IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმინდა წერილის - არქიმანდრიტ მაკარის თარგმანი
მოყვასი
პოსტი Feb 15 2009, 01:42 PM
პოსტი #1


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ჟურნალში, სახელწოდებით „მართლმადიდებლური მიმოხილვა“ («Православное Обозрение»). 1860—1867 წლებში გამოიცა ბიბლიის „ძველი აღთქმის“, თარგმანი რუსულ ენაზე!

მთარგმნელები იყვნენ მიხეილ იაკობის ძე გლუხარევი, რომელიც ცნობილია როგორც არქიმანდრიტი მაკარი, და გერასიმ პეტრეს ძე პავსკი.
ეს ღვთისმოშიში მამაკაცები, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი წევრები და ენათმეცნიერები იყვნენ. როდესაც გასული საუკუნის დასაწყისში ეს მამაკაცები სამუშაოს შეუდგნენ, მთლიანი ბიბლია ჯერ არ იყო თარგმნილი რუსულ ენაზე.

არქიმანდრიტ მაკარის მიერ თარგმნილი ბიბლია, ფაქტობრივად, თითქმის დავიწყებას მიეცა. არც თუ ისე ბევრი ადამიანი იცნობდა მართლმადიდებელი სწავლულის მაკარის მიერ გადათარგმნილ "ძველ აღთქმას".

1876 წელს სინოდის ნებართვით რუსულ ენაზე გადაითარგმნა მთლიანი ბიბლია — "ძველი და ახალი აღთქმა". ამ სრულ ბიბლიას ხშირად სინოდალური თარგმანი ეწოდება. საინტერესოა, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ამ „ოფიციალური“ თარგმანის წყარო ძირითადად მაკარისა და პავსკის თარგმანები იყო.

მაკარის ბიბლიის შესახებ, გაზეთმა „სანქტ-პეტერბურგის ექომაც“ («Санкт-Петербургское Эхо») აღნიშნა:

„სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გერცენის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტისა და რელიგიური ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ავტორიტეტულმა სწავლულებმა დიდად შეაფასეს ბიბლიის ეს გამოცემა“. გაზეთმა მოიხსენია მაკარისა და პავსკის მიერ ბიბლიის თარგმნა რუსულ ენაზე გასული საუკუნის პირველ ნახევარში და აღნიშნა: „აქამდე ბიბლიის წაკითხვა რუსეთში შესაძლებელი იყო მხოლოდ სლავურ ენაზე, რომელიც მხოლოდ მღვდლებს ესმოდათ“.


რა აზრის ხართ მაკარის თარგმანის შესახებ? რამდენად კარგად იცნობთ ბიბლიის ამ თარგმანს?


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Feb 26 2009, 02:21 PM
პოსტი #2


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



გამარჯობათ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჟურნალში, სახელწოდებით „მართლმადიდებლური მიმოხილვა“ («Православное Обозрение»). 1860—1867 წლებში გამოიცა ბიბლიის „ძველი აღთქმის“, თარგმანი რუსულ ენაზე! მთარგმნელები იყვნენ მიხეილ იაკობის ძე გლუხარევი, რომელიც ცნობილია როგორც არქიმანდრიტი მაკარი, და გერასიმ პეტრეს ძე პავსკი.
ეს ღვთისმოშიში მამაკაცები, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი წევრები და ენათმეცნიერები იყვნენ.
ნუთი არავის არ წაუკითხავს ეს თარგმანი? ის ხომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში წარმოიშვა. რატომ არავინ არ გამოხატავს საკუთარ აზრს მაკარის თარგმანის შესახებ?


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 04:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი