IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წიგნების დაწვა, საქმეები 19,9
დათიკო
პოსტი Nov 15 2008, 01:31 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)

ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები.

როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 15 2008, 02:57 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა,



სწორედ აღნიშნე... გააჩნია სიტუაციას...

ზოგჯერ წვა ჯობს არა წვასა ზოგჯერ წვითაც დაშავდების smile.gif



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 15 2008, 06:45 PM
პოსტი #3


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ეგრე პრესასის ოდებსაც მოვასხატ ნავთი და მივცეთ ცეცხლი ქვემოდან... გვაცდუნებენ ეგენიც biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 15 2008, 07:38 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ზოგჯერ წვა ჯობს არა წვასა

არასოდეს smile.gif არსებობს განვითარება გარეგნულად ქმედებაში, ყველაფერი ის რასაც აკეთებდა ან აკეთებს ეკლესიის წევრები, არ შეიძლება უპირობოდ იქნეს მიღებული,
ციტატა
ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს
ეს სწორი შენიშვნაა, რადგან ეს ის დრო იყო, მას სხვაგვარი ბრძოლის მეთოდები ქონდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია, ის რომ ქრისტიანები წვავდნენ საკუთარ წიგნებს, ანუ იმათ რაც მათ გააჩნდათ, და არ იყო რაიმე ძალადობა, და სხვის "ძალით მოქცევა" ანუ მკალავიშვილ-დიღმელის "მეთოდიკა", ასე რომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ, სი რომ ადამიანმა ის წიგნი დაწვა, რაც არ გინდა, ამის სრული უფლება აქვს ყველას, მაგრამ ქრისტიანობა რომელიც უპირველესად აღიქმება, როგორც წიგნის და განათლების რელიგია, თავად წიგნის წინააღმდეგ არ გამოდის, და ამიტომ დღეს ვინმეს მიერ ამ მუხლზე დაყრდნობით წიგნების საჯაროს დაწვა ( თუნდაც საკუთარის) ყოვლადმიუღებლად მიმაჩნია.
გადავავლოთ თვალი წიგნების დაწვის ტრადიციას, იგი ძველი სამყაროსათვის დამახასიათებელი იყო,
ერთერთი პირველი იყო ახენატონი, რომელმაც უცნობილესი თებეს ბიბლიოთეკა დაწვა, შემდეგ ჩინ ში უანგი გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორი, რომელმაც ბრძანა მის დაბადებამდის ყველა დაბეჭდილი წიგნი დაეწვათ, შემდეგ 168 წელს ქრისტემდე, სელჩუკები წვავენ იერუსალიმის ებრაულ ბიბლიოთეკას, იგევსს აკეთებს შემდეგ რომაელი კეისარი 48 წელს ჩვ.წ.
646 წელს არაბები მიწასთან ასწორებენ ულამაზეს და უმდიდრეს ბერძნულ ქალაქ ალექსანდრიას და მის უმდიდრეს ბიბლიოთეკას ცეცხლს მისცემენ...
980 წელის ალმანსორი კორდობას ხალიფების ბიბლიოთეკას წვავს, როგორც შემდეგ 1176 წელს სალადინი შიიტურს ქაიროში, მერე ქრისტიანების "გმირობების" დრო დგება, ჯვაროსნები 1204 წელს წვავენ კონსტანტინეპოლის ბიბლიოთეკას, 1258 წელს მონღოლები სუნიტურ ბიბლიოთეკას ბაღდადში, 1560 წელს ეპიკოპოსი დიეგო და ლანდა წვავს უძვირფასეს მაიას ბიბლიოთეკას იკატანში, ხოლო 1691 წელს სხვა ეპისკოპოსი ნუნეზ დე ლა ვეგა ჩიაპას მაიას ტომების ბიბლიოთეკას წვავს...
შემდეგ ისევ ქრისტიანული კოცონები დასავლეთში, სადაც წიგნებთან ერთად მათი გამომყენებლები ან ავტორებიც შეაპუწკუნეს ინკვიზიციის დროს, არსებობდა სპეციალური სიაც კი რომელი წიგნები უნდა დაეწვათ...
არც მეოცე საუკუნე ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი ჯერ კომუნისტური ხროვა წვავდა საეკლესიო წიგნებს მთელს საბჭოთა სივრცეში და მერე 1933 წელს გერმანელი ფაშისტები უზარმაზარ კოცონს აწყობენ იმ წიგნებისა რაც მესამე რაიხის იდეოლოგიაში არ ჯდებოდა...
ეს სამარცხვინო სია შეგვიძლია გავაგრძელოთ მკალავიშვილის ფანატიკოსთა, მმკ-ს და ზოგი მრევლის მიერ განხორციელებული საქციელებით... იყო ასევე პოლიტიკური დაწვები, ზვიადისტი ქალების მიერ ჩარკვიანის წიგნების დაწვა და ა.შ.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 15 2008, 10:44 PM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
მაგარი სიაა, გაიხარე. ეს უნდა ჩავინიშნო. smile.gif

ისე, ამ ჩამონათვალმა უმბერტო ეკოს ერთ-ერთი ფილმის ეკრანიზაცია გამახსენა. ქრისტიან სლეიტერი და შონ კონერი თამშობენ, ფრანცისკანელი ბერების როლში, სადაც მონასტრის ბიბლიოთეკის დაწვის სცენაა. ნანახი გექნებათ, მაგარი ფილმია. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 16 2008, 04:25 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კეისარი 678 წელს ჩვ.წ.

აქ შეცდომა გამეპარა 48 წელი უნდა იყოს ჩვ. წ.
ციტატა
მაგარი სიაა, გაიხარე. ეს უნდა ჩავინიშნო

კი, და ცოტა გაუდიდე და დაურიგე მაგ ზოგიერთებს biggrin.gif
ციტატა
უმბერტო ეკოს ერთ-ერთი ფილმის ეკრანიზაცია გამახსენა

მაგარი კაცია , და კარგი ფილმია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 16 2008, 06:10 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ვარდის სახელით ჰრქუან მაგ ფილმსა...
დათიკოჯან რაფერი დომინიკანელი ხარ ჩემსავით biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adolf
პოსტი Nov 16 2008, 05:10 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 16-November 08
წევრი № 5,954



კი მართალია ჰიტლერმა გადაწვა ბევრი წიგნები,ბევრი მართლა უაზრო იყოsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 16 2008, 06:53 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ბევრი წიგნები,


გრამატიკის სახელმძღვანელო შენ ვიღამ დაგიწვა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 16 2008, 09:36 PM
პოსტი #10


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Adolf
ციტატა
ბევრი მართლა უაზრო იყო

რა კრიტერიუმით ფასდება უაზრო და აზრიანი წიგნი? ის რაც ნაცისტისთვის უაზროა, ეგება ინკების ტომის ინდიელისთვის აზრიანი იყოს. smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Abe
პოსტი Dec 30 2008, 12:13 AM
პოსტი #11


აბე(salom)
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 27-November 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,012



ციტატა(დათიკო @ Nov 16 2008, 09:36 PM) *

Adolf

რა კრიტერიუმით ფასდება უაზრო და აზრიანი წიგნი? ის რაც ნაცისტისთვის უაზროა, ეგება ინკების ტომის ინდიელისთვის აზრიანი იყოს. smile.gif


შენ წვავ იმ წიგნს რაც შენთვის უაზროა. სახარება რომ მაჰმადიანისთვის არაა წმინდა წერილი და მისთვის უბრალო წიგნია, ამას რათ უნდა ლაპარაკი. ადგება და დაწვავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 30 2008, 01:10 AM
პოსტი #12


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Abe
ციტატა
შენ წვავ იმ წიგნს რაც შენთვის უაზროა.

აი, აქ არის დიდი პრობლემა, რადგან 100% უაზრო წიგნი ცოტაა.
გავიხსენოთ, თუ როგორ ითვისებდნენ ქრისტიანი ღვთისმეტყველები ანტიკური ფილოსოფიის საგანს. იღებდნენ იმას რაც სასარგებლო იყო და განაგდებდნენ რაც უვარგისი. ხოდა იმ წიგნებში, რომელიც გამზადებულია დასაწვავად, შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამ ამოიკითხოს ადამიანმა.

აი, მაგალითისთვის მოვიყვან ლაო ძის "დაო დე ძინს".
არის თუ არა ეს წიგნი დასაწვავი?
ან თუნდაც ყურანი, სადაც ქრისტე მოციქულადაა სახელდებული ან ბხაგავატ გიტა.
აქ იოლია უარი თქვა დაწვაზე, მაგრამ აბა ამ წიგნებს რა ვუყოთ: შტაინერი, შრი რაჯინეში (ოშო), ბერტრან რასელი, ნიცშე და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 30 2008, 01:19 AM
პოსტი #13


დაურეგისტრირებელი









მნათე
დათიკო
KAIROS
ვერ ვნახე ეკოს ეგ ფილმი და ხომ ვერ მიმასწავლით გზასა ინტერნეტებში? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 30 2008, 01:35 AM
პოსტი #14


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ქავთარაძე
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=1065551
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iber
პოსტი Dec 30 2008, 01:48 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 349
რეგისტრ.: 19-November 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 5,968



მედიცინაშიც ასე იბრძოდნენ არასწორი აზრების წინააღმდეგ.
მაგალითად ჰიპოკრატემ რომ გაიმარჯვა კნიდოსის სკოლაზე(მისმა კოსის სკოლამ) გადაწვა მათი ბიბლიოთეკა და პარაცელსიც წვავდა ჰალენოსის და სხვა ავტორიტეტების წიგნებს სტუდენტების წინ –ამით ასწავლიდა რომ ავტორიტეტები არ არსებობს გარდა საკუთარი გონების და დაკვირვების უნარისა.
დღეს წიგნი ნაკლებ ფასეულობას წარმოადგენს ვინაიდან –წიგნები დიდი ტირაჯით იბეჭდება და ისინი ბევრია და წიგნის გარდა კინო–ტელევიზია,ინტერნეტ ელექტრონული ინფორმაციის წყაროებია
და მათი გადასაწვავად ატომური იარაია საჭირო biggrin.gif


--------------------
კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 30 2008, 02:28 AM
პოსტი #16


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



iber
ციტატა
დღეს წიგნი ნაკლებ ფასეულობას წარმოადგენს ვინაიდან –წიგნები დიდი ტირაჯით იბეჭდება და ისინი ბევრია და წიგნის გარდა კინო–ტელევიზია,ინტერნეტ ელექტრონული ინფორმაციის წყაროებია
და მათი გადასაწვავად ატომური იარაია სჭირო

ეგეც მართალია biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
linguistuss
პოსტი Feb 20 2009, 10:47 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 16-February 09
წევრი № 6,501



მნათე
ციტატა
ვარდის სახელით ჰრქუან მაგ ფილმსა...


il nome della rosa ჰრქუან მაგ წიგნსა, უმბერტო ეკოს ხელით დაწერილს. ჟან-ჟაკ ანოს ფილმი ძალიან სტერილურია წიგნთან შედარებით, რომლის ბოლოშიც ისეა აღწერილი ბიბლიოთეკის დაწვის პასაჟი, რომ დანთებული ცეცხლის ალმა თითები დამიწვა გვერდის გადაფურცლის დროს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2009, 12:01 PM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
il nome della rosa

ვინც იცის იტალიური რადიო დადგმას შეუძლია მოუსმინოს

http://www.radio.rai.it/radio2/sceneggiato/ilnomedellarosa/




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Feb 22 2009, 09:18 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა(დათიკო @ Nov 15 2008, 05:31 AM) *

მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)

ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები.

როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ?


დათიკო,

საქმეები 19-19:"ბევრმა მათგანმა ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვრცხლი აღმოჩნდა."

ჩემი გაგებით აქ წერია, რომ ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, იმათ დაწვეს თავიანთი წიგნები, რადგან ირწმუნეს იესო ქრისტე. რადგან წინა მუხლებში წერია, რომ ბევრმა განადიდა უფალ იესოს სახელიო.
ჩვენთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სახლებში შევიხედოთ და დავწვათ ანდა გადავყაროთ ის საგნები, რომელიც არაქრისტიანულია და დაგვაბრკოლებს ჩვენს რწმენაში. წიგნი იქნება ეს, თუ ტელევიზორი, თუ ვიდეოფილმები, თუ კომფიუტერი თავისი ინტერნეტით. ჩემთვის ამ სიაში ხატებიც შედის.
მსგავსი რამ გვხდება იესო ნავეს ძეს წიგნშიც, აღარ მახსოვს ზუსტად ადგილი. იქ იესო ნავეს ძე ეუბნება ებრაელებს, რომ თუ მათ უნდათ უფალს ემსახურონ, გამოიტანონ თავიანთი სახლებიდან კერპები და დაწვან.

ეს ციტატა იმას არ გვეუბნება, რომ წიგნების მაღაზიაში ანდა ვინმეს სახლში შეუვარდეთ და დავუწვათ წიგნები თუ სხვა რამ. ეს თვითონ იმ ადამიანმა თავისი ნებით უნდა გააკეთოს.

სიყვარულით,

ლოენ.

პ.ს. ტელევიზორი და კომფიუტერი თავისთავად არ არის ცუდი, როგორც მრავალი რამ. მთავარია ჩვენი დამოკიდებულება ამ საგნების მიმართ.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 22 2009, 09:25 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ტელევიზორი, თუ ვიდეოფილმები, თუ კომფიუტერი თავისი ინტერნეტით. ჩემთვის ამ სიაში ხატებიც შედის.

gio.gif
ვიცით, რომ ხარ სექტანტი, გასაგებია, და შეიკავე თავი მართლმადიდებლობის გინებით, არ შეგიძლია? რა გჭირთ ხალხო? ყველგან რწმენა უნდა გვიგინოთ? ohmy.gif
ციტატა
კერპები და დაწვან.

სექტანტური შედარება...
ციტატა
მთავარია ჩვენი დამოკიდებულება ამ საგნების მიმართ.

ისე საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, თუკი დამოკიდებულებაა პრობლემა, მაშინ დამოკიდებულება გამოასწორე biggrin.gif
ბევრი წერე და ბოლოში ისღა გამოგივიდა, ტელევიზორთან, კომპიუტერთან კიდე შეიძლება რაღაც, მაგრამ ხატები უნდა დაწვათო sad.gif
მოიცადეთ რა ცოტა ხანი აპოლოგეტიკის განყოფილებამდე არ შეგიძლიათ? არ შეგიძლიათ მანამ მართლმადიდებლებს, ჩვენსავე ფორუმზე
ყველა თემაში ჩვენივე რწმენა არ გვიგინოთ?
საკმარისია!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი