თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ჟამნი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 31 2006, 03:59 PM

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Nov 2 2006, 04:14 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი


განვიხილოთ! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Nov 2 2006, 05:30 PM

http://orthodoxy.wanex.net/sakhli/jamni.htm

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 26 2006, 01:50 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი



ოღონდ, თქვენი ჭირიმე, ცოტა "მდაბიურად" განიხილეთ (ანუშკა დამემართა), თორემ დამერწმუნეთ უბრალო მრევლისთვის აქ დაწყებული "მაღალმხატვრული" განხილვები ვერაფერი შეღავათია..
და ასეთებს სულ უფრო და უფრო უმძაფრდებათ იმის შეგრძნება, რომ რაც მეტი იცის ადამიანმა, მით მეტად უნდა დუმდეს.....
wub.gif
აბა რა ხდება მწუხრზეsmile.gif)

ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს





რატომ, ყველამ არ ვიცითsad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 27 2006, 01:11 PM

kato_Bato

ციტატა
აბა რა ხდება მწუხრზე

ჯერ IX ჟამნი
IX ჟამნი იკითხება სადაგ დღეებში მწუხრის წინ.
IX ჟამნის მიმდევრობა
1. მღვდელი: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი..."
2. მედავითნე: ამინ.
"მეუფეო ზეცათაო..."
"წმიდაო ღმერთო..."
დიდება, აწდა
"ყოვლადწმიდაო სამებაო..."
უფალო შეგვიწყალენ (3X), დიდება, აწდა
"მამაო ჩვენო..."
3. მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."
4. მედავითნე: ამინ
უფალო შეგვიწყალენ (12X)
დიდება, აწდა
მოვედით, თაყვანის-ვცეთ... (3X)
5. ფს. 83
6. ფს. 84
7. ფს. 85
8. დიდება, აწდა
ალილუია (3X)
უფალო, შეგვიწყალენ (3X)
დიდება
ტროპარი დღის ან წმიდის
აწდა
ღვთისმშობლის ლოცვა
9. დასაწყისი ლოცვები ("წმიდაო ღმერთო..." - "მამაო ჩვენო...")
10. მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."
11. მედავითნე: ამინ
კონდაკი დღის ან წმიდის
12. უფალო, შეგვიწყალენ (40X)
13. ლოცვა: "რომელი ყოველსა დღესა..."
14. უფალო, შეგვიწყალენ (3X)
დიდება, აწდა
"უპატიოსნესსა ქერუბიმთასა..."
"სახელითა უფლისათა ... გვაკურთხენ"
15. მღვდელი: "ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ..."
16. მედავითნე: ამინ
ბოლო ლოცვა

http://orthodoxy.wanex.net/sakhli/jamni.htm


მწუხრის შესრულების ორი წესი არსებობს: დიდი მწუხრი და მცირე მწუხრი.
დიდი მწუხრი აღესრულება შაბათ საღამოს და დიდი დღესასწაულების წინადღეს

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 27 2006, 08:33 PM

ციტატა(კანონისტი @ Nov 27 2006, 01:11 PM) *

IX ჟამნი იკითხება სადაგ დღეებში მწუხრის წინ.


მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს, ათონზე კვირას თუ ღამისთევა არა აქვთ, შაბათს საღამოს მსახურება მეცხრე ჟამით იწყება საზოგადოდ. თუ ღამისთევაა, მაშინ მეცხრე ჟამი მცირე მწუხრის წინ სრულდება. ასეა ეს სლავური საბაწმიდური ტიპიკონითაც. სხვა საქმეა ჩვენთან რომ არ სრულდება ეს.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 27 2006, 08:38 PM

ციტატა
მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს, ათონზე კვირას თუ ღამისთევა არა აქვთ, შაბათს საღამოს მსახურება მეცხრე ჟამით იწყება საზოგადოდ. თუ ღამისთევაა, მაშინ მეცხრე ჟამი მცირე მწუხრის წინ სრულდება. ასეა ეს სლავური საბაწმიდური ტიპიკონითაც. სხვა საქმეა ჩვენთან რომ არ სრულდება ეს.


მართალი ხარ მამა პეტრემ (ბარამიძეე) გაუსვა ამას ხაზი ერთხელ. . .

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 28 2006, 05:03 PM

Sotiris

ციტატა
მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს,

ზუსტი განწესით, როცა დიდი მწუხრის მსახურება უწევს, IX ჟამნს მაშინვე მოებმის მცირე მწუხრი. თავად დიდი მწუხრი იწყება ადგილობრივი დროით 23:00 საათზე. აღნიშნულს მოყვება შუაღამიანი. ცისკარი კი უნდა დაიწყოს გამთენიისას

საგულისხმოა, რომ ცისკრის ლოცვის ბოლო ნაწილის ასამაღლებელი, "დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი" დღეს არსებული პრაქტიკით მზის ჩასვლის მერე გამოდის, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმოადგენს მზის კიდევ ერთხელ ამოსვლის ასამაღლებელს

სამწუხაროდ, დიდი ხანია ასე აღარ აღესრულება მსახურებები

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Dec 13 2006, 08:34 PM

რამდენადაც მეზობელ თემაში კანუდოსელმა მთხოვა მამა ზაქარია ძინძიბაძის მიერ გამოცემული ჟამნის შესახებ მეტი ინფორმაცია მომეწოდებინა, გადავწყვიტე ამ თემაში დამეპოსტა (უფრო შესაფერისად მეჩვენა). ჟამნს არც გამოცემის წელი და არც გამოცემის ადგილი აწერია (ადგილი ცხადია თბილისი უნდა იყოს), მაგრამ შეიცავს შემდეგ ფრაზას: "გამომცემელი-რედაქტორი დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე". წინასწარ უნდა ვთქვა, რომ რაში გამოიხატა მამა ზაქარიას რედაქტორობა, მაგას ვერ მივხვდი. მადლობას კი მოვახსენებ, რომ წიგნი გამოსცა და ამით ჩვენში საღმრთისმსახურო წიგნებში არსებული დეფიციტი შეავსო, მაგრამ წიგნი რეალურად მე-19 ს. გამოცემის რეპრინტია და იმ გამოცემას რაც ნაკლი ჰქონდა, ყველა გადმოჰყვა, ზოგი რამე კი ახლა ნამდვილად კომიკურად ჟღერს. ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება ჟამნში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის ხსენება ოჯახთან ერთად, რისი მაგალითებიცაა (ორთოგრაფიას ვამარტივებ, ხარების, იოტების, უ ბრჯგუების და მისთ. დაწერა არ შემიძლია ახლა):

1) შუაღამის ჟამი, გვ. კე: "ვილოცოთ უკეთილმსახურესისა და უთვითმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა ჩუენისა იმპერატორისა ნიკოლაოზ ალექსანდრეს ძისა სრულიად რუსეთისა, და მეუღლისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულისა; დედისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა მარიამ თეოდორეს ასულისა; მემკვიდრისა მისისა, კეთილმორწმუნისა ხელმწიფისა, ცესარევიჩისა და დიდისა მთავრისა გიორგი ალექსანრეს (ასეა, დ აკლია) ძისა. და ყოვლისა პალატისა და მხედრობათა მათთათვის". იმავე გვერდზე მოხსენებულია რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდი: "უწმიდესისა და უმართებელესისა სინოდისათვის."

2) ცისკრის განგება, გვ. მა-მბ: "მერმეცა გევედრებით უკეთილმსახურესისა და უთვითმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა ჩუენისა იმპერატორისა ნიკოლაოზ ალექსანდრეს ძისა სრულიად რუსეთისა, და მეუღლისა მისისა უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულისა. დედისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა, მარიამ თეოდორეს ასულისა; მემკვიდრისა მისისა, კეთილმორწმუნისა ხელმწიფისა, მემკვიდრისა და დიდისა მთავრისა მიხაილ ალექსანდრეს (ასეა, ერთგან მიხეილი წერია, მეორეგან გიორგი) ძისა, და ყოვლისა პალატისა და მხედრობათა მათთათვის". აქვე რუსეთის სინოდიცაა ნახსენები: "უწმიდესისა და უმმართებელესისა (ასეა, ერთგან ერთი მ-თი წერია და მეორეგან ორით) სინოდისა".

მსგავს მაგალითებს ვხვდებით აგრეთვე დიდი სერობის ჟამში (გვ. რპე), ღმრთისმშობლის პარაკლისში (გვ. ფპე, ფჟზ), ხოლო ჯვრის ტროპარი ასე ჟღერს (გვ. სიე): აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა კეთილმორწმუნესა ხელმწიფესა ჩუენსა ნიკოლაოზს მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა".

ჟამნის ენა და ორთოგრაფია წარყვნილია ანტონ კათოლიკოსის შეხედულებების მიმდევარი კაცის მიერ (ეგ ჩვენს ყველა წიგნში მასეა), არის აშკარა უაზრობები და წინააღმდეგობები, გაუგაბარი ადგილები და ა.შ. მაგალითად:

1) გვაქვს (გვ. პზ): "შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებას აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ბერძნული ჟამნის თანახმად უნდა იყოს: "შენდა დიდება შუენის, უფალო ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ქართული ჟამნით ისე გამოდის, ქრისტე თან წმ. სამებაც ყოფილა, მამა, ძე და სულიწმიდა.
2) გვაქვს (გვ. ლთ): "უწყოდეთ რამეთუ მთაწმიდას შემდგომად სამებიანისა, მუხლებსა ამას ჰგალობენ". ახლა რომ მოკვდეთ, რა მუხლებია ეს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ არ წერია იქ, არანაირი დასდებლები არაა მითითებული. სინამდვილეში ვახტანგ მეფის სტამბაში გამოცემულ ჟამნს რომ ასწორებდა გვიანდელი რედაქტორი, შესაბამისი ადგილი ვერ გაიგო, დაამოკლა, გადააკეთა და შედეგად უაზრობა მივიღეთ.
3) გვაქვს (გვ. ლთ): "ხოლო ჩუენ, უფალო შეგვიწყალენ, მოკლედ წყნარის-ხმითა". ეს მოკლე და წყნარი ხმა რა არის, თუ შეგხვედრიათ მაგის მიმხვედრი კაცი? სინამდვილეში სლავურ ჟამნში გვაქვს "кротким и тихим гласом", მაგრამ ეს кроткий ძვ. რედაქტორ-გამსწორებელმა краткий-დ აღიქვა და შედეგიც სახეზეა.

ნუ და ასე შემდეგ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 13 2006, 08:49 PM

გრაფომანები არიაააან! laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 13 2006, 08:54 PM

ისე საინტერესოა, თუ შეიძლება ე.წ. იერუსალიმური (სინაის კოდექსი) წესის დანერგვა რომელიმე ქართულ მონასტერში, მაგალითად სამების ტაძრის მონასტერში. ეგ ჟამნი ძალიან საინტერესოა, რადგან მიმდინარეობდა 24 საათიანი მსახურება, ბერთა მონაცვლეობით, თითო ჟამნი მოიცავდა 15-20 წუთიან ლოცვებს (ზოგან უფრო ნაკლებს). ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო და ეს უძველესი კოდექსი შემორჩენილია ქართულ ხელნაწერებში.

ვგონებ შეიძლება აღდგენა ამ პრაქტიკის.

სოტირის: სამწუხაროდ ისეთი შეცდომებია ხოლმე (ხანდახან აბსურდამდე მისულიც) რომ თმები ყალყზე გიდგება. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Dec 14 2006, 08:39 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 13 2006, 08:54 PM) *

ისე საინტერესოა, თუ შეიძლება ე.წ. იერუსალიმური (სინაის კოდექსი) წესის დანერგვა რომელიმე ქართულ მონასტერში, მაგალითად სამების ტაძრის მონასტერში. ეგ ჟამნი ძალიან საინტერესოა, რადგან მიმდინარეობდა 24 საათიანი მსახურება, ბერთა მონაცვლეობით, თითო ჟამნი მოიცავდა 15-20 წუთიან ლოცვებს (ზოგან უფრო ნაკლებს). ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო და ეს უძველესი კოდექსი შემორჩენილია ქართულ ხელნაწერებში.


მნათეს გაეცინება ახლა, მაგრამ მე საპირისპირო აზრი გამაჩნია biggrin.gif უპირველეს ყოვლისა არანაირ დანერგვას აზრი არა აქვს, რადგან სინ. 34-ში შემორჩენილი "ქართული" ჟამნი შეიცავს მარტო დღის მე-11 ჟამს (ეს მწუხრია) და ღამის ყველა ჟამს, დანარჩენი აკლია. იმავე ხელნაწერში დაცული "საბაწმიდური" ჟამნიდან შემორჩა მხოლოდ ხუთი ჟამი. ამათ გარდა არსებობს კიდევ ახალი სინური კოლექციის ხელნაწერი, ნომერ 23, მაგრამ მასში მხოლოდ ღამის ჟამები შემორჩენილი (ლაკუნებით).

კითხვა: რაში გვჭირდება ამ ჟამნის დანერგვა საერთოდ? რა, თანამედროვე ჟამნი არ ვარგა რამეთი თუ მონაზვნები პირად კანონს ვერ აღასრულებენ როგორც საჭიროა? ეს "არქეოლოგიური აღმოჩენების" დანერგვის სიყვარული არ მესმის. და თან როგორ უნდა დავნერგოთ და ჩავსვათ თანამედროვე მსახურებაში? მწუხრი მაგ ჟამნშიცაა და რა, ჩვენი თანამედროვე მწუხრი გადავაკეთოთ მაგის გამო? თან მივდგეთ და უფრო გვიანდელი ჰიმნოგრაფიაც გამოვცვალოთ და იადგარის მასალა ჩავსვათ? არ მესმის რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ჟამების ნაწილს (დღის მეთერთმეტე ჟამს = მწუხრს, ღამის პირველ ჟამს = სერობას და ა.შ.) აქვთ მითითება "საერო", ე.ი. ისინი საზოგადო მსახურებისთვის იყვნენ გათვლილი, დანარჩენი ჟამები კი ალბათ მონაზონთა ლოცვისთვის იყო. ჰოდა ამას ახლა პირადი კანონის შესრულებითაც შეძლებენ მოუარონ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 14 2006, 08:48 PM

ციტატა(Sotiris @ Dec 14 2006, 09:39 PM) *

მნათეს გაეცინება ახლა, მაგრამ მე საპირისპირო აზრი გამაჩნია biggrin.gif უპირველეს ყოვლისა არანაირ დანერგვას აზრი არა აქვს, რადგან სინ. 34-ში შემორჩენილი "ქართული" ჟამნი შეიცავს მარტო დღის მე-11 ჟამს (ეს მწუხრია) და ღამის ყველა ჟამს, დანარჩენი აკლია. იმავე ხელნაწერში დაცული "საბაწმიდური" ჟამნიდან შემორჩა მხოლოდ ხუთი ჟამი. ამათ გარდა არსებობს კიდევ ახალი სინური კოლექციის ხელნაწერი, ნომერ 23, მაგრამ მასში მხოლოდ ღამის ჟამები შემორჩენილი (ლაკუნებით).

კითხვა: რაში გვჭირდება ამ ჟამნის დანერგვა საერთოდ? რა, თანამედროვე ჟამნი არ ვარგა რამეთი თუ მონაზვნები პირად კანონს ვერ აღასრულებენ როგორც საჭიროა? ეს "არქეოლოგიური აღმოჩენების" დანერგვის სიყვარული არ მესმის. და თან როგორ უნდა დავნერგოთ და ჩავსვათ თანამედროვე მსახურებაში? მწუხრი მაგ ჟამნშიცაა და რა, ჩვენი თანამედროვე მწუხრი გადავაკეთოთ მაგის გამო? თან მივდგეთ და უფრო გვიანდელი ჰიმნოგრაფიაც გამოვცვალოთ და იადგარის მასალა ჩავსვათ? არ მესმის რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ჟამების ნაწილს (დღის მეთერთმეტე ჟამს = მწუხრს, ღამის პირველ ჟამს = სერობას და ა.შ.) აქვთ მითითება "საერო", ე.ი. ისინი საზოგადო მსახურებისთვის იყვნენ გათვლილი, დანარჩენი ჟამები კი ალბათ მონაზონთა ლოცვისთვის იყო. ჰოდა ამას ახლა პირადი კანონის შესრულებითაც შეძლებენ მოუარონ.



სოტირის მაგაზე არაა, უბრალოდ ძალიან ლამაზი წესია თავისთავად და ლიტურგიკული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო და როგორც იგივე რობ ტაFტი ამბობს, გარკვეულწილად სიმბოლიზირება ხდება მუდმივი, განუწყვეტელი ლოცვისა.

რომ აკლია ნაწილები (ახლაზუსტად არ მახსოვს მერე ჩავიხედავ) ეგეც არაა პრობლემა, რადგან მის ბაზაზე შეიძლება შეიქმნას მთელი 24 საათიანი ვარიანტი.

ჰო ისე რა იყო, ვენებს კი არ ვიჭრი biggrin.gif იყოს როგორც არის biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Apr 3 2007, 05:16 PM

აქ რამდენადაც ვნახE ერთი ჟამნის განმარტებაა და იქნებ სხვების განმარტოთsmile.gif

პოსტის ავტორი: gio12 თარიღი: Jun 2 2007, 04:12 PM

როგორ სრულდება სერობის ჯამი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 6 2007, 12:43 PM

gio12

ციტატა
როგორ სრულდება სერობის ჯამი?

სერობის ჟამი ორნაირია: მცირე და დიდი

სრულდება იმის მიხედვით, დიდმარხვაშია თუ სხვა პერიოდში. დიდი მარხვისას ჩაერთვის ეფრემ ასურის ლოცვები, აგრეთვე სხვა ტროპრები

დიდი სერობა შედგება სამი ნაწილისგან, თითოეულში იკითხება ფსალმუნები და ტროპრები, აგრეთვე გალობა "ჩვენ თანა ღმერთი", დიდებამაღალიანი, ღვთისმშობლის ლოცვები და სხვა

ზუსტ განგებას დავდებ მალე

პოსტის ავტორი: tornike1717 თარიღი: Jul 27 2009, 08:45 PM

მაინტერესებს როდის და როგორ სრულდება შუაღამიანი?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 29 2009, 03:57 PM

საინტერესოა მადლობთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Oct 23 2009, 08:28 PM



შუაღამის ჟამნი თუ მოგეპოვებათ იქნებ ატვირთოთ

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 18 2010, 09:07 PM

დღეს წირვაზე 4-ვე ჟამნი წაიკითხეს?
და სახარება, სამოციქულო და საწინასწარმეტყველოები იყო ჩართული, ხო?
ჩვენთან ახალი მღვდლები მოიყვანეს და პირველად ვნახე ასეთი რამ.
წინა წლებში არ მახსოვს.
თითქოს ჩვეულებრივად ტარდებოდა ხოლმე
piqri.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 19 2010, 01:01 PM

tamuna m
დიდი ჟამნობა იყო და იმიტო. +მწუხრი და ბასილი დიდის წირვა.

აი შობის წინა დღეს არის კიდე ზუსტად მასეთი მსახურება. smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 19 2010, 02:58 PM

უჩა
ჰო, სანდრომაც მასე მითხრა.
შეიძლება, რომ ჩვეულებრივად ჩატარდეს მაგ დღეებშიც?
ან ცოტა შემოკლებით?

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 19 2010, 06:03 PM

http://www.mrevli.org/textebi.htmlაქ არის საღმრთო ლიტურგიის მე -3 მე -6 და მე -9 ჟამნები დგანხილული ტიბიკონის წესის თანახნად. კარგი იქნებოდა ხუცურად რომ ყოფილიყო : )

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 19 2010, 07:18 PM

ციტატა(tibikonaA @ Jan 19 2010, 06:03 PM) *

http://www.mrevli.org/textebi.htmlაქ არის საღმრთო ლიტურგიის მე -3 მე -6 და მე -9 ჟამნები დგანხილული ტიბიკონის წესის თანახნად. კარგი იქნებოდა ხუცურად რომ ყოფილიყო : )


აგერ მე-3 და მე-6 ჟამნები გაგიკეთე ნუსხურრად. (იხ. პოსტზე მიმაგრებული ფაილი)


მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  3_6_jamni.doc ( 71კილობიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2106

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 19 2010, 07:30 PM

აბე გაიხარეე აბეე kiss1.gif ამწუხაროდ მე არ მაქვს ნუსხური ფონტი და არ გამიხსნა ისევ ინგლისურ უნიკოდში გახსნა მაგრამ დავაყენებ და ნუსხურად იქნება kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 19 2010, 07:53 PM

ციტატა(tibikonaA @ Jan 19 2010, 07:30 PM) *

აბე გაიხარეე აბეე kiss1.gif ამწუხაროდ მე არ მაქვს ნუსხური ფონტი და არ გამიხსნა ისევ ინგლისურ უნიკოდში გახსნა მაგრამ დავაყენებ და ნუსხურად იქნება kiss1.gif kiss1.gif


აჰა შენ ნუსხური ფონტი http://allshares.ge/download.php?id=098EB11B24


პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 19 2010, 10:26 PM

ვაიმეე შენ გაიხარეე kiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Jan 19 2010, 11:40 PM

ვინმეს ხო არ გაქვთ შუაღამის ჟამნი? ეგებ ატვირთოთ

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 19 2010, 11:42 PM

tamuna m

ციტატა
შეიძლება, რომ ჩვეულებრივად ჩატარდეს მაგ დღეებშიც?
ან ცოტა შემოკლებით?

არაა მგონია როგორ შეილება. დიდი ჟამნობაა და მცირედ როგორ უნდა ჩატარდეს.
რიავიცი, მაგდენიც რა ვიცი, ერთი პატარა ვითომ მგალობელი კაცი ვარ. smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Jan 19 2010, 11:46 PM

ციტატა(tamuna m @ Jan 18 2010, 09:07 PM) *

დღეს წირვაზე 4-ვე ჟამნი წაიკითხეს?
და სახარება, სამოციქულო და საწინასწარმეტყველოები იყო ჩართული, ხო?
ჩვენთან ახალი მღვდლები მოიყვანეს და პირველად ვნახე ასეთი რამ.
წინა წლებში არ მახსოვს.
თითქოს ჩვეულებრივად ტარდებოდა ხოლმე
piqri.gif

ერთი სამთავისი და გორის ეპარქიდან გადმოვიდა ატენის სიონის მღვდელმსახური.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 20 2010, 02:24 AM

ბიძია თომა

ციტატა
ერთი სამთავისი და გორის ეპარქიდან გადმოვიდა ატენის სიონის მღვდელმსახური.

მამა დავითი, მაგარი კაცია smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 20 2010, 05:40 AM

მაპატიეთ, არ ეხება ჟამნებს, მაგრამ მოკლედ მაინც მინდა მივანიშნო რომ ზემოთ ხსენებულ ვებ.გვერდზე სადაც არის ყველა ჟამნი, არის ლოცვა აბორტგამკეთებელი ქალებისა, სამწუხაროდ ლოცვა (წყარო არაა მინიშნებული) არის ძალიან ცალმხრივად დაწერილი და შიგ წერია ისეთი აბსურდები, რაც სრულიად მიუღებელია ქრისტიანული აზროვნებისათვის:
"ხოლო მე შესაბრალისმან შვილნი ჩემნი არათუ მხოლო ნათელსა
გრძნობადსა მოვაკელ, არამედ უმეტესღა ნათელსა ჭეშმარიტსა, უფალსა ჩუენსა იესუ
ქრისტესა, რომელი განანათლებს ნათლისღებისა მიერ"
ეს სრულიად შეუძლებელია, რომ ვინმემ ვინმე ქრისტეს მოაკლოს ამ ვინმეს ნების გამოვლინების გარეშე, ეს ელემენტალური კატეხიზმოა.
ასე რომ გარდა იმისა, რომ ლოცვაში სიტყვაც არაა შვილების შეწყნარებაზე დაძრული (რაც არაბუნებრივითან ერთად ძალიან სამწუხაროცაა, რადგან იმ "ლოცვაში" დედა ითხოვს მე გადამარჩინეო და შვილებს საერთოდ არცკი ახსენებს), ასევე თავისთავად არათეოლოგიურია და მცდარია.
შესაბამისად "ლოცვა" ცალმხრივადაა დაწერილი, და შვილებს თუკი არ ახსენებენ, მაშინ ნურც მათ ხვედრზე ისაუბრებენ სჯობს, არამედ დედის სინანულზე გაამახვილონ ყურადღება.
მაპატიეთ მცირე გადახვევისათვის, მაგრამ აუცილებლად ჩავთვალე.
კაიროსი!

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Jan 20 2010, 12:07 PM

http://mrevli.org/mrevli_pdf/Daujdomeli_%20Aborti.pdf სინანულის აკათისტო
დედათათვის, რომელ ჩვილნი მოწყვიდნეს საკუთარ საშოში (საშინაო საკითხავი) [/url]
KAIROS ამ აკათატისტოზეა ხომ საუბარი ?

არ ვიცი არც წამიკითხავს unsure.gif unsure.gif რავი თუ ასეთ შეცდომებია დაშვებული სამწუხაროა, user.gif user.gif user.gif user.gif იქ არის ლინკი მოგვმართეთ მაგრამ სამწუხაროდ არ მუშაობს blink.gif რომ მიგეწერა.



ისა და ლიტურგიკული კრებული 2 ის ელექტრონული ვერსია ხომ არ მოგეძებნებათ ? kitxva.gif

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Jan 30 2010, 10:12 PM

I ჟამნიც მჭირდება და ხომ არავის გაქვთ როგორც 3-6 და 9 ჟამნებია ატვირთული?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 30 2010, 10:49 PM

tibikonaA

ციტატა
ისა და ლიტურგიკული კრებული 2 ის ელექტრონული ვერსია ხომ არ მოგეძებნებათ ?

დასკანერებული მაქვს თუ გინდა

პოსტის ავტორი: კესო თარიღი: Jan 30 2010, 11:11 PM

ალექსანდრე
მე მინდა wub.gif

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Jan 30 2010, 11:27 PM

მეც მინდა რაააააააააააა!

პოსტის ავტორი: tibikonaA თარიღი: Feb 1 2010, 11:44 PM

ციტატა
ალექსანდრე
დასკანერებული მაქვს თუ გინდა
ვაიმე ალექსანდრეე კი როგორ არ მინდა preveds.gif mze.gif mze.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 15 2010, 05:26 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 20 2010, 12:37 AM

ალექსანდრე

ციტატა
ლიტურგიკული კრებული

ეგ მამა ბიძინას (გუნია) რედაქციით გამოცემული კრებულია ხო?..

მთლიანად (სამი ნომერია მგონი) არ გაქვს?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 20 2010, 01:24 AM

lch

ციტატა
მთლიანად (სამი ნომერია მგონი) არ გაქვს?

მთლიანად ორი წიგნია რამდენადაც მე ვიცი.

პირველი ნაწილიც მაქვს და დავდებ ცოტახანში

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2010, 04:51 AM

ციტატა
რომ მიგეწერა

არა აქვს აზრი..

ისე ცოტა ხანში ჟამნების ისტორიასაც შემოგთავაზებთ დრო თუ ვიპოვე smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 20 2010, 05:41 AM

ლიტურგიკული კრებული № 1
http://www.link.ge/file/311383/liturgikuli-krebuli-1.rar.html

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Mar 18 2010, 07:10 PM

ალექსანდრე

ციტატა
ლიტურგიკული კრებული № 1
http://www.link.ge/file/311383/liturgikuli...buli-1.rar.html


გაიხარე!!!!


და წიგნს რა ქვია?
ზუსტი სახელი smile.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 23 2010, 12:35 PM

tornike1717

ციტატა
მაინტერესებს როდის და როგორ სრულდება შუაღამიანი?


გამარჯობა "თორნიკე", შუაღამიანს ძირითადად კითხულობენ ღამის 12 საათის შემდეგ, არის საყოველდღეო, შაბათის და საკვირაო. იკითხება ფსალმუნები და ტროპარები. საკვირაო შუაღამიანი საყოველდღეოს მსგავსია, ოღონდ ორმოცდამეათე ფსალმუნის შემდეგ იკითხება წმ. სამების საგალობელი (კვირის ხმის მიხედვით). საგალობლის შემდეგ მოდის ლოცვები, ბოლოს წმ. მარკოზ მონაზვნის ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი და განტევება.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Oct 16 2010, 07:28 PM

ციტატა
ლიტურგიკული კრებული № 1

იქნებ "ლიტურგიკული კრებული № 2" დადოთ რა .... ანდა სხვამ, ვინმემ დადოს რა იქნება, ძირითადი არის მე-2 ნომერი, იქ არის ყველა ძირითადი მსახურება...

იქ არის პასუხი კითხვაზე:
ციტატა
dzvelmartlmadidebeli

ციტატა
მაინტერესებს როდის და როგორ სრულდება შუაღამიანი?


ამიტომ, ყველას გთხოვთ რა - ვისაც მოგეპოვებათ, დადეთ (ატვირთერთედ), დეკანოზ ბიძინა გუნიას რედაქციით გამოცემული "ლიტურგიკული კრებულის" სრული ვერსია.... (მგონი 3 ტომეულია..).


პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 16 2010, 09:16 PM

აუ გვერძე თემაში დავსვი ეს შეკითხვა და ვერაფერი გავარკვიე რატოა ესე და არა ისე ან პირიქით.

იქნებ თუ ვინმემ იცით აქაც გამცეთ არგუმენტირებული პასუხი რომელია სწორი ფორმა და რატომ?

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს იქნებ ვინმემ განმიმარტოთ.

მოკლედ ყველას მოგეხსენებათ მწუხრის საგალობელი ,,ნათელო მხიარულო"

მასში არის ასეთი სიტყვები:

ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა, ღირსმცა ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმთისაო ცხოვრების მომცემელო.

ანუ ზოგან წერია ვართ ზოგან ხარ

ანუ ეს ორი სიტყვა სულ სხვადასხვაა და სულ უცვლის აზრს ტექსტს.

ნოტებში წერია ხარ. თუმცა ძველ ნოტებში რომელიც ხელით გადაწერილია და შეილება ბევრი შეცდომა იყოს გაპარული რომ გადავხედე წერია ვართ. ასევე ჟამნშიც ვართ წერია, კიდე სადღაც რომელიღაც წიგნში ნახეს და იქაც ვართ წერია.

მარტო ამ გალობის წიგნებში წერია ხარ. ჩვენც ხარს ვგალობთ მარა მედავითნეები სულ შენიშვნას გვაზლევენ რომ მასე არაა და წიგნებითაც გვისაბუთებენ.

უბრალოდ ნამდვილად მაინტერესებს ასე რატო წერია და რომელია მართლა სწორი.

კერესელიძის ხელნაწერებში წერია ალბად მასე ან ძველ ხელნაწერებში როგორა?

ასევე ბერძნული ვინც იცით იქნებ იქაც ნახოთ როგორაა ბერძნულ წყაროებში?

და რაც მთავარია რატოა.

ერთი მნიშვნელობით სულ სხვა რამეა მეორეთი სულ სხვა. smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 17 2010, 11:12 PM

lch

ციტატა
ამიტომ, ყველას გთხოვთ რა - ვისაც მოგეპოვებათ, დადეთ (ატვირთერთედ), დეკანოზ ბიძინა გუნიას რედაქციით გამოცემული "ლიტურგიკული კრებულის" სრული ვერსია.... (მგონი 3 ტომეულია..).

სულ ორი ტომია მე როგორც ვიცოდი აქამდე. #1 არის ზირიტადი მსახურებები და #2 ში კი დიდმარხვის პერიოდის მსახურებები


უჩა
ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმთისაო ცხოვრების მომცემელო.

ამ ტექსტში ასეა სწორე

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 18 2010, 12:35 AM

ალექსანდრე

ციტატა
ამ ტექსტში ასეა სწორე

რატოა მასე სწორი?

კი ვიცი რომ ჟამნში მასე წერია მაგრამ სხვაგან სხვანაირად წერია.


იძახიან ჟამნში შეცდომითააო. რავიცი რავიცი...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 18 2010, 01:40 AM

უჩა

ციტატა
რატოა მასე სწორი?

რატომ და აზრობრივად დაუკავშირე აბა "ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობლად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღვთისაო..." ანუ ღირსნი გაგვხადე ყოველთვის ხმა ტკვილად შენდამი გალობისაო

უჩა
ციტატა
კი ვიცი რომ ჟამნში მასე წერია მაგრამ სხვაგან სხვანაირად წერია.

ჟამნშიც არის შეცდომები მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ ეს უფრო სწორია smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 18 2010, 05:34 PM

ალექსანდრე
თუ მოგეპოვება II ტომი იქნებ ატვირთო, ძალიან მჭირდება. გადაქსეროქსებას ასეთი ფორმით მირჩევნია.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 18 2010, 10:41 PM

ალექსანდრე

ციტატა
ღირსმცა ვართ

აბა მეორე კუთხით შევხედოთ. ღირსმცა ვართო. ანუ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე...

ანუ აზრობრივად ღირსი ვართო რომ შენ გადიდოთო. ესეც გამოდის. ეს კი უდიდესი კადნიერებაა...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 19 2010, 12:33 AM

უჩა

ციტატა
ნუ აზრობრივად ღირსი ვართო რომ შენ გადიდოთო. ესეც გამოდის. ეს კი უდიდესი კადნიერებაა...

ხოდა უფლის მიერვე ვართ ღირსნი ანუ მან ღირს გვყო თვითონ tongue.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 19 2010, 02:54 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 19 2010, 10:38 AM

ალექსანდრე
გაიხარე დიდი მადლობა. თუ რამე კითხვები გამიჩნდა იმედია დამეხმარებიsmile.gif ლექციებს ხშირად ვაცდენ და აქედან გამომდინარე მიჭირს გაგება ზოგჯერ...

პოსტის ავტორი: Maria_mi თარიღი: Oct 19 2010, 02:47 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Feb 20 2010, 06:41 AM) *

ლიტურგიკული კრებული № 1
http://www.link.ge/file/311383/liturgikuli-krebuli-1.rar.html

ეს გადმოვწერე და არ კითხულობს,რა ვქნაა?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 19 2010, 04:05 PM

ციტატა(მაშიკო @ Oct 19 2010, 10:38 AM) *

ალექსანდრე
გაიხარე დიდი მადლობა. თუ რამე კითხვები გამიჩნდა იმედია დამეხმარებიsmile.gif ლექციებს ხშირად ვაცდენ და აქედან გამომდინარე მიჭირს გაგება ზოგჯერ...

ეგ ნაწილი მეც არ მაქვს ჯერ გავლილი tongue.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Dec 24 2010, 01:30 AM

ალექსანდრე

ციტატა
ლიტურგიკული კრებული #2 - დიდი მარხვის პერიოდი

ლინკი განაახლეთ რა...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 26 2010, 03:51 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: archmikael თარიღი: Mar 12 2011, 12:06 PM

#1 ლიტ კრებული ძალიან დიდ დეფიციტშია არც იშOვება მგონი,არადა საჭიროა ძალიან ელ ვარიანტ მაქვს.. იქნე ვინმემ დადოს ლიტ კრებულის #2 ვარიანტი

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Mar 12 2011, 12:10 PM

ალექსანდრე
ლიტურგიკული კრებული #2 ,იქნებ განაახლო

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 13 2011, 02:51 AM

http://www.link.ge/file/353061/lituegikuli-krebuli-2.rar.html

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Mar 13 2011, 04:40 PM

გაიხარე!

პოსტის ავტორი: mesxil თარიღი: Jul 14 2012, 01:05 PM

ვერსად ვერ მივაგენი ჟამნის განმარტებას ,მარტო IX ვნახე . იქნებ მიმითითოთ სად დევს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2012, 02:27 PM

ფსალმუნების განმარტება გინდა თუ ტიბიკონი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 14 2012, 08:40 PM

ციტატა
ვერსად ვერ მივაგენი ჟამნის განმარტებას ,მარტო IX ვნახე . იქნებ მიმითითოთ სად დევს.

ალბათ ამას გულისხმობთ
I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 6-7 საათს. ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იყო მიყვანილი პილატესთან.
III ჟამნი (9 საათი) გვაგონებს მაცხოვრის გასამართლებას და ტანჯვას პილატესთან; ასევე მოიხსენიება მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლა, რაც დაახლოებით ამავე დროს აღსრულდა.
VI ჟამნი (12 საათი) - ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და ჯვარცმულ იქნა.
IX ჟამნი (3 საათი) - ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სული განუტევა .

პოსტის ავტორი: mesxil თარიღი: Jul 20 2012, 11:09 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 14 2012, 02:27 PM) *

ფსალმუნების განმარტება გინდა თუ ტიბიკონი?



ტიპიკონი მინდა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2012, 03:16 PM

ინტერნეტში არ ვიცი მაგრამ თუ სახელმძღვანელო გინდ ამაზე შემიძლია გითხრა რამე.
მადობა ღმერთს ამ მხრივ არაერთი ლიტერატურა გვაქვს ხელთ...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 21 2012, 10:47 PM

მაგალითად კვირა დღისთვის

III ჟამნი

მღვდელი: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...
მედავითნე: ამინ.
მეუფეო ზეცათაო.... წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო სამებაო...
მამაო ჩვენო......
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა...
მედავითნე: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12 გზის).
დიდება, აწ და.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა..... (3-გზის)

ფსალმუნი 16-ე
ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო....

ფსალმუნი 24-ე
შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი....

ფსალმუნი 50-ე
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...

- დიდება, აწდა.
- ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.... (3-გზის)
- უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
- ტროპარი აღდგომისა (ხმის მიხედვით)
- „დიდება“ ტროპარი წმინდისა
- „აწდა“ ღვთისმშობლისა - ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი.....
- წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო.... მამაო ჩვენო...
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა.....
მედავითნე: ამინ.
- კონდაკი აღდგომისა
- უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.
- რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა....
- უფალო შეგვიწყალენ (3 გზის). დიდება, აწ და.
- უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა.....
- სახელითა უფლისათა ............... გვაკურთხენ.
მღვდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა ....
მედავითნე: ამინ. მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო....



VI ჟამნი
მედავითნე: მოვედით, თაყვანის-ვსცეთ ...... 3-გზის

ფსალმუნი 53-ე
ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე....

ფსალმუნი 54-ე
ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა ....

ფსალმუნი 90-ე
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა....

-„დიდება, აწდა“, „ალილუია“ - 3 გზის
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის
- ტროპარი აღდგომის
- „დიდება“ ტროპარი წმინდისა
- „აწდა“ ღვთისმშობლისა - „რამეთუ არა მაქვს ჩვენ კადნიერება...“
- წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო.... მამაო ჩვენო...
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა.....
მედავითნე: ამინ.
- კონდაკი აღდგომისა
- უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.
- რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა....
- უფალო შეგვიწყალენ (3 გზის). დიდება, აწ და.
- უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა.....
- სახელითა უფლისათა ................. გვაკურთხენ.
მღვდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა ....
მედავითნე: ამინ. ღმერთო და უფალო ძალთაო....

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 21 2012, 11:12 PM

I ჟამნი [size=3]

მედავითნე: მოვედით, თაყვანის-ვსცეთ ...... 3 გზის

ფსალმუნი მე-5
სიტყვანი ჩემნი ყურად იხვენ უფალო.....

ფსალმუნი 89-ე
უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩვენ....

ფსალმუნი 100-ე
წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ...

-„დიდება, აწდა“, „ალილუია“ - 3 გზის
-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის
- ტროპარი აღდგომის
- „დიდება“ ტროპარი წმინდისა
- „აწდა“ ღვთისმშობლისა -„რამე სახელ გდვათ შენ....“
- წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო.... მამაო ჩვენო...
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა.....
მედავითნე: ამინ.
- კონდაკი აღდგომისა
- უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.
- რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა....
- უფალო შეგვიწყალენ (3 გზის). დიდება, აწ და.
- უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა.....
- სახელითა უფლისათა, ყოვლადპატიოსანო მამაო გვაკურთხენ.
მღვდელმან: ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ....
მედავითნე: ამინ.
მღვდელი: ამბიონზე მხედველი აღმოსავლეთისკენ ამბობს ლოცვას:
- „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“
მედავითნე: ამინ. ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის....
მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.
გუნდი: „დიდება, აწდა“, „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის, „სახელითა უფლისათა ..... გვაკურთხენ“
მღვდელი: - ამბიონზე აღასრულებს „მცირე“ ჩამოლოცვას:
„მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან....“
გუნდი: ამინ. უფალო შეგვიწყალენ - 3 გზის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2012, 11:14 PM

ალექს ძმა ხარ! wub.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 21 2012, 11:18 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 21 2012, 11:14 PM) *

ალექს ძმა ხარ! wub.gif

biggrin.gif


პ.ს. ჯერ პირველი ჟამნი უნდა იყოს მერე მესამე და მეექვსე biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedazneli-ako თარიღი: May 28 2013, 03:07 PM

გამარჯობა![indent] თუ შეიძლება, სამეუფეო ანუ დიდი ჟამნის შესახებ დადეთ ინფორმაცია. ვიცი, რომ ბიზანტიური ტრადიციიდან მოდის სახელწოდება "სამეუფეო", ვინაიდან მეფეები ესწრებოდნენ და თავადვე ჟამნობდნენ კიდეც. შობისა და ნათლისღების წინადღესასწაულზე და დიდ პარასკევს ტარდება და რატომ მაინცდამაინც ამ სამ დღეს? გასაგებია, რომ აღდგომა, შობა და ნათლისღება უდიდესი დღესასწაულია და სხვა მიზეზი თუ არის კიდევ?..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 28 2013, 09:40 PM

zedazneli-ako

ციტატა
ვიცი, რომ ბიზანტიური ტრადიციიდან მოდის სახელწოდება "სამეუფეო", ვინაიდან მეფეები ესწრებოდნენ და თავადვე ჟამნობდნენ კიდეც.

ხხო და ბიზანტიურიდან რუსებმა გადაიღეს . ამგვარი სახელწოდება ქვია მაგათთან : ,, ცარსკე ჩასი . ''
ციტატა
გასაგებია, რომ აღდგომა, შობა და ნათლისღება უდიდესი დღესასწაულია და სხვა მიზეზი თუ არის კიდევ?..

სხვა რა გინდა მეგობარო?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedazneli-ako თარიღი: May 29 2013, 11:43 PM

მადლობა. smile.gif შობა- ნათლისღების მსახურება ერთად ტარდებოდა და თუ იცით, როდის მოხდა მათი განცალკევება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 30 2013, 11:17 PM

zedazneli-ako

ციტატა
შობა- ნათლისღების მსახურება ერთად ტარდებოდა და თუ იცით, როდის მოხდა მათი განცალკევება?

რას ქვია ერთად ტარდებოდა?
შეგიძლია დააკონრეტო?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 29 2014, 11:24 AM

UF აგერ არ ყოფილა ყველაერი

ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი

Dა რომელი რომელ საათზე უნდა ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 01:02 PM

iohanan
ვერ გავიგე...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 29 2014, 01:13 PM

Mაგ:მწუხრი რომEლ საატზე იკიტხება ,სერობა რომელ საატზე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 01:17 PM

iohanan
სერობა , ძირითადად მხოლოდ მონასტრებში სრულდება და დაახლოებით საღამოს 9 საათზე .
მწუხრს რაც შეეხება , საერო პრაქტიკაში , დაახლოეგბიტ 16-17 საათზე .
(ჩვენ რომ საღამოს ლოცვას ვეძახით , მწუხრი და ცისკარია)

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 29 2014, 01:36 PM

DანრარჩEნებიც დაწერე თU არ გეზარება))ცისკარი მეგონა გამტენიისას თU იკითXებოდა...აუ Aზრზე არვარ...(რა MეშVელებააა)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 05:06 PM

ცისკარი დილით უნდა იკითხებოდეს , (მონასტრებში დილ

ის 4-5 საათზე იწყება) , მაგრამ რადგან ერში , ასეთი რამის ჩატარება ვერ მოხდება ეფეტურად , ამიტომ ან საღამოს ლოცვას მოებმის , ან დილის მსახურებას უსწრებს წინ .

ზოგადად , საღვთისმსახურო მსახურებები , იყოფა ციკლებად . არსებობს დღეღამის 3 ციკლი - საღამოს , დილის და დღის მსახურება .
საღამოს მსახურებაა-მეცხრე ჟამნი , მწუხრი , სერობა .
დილის მსახურება-შუაღამიანი , ცისკარი , პირველი ჟამნი .
დღის მსახურება - მესამე ჟამნი,მეცხრე ჟამნი, საღვთო ლიტუდგია(ანუ წირვა)

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 29 2014, 06:37 PM

Oო ზუსტად მაგი Mაინტერესებდა,მონასტერშI როგორცაა

Mე6 ჟAმნი გამოგრჩA? თU მე9ნაცვლად უნდა დაგეწერა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 09:07 PM

არ გამომრჩენია , უბრალოდ შეცდომით ჩავწერე მეცხრე და ვერ ვცვლი ინტერნეტის გამო...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 29 2014, 09:53 PM

Xო მივხვდი ...აუ ჯიგარი ხარ Mაგრა მეხმარები როიცოდე ისე ,აუ კიდე რამინდა სადღAც დამიწერე სასულიერო IერარქIა მაგრამ ახლა შAვი სამგვდელობის იერარქიც Dაწერე ოგონდ დედებისაც და მამებისაც(და მორჩA დავაპაუზებ მერე)(რავარი შEკვეთEბი მაQვს))))))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 11:41 PM

იერარქია ერთია , თეთრშიც და შავშიც . დიაკონი-მღვდელი-ეპისკოპოსი .
მაგრამ მივხვდი შენ რაც გინდა და იმას დავწერ . biggrin.gif
ოღონდ ამ განყოფილებაში ნწუ...შესაბამისში დასვიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ana. თარიღი: Apr 10 2015, 10:44 AM

ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ რა იკითხება აღდგომის ღამეს რას კითხულობს მედავითნე ჟამნები თუ იკითხება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2015, 11:07 AM

ციტატა(ana. @ Apr 10 2015, 11:44 AM) *

ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ რა იკითხება აღდგომის ღამეს რას კითხულობს მედავითნე ჟამნები თუ იკითხება


მე რამდენადაც ვიცი, იკითხებ აღდგომის ტიბიკონი. ჟამნები დაიტევება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)