მაინც უცხო ენაა და ამხელა პროტესტიც არ მოდის. თუმცა იმეორებ და ამას არ უნდა დავა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 30 2007, 11:30 AM
პოსტი #34


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 30 2007, 10:23 AM) *

ზებედე
როკს დღემდე ვუსმენ, მობილურის ზარიც როკ მუსიკააsmile.gif)) სქმე რაშია იცით ეს სიტყვები რაც ზებედემ აღნიშნა, მართლაც საშინელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ამას კარგად აღვიქვავთ, იმ მიზეზის გამო, რომ ქართული გვესმის, ინგლისურც ბევრმა ვიცით, მაგრამ მაინც .. იმ სიტყვებს რაც სიმღერებში იმეორებენ ხოლმე მაინც ვერ აღვიქვავთ ისე, როგორც ,,მთვრალი თუნდაც ჯოჯოხეთსი წავალ!:))) ასეა, ან უმეტესად ზეპირადაც არ ვიცით უცხოური სიმღერების ტექტსები,ა მიტომ არც იქ გამოთქმული გვაწუხებს ალბათ, თუმცა რამოდენიმე სიმღერის ტეტქსტი ზუსტად, მათ შორის ვიცი როლინგ სტოუნზის, სადაც ჯაგერი ამბოს სატანა ჩემი მეგობარია და აშ. თუმცა მიკ ჯაგერს მის საშინელ ჯგუფს ვერასოდეს ვიტანდი, ძალიან, რომ მიყვარდა როკი მაშინაც კი. ნუ ეხლა ტექსტის ავტორებს თუ გადავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ არაერთხელ გაჟჟერდება იმათ ტექსტებში სტაანა ჩემი მეგობარია და მსგავსი. რა ვიცი ასე ხელღებით უარყოფაც არ შეიძლება.


არა შენ იმიტომ ვერ აღიქვამ რომ ქართველი ხარ და ინგლისური იმ დონეზე არ ვიცით როგორც ქართული ალბათ.მაგრამ ის ხომ მკრეხელური ტექსტით გამოდის და ჩვენ მისი მსმენელები ვართ.მე პირადად system of a down ის დიდი მსმენელი გახლდით.მაგრამ მას შემდეგ რაც მრავალი სტატია წავიკითხე როკის მავნებლობის შესახებ მას შემდეგ მოვუკელი მათ სმენას.ამ ტოპიკით მე იმას არ ვღაღადებ რომ როკს არ მოუსმინოთ თქო.ამ ტოპიკით მინდოდა მომეწოდებინა ინფორმაცია კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 30 2007, 11:33 AM
პოსტი #35


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ზებედე
ციტატა
ქეიფს ვიწყებ დილიდან თითქოს უწყინარია,არაა როკი, ასე ვთქვათ სახალისო-საქეიფოა, მაგრამ მისი ტექსტი ბევრ როკ-ინსტრუმენტალისტზე და თუნდაც მძიმე როკზე აღმატებულია ცოდვით და მკრეხელობით, რადგან იქ არის ერთი ისეთი სიტყვა რომელიც უდიდესი მკრეხელობაა- "წყეულ მიქელ გაბრიელს" (მომიტევოს უფალმა)

მარტო ეგ?
ქართული რეტრო და ფოლკი ზოგს მართლმადიდებლური ჰგონია..
ზოგიერთ მათგანში რომ გარყვნილებაა ისეთი მგონი როკ სიმღერებსი არაა...
მე როკის ფანი არა ვარ, მაგრამ ზალიან გთხოვთ რახან როკს ქართული წარმომავლობა არ აქვს "ზაან ნუ გააშავებთ" ისედაც საკმარისად შავია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 30 2007, 11:39 AM
პოსტი #36


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(გლახა @ Jul 30 2007, 10:33 AM) *

ზებედე

მარტო ეგ?
ქართული რეტრო და ფოლკი ზოგს მართლმადიდებლური ჰგონია..
ზოგიერთ მათგანში რომ გარყვნილებაა ისეთი მგონი როკ სიმღერებსი არაა...
მე როკის ფანი არა ვარ, მაგრამ ზალიან გთხოვთ რახან როკს ქართული წარმომავლობა არ აქვს "ზაან ნუ გააშავებთ" ისედაც საკმარისად შავია...


როგორ არა გვყავს smile.gif ვაკის პარკი როკს მღერის,მაგრამ ვაკის პარკი ისე ლამაზ როკს მღერის რომ არც ტექსტებში და არც მელოდიაში არანაირი პრეტენზია არასდროს არ გამჩენია smile.gif აქ არ არის საუბარი რომ ყველლა როკ ბენდი სატანურია.საზოგადოდ ყველა მუსიკალურ მიმდინარეობაში არიან სატანისტები.მაგრამ ეს ტენდენცია მეტად როკში გამოიხატება.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 30 2007, 02:33 PM
პოსტი #37


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



ნუ მოკლეედ მუსიკა მუსიკაა დაა ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში რომ ფარფლებს ვუსმენ smile.gif ეხლაა რომ აღარ მოვუსმინოო ისეთ რწმენაში ჩავარდები და მონასტერში წავაალ თუ რაა? რაც ვაარ ის ვარ დაა ვერანაირი მუსიკა ვერ შემცვლის wink.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 30 2007, 02:37 PM
პოსტი #38


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Didgoreli
ციტატა
ისეთ რწმენაში ჩავარდები და მონასტერში წავაალ თუ რაა?



მონასტერში წასვლა რა შუაშია ნეტვ ვიცოდე? rolleyes.gif


Xჩვენ უბრალოდ ფაქტი ავღნინეთ, რა სიტყვებისაგნ შედგება მაგათი სიმღერების ტექსტი, მე მგონი ესსადავო არ არის, ხოდა როგორც გუჯასი არ იყოს ვიმეორებდით ქეიფს ვიწყებ დილიდანო და შემდეგ კიდევ რაღაცეებს, ამასე ვიმეორებთ მაგათ სიმღერებ თუ ვიცით რა ტქმა უნდა მეტი არაფერი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jul 30 2007, 02:39 PM
პოსტი #39


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ნათელი მაგალითია SOAD
ისე,მაგარს მღერიან

ვცდილობ ხოლმე არ მოვუსმინე და გამომდის კიდევ
ცდუნება დიდია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 30 2007, 02:42 PM
პოსტი #40


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(Didgoreli @ Jul 30 2007, 01:33 PM) *

ნუ მოკლეედ მუსიკა მუსიკაა დაა ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში რომ ფარფლებს ვუსმენ smile.gif ეხლაა რომ აღარ მოვუსმინოო ისეთ რწმენაში ჩავარდები და მონასტერში წავაალ თუ რაა? რაც ვაარ ის ვარ დაა ვერანაირი მუსიკა ვერ შემცვლის wink.gif


რა შუაშია biggrin.gif biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი