IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რომის პაპის ვიზიტი სტამბულში
კანონისტი
პოსტი Nov 30 2006, 03:05 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



როგორც იცით, თურქეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომის პაპი ბენედიქტე XVI

ამჟამად მიმდინარეობს საღმრთო ლიტურგია წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით (30 ნოემბ. ახ სტ.)
წირვას აღავლენს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი უფალი უფალი ბართლომეოს I. წირვას ესწრება რომის პაპი

წირვას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში:
Real Player: http://htc-01.media.globix.net/COMP009941M...lvisit/512k.ram
Windows Media Player: http://htc-01.media.globix.net/COMP009941M...lvisit/512k.asx

ოფიციალური მიმართვა
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის,
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა
და მსოფლიო პატრიარქის უფლისა უფლისა ბართლომეოს I-ისა
მისი უწმიდესობის, რომის პაპის
ბენედიქტე XVI-სადმი


თქვენო უწმიდესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო,

ჭეშმარიტად სიხარულითა და აღტაცებით გიღებთ თქვენ კონსტანტინოპოლის წმინდა და ისტორიულ ქალაქში.

ეს არის ქალაქი, რომელიც ცნობილია ეკლესიის ზრდის მთელ საუკუნეებში დაგროვილი უმდიდრესი მემკვიდრეობით. სწორედ აქ, წმინდა ანდრიამ, მოციქულთა შორის "პირველწოდებულმა" დაარსა ბიზანტიონის ადგილობრივი ეკლესია და წმ. სტაქე დაადგინა მის პირველ მღვდელმთავრად. სწორედ აქ, იმპერატორმა და მოციქულთა სწორმა წმ. კონსტანტინე დიდმა დაარსა ახალი რომი. სწორედ აქ მოწვეულმა მსოფლიო კრებამ დაადგინა სარწმუნოების სიმბოლო საბოლოო რედაქციით. სწორედ აქ, მოწამენი და წმიდანი, ეპისკოპოსნი და ბერნი, ღვთისმეტყველნი და მოძღვარნი, "მოწმობის ღრუბელთან" ერთად აღიარებდნენ იმას, რაც იხილეს წინასწარმეტყველებმა, გვასწავლეს მოციქულებმა, რაც მიღებულ იქნა ეკლესიის მიერ, რაც მოძღვრებმა დოგმატის სახით ჩამოაყალიბეს, რაც შეიტყო მსოფლიომ, რომ მადლმან გამოიბრწყინა, რომ ჩვენ ჭეშმარიტება შევიმეცნეთ, შევიმეცნეთ მამათა სარწმუნოება. ეს არის რწმენა მართლმადიდებელთა. ამ სარწმუნოებით დგას სამყარო.

ამდენად მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს გესალმებით თქვენ, ვესალმებით თქვენს კურთხეულ სტუმრობას ჩვენს ქალაქში, მსგავსად ჩვენ წინამორბედთა, მსოფლიო პატრიარქთა - ათინაგორასი და დემეტრიოსისა და რომის პაპთა პავლე VI-ისა და იოანე პავლე II-ისა. ეკლესიის ამ დიდებულმა ადამიანებმა შეიგრძნეს შეუფასებელი ღირებულება და გარდაუვალი საჭიროება მსგავსი შეხვედრებისა ურთიერთობათა აღდგენის პროცესში სიყვარულისა და ჭეშმარიტების დიალოგის გზით.

ამიტომაც, ჩვენ, ორივე ჩვენგანი, ვართ მათი მემკვიდრენი და როგორც მემკვიდრენი რომისა და ახალი რომის საყდართა თანაბრად ვდგამთ ნაბიჯებს. ცხადია ჩვენ არ გვაქვს არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მთელი ამ ურთიერთსწრაფვისა და ჩვენი ბრძოლის გზაზე, რათა აღვასრულოთ უფლის ბრძანება, "რაითა ყოველი ერთ იყოს".

ამ სულით იყო აღვსებული ის მოვლენა, რომ ღვთის შეწევნით, ჩვენ განმეორებით ვესტუმრეთ რომს ორი წლის წინ იმისათვის, რომ წამოგვბრძანებინა წმიდათა გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის, ამ ქალაქის ეპისკოპოსთა წმინდა ნაწილები, რომლებიც საპატრიარქო საყდარს დაუბრუნდა უკანასკნელი პაპის მიერ. ამავე სულით იყო აღვსებული ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვესტუმრეთ რომს პაპის იოანე პავლე II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად.

ჩვენ ფრიად ვმადლობთ უფალს, რომ თქვენმა უწმიდესობამ გადადგა მსგავსივე ნაბიჯები დღეს იმავე სულით აღვსილმა. ჩვენ აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე სადიდებლის წარმოთქმით და მადლობას გიძღვნით თქვენც, თქვენო უწმიდესობავ, ძმური სიყვარულის გამო.

კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა, საყვარელო ძმაო. "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა".

"კურთხეულ არს სახელი უფლისა, აწ და უკუნისამდე, ამინ".


ოფიციალური მიმართვა
მისი უწმიდესობის რომის პაპის
ბენედიქტე XVI-ისა
სტამბულის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში
შეკრებილი მორწმუნე მრევლისა და მსოფლიო პატრიარქ
ყოვლადუწმიდეს ბართლომეოს I-სადმი


"აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი ერთად." (ფს 132:1)

თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,

დიდად მადლიერი ვარ იმ ძმური დახვედრისათვის, რაც გამოიხატა ჩემს მიმართ პირადად თქვენი და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ. ეს მარად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ვმადლობ უფალს წაყლობისათვის, რომ მოხდა ეს შეხვედრა, რომელიც ასე იყო აღვსილი კეთილი სურვილებითა და ეკლესიური შთაბეჭდილებებით.

მახარებს ფრიად, თქვენს გვერდით დგომა, ჩემს ქრისტეს მიერ ძმებთან ამ საკათედრო ტაძარში, რამეთუ აღვავლენთ ლოცვებს ერთობით უფლისა მიმართ და შევთხოვთ, მოგვცეს გონება და უნარი, რომ ვიღვაწოთ საბოლოო მიზნის მიღწევამდე - კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა ერთობისათვის. მსურს ზემოთქმულის დასადასტურებლად გავიხსენო იმედის მომცემი გადაწყვეტილება 1054 წლის ანათემის გაუქმების შესახებ. ერთობლივი განჩინება პაპ პავლე VI-ისა და პატრიარქ ათინაგორასი, დაწერილი ურთიერთსიყვარულით აღვსილი სულით, საზეიმოდ იქნა წაკითხული რომის წმინდა პეტრეს ბაზილიკასა და ამ წმინდა საპატრიარქო ტაძარში. საპატრიარქო ტომოსი ეფუძნებოდა იოანეღვთისმეტყველისეულ განმარტებას სარწმუნოებისა: "ო თეოს აღაპი ესტინ!" (1 ინ 4:9) "დეუს კარიტას ესტ!" [ღმერთი სიყვარული არს]. თავის მხრივ პაპმა პავლე VI-მ თავისი განჩინება დააფუძნა პავლესეულ შეგონებას: "ამბულატე ინ დილექციონე" (ეფ. 5:2) [ვიდოდეთ სიყუარულით]. ამას დაეფუძნა ურთიერთსიყვარული, რაც შედეგია რომისა და კონსტანტინოპოლისა ეკლესიათა ახლად განვითრებული ურთიერთობებისა.

ამ სიყვარულის დასტურია არაერთი დეკლარაცია ურთიერთშეხვედრებისა და მრავალი მნიშვნელოვანი ჟესტები. ორივე პაპი, როგორც პავლე VI, ისე იოანე პავლე II თბილად იღებდნენ წმინდა გიორგის ტაძრიდან ჩამობრძანებულ სტუმრებს, ხოლო პატრიარქები ათინაგორა და დიმიტრიოსი ყველაფერს აკეთებდნენ ურთიერთგაგების იმპულსის გაღვივებისა და საბოლოო ერთობის მისაღწევად. ნეტარ და კურთხეულ იყოს მათი სახელები!

მოხარული ვარ იმითაც, რომ ამ მიწაზე ვიმყოფები, მიწაზე, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანობის უძველეს წლებთან. მახსენდება პეტრე მოციქულის კათოლიკე ეპისტოლე, სადაც ის საუბრობს ქრისტიანთა თემებზე: "პონტოსა, გალატესა, კაბადოკიასა, ასიასა და ბითვინიასა შინა" (1 პეტ 1:1) და მრავალრიცხოვანი დასი მოწამეთა, ღვთისმეტყველთა, ხუცესთა, სამონზავნოთა, წმინდა მამათა და დედათა, რომელიც ამ ეკლესიამ შვა საუკუნეების განმავლობაში.

მე ასევე მახსენდება გამორჩეული წმიდანი და მოძღვარნი, რომლებიც კონსტანტინოპოლის წმინდა საყდარს განაგებდნენ, მათ შორის წმ. გრიგოლი ნაზიანელი და წმ. იოანე ოქროპირი, რომელთაც დასავლეთშიც პატივს სცემენ, როგორც ეკლესიის დიდ მოძღვრებს. მათი ნაწილები დასვენებულია ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომელთაგან ზოგიერთი გადმოგეცათ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, იოანე პავლე II-ს მიერ პატივისცემის ნიშნად ამ დიდებულ ტაძარში. ჭეშამრიტად, ისინი დიდი მეოხი არიან ჩვენი უფლის წინაშე.

აღმოსავლური სამყაროს ამ ადგილას შედგა შვიდი მსოფლიო კრება, რომლებსაც ერთნაირად ავტორიტეტულად მივიჩნევთ კათოლიკეები და მართლმადიდებლები ეკლესიის სარწმუნოებისა და მოძღვრების განმტკიცების საქმეში.
ისინი წარმოადგენენ მძლავრ მანათობელს ჩვენი სრული ერთობის გზაზე.

დასასრულს, მსურს კვლავაც გამოვხატო ჩემი სიხარული თქვენთან ყოფნის გამო. დაე ამ შეხვედრამ განამტკიცოს ჩვენი ურთიერთსწრაფვა და განაახლოს ჩვენი საერთო მცდელობა რომ მივაღწიოთ ურთიერთობის აღდგენას და ეკლესიათა მშვიდობას.

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით. იყავნ უფალი თქვენ ყოველთა თანა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xirseli
პოსტი Nov 30 2006, 03:28 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 25-November 06
წევრი № 521



ციტატა
იმედის მომცემი გადაწყვეტილება 1054 წლის ანათემის გაუქმების შესახებ.

sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 03:34 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ღმერთმა შმოარიგოს დასავლეთი, იქმნება შთაბეჭდილება რომ რომი ჭეშმარიტებას ეძებს. . . ხოლო მაძიებელი ყოველთვის პოულობს. . . თუ ეს მისი მორიგი პოლიტიკა არ არის, როგორც ამბობენ "კბილებჩატეხილი ვეფხვი ზნეს არ იცვლის" იმედი მაქვს ყოვლადუწმინდესის. . . ღმერთმა ინებოს!

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 03:38 PM
პოსტი #4


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
ღმერთმა შმოარიგოს დასავლეთი, იქმნება შთაბეჭდილება რომ რომი ჭეშმარიტებას ეძებს. . . ხოლო მაძიებელი ყოველთვის პოულობს. . . თუ ეს მისი მორიგი პოლიტიკა არ არის,


ჯერ საკითხავი ის არის ვინ რას ეძიებს...

ხოლო დარწმუნებული შეგიძლია იყო ჩემო დრუნჩიკ, რომ რომის პაპიც და ჩვენი ბართლომეც დიდი პოლიტიკოსები არიან...უფრო დიდი ვიდრე მე და შენ წარმოგვიდგენია wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 03:46 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჯერ საკითხავი ის არის ვინ რას ეძიებს...


რომი wink.gif

ციტატა
ხოლო დარწმუნებული შეგიძლია იყო ჩემო დრუნჩიკ, რომ რომის პაპიც და ჩვენი ბართლომეც დიდი პოლიტიკოსები არიან...უფრო დიდი ვიდრე მე და შენ წარმოგვიდგენია


პოლიტიკა თუ დოგატს გადავა? ეს უკვე ქრისტიანიზმი არაა wink.gif პრინციპში პროტესტანტებს არ უნდათ ეს ერთობა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 03:54 PM
პოსტი #6


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
ციტატა
პრინციპში პროტესტანტებს არ უნდათ ეს ერთობა


პროტესტანტებიც არიან და პროტესტანტებიც...აზრთა სხვადასხვაობა ყველგან არის და გაუგებრობაც..უტანხმოებაც...ისევე როგორც მართლმადიდებლებში... (არ თქვა არაო...)

რა თქმა უნდა ბევრი პროტესტანტი ლიდერი წინააღმდეგია ყველანაირი "უწმინდესობა" უმაღლესობა" და .ა.ს ტიტულებისა...თუმცა მატ სორისაც არიან პატარა ყოვლად უმაღლესები, უწმიდესები და ა.შ...
უმცა უსახელოდ wink.gif

ასე რომ როგორც "ქვეყნიურ პოლიტიკას" ვერ გავუგებთ, ისევე "სულიერს" რადგან დღეს ეს ორი ერთმანეთის გარესე წარმოუდგენელია...
ესენი ხომ ერთმანეთს ჰბანენ ხელს....

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 04:10 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პროტესტანტებიც არიან და პროტესტანტებიც...აზრთა სხვადასხვაობა ყველგან არის და გაუგებრობაც..უტანხმოებაც...ისევე როგორც მართლმადიდებლებში... (არ თქვა არაო...)

რა თქმა უნდა ბევრი პროტესტანტი ლიდერი წინააღმდეგია ყველანაირი "უწმინდესობა" უმაღლესობა" და .ა.ს ტიტულებისა...თუმცა მატ სორისაც არიან პატარა ყოვლად უმაღლესები, უწმიდესები და ა.შ...
უმცა უსახელოდ

ასე რომ როგორც "ქვეყნიურ პოლიტიკას" ვერ გავუგებთ, ისევე "სულიერს" რადგან დღეს ეს ორი ერთმანეთის გარესე წარმოუდგენელია...
ესენი ხომ ერთმანეთს ჰბანენ ხელს....



მე ამ პაჭა პუჭა სექტუკებს ქრისტესთან არც ვაიგივებ, და სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობს ვინმე პასტორი და "პირველი სიყვარულის ეკლესიის" მონოზონთა მერვე კრება wink.gif

ყოვლადუწმინდესის ტიტულს ატარებს კათედრაზე მდგომი პატრიარქ, რომელიც უფლის მემკვიდრეა wink.gif თუმცა შენ წმიდად მოწიქულს არ აღუარებ და ახლა wink.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 04:59 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4






IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Dec 1 2006, 12:43 PM
პოსტი #9


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ვაცხადებ პროტესტს..რატომ წამიშალეს ბოლო პოსტი! ph34r.gif ph34r.gif ph34r.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2006, 02:13 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რომის პაპი ბორჯია ყველაზე გარყვნილი და მდიდარი პაპი იყო ვატიკანის ისტორიაში. იგი სამარცხვინოდ, სიფილისით მოკვდა..

პაპი ვატიკანის თავკაცია და სიცოცხლის ბოლომდე ირჩევა. იგი არანაირ ჯამაგირს არ იღებს, რადგან ვატიკანის ხაზინის სრული გამგებელია..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 1 2006, 02:36 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომის პაპი ბორჯია ყველაზე გარყვნილი და მდიდარი პაპი იყო ვატიკანის ისტორიაში. იგი სამარცხვინოდ, სიფილისით მოკვდა..

პაპი ვატიკანის თავკაცია და სიცოცხლის ბოლომდე ირჩევა. იგი არანაირ ჯამაგირს არ იღებს, რადგან ვატიკანის ხაზინის სრული გამგებელია..


და მერე? ბენედიქტე ბორჯიასთან რა შუაშია?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 1 2006, 02:42 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოდით პაპის უცდომელობას შევეხოთ, როგორც ვიცით XIX საუკუნის ბოლომდე პაპის უცდომელობა მოარულად რჩებოდა. . .რომელსაც საკუთრივ შუა საუკუნეებში ქონდა ფესვები. . . ეს ნიშნავს იმას რომ არ იყო ყველა პაპისტისთვის მისი აღიარება აუცილებელი. . .

XIX საუკუნის ბოლოს იეზუტურ-ულტრამონტანურმა პარტიამ მიზნად დაისახა უკიდურესი მწვალებლობის, დოგმატის რანგში აღყვანა. . . რას ვერ იზავდნენ. . .

დადგა 1869 წლის 29 ივნისი, "მისი უწმინდესობა პიუს IX, ეპისკოპოსი რომისა, მემკვიდრე მოციქულთა თავისა, უმაღლესი მღვდელმთავარი, პრიმატი იტალიისა,მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი რომის ეკლესიის პროვინციათა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მეთაური, უფლის მონათა მონა და მოსაყდრე ქრისტესი" (მეტად სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს) აქვეყნებს ბულას (!) Aeterni Patris რომლითაც 8 დეკემბერს სრულიად კათოლიკეთ საეკლესიო კრებაზე უხმობს. ამ დროს ჟონავს ინფორმაცია რომ კრება უცდომელობის დოგმატის დამტკიცებას შეეცდება.

და აი, 1869 წლის 8 დეკემბერს ვატიკანში იხსნება I კრება. მას 746 კაცი ესწრებოდა. დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერაზე წინასწარ იზრუნა ვატიკანმა (ვერაგობით რასაკვირველია) პაპმა კრებამდე გამოუძებნა რამდენიმე უეპარქიო ეპისკოპოსს სამწყემსო, რითაც თავის მხარდამჭერ ბანაკში შეიტყუა. ამავე დროს კრებაზე წარმოადგინეს უფრო მეტი ესპანელი და იტალიელი ეპისკოპოსი ვიდრე გერმანელი, ფრანგი და პორტუგალიელი, გასაგები მიზეზის გამო___ პირველთაგან მხარდაჭერა იყო მოსალოდნელი უკანასკნელთაგან პროტესტი.

ამასთან გადაწყდა რომ შეკრებები მოლოდ ლათინურ ენაზე წარიმართებოდა, რადგან ეპისკოპოსთა უმრავლესობა ვერ ფლობდა ლათინურს შესაბამისად საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის მსურველიც ნაკლები იქნებოდა.

პაპის რამდენიმე ეპისკოპოსმა შეიმუშავა პეტიცია სადაც გამოიცანით რა ეწერა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, მოწინააღმდეგეები პაპს ემუდარებოდნენ არ მიეღო ან შეერბილებინა ხსენებული დოგმატი, არც ერთი აზრი არ იქნა გათვალისწინებული, რის შემდეგაც 17 ივლისს ოპოზიციამ კრება დატოვა.

18 ივლისს კრებამ 533 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო დეკრეტი პაპის შეუმცდარობის შესახებ, დეკრეტი სრულიად მსოფლიოს უცხადებდა "წმინდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადეულ დოგმატს: როდესაც რომის პაპი ქადაგებს ex cathedra (კათედრიდან) ანუ როგორც ყველა ქრისტიანის მწყემსი და მოზრვარი აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონიჭებული სამოციქულო ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოების და ზნეობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მთელი ეკლესიისთვის, ამ დროს იგი ღვთაებრივი მხსნელის მიერ თავისი ეკლესიისთვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მას წმიდა პეტრეს სახით. აქედან გამომდინარე, რომის პაპის დადგენილება თავისთავად ეკლესიის თანხმობისგან დამოუკიდებლად, ისეთი ძალის მქონეა, რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე გაკადნიერდება და წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს დადგენილებას, წყეულიმც იყოს და განიკვეთოს ეკლესიიდან"

ამით მიაღწია 10 საუკუნოვანმა ცენტრალიზაციამ პიკს.





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 1 2006, 02:48 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მნათე, შენ მაგ თემისათვის ცალკე, ხომ გაქვს თოფიქი? აქ ხომ სხვა რამეზე ვსაუბრობთ?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 1 2006, 02:53 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე, შენ მაგ თემისათვის ცალკე, ხომ გაქვს თოფიქი? აქ ხომ სხვა რამეზე ვსაუბრობთ?


იცი დიალოგის გზა ამ დოგმატზე გადის. . . ხოოოოდა ვიფიქრე ასეო და ისეო biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Dec 1 2006, 02:54 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



KAIROS
მეც მახსოვს რომელიხაცა განხიპილებაში არის გახსნილი უკვე მაგ პოსტთან დაკავშირებული თემა , ხომ ვერ მეტყოდი სადა..


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2006, 03:10 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი პოსტიდან გამომდინარე შეეხო მნათე პაპის უცდომელობის თემას, რისთივსაც მადლობას ვუხდი smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 1 2006, 03:23 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
და მერე? ბენედიქტე ბორჯიასთან რა შუაშია?


შეუმცდარობის სამართალმემკვიდრეა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2006, 03:25 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(მნათე @ Dec 1 2006, 03:23 PM) *

შეუმცდარობის სამართალმემკვიდრეა biggrin.gif


მართალი ხარ, მნათე laugh.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი