დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა |
უჩა |
May 22 2007, 01:25 AM
პოსტი
#121
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
წმინდა ნიკოლოზის ძალა, მფარველობა და მადლი არ მოგკლებოდეთ!
გილოცავთ ნიკოლოზობას! -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კანონისტი |
May 28 2007, 05:31 PM
პოსტი
#122
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მინდა განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი:
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, სამებისა წმიდისა საშინელისა საყდრისა წინაშე მდგომარეო, ანგელოზთა დიდებაო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ეშმაკისა ძალისა შემმუსვრელო და განმაქიქებელო, შენ თანა საღმრთოითა მადლითა განანათლე და დაიფარე ნებითა ღვთისაითა დედისა ღვთისა წილხდომილისა ქუეყანისა ივერიისა მთავრად დადგინებული მოსახელეი შენი მ ი ხ ე ი ლ ი, წარუმართე მას სლვანი თვისნი, შთაუთხრენ გულსა შინა მისსა კეთილი და მშვიდობაი წმიდისა ეკკლესიისათვის და ერისა შენისა, დაუმორჩილენ ქუეშე ფერხთა მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი საქართველოისანი, ევედრე უფალსა, რაითა მოსცეს მას სიმტკიცეი წმიდისა გიორგისა, კეთილმსახურება დავით აღმაშენებელისა, ქველისმოქმედება ვახტანგ გორგასლისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა და ცხოველი რწმენა მირიან მეფისა, მიქაელ მთავარანგელოზო, ევედრე უფალსა და შემოქმედსა ჩვენსა, რათა გაუღვივოს მთავარსა ჩვენსა სარწმუნოება ჭეშმარიტი, მდუღარებაი გულისა და სიწმიდით ცხოვრებაი მისი, მოგვეც ჩვენ პატივისცემაი და კეთილმიგებაი მისდამი, რათა ოდეს განასრულოს მართვაი ქვეყანისა ჩვენისა, სათნო ეყოს იგი საქმითა თვისითა მისა ძალაუფლებისა მიმცემელსა ზეციურსა მეუფესა ჩვენსა, რომლისაი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lamara |
May 30 2007, 03:01 PM
პოსტი
#123
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
შეგეწიოთ უფლის, ყველა წმიდანის და ყოველი დღის მადლი, გაიხარეთ და ცხოვნდით, ამინ!
-------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ბოლქვაძე |
May 30 2007, 03:23 PM
პოსტი
#124
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
დაგლოცოთ ღმერთმა!
მნათე გვაკურთხე -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
marine |
May 30 2007, 04:00 PM
პოსტი
#125
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩვენი წინაპრების კიდევ ერთი დალოცვა:
" ვინც თქვენ გაგიხსენებთ, ვინც მწყურვალს ღვინოსა და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, წარსულის შესანდობარსა და მომავლის დღეგრძელობას იტყვის, სიკეთის უღელში შეებმევა და კაცობის კვალს დატოვებს - იმას გაუმარჯოს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Jun 8 2007, 04:29 PM
პოსტი
#126
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
shakuna_-ის დალოცვა:
ჰოი წმიდაო დიდო მოწამეო შალვა, ახალციხისა სასანთლეო, ქართველთა ერისა ძლიერებაო, მართლმადიდებელთაგან პატივცემულო, საკვირველო მეოხო და ხელისაღმპყრობელო ქრისტესმოყვარეთა მხედართაო, ყოველთა წმიდისა სამებისა მადიდებელთა სიმტკიცეო, შენთა თანა საღმრთოითა ძალითა დალოცე და ყოველ საქმესა შინა კეთილად აკურთხე ძმაი ჩემი ქრისტესმიერი შ ა ლ ვ ა , მიმადლე ჟამი თვისისა ცხორებისა მრავალი, სული შემუსვრილი, გული კეთილი, გონება ნათელი და სიმრთელე მტკიცე, შესწირე ყოველი ლოცვაი მის მიერ აღვლენილი შენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, აკურთხე მშობელნი მისნი და ყოველნი მოყვარენი მისნი, უმრავლე მოკეთენი, კეთილად უქციენ ბოროტნი და მტერნი, შენითა მეოხებითა წარუმართე სლვანი მისნი ყოველსა კეთილსა შინა, რაითა ოდეს ინებოს უფალმან განსლვაი მისი ამიერ სოფლით, შენ თანა და ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს და თაყვანის-ცემდეს დამბადებელსა თვისსა ზესთა წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 13 2007, 01:30 PM
პოსტი
#127
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ubralod_gio-ს დალოცვა:
წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ჰოი დიდო და საკვირველმოქმედო ახოვანო მხედარო ქრისტესო, წამებითა განბრწყივებულო, ქრისტეს მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა აღვსილო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, უძლურთა შემწეო და ერისა ჩვენისა მფარველო ზეციურო, შენსა სიწმიდესა შემოვედრებული, გვედრი ყოვლითა გულითა, გონებითა და არსებითა ჩემითა, რაითა ყოვლადვე მფარველ და დამცველ ექმნე მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რათა მიმადლოს მას სიბრძნე გველისა და უმანკოება ტრედისა, აკურთხე ყოველსა დღესა ცხოვრებისა მისისა, კეთილად წარუმართე მსახურებაი სადიდებელად უფლისა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შენგან შეყვარებულსა, რათა იყოს იგი ქუეყნის მოყუარულ, ვითარცა ილია მართალი, თავგანწირულ, ვითარცა თავდადებული დემეტრე, ლოცვით განძლიერებული, ვითარცა ხანძთელი გრიგოლ, სიკეთის მთესველ, ბოროტის არმომხსენებელ და მოყუარულ ყოველთა, რათა შენთანა და ზეციურისა იერუსალემისა მკვიდრთა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა სამებასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Tamro |
Jun 29 2007, 09:51 PM
პოსტი
#128
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 |
ჩვენი წინაპრების ძალიან ლამაზ დალოცვას წავაწყდი: - გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო. აუუ გაიხარე ულამაზესია ძაან გემრიელი , მადლიანი დალოცვაა აქამდე რატომ ვერ ვნახე არ ვიცი -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
lelagiga |
Jun 30 2007, 12:35 AM
პოსტი
#129
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 28-June 07 წევრი № 2,320 |
უფალმა შეისმინოს თქვენი ლოცვა ვედრება.............................. ა მ ი ნ................. ღვთის ცყალობა,მადლი,შემცეობა.სათნოება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოსა და ემიგრანტ ქართველებს
|
ნოდარიკო |
Jul 18 2007, 12:27 AM
პოსტი
#130
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
ამ განსხვავებული სასმისით თქვენ გაგიმარჯოთ
:აუუუFFFFFსმაილი: |
კანონისტი |
Jul 22 2007, 07:37 PM
პოსტი
#131
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჩემო ფორუმელო ძმებო და დებო,
უფალმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგახაროთ, ღვთივ გბოძებოდეთ მადლი სახიერისა, სიყვარული ერისა, სურვილი მოთმინებისა, ერთმანეთის გვერდით დგომისა ყოვლადწმინდა დედის ლოცვით ვყოფილიყავით ძისა მისისა ჭეშმარიტი მადიდებელნი, ქვეყნისთვის თავდადებულნი, მოძმეთა გამტანი და მტრისათვის მლოცველნი, წმინდა გიორგის შემწეობით ყოვლადწმიდა სამებამ დალოცოს საპატრონო და საზეპურო ერი თვისი ქართველთა, სამზღვანი აღუდგინოს, მადიდებელნი თვისნი განამრავლოს, ტაძარ-მონასტერნი აღადგინოს, წმინდა ანდრიას და წმინდა ნინოს ლოცვით ყოველი შვილი ჩვენი ეკლესიისა ყოფილიყოს აღვსილი დიდი რწმენითა და სარწმუნოებრივი საქმეების კეთებით, უფალო, იყავნ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
abo |
Jul 22 2007, 07:46 PM
პოსტი
#132
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
კანონისტი
დაგლოცავ გიორგი ღმერთმა ჯანი და სული გაგიმაგროს და ეს დავენება შეგარგოს. ალალი იყოს შენი დაბრუნება დელ-მამულს. ღმერთს შევთხოვ ყველა ფორუმელის და და სრულიად საქართველოს გაძლიერბას , მტერი მოყვრად მოგვდგომოდეს . გაიხარეთ აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანონისტი |
Jul 22 2007, 09:28 PM
პოსტი
#133
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
abo
გაგახარის უფალმა! ციტატა გიორგი მე დავითი მქვია. გიორგი ჩემი ძმაა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
იოანა |
Aug 1 2007, 12:10 PM
პოსტი
#134
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
zviadauri |
Aug 1 2007, 10:56 PM
პოსტი
#135
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
xandaxan Tqven pawawuna gulukeebSi momixsenieT xolme
|
Karo |
Aug 2 2007, 02:08 PM
პოსტი
#136
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 563 რეგისტრ.: 9-February 07 მდებარ.: ქართველების დედაქალაქია ქუთEისი!!! წევრი № 1,043 |
ღვთის მადლი გფარავდეთ
-------------------- მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან გითენებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალი ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...
|
izi-bartki |
Aug 2 2007, 08:49 PM
პოსტი
#137
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
უფალმა გაგაძლიეროთ და ღვთისმშობლის მადლიანი კალთა გფარავდეთ ჩემო ლამაზებო!დღეს უბედნიერსი ადამიანი ვარხდიდი მადლობ მინდა მოვუხადოყვლას ვინცცმინდანიკოლოზის სახელობის ტაზარს(ვორონცოვზე,სანპიროსთა
ნ)შეეწია ,დღეს ვიყავი და სიხარულისგან თვალებიც ამიცრემლიანდატაძარში იატაკის გამოცვლა უკვე დიწყოშესაწირი ყუთიც ეკლესიის კართან დგას და ვისაც სურვილი ექნება შეძლბისდაგვარად შეგიძლიათ დაეხმაროთ:ეჰ ჯერ კიდევ არ იცით როგორ მიყვარხართ ყველა,გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისა,წმინდა ნიკოლოზი! zviadauri აუცილებლად ჩემო კარგო ლოცვისას ჩემს პაწია გულსი სულაც მთელ ფორუმელებს მოგიხსენიებთ დღეს მარტო მოფერების და სიყვარულის დღე მაქვსგაიხარეთ -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
tamar_i |
Aug 7 2007, 04:55 PM
პოსტი
#138
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 26-July 07 წევრი № 2,520 |
უფალმა მოგცეთ რწმენა, ძალა და სიმშვიდე
-------------------- სიმშვიდე უფლის საჩუქარია და თანამგზავრი ამ ბობოქარ ცხოვრებაში.
|
PUSKU |
Aug 30 2007, 09:48 PM
პოსტი
#139
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 111 რეგისტრ.: 27-February 07 მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ.. წევრი № 1,207 |
ღმერთმა დაგლოცოთ..გაჭირვებაში მოგცეთ ძალა,რწმენა..სიხარული და სიყვარული ხარობდეს თქვენს გულებში.გევლოთ ღმერთისაკენ მიმავალი ნათელი გზით.
გფარავდეთ უფალი,შეგეწიოთ მისი მადლი! -------------------- <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ! <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> |
alilo |
Sep 2 2007, 06:27 PM
პოსტი
#140
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
ქრისტეში სყვარელო ძმებო და დებო დაგლოცოთ უფალმა,წყალობა და ცოდვათა მოტევება არ მოგიშალოთ ღმერთმა. მარად გისურვებთ მადლისმონიჭებას ღვთისგან და სულიერ ამაღლებას ზეცაში დაგლოცოთ ღმერთმა და შეგიწყალოტ და გაცხონოთ ცათა სასუფეველში
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი