IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"
marine
პოსტი Sep 20 2007, 12:02 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის "განყოფა"

კ. კეკელიძე წერს: "სომხებისაგან ეკლესიურად ჩამოშორება, რომელსაც ადგილი ჰქონდა VII საუკუნის დასაწყისს, მოხდა, როგორც ცნობილია, სხვათა შორის, ეროვნულ-კულტურული იდეოლოგიის საფუძველზედაც. ქართველები ამიერიდან მიზნად ისახავენ თანდათანობით განთავისუფლებას აღმოსავლური საეკლესიო ტრადიციებისაგან. ამ ნიადაგზე წარმოიშვა გამწვავებული პოლემიკა სომხებთან, რომელიც იქამდე მივიდა, რომ ქართველემებმა წარსულშიაც კი უარყვეს ყოველგვარი კულტურულ-ეკლესიური ურთიერთობა სომხებთან..."

განხეთქილება, რომელსაც ქართველი და სომეხი ისტორიკოსების თანახმად, შედეგად მოჰყოლია "განყოფა" ამ ეკლესიათა შორის, შედეგი ყოფილა იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციისა.

პ. ინგოროყვა კარგად გადმოსცემს ქვეყნის მდგომარეობას: "იბერიაში მე-6 საუკუნის 70-იან წლებში მოხდა აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც დასრულდა ეროვნული ხელისუფლების აღდგენით იბერიაში, მაგრამ მდგომარეობა იბერიის ამ ახალი ხელისუფლებისა არ იყო მტკიცე; ამის გამოსახულებაა კერძოდ ის ფაქტიც, რომ იბერიის ხელისუფლების მეთაური ატარებს არა "მეფის", არამედ "ერისმთავრის", ანდა "დიდი ერითავის" ტიტულს. იმ დროს არსებულ საერთაშორისო ვითარებაში იბერიის ძველი "სამეფოს" აღდგენა ვერ მოხერხდა.

იბერიის ამ ახალ ხელისუფლებას უხდება მერყეობა ორ გარეშე ძალას - ირანსა და ბიზანტიას შორის. 590-604 წლებში იბერია ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცევა; შემდეგ 605 წლიდან, ვიდრე 620-იან წლებამდე,, იბერიაში ისევ ირანის მფლობელობა დამყარდა; ხოლო 620-იანი წლებიდან ირაკლი კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან, იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროშია მოქცეული." (პ. ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ.30)

570-იანი წლებიდან 604 წლამდე, როცა საქართველო მოქცეული იყო ბიზანტიის გავლენის სფეროში, ქართული ეკლესია სრულიად ქალკედონურია და აღარ იმყოფება სომხური ეკლესიის ზეგავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ამ ორი მოძმე ეკლესიას მაინც აქვს ურთიერთკავშირი, ალბათ, კულტურულ-სულიერი. მაგალითად, მომავალი ქართლის კათალიკოსი კირიონი დაახლოებით ამ პერიოდში ჯერ სომხეთში მოღვაწეობს, სადაც ის ეპისკოპოსია, შემდგომ კი გადმოდის ქართლში.

მდგომარეობა სრულიად იცვლება 604 წლიდან, ბიზანტიაზე სპარსეთის წარმატებითი გამარჯვებების და ამიერკავკასიის სპარსეთისადმი დაქვემდებარების შემდგომ. თუკი 570 წლებიდან, ვიდრე 604-605 წლებამდე ქართული ეკლესია სომხური ეკლესიისაგან სრულიად დამოუკიდებელი იყო, 604/5 წლებიდან სომხეთს უცდია ქართული ეკლესია კვლავ მოექცია თავისი ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც იყო VI საუკუნის 50-70-იან წლებამდე. 604/5 წლებიდან სომხური ეკლესიის ცდას - დაემორჩილებინა ქართული ეკლესია, საქართველოში გამოუწვევია საპირისპირო რეაქცია, რასაც 607-609 წლებში შედეგად მოჰყვა "განყოფა" ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის.

სომეხთა კათოლიკოსმა აბრაამმა აუკრძალა სომხებს რაიმე კავშირი ჰქონოდათ ქართველებთან. თვით სომხური წყაროების თანახმად, სომხური ეკლესისაგან სრული დამოუკიდებლობა ქართული ერის ყველა ფენის სურვილი ყოფილა. მათ საერთო მისწრაფებას ახორციელებდა ქართლის დიდი კათოლიკოსი კირიონი.

როგორც სმბატ მარზპანის ეპისტოლედან ჩანს, სომხური მხარე ქართველებს აფრთხილებდა, რომ თუ ქართული ეკლესია კვლავ გააგრძელებდა სომხეთისაგან დამოუკიდებლობის კურსს, იგი ამას შეატყობინებდა სპარსეთის მეფეს და დასჯიდა არა მარტო ეკლესიას, არამედ საერთოდ ქვეყანას. მართლაც, 614 წელს სპარსეთის სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქრისტიანი არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მის მთელ იმპერიაში უნდა დამმორჩილებოდა სომხურ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაასახლებდნენ.

ჩანს, 614 წლის ე. წ. "სპარსული კრების" შემდეგ, საქართველოში მრავალი მონოფიზიტი გაჩენილა. ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ თვით ერისმთავარი სტეფანოზი სპარსული ორიენტაციისა იყო და მტრულად დახვდა ბერძნებს.

(გაგრძელება იქნება)




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2007, 11:59 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბუნებრივია, ანტიბიზანტიური პოლიტიკის გატარებისას, საქართველოს მეფე-მთავრები ანტიქალკედონიტები იქნებოდნენ. ანტიქალკედონიტობა ძირითადი პირობა იყო ანტიბიზანტიურობისა. სპარსეთის თვალსაზრისით, ანტიბიზანტიურობის გამოხატვა დაპყრობილ ქრისტიანებს მხოლოდ და მხოლოდ ანტიქალკედონური მრწამსის აღიარებით შეეძლოთ.

სპარსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში ანტიქალკედონიტობა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს იმავე დროს სომხური ეკლესიის დაქვემდებარებას ნიშნავდა - ესეც სპარსეთის მიერ მოთხოვნილი ანტიბიზანტიურობის გამოხატვის აუცილებელი პირობა იყო. თუ მოსახლეობის ან ქვეყნის რომელიმე თემი იმ დროს სომხური ეკლესიის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას დაიჭერდა, თავის თავს სომხური სარწმუნოების მატარებლად ან სომხური ეკლესიისადმი დაქვემდებარებულად გამოაცხადებდა, მას გარანტირებული ჰქონდა სპარსეთის იმპერიისაგან გარკვეული შეღავათები და უშიშროება. ასეთი მდგომარეობა მოსახლეობაში პოპულარულს ხდიდა "სომხურ სარწმუნოებას" - "სომხობას."

სომეხი ისტორიკოსის, იოანე მამიკონიანის, მატიანიდან ირკვევა, რომ ანტიბიზანტიურ პოლიტიკას, არა მარტო საქართველოს ერისმთავარი ატარებდა, არამედ ანტიბიზანტიური ორიენტაციისა ყოფილა VII საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდებში მესხეთი (ქვემო ქართლის ანუ გუგარქის ანტიბიზანტიურობა ცნობილია). იოანე მამიკონიანის მატიანიდან ირკვევა, რომ "ვაშდენ ქართველთა (ივერთა) მთავარი, მფლობელი მესხეთის მხარეთა, ირანის პოლიტიკური ორიენტაციისა ყოფილა, ხოლო მისის დისწული ჰამამი (მფლობელი ზღვისპირა მხარისა - ლაზეთისა) ბიზანტიის ორიენტაციის მოღვაწედ ჩანს...
რაც შეეხება ვაშდენის უშუალო სამფლობელოს, ე. ი. მესხეთის მხარეებს (ჭოროხიდან - ვანანდამდე, ე. ი. საკუთრივ კლარჯეთის ჩათვლით), აქ, ვაშდენის სიკვდილის შემდეგ, მთავრად დამჯდარა ვაშდენის ძე ჯოჯიკი. ირანის შაჰს ხოსრო-ფარვიზს ქართველთა (ივერიელთა) მთავრის ჯოჯიკისათვის უბოძებია ტიტული მარზპანისა... ჯოჯიკი მესხეთის მხარეთა მთავრად ყოფილა მე-7 საუკუნის პირველი ნახევრის მანძილზე. მემატიანის სიტყვით "ვაშდენის-ძე ჯოჯიკ, ქართველთა (ივერიელთა) მთავარი" ცოცხალი ყოფილა მე-7 საუკუნის შუა წლებშიც, როდესაც კავკასიაში პირველად შემოვიდა არაბთა რაზმები." (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954 წ. გვ. 424)

არაბებმა, ისევე როგორც სპარსელებმა, დაპყრობილ ამიერკავკასიაში შექმნეს ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც უწოდეს "არმინია".
დაპყრობილი ქართლი "არმინიაში" შედიოდა, ისე როგორც ალბანეთი და თვით სომხეთი. ასე რომ, ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ სომხეთში იყო, როგორც სპარსთა ბატონობისას. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ სპარსელებმა ამიერკავკასიაში ქართული, ალბანური და სომხური ეკლესიებისაგან ერთი სარწმუნოებრივ-საეკლესიო ერთეული შექმნეს, ხოლო არაბებმა - ერთი ადმინისტრაციულ-სამოქალაქო ერთეული.

მოგვიანებით (IX საუკუნეში) არაბებმა ამ ადმინისტრაციული ერთეულის მეთაურად ანუ ვოსტიკანად (ამირად) ეროვნებით სომხები დანიშნეს, რომელთაც სომეხთა, ქართველთა და არაბთა ხელისუფალი - უფალთუფალიც ეწოდებოდა. საფიქრებელია, რომ ქართველთა ქვეყნის სომეხი ხელისუფალი ქართლში სომხური ეკლესიის პოზიციებს განამტკიცებდა და არ შეასუსტებდა.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2007, 01:50 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, "განყოფა" ასურელი მამების მიერ დაწყებულ ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის დააგვირგვინა კირიონ კათალიკოსმა 607-609 წლებში, მაგრამ 613-614 წლიდან სომხურ სარწმუნოებას კვლავ აქტიური ზემოქმედება აქვს ქართლზე, ასე გრძელდება VII საუკუნის მანძილზე და შემდგომ, თითქმის X-XI საუკუნეებამდე. ამის ერთი მაგალითი მოცემულია წყაროში, რომელსაც მოკლედ "სიტყვისგება ეფთვიმე გრძელისა სოთენის მიმართ" ჰქვია.
აქ გადამოცემულია, რომ თვით მეფე ბაგრატის ისეთი უპირველესი სახელმწიფო მოხელე, როგორიცაა მწიგნობართუხუცესი, სარწმუნოებით იყო არა ქალკედონიტი, როგორც მოსალოდნელია, არამედ მონოფიზიტი.
ეს მონოფიზიტი მწიგნობართუხუცესი ეროვნებით ქართველია და არა სომეხი. ეს იქიდან ჩანს, რომ ავტორს ქალკედონიტობა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებად მიაჩნია, ამიტომაც ამ მონოფიზიტს, რომელიც არ მისდევს თავისი ერის სარწმუნოებას, "შინაგამცემს" უწოდებს.
ის ეროვნებით სომეხი რომ ყოფილიყო, სრულებით არ ეთქმოდა "შინაგამცემი". შესაბამისი ტექსტი ასეთია: "მაშინ უკუე იყო მწიგნობართუხუცესი მეფისა სახელით ეფთვიმე. იგიცა თანა-ზიარი იყო ბოროტისა მის წვალებისა მათისა და შინაგამცემი სარწმუნოებისა ჩუენისა. ამან აზრახა სოსთენსა ესრეთ, ვითარმედ..." თუ ამ საუკუნეშიც კი მწიგნობართუხუცესი მონოფიზიტი იყო, მაშინ ხალხშიც მრავლად იქნებოდნენ მონოფიზიტი ქართველები. კ. კეკელიძის დასკვნები ამ მხრივ, სამართლიანია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2007, 10:52 AM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის "განხეთქილება მზადდებოდა მეექვსე საუკუნეში და დამთავრდა VII საუკუნის დამდეგს - 608 წელს". იმ დროს როცა ქართულმა ეკლესიამ თავი დაიხსნა მეზობელი ეკლესიის ზეგავლენისაგან, მას სჭირდებოდა ავტორიტეტული ეკლესიებისა და საეკლესიო მოღვაწეების დადასტურება სარწმუნოებრივ-კანონიკური თვალსაზრისით მისი მოქმედების სისწორის შესახებ.
თავისი მოქმედების სისწორის დასადასტურებლად კირიონმა სარწმუნოებრივ საკითხებზე მიწერ-მოწერა გამართა რომის პაპ გრიგოლ დიდთან (590-604), იერუსალიმის პატრიარქთანაც. "ქრონოგრაფის" ცნობით, ქართლის კათალიკოსს ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მღვდელმოწამესთან, რომელიც კირიონის თანამედროვე იყო. კირიონს მჭიდრო ურთიერთობა დაუმყარებია ბიზანტიის იმპერიის საპატრიარქოებთან. ამის გამო მას ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში. პირველსავე ეპისტოლეში აბრაამ სომეხთა კათალიკოსი კირიონს ბრალად სდებს ბუნებით თანაზიარობისაგან ანუ სომხური ეკლესიისაგან განშორებას და უცხო სამეფოსთან (ალბათ, ბიზანტიის საპატრიარქოებთან) "სიყვარულის ერთობას": "არის რაღაც, რომელიც დაუჯერებლად გვეჩვენება: უცხო სამეფოსთან რომ შექმნა მეფეთა-მეფის მონათაგანმა სიყვარულის ერთობა და ბუნებით თანამოზიარეს გაშორდე."

მეფეთა-მეფის მონებში იგულისხმებიან თვით სომეხთა და ქართველთა კათალიკოსები, და საერთოდ სპარსეთის იმპერიაში მოქცეული ქვეყნის მოსახლეობა. კირიონი სპარსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნის კათალიკოსია, ამიტომაც ის მეფეთა-მეფის მონაა. ამ "მონის" სიყვარულის ერთობა "უცხო სამეფოსთან" იმაში გამოიხატებოდა, რომ ქართველი საეკლესიო მოღვაწე კავშირს დაამყარებდა "უცხო სამეფოში" შემავალ საეკლესიო მოღვაწეებთან, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრირქოებთან.

მართლაც, თავის პასუხში კირიონი დაუფარავად წერს, რომ მას სარწმუნოებრივი ერთობა აქვს იერუსალიმთან: "...თუმცაღა მეფეთა-მეფის მონები ვართ, სარწმუნოება იერუსალიმისა გვაქვს და გვექნება". "იერუსალიმის" ქვეშ შესაძლოა არა მარტო იერუსალიმის, ანტიოქიის საპატრიარქოც იგულისხმება, რადგანაც იერუსალიმი ქრისტიანობის სამშობლოა. მართლაც, ბერძნული "ქრონოგრაფი", რომელიც თავის ნაშრომში გამოიყენა ეფრემ მცირემ ("უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა") წერს, რომ ქართლის საკათალიკოსოს კავშირი აქვს ანტიოქიის პატრიარქ ანასტასი მღვდელმოწამესთან. ეს ცნობა კარგად შეეფარდება VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ქართლის საკათალიკოსოში შექმნილ ვითარებას."

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2007, 02:46 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი განხეთქილების შესახებ და არსენი საფარელის თხზულება განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა


ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქართლის სამეფოს იდეოლოგიურ და კულტურულ ცხოვრებაში არსებითი გარდატეხა მოხდა. V-VI საუკუნეებში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-იდეოლოგიური განვითარების მხრივ ქართლის სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველთა შეგნებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის იდეა აღორძინდა. და ბოლოს, საეკლესიო რეფორმით ( ახალი საეპისკოპოსოების დაარსება, მათ შორის ბოლნისის საეპისკოპოსოც), რომლის გვრიგვინს ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვება წარმოადგენდა.

საქართველოში ხალხმა თავიდანვე მიღებული ქადაგება და მოძღვრება უცლველად და შეუბღალავად დაიცვა, მწვალებლობა საქართველოში მას არასდროს არ შეუშვია და მართლმადიდებლობისათვის არ უღალატია.

ამ მოძღვრების ყველაზე მკაფიოდ გამომხატველი X საუკუნეში დიდი ქართველი მწერალი გიორგი მთაწმინდელი იყო, რომელსაც ანტიოქიის პატრიარქთან მოწყობილი პაექრობის დროს შემდეგი დებულება წამოუყენებია. ჩვენ ქართველებს ვინაიდან ერთი ღმერთი გვაცნობიეს, არღარა უვარგვყოფიეს და არცა წვალებისა მიმართ მოდრეკილ არს ნათესავნი ჩუენი და ყოველთა უარის მყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევლით. ასეთსავე დებულებას იზიარებდა იმდროინდელი ქართველი მწერალი ეფრემ მცირეც.

V საუკუნის დამდეგს აღმოსავლეთ საქართველოს სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომელსაც ქართველი ერის მთელი მერმინდელი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ცვლილებებმა ორი მეზობელი ერი ერთმანეთს დააშორა და მათი განვითარების გზები გაჰყარა. ძველ დროსვე ეს ამბავი ქართველი და სომეხი ისტორიკოსების ცნობისმოყვარეობას იპყრობდა და კვლევა-ძიების საგნად იქცა. X საუკუნის ცნობილ ქართველ მოღვაწეს არსენი საფარელს (კათალიკოსს) დაუწერია განყოფისათვის ქართვლისა და სომხითისა, რომლის ტექსტი თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნა, ხოლო თვით ეს თხზულება განხილულია ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიაში ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები.

საინტერესოა არსენ საფარელის თხზულების იდეოლოგიური პოზიცია- არა ქართლი და ქართველები განშორდნენ სომხებს, არამედ პირიქით, სომხები განშორდნენ მართლმადიდებლობას. ქართლი მართლმადიდებელი იყო და მართლმადიდებლადვე დარჩა, რწმენა არ შეუცვლია, ხოლო სომხები განშორდნენ მას, ე. ი. ისინი არამართლმადიდებლები გახდნენ: ასეთია თხზულების მოკლე შინაარსი.

ბიზანტიის იმპერატორის არკად კეისრის დროს სომხეთი ამ იმპერიაში შედიოდა. რჯულიც ბერძნული ჰქონდათ. სომხებს სპარსთა მხრიდან მუდმივი თავდასხმა ემუქრებოდათ, მათ ბერძნები ეშველებოდნენ, მაგრამ შემდგომ სპარსეთმა სომხეთი დაიპყრო. სომხები თხოვდნენ საბერძნეთს დახმარებოდნენ მათ, მაგრამ არკადი კეისარმა არ შეისმინა მათი თხოვნა. მაშინ სომხები შეუთანხმდნენ სპარსეთს, რომ ისინი მისი მოხარკენი გახდებოდნენ, კავშირს გაწყვეტდნენ ბერძნებთან და სპარსეთისათვის სასურველ სარწმუნოებას მონოფიზიტობას მიიღებდნენ. სომხები ასედაც მოიქცნენ. იმ დროისათვის სომეხთა გავლენიან წრეებში მონიფიზიტობამ ისე მაგრად გაიდგა ფესვები, რომ თითქმის ეროვნულ სარწმუნოებად იყო ქცეული. ამ მხრივ საგულისხმოა, რომ თვით საქართველოშიაც, ცურტავის საეპისკოპოსოში, სადაც ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ, სომხები მონოფიზიტობის აღმსარებელნი იყვნენ, ქართველები კი ქალკედონიანები (დიოფიზიტები). ამის გამო ქართული და სომხური ეკლესიის მღვდელმთავართა შორის უთანხმოება დაიწყო. მოსე ცურტაველ ეპისკოპოსმა ეროვნებით სომეხმა დახმარებისა და მოშველიებისათვის სომეხთა ეკლესიის მესვეურებს მიმართა, თქვენი დახმარების გარეშე აქ ჩვენ, სომხებს დარჩენა არ შეგვიძლია და ამ მიწა-წყლის მიტოვება და გამოქცევა მოგვიხდებაო. მართლაც, მოსე ცურტაველი ეპისკოპოსი მოულოდნელად სომხეთში გაიქცა და იქ მისვლისთანავე სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანესს მიმართა წერილობით და შესჩივლა, რომ ქალკედონიანობის წინააღმდეგობისათვის ის საქართველოდან გამოდევნეს.

სულ სხვანაირ სურათს გვიშლის თავის ეპისტოლეში ქართველთა კათალიკოსი კირიონი. ის მოსე ცურტაველის ნაამბობის სიმართლე გადაჭრით უარყოფს; მე ის არ გამომიძევებია, არამედ ჩემთან დავიბარე და, რადგან მისი ზოგიერთი სულმდაბალი საქციელის შესახებ გავიგე, მისი დარიგება და შეგონება მინდოდა ისე, როგორც მოწაფეს შეჰფერის, მაგრამ ჩემ მოწოდებაზე ის არ გამოცხადდა, არამედ თავისი ეკლესია მიატოვა და ღამე ჩუმად გაიპარაო.

რაც უფრო გადიოდა დრო, უფროდაუფრო რთულდებოდა და მწვადებოდა ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი დამოკიდებულება, განსაკუთრებით მღვდელმსახურების ენის საკითში. სომხეთის კათალიკოსი აბრაამი თავის ეპისტოლეში ქართველ პატრიარქს კირიონს წერდა: ცურტაველი ეპისკოპოსის განდევნის შემდგომ მართლმადიდებლობის აღსარებას რატომ უბრძანებთ, ეხლა გავიგე რომ წმინდა შუშანიკისთვის დაწერილი წირვა-ლოცვაც მოგისპიათ. აქედან ჩანს, რომ სომეხთა კათალიკოსს იმდენად ცურტაველი ეპისკოპოსის გადაყენება არ აწუხებდა, რამდენადაც სომხური მღვდელმსახურების მოსპობა.

კირიონს როგორც ირკვევა, შუშანიკის სამარტვილოში, სადაც წინათ წირვა სომხურად ყოფილა დაწესებული, სომხურის გარდა ქართული წირვის შემოღებაც აუცილებლად საჭიროდ უცვნია და ქართული მღვდელმსახურება დაუწესებია კიდეც.

V საუკუნის შუა წლებში საქართველოში ჩამოდიან ასურელი მამები, მათ ოცდაათ წელიწადში გაწეული ღვაწლის წყალობით შეძლეს არამარტო ქალკედონიზმის სრული გამარჯვებისათვის მიეღწიათ, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალკედონიზმის გამარჯვებამ, თეორიული საფუძველი შექმნა ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთდაშორებისათვის. ასე რომ ასურელი მამების მოღვაწეობამ განამტკიცა ქართული კულტურის ეროვნული საფუძველი და ჩვენს ხალხს ეროვნულ-კულტურული გადაგვარების აშკარა საფრთხე ააშორა.

ზურაბ ერისთავი

ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 22 2007, 09:42 PM
პოსტი #6


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



პეტრე ქართველიას (პეტრე იბერის) მოღვაწეობის პერიოდში ქრისტიანობაში მწვალებლობა გაჩნდა. კონსტანტინოპოლის არქიანდრიტმა ევტიხიმ გამოაცხადა, რომ იესო ქრისტე ორბუნებოვანი (ღმერთი და კაცი) კი არა, ერთბუნებოვანი (მარტო ღმერთი) იყოო. მთელი საქრისტიანო სამყარო გაიყო ორ ბანაკად: ,,მონოფიზიტენად''(ერთბუნებოვანი) და ,,დიოფიზიტებად'' (ორბუნებოვანი).

449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს.

450 წელს გარდაიცვალა იმპერატორი თეოდოს მეორე და ტახტზე ასულმა ახალმა კეისარმა, მარკიანემ, 451 წელს ქალკედონში მოიწვია ახალი მსოფლიო საეკლესიო ყრილობა. მისმა მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს მონოფიზიტობა, ეფესოს ყრილობა ,,ავაზაკთა შეკრებად'' გამოაცხადეს და დიოფიზიტობა მტკიცედ დაადგინეს.

ქართველები ქალკედონებად -- დიოფიზიტებად დარჩნენ.

ხოლო სომხებმა ასი წლის შემდგომ, 554 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, დიოფიზიტობა მონოფიზიტობით შეცვალეს.

ამ პერიოდიდან იწყება განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის.

მგონი ჯდება თემაში ჩემო პოსტი smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2007, 10:03 AM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(nini_1 @ Oct 22 2007, 09:42 PM) *

მგონი ჯდება თემაში ჩემო პოსტი smile.gif


მადლობა, ნინი, საინტერესო პოსტისთვის 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 11:43 AM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



nini_1
მცირედი უზუსტობებია:

ციტატა
449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს

ეს მსოფლიო კრება არ ყოფილა. მსოფლიო კრება უცდომელია, ამიტომ, შეუძლებელია მან მწვალებლური დადგენილება მიიღოს. ბერძენი კანონისტის პ. ბუმისის მიხედვით, მსოფლიო კრების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთი ის არის, რომ იგი უნდა ეთანადებოდეს ეკლესიის წმინდა და უცდომელ სწავლებას

მეორეც,
ციტატა
ხოლო სომხებმა ასი წლის შემდგომ, 554 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, დიოფიზიტობა მონოფიზიტობით შეცვალეს

სომხური ეკლესია არ არის მონოფიზიტური! ევტიქის ერესი მათაც დაგმობილი და ანათემიზირებული აქვთ. სომხური ეკლესია არა მონოფიზიტური, არამედ მიაფიზიტურია. ცვლილებაც, მიაფიზიტობასთან დაკავშირებით არ მომხდარა უშუალოდ დვინის კრებაზე, ამ კრებამ უბრალოდ დაადასტურა სომხური ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული სწავლება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 23 2007, 11:54 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სომხების გარდა კიდევ ვინ არიან მიაფიზისტები?
კოპის ეკლესია გრეგორიანულია? ვის ეკუთვნიან მაგენი, აქ არიან ერითრეელები და იძახიან მართლმადიდებლები ვართო , და ყველა ქალს შუბლზე ტატუირება აქვთ ჯვრის სახით (!).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 12:16 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
სომხების გარდა კიდევ ვინ არიან მიაფიზისტები?

არ ვიცი ზუსტად, მგონი სირიელებიც მიაფიზიტები უნდა იყვნენ

ციტატა
კოპის ეკლესია გრეგორიანულია? ვის ეკუთვნიან მაგენი, აქ არიან ერითრეელები და იძახიან მართლმადიდებლები ვართო , და ყველა ქალს შუბლზე ტატუირება აქვთ ჯვრის სახით (!)


კოპტები და ერითრიელებს ორიენტალური მართლმადიდებლური ეკლესია - Oriental Orthodox Church ჰქვიათ (ხოლო ჩვენ, ბერძნებს, რუსებს, სერბებს - აღმოსავლურ მართლმადიდებლური Eastern Orthodox Church).

რაც შეეხება გრიგორიანულს, იგი მხოლოდ სომხური ეკლესიის ეპითეტია (თუმცა კი არასწორად), რადგან უკავშირდება სომეხთა შორის ქრისტიანობის მქადაგებელს, წმ. მღვდ. მოწ. გრიგოლ განმანათლებელს. არასწორად კი იმიტომ, რომ წმ. გრიგოლის მიერ ნაქადაგები სჯული არ შეიცავდა მწვალებლურ სწავლებას, სომხეთის ეკლესიის დღევანდელი სწავლებისაგან განსხვავებით. ამიტომ მათთვის გრიგორიანული ეკლესიის წოდება არასწორია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 23 2007, 12:27 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მადლობთ smile.gif

მე იმ ტატუირების გამო შემქონდა ეჭვი, რომ ალბათ orthodox როგორც ამბოდნენ არ არიან და იქნებ სომხების ეკლესიის "რანგში" გადიან თქვა.

ისე კი, აქ სომხებიც მართლმადიდებლად მოიხსენიება,არაეთხელ შემისწორებია მოსაუბრისთვის რომ ეგ არ არის მართებული. აქ დაბეჭდილ ენციკლოპედია-ლიტერატურებში კი ტენდენციურია უკვე სომეხთა მართლმადიდებლებად მოხსენიება: მაგალითად ასე : საქართველოში არის ამდენი და ამდენი % rusischorthodox (ანუ ჩვენ) და ამდენი კი % სომეხი "ორთოდოქსი" huh.gif smile.gif

და თვით ტერმინი "რუსიშორთოდოქს" ხომ ძალიან ცუდად მოქმედებსsad.gif საიდან მოიტანეს განა, რუსებამდე რამდენი საუკუნით ადრე იყო ქართველი ქრისტიანიsad.gif (ასე მოვიხსენებით ძირითადად არამართლმადიდებელი მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, თორემ რუსი მაგას ნამდვილად არ იტყვის, აქ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 23 2007, 01:30 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(nini_1 @ Oct 22 2007, 09:42 PM) *

449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს.


....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 23 2007, 05:09 PM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს.


უკაცრავად ვერ გავიგე. ანუ კრება შედგა და მას არ ვაღიერებთ როგორც მსოფლიო კრებად, რადგან იქ ასეთი რამ მოხდა? blink.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 05:52 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



k@the
ცხადია. მსოფლიო კრება არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ქვეყნიდან ჩასული იერარქი უნდა მონაწილეობდეს მასში. ეგ კრება არ ყოფილა არც უფლებამოსილი და არც უცდომელი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 23 2007, 08:01 PM
პოსტი #15


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



კანონისტი
ციტატა
nini_1
მცირედი უზუსტობებია:


ციტატა
449 წელს ეფესოში მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტებმა გაიმარჯვეს

ეს მსოფლიო კრება არ ყოფილა. მსოფლიო კრება უცდომელია, ამიტომ, შეუძლებელია მან მწვალებლური დადგენილება მიიღოს. ბერძენი კანონისტის პ. ბუმისის მიხედვით, მსოფლიო კრების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთი ის არის, რომ იგი უნდა ეთანადებოდეს ეკლესიის წმინდა და უცდომელ სწავლებას

მეორეც,

ციტატა
ხოლო სომხებმა ასი წლის შემდგომ, 554 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, დიოფიზიტობა მონოფიზიტობით შეცვალეს

სომხური ეკლესია არ არის მონოფიზიტური! ევტიქის ერესი მათაც დაგმობილი და ანათემიზირებული აქვთ. სომხური ეკლესია არა მონოფიზიტური, არამედ მიაფიზიტურია. ცვლილებაც, მიაფიზიტობასთან დაკავშირებით არ მომხდარა უშუალოდ დვინის კრებაზე, ამ კრებამ უბრალოდ დაადასტურა სომხური ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული სწავლება

კი დავით, თავიდან მეც გამიკვირდა რაც წავიკითხე, მაგრამ ახსნაში იყო, რომ მაინც უნდა ავღნიშნოთ ასე, რადგან თავად უწოდებდნენ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებასო, მათ რომ მწვალებლური დადგენილება მიიღეს სწორედ ამიტომ გახდა საჭირო 451 წელს ახალი მსოფლიო ყრილობის ჩატარება და წინა კრებას ,,ავაზაკთა შეკრება'' უწოდესო.

ასევე იყო სომხებზეც ასხნილი რომ 554 წელს კი მიიღეს სომხებმა მონოფიზიტობა , მაგრამ მათი შეხედულებები მის შემდეგ კიდევ შეიცვალაო.
ოღონდ ზუსტად როდის და როგორ მოხდა, ამის დამადასტურებელი ვეღარაფერი ვიპოვე.

ეს წავიკითხე პეტრე იბერის ცხოვრებაში.

თუ რამე მოგეპოვება იქნებ დაგვიწერო, ძალიან მაინტერესებს. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2007, 01:03 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არსენი საფარელი „ერთობისდროინდელი“ სომეხი კათალიკოსების შესახებ

VI – VII საუკუნეებში ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის „ერთობის“ ხასიათის გამორკვევისათვის მოვიყვანთ არსენი საფარელის მიერ მოხსენებულ სომეხ კათალიკოსთა რიგს, რომელთაც, ასე თუ ისე, გავლენა ჰქონდათ ქართულ ეკლესიაზე.

ქართულ და სომხურ ეკლესიათა „განყოფა“ არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა კავკასიურ ადგილობრივ ეკლესიათა შორის მოხდა ლოკალური სახის განხეთქილება: სინამდვილეში აქ გლობალურ საეკლესიო მოვლენასთან გვაქვს საქმე. არსენი საფარელიცა და ქართველი მემატიანეებიც აღნიშნავენ, რომ ერთიან მსოფლიო ანუ კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, რამაც თავისი გავლენა იქონია ქართულ ეკლესიაზე. ბერძნული (ანუ რომ-ბერძენთა იმპერიის), სომხური, ქართული და სხვა ეკლესიები ერთიან მსოფლიო კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესიას წარმოადგენდა. ამ ერთიან მსოფლიო ეკლესიას გარკვეული მიზეზის გამო ჩამოსცილდა სომხური ეკლესია. როცა ქართული ეკლესიისათვის ცნობილი გახდა, რომ ერთიან მსოფლიო ეკლესიას ჩამოსცილდა სომხური ეკლესია, ქართულმა ეკლესიამ მაშინვე გაწყვიტა საეკლესიო-კანონიკური ურთიერთობა სომხურ ეკლესიასთან.

საყოველთაო მსოფლიო ეკლესიას ქართველი მემატიანეები ხშირად „ბერძნულ“ ეკლესიას უწოდებდნენ, რადგანაც მსოფლიო საეკლესიო ცენტრი, მართლაც ბერძენთა იმპერიას მოიცავდა.

არსენი საფარელი წერს: „სპარსთა მეფენი აიძულებდეს სომეხთა, რაჲთა განეშორნენ ბერძენთა სარწმუნოებასა.“ უფრო ადრე სპარსთა მეფე ავალდებულებს სომხებს „განყოფისათჳს ბერძენთაგან.“ ჯერ ხდება ბერძენთაგან სომხების „განყოფა“, ხოლო შემდეგ „ქართლისაგან“ სომხების დაშორება. „ხოლო ქართლი ყოველი და მეოთხედი სომხითისა განეყვნენ ჴელთ-დასხმასა მღდელობისასა სომეხთაგან.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Dec 3 2007, 08:21 PM
პოსტი #17


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(კანონისტი @ Oct 23 2007, 11:16 AM) *

staywhite

არ ვიცი ზუსტად, მგონი სირიელებიც მიაფიზიტები უნდა იყვნენ
კოპტები და ერითრიელებს ორიენტალური მართლმადიდებლური ეკლესია - Oriental Orthodox Church ჰქვიათ (ხოლო ჩვენ, ბერძნებს, რუსებს, სერბებს - აღმოსავლურ მართლმადიდებლური Eastern Orthodox Church).

რაც შეეხება გრიგორიანულს, იგი მხოლოდ სომხური ეკლესიის ეპითეტია (თუმცა კი არასწორად), რადგან უკავშირდება სომეხთა შორის ქრისტიანობის მქადაგებელს, წმ. მღვდ. მოწ. გრიგოლ განმანათლებელს. არასწორად კი იმიტომ, რომ წმ. გრიგოლის მიერ ნაქადაგები სჯული არ შეიცავდა მწვალებლურ სწავლებას, სომხეთის ეკლესიის დღევანდელი სწავლებისაგან განსხვავებით. ამიტომ მათთვის გრიგორიანული ეკლესიის წოდება არასწორია

smile.gif გამარჯობა დავით!რავა ხარ? რას ნიშნავს ორიენტალური მართლმადიდებლური ეკლესია, და რომელ დენომენაციას განაკუთვნებს დღევანდელი სომხური ეკლესია,რადგან ისინი წმ.გრიგოლის სწავლებისაგან დიდ ხანია რაც განდრეკილნი არიან.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2007, 12:57 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



განყოფის დროინდელი სომეხი კათალიკოსები არიან:

1, ნერსე მიჯინი - ნერსე II კათალიკოსი სომეხთა (548-557). მოიწვია ორი საეკლესიო კრება დვინში, ეკლესია მიმართა მონოფიზიტობისკენ. თანემდროვეა ხოსრო I ანუშირვანისა (531-579), სპარსეთის შაჰისა, რომლის მმართველობა სასანიდების სახელმწიფოს დიდი სიძლიერის პერიოდი იყო. არსენის მიხედვით, დვინის კრების შემდეგ იქმნა „ცილობაჲ დიდი შორის სომხითისა და ქართლისა.“ ეს ცილობა ნახევარი საუკუნე მაინც გაგრძელებულა, ვიდრე კირიონამდე.

ცილობის მიზეზი შემდეგი ყოფილა: „... კრებაჲ ყვეს სომეხთა ქალაქსა დვინსა და შეჩუენებით განდგეს აღსარებისაგან წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა და განუყენნეს ოთხთა საპატრიაქოთაგან და გარდააქციეს აღთქუმაჲ, იგი, რომელი დაუდვა წმიდამან გრიგოლი კესარია ეკლესიისა, უკუნისამდე არა განშორებად მისგან ჴელთ-დასხმაჲ ეპისკოპოსებისა სომხითისაჲ და რამეთუ სომხითმან ბრძანებაჲ მოიღო სპარსთა მეფისაგან ჴელთ-დასხმაჲ ეპისკოპოსებისა თავით თჳსით... იქმნა ცილობა დიდი შორის სომხითისა და ქართლისა.“ ესე ცილობაჲ იყო შორის სომეხთა და ქართველთა დღეთა ნერსე კათალიკოზისა სომეხთასა...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2008, 12:09 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,805
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმიდა გრიგოლის მიერ დაარსებული სომხური ეკლესია კესარიის ეკლესიას ექვემდებარებოდა. არსენის თანახმად, წმიდა გრიგოლს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ სომხური ეკლესია უკუნისამდე არ განშორდებოდა მსოფლიო ერთიან კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას, კერძოდ, არ განშორდებოდა ოთხ საპატრიარქოს, რომელთა ერთობაც მსოფლიო ეკლესიას წარმოადგენდა. სომხური ეკლესია მსოფლიო ეკლესიასთან დაკავშირებული ყოფილა კესარიის ეკლესიის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ საპატრიარქოში შედიოდა. სომხური ეკლესია ისეთი ხარისხითაა დაკავშირებული კესარიის ეკლესიასთან, რომ მას უფლება არ აქვს „თავით თჳსით“ აკურთხოს ეპისკოპოსები. ეს კესარიაში უნდა მოხდეს, ანდა კესარიის ნებით უნდა აღსრულდეს.

ნერსეს დროს მოწვეულ კრებას სომხური კელესია, ფაქტობრივად, განუშორებია მსოფლიო ეკლესიისაგან, რადგანაც სპარსთა მეფის ნებით ამ კრებას მიუღია გადაწყვეტილება კესარიის ნებართვის გარეშე თვით სომხურ ეკლესიასვე ეკურთხებინა ეპისკოპოსები - მოეხდინა „... ხელთდასხმა ეპისკოპოსებისა თავით თჳსით.“

იმ ეპოქაში, მსოფლიო ეკლესიის ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, სომხურ ეკლესიას (და ალბათ, სხვა ადგილობრივ ეკლესიებსაც, მათ შორის, ქართულსაც) არა ჰქონია უფლება თავისი ეპისკოპოსები ან კათოლიკოსი დაესვა ისე, რომ ამის შესახებ არ მიემართა მეზობელი ეკლესიებისთვის. „ფაუსტოს ბუზანდის ერთი ცნობის ანალიზის შემდეგ ნ. ადონცი წერს: „სომხებს საშუალება არ ჰქონდათ დაედგინათ თავისი ეპისკოპოსები, ან კათოლიკოსი, მეზობელ ეკლესიებთან მიმართვის გარეშე.“

არსენ საფარელის მიხედვითაც, იმის შემდეგ, რაც სომხურმა ეკლესიამ კესარიასთან კავშირი გაწყვიტა, სომხეთში აღარ იცოდნენ, სად ეკურთხებინათ, ანდა როგორ ეკურთხებინათ თავიანთი ეპისკოპოსები. ასეთი დაბნეულობის დროს მათ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს - გამოარჩიეს სომეხი ეპისკოპოსი, რომლის სამწყსო ყველაზე ახლოს იყო კესარიის ეკლესიასთან და მას დაავალეს ახალი სომეხი ეპისკოპოსების კურთხევისათვის თანხმობის გაცემა. ამ სომხურმა საეპისკოპოსომ შეცვალა კესარიის ეკლესია. ტარონის საეპისკოპოსო, მისი კესარიასთან ტერიტორიული სიახლოვის გამო, არსენის თანახმად, კესარიის შემცვლელი გახდა. ფორუმალურად თითქოსდა ყველაფერი ძველებურადვე იყო - ეპისკოპოსის ახალი კანდიდატის კურთხევის ნება კვლავ კესარიის მხრიდან მოდიოდა: „... არა აქუნდა ადგილ, სადამცა იკურთხეს ეპისკოპოსი, და განისმა სომხითსა, ვითარმედ განდგეს... ჴელ-დასხმისაგან კესარიისა... და მოუვლინეს ნერშაპუს, ტარონისა ეპისკოპოსსა... ორთა თანა მოყუასთა მისთა, და ჰრქუეს... ჩუენ არა გუაქუს საყდარი, სადა ჴელნი დავისხნეთ და მივჰმართეთ შენსა კეთილად მსახურებასა, რაჲთა დაგჳდგინნე ჩუენ ეპისკოპოსნი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 1 2008, 02:32 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ცნობილია, რომ მიუხედავად მონოფიზიტობაში ბრალდებისა სომხეთის ეკლესიის მიმართ,ჩვენი მათთან ურთიერთობა არ იყო ცალსახად გამიჯნული, ცნობილია, რომ ხდებოდა ურთიერთ-ქიროტონიებიც

იქნებ დადოთ ამის თაობაზე ისტორიული წყაროები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი