მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 08:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ ჩემმა წინა ფოსტმა გაუგებრობა გამოიწვია ძალიან ბევრი, ალბათ ვერ გამოვხატე გასაგებად. აი რას ვგულისხმობდი:
ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე "სიშიშვლის" 9. ცეკვის 10. სპორტის ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში. ნუ დაგავიწყდება რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს: გიხაროდეს ნუ დაგავიწყდება რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად: ჩვენ გვინდა გახაროთ და ნუ დაგავიწყდება რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს: სახარება აქვე კი ბარემ პირველ კითხვას თავად გავცემ პასუხს: ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок! პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები. პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით. ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2 მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში. ამიტომ დასკვნა ასეთია: 1. კომპი ვერ ხედავს მაგ 6-ებს 2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი 3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია 4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდეზსები არ წერს ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით 5. თესავს შფოთს 6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას მცირე შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად. ვისაუბროთ... პ.ს. აჯობებს იხილოთ ყველაზე ბოლო პოსტი სიების ჩამონათვალისა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განახლებულ ვერსიას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზებედე |
Nov 10 2006, 08:24 PM
პოსტი
#2
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მომრავლდნენ " ფანატიკოსი მორცმუნეები" რომლებიც საერო ტრადიციებს, ტელევიზორის ყურებას, თეატრში ან ოპერაში სიარულს, ქართულ ხალხურ ცეკვა-სიმღერასაც კრძალავენ და სხვებსაც უკრძალავენ მაგრამ ამაყობენ სჯულის კანონის მიხედვით ვცხოვრობთო...ნუთუ სწორად მიგაჩნიათ სხვას აუკრძალო და შენ იამაყო?
ერთი ფანატიკოსი მაფრთხილებდა რომ თუ არ შევწყვიტავდი "იუმორინაში" მონაწილეობას ღმერთი აუცილებლად მკაცრად დამსჯიდა ასეთ ხალხს მიაჩნია რომ უფალი მხოლოდ მართლმსაჯულია და ავიწყდებათ თუ როგორი მოწყალეა... ერთმა ფანატიკოსმა რუსთავი2-ზე პირდაპირ ეთერში განაცხადა რომ მიწისძვრა მკრეხელური ფილმის დროს მოხდაო და ღმერთმა ამიტომ დაგვსაჯაო, ხედავთ რა მართლმსაჯული ჰგონიათ უფალი? მაშინ რატომ ყოველდღე არაა მიწისძვრები და ვულკანები, თითქმის ყოველდღე საშინელებები და მკრეხელობები ხდება ტელევიზიით და არამარტო ტელევიზიით... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Nov 10 2006, 08:31 PM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი თემა, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მგონი აჯობებდეს გავარკვიოთ ხალხი, როგორ უნდა წერონ, რომ ის რა წინას მოუვიდა იგივე ბედი არ ეწიოს ამ თოფიქსაც.
დაიცავით საუბრის და კამათის ეტიკეტი და ისაუბრეთ მხოლოდ საკითხის ირგვლივ, დასაბუთებულად! და მე მაინც ყველაზე დიდ პრობლემად რაც საქართველოში დღეს იბადება, არის სამოქალაქო-საერო საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრისადმი მოუმზადებლობა, რაც ბადებს იმ ფანატიკურ ჩაკეტილობას და ობსკურანტიზმს, რასაც ხშირად მართლმადიდებლობის სახელით ავრცელებენ, სამწუხაროდ ხშირად ამბიონიდანაც კი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 08:33 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აი თემა, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მგონი აჯობებდეს გავარკვიოთ ხალხი, როგორ უნდა წერონ, რომ ის რა წინას მოუვიდა იგივე ბედი არ ეწიოს ამ თოფიქსაც. დაიცავით საუბრის და კამათის ეტიკეტი და ისაუბრეთ მხოლოდ საკითხის ირგვლივ, დასაბუთებულად! და მე მაინც ყველაზე დიდ პრობლემად რაც საქართველოში დღეს იბადება, არის სამოქალაქო-საერო საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრისადმი მოუმზადებლობა, რაც ბადებს იმ ფანატიკურ ჩაკეტილობას და ობსკურანტიზმს, რასაც ხშირად მართლმადიდებლობის სახელით ავრცელებენ, სამწუხაროდ ხშირად ამბიონიდანაც კი! ეს გასაგებია ჯიგარ, მარა თქვი რამე შენც, თემა საზოგადოების მოუმზადებლობას არ ეხება, თუმცა მისი შედეგია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Nov 10 2006, 08:47 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ძალიან გთხოვთ ვისაუბროთ მხოლოდ თემაზე. აქ თუ მთავარი თემის გვერდზე გადადება და ირონიაზე ორიენტირება დაიწყო, ფიასკო გარანტირებული გვაქვს!
ვისაუბროთ სამწუხაროობაზე და არა მოცემულ პირთა გაუნათლებლობასა და უვიცობაზე. . . თუმცაღა რა თქმა უნდა ესეც კავშირშია ყოველივესთან. . . რა ბადებს გარიყულობას? რომლის შედეგადაც ადამიანი მართლმადიდებლობად წარმოადგენს სხვადასხვა ზღაპარს? კონკრეტიკას ვერ მივყვები. . . წინა თემაში მართალი არ აღმოვჩნდი (ზოგიერთ საკითხში) მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყოველივეს სუნი უკვე იგრძნობა მკაფიოდ(!) სამართლმადიდებლოში. . . რაც რა თქმა უნდა სამწუხარა ჩვენთვისაც გვეხებიან რა ეს ადამიანები ჩვენც. თუ ეკლესიას მხოლოდ ქვის კედლებად არ აღვიქვავთ და ერთიან საკრებულოდ (რაც არის კიდეც) წარმოვადგენთ და შემდეგ მას ქრისტეს ორგანიზმს ვუწოდებთ, აღმოჩნდება რომ ჩვენ მისი შემადგენელი უჯრედები ვართ, ერთმანეთთან კავშირში ქრისტეთი. . . და როგორც ყველა უჯრედს უნაწილდება რომელიმე ერთის ტკივილი თუ სიამე, ასე გვინაწილდება ყველას ჩვენი მოძმის (მართლმადიდებელი ქრისტიანის!) ავი თუ კარგი. . . ასე რომ ერთი რომელიმეს პრობლემა თუ ცოდვა ქრისტესთან და ჩვენთანაა კავშირში. . .ხოლო სულელია ის ვინც საკუთარ პრობლემას განაქიქებს. . . ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი! სიყვარულში გააზრებული პრობლემის ბოლო, მის არარსებობაა! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Nov 10 2006, 08:51 PM
პოსტი
#6
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
საქმე, ჩემო კარგო, იმ ცნობილი აპოკალიფსური სიმბოლოს "მხეცის ნიშნის" შეცვლილ და უცნაურ განმარტებასთან გვაქვს, მარჯვენა ხელი და შუბლი; სიმბოლო თუ ბუკვალური გაგება? იქნებ ორივე ერთად?
1) თუკი სიმბოლოა, გასაგებია, ანტიქრისტეს საბოლოო მორჩილება გონებით და საქმით 2) თუკი ბუკვალურია-მაშინ გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნიშანს მიიღებენ, მაშინვე წარწყმედულები არიან, რაჟამს ეს რაღაც ნიშანი ( თუ ჩიპი, როგორც გინდათ), მიიღეს, მაგრამ ეს არ მოდის თანხმობაში, მართლმადიდებლური სოტიოროლოგიასთან, რადგან ყოველ ხორცში მყოფს აქვს შენანების შანსი და საშუალება, აქედან ცხონებისაც, აქედან შეიძლება ადამიანები, ბოლო პერიოდშიც კი მოექცნენ, მაშინ ვინ არიან "დაღდასმულები"? ისინი ვინც გონებითაც დაემორჩილნენ ანტიქრისტეს და მისი მსახურები გახდნენ, ამიტომ არა მგონია რაიმე ფიზიკურ-მატერიალური განსხვავება ქონდეთ ( ძვალზე დასხივებული კოდები თუ ჩადობილი ჩიპები...), არამედ თავისუფალი პიროვნული არჩევანით დამონებულები იქნებიან სატანას... 3) ორივეს შეთანხმებას მე არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ სულ სხვადასხვა სულის მატარებლები არიან ისინი... ე.ი. თუკი დავუშვებთ, რომ 666 არ არის რაიმე სახის მატერიალიზებადი საგანში ან კოდში, არამედ სიმბოლურად გადმოცემს სატანისადმი დამორჩილებას ( ეგ ცალკე საკითხია, თუ რატომ), მაშინ აშკარაა, თუ რატომ არაა ეს რიცხვი საშიში, მაგ: ბიბლიაში, სადაც არის კიდეც ასეთი გვერდი, ან ტელეფონის, მანქანის, სახლის და ა.შ. ნომრებში ( თუმცა ბევრს მაინც ეშინია) და რატომ იძენს მთელ დამღუპველ ძალას, როცა ანტიქრისტეს თემატიკას ეხება, რადგან მხოლოდ ამ პერიოდთან მიმართებაშია იგი სიმბოლური, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ისეთივე რიცხვია, როგორიც 230 ან 426 ... და დავამთავრებ, იმ კოდებში რომც იყოს რაიმე ექვსები, ( თუმცა ვიცით, რომ როგორც პატრიარქმა პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок!) და ვამბობდი რომც იყოს მაინც არანაერ საშიშროებას არ წარმოადგენს, ზემოთ მოყვანილი და სხვა ათასი არ მოყვანილი მიზეზის გამო! ერთ მაგალიტს მოგიყვანთ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ადრე, სადღაც 12 წლის უკან შემოვიდა რაღაც ჩინური ფანქრები, ზედ კი რიცხვები ეწერა, მათ შორის ეს 666-იც, შესანიშნავად გამოვიყენე, ისეთივე ფანქარი იყო, როგორც ნებისმიერი სხვა ჩინური ნაწარმი... ასე რომ ფორმის კი არა შინაარსის ძიება უნდა მოხდეს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ლილიანა |
Nov 10 2006, 08:53 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ანუ პრობლემა არა იმაშია რო ჯერათ და ეშინიათ უფრო იმაში რო ვიღაც ამ ფაქტორების საფუძველზე იმყარებს რწმენას და შიშით იძახებს მორჩილებას ეს უფრო დამღუპველია თუ მორწმუნე ბოლომდე ამ სტადიაში რჩება და ამ ნაყოფზე იზრდება მისი რწმენა თუ ასე იწყებს და მერე იძენს ნამდვილ სიყვარულს უფლისას და ადგება ჭეშმარიტების გზას მაშინ რატო განვკიცხოთ არ ვიცი მეშინია სტერეოტიპულად აზროვნების
არ მინდა ვიღაცაზე ხელი ჩავიქნიო თუ ის კომპიუტერს ეშმაკისეულს ეძაღის ვინ იცის გაიზარდოს და ვინ იცის იქნება კარგია რო ასე იწყებდა რწმენაში ცხოვრებას -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
KAIROS |
Nov 10 2006, 08:56 PM
პოსტი
#8
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არ მინდა ვიღაცაზე ხელი ჩავიქნიო თუ ის კომპიუტერს ეშმაკისეულს ეძაღის ვინ იცის გაიზარდოს და ვინ იცის იქნება კარგია რო ასე იწყებდა რწმენაში ცხოვრებას ხელს არც არავინ იქნევს, მაგრამ არც იმას ვფიქრობთ, რომ ასეთი სისულელებით დაიწყებს რწმენაში ცხოვრებას, პირიქით ასე შორდება ადამიანი რწმენას და იქცევა ზომბად, მათი ნახვა კი ნამდვილად არაა ძნელი... განათლება გონების განათებას ნიშნავს, რაც უწყობს ხელს ადამიანის ჭეშმარიტებისაკენ სვლაში. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა |
Nov 10 2006, 08:57 PM
პოსტი
#9
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანუდოსელი KAIROS გუჯა აი მესმის თემაააააააააააააა ყურადღებით გისმენთ |
ქავთარაძე |
Nov 10 2006, 08:59 PM
პოსტი
#10
|
დაურეგისტრირებელი |
glaxa
|
ლილიანა |
Nov 10 2006, 09:00 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ხელს არც არავინ იქნევს, მაგრამ არც იმას ვფიქრობთ, რომ ასეთი სისულელებით დაიწყებს რწმენაში ცხოვრებას, პირიქით ასე შორდება ადამიანი რწმენას და იქცევა ზომბად, მათი ნახვა კი ნამდვილად არაა ძნელი... განათლება გონების განათებას ნიშნავს, რაც უწყობს ხელს ადამიანის ჭეშმარიტებისაკენ სვლაში. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რო ასეთი ადამიანი ზომბად იქცევა მე არ ვარ დარწმუნებული ამიტომ არ მყოფნის გამბედაობა...... -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
KAIROS |
Nov 10 2006, 09:01 PM
პოსტი
#12
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რო ასეთი ადამიანი ზომბად იქცევა მე არ ვარ დარწმუნებული ამიტომ არ მყოფნის გამბედაობა...... თუკი რწმენას იმით დაიწყებს რომ კომპიუტერი ამუნიაა და ტელევიზორი ეშმაკის ყუთი მაშინ დამერწმუნე დიდი და ნათელი მომავალი ნამდვილად არ გადაეშლება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 09:03 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რო ასეთი ადამიანი ზომბად იქცევა მე არ ვარ დარწმუნებული ამიტომ არ მყოფნის გამბედაობა...... თუ დარჩება მოძღვართან, რომელიც ქადაგებს მაგ სისულელეებს, რა თქმა უნდა ზომბად დარჩება, რადგან მოძღვართან ყოფნა მორჩილებას მოითხოვს, მორჩილება თანხმობას რწმენის საკითხებში და არა მარტო და ვინაიდან ზოგი ფანატიკოსთა ჯგუფი ამ სუროგატებს ლამის რწმენის "სიმბოლოდ" მიჩნევს-შედეგი გარდუვალი იქნება. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Nov 10 2006, 09:06 PM
პოსტი
#14
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თუ დარჩება მოძღვართან, რომელიც ქადაგებს მაგ სისულელეებს, რა თქმა უნდა ზომბად დარჩება, რადგან მოძღვართან ყოფნა მორჩილებას მოითხოვს, მორჩილება თანხმობას რწმენის საკითხებში და არა მარტო და ვინაიდან ზოგი ფანატიკოსთა ჯგუფი ამ სუროგატებს ლამის რწმენის "სიმბოლოდ" მიჩნევს-შედეგი გარდუვალი იქნება. კანუდოსელ, შევეშვათ ახლა ამ თემას, და ის ძველი განავრცე, რას ფიქრობ, ჩემს პოსტინგზე? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 09:09 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელ, შევეშვათ ახლა ამ თემას, და ის ძველი განავრცე, რას ფიქრობ, ჩემს პოსტინგზე? რომელზე მურაბავ? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლილიანა |
Nov 10 2006, 09:10 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
თუ დარჩება მოძღვართან, რომელიც ქადაგებს მაგ სისულელეებს, რა თქმა უნდა ზომბად დარჩება, რადგან მოძღვართან ყოფნა მორჩილებას მოითხოვს, მორჩილება თანხმობას რწმენის საკითხებში და არა მარტო და ვინაიდან ზოგი ფანატიკოსთა ჯგუფი ამ სუროგატებს ლამის რწმენის "სიმბოლოდ" მიჩნევს-შედეგი გარდუვალი იქნება. ინდივიდუალურია , მე უფრო ხანდაზმული ქალბატონები მაშფოთებენ ეკლესიებში განმირავი თვალებით რო უცქერენ მომღიმარი სახით შესულ ქალას ან კაცს ( რა უხარიათ ან არ აცინებთ რო აწერით თვალებზე ) მოკლედ ესეთი ცრურწმენები უფრო გაბოროტებული ადამიანის ფსიქიკას ერგება წარმატებით ამ რწმენაში თავიან ხასიათს ავლენენ და ერთგვარ სიამოვნებას იღებენ იმიტომ რო არ შეუძლიათ უხაროდეთ ამ ტიპზეც უნდა დავფიქრდეთ ადამიანების კანუდოსელ, შევეშვათ ახლა ამ თემას, და ის ძველი განავრცე, რას ფიქრობ, ჩემს პოსტინგზე? ანუ მე ამ თემაში შათ დაუნი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
თამარი_ცქნაფო |
Nov 10 2006, 09:13 PM
პოსტი
#17
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Nov 10 2006, 09:15 PM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ცრურწმენები უფრო გაბოროტებული ადამიანის ფსიქიკას ერგება წარმატებით ამ რწმენაში თავიან ხასიათს ავლენენ და ერთგვარ სიამოვნებას იღებენ იმიტომ რო არ შეუძლიათ უხაროდეთ ამ ტიპზეც უნდა დავფიქრდეთ ადამიანების შესანიშნავი დაკვირვებაა ლილიანა, ყოჩაღ, მაგრამ ესენიც იმ ზომბების მოწინავე რიგების საპატიო წარმომადგენლებია , ასე რომ ვიმეორებ, მცდარ საფუძვლიანი სახლი ადრე თუ გვიან ინგრევა, ამიტომაა საჭირო ასეთი ადამიანების გამორიდება "მოსტრების კორპორაციიდან"... ციტატა რომელზე მურაბავ? აი ზემოთ ექვსიანების ფილოსოფიაზე ციტატა ანუ მე ამ თემაში შათ დაუნი რას ამბობ "ველქამი", პირიქით -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 09:16 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები ჩვენ ერთმანეთის კანონიზაციის დაჩქარებას ვუწყობთ ხელს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Nov 10 2006, 09:17 PM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები ჩვენთანაც მოვა გაზაფხული ჩვენ ერთმანეთის კანონიზაციის დაჩქარებას ვუწყობთ ხელს კოცონი, კოცონი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი