ქართული ხალხური პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური პოეზია |
შევრდომილი |
Apr 23 2007, 10:31 PM
პოსტი
#21
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
მოხევის სიმღერა
ქალს სილამაზე ხილადა ვთხოვე არ დამაძლევინა! დავღონდი, წყალი მამწყურდა, წვეთი არ დამალევინა! მომხედა, თოლნი შამყარნა, ნაწინწლებ წმაყრევინა დამცხო, ავინთე, გავწითლდი, თავი ძირს დამახრევინა, სიტყვები გადამავიწყა, ენა სულ ამარევინა, არც მითხრა _ მოდი, არც _ წადი, არც თავი დამაღწევინა. ტიალი, რაი ყოფილა, თავბედი დამაწყევლინა, დახე წყეულსა დიაცსა რა დღემდე მამაღწევინა! -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
mshvidi |
Jun 20 2007, 12:28 PM
პოსტი
#22
|
giorgi .g. ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 31-May 07 მდებარ.: batumi წევრი № 2,067 |
აის ყორნები მიყვარან,
ბოროლაზედ რომ დიანო. ერთი მეორეს შეყრასა ხარობენ მეელიანო, შაიყრებიან ერთურთას მანანას ჩამაყრიანო, შემდეგ რაც უნდა ეცადონ ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო! ძალიან მიყვარს ეს ლექსი -------------------- ...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
|
zviadauri |
Jun 27 2007, 02:42 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა არც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორებო, სანამ ერთურთსა ვხედავთო, მოვკვდებით, დავიკარგებით, შავ მიწას ამოვხედავთო. შავის მიწისა ნაჟური გულზედა ჩამოგვდიოდეს. ტიროდეს ქალი და რძალი, ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს . ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ, ერი დაგიწყებს გმობასა, სადაც კი შემოგეყრები, გეტყვი შვილსა და ძმობასა .. შენ მახველ- მზეცა მოვიდა, მეც აქ მავშავდი ქოლვილი, შენ წახვალ-მზეცა წავალის, ვარდი დაჭკნება,ყოილი. მინდვრიდან მახველ შენ ქალო, ამამავალი მზე ხარო, ნეტა იმ ვაჟის დედასა ვის სახლშიც შენა ყევხარო. წარბები გადაგხატვია, გიმშვენებს ორსავ თოლებსა, ტანი ალვის ხეს მიგიგავს, პირი გაბადრულ მთვარესა. აიმ მთაზედა ყორნები, ბუდობენ არ იშლიანო. არ შამოგხედო,ქალაო, თოლნი არ დაიშლიანო. ... დარდისას გეტყვი, დარდისას, გულში რომ ნაღვლად დიოდეს, სიხარულს ვერ მიეკარო, სული სიმწრითა გტკიოდეს; ერთ ადგილს ვერ მოისვენო, სული დარბოდეს, წიოდეს, დღეის იმედი არ გქონდეს, ხვალ მზე არ ამოგდიოდეს". მითხარი, ამნაირ ყოფას რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?" "ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა, ერთმანეთი ვერ ვიცანით, დახე ჩვენს უგუნობასა". "არც თავს არგია, არც სხვასა, არც მოღვაწეობს ღვთისათვის, გადაბრუნდება, მოკვდება, დარჩება ეშმაკისათვის". "შე გიო ამილახვარო, გუნება თაღლითიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ქრიანო". "არ მეგონა, შავი წყალი აგრე ამიდიდდებოდა, ჩემი სწორი, ჩემზე ყროლი აგრე გამიდიდდებოდა". "მეცნიერები გამოჩნდნენ, ცნობას კრიფავდნენ ცისასა, იძიეს, გამოიძიეს: "დაღამდეს შუადღისასა". "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, გაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო". ... ტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შენარა. რკინისა კარი შეაბა კლიტე მე მომცა, შენ, არა სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ თავსა მე მივცემ, შენ, არა ვაი თუ ზედ ისიც დამერთოს მე მიყვარდე და შენ, არა zogi xval iyos jigrebo..axla pawa davigale ამ ლექსის ფანი ვარ.. ,,ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო, ჩაგძინებოდა მთაზედა. ვიფიქრე, გავუსწორდები, ხელიც ავიკარ ხმალზედა. მეგრამ ვერ გამოგიმეტე, მზე დაგფენოდა თავზედა. დავიჩოქე და გაკოცე ნამმოკიდებულ თმაზედა." მაგარია ესეც ქალავ ისეთი თეთრი ხარ, როგორც საყდარში კირია, ღამიღამ მამაგონდები წამავჯდები და ვტირია natvrac amas hqvia:) ნეტავი, გოგო, შენი ხმა ავადმყოფს გამაგონაო. ტუჩი ტუჩს დამადებინა, ძუძუებს ჩამაკონაო. მალ-მალე მოდი ჩემთანა, შენც ობოლი ხარ, მეცაო, უბეში ხელის ჩაყოფა შენც გეამება, მეცაო. ნეტავი, გოგო, მე და შენ ერთადამც დაგვაწვინაო, დაგვხურა ჩემი ნაბადი, მაღლით დაუშვა წვიმაო. ნეტავი, გოგო, მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო, რომელიც მეტი მოვიდეს, მაკრატლით დაგვასწორაო! ... რად გინდა ქალი ლამაზი, რა ომში გამოგადგება, ჩაიცვამს წითელ-ყვითელსა, გამოვა, კარზე დადგება, იმის შემყურე ვაჟკაცი კელაპტარივით დადნება აბა ამ მხრივ დროებით |
marine |
Jun 28 2007, 01:26 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხალხური
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქჩი სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაჩი სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აჩიკო |
Jul 2 2007, 01:33 AM
პოსტი
#25
|
archili ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 |
კარგი თემაა ეს, აი პასიურობა კი ცუდია ამ საკითხში.
ეხლა ვერაფერს ვამატებ... უახლოეს მომავალში... -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
gvantsi |
Jul 20 2007, 08:39 PM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 |
ნუ იცინი ნუ მაცინებ, გაგვაჭორიჭორებენო,
შეგვატყობენ სიყვარულსა, დაგვაშორიშორებენო... მაგრად მიყვარს ხალხური პოეზია -------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
შევრდომილი |
Jul 29 2007, 02:39 PM
პოსტი
#27
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
*** გაცოცხლოს და გადღეგრძელოს და მოგიმართოს ხელია ათას წელიწადს იცოცხლე, ფრჩხილიც ნუ წამოგტკენია. *** გაგიმარჯოს, გადღეგრძელოს პური ღვინო დაგიძველოს ცხრა უღელი ხარი მოგცეს გუთნეული გაგიგრძელოს, ღმერთმა ისიც გიდღეგრძელოს, ვინც რომ ღამე დაგიჯეროს, შვიდი ვაჟიშვილი მოგცეს, წვერი თეთრად დაგიბეროს. *** სტუმარნო, სტუმრების მზემა არცა უსტუმროდ ლხინია, უსტუმროდ პური, ღვინოი მწარეა, განა ტკბილია? მზეიმც ნუ მავა უსტუმროდ, მავიდეს, განა თბილია? *** მთაში რად გინდა მოყვარე, რკო უდგა და წიფელი, ჭირიმე ბარად მოყვრისა, ქვევრი ახადოს წითელი -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
abo |
Jul 29 2007, 03:00 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ძალიან მინდა ქალბატონმა რულოვსმა (ხო სწორად ვწერ გვარს?)"ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" ისწავლოს ან წაიკითხოს ტოლერანტობაზე აღარ დამოძღვრავდა ქართველ ერს. რომელიც ტოლერანტობის მაგალითის მიმცემი იყო მსოფლიოსათვის ყოველთვის, ამ ლექსით. ცოტაც და ამ ლექსის სწავლას აგვიკრძალავს ლომაია, როგორც აბსურდულის. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
qarcivadze |
Jul 30 2007, 10:33 AM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
abo
-------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
Ninia I |
Jul 30 2007, 12:12 PM
პოსტი
#30
|
ბეგე მიყვარხარ ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 |
ძალიან მინდა ქალბატონმა რულოვსმა (ხო სწორად ვწერ გვარს?)"ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" ისწავლოს ან წაიკითხოს ტოლერანტობაზე აღარ დამოძღვრავდა ქართველ ერს. რომელიც ტოლერანტობის მაგალითის მიმცემი იყო მსოფლიოსათვის ყოველთვის, ამ ლექსით. ცოტაც და ამ ლექსის სწავლას აგვიკრძალავს ლომაია, როგორც აბსურდულის. რულოვსი რა შუაშია? და მინდა გითხრა რომ ბევრ ქართველზე მეტი ლექსი იცისდა ბევრზე მეტი აქვს წაკითხული. და ასე ირონიულად ნუ ისაუბრებ რა. შენ არავინ არაფერს გიკრძალავს რაც გინდა ის ისწავლე!!!!!!!!!! abo შენ ხომ ოღონდ მაგ ხალხზე ცუდი გაიგო და მეტი არაფერი გინდა. |
qarcivadze |
Jul 30 2007, 03:07 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
Ninia I
აცადე ადამიანებს საღი აზრის გამოთქმა -------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
Ninia I |
Jul 30 2007, 05:55 PM
პოსტი
#32
|
ბეგე მიყვარხარ ჯგუფი: Members პოსტები: 334 რეგისტრ.: 26-May 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,028 |
|
qarcivadze |
Jul 30 2007, 06:36 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
Ninia I
ციტატა შენი აზრით ეს საღი აზრია? საღზე საღია -------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
ჯეგე |
Aug 2 2007, 04:44 PM
პოსტი
#34
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
მო დავსხდეთ, ვიკაფიავოთ
ერთურთს ვუხაროთ გულიო ენა გავლექსოთ, გავლესოთ და ვთესოთ სიყვარულიო რა ვქნა, შემომწყრა ინეტი ვერ შემოვდივარ ხშირადა ამიტომ თქვენ გააგრძელეთ არ იყოთ სიტყვა-ძვირადა -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
givi-gogo |
Sep 2 2007, 12:09 AM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
ოხ ჯეგე ჯეგე.....
-------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
bato |
Sep 8 2007, 01:21 PM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
http://bin.ge/file/64/ramdamabera.mp3.html
http://bin.ge/file/64672/karkuchit.mp3.html http://bin.ge/file/64673/netavarcivad.mp3.html -------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
bato |
Sep 10 2007, 10:42 AM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
-------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
catherina_10 |
Oct 24 2007, 12:45 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ხალხური პოეზია
რამდენჯერ მითქვამს ბალღებო - ნუ ღრეცავთ სიმღერებსაო; სიმღერას სწორე თქმა უნდა, შეხმატკბილება ხმებსაო!.. მამა-პაპისა ჰანგები სუფრასა ამშვენებსაო; თქვენ კი უხეშათ გაჰკივით, აქა იქ ჩაჰკრავთ ხმებსაო; უფროსებს ყური დაუგდეთ - გასწავლით სიმღერებსაო!.. “ჰოპუნა” “ყურშავს” არა ჰგავს, “გვიბრძანე” – “მაყრულს”, “ჭონასა”, ყველა ეს დიდი განძია, გავს მარგალიტის კონასა!.. |
chiamaialologi |
Oct 28 2007, 04:35 PM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,068 |
ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა, თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა, ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა. გვერდს უზის ცოლი ლამაზი სანთელივითა დნებისა. -------------------- მომე ნატვრები
როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია. |
kato_Bato |
Oct 29 2007, 05:50 PM
პოსტი
#40
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
შემომეყარა ყივჩაღი
(მუხრანული) შემომეყარა ყივჩაღი სამზღვარსა მუხრანისასა. პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა. ხორცი მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ხოხობისასა. ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა. ცოლი მთხოვა და ვერ მივეც მიმყავდა სიდედრისასა, - ან კი ცოლს როგორ მივსცემდი, შვილსა გაზრდილსა სხვისასა. ხელი მოჰკიდა, აკოცა, მოზიდნა ნაწნავს თმისასა. შესტირა საბრალო ქალმა: „ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა“. მეც გულმა ვეღარ გამიძლო, მოვზიდნე ვადას ხმლისასა, უმალვე იმან დამასწრო, ელვასა ჰგვანდა ცისასა, - ახლა მე შემოვუქნიე, ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა. გავჭერი ცხენი და კაცი, წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, - არ იყო ღირსი, მოშორდა ცქერას წითელის მზისასა. აქეთ მე ვკვდები, იქით – ის, ქალი წავიდა სხვისასა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი