IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

50 გვერდი V « < 47 48 49 50 >  
Reply to this topicStart new topic
> რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ
marine
პოსტი Jan 20 2024, 08:42 PM
პოსტი #961


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორწმუნე ადამიანს არ უღირს სხვათა წინაშე იმ უდიდეს საიდუმლოებებზე მსჯელობა, რომლებისაც თავად სწამს და რომელთაც განიცდის, რამდენადაც იგი სულ სხვა სიხშირეზე საუბრობს, სულიერი ტალღის სხვა სიმაღლეზე იმყოფება და ამიტომ სხვები ვერ გაუგებენ მას"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2024, 07:54 PM
პოსტი #962


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რწმენის ძალა და ურწმუნოების უსაფუძვლობა
/იგავი/

გვალვიანი ზაფხული იდგა და ერთი პატარა სოფლის მცხოვრებლებს მოსავლის ბედი აწუხებდათ. ერთ კვირა დღეს თავიანთი ტაძრის მღდელს მიმართეს რჩევისთვის:

- მამაო, რამე უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ მოსავალი გავიჩანგადება.

- თქვენ მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით ლოცვა გევალებათ, დანარჩენს ღმერთი მოაწყობს. ლოცვა, რწმენის გარეშე - ლოცვა არ არის. ის გულიდან უნდა ამოდიოდეს, - უპასუხა მღვდელმა. - ილოცეთ, და შემდეგ კვირას ვნახოთ თქვენი ლოცვის შედეგი.

მთელი მომდევნო შვიდეულის განმავლობაში თანასოფლელები დღეში ორჯერ იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, რათა ღმერთს მათთვის წვიმა მოევლინა. კვირას ისინი მღვდელთან მივიდნენ.

- ხომ ხედავ, არაფერი გამოდის, მამაო! ყოველდღე ვიკრიბებით და ვლოცულობთ, წვიმა კი აი, შენც ხედავ, არა და არ მოდის.

- თქვენ ნამდვილად რწმენით ლოცულობდით? - ჰკითხა მღვდელმა.

მათ დარწმუნება დაუწყეს, რომ ნამდვილად რწმენითა და ღვთის იმედით ლოცულობდნენ.

- არ მჯერა! - უთხრა მღვდელმა. - თქვენ რწმენის გარეშე ლოცულობდით, რადგან არც ერთ თქვენგანს, როცა დღეს აქ მოდიოდით, თან ქოლოგა არ წამოუღია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 04:38 PM
პოსტი #963


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაუგებრობა იმაშია, რომ როცა ადამიანი თავს ღმერთად მიიჩნევს, ბოლო-ბოლო იქამდე მიდის, რომ ხდება უღმერთო"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2024, 08:02 PM
პოსტი #964


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერთიანდით ღვთის გულისათვის!

დროა გამოვფხიზლდეთ!

აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის!

ჭეშმარიტება სიცრუე არ არის!

ეშმაკი ღმერთი არაა!

არც მრუშობაა სიყვარული!

დროა, დავიცვათ ჩვენი მომავალი!

დროა, დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება!

ხვალ შეიძლება, უკვე გვიან იყოს!"

/მიტროპოლიტი სტეფანე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2024, 07:53 PM
პოსტი #965


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ათონზე საკმაოდ ყოყოჩა მინისტრი მობრძანდა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ მონასტრის გარემოში ასეთი ქცევა მიუღებელია. მან დაინახა, რომ სრულიად სხვა სასმყაროში აღმოჩნდა, და ბერებთან შინაურული მოქცევა დაიწყო.

"ბატონო მინისტრო, ბატონო მინისტრო!" - ისმოდა ყოველი მხრიდან. მე ის იღუმენთან წავიყვანე - ნებისმიერ სხვა მომლოცველსაც ასე მოვექცეოდი. მისაღებში მინისტრი ისე აქვთინდა, რომ სიტყვის დაძვრა აღარ შეეძლო. მის დამშვიდებას შევეცადე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მან ამოთქვა: "მამაჩემი გამახსენდა. ყოველ ორშაბათს ის შინიდან მიდიოდა მთებში და იქ ლოცულობდა. მაშინ პატარა ვიყავი და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ის მიწას ფეხს არ აკარებდა, ისე დადიოდა. როდესაც თოვლი დადებდა და გარეშემო ყველაფერს ყინვა ბოჭავდა, მე ვხედავდი: ის თითქოსდა ნამქერებს ზემოდან მისრიალებდა. მონასტერში რომ წავყვებოდი, ვგრძნობდი, რომ ის რაღაცით განსხვავდებოდა ყველა სხვა ადამიანისგან. დღეს მე მივხვდი, რომ მან თავისი რწმენა გადმომცა. დღეს მე ხელახლა მოვიპოვე ეს რწმენა". აი, რა მოსდით ადამიანებს, რომლებიც ბავშვობიდან მართლმადიდებლური რწმენით აღიზრდებიან"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2024, 06:59 PM
პოსტი #966


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ კრებაზე ერთმა სამხედრო ექიმმა მეუფეს [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] ჰკითხა: "ასეთ სპეციალისტსა და ქირურგს როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ იმისი, ვინც არასოდეს არავის უხილავს - ღვთისა?"

პროფესორმა მიუგო:

- გწამთ სიყვარულის?

- დიახ.

- გჯერათ გონების?

- დიახ.

- გინახავთ გონება?

- არა.

- აი, ასევე არ მიხილავს უფალი, მაგრამ მწამს, რომ იგი არსებობს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2024, 09:41 PM
პოსტი #967


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ გწამდეს ღმერთი - ეს სიგიჟეა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სიგიჟეა - გწამდეს, მაგრამ ის შენი ცხოვრების მეორეხარისხოვან ფაქტორად მიგაჩნდეს: მას შენს გონებასა და გულში სულ მცირე კუნჭული დაუტოვო, შენი ცხოვრების ერთგვარი ნამცეცები არგუნო, მასთან ურთიერთობისათვის მიწიერ საქმეებს შორის პაუზები გამოყო.

ურწმუნობა - ეს სულიერი სიცხადის დემონური უარყოფაა. ნახევრად რწმენა - დამცირებაა ღვთაებრიობისა. აპოკალიფსისში არის სახე: ქრისტე დახშულ კარზე აკაკუნებს, ეს კარი - ადამიანის გულია. ურწმუნო არ აღებს მას ღვთისათვის. არ ესმის ან არ უნდა, რომ ესმოდეს ეს კაკუნი. ნელთბილი ქრისტიანები, როგორებიც ჩვენ შორის მრავლად არიან, კარს აღებენ, მაგრამ ქრისტეს ადგილს უთმობენ არა ოთახში, არამედ შემოსასვლელში, რადგან შიშობენ, რომ მისი იქ ყოფნა მათ ჩვეულ საქმიანობას ხელს შეუშლის; მათთვის ღმერთი ცხოვრების წყარო - არ არის, არ არის მათი ყოფიერების უმაღლესი სიხარული, არ არის საუკუნო ნათელი, რომელიც ასხივოსნებს ადამიანთა სულებს, ის მათთვის უმეტესწილად კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2024, 06:58 PM
პოსტი #968


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესიის გარეთ, ღმერთთან, ჭეშარიტი, მადლიანი ურთიერთობა სრულიად შეუძლებელია. ეკლესიის გარეთ შესაძლოა მხოლოდ ინტელექტუალური და ემოციური აღფრთოვანება, სუბიექტური რელიგიური განცდები, მაგრამ არა რეალური მყოფობა ღვთისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2024, 08:34 PM
პოსტი #969


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ინტელიგენციას ღმერთის შეცნობა არა გულით, არამედ გონებით სურს, პირადი ღვაწლის, ვნებებთან ბრძოლის გარეშე უნდა, ვიღაცა მხოლოდ წეს-ჩვეულებების და რიტუალების გარეგნული შესრულებით იფარგლება და თავისი ცხოვრების შეცვლას მაინც არ ცდილობს. ამიტომ ადამიანთა დიდი ნაწილი ნახევრად რწმენის მდგომარეობაში ცხოვრობს. თითქმის ყველას დაავიწყდა მთავარი - საკუთარი გულის განწმენდა იქ ჩაბუდებული ვნებებისაგან"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2024, 07:37 PM
პოსტი #970


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, არ მაქვს მტკიცე რწმენა და თავს უძლურად ვგრძნობ.

- იცი რა უნდა ქნა? როგორც პატარა ბავშვი კისერზე ჩამოეკიდება მამას და ეხუტება, შენც ასევე მოიქეცი ღმერთთან მიმართებაში და ისე ჩაეხუტე, რომ შენი მოცილება ვერ შეძლოს. მაშინ თავს უსაფრთხოდ და ძლიერად იგრძნობ"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2024, 08:16 PM
პოსტი #971


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რწმენა არის ღვთისკენ მიმავალი კარი. არ არსებობს მისკენ მიმავალი სხვა კარი: "თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაი". ეს კარი თანდათანობით იღება მათ წინაშე, ვინც განუწყვეტელი მონანიებით თავს იწმენდს; იგი ფართოდ არის გახსნილი სუფთა გულის წინაშე; დახურულია ცოდვისმოყვარის წინაშე.

მხოლოდ რწმენით შეიძლება ქრისტესთან მიახლება, მხოლოდ რწმენით შეიძლება ქრისტეს შედგომა.

რწმენა ადამიანის სულის ბუნებრივი თვისებაა, მასში გულმოწყალე ღვთის მიერ მისი შექმნისას დანერგული. ღმერთმა გამოსყიდვისას ეს ბუნებრივი თვისება აირჩია, როგორც ხის ტოტებს შორის ტოტი, მასზე მადლის დასამყნობად."

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2024, 02:39 PM
პოსტი #972


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შენი რწმენა უნდა მტკიცდებოდეს ხშირი სინანულით, ლოცვით, ასევე, ღრმა რწმენის მქონე ადამიანებთან ურთიერთობით"

/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2024, 06:34 PM
პოსტი #973


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დევნა და შევიწროება ჩვენთვის სასარგებლოა, რადგან ჩვენში რწმენას ამტკიცებენ"

/ღირსი ნიკონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2024, 08:41 PM
პოსტი #974


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მადლობა შესწირეთ ღმერთს რწმენის მომადლებისათვის. ბევრს სურს, ჰქონდეს რწმენა, მაგრამ არა აქვს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2024, 01:08 PM
პოსტი #975


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი სინანულის საფუძველი - ეს არის სრულიად განსაკუთრებული რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა! ასეთი რწმენა ადამიანისა, შეუძლებელია, ვინმეს ჰქონდეს, ქრისტიანის გარდა! ისეთი სიდიადე და სიკეთეა ჩადებული ადამიანში, რომ ქრისტიანის გარდა, სხვას ამაზე წარმოდგენაც კი არ შეუძლია, ჰქონდეს!"

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2024, 04:08 PM
პოსტი #976


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუსტი რწმენის ადამიანებს რიტუალური ღონისძიებები ესაჭიროებათ. ჭეშმარიტად რელიგიური ადამიანისთვის კი მხოლოდ ღვთის სიტყვაა საკმარისი, რათა დარწმუნდეს, რომ მისი პრობლემები მოგვარდება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 05:29 PM
პოსტი #977


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ღმერთი ადამიანს შორდება, მაშინ ადამიანი არა მარტო ყველა ცოდვასა და უსჯულოებაში ვარდება, არამედ რწმენასაც ჰკარგავს. შენ ღვთის ქმნილება გახ. მისადმი რწმენითა და მისი ნების აღსრულებით შენ გარდაიქმნები და მისი შვილი ხდები. რომელზეც იგი ყოველთვის უდიდესი სინაზით ფიქრობს და ზრუნავს, რომ სრულყოფილი გახდეს"

/ბერი ექვთიმე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2024, 03:19 PM
პოსტი #978


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოცხალი რწმენა არის ღმერთის ხედვა და ცნობა. ცოცხალი რწმენა არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცოცხალი რწმენა ღმერთი ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაი". მხოლოდ ცოცხალი რწმენის მეშვეობით ძალუძს ადამიანს უარყოს თავისი დაცემული ბუნების მოჩვენებითი ღირსებები, გახდეს უფლის მოწაფე და მიმდევარი თავისი გონებითაც და საქმეებითაც, რომლებიც განახლებული ბუნების შესაფერისნი იქნებიან"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2024, 07:44 PM
პოსტი #979


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უნდა გვწამდეს სრულად - ყველაფერი, რისი გამჟღავნებაც ინება ჩვენთვის ღმერთმა, რაიმეს მიმატებისან გამოკლების გარეშე, უნდა გვწამდეს ისე, როგორც წმიდა მართლამდიდებელი ეკლესია გვასწავლის"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2024, 07:05 PM
პოსტი #980


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი რწმენის შესახებ ამბობს: "რწმენის მოსაპოვებლად და ღვთის სიტყვების დასაჯერებლად არ არსებობს არავითარი ამკრძალავი დაბრკოლება. ამიტომ, თუ მთელი გულით მოვისურვებთ რწმენის შეძენას, დაუყოვნებლივ შევიძენთ მას, ყოველგვარი გარჯის გარეშე, რადგან რწმენა ყოვლადკეთილი ღვთის საჩუქარია, მონიჭებული ჩვენი ბუნებისთვის; იგი გვაქვს ჩვენი ნება-სურვილისამებრ, გვაქვს როცა ვინდომებთ. ამიტომ ვხედავთ, რომ სკვითბსაც, ბარბაროსებსაც და ყველა ხალხს ბუნებრივად აქვთ რწმენა, სჯერათ ერთმანეთის სიტყვების და ამჟღავნებენ (სხვადასხვა სახეებით) რწმენას ერთმანეთში"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

50 გვერდი V « < 47 48 49 50 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი