თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ "დახვრეტილი სამღვდელოება"

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 22 2008, 02:28 PM

კომუნისტების პერიოდში დახვრეტილი ქართველი სამღვდელოების შესახებ ფილმი "მზის" ჟურნალისტმა ალეკო გაბუნიამ გადაიღო.


"დახვრეტილი სამღვდელოება" დღეს საღამოს, 20:30 წუთზე გავა "მზის" ეთერში... smile.gif



ვინც შეძლებთ აუცილებლად უყურეთ

და შემდეგ შევაფასოთ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 22 2008, 03:02 PM

ველოდები უკვე ერთი კვირაა smile.gif ვნახოთ რა გამოვიდა tongue.gif smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 22 2008, 03:34 PM

ალექსანდრე <---- თუ კარგად დააკვირდებით აა ადამიანს აღმოაჩენთ smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 22 2008, 07:04 PM

ჩვენი ალექსა გადაიღეს ფილმში smile.gif

პოპულარული ხარ ბიჯოუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: Mar 23 2008, 05:00 PM

ვუყურე ამ ფილმს და ძალიან იმოქმედა ჩემზე sad.gif პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რა კარგია იმ დროში რომ არ ვცხოვრობთქო
რა ბედნიერება რომ ტაძარში შესვლას და ლოცვას არავინ გვიშლის, ზოგჯერ კი ესეც გვეზარება sad.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 23 2008, 05:48 PM

ვინც ვერ მოახერხა ყურება შეგიძლიათ აქედან ნახოთ

http://mze.ge/pub/htmlshow.shtml?id=11374


რა საშინელება იყო... sad.gif
sad.gif

"1922 წელს ქვეყნის სულიერმა წინამძღვარმა -ამბროსი ხელაიამ დაიჩივლა, ქვეყანაში1500 ეკლესია და 1600 სასულიერო პირი დარჩაო, 40-აიანი წლებისთვის კი ქვეყანაში მხოლოდ ორმოცამდე მოქმედი ტაძარი და 30-მდე სასულიერო პირი იყოო..."

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 23 2008, 07:06 PM

აუ ვერ ვუყურეე sad.gif ?
გუშინ იყოო?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 23 2008, 08:27 PM

ციტატა
1822 წელს

1922 წელს ანუ smile.gif
საერთოდ მსგავს თემაზე რა სახის ლიტერატურა არსებობს?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 23 2008, 08:56 PM

ძალიან მძიმე საყურებელი!
ვინც ვერ ნახა, შეუძლიათ გადმოიწერონ
http://www.link.ge/file/6861/jurnalistis-dgiuri.wmv.html

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 23 2008, 10:06 PM

დიდი ინტერესით ვუყურე. ილოცონ ჩვენ ცოდვითათვის, მათმა წმინდა სულებმა.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 23 2008, 10:31 PM

KAIROS
დოკუმენტური მასალაა უშიშროების არქივში, ამის მეტი არაფერი ვიცი

ჯამბაკურს აქვს ბევრი ინფორმაცია...
თუ შემოიხედავს ამ თემაში კარგი იქნება smile.gif

ქავთარაძე

ციტატა
აუ ვერ ვუყურეე ?
გუშინ იყოო?

საიტიდან უყურე გიო smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Mar 23 2008, 10:36 PM

რუსეთში, ბუტოვოს პოლიგონზე, სადაც ხდებოდა ხალხის დახვრეტა, ააშენეს ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია.

კარგი იქნება ჩვენთანაც ფილმში ნახსენებ ტირიფონას ველზე, ეკლესია თუ არა, სამლოცველო მაინც აშენდეს. ფაქტიურად ახალმოწამეთა საფლავებია მანდ.


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 23 2008, 11:37 PM

ფილმის ნახვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ტირიფონას ველის მონახულებისა. ზუსტად სადაა ტერიტორიულად ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Mar 23 2008, 11:43 PM

ციტატა(_Matasi_ @ Mar 23 2008, 10:31 PM) *

KAIROS
დოკუმენტური მასალაა უშიშროების არქივში, ამის მეტი არაფერი ვიცი

ჯამბაკურს აქვს ბევრი ინფორმაცია...
თუ შემოიხედავს ამ თემაში კარგი იქნება smile.gif

ქავთარაძე

საიტიდან უყურე გიო smile.gif

რა საიტიდან?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 23 2008, 11:44 PM

_Matasi_

ციტატა
ალექსანდრე <---- თუ კარგად დააკვირდებით აა ადამიანს აღმოაჩენთ

სანდროს? unsure.gif

ხვალ გადმოვიწერ და ვუყურებ yes.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 24 2008, 07:19 AM

t.d

ციტატა

რა საიტიდან?

ციტატა
http://mze.ge/pub/htmlshow.shtml?id=11374

აი აქედან

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 24 2008, 09:07 AM

აი ფილმის ჩამოსატვირთი ბმული:

http://www.mze.ge/gadacema/jurnalistis_dgiuri/jurnalistis_dgiuri.wmv


პ.ს მართლაც შემძრა ფილმმა, ძალიან ემოციებით გაჟღენთილი გამოვიდა...

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 24 2008, 08:09 PM

ციტატა(_Matasi_ @ Mar 23 2008, 10:31 PM) *

KAIROS

ჯამბაკურს აქვს ბევრი ინფორმაცია...
თუ შემოიხედავს ამ თემაში კარგი იქნება smile.gif



ფილმი ვნახე.
კარგია რომ ეს თემატიკა აქტუალური ხდება. ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი და მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს ის ხალხი ვინც თავი გაწირა სიმართლისათვის. ეს მათ კი არა უპირველესად ჩვენ გჭირდება რომ ასეთი ჯოჯოხეთური საშინელებები არ განმეორდეს.

ფილმში მცირეოდენი უზუსტობები იყო. ტირიფონას ველზე ითქვა თითქოს აქ სისტემატიურად იხვრიტებოდა ხალხი ეს არასწორია. ტირიფონას ველზე 1924 წლის აგვისტოს ცნობილი აჯანყების შემდგომ დახვრიტეს 24 ადამიანი მათ შორის 4 მღვდელი. ის ადგილი სადაგ გაბუნია არის გადაღებული წარმოადგენს მათ საერთო საფლავს. საქმე კი ასე იყო აჯანყების მომხრეთა და მონაწილეთა დასასჯელად მოვლენილმა ერთ-ერთმა რაზმმა ჩამოიარა გორის მაზრის სოფლები და დააპატიმრა ყველა ვისაც კი შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ამ აჯანყებასთან. ძირითადად დააპატიმრეს თავად-აზნაურობა, სასულიერო პირები და მასწავლებლები.

ამ დამსჯელი რაზმის მეთაურს ვინმე ..........-ს რატომღაც ამოჩემებული ქონდა 24 კაცის შეკრება. დაკავებულებს და მათ ახლობლებს ეუბნებოდნენ რომ მიდიოდნენ გორში საქმის გამოსარკვევად. სინამდვილეში მეთაურს განძრახული ჰქონდა მათი ლიკვიდაცია (ალბათ უფლებაც ქონდა უფროსობისაგან). სხვათაშორის დაკავებულთა შორის იყვნენ მისი პირადი მტრებიც. სოფელ ჭალაში დააკავეს მღვდელი პეტრე კარბელაშვილი, მღვდელი გაბრიელ პარკაძე. პეტრეს უფროსმა ძმამ ანდრიამ 70 წელს გადაცილებულმა მოხუცმა,რომ გაიგო ძმის დაპატიმრება, გამოედევნა ამ ჯგუფს და არ მიატოვა ბოლომდე. დაპატიმრებულთა რიცხვს 24-ისთვის რომ მიეღწია სრულიათ ალალმართალი გლეხიც დაუმატეს, მხოლოდ იმისთვის, რომ შვილი ყავდა ახალი გარდაცვლილი და გლოვის ნიშნად წვერი ქონდა მოშვებული. ამ ,,უხსენებელ" მეთაურს თან თურმე ქორწილშიც ეჩქარებოდა. ზედ გორის გზაზე ტირიფონას ველზე ატეხა მოგონილი განგაში ,,გარბიან გარბიანო", აუტეხეს სროლა ამ უიარაღო, უდანაშაულო ხალხს და ყველა ჩახოცეს, ასე დაყარეს და მიატოვეს......

ასე უპატრონოდ ღია ცის ქვეშ ეყარენ ერთი დღე.
მეორე დღეს შეშინებული ხალხი მისულან კანკალით იქ, დაუხმარებიათ გაღმა მცხოვრები ოსებიც და ამოუთხრიათ დიდი ორმო და ყველა ერთად დაუმარხავთ.
იმ მეთაურს კი მალე უწია ცოდვამ, მაგრამ აი ასეთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.

ეს ყველაფერი მომიყვა მე, 1999 წელს, ამ ამბების უშუალო მხილველმა (აწ გარდაცვლილმა)მოხუცმა ქალმა ოლა თათრიშვილმა, რომელიც მაშინ 12-13 წლის გოგონა ყოფილა. მე კიდევ ბევრი წვრილმანი ვიცი ამ საქმის თაობაზე .....



IPB-ს სურათი
დახვრეტილთა შორის იყვნენ ძმები ანდრია და პეტრე კარბელაშვილები.( ორი მარჯვნივ)

IPB-ს სურათი
წარწერა ფოტოზე ეკუთვნის მათ ძმას დეკანოზ პოლიექტო კარბელაშვილს.

IPB-ს სურათი
1924 წელს დახვრეტილთა საერთო საფლავი ტირიფონას ველზე.


IPB-ს სურათი
მემორიალური ფილა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 25 2008, 12:52 AM

ამ ფილმის ნახვის მერე სურვილი გამიჩნდა ყველაფერი ვიცოდე მათ შესახებ.
ჯამბაკური
რა მაინტერესებს იცი ტერიტორიულად ზუსტად სად არის ეს ველი და თუ ამ დახვრეტილთა საფლავები იქ არის არავის უცდია რომ გაეთხარათ და იქნებ მათი ძვლები მაინც ეპოვათ? ან ზუსტი საფლავი მაინც გვცოდნოდა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 25 2008, 01:38 AM

ალექსანდრე
მეგონა ხუმრობდნენ და მართლა "აღმოვაჩინე" ჩვენი სანდრო smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 25 2008, 02:04 AM

ციტატა
რა მაინტერესებს იცი ტერიტორიულად ზუსტად სად არის ეს ველი და თუ ამ დახვრეტილთა საფლავები იქ არის არავის უცდია რომ გაეთხარათ და იქნებ მათი ძვლები მაინც ეპოვათ? ან ზუსტი საფლავი მაინც გვცოდნოდა?

მსგავსი კითხვა მეც გამიჩნდა...
ან თუნდაც კარგი იქნება მაგ ადგილზე ეკლესია აშენდეგ და დაერქვას ახალმოწამეთა ტაძარი. smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Mar 25 2008, 02:13 AM

ჯამბაკური

ციტატა
ფილმი ვნახე.
კარგია რომ ეს თემატიკა აქტუალური ხდება. ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი და მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს ის ხალხი ვინც თავი გაწირა სიმართლისათვის. ეს მათ კი არა უპირველესად ჩვენ გჭირდება რომ ასეთი ჯოჯოხეთური საშინელებები არ განმეორდეს.

ფილმში მცირეოდენი უზუსტობები იყო. ტირიფონას ველზე ითქვა თითქოს აქ სისტემატიურად იხვრიტებოდა ხალხი ეს არასწორია. ტირიფონას ველზე 1924 წლის აგვისტოს ცნობილი აჯანყების შემდგომ დახვრიტეს 24 ადამიანი მათ შორის 4 მღვდელი. ის ადგილი სადაგ გაბუნია არის გადაღებული წარმოადგენს მათ საერთო საფლავს. საქმე კი ასე იყო აჯანყების მომხრეთა და მონაწილეთა დასასჯელად მოვლენილმა ერთ-ერთმა რაზმმა ჩამოიარა გორის მაზრის სოფლები და დააპატიმრა ყველა ვისაც კი შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ამ აჯანყებასთან. ძირითადად დააპატიმრეს თავად-აზნაურობა, სასულიერო პირები და მასწავლებლები.

ამ დამსჯელი რაზმის მეთაურს ვინმე ..........-ს რატომღაც ამოჩემებული ქონდა 24 კაცის შეკრება. დაკავებულებს და მათ ახლობლებს ეუბნებოდნენ რომ მიდიოდნენ გორში საქმის გამოსარკვევად. სინამდვილეში მეთაურს განძრახული ჰქონდა მათი ლიკვიდაცია (ალბათ უფლებაც ქონდა უფროსობისაგან). სხვათაშორის დაკავებულთა შორის იყვნენ მისი პირადი მტრებიც. სოფელ ჭალაში დააკავეს მღვდელი პეტრე კარბელაშვილი, მღვდელი გაბრიელ პარკაძე. პეტრეს უფროსმა ძმამ ანდრიამ 70 წელს გადაცილებულმა მოხუცმა,რომ გაიგო ძმის დაპატიმრება, გამოედევნა ამ ჯგუფს და არ მიატოვა ბოლომდე. დაპატიმრებულთა რიცხვს 24-ისთვის რომ მიეღწია სრულიათ ალალმართალი გლეხიც დაუმატეს, მხოლოდ იმისთვის, რომ შვილი ყავდა ახალი გარდაცვლილი და გლოვის ნიშნად წვერი ქონდა მოშვებული. ამ ,,უხსენებელ" მეთაურს თან თურმე ქორწილშიც ეჩქარებოდა. ზედ გორის გზაზე ტირიფონას ველზე ატეხა მოგონილი განგაში ,,გარბიან გარბიანო", აუტეხეს სროლა ამ უიარაღო, უდანაშაულო ხალხს და ყველა ჩახოცეს, ასე დაყარეს და მიატოვეს......

ასე უპატრონოდ ღია ცის ქვეშ ეყარენ ერთი დღე.
მეორე დღეს შეშინებული ხალხი მისულან კანკალით იქ, დაუხმარებიათ გაღმა მცხოვრები ოსებიც და ამოუთხრიათ დიდი ორმო და ყველა ერთად დაუმარხავთ.
იმ მეთაურს კი მალე უწია ცოდვამ, მაგრამ აი ასეთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.

ეს ყველაფერი მომიყვა მე, 1999 წელს, ამ ამბების უშუალო მხილველმა (აწ გარდაცვლილმა)მოხუცმა ქალმა ოლა თათრიშვილმა, რომელიც მაშინ 12-13 წლის გოგონა ყოფილა. მე კიდევ ბევრი წვრილმანი ვიცი ამ საქმის თაობაზე .....

საშინელებაა, ვინ იცის კიდევ რამდენ სისხლს და უბედურებას იტევს ჩვენი ისტორია, დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მაგრამ ვინაა პასუხისმგებელი, არც არავინ.
მაგრამ უფლის სამსჯავროს ხომ ვერავინ გადაურჩება. sad.gif

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 25 2008, 03:30 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Mar 25 2008, 12:52 AM) *

ამ ფილმის ნახვის მერე სურვილი გამიჩნდა ყველაფერი ვიცოდე მათ შესახებ.
ჯამბაკური
რა მაინტერესებს იცი ტერიტორიულად ზუსტად სად არის ეს ველი და თუ ამ დახვრეტილთა საფლავები იქ არის არავის უცდია რომ გაეთხარათ და იქნებ მათი ძვლები მაინც ეპოვათ? ან ზუსტი საფლავი მაინც გვცოდნოდა?


როგორ არ ვიცი სად არის ეს ჩემი გადაღებული ფოტოებია. (არა, კარბელაშვილების არა, ეგ ალექსანდრე როინაშვილის გადაღებულია smile.gif ) ამ ადგილზე მისვლა ძალიან ადვილია, მაგრამ თუ არ ხარ ნამყოფი ძნელია.
იგოეთს რომ გაცდები გორის მიმართულებით, ასე 10-12 კილომეტრში არის სოფელ ჩალაბაურის გადასახვევი. აი ზუსტად მაგ სოფლის მოპირდაპირე მხარეს საავტომობილო გზიდან ასე 150-200 მეტრში არის ეს საერთო საფლავი.

საფლავი ზუსტად ეგ არის. გათხრებმა რა უნდა მოგვცეს? ხოლო ეკლესიის აგების იდეა ძალიან კარგია და როგორც ვიცი წლების წინ იყო ამაზე საუბარი. კარბელაშვილებში. იმედია დაიძრება ეს საქმე.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 25 2008, 03:33 AM

ჯამბაკური

ციტატა
გათხრებმა რა უნდა მოგვცეს?

ის რომ ძვლები ან რაიმე ნაშთები იქნებიყოს შემორჩენილი

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 25 2008, 03:34 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Mar 25 2008, 03:33 AM) *

ჯამბაკური

ის რომ ძვლები ან რაიმე ნაშთები იქნებიყოს შემორჩენილი


რა თქმა უნდა რომ იქნება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 25 2008, 03:56 AM

ცნობილია ასევე სხვა დიდი დახვრეტები, მასზე რაა ინფორმაციებია?

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 25 2008, 07:57 AM

მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზი გერმანე,
მღვდელი სიმონი და პროტოდიაკონი ბესარიონი... საფიჩხიის ტყეში დახვრეტილები...
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/nazari.htm


ჯამბაკური
მათი საფლავებიც არაა ხომ ცნობილი?


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 26 2008, 01:04 AM

_Matasi_

ციტატა
მათი საფლავებიც არაა ხომ ცნობილი?

არა ზუსტად არაა ცნობილი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 26 2008, 02:32 AM

საკანი სადაც ხდებოდა სიკვდილმისჯილთა დახვრეტა
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 26 2008, 11:44 AM

შემზარავი ადგილია! sad.gif

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 27 2008, 12:46 AM

გულისამრევი და ჯოჯოხეთური!
უფალო შეგვიწყალე!

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 27 2008, 12:50 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Mar 26 2008, 02:32 AM) *

საკანი სადაც ხდებოდა სიკვდილმისჯილთა დახვრეტა
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


sad.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Apr 11 2008, 11:01 AM

ზუსტად ამ სურათების კადრები აჩვენეს ტელეკომპანია "მზის" ერთ-ერთ გადაცემაში huh.gif
ღმერთმააცხონოს მათი სულები

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)