თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ საქართველო 1918-1921 წლებში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2007, 02:53 PM

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 - 1921 წწ.)

ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ (პარლამენტად) აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭო.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანიას ნაცვლად აირჩიეს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე.
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი.
1918 წლის ივნისში ცვლილებები მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში.
მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აკაკი ჩხენკელი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა.

IPB-ს სურათი
ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი

1919 წელს საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდა ქვეყნის ახალი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნები.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს.

IPB-ს სურათი
დამფუძნებელი კრების სხდომა

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
უმარღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.
დამფუძნებელმა კრებამ თავის პირველსავე სხდომაზე დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენდნენ: სოფლებსა და მაზრებში - სოფლისა და მაზრის ერობები, ქალაქებში - ქალაქის თვითმმართველობები.
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები არჩევითი იყო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა სენატი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2007, 03:34 PM

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული ეროვნული საბჭოს მიერ (1918 წლის 26 მაისს)


მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი, სრულიად დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავიანთი ძალ-ღონის ამარა, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერის ორგანოებიც შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს:

1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელწმიფოებთან და ერებთან.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ აპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 17 2007, 05:24 PM

აი ამ თემაშიც ბატონ კანონისტთან მაქვს საქმე )))

დავით,

წმინდა სამართლებრივი პოზიციიდან გამომდინარე, 1917 წელს გამოცხადდა ამიერკავკასიის რესპუბლიკა, შემდეგ გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1919 წელს კი ჩატარდა არჩევნები.

საქართველოს მანამდელი სამართლებრივი ფორმა რა იყო? აბსოლუტური მონარქია, უანონოდ გაუქმებული და გადაქცეული სამეფისნაცვლოდ.

თუ იმ ძველ წყობას, ანუ მონარქიას არ უბრუნდებოდა "გათავისუფლებული" საქართველო, რა უფლებით აიეს თავზე მენშევიკებმა და გამოაცხადეს ს.დ.რ 1918 წელს? ხალხს ხომ თავისი ნება არ გამოეხატა?

ამის შემდეგ, გამოცხადებული საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა, დაიშალა ამიერკავკასია, მიწები გადანაწილდა, 1920 წლს რუსეთს სოჭი დავუმტკიცეთ, მანამდე თურქეთს მესხეთი... მოკლედ, ეს ხალხი რა უფლებით განკარგავდნენ მთელს ამ საქმეებს ქართველი ერის სახელით??

გერმანიის პროტექტორატიც არჩევნებამდე მიიღეს, 1918 წლის 26 მაისსვე თუ არ ვცდები.

საბოლოოდ, 1921 წელს მივიღეთ კონსტიტუცია, რომლის თანხმადაც მოწყობილ იქნა ქვეყანა და რომელის სამართლამემკვიდრედაც ასე თU ისე გამოაცხადა საქართველომ თავი.

ამაზე გამწარებული კამათი მაქვს ფორუმ.გე-ზე: გამოდის რომ ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა პერიოდზე არ ვაღიარეთ, და 1921-მდელი საზღვრებია ჩვენი აღიარებული. მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია, ზაქათალაც ჩვენია ავტონომიის სახით და ს.ო. ავტონომია უნდა გაუქმდეს.

ლოგიკით ასეა. დღეს კი პატრიოტები ვერ ხსნიან, რატომ უნდა გვქონდეს 1921 წლის სამართალმემკვიდრეობა და 1921-შემდგომი საზღვრები? და თუ სხვა საზღვრებს შევურიგდით, მარტო ს.ო-თის წყვეტილი ხაზი დაგვღუპავს??

ან საერთოდ, შევურიგდით კი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 18 2007, 11:02 AM

Lenus
მონარქიაზე საუბრისას ხშირად მითქვამს ეგ, რომ საქართველოს როგორც ძალად გაუუქმეს მონარქია, ისე ძალად მოახვიეს რესპუბლიკა თავს.

ახლა სათითაოდ მივყვეთ კითხვებს:

ციტატა
თუ იმ ძველ წყობას, ანუ მონარქიას არ უბრუნდებოდა "გათავისუფლებული" საქართველო, რა უფლებით აიეს თავზე მენშევიკებმა და გამოაცხადეს ს.დ.რ 1918 წელს? ხალხს ხომ თავისი ნება არ გამოეხატა?

ამის შემდეგ, გამოცხადებული საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა, დაიშალა ამიერკავკასია, მიწები გადანაწილდა, 1920 წლს რუსეთს სოჭი დავუმტკიცეთ, მანამდე თურქეთს მესხეთი... მოკლედ, ეს ხალხი რა უფლებით განკარგავდნენ მთელს ამ საქმეებს ქართველი ერის სახელით??

მოხდა რა, ფაქტობრივად, რუსეთის მონარქია ჯერ გარდაიქმნა რესპუბლიკად და შესაბამისად, საქართველოს მმართველობაც (თუკი ადგილობრივ მმართველობას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ), შემდეგ რუსეთის რესპუბლიკას გამოეყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა და მას - საქართველოს რესპუბლიკა

რაც შეეხება იმდროინდელი მთავრობის ლეგიტიმაციას, საინტერესოა 1917 წლის ეროვნული საბჭოს ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქვეყნის მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობა და რომელმაც დაადგინა, რომ ეს საბჭო იქნებოდა ქართველი ხალხის ნების გამომხატველი არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ ამას თუ ასე არ ვცნობთ, გამოვა, რომ 1918 წლის 26 მაისის აქტიც უკანონო ყოფილა, და შესაბამისად, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთს დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია არ მოუხდენია, ან მანამდე, 1920 წლის 7 მაისის შეთანხმებაც უკანონო აქტს ეფუძნებოდა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული ლოგიკა ამ მსჯელობაშიც არის. მაგრამ აქ საგულისხმოა ერთი საინტერესო დეტალი: ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრება "თავის პირველსავე სხდომაზე" (1919 წლის 12 მარტს) ადასტურებს დამოუკიდებლობის აქტს, "მიღებულს ეროვნული საბჭოს მიერ, მაისის 26-ს", ანუ ამით, პრაქტიკულად, მოიხსნა 26 მაისის აქტის ლეგიტიმაციის პრობლემა. შესაბამისად, დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (მათ შორის, თუნდაც სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ სამფეროვანი დროშა პირველად 1917 წლის ყრილობაზე აფრიალდა), ამიტომ, მე პირადად ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციის საკითხი ამით უნდა მოხსნილიყო

ციტატა
გამოდის რომ ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა პერიოდზე არ ვაღიარეთ, და 1921-მდელი საზღვრებია ჩვენი აღიარებული. მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია, ზაქათალაც ჩვენია ავტონომიის სახით და ს.ო. ავტონომია უნდა გაუქმდეს.

ლოგიკით ასეა.


არ არის მასე smile.gif საქმე ისაა, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ აქვს მოქმედი ძალა - იგი მხოლოდ საფუძველია დღევანდელი რესპუბლიკის, მაგრამ ეს იდენტობას არ ნიშნავს. ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა ამბობს, რომ "საქართველოს მოქალაქენი.... ეყრდნობიან რა ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს" აცხადებენ კონსტიტუციას. ეს ერთგვარი PR-ია, რომლითაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნობთ, რომ საქართველო ახალი სახელმწიფო კი არ არის, ის ლოგიკური გაგრძელებაა უძველესი კოლხეთისა, იბერიისა, ერთიანი საქართველოსი, დაშლილ-დაქუცმაცებული ქართული სამეფო-სამთავროებისა და 1921 წლის რესპუბლიკისა

რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას, აღნიშნულის თაობაზე 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს სამხედრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი არსებული რეალობით ამოქმედების თაობაზე (ამაზე ვისაუბრეთ მგონი). ჯერ ერთი, ამ "საბჭოს" ლეგიტიმაციის საკითხი ნულისკენ მიისწრაფის უსასრულოდ tongue.gif მეორეც, მანაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ არსებული რეალობა ნარჩუნდებოდა

ციტატა
მოსკოვის ხელშეკრულებას არ ვაღიარებთ, ანუ თურქეთის მიწები ჩვენია

სამწუხარო ის არის, რომ 1992 წელს საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის უერთდება ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის 1921 წელს ყარსში დადებულ ხელშეკრულებას საზღვრის გამიჯვნის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს sad.gif

სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, მას დღევანდელ დღეს ავტონომია არ აქვს, ხოლო მომავალში მინიჭების საკითხი არის ხალხისა და მთავრობის გადასაწყვეტი

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 18 2007, 12:50 PM

QUOTE
სამწუხარო ის არის, რომ 1992 წელს საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის უერთდება ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა საქართველოს შორის 1921 წელს ყარსში დადებულ ხელშეკრულებას საზღვრის გამიჯვნის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს


სად დაადასტურა? რა დოკუმენტია ასეთი? შევარდანაძის ხელმოწერილი?
QUOTE
მოხდა რა, ფაქტობრივად, რუსეთის მონარქია ჯერ გარდაიქმნა რესპუბლიკად და შესაბამისად, საქართველოს მმართველობაც (თუკი ადგილობრივ მმართველობას ასე შეგვიძლია ვუწოდოთ), შემდეგ რუსეთის რესპუბლიკას გამოეყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა და მას - საქართველოს რესპუბლიკა


რუსეთის მონარქია კი გარდაიქმნა რესპუბლიკად, მაგრამ საქართველოს მმართველობას იმ ახალწარმოქმნილ რესპუბლიკასთან რა კავშირი ჰქონდა იურიდიულად? კი, ყველა პერსონალურად დეპუტატი იყო, მაგრამ ეს კრება არ გამოცხადებულა რუსეთის მმართველობის წარმომადგენლად! ამას ვგულისხმობდი.

შემდეგი - 1919 წელს კი ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ჯერ კონსტიტუციაც არ გაქვს რომ წესები გაწერო არჩევნების შესახებ, არც კანონი გაქვს, არც სახელმწიფო საფუძველს რა წარმოადგენს. რა კანონს ეყრდონა ასეთ დროს არჩევნები?

QUOTE
არ არის მასე საქმე ისაა, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ აქვს მოქმედი ძალა - იგი მხოლოდ საფუძველია დღევანდელი რესპუბლიკის, მაგრამ ეს იდენტობას არ ნიშნავს. ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა ამბობს, რომ "საქართველოს მოქალაქენი.... ეყრდნობიან რა ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს" აცხადებენ კონსტიტუციას. ეს ერთგვარი PR-ია, რომლითაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნობთ, რომ საქართველო ახალი სახელმწიფო კი არ არის, ის ლოგიკური გაგრძელებაა უძველესი კოლხეთისა, იბერიისა, ერთიანი საქართველოსი, დაშლილ-დაქუცმაცებული ქართული სამეფო-სამთავროებისა და 1921 წლის რესპუბლიკისა

რაც შეეხება 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას, აღნიშნულის თაობაზე 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს სამხედრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი არსებული რეალობით ამოქმედების თაობაზე (ამაზე ვისაუბრეთ მგონი). ჯერ ერთი, ამ "საბჭოს" ლეგიტიმაციის საკითხი ნულისკენ მიისწრაფის უსასრულოდ მეორეც, მანაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ არსებული რეალობა ნარჩუნდებოდა

მე მხოლოდ სამართალმემკვიდრეობას ვეხები. გამსახურდიამ გამოაცხადა თუ არა თავი 1918-1921 წლების სამართალმემკვიდრედ თავი?

სამხედრო საბჭოს ეგ განცხადება მგონი საუკუნის იურისპრუდენციულ მარგალიტებში უნდა ჩაიწეროს და მუზეუმში დაიდოს, როგორი ლაფსუსები არ უნდა ხდებოდეს... smile.gif

QUOTE
სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, მას დღევანდელ დღეს ავტონომია არ აქვს, ხოლო მომავალში მინიჭების საკითხი არის ხალხისა და მთავრობის გადასაწყვეტი


ძალიან კარგი ნათქვამია - ხალხისა და მთავრობის! ამ წინა ცვლიელბეზე, თუნდაც 1992 წლის განცხადებაზე, ხალხს რა ჰკითხეს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 18 2007, 01:11 PM

Lenus

ციტატა
სად დაადასტურა? რა დოკუმენტია ასეთი? შევარდანაძის ხელმოწერილი?

დიახ sad.gif

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას
შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური
ურთიერთობების შესახებ


საქართველოს რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს,

ადასტურებენ რა ერთგულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინიკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი,

გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას,

მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით,

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.


მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .



შესრულებულია ქ.თბილისში 1992 წლის 30 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და თურქულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.


საქართველოს რესპუბლიკის
სახელით
ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფოს მეთაური

თურქეთის რესპუბლიკის
სახელით
სულეიმან დემირელი, პრემიერ-მინისტრი



ციტატა
რუსეთის მონარქია კი გარდაიქმნა რესპუბლიკად, მაგრამ საქართველოს მმართველობას იმ ახალწარმოქმნილ რესპუბლიკასთან რა კავშირი ჰქონდა იურიდიულად? კი, ყველა პერსონალურად დეპუტატი იყო, მაგრამ ეს კრება არ გამოცხადებულა რუსეთის მმართველობის წარმომადგენლად! ამას ვგულისხმობდი.

სამართლებრივად რა პრობლემაა? ერთიანი რუსეთის მონარქია შეიცვალა ერთიანი რუსეთის რესპუბლიკად. თუ 1801 წლის მანიფესტის უკანონობას არ გავითვალისწინებთ, თავად ეს ფაქტი, რომ საქართველო დარჩა რუსეთის შემადგენლობაში, უკანონო არ ყოფილა

ციტატა
შემდეგი - 1919 წელს კი ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ჯერ კონსტიტუციაც არ გაქვს რომ წესები გაწერო არჩევნების შესახებ, არც კანონი გაქვს, არც სახელმწიფო საფუძველს რა წარმოადგენს. რა კანონს ეყრდონა ასეთ დროს არჩევნები?

ნუ ეს ცოტა დილემას ჰგავს. მაშინ კონსტიტუცია ვინ მიიღოს?

ასეთ დროს, როგორ წესი, დამფუძნებელ კრებას ირჩევენ....

ციტატა
მე მხოლოდ სამართალმემკვიდრეობას ვეხები. გამსახურდიამ გამოაცხადა თუ არა თავი 1918-1921 წლების სამართალმემკვიდრედ თავი?

მთლად ასეც არა. მან დამოუკიდებლობის გამოცხადება დააფუძნა 1918 წლის 26 მაისის აქტს. ეს არ ნიშნავს, რომ საზღვრის პრინციპიც უცვლელად რჩებოდა. იგივე საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც მან შემოიღო, არ იყო დადგენილი 1921 წლის კონსტიტუციით. საერთოდაც, გამსახურდიას აქტი 1918 წელთან არის დაკავშირებული და არა 1921 წელთან

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 18 2007, 02:49 PM

QUOTE
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას
შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური
ურთიერთობების შესახებ


რატიფიცირებულიცაა??

QUOTE
სამართლებრივად რა პრობლემაა? ერთიანი რუსეთის მონარქია შეიცვალა ერთიანი რუსეთის რესპუბლიკად. თუ 1801 წლის მანიფესტის უკანონობას არ გავითვალისწინებთ, თავად ეს ფაქტი, რომ საქართველო დარჩა რუსეთის შემადგენლობაში, უკანონო არ ყოფილა

ეგ არა, მაგრამ რამიშვილის მთავრობას ვინ დაავალა მთავრობობა? რუსეთის საკრებულომ??

QUOTE
ნუ ეს ცოტა დილემას ჰგავს. მაშინ კონსტიტუცია ვინ მიიღოს?

ეჰ, მეშინოდა მაგ პასუხის... smile.gif


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 18 2007, 03:10 PM

Lenus

ციტატა
რატიფიცირებულიცაა??

დიახ sad.gif

ციტატა
რამიშვილის მთავრობას ვინ დაავალა მთავრობობა? რუსეთის საკრებულომ??

ეგ პერიოდი კარგად არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ როგორც მახსოვს (წინაზეც დავწერე აფხაზეთზე საუბრისას) ოზაკომი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის ოლქს, ხოლო შემდგომ დამოუკიდებელ რესპუბლიკას, იყო კანონიერად ჩამოყალიბებული ორგანო. მას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა ერთა თვითგამორკვევის საფუძველზე გამოეცხადებინა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, ხოლო თავად ამიერკავკასიის რესპუბლიკამ მაისში თვითდაშლა გამოაცხადა, რას აისახა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტშიც ("დარჩნენ რა საკუთარი ძალების ამარად...."). ამიტომ პრინციპში იმაზეც არ არის საუბარი, ეროვნულ საბჭოს ჰქონდა თუ არა მთავრობის დანიშვნის უფლება, რადგან ამიერკავკასიის დაშლის შედეგად საქართველო სამართლებრივ ვაკუუმში აღმოჩნდებოდა....

ციტატა
ეჰ, მეშინოდა მაგ პასუხის...

"შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო", ნათქვამია ძმაო smile.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 18 2007, 03:54 PM

QUOTE
ეგ პერიოდი კარგად არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ როგორც მახსოვს (წინაზეც დავწერე აფხაზეთზე საუბრისას) ოზაკომი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის ოლქს, ხოლო შემდგომ დამოუკიდებელ რესპუბლიკას, იყო კანონიერად ჩამოყალიბებული ორგანო.


ოო, აი აქაა ძაღლის თავი დამარხული.
ეს წავიკითხე დევიდ ლენგის წიგნში და ამან ამაფორიაქა... არ იყოო კანონიერიო.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 18 2007, 04:24 PM

Lenus

ციტატა
ოო, აი აქაა ძაღლის თავი დამარხული.
ეს წავიკითხე დევიდ ლენგის წიგნში და ამან ამაფორიაქა... არ იყოო კანონიერიო.

მაშინ ჩავუჯდები ერთი

ისე, რა მადლობელი ვარ შენი ხომ კაცმა არ იცის! tongue.gif როგორ მაინტერესებს ისტორიული მოვლენების სამართლებრივი შეფასებები და სიზარმაცის გამო ვერ ვკითხულობ და ვერ ვეცნობი. აი, შენი კითხვების გამო კი რამდენჯერ მომიწია უკვე.... smile.gif

გაიხარე! smile.gif ისე, რას ამბობს დ. ლენგი ძირითადად??

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 19 2007, 08:11 AM

))) ვავსებთ ერთმანეთს, ვავსებთ ))))

ორ დღეში დავბრუნდები იმ ქალაქში სადაც დ.ლენგის წინგი მაქვს და ამოვწერ.
ძირითადად: ასე ვთქვათ გაიცებული წერს, არანაირი სამართლებრივი ფორმა არ არსებობდაო და უკანონდ იყო პირველი საბჭო არჩეულიო. იქ მეტს არ განავრცობს მაგრამ ჩემი აზრი შემდეგია: როცა დაშალეს რუსეთის საკრებულო (თუ სწორად ვთარგმნეი) ბოლშევიკებმა, ეს ხალხი საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საინტერესოა თარიღების შეჯერება:

თებერვლის რევოლიციის შემდეგ, მაგალითად ეკლესიამ ავტოკეფალია 12 მარტს გამოაცხადა და დროებით მთავრობას აუწყა.

1917 წლის 22 ნოემბრამდე რას უცდიდა ოზაკკომი?
1918 წლის 26 მაისამდე რას ელოდებოდა საქართველო?

ჯერ ეს კიდევ წასაკითხი მაქვს, მაგრამ თავდაპირველად სამართლებრივი ფორმა მენშევიკთა კავკასიურ თავყრილობას არ ჰქონია. იმას ვგულისხმობ, რომ თებერვლის რევოლუციამდე მათ არ გააჩნდათ არავითარი სამართლებრივი სტატუსი, ისინი უბრალოდ დეპუტატები იყვნენ (თანაც მხოლოდ ზოგიერთები).

შედარებისთვის, დღეს რომ ჯავახეთის რეგიონში პარლამენტარები იყვნენ და თბილისში ხელისუფლების შეცვლა მოხდეს, ჯავახეთის დეპუტატთა ჯგუფს არავითარი სამართლებრივი სტატუსი არ ექნებათ, გარდა ინდივიდუალური სადეპუტატო მადატებისა, პარლამენტს ვერ მოიწვევენ, (ქვორუმი არ ეყოფათ wink.gif) და ვერავითარ დასკვნას ვერ მიიღებენ.

როგორც კი სხვა სამართლებრივ ფორმას შექმნიან, ისინი ხალხის რჩეულები ავტომატურად აღარ არიან, რადგან ხმა მათ ხალხმა მისცა როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს და არა როგორც სხვა შენაერთის წევრებს.

ჯერჯერობით ისე იკვეთება, რომ ეს ხალხიც (მენშევიკები) სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თვითOნაც კარგად ესმოდათ ყველაფერი, და ამიტომაც არ მიიღეს არავითარი რადიკალური რეფორმა და ზომები 22 ნოემბრამდე, ანუ როცა გამოცხადდა ბოლშევიკური მთავრობა რუსეთში.

არა-იურიდული გადახვევა: ამ ხალხს დამოუკიდებლობის გამოცხადება როგორც ეტყობა, მხოლოდ ბოლშევიკებთან გამიჯვნისთვის სჭირდებოდათ.



ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო თემა გველის: გიორგიევსკის ტრაქტატი, თანმხლები დოკუმენტაცია და სამართლებრივი ასპექტები.. wink.gif

აბა ჯერჯერობით...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Sep 19 2007, 12:58 PM

1918 წლის 26 მაისს, ქართველი ერის სამარცხვინოდ, სოციალ დემოკრატიული პარტია "იძულებული იყო" გამოეცხადებინა სამშობლოს დამოუკიდებლობა. სოციალ დამოკრატებმა რა როლი შეასრულეს ილიას მკვლელობაში ესეც ყველას მოეხსენება. სამოწუხაოროა ამის აღიარება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 19 2007, 01:11 PM

ციტატა
სოციალ დამოკრატებმა რა როლი შეასრულეს ილიას მკვლელობაში ესეც ყველას მოეხსენება


აუ ეს უკვე ნამეტანია რა... mad.gif ასეთი აზრები კომუნისტებს აწყობდათ.... mad.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 23 2007, 11:35 AM

QUOTE
აუ ეს უკვე ნამეტანია რა... ასეთი აზრები კომუნისტებს აწყობდათ....


ეს არავინ იცის, მაგრამ კირიონის მკვლელობა რომ ჩაფარცხეს, ეს ხომ ფაქტია?

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Sep 23 2007, 10:00 PM

ისტორიას რომ ვსწავლობდი ყველაზე მეტად ამ პერიოდში შემეცოდა საქართველოsad.gifდა ბოლოს გამსახურდიას დროსsad.gif

პოსტის ავტორი: დავითი თარიღი: Sep 24 2007, 02:00 AM

ციტატა(ketino @ Sep 19 2007, 05:11 AM) *

აუ ეს უკვე ნამეტანია რა... mad.gif ასეთი აზრები კომუნისტებს აწყობდათ.... mad.gif

ეს არ არის ნამეტანი, ეს არის სიმართლე. ოღონდ კომუნისტებს უნდოდათ მენშევიკებზე ამის გადაბრალება, მაშინ როცა უშუალოდ ილია ეს სწორედ მათ, ანუ ბოლშევიკებმა, მოკლეს. თუმცა მენშევიკთა უმრავლესობას ეს მკვლელობა მანცდამაინც არ სწყენიათ...

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Sep 24 2007, 11:13 AM

1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ძალიან ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრიც დაიწერება. მე პირადად ვიზიარებ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, იურისტისა და დიპლომატის ზურაბ ავალიშვილის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ის სამი წელი იყო მოსამზადებელი პერიოდი საქართველოს გასაბჭოებისათვის. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის გამოცხადება და დამოუკიდებელი ქვეყნის მართვა მოუწიათ იმ პირებს, რომლებიც რადიკალურად იყვნენ დაპირისპირებულები ყველანაირ ეროვნულს, გარდა ამისა მათ უარყვეს ქართული სამოციქულო ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, აქედან გამომდინარე მათი საქმე წინასწარ იყო განწირული დამარცხებისათვის.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 24 2007, 12:20 PM

მარინე!

საიდან ეს ფოტოები? დავეცი კაცი და ვეღარ ავდექი!!!

ნუ გვიზოგებ, გახსენი ცალკე თემა და მთელი ფოტომასალა რაც გაქვს გვიწილადე დამშეულ ხალხს!!

smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 24 2007, 12:34 PM

ციტატა(marine @ Sep 24 2007, 11:18 AM) *

სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მანქანა, ცენტრიში - ნოე ჟორდანია

IPB-ს სურათი


ფაქტობრივად, პირველი ქართული ტანკი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2007, 01:44 PM

ციტატა(Lenus @ Sep 24 2007, 12:20 PM) *

მარინე!

საიდან ეს ფოტოები? დავეცი კაცი და ვეღარ ავდექი!!!

ნუ გვიზოგებ, გახსენი ცალკე თემა და მთელი ფოტომასალა რაც გაქვს გვიწილადე დამშეულ ხალხს!!

smile.gif


ოო, ეს ჩემი ინტერნეტ საიდუმლოა rolleyes.gif

თუმცა მაინც გაგიმხელთsmile.gif

http://www.photomuseum.org.ge/index_ge.htm




პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Mar 17 2008, 02:28 AM

ციტატა(Misha_kartveli @ Sep 24 2007, 12:13 PM) *

1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ძალიან ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრიც დაიწერება. მე პირადად ვიზიარებ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, იურისტისა და დიპლომატის ზურაბ ავალიშვილის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ის სამი წელი იყო მოსამზადებელი პერიოდი საქართველოს გასაბჭოებისათვის. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის გამოცხადება და დამოუკიდებელი ქვეყნის მართვა მოუწიათ იმ პირებს, რომლებიც რადიკალურად იყვნენ დაპირისპირებულები ყველანაირ ეროვნულს, გარდა ამისა მათ უარყვეს ქართული სამოციქულო ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, აქედან გამომდინარე მათი საქმე წინასწარ იყო განწირული დამარცხებისათვის.

კარგი იქნება მაშინდელი ვითარების მოდელირებას თუ მოახდენ. შენი აზრით მაინც ვინ იყო მზად გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და ვის შეეძლო დამოუკიდებელი საქართველოს მართვა? ოღონდ კარგად დაფიქრდი სანამ მიპასუხებდე. იყო კი მაშინდელ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალა?

ციტატა(lingvo @ Sep 19 2007, 01:58 PM) *

1918 წლის 26 მაისს, ქართველი ერის სამარცხვინოდ, სოციალ დემოკრატიული პარტია "იძულებული იყო" გამოეცხადებინა სამშობლოს დამოუკიდებლობა. სოციალ დამოკრატებმა რა როლი შეასრულეს ილიას მკვლელობაში ესეც ყველას მოეხსენება. სამოწუხაოროა ამის აღიარება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ილიას მკვლელობაში. ეს აზრი ქართველი ბოლშევიკების შემოგდებული იყო თავის დროზე საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დისკრედიტაციისათვის. ილია მოკლეს ბოლშევიკებმა ანდა კომუნისტებმა, როგორც გინდა ისე უწოდე. აი სწორედ ესაა სიმართლე რომელსაც არავინ იძახის დღესაც კი: ილია მოკლეს კ-ო-მ-უ-ნ-ი-ს-ტ-ე-ბ-მ-ა

ციტატა(Lenus @ Sep 23 2007, 12:35 PM) *

ეს არავინ იცის, მაგრამ კირიონის მკვლელობა რომ ჩაფარცხეს, ეს ხომ ფაქტია?

ვისთვის ფაქტია , ვისთვის ფაქტუნა. იქნებ შემოგეტანა სტუდიაში ეს ფაქტი? თუ რა თქმა უნდა ძაან დიდი არაა

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: May 26 2008, 03:44 AM

სამწუხაროდ ისტორიით დასტურდება, რომ სოცდეკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო ვიდრე თავისუფალი ნების გამოხატვა.

მას ალბათ ,,მოძმე თურქებს'' უნდა ვუმადლოდეთ.

თურქეთთან ფაქტობრივი ომის პირობებში, თურქეთმა ამიერკავკასიის დელეგაციას სტატუსი დაუწუნა და მენშევიკები იძულებული გახდნენ 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ.
ხოლო შემდეგ ისევ თურქული საფრთხის და მის წინააღმდეგ ამიერკავკასიის რესპუბლიკის რესპუბლიკების არაერთსულოვნების გამო 26 მაისს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 19 2009, 11:14 AM

ციტატა
ადმინს ვთხოვ წაშალოს ეს თემა !

კი მაგრამ რატომ?
ნოე ვარსკლავებს ვერ წყვეტდა, არც შარავანდედით დაიკვეხნიდა, მაგრამ ისტორიული პიროვნება იყო, პირველი მმართველი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი და საინტერესო იქნებოდა მასზე მსჯელობა.
რა იყო ხალხო, მაინცდამაინც მხოლოდ წმიდანებზე უნდა ვისაუბროთ? smile.gif
ასე არ შეიძლება-თი;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 19 2009, 02:45 PM

Gio-mose
რამხელა აგრესიაა ნოე ჟორდანიას მიმართ biggrin.gif .. აი მე კი უფრო და უფრო მეტ პატივს ვცემ მას smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 19 2009, 02:59 PM

შაკო 2kiss.gif

ციტატა
ადმინს ვთხოვ წაშალოს ეს თემა !

არ ვიცი, შაკო, თავიდან რა პოსტები მოყვა ამ თემას, მაგრამ წასაშლელი მაინც არ არის. მე პირადად მაინტერესებს smile.gif სიმპატიები და სიყვარულები პირადად, თემა კი ისტორიას ეხება და არანაირად წასაშლელი არ არის.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 04:47 PM

ჟორდანიას ადგილას ვინ იყო მეტის გამკეთებელი ერთი მაცოდინა. პოლიტიკა არის შესაძლებელის მიღწევის ხელოვნება (მგონი ეგრეა თუ სწორად მახსოვს). მაგ კაცმა იმ დროისათვის რისი მიღწევად შეიძლებოდა ყველაფერს მიაღწია საქართველოსთვის.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 19 2009, 04:54 PM

ციტატა(bekas @ Jun 19 2009, 04:47 PM) *

ჟორდანიას ადგილას ვინ იყო მეტის გამკეთებელი ერთი მაცოდინა. პოლიტიკა არის შესაძლებელის მიღწევის ხელოვნება (მგონი ეგრეა თუ სწორად მახსოვს). მაგ კაცმა იმ დროისათვის რისი მიღწევად შეიძლებოდა ყველაფერს მიაღწია საქართველოსთვის.

მასე ნუ იტყვით თუ ღმერთი გწამთ, ნოე ჟორდანიასთან საძაგელი პიროვნება იმ დროში ბევრი კი არ იყო... მაგისი დიდი დამსახურებაა საინგილოს დაკარგვა. ამას გარდა სძულდა ილია ჭავჭავაძეც და ბერვი სხვა სიბილწე....
აღარც კი მინდა რომ გავაგრძელო.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 05:06 PM

zegardeli

ციტატა
მაგისი დიდი დამსახურებაა საინგილოს დაკარგვა

ფაქტები სტუდიაში პლზ.
ციტატა
ამას გარდა სძულდა ილია ჭავჭავაძეც

პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო და მეტი არაფერი. თუ რამე სხვა იცი ისევ და ისევ ფაქტები პლზ. ეს თემა მაგისთვისაა სწორედ გახსნილი.
ციტატა
ბერვი სხვა სიბილწე....

ისევ და ისევ ემოციური განცხადებები
პ.ს. ისე ჩემგან განსხვავებული აზრი გაქვს (თუნდაც ამ თემაში), მაგრამ სულაც არ მძულხარ biggrin.gif
განსხვავებული აზრის არსებობა სულაც არ ნიშნავს სიძულვილს და არც მაშინ ნიშნავდა.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 19 2009, 05:28 PM

განსხვავებული აზრის გამოისობით ადამიანის შეძულება არ შეიძლება და მეც მანდა ვარ სწორედ...
არაერთხელ წამიკითხავს იმ ვაჟბატონის წერილები ილიას მიმართ და თავად დავრწმუნებულვარ ამაში, რომ იგი ილიას არა მარტო არ ეთანხმებოდა არამედ სძულდა კიდეც. საინგილოს დაკარგვაში მაგის ხელი რომ ურევია ამაზე ვინმე ისტორიკოსმა ისაუბროს ჯობია თუკი, რა თქმა უნდა ასეთები არიან ჩვენს ფორუმზე. რაც შეეხება სხვა "კეთილ საქმეებს", მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთს კი ვიტყვი, რომ წმ. ექვთიმე ღვთისკაცი რომ არ გაჰყოლოდა ჩვენს ეროვნულ საგანძურს ვნახავდი ერთი ჟორდანიების ნაირების გამოისობით რაღა დაგვიბრუნდებოდა უკან. ისე ბევრი ვერა, მაგრამ ცოტას გაყიდვა კი მოასწრეს... მოკლედ დაველოდოთ ისტორიაში ჩემზე თუნდაც მცირედით მეტად გათვითცნობიერებულ ადამიანს და იქნება იმან თქვას თავისი აზრი.

რაც შეეხება თემის დახურვას ეს თემის ავტორის ნებაა და ასევე მოდერატორისა, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნება თუ ჟორდანიაზე ყველაფერს ვიტყვით და მერე კი მათი ნება იყოს დახურავენ თუ არა.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 07:12 PM

zegardeli

ციტატა
არაერთხელ წამიკითხავს იმ ვაჟბატონის წერილები ილიას მიმართ და თავად დავრწმუნებულვარ ამაში, რომ იგი ილიას არა მარტო არ ეთანხმებოდა არამედ სძულდა კიდეც.

შენ ილიას პასუხები წაიკითხე? ანდა ილიას და აკაკის წერილები მამათა და შვილთა "ომის" დროინდელი. სკოლაშიც კი გვასწავლიდნენ აკაკის ლექს მგონი ხარაბუზა გენერალს ერქვა. გრიგოლ ორბელიანს დასცინოდნენ. ანდა თამაზ წივწივაძის პუბლიციტიკას გაცნობიხარ? მაგარი მწარე ენა აქვს მარა ჯერ არავინ მოუკლავს biggrin.gif
მწარემწარე წერილები ჯერ კიდევ სიძულვილი არაა
ციტატა
საინგილოს დაკარგვაში მაგის ხელი რომ ურევია ამაზე ვინმე ისტორიკოსმა ისაუბროს ჯობია

გეთანხმები, ეს უკვე ახლოა საღ აზრსთან
ციტატა
ერთს კი ვიტყვი, რომ წმ. ექვთიმე ღვთისკაცი რომ არ გაჰყოლოდა ჩვენს ეროვნულ საგანძურს ვნახავდი ერთი ჟორდანიების ნაირების გამოისობით რაღა დაგვიბრუნდებოდა უკან

და როგორ გაყვა თაყაიშვილი მაგ საგანძურს იცი? ან ვისი დავალებით გაყვა? თუ ეგეც ისტორიკოსებს დავუთმოთ?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 19 2009, 07:25 PM

ციტატა
ხარაბუზა გენერალს ერქვა. გრიგოლ ორბელიანს დასცინოდნენ

ილიას ბურთივით მრგვალ ძალით პატრიოტს რომ ეძახდნენ მამები თუ წაგიკითხავს ეგა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 19 2009, 07:59 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 19 2009, 07:25 PM) *

ილიას ბურთივით მრგვალ ძალით პატრიოტს რომ ეძახდნენ მამები თუ წაგიკითხავს ეგა? biggrin.gif

ეგ ლიბერალი ბურთივით მრგვალი, როგორ არ წამიკითხავს, კაი რითმაა ლიბერალი_მრგვალი biggrin.gif
ეხლა ვითამ სძულდათ მაგენს ერთმანეთი?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 19 2009, 08:39 PM

მასე ნიკო ნიკოლაძესა და ილიასაც ჰქონდათ კამათი, და რა ნიკოლაძე მოღალატე და ბილწია?

არც ივანე მაჩაბელსაც და ილიას ჰქონდათ ჰარმონიული ურთიერთობა, მაგრამ რა მაჩაბელი ერის მოღალატე და ბილწია? biggrin.gif

ვფიქრობ, არასწორად აფასებთ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 19 2009, 09:32 PM

უნდა მივეჩვიოთ წერას და შესწავლას პრეჯუდის-წინასწარი ცუდი განწყობილებების გარეშე, ნოეზე კი არა იუდაზეც რომ გავხსნათ თემა ძალიანაც საინტერესო იქნება.
ამიტომ თუკი ვინმეს გაქვთ რაიმე საინტერესო ინფორმაცია ნოეზე (ჟორდანიას ვგულისხმობ biggrin.gif) დადეთ და წავიკითხავთ და ვიმსჯელებთ

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jun 20 2009, 12:05 AM

QUOTE(staywhite @ Jun 19 2009, 01:59 PM) *

შაკო 2kiss.gif

არ ვიცი, შაკო, თავიდან რა პოსტები მოყვა ამ თემას, მაგრამ წასაშლელი მაინც არ არის. მე პირადად მაინტერესებს smile.gif სიმპატიები და სიყვარულები პირადად, თემა კი ისტორიას ეხება და არანაირად წასაშლელი არ არის.




ჩემო კარგებო რაც მოყვებოდა ამ თემას ხომ იცით ამიტომ ჯობია წაიშალოს! დაიხუროს ! უმრავლესობას ასე ხო მოსწონს !


დანარჩენებს კი დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ! ასეთი საქციელისთვის ჩემგან.....

გკოცნით!


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 20 2009, 12:51 AM

არაფერი ჰქონდა ამ თემას წასაშლელ-დასახური.

ყოველ შემთხვევაში რაღაც აბსურდულ თემებს რომ ხსნიან და ვერც თავს
რომ ვერ გაუგებ და ვერც ბოლოს, აი იმათ ათასჯერ აჯობებდა.

კარგი ადამიანია ნოე ჟორდანია თუ ცუდი როცა ფაქტებს და მოსაზრებებს დადებთ, მაგას მერე დავინახავთ.

ყველას მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე.

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jun 20 2009, 01:12 AM

QUOTE(ნაინა @ Jun 19 2009, 11:51 PM) *

არაფერი ჰქონდა ამ თემას წასაშლელ-დასახური.

ყოველ შემთხვევაში რაღაც აბსურდულ თემებს რომ ხსნიან და ვერც თავს
რომ ვერ გაუგებ და ვერც ბოლოს, აი იმათ ათასჯერ აჯობებდა.

კარგი ადამიანია ნოე ჟორდანია თუ ცუდი როცა ფაქტებს და მოსაზრებებს დადებთ, მაგას მერე დავინახავთ.

ყველას მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე.



გენაცვალე რა გემრიელად თქვი smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 21 2009, 01:27 PM

შაკო

ციტატა
ჩემო კარგებო რაც მოყვებოდა ამ თემას ხომ იცით ამიტომ ჯობია წაიშალოს! დაიხუროს ! უმრავლესობას ასე ხო მოსწონს !

მე მგონი ეს თემა არ გახსნილა ვინმეს ხოტბა დიდებისთვის, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო შენ გაქვს უფლება და ამ უფლებას ვერავინ წაგართმევს.

დახურვა არ დახურვა კი ნება მომეცი მე გადავწყვიტო. იყოს ეს თემა და თუ რამ გაქვს სათქმელი ან დასაწერი თავისუფლად იმოქმედე.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 21 2009, 07:59 PM

ციტატა(შაკო @ Jun 20 2009, 12:12 AM) *

გენაცვალე რა გემრიელად თქვი smile.gif rolleyes.gif

2kiss.gif friends.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 22 2009, 09:52 AM

ბატონებო რა თქმა უნდა ვინც სხვას ეკინკლავება ყველა ბილწი და მოღალატე არ არის.
ერთი რამე გამახსენდა, სტუდენტობაში ჩემმა ლექტორმა მომიყვა; ილიას უთხრეს, რომ შენზე აკაკი სულ ცუდ რაღაცეებსა სწერს და სანაცვლოდ შენ მასზე კარგებსა სწერო და რაშია საქმეო? ჩვენ ორივენი ვცდებითო, უთქვამს ილიას. (ეს ისე) smile.gif
ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოს გაყიდის და გაასხვისებს ის მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი. არ შეიძლება ნოე ჟორდანია, კაცი რომელმაც სერგო ორჯონიკიძეზე მეტი თუ არა ნაკლები საქმე არ გააკეთა ჩვენი ერის დასაქცევად იყოს დადებითი პიროვნება. კარგი, ის დავივიწყოთ ვინ უყვარდა და ვინ სძულდა, მაგრამ საქართველოს გასხვისებაც დავივიწყოთ? ჩემეული შეფასება ამ ადამიანისადმი არის ძალზედ უარყოფითი. ასევე საინტერესოა თქვენი აზრიც, თუმცა სათქმელი კი უკვე ითქვა მგონი... smile.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 22 2009, 11:18 AM

ციტატა(zegardeli @ Jun 22 2009, 09:52 AM) *

ბატონებო რა თქმა უნდა ვინც სხვას ეკინკლავება ყველა ბილწი და მოღალატე არ არის.
ერთი რამე გამახსენდა, სტუდენტობაში ჩემმა ლექტორმა მომიყვა; ილიას უთხრეს, რომ შენზე აკაკი სულ ცუდ რაღაცეებსა სწერს და სანაცვლოდ შენ მასზე კარგებსა სწერო და რაშია საქმეო? ჩვენ ორივენი ვცდებითო, უთქვამს ილიას. (ეს ისე) smile.gif
ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოს გაყიდის და გაასხვისებს ის მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი. არ შეიძლება ნოე ჟორდანია, კაცი რომელმაც სერგო ორჯონიკიძეზე მეტი თუ არა ნაკლები საქმე არ გააკეთა ჩვენი ერის დასაქცევად იყოს დადებითი პიროვნება. კარგი, ის დავივიწყოთ ვინ უყვარდა და ვინ სძულდა, მაგრამ საქართველოს გასხვისებაც დავივიწყოთ? ჩემეული შეფასება ამ ადამიანისადმი არის ძალზედ უარყოფითი. ასევე საინტერესოა თქვენი აზრიც, თუმცა სათქმელი კი უკვე ითქვა მგონი... smile.gif

ფაქტებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ი სტუდიაშიიიიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიიიიიიიიიიიიიიიიი პლზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ
ზზზზზზზზზზზზზზ. ვახ!
დადე ერთი ფაქტი მაინც და მერე ვიკამათოთ.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 22 2009, 12:09 PM

bekas
რა ფაქტები? ჟორდანიას ხელმოწერილი დოკუმენტი დავდო საინგილოს რო აძლევდა თათრებს?
ის, რომ ამ საქმეში მაგისი დიდი წილია, მაგაზე დღეს არავინ აღარ დაობს და არც ჩვენ გვინდა ამაზე კამათი.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 22 2009, 12:26 PM

zegardeli

ციტატა
ასევე საინტერესოა თქვენი აზრიც, თუმცა სათქმელი კი უკვე ითქვა მგონი...

მე მგონი, არაფერი არ თქმულა ჯერ smile.gif მე მაინტერესებს , ასევე სხვებსაც, დაე, გააგრძელონ ამ საკითხის ირგვლივ. მე თიტქმის არაფერი ვიცი, ჩვენს დროს მაგ თემას სკოლაშიც არ გავდიოდით და მას შემდეგ კი - ჩემი პროფესია ძალიან შორსაა ისტორიისგან, სპეციალურად კი არ დავინტერესებულვარ ადრე, რომ მომეძებნა და გამეგო. ასე რომ, მე მაინტერესებს smile.gif გააგრძელეთ , ჯენტლმენებო .


პოსტის ავტორი: bimo1 თარიღი: Sep 5 2009, 01:35 PM

ნოე ჟორდანია ილია ჭავჭავაძეს" ქართველი ხალხის დამღუპველს","კაცთმოძულეს"," ბნელეთის მოციქულს", "დემოკრატიის მტერს" ...უწოდებდა....ზვიად გამსახურდიასაც" დემოკრატიის მტერს","ჩაუშესკუს" უწოდებდნენ "ახალი ქართველები"...ილიაობა ვისაც შეეყრება ის ძნელად "მოსარჩენია"..."ზვიადიზმი ფაშიზმია","აგრესიული პროვინციალიზმი","ფაშისტური იდეოლოგიაა"...ჟორდანიამ შეამზადა ილიას მკვლელობა,ამბობენ ორგანიზატორიც იყოო.. ზვიადის მკვლელობის ორგანიზატორი შევარდნაძეა...ილიას უმხედრებდნენ კეშეშოვებს,ჩილინგაროვებს,კლა

ცმანებს...ზვიადსაც უმხედრებდნენ არაქართველებს - ჩილინგაროვებს,მანუკიანებს,რი

ვკინებს,ანტონიანებს,კულუმბეგ

ოვებს...ილიამ მის მისამართით ბრძანა "ჩვენი ქვეყანა მკვდარია თქვენგანა"...რომ ვეღარას გახდით რა,საქართველოს ერთად მაბეზღებთ განა"? ...ანალოგიურად ზვიად გამსახურდიას ქართველებმა ბრალი დასდეს ოსების გენოციდში,ეროვნული უმცირესესობების შევიწროებაში... წმ. ილია მართალზეც ასე ამბობდნენ ბანდიტი სოც დეკები!"-.. საქართველოს მტრობენ მაგრამ მაინც ცოცხალია, რადგან ღვთისმშობელი იფარავს, დიდება უფალს!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2014, 01:27 PM

* * *

"1921 წელს რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციამ საქართველოს მისი ტერიტორიების ნახევარი დააკარგვინა:

სოჭი და დვალეთი - რუსეთს,
ტაო-კლარჯეთი - თურქეთს,
ლორე - სომხეთს,
ჰერეთი [საინგილო] - აზერბაიჯანს დარჩა.

ოკუპაცია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც გაგრძელდა - რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მიდგა.

თუმცა, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები ამით არ შემოიფარგლება.

დიდი ხანია, რუსეთი არა მხოლოდ ტერიტორიების წართმევით, არამედ ჩვენი ისტორიის გაყალბებითაც არის დაკავებული".

/"ახალი თაობა", N35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2015, 09:51 PM

"ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა პირველი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების დღიდან დაწყებულა საქართველოში, ამას მოწმობს ეკლესიისა და ერის ღირსებისთვის ბოლომდე მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდე ოქროპირიძის ნოე ჟორდიანისადმი გაგზავნილი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"... თქვენთვის უცნობი არ არის წმინდა წყლის ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება. არასოდეს ამ ენით და კილოთი არ მილაპარაკია თქვენთან, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს. უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ქართული ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნება ღალატი, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე.

უფლებააყრილი და შეურაცხყოფილი კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე"

უწმინდესი ლეონიდეს ნოე ჟორდიანიასადმი გაგზავნილი წერილი მოწმობს, თუ როგორ იბრძოდნენ კათოლიკოს-პატრიარქები საქართველოს ეკლესიის გადასარჩენად".

(წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ "კარიბჭეში" N7, 2015, გვ. 46. მ.გ.)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 04:55 PM

"განსაკუთრებით პოპულარულია კოლაუს [ნადირაძე] ლექსი "25 თებერვალი", რომელსაც ბ-ნი ლევან სეფისკვერაძე "საშინელებაზე დაწერილ ლექსს" უწოდებს:

"ეს ლექსი, ალბათ, ყველაზე ნათლად ასახავს 1921 წელს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, რასაც ერთი სიტყვით "გასაბჭოებას" ეძახდნენ, თუმცა ამ დღის ტრაგიზმი და მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე ამას ეს ერთი საზარელი სიტყვა იტევს".


თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

/"კარიბჭე" N16, 2015, გვ. 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 01:23 PM

"1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამადავითისკენ. ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნობს სამშობლოს "აღსდგა საქართველო". მე არ მეგულება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე... მარტოდმარტო ეს ფაქტი საკმაოა, რომ ვლასა შევიდეს "ქართლის ცხოვრებაში", როგორც რაინდი, მზიური შარავანდით მოსილი", - წერდა გრიგოლ რობაქიძე. ვლასას როცა ჰკითხეს, დამოუკიდებლობის დღეს გვიან შუადღემდე რად არ ჩანდიო, უთქვამს: მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლებას ვულოცავდიო.

ვლასა ბოლშევიკებს უცხოეთში გაექცა, ჯერ ბერლინში, ბოლოს პარიზში... აქვე გარდაიცვლა და დაკრძალეს დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე".

/მართლმადიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 7 ნოემბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2016, 02:51 PM

"ისტორიულ გამოცდილებას თავისი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვერ ვაკეთებთ არჩევანს. ყველაზე თვალნათელი მაგალითი 1918-1921 წლის საქართველოა, როდესაც ღმერთმა გვაჩუქა თავისუფლება, რომელსაც ასე მივტიროდით. ჩვენ კი თავისუფალ საქართველოში, როგორც კი დრო ვიხელთეთ, იმწამსვე მოვკალით პატრიარქი და გავძარცვეთ ეკლესიები. იყო თუ არა ასეთი ერი თავისუფლების ღირსი?!"

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ. 364/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:32 PM

"1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ გაამარტივა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2016, ჩანართი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:17 PM

"ცნობილია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ხელისუფლებაში მოსული ნოე ჟორდანიას პოლიტიკური გუნდი, არათუ შემწყნარებლობით გამოირჩეოდა ჩვენი ეკლესიის მიმართ, დაუპირისპირდა კიდეც მას, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა".

/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:35 AM

"1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. 25 თებერვალს (ძვ. სტ. 12 თებერვალს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ქართველმა ხალხმა ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული მენშევიკური მთავრობა აირჩია და ღვთისმშობლისაგან ჩვენზე სასჯელი მოიწია, 78 წელი უფრო საშინელი, კომუნისტური ჯოჯოხეთი გამოგვატარა. მართლაც, ვისაც ყურნი სმენად გვაქვს - ვისმინოთ!"

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:39 AM

"1921 წელს ხმაც კი არავის დაუძრავს, ისე "ჩაყლაპა" საქართველო რუსეთმა"

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2020, 05:56 PM

"1921 წელს, სარფი საბჭოთა საქართველოს და ქემალაისტურ თურქეთს შორის ზუსტად ისე გაიყო, როგორც მოსკოვში ისურვეს - ვლადიმერ ილიჩ ლენინმა რუკაზე სახელმწიფო საზღვარი ალალბედად, წითელი ფანქრით გაავლო, იქვე კიდეზე, ხელიც მოაწერა და ეს "დოკუმენტი" საქართველოში გამოგზავნა. წითელი პროლეტარიტატის ბელადს წარმოდგენა არ ჰქონდა სარფზე და, შესაბამისად, არც ის იცოდა, რომ საზღვარი პირდაპირ შუა სოფელზე გაატარა".

/"კარიბჭე" N16, 2014,გვ.61/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:49 PM

"1921 წელს, მაშინ, როდესაც ძალით დაიპყრეს საქართველო, ჩვენი ქვეყნის ფართობი 91,300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, 1922 წლის ბოლოს კი საქართველოს ფართობი დარჩა 69,700 კვადრატული კილომეტრი. 21,600 კვ.კმ. მხოლოდ იმიტომ გაჩუქდა, რომ ქართული სახელმწიფო არ ყოფილიყო ძლიერი, ამას სხვა ახსნა არა აქვს"

/მღვდელი გიორგი მეტრეველი
"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2021, გვ.16/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 08:05 PM

"1917 წლის საქართველოს ორი ბედნიერება ერთად ეწვია: პირველი - ეროვნული თავისუფლებისათვის მშრომელი ხალხის ბრძოლაზე დაყრდნობით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებმა ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა აღადგინეს, მეორე - აღდგენილ იქნა ქართველი ხალხის დიდი ხნის ნანატრი ეროვნული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგძელებულა: 1921 წელს რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, გააუქმა მისი დამოუკიდებლობა და შეიყვანა საბჭოთა კავშირში. ამ დროიდან იწყება გაუგონარი სისასტიკე ქართული ეკლესიის მიმართ".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართელოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.32/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)