თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ღვთის წმინდა ტაძარში მსახურება

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 11 2011, 06:36 PM

ტაძრის მსახურები




დღეს ყველა ტაძარს ყავს მსახურები:სტიქაროსნები, მედავითნეები, მგალობლები, მესანთლეები, დამლაგებლები და ა.შ.

ვინც ტაძარში მსახურობენ,ალბათ უნდა იცოდნენ,რომ საპატიო მდგომარეობა უკავიათ და ამავდროულად საპასუხისმგებლოც.ტაძრის მსახურზე ბევრი რამაა დამოკიდებული.მაგ: ტაძარში პირველმოსულ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს,თუ როგორ მოექცევიან და როგორ გაესაუბრებიან მას.ამის შესაბამისად მას შემდგომში უფრო დიდი სურვილი უჩნდება კვლავ ტაძარში მისვლისა,ან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შეიძლება საპირისპიროც მოხდეს და ტაძრის მსახურების ქცევამ,ან მათმა მკაცრმა პასუხმა ის დააბრკოლოს.ამიტომ ტაძრის მსახურს უნდა ესმოდეს,რომ მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული და დიდი როლი აკისრია.

ეკლესიის მსახურება მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობაა.მსახურს უკვე ბევრი მოეთხოვება უფლის წინაშე,რადგან მას ემსახურება ხალხის წინაშე. ბევრი უყურებს თუ როგორ იქცევა იგი და ამის შესაბამისად გამოაქვთ ეკლესიურ ადამიანებზე დასკვნები.ამიტომ ის რაც შეიძლება თავდაჭერილი, კეთილი, ზრდილობიანი, ზნეობრივი და მოწესრიგებული უნდა იყოს და ამ ყოველივეს აღსრულების შემდეგ ხალხისგანაც პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებს.(ეს სწორად გამიგეთ)


ამ თემის გახსნა კი იმიტომ გადავწყვიტე,რომ ეს ყოველივე გაითვალისწინონ ტაძრის მსახურებმა და უფრო ყურადღებით და დაკვირვებით მოეკიდონ თავიანთ საქმეს.

ტაძრის მსახურებს განსაკუთრებით ვთხოვ გამომეხმაურონ და გავისაუბროთ ამის შესახებ.
სიყვარულითა და პატივისცემით mociquli qristesismile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 11 2011, 09:37 PM


ციტატა
სტიქაროსნები,მედავ
ითნეები,მგალობლები,მესანთლეე

ბი,დამლაგებლები და ა.შ.

თავად ხარ რომელიმე?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 11 2011, 10:02 PM

ikanosi
ორი მათგანი:სტიქაროსანი და მედავითნეsmile.gif
ასევე სხვადასხვა მსახურებების შესრულებაც მიწევს ხოლმე.ნუ რაც ჩამოვთვალე ყველა სფეროში მაქვს გამოცდილებაsmile.gif

პოსტის ავტორი: maestro თარიღი: Apr 11 2011, 11:27 PM

GIORGI LELUASHVILI
ჩემო კარგო, ეგ არამარტო ტაძრის მსახურს, არამდე ყველას მოეთხოვება, მრევლსაც, ერსაც და ბერსაც.
სიყვარულით და დაყვავებით მიცემული შენიშვნა უფრო ხშირად ჭრის ხოლმე, ვიდრე მკაცრად, მაგრამ თუ ამ დაყვავებამ შედეგი არ გამოიღო, სიმკაცრის გარდა მე სხვა გზას უკვე ვეღარ ვხედავ ხოლმე.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 12 2011, 08:46 AM

maestro
ეგ რათქმაუნდა გასაგებია,მაგრამ მსახური ამ შემთხვევაში მრევლის წევრებზე მალა დგას და ახალმოსული ადამიანი პირველად რათქმაუნდა მსახურს ეკითხება რჩევას.მაგალითად ხედავს კაბაში შემოსილ ბიჭს,ან კაცს(სტიქაროსანს ვგულისხმობ)ის თავდაპირველად მიდის მასთან და მოკრძალებაც მის მიმათ უფრო მეტი ეუფლება.მსახურიც ვალდებულია ზრდილობიანად და ასევე თავმდაბლობით,მოკრძალებით გაესაუბროს და ასეთი ტკბილი უთიერთობა შედეგს გამოიღებს.
მსახური უფრო მაღლა დგას ტაძარში და შესაბამისად მას უფრო მეტი მოეთხოვება და მოეკითხება.ამიტომ მასზე უფრო ბევრი რამაა დამოკიდებული.
შენიშვნაც რათქმაუნდა ტაქტიანად და თავდაჭერილად უნდა მივცეთ,თავი უნდა შევიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან.გვახსოვდეს,რომ როდესაც ჩვენც პირველდ მივედით ტაძარში,ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდით.

პოსტის ავტორი: Kanishtha-Adhikar თარიღი: Jun 12 2011, 08:13 PM

მეც ლექციებს ვკითხულობ ხოლმე ტაძარში(აშრამში),ასევე მიწევს ხოლმე ტაძრის დალაგება,პრასადის მომზადება და სხვა.
ძალიან მსიამოვნებს ამის გაკეთება

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 13 2011, 08:32 AM

Kanishtha-Adhikar

ციტატა
მეც ლექციებს ვკითხულობ ხოლმე ტაძარში(აშრამში)

მე ლოცვებსsmile.gif მედავითნე ვარ.
ციტატა
ასევე მიწევს ხოლმე ტაძრის დალაგება,პრასადის მომზადება და სხვა.ძალიან მსიამოვნებს ამის გაკეთება

ზუსტად ასევე ვარ მეც.ტაძარში მსახურება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაცაა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 30 2011, 01:56 PM

ეს ხალხი სულ გადაჯიშდა:
გუშინ დღისით-მზისით ჩემი ტაძრიდან (სადაც ვმსახურობ) შემოწირული ცხვარი მოიპარეს!

შეუნდოთ უფალმა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 30 2011, 09:06 PM

ციტატა
ორი მათგანი:სტიქაროსანი და მედავითნეsmile.gif
ასევე სხვადასხვა მსახურებების შესრულებაც მიწევს ხოლმე.ნუ რაც ჩამოვთვალე ყველა სფეროში მაქვს გამოცდილებ

ასე მგონია ჩემი სიტყვებია.
ციტატა
გუშინ დღისით-მზისით ჩემი ტაძრიდან (სადაც ვმსახურობ) შემოწირული ცხვარი მოიპარეს!

ასეთი განსწავლული კაცი ხარ თეოლოგიაში და არ იცი,რომ შემოწირული ცხვრის მოპარვა(მამრის განსაკუთრებით)უდიდესი მადლია?მისი მომპარავი მარხვის განსაკუთრებულად შენახვის ნიჭს იღებს.(დაუფიქრდი,ეხლაც ხომ მარხვაა)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 1 2011, 10:47 AM

A.V.M
რა მადლი კაცოbiggrin.gif
ეკლესიის საკუთებას იპარავ და მადლია?რა მნიშვნელობა აქვს ცხვარი იქნება თუ სხვა ნივთი.
ეხლა ეგ რო გაიგონ, რომ ეკლესიიდან მამალი ცხვრის მოპარვა მადლიაო წარმოგიდგენია რას იზამდნენ?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 1 2011, 11:22 AM

ეტყობა ტაძრიდან გაგექცათ იცოდა დაკვლას რომ უპირებდით biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 1 2011, 12:04 PM

ალექსანდრე

ციტატა
ეტყობა ტაძრიდან გაგექცათ იცოდა დაკვლას რომ უპირებდით

biggrin.gif
ტაძრაში იმ დროს შემოიპარნენ, როცა ყველა სატრაპეზოდ ვიყავით ჩასული და მათაც დრო იხელთეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 1 2011, 07:35 PM

ციტატა
ტაძრაში იმ დროს შემოიპარნენ, როცა ყველა სატრაპეზოდ ვიყავით ჩასული და მათაც დრო იხელთეს.

წინასწარ და კარგად ორგანიზებული ყოფილა მოპარვა ხედავთ?უეჭველია დამნაშავეები ხელთათმანებით მოქმედებდნენ,რომ კვალი არ დაეტოვათ.ალბათ ეს ჯგუფი საკმაოდ ორგანიზებულია მაგ საქმეში.მავანი წყაროები მათ მიაწერენ ნეზვი ღორის,ფური ირემის და ერთი ვაცის მოპარვას. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 1 2011, 10:30 PM

A.V.M
რატო კაიფობ, არ გჯერა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 2 2011, 12:11 AM

GIORGI LELUASHVILI
ნეტა მართლა იყოს ჩვენი შეგნება ისე,რომ ამგვარი ფაქტები ზღაპრად რჩებოდეს.რას ვიზავთ.
მჯერა კაცო,როგორ არ მჯრა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 2 2011, 12:17 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 03:23 PM

დღეს ქ.რუსთავში, რუსთაველისა და მარნეულის მთავარეპისკოპოს იოანეს მიერ ეკურთხა და გაიხსნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (ე.წ. რუსთავის სიონი).

ხვალ საღამოს 6 საათზე ქ.რუსთავში ხსენებული ტაძრის სანახავად ჩამობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა-ილია II.


რუსთაველები ვემზადებით მის დასახვედრად.


ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გადმოვცე: smile.gif

დღეს წირვაზე ჩემ ტაძარში ვიმსახურე და ლიტურგიის დასრულების შემდეგ მე და კიდევ ერთი სტიქაროსანი გავემართეთ ამ ტაძრის სანახავად.
როცა ტაძარში შევედით, მრევლს ქადაგებით მიმართავდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა-მეუფე იოანე.
როცა ქადაგება დასრულდა და მეუფე წაბრძანდა, შევედით საკურთხეველში.
საკურთხეველი ისეთი მადლიანი იყო, რომ აღარ მინდოდა იქიდან გამოსვლაsmile.gif
მოვიკითხეთ ერთმანეთი სტოქაროსნებმა, გავისაუბრეთ; ზედაშესა და სეფისკვერზე დაგვპატიჟესsmile.gif
ასევე ვნახე მრავალი ჩემი ნაცნობი სასულიერო პირი. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, გულიანად დაგვლოცეს და წარმატებები გვისურვეს.
ასეთ თბილ გარემოში ნამდვილად გახარებული ვიყავი და კარგა ხანია თავი ასე კარგად არ მიგვრძნია.

ტაძარი არის ძალიან მაღალ დონეზე, ოსტატურად აშენებული, ჩუქურთემებით მორთული. ეკლესია მთლიანად ხელით აშენდა, ერთი ამწეც კი არ გამოუყენებიათ.
ტაძარი საკმაოდ დიდია. (თბილისის სიონთან შედარებით, უმნიშვნელოდ პატარა) კანკელი იმისთანაა, რამდენიმე წუთი მის წინ ვიდექი და თვალს ვერ ვწყვეტდი. საუცხოოდაა მოჩუქურთმებული.
ჭაღი თითქმის მთლიანად ტაძარს წვდება. ხატებითაა მორთულ-მოჭედილი. მისმა ყურებამ შესაძლოა თავბრუ დაგახვიოსsmile.gif

ხო და ასე, დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.

ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენც მოილოცოთ სიონი.
ასეთი მადლი და წყალობა მოიღო უფალმა ქალაქ რუსთავზე.
დიდება და მადლობა მას ყოველივესათვის. madlioba.gif


შეგიძლიათ ეს ბმულებიც იხილოთ და უფრო დაწვრილებით გაეცნოთ.
http://www.google.ge/search?hl=ka&source=hp&q=%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98&btnG=Google+%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&biw=1920&bih=968&emsg=NCSR&noj=1&ei=K9NYToibNMfusgbX4dWJCA

27.08.2011

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 27 2011, 07:58 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 10:18 PM

A.V.M

ციტატა
როდესაც მეუფე იობთან ვარ სულ სხვა გრძნობა მაქვს ხოლმე.ვხვდები რომ ვიღაც მადლიანის გვერდით ვდგავარ.

ვიცი, ვიცი მეუფე იობი იმისთანა პიროვნებაა, რომ წამომიდგენია რა სასიხარულოა მის გვერდით მსახურება.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს.


მე კი ხვალ ალბათ პატრიარქთან ვიმსახურებsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2011, 09:30 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 3 2011, 03:12 PM

A.V.M

ციტატა
რა ქენი?იმსახურე?

კი ვიმსახურე, დაუვიწყარი იყო jump.gif jump.gif jump.gif
პატრიარქი ასე ახლოს არასდროს მინახავს და მსახურებაზე ისე ვიყავის მასთან, როგორც ჩვეულებრივ ჩემ მოძღვართან წირვაზე.
(ანუ ძალიან ახლოს )

მოსული იყვნენ ის მეუფეები, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს:
მეუფე სერაფიმე, მეუფე იობი, მეუფე ისაია და მეუფე იაკობი.

მეუფე იობი ფიზიკურად რამსიმაღლე ყოფილაsmile.gif
მართალია მეც საკმაოდ მაღალი ვარ, მარა მაინცlaugh.gif
ძაან მაგარი პიროვნება რომ არის კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მასთან ურთიერთობაში.

ხო მართლა, მეუფე იოანე უწმინდესმა მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა.

მერე ცალკე ვიტრაპეზეთ უწმინდესთან ერთად.
ვიყავით სტიქაროსნები, მეუფეები და სამღვდელოება.

მოკლედ ძაან მაგარი საღამო იყო.



პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Sep 3 2011, 05:38 PM

დზალიან მინდა დამლაგებელი მაინც ვიკო ტაძარში

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 3 2011, 08:48 PM

tatilinta

ციტატა
დზალიან მინდა დამლაგებელი მაინც ვიკო ტაძარში

blink.gif
აი ეს კი გამიკვირდა, რომ ამას გოგონა ამბობს.
მადლობა ღმერთს, რომ დღესაც არსებობენ შენნაირი გოგოები.
გულწრფელად ვამბობ.


ჩემმა მოძღვამა კი, რა აღარ ქნა, როგორ არ ეცადა, რომ ტაძარს დამლაგებელი ყოლოდა.
ტაძრის კარიბჭეზეც კი გამოაკრა განცხადება, რომ ტაძარს დამლაგებელი ჭირდებოდა. ყოველი ქადაგების შემდეგ მრევლს ახსენებდა, რომ ამის საჭიროება იყო.
მერე ძლივს გამოჩნდა ორი ქალი, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ მრევლის წევრები, ტაძარშიც კი არ დადიოდნენ და დღეს ისეთ რწმენაში არიან, რომ აღმსარებელნი და მაზიარებელნიც კი გახდნენ.



პ.ს. მართლაც რა უცნაურია განგება ღვთისა.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 3 2011, 09:07 PM

ციტატა
ჩემმა მოძღვამა კი, რა აღარ ქნა, როგორ არ ეცადა, რომ ტაძარს დამლაგებელი ყოლოდა.
ტაძრის კარიბჭეზეც კი გამოაკრა განცხადება, რომ ტაძარს დამლაგებელი ჭირდებოდა. ყოველი ქადაგების შემდეგ მრევლს ახსენებდა, რომ ამის საჭიროება იყო.
მერე ძლივს გამოჩნდა ორი ქალი, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ მრევლის წევრები, ტაძარშიც კი არ დადიოდნენ და დღეს ისეთ რწმენაში არიან, რომ აღმსარებელნი და მაზიარებელნიც კი გახდნენ.



პ.ს. მართლაც რა უცნაურია განგება ღვთისა.


მსგავსი მოხდა ჩვენტანაც, ტაძარს აშენებდა ერთი მუშა, მუშაობდა ფუტკარივით, მაგრამ შორს იყო მორწმუნეობისაგან, დღეს კიდევ ეზიარა:0

მართლა დიდია განგება ღვთისა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 3 2011, 09:16 PM

damiane80

ციტატა
მსგავსი მოხდა ჩვენტანაც, ტაძარს აშენებდა ერთი მუშა, მუშაობდა ფუტკარივით, მაგრამ შორს იყო მორწმუნეობისაგან, დღეს კიდევ ეზიარა:0მართლა დიდია განგება ღვთისა.

ნამდვილად
fiqri.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2011, 09:30 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 3 2011, 11:51 PM

A.V.M

ციტატა
ლელუაშვილი გილოცავ.

გაიხარე ძმაო, მადლობაmadlioba.gif
ციტატა
ხომ მაგარი პიროვნებაა მეუფე იობი.

ძაან, ძაან.
რამდენჯერაც მომეცა საშუალება იმდენჯერ დავალოცვინე თავი.
ისე, შორიდან ასეთი მშვიდი არ მეგონა.
უსაყვარლესი პიროვნებაა.
ციტატა
მეც სადღაც ორ მეტრამდე ვარ,მარა ,,გალოკილ ჩუპა-ჩუპსს"ვგავარ.

biggrin.gif
მანდ ვგონებ, სულიერი სიპატარავეა ჩვენი პრობლემა.
ციტატა
და გამოხედვა?არ აქვსს არწივის?

თავის ადგილზე არწივის და თავის ადგილას-მტრედისsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 4 2011, 12:05 AM

ჯიგარი ხარ.
თან ძაან.
ისე მეუფეს ვინ ახლდა?

პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Sep 4 2011, 12:19 AM

გაიხარეთ smile.gifიმედი მაქვს smile.gif გავხდები ტუნდაც დამლაგებელი მაინც დიდი პატივია ჩემტვისს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:16 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:20 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 2 2011, 11:16 PM) *

ლელუაშვილი გასკდი გულზე!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დღეს მეუფე იობთან ვისტიქაროსნე,სამოციქულო წავიკითხე,ბოლოს სამადლობელიც მე წამაკითხა მეუფემ.
მოკლედ მაგარი დღე იყო.

მადლობა უფალს ყველაფრისათვის!!!
toast.gif toast.gif toast.gif

ვაახ, ვაახ; გილოცავ, გილოცავa075.gif
მაგრად გამიხარდა.
გისურვებ შენ ცხოვრებაში მრავლად ყოფილიყოს ასეთი დღეებიsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:26 PM

ციტატა
ვაახ, ვაახ; გილოცავ, გილოცავ
მაგრად გამიხარდა.
გისურვებ შენ ცხოვრებაში მრავლად ყოფილიყოს ასეთი დღეები

გაიხარე ძმა!
შენც ასევე.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:30 PM

A.V.M

ციტატა
გაიხარე ძმა!შენც ასევე.

kiss1.gif
friends.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:34 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:38 PM

A.V.M

ციტატა
დღეს მეუფე სვანეთში წავიდა.პატრიარქი ჩადის ამ დღეებში და...

სვანეთის ეპარქიასთან დაკავშირებით ერთი, ვგონებ მეტად საინტერესო საკითხი მაქვს გასარკვევი და ალბათ თემას გავხსნი ამის შესახებ.
ციტატა
მოუცლელობას რა ვითხარი თორემ ხო წავიდოდი ეხლა...მარა რა იცი,შეიძლება წავიდე კიდეც თუ დამკრა თავში...

წადი მერე თუ გაქვს შესაძლებლობა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:40 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 2 2011, 11:44 PM

A.V.M

ციტატა
თუ ,,მესტიისა და ზემო სვანეთის"

ამის შესახებ.
ციტატა
თუ ამ უკანასკნელზე რაღაც გაინტერესებს მეუფე ილარიონსაც ვიცნობ,მეუფის ოჯახსაც,და ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებს...

ჰოდა ზუსტად "მეუფე ილარიონზე" მაინტერესებს რაღაც.

სამხარაძე თუ ქიტიაშვილი???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 2 2011, 11:49 PM

ციტატა
სამხარაძე თუ ქიტიაშვილი???

ქიტიაშვილია.
ყოველ შემთხვევაში ასე ცნობენ...
სამხარაძეობა თოკასი არ გვეყოფა?? biggrin.gif biggrin.gif

მარტო ეგ არ გაინტერესებს შენ დარწმუნებული ვარ,მარა გვარზე გაგირკვევ ხვალე ზუსტად თუ გინდა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 12:00 AM

A.V.M

ციტატა
ქიტიაშვილია.

ხო, ასეც ვიცოდი, რომ ყველამ ეს პიროვნება იცის.
ციტატა
მარტო ეგ არ გაინტერესებს შენ დარწმუნებული ვარ,მარა გვარზე გაგირკვევ ხვალე ზუსტად თუ გინდა.

არა, საქმე იმაშია, რომ არსებობს სვანეთის კიდევ ერთი ეპოსკოპოსი მეუფე ილარიონ სამხარაძე, რომელიც მამა გიორგი ბასილაძემ ცოცხალ წმინდანად დაასახელა.
აი ეს პიროვნებაა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 12:04 AM

ციტატა
არა, საქმე იმაშია, რომ არსებობს სვანეთის კიდევ ერთი ეპოსკოპოსი მეუფე ილარიონ სამხარაძე, რომელიც მამა გიორგი ბასილაძემ ცოცხალ წმინდანად დაასახელა.
აი ეს პიროვნებაა.

ეგრე გეთქვა შე კაი კაცო...
მაგაზე არ ღირს თემის გახსნა,ერთი ორი პოსტი დაიდება და მერე დარჩება ისე(ასეთები არ აკლია ფორუმს)
მოკლედ ეგ პიროვნება ადრე კი იყო სასულიერო პირი,მარა შემდეგ განკვეთეს,ფსიქიკური გადახრები აქვს.(აღარ ჩამომათვლევინო შენ შემოგევლე)
ხოდა ნახა ეხლა ბრბო და...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 12:06 AM

A.V.M

ციტატა
მოკლედ ეგ პიროვნება ადრე კი იყო სასულიერო პირი,მარა შემდეგ განკვეთეს,ფსიქიკური გადახრები აქვს.(აღარ ჩამომათვლევინო შენ შემოგევლე)ხოდა ნახა ეხლა ბრბო და...

სტოპ!
oops.gif
სინოდმა განკვეთა ნაღდად?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 12:07 AM

ციტატა
სინოდმა განკვეთა ნაღდად?

აბა მე და თოკა ხო არ განვკვეთდით. biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 12:13 AM

A.V.M

ციტატა
აბა მე და თოკა ხო არ განვკვეთდით.

ვფიქრობ, რაღაც საინტერესოდ და სერიოზულადაა საქმე...
ვრცელი თემაა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 12:16 AM

ციტატა
ვფიქრობ, რაღაც საინტერესოდ და სერიოზულადაა საქმე...
ვრცელი თემაა...

მაშინ გახსენი თემა და ვისაუბროთ ვრცლად და საინტერესოდ...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 12:19 AM

A.V.M
ოკ, ოღონდ ხვალa075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 3 2011, 08:45 PM

მეც მინდა ეკლესიაში მსახურება,.. sad.gif

კეთილი შურით მშურს სტიქაროსნების, მგალობლებისა და მედავითნეების sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 08:53 PM

ციტატა
მეც მინდა ეკლესიაში მსახურება,..

კეთილი შურით მშურს სტიქაროსნების, მგალობლებისა და მედავითნეების

თქვენის ნებართვით ეთ პატერიკს მოვიყვან:
როდესაც მაკარი დიდმა მართლაც დიდ სულიერებას მიაღწია შეკითხვა გაუჩნდა თუ ვინ იყო მასზე აღმატებული კეთილი საქმეებიუთა და მადლით.ამის შემდეგ იგი წავიდა უფლის ბრძანებით იმ ადგილის შესახებ სადაც მასზე ,,აღმატებულნი"ცხოვრობდნენ,სადაც ორი ქალბატონი დახვდათ,რომლეიც მხოლოდ და მხოლოდ იმით აღემატებოდნენ მას,რომ პატიოსნად ცხოვრობდნენ და კეთილი საქმით ირჩენდნენ თავს.

მე რომ ვარ მედავითნე და სტიქაროსანი რა მერე... cool.gif cool.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:21 PM

ქევანა

ციტატა
კეთილი შურით მშურს სტიქაროსნების, მგალობლებისა და მედავითნეების

ანუ ჩემიც გშურს? smile.gif
რა პატივია cool.gif

A.V.M
ციტატა
მე რომ ვარ მედავითნე და სტიქაროსანი რა მერე...

მე ვიცი, რომ მე-არც არაფერი.
მე კი იმ მრევლის წევრების მშურს, ტაძრის ბოლოს, სადღაც კუთხეში რომ დგანან და თავდახრილნი, გაუნძრევლად რომ ისმენენ წირვა-ლოცვას. გარეგნულად თითქოს პასიურნი, არადა გულში ღვთის სიყვარულით ანთებულნი; გარეგნულად თითქოს ჩუმად მყოფნი, არადა გულში ღმერთთან მოსაუბრენი.
ხშირად მე მათ შევნატრი ხოლმე, როცა ტაძარში პატივით მეპყრობიან.

მე ამპარტავნულად გამოვდივარ კმევაზე, მოძღვარს წინ მივუძღვები ანთებული კელაპტრით ხელში, ხალხს შენიშვნას ვაძლევ, ხოლო ის მრევლის წევრები მოძღვარს თავს უხრიან, მორჩილებით და თავმდაბლობით ღებულობენ ჩემ ამპარტავნულ შენიშვნებს და ჩემ ქედმაღლობას თავიანთი თავმდაბლობით პასუხობენ.
აი, მერე კი ვხვდები ღვთის თვალში ვინ ვარ მე სინამდვილეში და ვინ არიან ისინი, ვინ არის მეზვერე და ვინ-ფარისეველი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 10:32 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:49 PM

A.V.M
რავუყოთ, ესაა ჩვენი გამოცდა.
ჩვენ ასე ვიცდებით და ესაა ჩვენი ჯვარი. მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
ეს ქვეყანა მუდმივი ჭიდილია სიკეთესა და ბოროტებას-ცოდვასა და მადლს შორის; ამიტომ სანამ ვარსებობთ უნდა ვიბრძოლოთ დაუღალავად, შეუჩერებლად, ვიდრე სასუფევლის კარს მივაღწევდეთ.


ციტატა
სამოციქულოთი რომ გამოვდივარ საკურთხევლიდან:გამიშვით ხალხო ან არადა თქვენ წაიკითხეთ...გამატარეთ თორე დაიწყო ქადაგება...მეუფესთან რომ ვარ ხოლმე ხო საერთოდ:ხალხო გაიწიეთ...გზას ნუ ღობავთ...მამაო განატარეთ კვერთხზე ვდგავარ...არწივს ფეხი...........

biggrin.gif
ჰო, ვუგებთ სტიქაროსნები ერთმანეთსsmile.gif

ზოგს სტიქაროსნობა მხოლოდ "მიკურთხე მამაო სტიქარი" გონია და იმის იქით აღარც იხედება. (ვგულისხმობ მათ, ვინც არაა სტიქაროსანი).
მათ გონიათ, რომ სტიქაროსნები "კაი პონტში" ვართ, არადა მაგარი დიდი ღვაწლი და გამოცდაა.

ერთხელ საკურთხეველში რაღაცას ვსაქმიანობდი და მამაომ ჩემ გასაგონად თქვა:"რაოდენ დიდია სტიქაროსნის ღვაწლი"-ო.
ასეა და ღმერთმა ღირსეულად და თავმდაბლობით გვატარებინოს ეს ჯვარი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 10:54 PM

ციტატა
ამიტომ სანამ ვარსებობთ უნდა ვიბრძოლოთ დაუღალავად, შეუჩერებლად, ვიდრე სასუფევლის კარს მივაღწევდეთ.

ეგაა ძმა!
ერთი გამოთქმა მიყვარს:,,იცხოვრე ველოსიპედის პრინციპით,განუწყვეტლივ იმოძრავე.გაჩერდები წაიქცევი."

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:59 PM

A.V.M

ციტატა
ერთი გამოთქმა მიყვარს:,,იცხოვრე ველოსიპედის პრინციპით,განუწყვეტლივ იმოძრავე.გაჩერდები წაიქცევი."

შესანიშნავიაthumbs.gif
"შევიმოსეთ კვართი უფლისა" და ღმერთმა მოგვცეს ძალა შესაბამისადაც ვატაროთ.
ბოლოსდაბოლოს ის მაინც გავიხსენოთ ვინებს განვასახიერებთsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 4 2011, 07:48 PM

ციტატა
"შევიმოსეთ კვართი უფლისა" და ღმერთმა მოგვცეს ძალა შესაბამისადაც ვატაროთ.
ბოლოსდაბოლოს ის მაინც გავიხსენოთ ვინებს განვასახიერებთ

ამინ!!!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 11 2011, 12:44 PM

GIORGI LELUASHVILI
კი მშურს... შენ საკურთხეველშიც შედიხარ და უყურებ როცა მღვდელი მუხლმოყრილია წმინდა ბარძიმის წინაშე და ლოცულობს...

მორჩა ახლა როცა გიცნობ, რანაირად უნდა ვიყო მკაცრი laugh.gif
rolleyes.gif

A.V.M

ციტატა
მე რომ ვარ მედავითნე და სტიქაროსანი რა მერე...

ნუ ამბობ მაგას... ცხადია სადღაც ეკლესიის კუთხეში, მიფარებულში დგომაც კარგია, მაგრამ რამხელა სიამოვნებაა როცა სტრიქაროსანი ხარ და მღვდელს ეხმარები...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 11 2011, 02:24 PM

ქევანა

ციტატა
კი მშურს... შენ საკურთხეველშიც შედიხარ და უყურებ როცა მღვდელი მუხლმოყრილია წმინდა ბარძიმის წინაშე და ლოცულობს...

ეს მართლაც დიდი პატივია.
ერისკაცებს რისი ყურებაც ეკრძალებათ და კრეტსაბმელი იხურება, მე შიგნით ვრჩები და თითოეულ მოქმედებას ვაკვირდები.
ციტატა
მორჩა ახლა როცა გიცნობ, რანაირად უნდა ვიყო მკაცრი

kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 11 2011, 02:27 PM

GIORGI LELUASHVILI
უი, გიო, ხანდახან ვხედავ შორიდან, რომ მღვდელი საკურთხეველში ბარძიმის თავზე (მგონი ეგაა) ნაჭერს აფრიალებს ხოლმე.. ეგ რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 11 2011, 06:29 PM

ქევანა

ციტატა
უი, გიო, ხანდახან ვხედავ შორიდან, რომ მღვდელი საკურთხეველში ბარძიმის თავზე (მგონი ეგაა) ნაჭერს აფრიალებს ხოლმე.. ეგ რას ნიშნავს?

ალბათ მხედველობაში გაქ მრწამსი რომ იგალობება იმ დროს.
ამ დროს მღვდელი საიდუმლო ლოცვებს ამბობს, სადაც ევედრება უფალს, რომ პური და ღვინო ქრისტეს ცხოველმყოფელ ხორცად და სისხლად გარდაისახოს.
ხოლო იმ "ნაჭრის" ფრიალი სულიწმინდის მობერვას ნიშნავსsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 11 2011, 07:19 PM

ციტატა
ალბათ მხედველობაში გაქ მრწამსი რომ იგალობება იმ დროს.
ამ დროს მღვდელი საიდუმლო ლოცვებს ამბობს, სადაც ევედრება უფალს, რომ პური და ღვინო ქრისტეს ცხოველმყოფელ ხორცად და სისხლად გარდაისახოს.
ხოლო იმ "ნაჭრის" ფრიალი სულიწმინდის მობერვას ნიშნავს

სწორად აღნიშნა გიომ!
ამ დროს მრწამსი იგალობება და სასულიერო პირიც მრწამსს ამბობს(ოღონდ უფრო მალე ამთავრებს.)დაფარნის ,,ფრიალი"აგრეთვე გამოიყენება საცეცხლურთან თუმცა ამას ძირითადად ტაძარში მდგომნი ვერ ამჩნევენ.
აგრეთვე საინტერესოცაა თუ უშუალოდ როგორ ხდება ეს პროცესი და იგი დამოკიდებულია ღმრთისმსახურთა რაოდენობასა და მათ ხარისხზე.
თუ ერთი სასულიერო პირია ორ ხელზე იდებს,თუ ორია კიდეებში კიდებენ ხელს,თუ სამია უპირატესი თავს დაბლა ხრის დანარჩენები კი მის თავს ზემოდან ,,აფრიალებენ" და.ა.შ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 11 2011, 09:11 PM

A.V.M
GIORGI LELUASHVILI

კიდე მომიყევით ^^

ციტატა
თუ ერთი სასულიერო პირია ორ ხელზე იდებს,თუ ორია კიდეებში კიდებენ ხელს,


ერთი და ორი მინახავს, აი სამი სასულიერო პირი არასდროს...

ერთხელ "ჩემი" მოძღვარი და მეორე სასულიერო პირი "აფრიალებდნენ" და დავინახე "ჩემს" მოძღვარს რაღაცაზე გაეცინა laugh.gif

თბილი მომენტი იყო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 11 2011, 09:19 PM

ქევანა

ციტატა
კიდე მომიყევით

მე ამ თემაზე მეტი აღარაფერი ვიცი და სხვა რამე თუ გაინტერესებს, გისმენsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2011, 12:13 AM

ციტატა
კიდე მომიყევით ^^

მეტი რა მოგყვეთ?
ეგ რასაც ,,აფრიალებდნენ"დიდი დაფარნაა,მაგის ნაწილს სასულიერო პირი ფილონში დებს ხოლმე და გვერდზე გადაიფენს დიდი გამოსვლის დროს ხოლმე(ბარძიმ ფეშხუმიდან დაწყებული თითქმის ყვლა და ყველაფერი რომ გამოდის საკურთხევლიდან)
რაც შეეხება მცირე დაფარნებს,ისინი ერთგვარად ბეჭდებს განახორციელებენ და ბარძიმ-ფეშხუმზე ეფარებიან წირვის თითქმის მთელი მსვლელობის დროს...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 12 2011, 03:00 PM

A.V.M
რა და აი, თუ დარჩა ბარძიმში ქრისტეს სისხლი და ხორცი, მღვდელი ვალდებულია თვითონ შეჭამოს დარჩენილი?

ან სულ რამდენი სტიქაროსანი უნდა ჰყავდეს მოძღვარს თანაშემწედ? ერთი ვიცი ფსალმუნებს კითხულობს, ერთი მოძღვარს გზას "უნათებს" ტაძრის საკმევლით კმევისას, ერთს სადგამი მოაქვს, სადაც მერე წმინდა სახარებას დაასვენებენ და მღვდელი კითხულობს ნაწყვეტებს... დანარჩენები? ანუ, სულ რამდენი სჭირდება დამხმარედ? smile.gif

ინტერესიანი ვარ laugh.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 12 2011, 03:59 PM

ქევანა

ციტატა
რა და აი, თუ დარჩა ბარძიმში ქრისტეს სისხლი და ხორცი, მღვდელი ვალდებულია თვითონ შეჭამოს დარჩენილი?

ეს წმინდა სისხლი და ხორცი დაუშვებელია, რომ ბარძიმში დარჩეს.
ის უნდა მიიღოს მღვდელმა, თუკი არ არიან მასთან სხვა სამღვდელო მოწესეები (თუნდაც დიაკვნები).
ციტატა
ან სულ რამდენი სტიქაროსანი უნდა ჰყავდეს მოძღვარს თანაშემწედ? ერთი ვიცი ფსალმუნებს კითხულობს, ერთი მოძღვარს გზას "უნათებს" ტაძრის საკმევლით კმევისას, ერთს სადგამი მოაქვს, სადაც მერე წმინდა სახარებას დაასვენებენ და მღვდელი კითხულობს ნაწყვეტებს... დანარჩენები? ანუ, სულ რამდენი სჭირდება დამხმარედ?

რამდენსაც მოძღვარი ისურვებსsmile.gif
ზოგს სამლოცველოებში ოცი სტიქაროსანი ყავს, ზოგ დიდ ტაძრებში კი შეიძლება სტიქაროსნების რაოდენობა ხუთსაც კი არ აღემატებოდეს.
ეს მოძღვარზეა დამოკიდებული.

მაგრამ კარგი იქნება, რომ მსახურებაზე ორი-სამი სტიქაროსანი მაინც იყოს.
ერთს ძალიან გაუჭირდება.
ციტატა
ინტერესიანი ვარ

ძალიანაც კარგიsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2011, 04:29 PM

ციტატა

რა და აი, თუ დარჩა ბარძიმში ქრისტეს სისხლი და ხორცი, მღვდელი ვალდებულია თვითონ შეჭამოს დარჩენილი?

მე გიორგის სიტყვას ოდნავ კიდევ განვარვცობ რადგან ინტერესიანი ხარ...
ამ პროცესს ,,ბარძიმის მიღება"ეწოდება,ამ დროს მოძღვარი დგება სამკვეთლოსთან და ადუღებული წყლის დახმარებით (მდუღარება"პირწმინდად ასუფთავებს წმიდა ბარძიმს.
მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც,მაგალითად თუ ტაძარში ერთი სასულიერო პირია და იგი ვერ მიიღებს ბარძიმს(თუ პირღებინება,სისხლდენა და.ა.შ.)აქვს,წნ სისხლი და ხორცი რომ არ შეიბილწოს შესაძლებელია ერისკაცს მისცეს კურთხევა და მან მიიღოს.
ციტატა
ან სულ რამდენი სტიქაროსანი უნდა ჰყავდეს მოძღვარს თანაშემწედ? ერთი ვიცი ფსალმუნებს კითხულობს, ერთი მოძღვარს გზას "უნათებს" ტაძრის საკმევლით კმევისას, ერთს სადგამი მოაქვს, სადაც მერე წმინდა სახარებას დაასვენებენ და მღვდელი კითხულობს ნაწყვეტებს... დანარჩენები? ანუ, სულ რამდენი სჭირდება დამხმარედ

რაც შეეხება მსახურებას აქ როგორც ლელუაშვილმა აღნიშნა ყველაფერი მოძღვარზეა დამოკიდებული.შენ რომ თქვი სანთლით მიუძღვისო ეგ სიმბოლურად წ.იოანე ნათლისმცემლის განსახიერებაა,ხოლო თვითონ სტიქაროსანი ანგელოზის.წირვისას გარდა შენსმიერ ჩამოთვლილი მოვალეობებისა არის მოსახსენებლკის კითხვა,ნახშირის გაცხელება,მდუღარების მომზადება,სებისკვერის დაჭრა და.ა.შ.
ყოფილა შემთხვევა,რომ ტაძარში მედავითნე და სტიქაროსანი მარტო ვყოფილვარ წირვისას და შწეძლებისდაგვარად შემისრულებია მოვალეობანი,აგრეთვე მიმსახურია დაახლოებით 30 სტიქაროსანთან ერთად საკურთხეველში.
მაგრამ ჩემი აზრით 4 სტიქაროსანი ყველაზე კარგი გამოსავალია სიტუაციაში,ხომ იცი:
,,მეტი ადამიანი მეტი პრობლემაა..."

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 14 2011, 08:46 PM

დღეს მქონდა უდიდესი ბედნიერება, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის წირვაზე მემსახურაsmile.gif
სურათები გადავიღე მრავალ მღვდელმთავართან.
ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. შესანიშნავი დღე იყო.

პ.ს. ყველას გილოცავთ.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Oct 14 2011, 08:50 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 14 2011, 08:46 PM) *

დღეს მქონდა უდიდესი ბედნიერება, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის წირვაზე მემსახურაsmile.gif
სურათები გადავიღე მრავალ მღვდელმთავართან.
ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. შესანიშნავი დღე იყო.

პ.ს. ყველას გილოცავთ.


დადევი სურათები, გავიზიარებთ შენს სიხარულსsmile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 14 2011, 09:16 PM

damiane80

ციტატა
დადევი სურათები, გავიზიარებთ შენს სიხარულს

არა ძმაო, ფორუმზე არ ვდებ ჩემ სურათებსsmile.gif
გაიხარე! a075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2011, 09:38 PM

ციტატა
დღეს მქონდა უდიდესი ბედნიერება, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის წირვაზე მემსახურა
სურათები გადავიღე მრავალ მღვდელმთავართან.
ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. შესანიშნავი დღე იყო.

პ.ს. ყველას გილოცავთ.

ვა შენ გენაცვალე...
მეუფე იოანეს ახლდი?

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Oct 14 2011, 09:56 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 14 2011, 09:16 PM) *

damiane80

არა ძმაო, ფორუმზე არ ვდებ ჩემ სურათებსsmile.gif
გაიხარე! a075.gif


ისეთი დადევი შენ რომ არ ჩანდე ან ხალხმრავალი დადევი და ვერ გიცნობთ მაინცsmile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 15 2011, 03:35 PM


ციტატა
ისეთი დადევი შენ რომ არ ჩანდე ან ხალხმრავალი დადევი და ვერ გიცნობთ მაინც

კარგი, მაშინ ჩემ გადაღებულ სურათებს დავდებ, სვეტიცხოვლის საკურთხეველშიsmile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 15 2011, 05:51 PM

აჰა,გაიხარე გიო.
ისე მეუფის ლურჯი შესამოსელი ხო მაგარია???

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Oct 15 2011, 07:25 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 15 2011, 03:35 PM) *

კარგი, მაშინ ჩემ გადაღებულ სურათებს დავდებ, სვეტიცხოვლის საკურთხეველშიsmile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


ყოჩაღsmile.gif

მადლობა

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 15 2011, 08:50 PM

damiane80
A.V.M
გაიხარეთ, კარგი ადამიანები ხართsmile.gif

ციტატა
ისე მეუფის ლურჯი შესამოსელი ხო მაგარია???

მართლა ძალიან მაგარად უხდებოდა.
ძალიან მომეწონა
ki.gif

ციტატა
მეუფე იოანეს ახლდი?

არა, ჩვენ პროტოდიაკონს.
მე და მამა საბა წავედით მისივე მანქანით.

აი, ისიც დავაფიქსირე ბარძიმს რომ ასუფთავებდაsmile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 17 2011, 12:14 AM

ჰოოო კარგია.
რაც შემეხება მე.
20 ოქტომბერს ძამის ხეობაში პატრიარქი მობრძანდება(სარკინეთში ახალი ტაძარი იხსნება)და რაღაც სამუშაოებია.წესით ხვალე თამაშზე უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ მეუფის კურთხევაა რომ ხვალე მონასტერში ვიმუშაო და...
,,ფაფუ" თამაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2011, 04:44 PM

რამდენი მაცინე ლელუაშვილი....
პაპა მაგარი კაცი გყავთ...
ეგეთი არ მოგაწყენს...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 14 2011, 04:48 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 14 2011, 04:44 PM) *

რამდენი მაცინე ლელუაშვილი....
პაპა მაგარი კაცი გყავთ...
ეგეთი არ მოგაწყენს...

აუ პაპა რომ ცოცხალი პრიკოლია, მაგას არ უნდა ლაპარაკიbiggrin.gif
უამრავი სასაცილო ისტორია მახსენდება, მაგრამ ჩატით ვერ გამოვა ისე, როგორც სინამდვილეში.
http://www.radikal.ru

მნათე იყო და ახლა აღარაა, აღარ შეუძლია.
მთელი ერთი თვე მე ვარ მარტო სტიქიაროსანი ტაძარში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2011, 04:54 PM

ერთხელ მეუფე იობი მიბრძანდებოდა ერთ-ერთ სოფელში წირვის ჩასატარებლად.
და როგორაა სიტუაცია ხომ იცი:ერთი ,,მარშუტკა"სტიქაროსნები წირვამდე სადღაც საათნახევრით ადრე მიდიან.
ერთი პარტია კი თავად მეუფეს მოყვება.
ყოდა სწორედ მათ მოქონდათ მეუფის კვერთხი.საჭირო იყო კიბეებზე ასვლა,რომ ტაძარში შესულიყავი,ხოდა ვისაც კვერთხი მიქონდა ფეხი დაებიჯა მასზე და გატეხა შუაზე.ამ დროს მეუფეც მოადგა ტაძარს სტიქაროსანი იმდენად დაიბნა,რომ ეს გატეხილი კვერთხი მიაწოდა მეუფეს(ხელი ისე ეკიდა,რომ ვერ შეამჩნევდი)აი მეუფემ რომ გამოართვა და ხელში ჩაეფშვნა გადაირია კაცი-რას მიშვებითო???
მერე წავიდა შენდობების თხოვნა და.ა.შ. biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 14 2011, 05:35 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 14 2011, 04:54 PM) *

ერთხელ მეუფე იობი მიბრძანდებოდა ერთ-ერთ სოფელში წირვის ჩასატარებლად.
და როგორაა სიტუაცია ხომ იცი:ერთი ,,მარშუტკა"სტიქაროსნები წირვამდე სადღაც საათნახევრით ადრე მიდიან.
ერთი პარტია კი თავად მეუფეს მოყვება.
ყოდა სწორედ მათ მოქონდათ მეუფის კვერთხი.საჭირო იყო კიბეებზე ასვლა,რომ ტაძარში შესულიყავი,ხოდა ვისაც კვერთხი მიქონდა ფეხი დაებიჯა მასზე და გატეხა შუაზე.ამ დროს მეუფეც მოადგა ტაძარს სტიქაროსანი იმდენად დაიბნა,რომ ეს გატეხილი კვერთხი მიაწოდა მეუფეს(ხელი ისე ეკიდა,რომ ვერ შეამჩნევდი)აი მეუფემ რომ გამოართვა და ხელში ჩაეფშვნა გადაირია კაცი-რას მიშვებითო???
მერე წავიდა შენდობების თხოვნა და.ა.შ. biggrin.gif biggrin.gif

მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2011, 07:18 PM

ციტატა
მაგარი იყო

მაგაზე მაგარი ის იყო.მეუფე რომ ,,დავკარგე" biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 01:20 PM

ტრიფონა!
რა იყო დღეს ლამის კვერთხი რომ დაუმტვრიე მეუფეს? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 03:54 PM

სტიქაროსნებო, მობილურის ზარების წკრიალს თუ აკონტროლებთ შუა წირვის დროს? უბრალოდ ვიკითხე biggrin.gif არ ვიცი ხოლმე, მივცე შენიშვნა თუ არა, მე ყოველთვის ვადუმებ მობილურს და სხვებს რა სჭირს არ მესმის sad.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 8 2012, 05:25 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 8 2012, 04:54 PM) *

სტიქაროსნებო, მობილურის ზარების წკრიალს თუ აკონტროლებთ შუა წირვის დროს? უბრალოდ ვიკითხე biggrin.gif არ ვიცი ხოლმე, მივცე შენიშვნა თუ არა, მე ყოველთვის ვადუმებ მობილურს და სხვებს რა სჭირს არ მესმის sad.gif

ვაკონტროლებთ, თან იცი როგორ?
ძაან "Fეშენი" მუსიკა რომ ჩაირთვება, თავს ვაყოლებთ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

დღეს სანამ მოძღვარს არ დააძახებინეს შუა წირვისას:"გასკდა მობილური, უპასუხეთ, ან გამორთეთო", იქამდე ვერ მიხვდნენ, რომ ყურადღება უნდა მიექციათ.
არვიცი, ზოგჯერ ისეთი ტიპის ხალხი შემოდის...

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 06:16 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 8 2012, 04:54 PM) *

სტიქაროსნებო, მობილურის ზარების წკრიალს თუ აკონტროლებთ შუა წირვის დროს? უბრალოდ ვიკითხე biggrin.gif არ ვიცი ხოლმე, მივცე შენიშვნა თუ არა, მე ყოველთვის ვადუმებ მობილურს და სხვებს რა სჭირს არ მესმის sad.gif



მობილურის გამორთვის კულტურა გაგვაჩნია საერთოდ? ჩვენთან ხომ რაც უფრო მაღალ ხმაზე გიყენია რინგტონი მით უფრო მაარი ტიპი ხარ. ეკლესიაში, თეატრში, კინოში და ა.შ გინახავთ დაგოიმებული ხალხი რომელსაც გამორთული აქვს ტელეფონი? რას ლაპარაკობ, ჩვენ ხომ ყველაზე "ძერსკი ნაროდე" და "ყველაზე საყვარლებეე" ვართ!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:00 PM

George Leluashvili
იცი მე როგორ ვწუხდები მაგ ზარებზე? ვერ წარმოიდგენ :0 და მოძღვარი ვინ იცის როგორ წუხდება და ხელი ეშლება..

ამაზე შეიძლება მივახრჩო კაცი :დ :დ

mzime)
ნუ იტყვი .. თეატრში რომ მობილურების წკრიალია, ეგ საშინელებაა... თეატრში რომ ვარ, ტონებს ვთიშავ, ზარი რომ არ შემოვიდეს და ისე მობილური ჩართული მაქ, ვიდეოს და სურათის გადაღება მიყვარს ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:01 PM

mzime)
და მე რაც ტელეფონი მაბადია იმთავითვე გამორთული მაქ ხმა,უბრალოდ არ მსიამოვნებს,ანუ გოიმი ვარ? biggrin.gif წავიდე ორჯერ უნდა მოვკვდე biggrin.gif biggrin.gif ქალბატონები თუ აკონტროლებენ იმას რომ ტუჩსაცხი და ფერუმარილიანები მოდიან წირვა ლოცვაზე? tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:12 PM

toka@
გაჩუმდი! biggrin.gif გოგომ სხვა რაღაც იგულისხმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 07:14 PM

ქევანა ეგრე რა!

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 8 2012, 07:20 PM

ქევანა

ციტატა
იცი მე როგორ ვწუხდები მაგ ზარებზე? ვერ წარმოიდგენ :0 და მოძღვარი ვინ იცის როგორ წუხდება და ხელი ეშლება..ამაზე შეიძლება მივახრჩო კაცი :დ :დ

დღეს შუა წირვაზე შეაჩერა მოძღვარმა კმევა, კითხვა შეაწყვეტინა მედავითნეს, კანკელიდან შემობრუნდა და აღშფოთებულმა მისცა ხალხს შენიშვნა მობილურების ზარებსა და ტაძარში ლაპარაკზე.

მერე მე მაძლევდა კურთხევებს, რომ რამდენჯერაც ლაპარაკის ხმას გავიგებდით, გამოვსულიყავი საკურთხევლიდან და ამბიონიდან მიმეცა შენიშვნა მოსაუბრეებისთვის; ეს პროცესი კი ყველაზე ნაკლებად მიყვარს...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:21 PM

ქევანა
მართლა შენ გაჩუმდი.. დეკოლტეები და ელასტიკები.. ვენაცვალე ჩემ მამაოს დაერევა ხოლმე და ზეტსაც კი არ აცხებს tongue.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 8 2012, 07:22 PM

toka@

ციტატა
მართლა შენ გაჩუმდი.. დეკოლტეები და ელასტიკები.. ვენაცვალე ჩემ მამაოს დაერევა ხოლმე და ზეტსაც კი არ აცხებს

და ქევანა და mzime) რა შუაში არიან? biggrin.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 07:23 PM

George Leluashvili ტუჩსაცხს ვიშორებ ხოლმე მე
tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:23 PM

George Leluashvili
ისე ვკითხე ქალები რამდენად აკონტროლებენ მეთქი თორემ ეგრე მე და შენც არ ვართ შუაში ტელეფონებთან tongue.gif შენც აკონტროლებ და მეც tongue.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 07:24 PM

რა ვიცი აბა რა შუაში ვარ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:25 PM

mzime)
ო ჯერ არ მისულხარ ტაძარში შარვლით რასამბობ smile.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 07:27 PM

toka@ ვაღიარებ შერვლით დავდივარ სულ. გრძელი კაბები არ მაქვს და ასე მოკლეს ჩაცმას მირჩევნია შარვლით ვიარო. ასე მესმის მე.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:28 PM

George Leluashvili
დღეს მოძღვარი გააგიჟეს ხმაურით.. არ გაზიარებთო დაემუქრა.. მარა ბოლოს თქვა, ხალხნო რა გჭირთ ხვალაც, ზეგაც, მაზეგაც ეზიარებით რა მოხდა, რავა ყველას დღეს გინდათო...

ბზის კურთხევაზე ხო საერთოდ :დ :დ მე გემრიელად ვიცინე :დ :დ

ეს პატარა ბავშვები კიდე რომ ტირიან ნერვები მეშლება sad.gif

აი ერთადერთი, ანჩისხატის ეკლესიაში ვიყავი, უნდა ვთქვა, რომ იქ მობილურის წკრიალი არ ისმოდა წირვაზე, რასაც ვაფასებ, აი შეგნებული მრევლი.. ნეტა ჩვენც ამ დონეზე მივიდეთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:29 PM

mzime)
შარვალი სადღაც მინიმუმ 50 დან 70 ლარამდე ღირს იგივე ფასში ორ კაბას იყიდი უბრალოს,ეკლესიაში წასასვლელად.. ისე ღმერთი და მოწიწება მარტო ეკლესიაში არაა smile.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 07:33 PM

ციტატა(toka@ @ Apr 8 2012, 08:29 PM) *

mzime)
შარვალი სადღაც მინიმუმ 50 დან 70 ლარამდე ღირს იგივე ფასში ორ კაბას იყიდი უბრალოს,ეკლესიაში წასასვლელად.. ისე ღმერთი და მოწიწება მარტო ეკლესიაში არაა smile.gif


მირჩევნია შარვალი ვიყიდო ისევ, უფრო პრაქტიკულია. მოწიწებაზე კიდე რა გითხრა, არც ძაან გახდილი დავდივარ და არც ისე რომ ვერ მამჩნევდნენ სართოდ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:36 PM

რა საუბარი მიდის...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:38 PM

A.V.M
უსიამოვნო smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:39 PM

mzime)
გაანებე თავი biggrin.gif

კაცი ხო იცი რანაირია, მით უფრო ქართველი კაცი, შარვალი გაცვია თუ კაბა, მაინც დაინახავს იმას რაც უნდა biggrin.gif

მარა, ელემენტარული წესების დაცვის მომხრე ვარ, აი ისეთის რაც ზრდილობისა და ეთიკის, პატივისცემის ჩარჩოებში თავსდება.
ეხლა მაგდენი თეოლოგია და დოგმატიკა არ ვიცი, მაგრამ ის კი მესმის რომ სადაც მივდივარ ჩემი მამის სახლია და გამომდინარ პატივისცემიდან, უნდა მოწიწებით დავდიოდე, კი არ უნდა ვჯლიგინებდე, ეს ზოგადად ვამბობ, ყველას კი არ ეხევა :დ smile.gif

ეხლა არ ვიცი, ჩვენთან სტიქაროსნები შენიშვნებს არ აძლევენ, მარტო მოძღვარი იძლევა შენიშვნას და მე რანაირად ჩავეჩხირო, ეტყობა უნდა მოვითმინო smile.gif კაია, მოთმენას ვისწავლი cool.gif


პ.ს. A.V.M
და რა საუბარი მიდის? ცუდზე ვერ ვიტყვი კარგია მეთქი
ჩემმა მობილურმა რომ დაიწკრიალოს შუა წირვაზე, მოძღვარი თუ არა მე დავსჯი ჩემ თავს, ეგ ერთი, მეორეც, სირცხვილი მომკლავდა

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:41 PM

ქევანა
რისი დანახვაც გვინდა იმას მართლა დავინახავთ მაგრამ შენ გეცოდინება რომ მიზეზი შენ არ ხარ,იმიტომ რომ მოკრძალებულად გაცვია.. შარვალი პრაქტიკულია მაგრამ არასასიამოვნო.. ყველა კაცი ჩემნაირად არ ფიქრობს.. მე არ მსიამოვნებს გოგოები შარვლით smile.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Apr 8 2012, 07:43 PM

A.V.M ვფიქრობ ჩვეულებრივი...



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:47 PM

ციტატა
უსიამოვნო

ვითომ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:47 PM

კიდე რაღაც მინდოდა მეკითხა..
სტიქაროსნები წირვის დაწყებამდე ფსალმუნებს კითხულობთ? ანუ სანამ მღვდელი საკმევლით შემოივლის, მანამდე ფსალმუნებიდან კითხულობენ ნაწყვეტებს და ვერ გავარკვიე მედავითნეა თუ სტიქაროსანი, სამოსით ვერ ვარჩევ sad.gif

მოკლედ, მოკლე კატეხიზმოს თქვენთან გავდივარ :დ :დ

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:48 PM

A.V.M
ჩემთვის უსიამოვნოა იმ არასწორ საქმეებზე ლაპარაკი რასაც ეკლესიაში ჩავდივართ.. არ მინდა კიდევ ვინმე დავაბრკოლო თორემ შენც კარგად იცი საკურთხევლის ამბები smile.gif ეკლესია მარტო სტოა ხო არაა? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:48 PM

ციტატა

და რა საუბარი მიდის? ცუდზე ვერ ვიტყვი კარგია მეთქი

და ვინ რა გითხრათ მერე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:48 PM

ქევანა
წირვის დროს მარტო მედავითნე კითხულობს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:49 PM

ციტატა
სტიქაროსნები წირვის დაწყებამდე ფსალმუნებს კითხულობთ? ანუ სანამ მღვდელი საკმევლით შემოივლის, მანამდე ფსალმუნებიდან კითხულობენ ნაწყვეტებს და ვერ გავარკვიე მედავითნეა თუ სტიქაროსანი, სამოსით ვერ ვარჩევ

დავკონკრეტდეთ აბა.
აღსავლის ლოცვებს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:51 PM

A.V.M
ბიჭო ჟამნობაზე ამბობს ახლა გამახსენდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:51 PM

A.V.M
სახელი არ ვიცი, ალბათ აღსავლისაა, აი სანამ კრეტსაბმელს გასწევენ, სანამ მღვდელი საკმევლით შემოივლის. მანამდე ყურს ვუგდებ ხოლმე და ძირითადად ფსალმუნის ტექსტია, მაგას კითხულობენ. უფრო სწორად ერთი კითხულობს, მერე როცა წირვა იწყება, უკვე იცვლება და სხვა კითხულობს, ალბათ ეგაა მედავითნე, მაგრამ მაგის წინ ვინაა?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:52 PM

ქევანა
წირვამდე დაწყებისას იკითხება ჟამნობის ლოცვა.. კითხულობს მედავითნე.. ტაძარს თუ იმხელა ფუფუნება აქ რო შეიცვალნონ ეგ კარგია,იმიტომ რომ ჟამნობაზე იღლებიან ხოლმე... smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:54 PM

ციტატა
სახელი არ ვიცი, ალბათ აღსავლისაა, აი სანამ კრეტსაბმელს გასწევენ, სანამ მღვდელი საკმევლით შემოივლის. მანამდე ყურს ვუგდებ ხოლმე და ძირითადად ფსალმუნის ტექსტია, მაგას კითხულობენ. უფრო სწორად ერთი კითხულობს, მერე როცა წირვა იწყება, უკვე იცვლება და სხვა კითხულობს, ალბათ ეგაა მედავითნე, მაგრამ მაგის წინ ვინაა?

მართალი ხარ თოკა.
მოკლედ რა ხდება ქევან იცი?
თავიდან იკითხება პირველი,მესამე და მეექვსე ჟამნი.(ჟამნი ძირითადად ფსალმუნებისგან შედგება)(მედავითნე კითხულობს) ამ დროს მოძღვარი აღასრულებს კვეთას.
ხოლო კვეთას რომ მორჩება უკვე უკმევს ჯერ წმიდა ძღვენს და სემდეგ მთელ ტაძარს და აქედან უკვე ასე ვთქვათ ,,ნამდვილი წირვა" იწყება...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 07:55 PM

toka@
აჰააა, უყურე შენ. ესე იგი ჩვენ მინიმუმ ორი მედავითნე გვყავს ^^

სტიქაროსნები ჯერ ვერ დავთვალე, იმდენნი არიან, პაწუკებიც კი არიან :დ

A.V.M
კვეთა რას ნიშნავს? მე ვერ ვხედავ, შიგნით ხდება?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:56 PM

ქევანა
ხო ეგრე გამოდის.. smile.gif აწი გემახსოვრება smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 8 2012, 07:56 PM

მე ის მაღიზიანებს ხალხი ერთმანეთის მიმართ რომ გამოთქვამს უკმაყოფილებას biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 07:58 PM

ქევანა
კვეთა არის ასეთი რამ.. საკურთხეველში არის სამკვეთლო,ტრაპეზის ნაწილი,მასსავით შეუხებელი.. სადაც იჭრება ძღვენი,სებისკვერი თავისი წესები აქვს,მზადდება ბარძიმისთვის.. გარკვეული რაოდენობა სებისკვერია.. ანუ ხუთი.. დიდი სებისკვერი.. პატარა სებისკვერებს მამაო ლახვარს არჭობს და ამბობს ვინც შემოსწირა ვისაც შემოსწირა.. ესაა კვეთა ნაწილები კი ბარძმში ჩადის smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 07:59 PM

კვეთა იგივე პროსკომიდია.
და ზირება იგივე ევქარიტია.

ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 08:00 PM

A.V.M
ხოდა ამიტომაც მოკლე აღწერა ჩავატარე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2012, 08:03 PM

toka@
ისა, რა მინდა გკითხო, აქვს მნიშვნელობა ამ სეფისკვერს როდის შესწირავ? თუ მრევლი სხვანაირს სწირავს, დიდიო და ანუ პატარაც არის ხო? შემინიშნავს ზოგჯერ შუა წირვისას დებენ სეფისკვერს წარწერით. ეგეც ზიარებისთვის გამოიყენება?

პ.ს. აუ, ასე უფრო ვსწავლობ რა როგორ ხდება biggrin.gif კიდ რამეს რომ შევნიშვნავ, ვიკითხავ ^^

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 08:05 PM

ქევანა
დიდი სებისკვერი არ იყიდება ასე სახალხოდ.. სახალხოდ იყიდება პატარა სებისკვერი.. დიდი სებისკვერები სპეციალურად წირვისთვის უნდა გამოიყენო smile.gif

მნიშვნელობა რა აქვს, თუ მოასრეებ სანამ ბარძიმი გამობრძანდება და იქამდე შესწირავ იმ დღეს კვეთს მამაო,ხოლო თუ ვერ მოასწარი უახლოეს წირვაზე აუცილებლად იკვეთება smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 08:17 PM

ციტატა
დიდი სებისკვერები სპეციალურად წირვისთვის უნდა გამოიყენო

ამ ხუთ სებისკვერს იყენევს მოძღვარი წმიდა ძღვენისთვის...
მას აქვს დაწრის სპეციალური ტექნოლოგია სპეციალური ლოცვების თამხლებით.
აი მათ რომ მორჩება მერე იწყებს პატარა სებისკვერების კვეთას,რომელთაც სულ 3-ჯერ ჩასცემს ლახვარს და ამოიღებს იქიდან მცირე ნაწილებს

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 08:19 PM

A.V.M
ანორჯერ ჩასცემს... smile.gif მამაოს გააჩნია ზოგი სამ სებისკვერს ერთ სებისკვერად ატარებს და თითო ნაჩვრეტი აქ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 08:20 PM

ციტატა

ანორჯერ ჩასცემს... smile.gif მამაოს გააჩნია ზოგი სამ სებისკვერს ერთ სებისკვერად ატარებს და თითო ნაჩვრეტი აქ ყველას

მამაოს კი არა რაოდენობას გააჩნია სებისკვერებისას და დროს უ რამდენია დარჩენილი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 08:23 PM

A.V.M
ბიჯო მე მამაოს ვაწვდი სამცალს და თითოზე აკეთებს ორ ნაჩვრეტს,ვინც შემოსწირა ვისთვისაც შემოსწირა.. მამა ალექსი ერთ ნაჩვრეტს აკეტებს ოთხზე smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 08:26 PM

ციტატა
მამა ალექსი ერთ ნაჩვრეტს აკეტებს ოთხზე

გაჩერდი ტრიფონ!
ანუ რა გინდა თქვა,რომ მამა ალექსი იღებს 4 სებისკვრს და მხოლოდ ერთზე აკეთებს ,,ე.წ." ნაჩხვლეტს?
მგონი დაბრმავდი შენე... biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 08:27 PM

A.V.M
არა ოთხზე თითო-თითო ნაჩხვლეტს აკეთებს და არა სამს და ორს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2012, 08:42 PM

ციტატა
არა ოთხზე თითო-თითო ნაჩხვლეტს აკეთებს და არა სამს და ორს

აი ეგრე თქვი შე კაცო...

ეგ ,,მოჟნა"

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 09:41 PM

A.V.M
ეგრე ვამბობდი თავიდანაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: varanxvasrotang თარიღი: Apr 8 2012, 10:50 PM

მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 9 2012, 12:28 AM

ციტატა(A.V.M @ Apr 8 2012, 09:26 PM) *

გაჩერდი ტრიფონ!
ანუ რა გინდა თქვა,რომ მამა ალექსი იღებს 4 სებისკვრს და მხოლოდ ერთზე აკეთებს ,,ე.წ." ნაჩხვლეტს?
მგონი დაბრმავდი შენე... biggrin.gif

მეც ეგრე გავიგე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif

varanxvasrotang
ერთხელ დაწერა საკმარისია, გავეცნობით ყველა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 02:19 PM

გიორგა ამ სურათზე მაინტერესებს რაღაცა.
ბარძიმ-ფეშხუმის დროს,შენს მოზღვარს დიდი დაფარნა ყოველთვის ასე აქვს ხოლმე?

http://church.ge/index.php?showtopic=3165&pid=709533&st=360&#entry709533 თემის #372 პოსტს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 02:33 PM

A.V.M
უი,მეც ახლა შევამჩნიე. რაღაც საინტერესოსთან გვაქვს საქმე tongue.gif smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 12 2012, 07:49 PM

A.V.M

ციტატა
გიორგა ამ სურათზე მაინტერესებს რაღაცა.ბარძიმ-ფეშხუმის დროს,შენს მოზღვარს დიდი დაფარნა ყოველთვის ასე აქვს ხოლმე?

კი, ყოველთვის ასე იფენს მაჯაზე.
მხარზე დიაკონს ახვევს ხოლმე.

toka@
ციტატა
უი,მეც ახლა შევამჩნიე. რაღაც საინტერესოსთან გვაქვს საქმე

რა გაგიკვირდათ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 07:52 PM

ციტატა
რა გაგიკვირდათ?

----------------------
ციტატა
კი, ყოველთვის ასე იფენს მაჯაზე.
მხარზე დიაკონს ახვევს ხოლმე.


პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 12 2012, 07:54 PM

A.V.M
და რა არის მაგაში გასაკვირი, პირველად ნახეთ?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 12 2012, 08:03 PM

A.V.M

ციტატა
ბევრნაირი რაღაცა მინახავ კაცო

როგორც ჩანს ეს არ გინახავს.

ციტატა
ნუ მოძღვარია და ჩვენზე მეტი იცის. ე.ი. ასეა საჭირო რომ აკეთებს და მორჩა.

ეს ისე არ ეგონოს ვინმეს, რომ წესისაგან რაღაც განსხვავებულს აკეთებს მოძღვარი.
მახსოვს ერთ ძველ წიგნში "ღვთისმსახურება და მისი განმარტება" იყო ნათქვამი დიდი გამოსვლის შესახებ, რომ მღვდელმსახური დიდ დაფარნას ან მხრებზე მოიხვევს, ან მაჯაზე გადაიფენს.

მეც ვხედავდი, როცა დიაკონი მსახურობდა, მხარზე ჰქონდა გადაფენილი და როცა მღვდელი იყო, უმეტეს შემთხვევაში მაჯაზე იფენდნენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 08:08 PM

ციტატა
როგორც ჩანს ეს არ გინახავს.

რატომ ხარ დარწმუნებული? biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 12 2012, 08:13 PM

A.V.M

ციტატა
რატომ ხარ დარწმუნებული?

რავიცი, ისე გაგიკვირდა, რომ... smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 08:00 PM

მამაჩემმა გამიჭირა საქმე biggrin.gif

საკურთხეველში რაც ხდება, რა სავალდებულოა იცოდეო biggrin.gif
მე კიდე რაღაც რაღაც დეტალები რომ მოვუყევი (სულიწმინდის მობერვაზე, სეფისკვერების ჩხვლეტაზე), სულ მკრეხელი მეძახა biggrin.gif biggrin.gif
ეხლა აღშფოთებული გამეცალა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
კიდე კაი მამაჩემია, ვიცნობ, ასე ერთ საათში გული მოულბება :დ biggrin.gif



მითხარით ერთი, კიდე რა ხდება laugh.gif საერთოდ მაინტერესებს რა ხდება როცა კრეტსამბელს ჩამოაფარებს მოძღვარი smile.gif ამ დროს ლოცულობს, ხო?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 17 2012, 08:09 PM

ქევანა
ეეს ნახე რა biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
მითხარით ერთი, კიდე რა ხდება საერთოდ მაინტერესებს რა ხდება როცა კრეტსამბელს ჩამოაფარებს მოძღვარი ამ დროს ლოცულობს, ხო?

ციტატა
საკურთხეველში რაც ხდება, რა სავალდებულოა იცოდე

biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 08:17 PM

George Leluashvili
გაჩუმდი! biggrin.gif
ჩემი თოკა, ჩემი ძვირფასი მეგობარი, მოვა და მეტყვის happy.gif

გურამი რომ შენსავით გამომაპინტრიშებს ეგ ვიცი წინასწარ და არ ვთაგავ :დ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 08:56 PM

ციტატა
გურამი რომ შენსავით გამომაპინტრიშებს ეგ ვიცი წინასწარ და არ ვთაგავ :დ

არ გამასწორა მიწასთან...biggrin.gif

რა გაინტერესებს კონკრეტულად მითხარი და დეტალურ პასუხს გაგცემ...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 09:06 PM

A.V.M
მკაცრი მგონიხარ happy.gif

ეს მაინტერესებს rolleyes.gif

ციტატა
მაინტერესებს რა ხდება როცა კრეტსამბელს ჩამოაფარებს მოძღვარი


პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 17 2012, 09:34 PM

ქევანა

ციტატა
მაინტერესებს რა ხდება როცა კრეტსამბელს ჩამოაფარებს მოძღვარი


ბრწყინვალე შვიდეულში შეგიძლია იარო წირვებზე და დაინახავ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 09:42 PM

athos

ციტატა
ბრწყინვალე შვიდეულში

ვიცი, ათოს, მაგრამ ვერ დავდივარ სამსახურის გამო ყოველ დღე sad.gif((

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 10:14 PM

ციტატა
მკაცრი მგონიხარ

biggrin.gif
ციტატა
მაინტერესებს რა ხდება როცა კრეტსამბელს ჩამოაფარებს მოძღვარი

კი ბატონო.
მოდი ახლა გეტყვი რა ხილული პროცესები მიმდინარეობს და შემდეგ რომელიც დაგაინტერესებს იმაზე გეტყვი კონკრეტულს.
რიგითი წირვის დროს კრეტსაბმელი რამდენჯერმე იღება და იხურება.

1-წირვის დაწყებისას კრეტსაბმელი დახურულია. ამ დროს მიმდინარეობს კვეთა ანუ პროსკომიდია. ხოლო როდესაც კვეთა მორჩება და უკვე იწყება კათაკმეველთა ლიტურგია იხსნება კრეტსამელიც.

2-კრეტსაბმელი ღიაა სამოციქულოსა და სახარების კითხვის დროს.

3-აღსავლის კარები დახურულია როდესაც დიდი გამოსვლის შემდეგ( ბარძიმ -ფეშხუმი რომ გამობრძანდება ამბიონზე) იწყება მცირე კვერექსის გალობა. შემდეგ კი როდესაც დიაკონი იტყვის-,,კარნი!კარნი! სიბრძნით მოხედენ!'' იღება აღსავლის კარები, კრეტსაბმელი და იწყება მრწამსისი კითხვა.

4-ამის შემდეგ როდესაც იხურება კრეტსაბმელი მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი. ამ დროს უკვე მღვდელი წმ. ბარძიმში ტაკუკით(ერთგვარი ჭურჭელი) ასხავს მდუღარებას და წარმოთქვამს იმ სიტყვებს რაც უფალმა ბრძანა დიდ ხუთშაბათს:
,,მიიღეთ და სჭამეთ...'' ამ დროს ირეკება ზარიც.
ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, საკურთხეველში ეზიარება სამღვდელო დასი-(დაწყებული დიაკონით და დამთავრებული ეპისკოპოსით.) ხოლო შემდეგ კი წმ.ბარძიმი გამობრძანდება გარეთ.

5-საბოლოოდ იხურება აღსავლის კარი ქადაგების სემდეგ, როდესაც დასრულდება ჩამოლოცვა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 10:16 PM

A.V.M
kiss1.gif

ჩავიბეჭდე თავში happy.gif


პ.ს. რამოდენიმე მომენტი ვიცოდი biggrin.gif რამოდენიმე ახლა გავიგე smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 17 2012, 10:39 PM

gio.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 10:41 PM

George Leluashvili
რითი ხარ უკმაყოფილო?

biggrin.gif:d

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 10:46 PM

A.V.M
მე რომ მითხარი რაც ხდება შიგნით, აი მაგაზე :DDD


***


მომენტებში ამ თემის ამოქაჩვაც მინდა ხოლმე და არ ვიცი რა დავწერო biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 17 2012, 11:06 PM

biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
მომენტებში ამ თემის ამოქაჩვაც მინდა ხოლმე და არ ვიცი რა დავწერო

მართლა კაი თემაა და წესით უნდა იცოცხლოს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 11:07 PM

გახსოვს სადღაც კურიოზებზე რო ვწერდით ხოლმე?

მაგარი იყო...biggrin.gif

პოსტის ავტორი: leopilos თარიღი: Aug 17 2012, 11:09 PM

გურამ აქ რა ლიტურგისტობა გამარტეტsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 11:18 PM

ციტატა
გურამ აქ რა ლიტურგისტობა გამარტეტ

.მე და შენ გვაქვს ბედნიერება ამ ყველაფერს ვუყუროთ, ქევანა კი გოგოა და...
აინტერესებს რა ხდება კრატსაბმელს მიღმა.

თუ რამეს დაამატებ გამიხარდება...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 18 2012, 05:06 PM

leopilos

ციტატა
ლიტურგისტობა გამარტეტ

პატივცემულო, თემა ღვთისმსახურებაზეა და აბა რაზე უნდა ვისაუბროთ რომ თემას არ ავცდეთ? happy.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 18 2012, 05:07 PM

ქევანა

ციტატა
პატივცემულო, თემა ღვთისმსახურებაზეა და აბა რაზე უნდა ვისაუბროთ რომ თემას არ ავცდეთ?

ჰო, მარა ზოგმა ამბიონზე შემოდგომა იცის ხოლმე gio.gif


A.V.M
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 18 2012, 05:16 PM

George Leluashvili

ციტატა
მარა ზოგმა ამბიონზე შემოდგომა იცის ხოლმე

ვინ მკრეხელობს აბა? biggrin.gif


ისე, დედათა მონასტერში რა ხდება ნეტა, როგორ მაინტერესებს smile.gif იქ მოძღვარი მიდის წირვის ჩასატარებლად, თუ იღუმენია ატარებს თუ როგორ ხდება, ვინმემ რამე იცის?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 18 2012, 05:25 PM

ქევანა

ციტატა
ისე, დედათა მონასტერში რა ხდება ნეტა, როგორ მაინტერესებს იქ მოძღვარი მიდის წირვის ჩასატარებლად, თუ იღუმენია ატარებს თუ როგორ ხდება, ვინმემ რამე იცის?

ყველა დედათა მონასტერს ჰყავს მოძღვარი, რომელიც წირვა-ლოცვას ატარებს.
იღუმენია ევქარისტიულ საიდუმლოს რათქმაუნდა ვერ შეასრულებს, მაგრამ ლოცვებსაც ატარებენ და პარაკლისებსაც, ანუ წირვის გარდა ყველანაირ მსახურებებს აყენებენ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 18 2012, 05:27 PM

George Leluashvili

ციტატა
ანუ წირვის გარდა ყველანაირ მსახურებებს აყენებენ.

როდისმე წავალ მონასტერში happy.gif და ჩემი თვალით ვნახავ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 2 2012, 11:47 PM

აქ დავწერ.

გიო!
ჩემს გვერდზე სოფელია -,,ვაყა.''ხოდა ამ სოფელშია ორსართულიანი ტაძარი.
ერთხელ მეუფეს უნდა ჩაეტარებინა წირვა მეორე სართულზე. ნუ მოვიდა მანქანით, გადმოვიდა შებრძანდა და დაიწყო მსახურებ. მძღოლმა დააყენა მანქანა და თვითონაც შევიდა ტაძარში. ამ საწყალმა თურმე არ იცოდა ორსართულიანი რომ იყო ეკლესია. შევიდა შიგ და ხედავს კაცი-შვილი არაა ტაძარში.არადა მეუფე მოიყვანა და გალობის ხმა ესმის.biggrin.gif

გაიფიქრა ცოდვების გამო მსჯის ღმერთი და მსახურებას არ მანახვებსო. ხოდა დაეცა მუხლებზე, დაიწყო გოდება, მითქმა-მოთქმა , ცრემელები სისხლი...მოკლედ აგონიაში ჩავარდა ტიპი...biggrin.gif
ბედზე ვიღაცამ გამოიარა და უთხრა მაღლაა წირვაო თორე, იქვე განუტევებდა სულს.biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 2 2012, 11:51 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif საწყალი biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 2 2012, 11:51 PM

მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 10:05 PM

George Leluashvili
მე ვარ სტიქაროსანი და ეხლა ვსწავლობ მედავითნეობას smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2012, 10:05 PM

ციტატა
მე ვარ სტიქაროსანი და ეხლა ვსწავლობ მედავითნეობას

თუ ისევე ასე აქატიურად გააგრძელებ აქ პოსტვას როგორც დღეს ბევრ ახალსა და საინტერესოს ისწავლი...

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 10:08 PM

A.V.M
იმედია,მე შარშან დავრეგისტრირდი აქ უბრალოდ ვერ ვპოსტავდი რა,იმიტო რო მაილზე არ მქონდა დადასტურებული და მეთქი ალბათ ადმინს უნდა ვუთხრა რო დამამატოს თქო და მერე რო მივხვდი რაც იყო დღეს დავადასტურე smile.gif კაი ფორუმია მომეწონა ძაან smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 10:10 PM

ლოლუა

ციტატა
მე ვარ სტიქაროსანი და ეხლა ვსწავლობ მედავითნეობას

გაიხარე, ღმერთმა გაგაძლიეროს ამ მისთვის სათნო საქმეში და წარმატებებს გისურვებ a075.gif

მომწონს სტიქაროსანმა რომ მედავითნეობაც იცის.

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 10:15 PM

George Leluashvili
4წელია უკვე სტიქაროსანი ვარ და ეხლა დავიწყე მედავითნეობის სწავლა ჟამნებით,მესამე ჟამი ვისწავლე უკვე,მეექვსე ჟამნი ვისწავლე დღეს და სექტემბრის შუა რიცხვებისკენ ვიწყებ კითხვას smile.gif თან სექტემბრის ბოლოს ჩვენი ტაძრის ეზოში ახალი ტაძარი აშენდა წმ.იოსებ დამწინდველის და საქართველოში ერთი ტაძარი იქნება მაგის და უწმინდესი უნდა მოვიდეს რომ აკურთხოს და იმასთან ერთად უნდა ვიმსახურო,ეხლა 20სექტემბერს კიდე მახათას მთაზე უწევს ჩვენს ეკლესიას წირვა და იქ მივდივარ და რავი,კარგია ძაან რა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2012, 10:16 PM

ლოლუა
ეგრე გააგრძელე...

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 10:20 PM

A.V.M
გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 6 2012, 10:32 PM

ლოლუა

ციტატა
4წელია უკვე სტიქაროსანი ვარ და ეხლა დავიწყე მედავითნეობის სწავლა ჟამნებით,მესამე ჟამი ვისწავლე უკვე,მეექვსე ჟამნი ვისწავლე დღეს და სექტემბრის შუა რიცხვებისკენ ვიწყებ კითხვას

ძალიან კარგია, წინსვლას გისურვებ a075.gif
მალე გადასულიყავი სამოციქულოზეც.

ციტატა
თან სექტემბრის ბოლოს ჩვენი ტაძრის ეზოში ახალი ტაძარი აშენდა წმ.იოსებ დამწინდველის და საქართველოში ერთი ტაძარი იქნება მაგის და უწმინდესი უნდა მოვიდეს რომ აკურთხოს და იმასთან ერთად უნდა ვიმსახურო,ეხლა 20სექტემბერს კიდე მახათას მთაზე უწევს ჩვენს ეკლესიას წირვა და იქ მივდივარ და რავი,კარგია ძაან რა

უფლის სამსახურში დგომა, რათქმაუნდა ძალიან კარგია a075.gif

პოსტის ავტორი: ლოლუა თარიღი: Sep 6 2012, 10:34 PM

ციტატა(George Leluashvili @ Sep 6 2012, 10:32 PM) *

ლოლუა
ძალიან კარგია, წინსვლას გისურვებ a075.gif

გაიხარეე kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 2 2014, 12:12 AM

https://www.facebook.com/photo.php?v=10203987696282759&set=vb.1533563537&type=2&theater

ამ ლინკზე ნახეთ ბავშვები , რა კარგად ასრულებენ ღვთისმსახურების ელემენტბს ...
მაგარია...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 2 2014, 10:22 AM

A.V.M
მამაობანას თამაშობენ? biggrin.gif გავიგუდე სიცილით biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 3 2014, 11:18 AM

blink.gif ეს თამაში პირველად ვნახეsmile.gif,რა კაი ტიპები არიან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 3 2014, 05:51 PM

ბევრ დიაკონზე კარგად ასრულებენ ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 4 2014, 09:54 AM

A.V.M
ძნელია არ დაგეთანხმო biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2015, 08:09 PM

"იგი წინააღმდეგი იყო სწრაფი და ზედაპირული ღვთის მსახურებისა და ხშირად იტყოდა: - თუ შენ თვითონ არ გესმის და ვერ იგებ, რასაც ამბობ,აბა ამას ღმერთი როგორ შეისმენსო?"

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 15 2015, 09:10 PM

marine

ციტატა
"იგი წინააღმდეგი იყო სწრაფი და ზედაპირული ღვთის მსახურებისა და ხშირად იტყოდა: - თუ შენ თვითონ არ გესმის და ვერ იგებ, რასაც ამბობ,აბა ამას ღმერთი როგორ შეისმენსო?"

ეგ ციტატა ვის ეკუთვნის?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2015, 09:22 PM

ციტატა(sanfol @ Feb 15 2015, 10:10 PM) *

marine

ეგ ციტატა ვის ეკუთვნის?


მამა იერონიმე ეგინელი

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 15 2015, 11:36 PM

marine
მადლობა, ისე შენ ეთანხმები მაგას? მე ვეთანხმები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 08:58 PM

"რომ ავიღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი მოძღვარი და მოვყვეთ მის ხელდასხმათა გენეალოგიურ რიგს, აუცილებლად მივალთ რომელიმე მოციქულამდე და ეს უწყვეტობა მადლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი"

/ილია II/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 20 2015, 10:18 PM

marine
იგივე შეიძლება ითქვას რომის ეკლესიის წარმომადგენელებზეც

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 20 2015, 10:54 PM

არა მარტო რომის კათოლიკური, კოპტურ-მონოფიზიტურ-მიაფიზიტური აღმსარებლობის წარმომადგენლებისაც...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 11:17 PM

sanfol
A.V.M

მაგრამ მადლი იქ არის გაწყვეტილი, სადაც ჩამოშორდნენ მართლმადიდებლობას...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 21 2015, 02:44 PM

marine
კი არ ჩამოშორდნენ გაიყვნენ უბრალოდ ანუ მადლი გაიყო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 04:00 PM

ციტატა(sanfol @ Sep 21 2015, 03:44 PM) *

marine
კი არ ჩამოშორდნენ გაიყვნენ უბრალოდ ანუ მადლი გაიყო


მადლის გაყოფას ვერ დაგეთანხმები, მადლი არის იქ სადაც ჭეშმარიტებაა და არ არის იქ სადაც სიცრუეა... ლათინები მწვალებლებად არიან შერაცხულნი.

"მრწამს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ მის წიაღშია დამკვიდრებული მაცხოვნებელი მადლი , რომელიც მხოლოდ ქრისტესმიერი სიმდაბლით მოიხვეჭება"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 12:05 AM

marine
ანუ რა გამოდის მარინე, კათოლიკეები ვერ ცხონდებიან?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 12:58 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 01:05 AM) *

marine
ანუ რა გამოდის მარინე, კათოლიკეები ვერ ცხონდებიან?


ცხონების თემა ძალიან მრავლისმომცველია...

მართლმადიდებლებმა ვიცით რომ ჭეშმარიტება ჩვენ გვიპყრია და ჩვენ ვცხონდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უპირობოდ, რადგან შეიძლება იყოს ადამიანი მონათლული მართლმადიდებლურად, მაგრამ მძიმე ცოდვილი ცხოვრებით იცხოვროს, რის შესაბამისადაც ვერ ცხონდება...

რაც შეეხება მწვალებლებს, უფალი მოწყალეა და თუკი მათში არიან ადამიანები, ვინც სათნო ეყოფიან მას წმინდა ცხოვრებით, მჯერა უფალი მათაც აცხონებს... "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის " (მოციქულთა საქმენი, 10, 35)

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 06:59 PM

marine

ციტატა
რაც შეეხება მწვალებლებს, უფალი მოწყალეა და თუკი მათში არიან ადამიანები, ვინც სათნო ეყოფიან მას წმინდა ცხოვრებით, მჯერა უფალი მათაც აცხონებს... "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის " (მოციქულთა საქმენი, 10, 35)

მარინე სათნო შეიძლება სოლომონიც იყო მაგრამ არ ცხონებულა, თუკი ჩვენ ვამბობთ რომ მაცხოვნებელი მადლი მხოლოდ მართლმადიდებლობაშია და სხვაგან მადლი არაა გამოდის რომ არამართლმადიდებლებს შანსიც კი არ უნდა ქონდეთ ცხონების
მითუმეტეს თუ მათი აღსარება აღსარება არაა გამოდის რომ ცოდვებს ვერასდროს მოინანიებენ და ცოდვილნი გაემგზავრებიან იმ ქვეყნათ და შენ როგორ ფიქრობ ცოდვილი ადამიანი სამოთხეში მოხვდება?

ან უნდა ვაღიაროთ რომ მადლი იქაცაა ან უნდა ვთქვად რომ განწირულები არიან უბრალოდ და მე იმედი მქონდა რომ იტყოდი მადლი გაიყო და იქაცაა მაგრამ თუ არაა რანაერად უნდა ცხონდნენ არ მესმის მე მადლის გარეშე რავი წარმოუდგენელია ჩემთვის ადამიანს მადლი რო არ ჭირდებოდეს მაშინ ქრისტეს მოსვლაც არ იქნებოდა საჭირო და არც სულიწმინდის გამოგზავნა და რავი რა აზრი აქვს მაშინ იესო ქრისტეს წამებას თუ მის გარეშე ვინმე ცხონდება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 08:07 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 07:59 PM) *

marine

მარინე სათნო შეიძლება სოლომონიც იყო მაგრამ არ ცხონებულა, თუკი ჩვენ ვამბობთ რომ მაცხოვნებელი მადლი მხოლოდ მართლმადიდებლობაშია და სხვაგან მადლი არაა გამოდის რომ არამართლმადიდებლებს შანსიც კი არ უნდა ქონდეთ ცხონების
მითუმეტეს თუ მათი აღსარება აღსარება არაა გამოდის რომ ცოდვებს ვერასდროს მოინანიებენ და ცოდვილნი გაემგზავრებიან იმ ქვეყნათ და შენ როგორ ფიქრობ ცოდვილი ადამიანი სამოთხეში მოხვდება?

ან უნდა ვაღიაროთ რომ მადლი იქაცაა ან უნდა ვთქვად რომ განწირულები არიან უბრალოდ და მე იმედი მქონდა რომ იტყოდი მადლი გაიყო და იქაცაა მაგრამ თუ არაა რანაერად უნდა ცხონდნენ არ მესმის მე მადლის გარეშე რავი წარმოუდგენელია ჩემთვის ადამიანს მადლი რო არ ჭირდებოდეს მაშინ ქრისტეს მოსვლაც არ იქნებოდა საჭირო და არც სულიწმინდის გამოგზავნა და რავი რა აზრი აქვს მაშინ იესო ქრისტეს წამებას თუ მის გარეშე ვინმე ცხონდება?


შენ რაკი უფრო ღრმად გინდა გაიაზრო, ჩემზე ბევრად მცოდნეს ჰკითხე, მე გიპასუხი ისე, როგორც ვფიქრობდი smile.gif მე არამგონია, რომ მადლი იყოს იქ, სადაც დამახინჯებულად ასწავლიან ქრისტიანობას.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 08:26 PM

marine

ციტატა
შენ რაკი უფრო ღრმად გინდა გაიაზრო, ჩემზე ბევრად მცოდნეს ჰკითხე, მე გიპასუხი ისე, როგორც ვფიქრობდი მე არამგონია, რომ მადლი იყოს იქ, სადაც დამახინჯებულად ასწავლიან ქრისტიანობას.

მარინე თუ გგონია რომ იქ მადლი არაა მაშინ რატომ უშვებ რომ ღმერთმა შეიძლება აცხოვნოს რომელიმე კათოლიკე? ხომ აღიარებ რომ მადლის გარეშე შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი თუ არ აღიარებ? მადლის გარეშე შეიძლება ცხონდეს ვინმე? უბრალოდ გაუგებარია შენი აზრი და ვცდილობ გავარკვიო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 08:30 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 09:26 PM) *

marine

მარინე თუ გგონია რომ იქ მადლი არაა მაშინ რატომ უშვებ რომ ღმერთმა შეიძლება აცხოვნოს რომელიმე კათოლიკე? ხომ აღიარებ რომ მადლის გარეშე შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი თუ არ აღიარებ? მადლის გარეშე შეიძლება ცხონდეს ვინმე? უბრალოდ გაუგებარია შენი აზრი და ვცდილობ გავარკვიო


როცა მადლზე ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ კათოლიკურ ეკლესიას და მის მცდარი გზით ჩატარებულ საიდუმლოებებს, ამ დროს შეუძლებელია მადლი გადმოვიდეს... რაც შეეხება კონკრეტულ კათოლიკეს, რომელიც თავისი წმინდა, მართალი ცხოვრებით სათნოა უფლისთვის, შეიძლება კონკრეტულად ამ პიროვნებაზე გადმოვიდეს უფლის მადლი და ის ცხონდეს... შეიძლება არასწორად ვმჯელობ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ smile.gif ამ კონკრეტულ თემაზე არ წამიკითხავს წმინდა მამათა შეხედულებანი და ამიტომ ვერაფერს დავამტკიცებ... ეს უბრალოდ ჩემი აზრია....

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 22 2015, 08:52 PM

marine
ახლა გასაგებია შენი აზრი


A.V.M
გურამ შენ რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 08:55 PM

ციტატა(sanfol @ Sep 22 2015, 09:52 PM) *

marine
ახლა გასაგებია შენი აზრი



მე გამიჭირდება დავიჯერო, რომ კათოლიკე დედა ტერეზა არ ცხონდა... მას აცხონებდა უფლის წინაშე გაკეთებული ულევი კეთილი საქმე... შეიძლება ვცდები კიდეც, არ ვიცი...

ეს მისი სიტყვებია:

„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან თუ მის დანახვას შევძლებდით“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 09:52 PM

ნუ გაურბიხარ ეკლესიას, რადგან მასზე მყარი არაფერია. შენი იმედი, ნავთსაყუდელი და გადარჩენა ეკლესიაშია. იგი ზეცაზე მაღალია და მიწაზე უკიდეგანო. უფრო მყარია, ვიდრე მთები, რომელსაც ხედავ. მისი დიდებულება, პატივი და ბრწყინვალება ისევე დიდია, როგორც დიდიებულება, პატივი და ბრწყინვალება ქრისტესი.

წმ.იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 10:33 PM

"თუ ღმერთი მაკურთხებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:27 PM

"- ღვთის მსახურება ჩემთვის უფრო ფასეულია, ვიდრე სხეული, სული, ცხოვრება და ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებელი. ამიტომაც ვცდილობ, შეძლებისამებრ, წმინდა გულით ვემსახურო უფალს და მოუკლებლად სათნო ვეყო მას ყველაფერში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2015, 09:37 PM

"დაწერილია: "მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?" (იოან. 18:11). ამ მოვლენის ნიშნად ვემთხვევით ჯვარს, რომლითაც ტაძარში სასულიერო პირი მორწმუნეებს ლოცავს".

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 14 2015, 12:01 PM

ვინმეს შეუძლია ამიხსნას სტიქაროსანი როგორ უნდა გახდეს ადამიანი? ხო შეიძლება მეც ვიყო თუ არ შეიძლება???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2015, 02:34 PM

sanfol
პირადი მოძღვარი წყვეტს მაგ საკითხს საქართველოში.უცხოეთში ზოგადად, სტიქაროსნობის ,,ინსტიტუტი'' თითქმის არ არსებობს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 02:37 PM

ციტატა(sanfol @ Oct 14 2015, 01:01 PM) *

ვინმეს შეუძლია ამიხსნას სტიქაროსანი როგორ უნდა გახდეს ადამიანი? ხო შეიძლება მეც ვიყო თუ არ შეიძლება???


სტიქაროსანი ანგელოზის მობაძავია... ისეთი წმინდა ცხოვრებით უნდა იცხოვრო, რომ უფალმა ინებოს, გამოგარჩიოს თავის მსახურად... უფლის მადლს ვერ იყიდი, ვერც მხოლოდ სურვილით შეიძენ, უნდა მოიხვეჭო...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 14 2015, 04:04 PM

marine
A.V.M
სადაა უფალი? მოძღვარს ანიშნებს უფალი ვინ ვინაა სტიქაროსნობის ღირსი თუ როგორ ხდება ეს? მართლა მაინტერესებს, სადღაც წავიკიტხე რომ წვერი ვისაც არ აქვს ესეიგი ის არ არის ღირსიო არ დაუჯილდოვებიო ღმერთს ამ სამკაულითო თუ რაღაც ამდაგვარი და ამში ხომ არაა საქმე გამრკვიეთ როგორ არჩევენ მოძრვრები ვინ ღირსია და ვინ არა პრინციპი რა არის?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 05:44 PM

ციტატა(sanfol @ Oct 14 2015, 05:04 PM) *

marine
A.V.M
სადაა უფალი? მოძღვარს ანიშნებს უფალი ვინ ვინაა სტიქაროსნობის ღირსი თუ როგორ ხდება ეს? მართლა მაინტერესებს, სადღაც წავიკიტხე რომ წვერი ვისაც არ აქვს ესეიგი ის არ არის ღირსიო არ დაუჯილდოვებიო ღმერთს ამ სამკაულითო თუ რაღაც ამდაგვარი და ამში ხომ არაა საქმე გამრკვიეთ როგორ არჩევენ მოძრვრები ვინ ღირსია და ვინ არა პრინციპი რა არის?


მოძღვარი, რომელიც შენ სულს ცნობს, სულიწმინდის მადლით მიხვდება როდის ხარ მზად გახდე უფლის მსახური...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 14 2015, 06:53 PM

marine
ანუ რისი თქმა გინდა მაგით წვერს არანაერი მნიშვნელობა არ აქვს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 07:57 PM

ციტატა(sanfol @ Oct 14 2015, 07:53 PM) *

marine
ანუ რისი თქმა გინდა მაგით წვერს არანაერი მნიშვნელობა არ აქვს?


შეკითხვა ვერ გავიგე... რას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 14 2015, 08:02 PM

marine
წვერი ვისაც აქვს მარტო იმათ არ იღებენ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 08:02 PM

ციტატა(sanfol @ Oct 14 2015, 09:02 PM) *

marine
წვერი ვისაც აქვს მარტო იმათ არ იღებენ?


მაპატიე, მაგრამ ვერ ვიგებ რას მეკითხები...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 14 2015, 08:05 PM

marine
მარინე წვერი არ იცი რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 08:06 PM

ციტატა(sanfol @ Oct 14 2015, 09:05 PM) *

marine
მარინე წვერი არ იცი რას ნიშნავს?


სანდრო წვერი რა შუაშია ვერ ვიგებ, რას მეკითხები? შეკითხვა გამიშიფრე...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 14 2015, 09:05 PM

marine
წვერი ხომ სამკაულია მამაკაცისთვის უფლისაგან ნაბოძები და არსებობს შეხედულება რომლის მიხედვითაც თუ არ აქვს წვერი ესეიგი რაღაცით ნაკლოვანებას განიცდის(ჩამოუყალიბებელია) და ვიკითხე ეს ხომ არ შეიძლება იყოს ერტერთი მიზეზი ტქო ჩემი სტიქაროსნად არ დანიშვნის

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 09:38 PM

ციტატა(sanfol @ Oct 14 2015, 10:05 PM) *

marine
წვერი ხომ სამკაულია მამაკაცისთვის უფლისაგან ნაბოძები და არსებობს შეხედულება რომლის მიხედვითაც თუ არ აქვს წვერი ესეიგი რაღაცით ნაკლოვანებას განიცდის(ჩამოუყალიბებელია) და ვიკითხე ეს ხომ არ შეიძლება იყოს ერტერთი მიზეზი ტქო ჩემი სტიქაროსნად არ დანიშვნის


არა, სანდრო, შენი უწვერ-ულვაშობა არ არის მიზეზი იმისა, რომ სტიქაროსანი არ ხარ, ეს შენც ძალიან კარგად იცი... აქ სულიერი საკითხია განსახილველი... როცა სულიერად იქნები მზად, როცა უფლისადმი შენი სიყვარული ყველაზე აღმატებული იქნება (იმ გოგოსადმი სიყვარულზე აღმატებული), როცა მცნებების დაცვით იცხოვრებ, მაშინ ჩაგთვლის შენი მოძღვარი ღირსეულად, რომ ემსახურო ღმერთს...

ერთ კითხვას დაგისვამ, რატომ გინდა ასე დაჟინებით სტიქაროსნობა? და რატომ გეუბნება მოძღვარი უარს?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 15 2015, 11:31 AM

marine
იმიტომ რომ მე ყველაზე რელიგიური ადამიანი ვარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია და ამან რეალიზება უნდა ჰპოვოს მე ასე ვფიქრობ და არ მინდა კიდე სხვებს ვგავდე, შენ რომ ქურდების ქალაქში დაიბადო და გეზიზღებოდეს საკუთარი ბედი არ მოგინდებოდა პოლიციელობა? მეც ამიტომ მინდა ყელში ამომივიდა ჩვეულებრივი მრევლობა
ის გოგო აღარ მაინტერესებს მხოლოდ ღმერთი ახლა

მოძღვარს არ ვიცი რა უნდა ჩემგან წმინდანი მინდა გავხდე თქო და გიჟი ვგონივარ ალბათ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 02:08 PM

ციტატა(sanfol @ Oct 15 2015, 12:31 PM) *

marine
იმიტომ რომ მე ყველაზე რელიგიური ადამიანი ვარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია და ამან რეალიზება უნდა ჰპოვოს მე ასე ვფიქრობ და არ მინდა კიდე სხვებს ვგავდე, შენ რომ ქურდების ქალაქში დაიბადო და გეზიზღებოდეს საკუთარი ბედი არ მოგინდებოდა პოლიციელობა? მეც ამიტომ მინდა ყელში ამომივიდა ჩვეულებრივი მრევლობა
ის გოგო აღარ მაინტერესებს მხოლოდ ღმერთი ახლა

მოძღვარს არ ვიცი რა უნდა ჩემგან წმინდანი მინდა გავხდე თქო და გიჟი ვგონივარ ალბათ


ისე მსჯელობ, რომ დავმუნჯდი... ბოდიშს გიხდი, მაგრამ სათქმელი აღარ მაქვს... მოხარული ვიქნებოდი, რომ ხუმრობდე...


გონიერი ადამიანი იმიტომ მიდის ეკლესიაში რომ გამოიცვალოს, უგუნური კი იმიტომ რომ ეკლესია გამოცვალოს...

რას ნიშნავს ჩვეულებრივი მრევლობა ყელში ამოგივიდა???? აქ ამპარტავნებასთან და ხიბლთან ხომ არ გვაქვს საქმე??? არ მიკვირს რომ მოძღვარი კურთხევას არ გაძლევს... სწორად იქცევა, ძალიან ჭკვიანი მოძღვარი გყოლია... ეს უნდა დააფასო...

მე ვთვლი, რომ უნდა დამდაბლდე... ორი დღის წინ გოგოსთვის თავს იკლავდი და ახლა, როგორც შენ ამბობ "ღმერთი უფრო გაინტერესებს"... მაპატიე და მოგზავნილივით მსჯელობ smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 12:54 PM

marine
იცი მარინე მე სხვებს არ ვგავარ და ამპარტავნებაში ნუ ჩამითვლი თუ თავს სტიქაროსნობის ღირსად ჩავთვლი
აღარ მაინტერესებს ცოტა ისეთი ნათქვამია უბრალოდ რაც უფრო ვცდილობ უფრო ვაფუჭებ ყველაფერს და თუ ღმერთი ინებებს მაინც ერთად ვიქნებით ბოლოს ამიტომ დავწერე ეს და ახლა ღმერთს ვარ მინდობილი მთლიანად და მხოლოდ ღმერთით ვინტერესდები

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 16 2015, 01:15 PM

sanfol

ციტატა
წმინდანი მინდა გავხდე თქო

წმინდანთა ცხოვრება ხომ წაგიკითხავს? ყველა წმინდა ადამიანი რას ეძებდა შეგიძლია მითხრა?
იმედია გრიგოლ ხანძთელი მაინც წაგიკითხავს შეგიძლია მითხრა მისი ცხოვრების დასაწყისში რა ხდებოდა? რა გაკეთე და როგორ გახდა ის წმინდანი?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 01:42 PM

G_saxva
მაშინ სამწუხაროდ განათლება არ იყო იმ დონეზე და არავინ ფიქრობდა წმინდანობა თუ რეალურად შესაძლებელი იყო და უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა ყველა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 01:58 PM

sanfol

წმინდანობა მხოლოდ უდიდესი თავმდაბლობით და უბრალოებით მიიღწევა და არა ამპარტავნებით, რატომ სტიქარს არ მაცმევენ მომბეზრდა უბრალო მრევლობაო...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 16 2015, 02:06 PM

sanfol

ციტატა
მაშინ სამწუხაროდ განათლება არ იყო იმ დონეზე და არავინ ფიქრობდა წმინდანობა თუ რეალურად შესაძლებელი იყო და უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა ყველა

მაშინ არ იყო განათლება და ახლა არის?
პ.ს ჩემი კითხვისთვის პასუხი არ გაგიცია !!!
ციტატა
იმედია გრიგოლ ხანძთელი მაინც წაგიკითხავს შეგიძლია მითხრა მისი ცხოვრების დასაწყისში რა ხდებოდა? რა გაკეთე და როგორ გახდა ის წმინდანი?


პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 02:11 PM

G_saxva

ციტატა
იმედია გრიგოლ ხანძთელი მაინც წაგიკითხავს შეგიძლია მითხრა მისი ცხოვრების დასაწყისში რა ხდებოდა? რა გაკეთე და როგორ გახდა ის წმინდანი?

აღარ მახსოვს ნამდვილად რა ხდებოდა მისი ცხოვრების დასაწყისში, მემგონი რამდენიმე ბერი აიყოლია და ტაო კლარჯეთში წავიდა უდაბური ადგილების გასაშენებლად ღმერთის ბრძანებით
თუ სწორად მახსოვს

marine
სამწუხაროა ეს ჩემი დიდი სურვილი თუ ამპარტავნებაში მეთვლება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 16 2015, 02:22 PM

sanfol

ციტატა
აღარ მახსოვს ნამდვილად რა ხდებოდა მისი ცხოვრების დასაწყისში, მემგონი რამდენიმე ბერი აიყოლია და ტაო კლარჯეთში წავიდა უდაბური ადგილების გასაშენებლად ღმერთის ბრძანებით
თუ სწორად მახსოვს

აი საქმეც ამგაშია რომ არ იცი. ახლა მოძებნე გრიგონ ხანძთელის ცხოვრება გადაშალე დაიწყე კითხვა და უახლოეს ორ თავში ნახავ თუ რატომ წავიდა უდაბნოში და რაზე თქვა უარი. აი ესაა სარწმუნოება და წმინდანობისკენ მიმვალი გზა და არა ის სტიქაროსნობა მინდა სტიქაროსნობაო.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 02:23 PM

G_saxva
ახლა მივხვდი პატივზე თქვა უარი? ანუ მეც პირიქით უარი უნდა ვთქვა სტიქაროსნობაზე რომც შემომთავაზონ?

მემგონი მართლა ამპარტავნებაში გადავვარდნილვარ და ვერ გამიგია sad.gif

მაგრამ მასე ხომ ქრისტიანობაც პატივია და მაგაზეც უარი უნდა ვთქვათ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 16 2015, 03:35 PM

sanfol
რატო გვახასიათებს ყველას ეს რადიკალიზმი? ვერსდროს ვერ ვხვდები რა აუცილებია ასე უტოპიაში გავიჭრეთ? იმას რომ გეუბნები პური არ ჭამო არ ნიშნავს საჭმელი არ ჭამო. ამით იმის თქმა მინდა რომ როდესაც გტიგოლი პატრიარქობაზე (უდიდეს სასულიერო იარარქიეზე) უარს ამბობს, განა იმიტომ ამბობს რომ ამით მალდს მოიხვეჭდა ან სამოთიხს კარს დაიჯავშნიდა და შემდეგ წმინდანად შერაცხავენ, არა. ამას იმიტომ აკეთებს რომ სრულად გაცნობიერებლი აქ რამხელა პტივია და მისი უდიდესი სათნოება თავმდაბლობაა რადგან არ თვლის ღირსად თავს ამხლეა პატივი აიღოს არ თვლის თავს ღირსად ღმერთს ემსახუროს და მიდი მარტო უდაბნოში ძმებთან ერთად ყოველგვარი პატივის და ღირსებისგან შორს რათა იციან არ მოასვენებენ.
ამ დროს შენ რას აკეთებ? მოითხოვ სტიქაროსნად გაკურთხონ რადგან თვლი რომ საკმაირსად გამორჩეული ხარ არა მარტო ღვთის თვალში არამედ სხვებზე მეტი ხარ შენი რელიგიურობით, თავს მრევლზე წინ აყენებ და მათთან ლოცვაზე უარს აცხადებ და გიკვირს რატომ არ შევყავარ მოძღვარ საკურთხეველშიო. იმიტომ არ შეყავხარ რომ ზუსტად ასე იქცევი ზუსტად ეგ გჭირს ანუ ამპარტავნება. ისევ გიმეორებ შენი თვითმიზანი სტიქრის ჩაცმა და საკურთხეველში დგომა არ უნდა იყოს შენი მიზანი ღმერთთან საუბარი და მისი მსახურება უნდა იყოს. ამ მომენტიდან და საქმიდან გამომინარე უნდა გახდე სტიქაროსანი და არ ძალით და მღვდლის შეჭირვებით არამედ თავმდაბლობით და სიყვარულით. ამის მერე დაინახავს ღმერთი შენს სულს და გულს ამის მერე გაგიხსნის კარს უფრო დიდი საქმისკენ და ამის მერე შეგეძლება სტიქაროსნაი გახდე. ახლა ამ მომენტში არ ხარ არც სტიქაროსნობის და არც ამ პატივისი დატევის შემძლებელი, როდის იქნები ეს უფლის ნებაა ის გამოგიცხადებს და საკუთარი მოძღვრის საეხლით თუ საჭირო გახდება და შეზლებ სულიერად გაიზარდო შეიმოსები კიდეც. ასე რომ მოეშვი რაღაც კვლევა ძიების სხვაში ძებნას ისევ გიმეროებ საკUთარ თავზე იმუშავე და არა სხების დადანაშაულებზე.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 03:47 PM

G_saxva
აბა ტაძრის მშენებლობა იყოს მაგის ღირსი ხო ვიქნები რო ტაძარი ავაშენო და მუშად წამიყვანონ? მე როგორც მივხვდი ამპარტავნებაა როცა კარგი საქმე გინდა აკეთო და თუ ცუდი(შავი) საქმე გინდა თავმდაბლობაა
მე ამჟამად საქმე არ მაქვს და ტყუილად დროს ვკარგავ და ღმერთის ინტერესებშიც უნდა იყოს ჩემი სტიქაროსნობა იმდენი ტყუილად არ მიკითხია რო მერე ასე მოვესროლე
სურვილი მეკარგება საერთოდ რაღატო ვლოცულობ ან ვკითხულობ ასე განუწყვეტლივ ხო არ შეიძლება ერთ ადგილზე გაყინული ვიყო? მე წამიკითხავს რომ ანგელოზებიც კი მუდმივად ვითარდებიან და ხარისხში მაღლდებიან მე რა დავაშავე ასეთი არ ვიცი

ეს ხო პიროვნების განადგურებაა არ ინდომო არ ისურვო არაფერი გინდოდეს მაშინ ბერად წავიდოდი რაღა მინდა აქ
მე ვთვლი რო ვარ ღირსი მაგრამ დავთმობდი თუ წმინდანობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა მაგრამ თU ამისკენაც არაა მაშინ აღარ ვიცი უკვე

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 16 2015, 04:02 PM

sanfol
ძალიან რთულია რამე აგიხსნა როდესაც შენი აზროვნება სულ სხვანაირია და სხვაგან მიდის. როდესაც ამბობს ღმერთის ინტერესებში უნდა შედიოდეს ჩემი სტიქაროსნობაო, ამით უდიდეს შეცდომას უშვებ ღმერთს შენ მიმართ რაიმე ინტერესი რო საქმე გააკეთO არ აქვს. მან მოგცა რჯული მოგცა ჯამრთლებოა აზროვნება და გითხრა იცხოვრე ისე როგორც გინდა. შენ იცი რჯული იცი ცოდვა იცი მადლი როგორ მოიქცევი ეს შენზეა დმოკიდებული ტაძარში იქნები თუ ქუჩაში შენი არჩევანია ამაში არც ღმერთი და არც ბარაკ ობამა არა დამნაშავე. შენი თავი შენ გეკუთვნის, იქნები თავმდაბალი მოგეცემა უფრო მეტი იქნები ამტპარტავანი არ შენი აზროვნება იმდნად დაბნელდება მუდამ რაღაცის მოთხოვნილება გექნაბა და თავი მუდამ მართლაი ეგონბა თითქოს გეკუთნოდეს. როცე თავმდაბლობაზე გელაპარაკები იმას ვგულისხმობ განა რაღაცაზე უარი თქვა იმიტომ რომ შედეგში უკეთეს მიიღებ არამედ იმიტომ რომ არ თვლიდე თავს ამის ღირსად. მე დღეს მათხოვარს ლარი იმიტომ კი არ უნდა მივცე წ დღეში 10 ლარი მომეცეს არამედ იმიტომ რომ მას არ აქ ის ლარი დ დავეხმარო. აი ესაა მადლი და ესაა შეწირვა. ტაძრის მშენებლობაზე რო ეხმარები ეკლსიაში რო ლოცულობ მათოხვარს ფულს აძლევ თU რაიმე სათნო საქმეს ჩადიხარ უნაგარო უნდა იყოს არ უნდა მოელოდე არაფერს. ესაა თავდაბლობა ესაა მადლი და ესაა სიკეთე ამის მერე მოგეცემა, მანამ მუდამ გექნება კIთხვები მე რო ასე ვქენი რატო არ მოხდა ისე მე ხო გავაკეთე ეს. უკვე მერამდენედ გებუნბეი საკუთარ თავზე უნდა იმუშაო ამპარტავნბის დასათრგუნად საკუთარ თავში ეძებო პორლბმა და სხვაგან არა.

sanfol

ციტატა
მე ვთვლი რო ვარ ღირსი

აი ეს არის ამპარტავნება სანამ ამას არ დასძლევ მანამდე არა თუ სტიქაროსნობა არამედ სულიერი წინსვლა არ გექნება რაც ყველაფერზე მნიშნველოვანია.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 04:22 PM

G_saxva
მაგ ლოგიკით არც ქრისტიანი უნდა ვიყო ხომ ასეა?
მაგრამ თუ ვთვლი რომ ღირსი ვარ ქრისტიანობის ესეიგი ამპარტავნებაში ვარ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 16 2015, 05:06 PM

sanfol

ციტატა
მაგ ლოგიკით არც ქრისტიანი უნდა ვიყო ხომ ასეა?
მაგრამ თუ ვთვლი რომ ღირსი ვარ ქრისტიანობის ესეიგი ამპარტავნებაში ვარ?

რავიცი ვფიქრობ აზრი აქვს საუბრის გაგრძელებას. მაქსიმალურად ვცდილობ დაგანახო რომ არასწორი შეხედულება გაქვს რწმენაზე. შენ ქრისტიანობა რაღაცის გამორჩენის მიზნით გინდა და ამპარტავნებით ხარ დაბრმავებული. როდესაც ამბობ მინდა წმინდანი ვიყოო ესეც ამპარტავნებაა, რატომ? იმიტომ რომ არცერთ წმინდანს ეს არ უნდოდა იცი რატომ? იმიტომ რომ მათთვის ეს მიზანი არ ყოფილა მათთვის მიზანი უფალთან ყოფნაა .შნენი მიზანი წმინდანობაა რომ უფალთან იყო (??). განსხვავება ხედავ რამხელაა? შენ სახლის შენება სახურავიდან გინდა ეგრე არ გამოსულა არასდროს და არც გამოვა. სხვების ყურებას და მოთხოვნას ჩემი აზრით საკუთარ თავზე იმუშაო სჯობს.

პ.ს დედმამიშვილები გყავს? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 16 2015, 05:50 PM

G_saxva
მაგას არ აქვს მნიშვნელობა ვის რა უნდოდა, ან როგორ შეიძლება არ გინდოდეს ამ ლოცვის წამკითხველს წმინდანობა როცა პირდაპირ სთხოვ განმაწმინდავეო??

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამეთუ წმიდითა სვინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა.


მოდი ასე გკითხავ მაშინ, წმინდანობა არის თუ არა კარგი?
არის
არ გინდოდეს კარგი რა ქვია ამას?
უვიცობა ხომ არა?


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 07:50 PM

ციტატა(sanfol @ Oct 16 2015, 03:11 PM) *


marine
სამწუხაროა ეს ჩემი დიდი სურვილი თუ ამპარტავნებაში მეთვლება


კარგი სურვილის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ნამდვილად დასაფასებელია რომ გინდა ღვთისმსახური გახდე, მაგრამ რომ გახდე, უნდა იმსახურებდე. ღმერთის სამსახურში ყოფნა ყველა სამსახურზე აღმატებულია, ღმერთმა უნდა გამოგარჩიოს. იცხოვრე სიწმინდით, სინდისიერად და დაელოდე მოძღვრის გადაწყვეტილებას... ნუ ჩქარობ... ჯერ ძალიან პატარა ხარ და წინ მთელი ცხოვრებაა smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 17 2015, 01:37 AM

marine
მართალი ხარ მარინე უბრალოდ არ მინდა დროუქმად ვკარგო, რამე საქმე მინდა მქონდეს და რმრთის მსახურებაზე უკეტესს რას ვიპოვი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2015, 12:00 PM

ციტატა(sanfol @ Oct 17 2015, 02:37 AM) *

marine
მართალი ხარ მარინე უბრალოდ არ მინდა დროუქმად ვკარგო, რამე საქმე მინდა მქონდეს და რმრთის მსახურებაზე უკეტესს რას ვიპოვი


ვინ არის შენი მოძღვარი? და რითი ხარ დაკავებული, სად სწავლობ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 18 2015, 02:50 PM

marine
არსად არ ვსწავლობ დაწესებულებასი, ისე კი წიგნების კითხვა მიყვარს, მაგრამ ეს საკმარისია? ერტი მოზრვარი არ მყავს

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 18 2015, 09:08 PM

marine
აბა რას მირჩევ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 10:57 PM

ციტატა(sanfol @ Oct 18 2015, 03:50 PM) *

marine
არსად არ ვსწავლობ დაწესებულებასი, ისე კი წიგნების კითხვა მიყვარს, მაგრამ ეს საკმარისია? ერტი მოზრვარი არ მყავს


სკოლა დამთავრებული გაქვს? რას ნიშნავს ერთი მოძღვარი არ გყავს??

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 18 2015, 11:05 PM

marine
არა მარინე მეცხრე კლასი რო დავამთავრე გამოვედი სკოლიდან პროფესია შევისწავლე მარა ვერ დავსაქმდი და ასე ვარ ახლა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 11:06 PM

ციტატა(sanfol @ Oct 19 2015, 12:05 AM) *

marine
არა მარინე მეცხრე კლასი რო დავამთავრე გამოვედი სკოლიდან პროფესია შევისწავლე მარა ვერ დავსაქმდი და ასე ვარ ახლა


მოძღვარზე რას მეტყვი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 19 2015, 09:45 AM

sanfol

ციტატა
მაგას არ აქვს მნიშვნელობა ვის რა უნდოდა,

ხოო აი აქ ცდები მაგას არ აქვს მნიშვნელობა კი არა მაგას აქვს ზუსტად მნიშნველობა.
"რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს
ყოველთა მონა."
თავად მაცხოვარი ამბობს ამას, ეს კი იმას ნიშნავს არ უნდა გინდოდეს სხვაზე მეტი იყო რადგან ამპარტავნებაა ეს. ყველა წმნდას უნდოდა მარტო ღვთის სამსახური და მეტი არაფერი. როდესაც იოანე ოქროპირს საპატრიარქო ტიტული შეუჩერეს ის მედავითნედ დადიოდა ტაძარში. ამით იმის თქმა მინდა მისთვის მთავარი უფლის სამსახური იყო და არა ის პატრიარქი ყოფილიყო და წირვა თავის დიდებულებით ხალხის წინაშე გამორჩეულად ჩაეტარებინა
ჩემი აზრი ისაა რომ შენი პრობლემა შენვე ხარ. სხვებისგან ბევრს მოითხოვ და მოელი თავად კი არაფრის გაცემა არ გინდა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 19 2015, 10:12 AM

G_saxva
ტიტულებზე ალბატ მარტალი ხარ არ უნდა მინდოდეს სტიქაროსნობა და პატრიარქობა და ა.ს. მაგრამ წმინდანობა ხომ რმერტტან უფრო ახლოს მყოფობაა და რაც უფრო ახლოს ვიქნები მიტ უკეტესი ჩემტვის

marine
მოძღვარზე ხო გითხარი უკვე ერტი არ მყავს აუცილებელია ერტი მყავდეს? ან ეგ რაშუასია მამოწმებ მოგზავნილი ვარ ტუ არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 19 2015, 11:37 AM

sanfol

ციტატა
ტიტულებზე ალბატ მარტალი ხარ არ უნდა მინდოდეს სტიქაროსნობა და პატრიარქობა და ა.ს. მაგრამ წმინდანობა ხომ რმერტტან უფრო ახლოს მყოფობაა და რაც უფრო ახლოს ვიქნები მიტ უკეტესი ჩემტვის

შენ წმინდანობა კი არ უნდა გინდოეს ღმერთთან ახლოს მყოფობა უნდა გინდოდეს ესა მთავარი და განხსვავება.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 19 2015, 01:02 PM

G_saxva
ზლივს რარაცაზე სევტანხმდიტ :დ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 01:28 PM

ციტატა(sanfol @ Oct 19 2015, 11:12 AM) *


marine
მოძღვარზე ხო გითხარი უკვე ერტი არ მყავს აუცილებელია ერტი მყავდეს? ან ეგ რაშუასია მამოწმებ მოგზავნილი ვარ ტუ არა? biggrin.gif


ყველაფერი გასაგებია... აღარ მაქვს კითხვები...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 19 2015, 01:36 PM

sanfol

ციტატა
ზლივს რარაცაზე სევტანხმდიტ :დ

რაზე შევთანხმდით? ohmy.gif შენ ამბობ წიმნდანობა გინდაო მე გეუბენბი წმინდანობა არ უნდა გინდოდეს უფალთან ახლო მყოფობაუ ნდა გინდოდესო. რეალურად მე ასე მგონია შენ წმინდანობა იმიტომ გინდა რომ გმოგწონს წმინდას ევედრებიან განადიდებენ და მათI სჯერათ. ამიტომ გაქვს ამოჩემებული წმინდანობა მინდაო. მას ვისაც უფალთან სიახლოევე უნდა ამას ასქმით აკეთებს. იძახი მინდა სტიაქროსანი ვიყოო არასდროს არ გაქჩენია სურვილი მედავითნეობა გესწავლა? რატომ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 19 2015, 02:29 PM

marine
ცემ კიტხვაზე პასუხი არ გაგიცია რა ვქნა?

G_saxva
არასწორად გგონია ხოდა, სრულყოფილებისაკენ მივისწრაფი მე არამარტო წმინდანობა განრტობაც მინდა მე იმიტომ რომ ესაა ყველაზე ახლოს რმერტტან მყოფობა სხვა სახელი არ აქვს ამას ტუ აქვს და არ ვიცი სენ მიტხარი, ყველაფერს ხო ტავისი სახელი აქვს არა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 19 2015, 03:13 PM

sanfol

ციტატა
სრულყოფილებისაკენ მივისწრაფი მე არამარტო წმინდანობა განრტობაც მინდა

მაშინ მე დაგისვავ კითხვას რატომ გინდაა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 19 2015, 05:34 PM

G_saxva
რომ რმერტტან უფრო ახლოს ვიყო ცემი ბუნებიტ რმერტტან და არა ცხოვლებტან

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 09:36 AM

sanfol

ციტატა
რომ რმერტტან უფრო ახლოს ვიყო ცემი ბუნებიტ რმერტტან და არა ცხოვლებტან

თუ ცხონდები ღმერთთან ახლოს იქნები წმინდანობა რა საჭიროა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 10:07 AM

G_saxva
უფრო ახლოს ვიქნები და იმიტო, რაც უფრო ახლოს ხარ მით უკეთესი არაა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 11:23 AM

sanfol

ციტატა
უფრო ახლოს ვიქნები და იმიტო, რაც უფრო ახლოს ხარ მით უკეთესი არაა?

და ცხონება რატომ არ გაკმაყოფილებს? პირადად შენთვის რა განმასხვავებელი ნიშანი აქვს ცხონებას და წმინდანობას? ან რას ნიშნავს უფრო ახლოს იქნები და უკეთესია?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 12:13 PM

G_saxva
ჯერ ეს ერთი წმინდანი აქედანვე სასუფეველშია ანუ აქვე გრძნობს ღმერტს გამზაფრებიტ და მეტი კავსირია და იქ ხო მიტუმეტეს
უფრო ახლოს ყოფნა ნისნავს უფრო მსგავსს რმერტის მსგავსს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 01:37 PM

sanfol

ციტატა
ჯერ ეს ერთი წმინდანი აქედანვე სასუფეველშია ანუ აქვე გრძნობს ღმერტს გამზაფრებიტ და მეტი კავსირია და იქ ხო მიტუმეტეს
უფრო ახლოს ყოფნა ნისნავს უფრო მსგავსს რმერტის მსგავსს

და შენ რაში გჭირდება ეს უფრო ახლოს მყოფობა და ეს უფრო მსგავსება? შენ როგორც პიროვნებას ეს რას მოგცემს?
მე მაგალითად ყველაზე ბედნიერი ვიქნები თუ ღმერთი შემეწია და სამოთხის კარი გამიღო, ეს იქნება ყველაზე დიდი სასწაული და ბედნიერება. ის რომ წმინდანობა მინდაოდეს და უფრო ახლოს ვიყო და ვემსგავსებოდე ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუწვდომელია მითუმეტეს ნამდვილად არ შემწევს მაგის ძალა ამხელა სიწმინდეს და სიდიდესთან ახლოს რომ მივიდე არ თუ ვზიდო.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 04:05 PM

G_saxva
კონტრ სეკიტხვა რას მოგცემს სასუფეველი როგორც პიროვნებას? რაიმიტ მეტი ან ნაკლები იქნები?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 20 2015, 06:10 PM

sanfol

ციტატა
რაიმიტ მეტი ან ნაკლები იქნები?

ოოო აი შენი პრობლემა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ ამპარტავნება გაქვს შეყრილი და თუ რაიმე არ მოიმოქმედე დაგღუპავს.
ციტატა
"რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს
ყოველთა მონა."

რაც შეეხება მე რას მომცემ ცხონებას? სრულ ნეტარებას სიმშვიდე სისავსეს და ბედნეირებას ამზე მეტი რა უნდა მინდოდეს?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 20 2015, 10:56 PM

G_saxva
იგივეს დაწერა შემიზლია წმინდანობაზეც, ოღონდ ამ ქვეყანაზევე იღებს ის ამას და სასუფეველში მოხვედრა სამომავლო საქმეა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 21 2015, 10:42 AM

sanfol

ციტატა
იგივეს დაწერა შემიზლია წმინდანობაზეც, ოღონდ ამ ქვეყანაზევე იღებს ის ამას და სასუფეველში მოხვედრა სამომავლო საქმეა

რას ნიშნავს ამ ქვეყანაზევე იღებს?
იმის მეტი არაფერის დაწერა არ შემიძლია რაც ამქდე დავწერე გადახედე მარკოზის სახარებასი იმ ადგილს სადაც მოციქულები ერთმანეთს პირველობაზე ეცილებიან. შენ პირველობა გინდა ამპარტავენბის გამო და ვერ გაგიგია რეალურად ამ საქმის არსი.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 21 2015, 11:58 AM

G_saxva

ციტატა
რას ნიშნავს ამ ქვეყანაზევე იღებს?

ამ ქვეყანაზევე არის ღმერთთან? ნეტარებაში ბედნიერებაში და სიმშვიდეში
ციტატა
იმის მეტი არაფერის დაწერა არ შემიძლია რაც ამქდე დავწერე გადახედე მარკოზის სახარებასი იმ ადგილს სადაც მოციქულები ერთმანეთს პირველობაზე ეცილებიან. შენ პირველობა გინდა ამპარტავენბის გამო და ვერ გაგიგია რეალურად ამ საქმის არსი.

და მაგიტომ რომ არ მინდოდეს კარგი იქნებოდა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 21 2015, 12:17 PM

sanfol

ციტატა
ამ ქვეყანაზევე არის ღმერთთან? ნეტარებაში ბედნიერებაში და სიმშვიდეში

გააჩნია ნეტარებასა და ბედნეირებაში რას გულისხმობ. იმას რაც ქეთევან დედოფალს დამართეს მეეჭვება ნეტარება ან ბედნიერება ერქვას.
ციტატა
და მაგიტომ რომ არ მინდოდეს კარგი იქნებოდა?

რამდენნნაირადაც გინდა იმდენ ნაირად შემოაბრუნე ეს საკითხი და კითხვა ისე დასვი, ფაქტი ერთია ასეთი რამ არ მოგინდებოდა და არ გექნებაოდა ეს აზრი.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 21 2015, 01:45 PM

G_saxva
აზრი შემაცვლევინე აღარ მინდა წმინდანობა
ახლა მხოლოდ ღმერთთან ახლოს ყოფნა მინდა მისი მსგავსი რო ვიყო ის რისთვისაც ვარ კიდევაც შექმნილი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 21 2015, 01:50 PM

sanfol

ციტატა
აზრი შემაცვლევინე აღარ მინდა წმინდანობა
ახლა მხოლოდ ღმერთთან ახლოს ყოფნა მინდა მისი მსგავსი რო ვიყო ის რისთვისაც ვარ კიდევაც შექმნილი

სულის ცხონება უნდა იყოს შენი მთავარი მიზანი და მისწრაფება, ამით დაიმკივდებ უფალთან სავანეს და ამით ქინები მასთან ახლოს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 21 2015, 01:58 PM

G_saxva
ნამდვილად, სასუფეველი ვეძიოთ და ყველაფერი გვექნება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 07:36 PM

"საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია, ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს".

/მამა გიორგი ბასილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 03:23 PM

"როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმინდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს - მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ - არ მიეტევებათო.ანუ, ცოდვის მიტევება-არმიტევების ხელმწიფება იესო ქრისტემ მისცა მოციქულებს, სამოციქულო ეკლესიის წიაღს და ამით არის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმატებული ყველა სხვა ეკლესიასა და კონფესიაზე. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2016, 11:29 AM

"ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია. ბედნიერების ზომა ჩვენი ღვთისადმი მსახურების პროპორციულია".

/არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2016, 11:50 AM

"ცხოვრებისეული საზრუნავი ღვთისადმი მთელი გულით მსახურებაში წინ ამეღობება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 01:02 PM

"ცოდვებს, რომელთაც ჩვენ მოვინანიებთ ღვთის გულმოწყალებით, უფალი გვპატიობს. ღვთის ტრაპეზის მსახურებს კი უფალი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს: პირველი - სანამ სასურველ ადამიანზე დაქორწინდება, ქალწული უნდა იყოს. ასევე ის, ვინც მომავალში მღვდლის ცოლი გახდება, ქალწული უნდა იყოს, მათ არ უნდა ედოთ სულზე ტვირთად სასიკვდინე ცოდვა, თუნდაც უკვე მონანიებული ჰქონდეთ".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2016, 10:58 AM

"ეკლესიურ საქმეებში დიდი და მცირე არ არის, ყველა ერთნაირი სიყვარულით, სერიოზულობითა და სარწმუნოებით აღასრულე".

/პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2016, 10:36 PM

"საღმრთო მსახურება ცოდვებთან და ბოროტ ძალებთან მებრძოლ ადამიანს საკვირველად განაახლებს, განამტკიცებს, განწმენდს, განამხნევებს. იგი ჩვენთვის უდიდესი სიკეთეა ცხოვრებაში. ვმადლობ ამისთვის უფალს. ღვთისმსახურების სახით უფალმა ფასდაუდებელი სიკეთე მოგვცა - მასშია ჩვენი სულის მთელი ცხოვრება, მთელი საუნჯე, აქაა მისი სამშობლო, მისი ცხოვრება, მისი სიწმინდე, მისი კურნება, საჭმელ-სასმელი, მისი ძალა და დიდება".

/გიორგი გურული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2016, 09:39 AM

"განა მხოლოდ სიამოვნებისთვის მსახურებ ღმერთს? მადლიერებით დაითმინე, რაც შეგემთხვევა".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 10:00 AM

"დაწყევლილია ადამიანი, რომელიც ღვთის საქმეში დიდ სიყვარულს არ ჩააქსოვს".

/დეკ. დავით ლონდარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:39 PM

"თითოეული ადამიანი თავისებურად ემსახურება უფალს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2017, 08:46 PM

"ხორციელ კაცს ღმერთის მსახურება არ ძალუძს".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2017, 10:09 PM

"უწმინდესი ეფრემისაგან მსმენია, როცა სტალინის ბრძანებით ეკლესიები გაიხსნა, სასულიერო სამყარო მრევლისა და მსახურების დეფიციტს განიცდიდა. იმ წლებში თავად პატრიარქი კალისტრატე ემსახურებოდა მღვდელს და როგორც უბრალო მნათე, სანთლით მიუძღვოდა წინ. ამით, ცხადია, კათოლიკოსის ღირსება არ კნინდებოდა, უფრო პირიქით, ვინაიდან უწმინდესი ღმერთს, მის საკურთხეველს ემსახურებოდა. ერთ-ერთ მღვდელს დიაკვნის სტიქარიც კი ჩააცვა და მეორესთან ამსახურა. რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა უსაყვედურა: უწმინდესო, ეს ხომ მღვდლის დამცირებააო. პატრიარქმა მიუგო: მე რომ ამ მღვდლისთვის ეპისკოპოსის საკოსი ჩამეცმია, ეს მართლაც იქნებოდა ხარისხის შეურაცხყოფა, ახლა კი მღვდელი დავამდაბლე. რისთვის? ღვთის სამსახურისთვის. ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდესო."

/არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 08:22 PM

"უფალი თითოეული ჩვენგანის გულისკარნახს უგდებს ყურს. რჩეულთა შორის რჩეულს გამოარჩევს და ღვთისმსახურად განაწესებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 10:53 AM

"ამბობენ ხოლმე: ის მთელი სულით მსახურებს, გალობს სულიერად, კითხულობს მთელი სულით, საუბრისას სულიდან ამოთქვამს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მსახურებს, გალობს, კითხულობს, საუბრობს უსულოდ - თითქოს მარტო ხორცით (სხეულით). საცოდავო სულო, დაცემულო სულო! ხორციელი ვნებებით დამარხულო სულო! როდისღა განთავისუფლდები?!"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 08:48 PM

"წმინდა ნიკიფორეს [პატრიარქი კონსტანტინოპოლისა] წყალობით ეკლესიაში მშვიდობა და წესრიგი დამყარდა, - დედა მადლისა და ჰარმონიისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 11:14 PM

"გამოდიხარ მსახურებიდან ლოცვით "გამაძღარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 09:06 PM

"ერთი საქმეა კეთილკრძალულება, მეორე - გარეგანი ღვთისმსახურება. ასევე განსხვავდება აღმოსავლური მართლმადიდებლური კეთილკრძალულება დასავლურ-ევროპული გარეგნული ღვთისმსახურებისაგან. კეთილკრძალულებას ღვთაებრივი მადლი მართავს, გარეგნულ ღვთისმსახურებას - ადამიანური გონება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 09:40 AM

"- მეუფეო, დედაკაცს არ აქვს საკურთხეველში შესვლის უფლება. მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. რატომ?

- იერარქიული წყობის ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ ღვთის წინაშე მსხვერპლშემწირველი არის მამაკაცი. მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, მეტი მსახურებაც მოეთხოვება. თუმცაღა არც ღვთისმსახურებისასაა მამაკაცი დედაკაცის გარეშე.

მართალია, მამაკაცი საკურთხეველში მსახურობს, მაგრამ როგორ იმსახურებს, თუკი ვიღაცამ სეფისკვერი არ გამოაცხო, ზეთი არ მოიტანა, სანთელი არ ჩამოქნა, არ იგალობა, არ დაალაგა და არ გაამშვენა ტაძარი?! ამ ყველაფერს ხშირად სწორედ დედაკაცები ასრულებენ.

აქ არის კიდევ ბიოლოგიური ფაქტორი. მოგეხსენებათ, დედაკაცისათვის დამახასიათებელია გარკვეული ბიოლოგიური რიტმი, რომელიც არ მისცემს მას საშუალებას, ყოველთვის იყოს ჩაბმული ღვთისმსახურებაში; გარდა ამისა, ის უნდა გახდეს დედა და ცხადია, ფეხმძიმობის პერიოდში, ან თუნდაც მშობიარობის შემდგომ, არაა მიზანშეწონილი მისი ტაძარში მსახურება.

ამდენად, დედაკაცი მსახურებას ყოველთვის ვერ შეასრულებს. ღვთისმსახურება კი ყოველთვის უნდა სრულდებოდეს. საეკლესიო კალენდარი, მარხვები, დღესასწაულები არ ითვალისწინებს დედაკაცის ბიოლოგიურ რიტმს, ამიტომ ქალი შეზღუდულია ღვთისმსახურებაში... და ყველაზე მთავარი: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც ,,შეკვრისა და გახსნის", სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო სწავლების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:08 PM

"თუ ღვთის საკურთხეველს ღირსეულად ვემსახურებით, ღმერთი არ გაგვწირავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:56 PM

"უფლის მსახურებაში უფრო ვგრძნობთ უფლის სიახლოვეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:51 PM

"ისე გალობდა და მსახურებდა, თითქოს ანგელოზი ყოფილიყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:09 PM

"როდესაც ღვთისმსახური ლოცულობს, ღმერთი საღმრთო მადლს გარდამოავლენს, რათა იგი გათავისუფლდეს უძლურებისაგან და საღმრთო საიდუმლოს შესრულება შეძლოს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 08:04 PM

"არქიეპისკოპოსები და მღვდლები, ვინც ამოკლებენ ღვთისმსახურებას, წავლენ სამუდამო ცეცხლში, მორწმუნეები კი გადარჩებიან ლოცვით, მარხვითა და კეთილი საქმეებით...

მოძღვარი [ მამა ლავრენტი ჩერნიგოველი] ძალიან წუხდა, რომ ამოკლებენ საეკლესიო ღვთისმსახურებას. მორწმუნეები ამის გამო აღარ დადიან ეკლესიაში. ვაი, ვაი, ამისთანა ღვთისმსახურებს - საუკუნო ცეცხლი და წყვდიდადი ელითო მათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:40 PM

"კაცთა მსახურება დიდი საქმეა, ღვთის მსახურება კი - უფრო დიდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 12:37 PM

"ვისაც უნდა კარგი მწირველი და მლოცველი იყოს, უეჭველად ტიპიკონიც კარგად უნდა იცოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 01:07 PM

"- ბევრ ეკლესიაში დაწესებულია კონკრეტული თანხა ნათლობისთვის, ჯვრისწერისთვის, პანაშვიდისთვის და ასე შემდეგ. რამდენად სწორია, რომ მოძღვარი ამა თუ იმ თანხის გადახდაზე მიგვითითებს?

- სასულიერო წესის შესრულებისთვის ოფიციალური გადასახადი არ არსებობს. შემოწირულობა მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით უნდა გაიღოთ, რაც მოხმარდება ეკლესიას, მის მსახურებს, გაჭირვებულ მრევლს და ასე შემდეგ. თუმცა, თუ არ შეგიძლიათ შესაწირისთვის გაღება, არავინ არ უნდა დაგაძალოთ. გეთანხმებით, არის ზოგიერთ ეკლესიაში ასეთი დარღვევა, რომ მოძღვარი თვითონ უწესებს თანხას, მაგრამ ეს არ არის ნორმა და ეკლესიის წესი.

ამასთანავე, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რომ ეკლესიაში გაწეული სამსახურისთვის უნდა გაიღოს თუნდაც მცირედი თანხა. არის შემთხვევები, მიდიან ტაძრებში ძვირფას სამოსში გამოწყობილები, ძვირფასი მანქანებით, რამდენიმე კამერით იღებენ, ანუ ემჩნევათ, რომ თანხის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ როგორც კი ეკლესიაში აღსრულებული სამსახურისთვის მცირე თანხის გაღებას სთხოვენ, ღიზიანდებიან. ესეც არასწორია. ზომიერება ადამიანმა არ უნდა დაკარგოს. გულისხმიერი ადამიანი თავად მიხვდება, როდის როგორ უნდა მოიქცეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 09:29 PM

"ზეთისცხების შემდგომ წმინდა სახარებას საკურთხეველში შეაბრძანებენ და აღსავლის კარი იხურება. იწყება კანონთა კითხვა. ეს ცისკრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ზეთისცხების შემდეგ ღვთისმსახურების მიტოვება და ტაძრიდან წასვლა დაუშვებელია"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)