IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> ეშმაკის განდევნა
G_saxva
პოსტი Nov 13 2013, 03:09 PM
პოსტი #121


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



Alterego
იეშმაკონ და უფრო საინტერესონი გახდებიან (ზოგიერთებისთვის) biggrin.gif
პ.ს არც ისე არ აკლიათ ეშმაკობა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 13 2013, 10:25 PM
პოსტი #122


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აოფებთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Feb 5 2014, 09:52 AM
პოსტი #123


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



თანამედროვე ქართული კვეთებულომანია
1. კვეთებულის ისტორიული ექსკურსი;
2. ტექსტოლოგიური შემოსვლა კვეთებულის ლოცვისა კურთხევანში;
3. თანამედროვე პრობლემატიკა კვეთებულების კითხვისა.

იმდენად, რამდენადაც დღეს ჩვენს ეპოქაში ფრიად აქტუალური გახდა კვეთებულებზე სიარული, იმდენად აქტუალურიც, რომ „ეკლესიური ცხოვრების“ წესადაც კი იქცა მავანთათვის, უპრიანად მიმაჩნია ამ თემაზე საუბარი. კვეთებულების ლოცვების მოკლე ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, საკმარისია სახარებისეული მაგალითები მოვიყვანოთ თავად მაცხოვრისა და მოციქულების ქმედებებისა - უდაბნოში მაცხოვრის ლოცვისა და მარხვის მაგალითი და თავად განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების გამოსაცდელად მოვლენილი ბოროტი და გავიხსენოთ, თუ რა სიტყვებით განიშორებს მაცხოვარი ბოროტს: „განვედ მართლუკუნ ჩემგან, სატანა, არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“ (მათეს სახარება). სახარებაში უამრავი მაგალითია შეფუცების და ბოროტის განსხმისა, რის ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ. ზემოთ ხსენებული მაგალითიდან გამომდინარე, სატანა შეეცადა განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს ცდუნებას.
პირველქრისტიანულ ქარიზმატულ ეპოქაშიც კი იშვიათად თუ ვინმეს ეძლეოდა ბოროტთან შეჭიდების ანუ შეფუცების ნიჭი. თანამედროვე კურთხევანში შემოსულია კვეთებულის ტექსტი, რომელიც წარმოშობით მოლდაველმა, უკრაინაში მოღვაწე მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ მე-17 საუკუნეში გადმოთარგმნა და შემოიტანა კათოლიკური „ბენედიციონალედან“ ანუ კათოლიკური კურთხევანიდან რუსულ „ტრებნიკში“ ანუ რუსულ კურთხევანში, რის შემდეგაც იგი ქართულ კურთხევანშიც მოხვდა. მაგრამ მანამდე, ვიდრე კვეთებულის ტექსტი შემოვიდოდა კურთხევანში, ბოროტის შერისხვის ლოცვები გვხვდება წმინდა ნათლისღების საიდუმლოს ტექსტში შეფუცების ლოცვების სახით. ამის შესახებ ნათლად მოწმობს წმინდა ეპისკოპოს ეგნატე (ბრიანჩანინოვის) სიტყვები: „შეფუცების ლოცვა ყველაზეა უკვე წაკითხული, რომელთაც წმინდა ნათლობის საიდუმლო მიიღეს“.
დღეს კი, უხეშად რომ ვთქვათ, ვისაც კი არ ეზარება, ყველა კვეთებულის მკითხველი გახდა. სამწუხაროდ, ვაწყდებით ფაქტებს, აქ, ჩვენთან, საქართველოში, დედაკაცებიც კი კადნიერდებიან ხელი მიჰყონ ამგვარ არც თუ ისე ანგარებას მოუკლებელ ქმედებას, რომლებთანაც დილაადრიანად ასული ხალხის რიგსაც კი წააწყდებით და რომლებიც იმასაც კი არ ერიდებიან, რომ გამოაცხადონ, ვითომცდა ჩვენი მხცოვანი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოქმედებენ.
კათოლიკურმა ეკლესიამ, ჩვენგან განსხვავებით, მკაცრად დააყენა ეგზორციზმის საკითხი. არის სპეციალური კურსები, სადაც ეპისკოპოსების შერჩევით ხდება ეგზორცისტის მომზადება და მიზანმიმართული დავალების მიცემა. მათ სულ რამოდენიმე ეგზორცისტი ჰყავთ მსოფლიოში, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი, აქვთ სამედიცინო განათლება და ორდინირებულები არიან ფსიქიატრიის სფეროში.
არსებობს ფსიქიატრია, როგორც მედიცინის დარგი, თავისი დაავადებებით, არის გარკვეული ეტიოლოგია, ნოზოლოგია ფსიქიური დაავადებებისა და პაციენტის ინდივიდუალური ანამნეზი, რომელიც ხშირად სიმულირებს შეპყრობილობის სიმპტომებთან. და აი, უკვე წავაწყდით პრობლემას. ვერ გაგვირკვევია ვისთან გვაქვს საქმე, შეპყრობილთან თუ ფსიქიურად დაავადებულთან? აი, რატომ გვჭირდება საფუძვლიანი ცოდნა ფსიქიატრიის სფეროში, ენდოგენური და ეკზოგენური ფსიქოზების სწორი დიფერენცირება და შემდეგ, კიდევ და კიდევ დიაგნოსტიკური დიფერენცირება შეპყრობილსა და ფსიქიურად დაავადებულს შორის, რაც საჭიროებს გარკვეულ ობსერვაციას. და თუ ამ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ მოხდება ადამიანის არამც თუ განკურნება და ე.წ. გათავისუფლება შეპყრობილობისაგან (თუ ამას შეპყრობილობა შეგვიძლია დავარქვათ), არამედ მისი მდგომარეობის უფრო და უფრო გაღრმავება და დამძიმება. ვკითხოთ ნებისმიერ ფსიქიატრს, თუ რამდენად უწყობენ ხელს კვეთებულის მკითხველები მათი პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფსიქიატრებისაგან კი უკვე პასუხი ცალსახაა და საუბედუროდ უარყოფითი. უკვე წარმოიქმნა გარკვეული გაუგებრობა. თანამედროვე კვეთებულის მკითხველებს გონიათ, რომ მანიპულირებენ კაცობრიობის მტრით, რომელიც შეიარაღებულია ადამიანთა სულთა დაღუპვის 7000 წლიანი პრაქტიკით.
ჩამოვყალიბდეთ პუნქტებად:
1. რამდენად ვერკვევით, თუნდაც ზედაპირულად, ფსიქიატრიაში და ფსიქიური დაავადებების ეტიოლოგიაში;
2. რამდენად სულიერად უცხონი ვართ ვნებისაგან ანუ ვიმყოფებით სულიერად იმპასიბილურ მდგომარეობაში; medice, cura te ipsum! (ლათ. მკურნალო განკურნე თავი შენი!) (ლუკ.4,23);
3. გარკვეული გვაქვს კი, რომ ბოროტით ვმანიპულირებთ თუ ბოროტი მწარედ დაგვცინის?
საქართველოში რამოდენიმე ეკლესიაში იკითხება კვეთებულები, რაც ზემოთხსენებული სახარებისეული შეფუცებისა და პირველქრისტიანულ ქარიზმატულ ეპოქაში შემფუცველებთან რომ გვერდით დავაყენოთ, სულ მცირე, ღიმილის მომგვრელ კარიკატურად გამოიყურება და ეგრეთ წოდებულ კვეთებულებზე რეგულარულად სიარული არამც თუ არაეკლესიური ქმედებაა, არამედ ღიმილის მომგვრელი კადნიერებაა თანამედროვე შემფუცველის მხრიდან. იგივე წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ადარებს ამ მოვლენას არაწმინდა სულების წინაშე დადგმულ სპექტაკლს. რეალური სურათი რომ ავიღოთ, საქართველოში რამოდენიმე ეკლესიაში ჯგუფურად იკითხება კვეთებული, რაც ყოვლად დაუშვებელია. მიაქვთ სურათები, ტანსაცმელი და არა მარტო ხალხზე, ნივთებზეც კი იკითხება რაღაც გაურკვეველი ლოცვები, რაც სატანისტურ, ოკულტურ რიტუალს უფრო წააგავს, ვიდრე ღვთისმსახურებას.
მე, როგორც მღვდელმონაზონი, ვთვლი, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი გარკვეული და კონცეპტუალურად დალაგებული უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ. და არა მარტო ეს საკითხი. ძალიან ბევრი რამ არის დასალაგებელი კონცეპტუალურად თითოელი ეკლესიის წევრის სულის ხსნისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში დავდგებით საშიშროების წინაშე, დაახლოებით ასეთი სახისა - თეოლოგია თუ დემონოლოგია? ამქვეყნიური ცხოვრება სულის საცხოვნებლად თუ კაცობრიობის მტერთან კონტრაქტის დასადებად სულის წარწყმედისათვის? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზემოთ ხსენებული რიტუალის დროს არანაირად არ მყარდება კონტაქტი უფალთან. პირიქით, წააგავს ოკულტურ რიტუალს, რომელიც სატანასთან კავშირს ნიშნავს.
P.S.: ან თანამედროვე მამები აღვემატენით ქარიზმატულ ეპოქაში მცხოვრებ წმინდა მამებს ან სატანა გახდა უფრო გულმოწყალე და კეთილი კაცთა მიმართ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი დისპუტისა და დიალოგის მსურველთათვის მზად ვარ, მიუხედავად სასულიერო თუ აკადემიური ხარისხისა, ღვთის შეწევნით, წმიდა წერილზე და წმიდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად განვავრცო დისკუსია.
გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში. მღვდელმონაზონი ილია (ვაშაკიძე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 6 2014, 01:29 AM
პოსტი #124


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ძმა ხარ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2016, 11:03 AM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კვეთებულება ანუ ბოროტი სულის ზემოქმედება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2018, 12:39 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მკრეხელობის საზღაური

"ოპტის უდაბნოში ჩამოვიდა სოფიო ალექსანდრეს ასული მანაენკოვა, რომელიც თავისი სულის სიცოცხლეს უმადლის ოპტის სიწმინდეებს და აქაურ ცოცხალ და გარდაცვლილ მამათა ლოცვას. ის წარმოშობით ორლოვის გუბერნიის დიდებულთა გვარიდან იყო. მის ოჯახს პატარა მამულის შემოსავლით თავი ძლივს გაჰქონდა. გოგონამ წარმატებით დაამთავრა ორლოვის ინსტიტუტი და კეთილი ადამიანების დახმარებით ელეცკში გოგონათა სასწავლებელი გახსნა, რომელიც ნელ-ნელა ქალთა გიმნაზიად გადაკეთდა.

"ხელი ისე მომემართა, რომ წლიური შემოსავალი უზრუნველად ცხოვრების საშუალებას მაძლევდა, - იხსენებს ქალბატონი სოფიო, - დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობრის მამული იყო. იგი ცოლად ჰყავდა იმ დროს ელეცკში სახელგანთქმულ ექიმ გოლოსტენოვს. ზაფხულის არდადეგებს დედასთან ვატარებდი და ხშირად ვნახულობდი მის ოჯახს. ძალზე დავუახლოვდი ჩემი მეგობრის მულს. ახალგაზრდები ვიყავით, ჯანმრთელები, ბედი ყველას გვიღიმოდა. გონებას არ ვიღლიდით რთული კითხვებით და არც გულს ვიმძიმებდით დარდით.

და აი, ჩვენს უზრუნველ, სულიერ საკითხებს არიდებულ წუთისოფელში შემოაღწია სულიერმა სამყარომ. ექიმი გოლოსტენოვი სპირიტიზმმა და ჰიპნოზმა გაიტაცა და ეს გატაცება ჩვენც გადაგვდო. ხარბად ვეწაფებოდით ლიტერატურას, რომელიც ამ მოვლენებს იკვლევდა და მათ პრაქტიკულად გამოყენებას ასწავლიდა. ხოლო "ვისი სულისგან" მოდიოდა ეს, არავის გვაინტერესებდა, მხოლოდ გვიხალისებდა ერთფეროვან სოფლის ცხოვრებას.

ბავშვებივით გვახარებდა ახალი სასიამოვნო სულიერი საკვები, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და ვერც ჩვენი რელიგია. ნათლისღებით მართლმადიდებლებს დიპლომში გვეწერა "წარმატებები" საღმრთო სჯულში, მაგრამ სულით სრული უმეცრები და წარმართებზე უარესნი ვიყავით.

აღარ დავაყოვნეთ და პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების შთაგონება და ფიქრების გამოცნობა, ვატრიალებდით თეფშს და ვუახლოვდებოდით უხილავ სამყაროს, იმავე "მეცნიერების" მიერ მითითებული მეთოდებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს რწმენას შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილნი. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად მე და ჩემი მეგობრის მული დავხელოვნდით.

და აი, დადგა ჩვენთვის სამაგიეროს გადახდის ჟამიც. ჩემი მეგობარი თავისი ანგელოზის დღეს დილით წირვაზე წავიდა თავის ტაძარში. დაველოდეთ მის მოსვლას. გაიშალა სუფრა ჩაით, ღვეზლებით, საჩუქრებით... ვიმხიარულეთ, ვიხალისეთ და შთაგონებით გართობა გადავწყვიტეთ. მე უნდა გავსულიყავი სახლის განაპირა ოთახში, რომელიც ჩემი მეგობრისა და მისი მეუღლის საძინებელი და კაბინეტი იყო და რაღაც შთამეგონებინა ჩემი მეგობრის მულისთვის.

დიდხანს არ მიფიქრია, გავიქეცი იმ ოთახში. დანარჩენები სამზარეულოში დარჩნენ. კაბინეტში შესვლისას თვალში მომხვდა ჩემი მეგობრის მიერ წირვიდან მოტანილი, ცხრა დასთა სახელზე ნაკვეთი სეფისკვერი, რომელიც საწერ მაგიდაზე იდო, ხელი ვტაცე და ხელსაბანში ჩავდე. "დაე, ამოიღოს ეს სეფისკვერი და ისევ მაგიდაზე დადოს", - ჩავიფიქრე და დავიძახე: "მზად არის!"

ჩემს ყვირილზე სამზარეულოდან ყველამ მოირბინა. ის, ვისაც ჩემი ჩანაფიქრის ასრულება შთავაგონე, წამითაც არ შეყოყმანებულა, ჯერ საწერ მაგიდასთან მივიდა, იქიდან კი ხელსაბანთან და როგორც კი სეფისკვერისკენ ხელის გაწვდენა მოინდომა, თითქოს ვიღაცის ძლიერმა ხელმა მოისროლაო, ამოტრიალდა და იატაკზე უგონოდ დაეცა. იქვე მე უკვე ბნედის შეტევით ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებული მალე მოვიდა გონს, მე სამი საათის მერეღა გამიარა კრუნჩხვამ. მიუხედავად ექიმის დახმარებისა, არც ერთს გვახსოვდა, რა დაგვემართა. ექიმიც არ იყო ბაიბურში.

იმ საშინელი დღის მერე სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ბნედა დამჩემდა. თავიდან სამ თვეში ერთხელ მემართებოდა, შემდეგ ყოველ ახალმთვარობას, მერე კი დღეში რამდენჯერმე. ვცადე თვითმკვლელობა.

ყველასთვის მძიმე ტვირთად ვიქეცი, საკუთარი თავი მტერივით შევიძულე. ასეთი წამებით გაიარა თხუთმეტმა წელმა... ახალგაზრდა, ჯანმრთელი ყმაწვილი ქალი დედაბრად გადავიქეცი. არანაირმა მკურნალობამ არ გაჭრა. თავს კი ხან ერთ ნათესავს ვაფარებდი და ხან მეორეს. დროებით ჩემს დასთან დავსახლდი. სიძე სადგურის უფროსი იყო. უბრალო, არცთუ დიდად განათლებული, სამაგიეროდ, კეთილი და ღრმადმორწმუნე კაცი იყო.

- სონია, დიდი ხანია არ ზიარებულხარ? - მკითხა ერთხელ.

- მას მერე, რაც ცუდად გავხდი...

- რას ამბობ, ასე როგორ შეიძლება! - შეწუხდა ჩემი სიძე, - ნუთუ ერთი კეთილი ადამიანი არ გამოგიჩნდა, რომ შენზე ეზრუნა? აუცილებლად თქვი აღსარება და ეზიარე ქრისტეს წმინდა საიდუმლოებას. ღმერთი მოწყალეა, გამოჯანმრთელდები.

უარი არ მითქვამს. მივედი ეკლესიაში, აღსარება ვთქვი. ეპილეფსიის შეტევებმა თითქოს თავი მანებეს. წირვაზე ჯანმრთელი ადამიანივით ვიდექი... გაიღო სამეუფეო კარები...

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით!

აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა? მე, თხუთმეტწლიანი სატანჯველით დაუძლურებული, ცხრა მამაკაცმა ძლივს დამაკავა და წმინდა ბარძიმთან მიმიყვანა. ჩემში რაღაც უჩვეულო ძალა ეწინააღმდეგებოდა სიწმინდესთან მიახლებას და მას ძლივს უმკლავდებოდა ეს ცხრა მომლოცველი, რომლებიც ჩემს დას ეხმარებოდნენ. მე, განათლებული ქალბატონი, ინსტიტუტდამთავრებული, რომელსაც ეშმაკეულობისა არ სჯეროდა და დასცინოდა, თვითონ გავხდი ეშმაკეული.

ამ საშინელების გახსენებაც კი მზარავს. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა გადაიარა. მოკლედ, სნეულების ძირი გაირკვა, ამის მერე დაიწყო ჩემი სწორი მკურნალობა. მორწმუნეთა რჩევით ხშირად ვეზიარებოდი, რის საშუალებასაც მაძლევდა ჩემი მწირი შემოსავალი, წმინდა ადგილებში დავდიოდი. ბნედის შეტევები თითქმის შემიწყდა, აშკარა ეშმაკეულობის ნიშნებიც შესუსტდა. სამაგიეროდ, გულში გაჩნდა ისეთი ენით აღუწერელი სევდა, რომ არა ღვთის წყალობა, ალბათ ის მომკლავდა.

გავიდა თვრამეტი წელი მას მერე, რაც ვიმკრეხელე ცხრა დასთა სეფისკვერზე. ერთმა ღვთისმოშიშმა ქალბატონმა ოპტის უდაბნოში გამიყოლა. იქ ყველაფერი ძალზე მომეწონა, ტაძრებიც, ღვთისმსახურების რიგიც, გარემოც. მაგრამ არც ცოცხალ მამებთან და არც გარდაცვლილ მამათა საფლავებთან მისვლა არ მინდოდა, მიუხედავად ჩემი თანამგზავრის დაჟინებული რჩევისა.

სევდა ცოტათი შემიმსუბუქდა, მაგრამ მალე კვლავ ამიშფოთდა სული. თანამგზავრმა მითხრა, ეზიარეთო და დავიწყე მზადება. ამ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რომ მადლიერების გრძნობით სამუდამოდ მივეჯაჭვე ოპტელ მამებს.

ჩემს სევდასთან დაკავშირებული იყო წმინდა ფიზიკური შეგრძნებაც - მკერდში გულის ქვეშ რაღაცას გორგალივით ვგრძნობდი და უსაშველო ტკივილი მთანგავდა.

აღსარება ვთქვი მამა სერაპიონთან და მარტოდმარტო წავედი მამა ამბროსის საფლავთან. და აი, ამ თვრამეტი წლის არაადამიანური ტანჯვის მერე გადმოსჩქეფა წყარომ ჩემი სიზმრებისა, დიდხანს, დიდხანს ვტიროდი, ვიდრე გულიდან არ გადმოიღვარა რაღაც სიმძიმე და გაქრა ის საშინელი გორგალიც, ამდენი წელი რომ მტანჯავდა.

მამა სერაპიონს მოვუყევი ჩემი ცხოვრების ამბავი. მან ცოდვები მომიტევა. მერე კი "კურთხევანი" აიღო, შეფუცვის ლოცვების კითხვა დამიწყო. ვყვიროდი, თავს იატაკს ვურტყამდი, კელიიდან გასვლას ვლამობდი. მერე კი დავმშვიდდი. მას მერე შეტევები არ დამმართვია და სულიერად გამოვჯანმრთელდი. ზიარების მერე მამა ამბროსის საფლავთან მივედი და უეცრად ვიგრძენი, რომ საბოლოოდ და სრულიად განვიკურნე.

თვრამეტი წელი! თითქმის ორ-ორი წელი სეფისკვერის თითოეული ნაწილის გამო! გავიტანჯე აქ, იქ კი, ვნახოთ, თუ შემიწყალებს ღმერთი!" - ბრძანა სოფიომ დასასრულს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი