თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ლოცვა აღმოსავლეთისკენ

პოსტის ავტორი: giorgik თარიღი: Jul 4 2013, 05:50 AM

გამარჯობათ,

ჩემი კითხვა შეეხება ლოცვას აღმოსავლეთის მიმართულებით, ჯერ მაინტერესებს ეს თუ აუცილებელია და მეორე მაინტერესებს რატომ არის მიღებული ლოცვა აღმოსავლეთისკენ და არა სამხრეთისკენ, მოკლედ როგორც ვიცი ეს უნდა იყოს იერუსალიმის მხარეს, და იესრუსალიმი საქართველოდან სამხრეთით არის და არა აღმოსავლეთით. სადღაც წავიკითხე რომ ეს ძველი ტრადიციაა შემორჩენილი ებრაელებისგან და ისინი დღესაც იერუსალიმის მიმართულებით ლოცულობენ მაგრამ საქართველოში რატომ არის მაინცდამაინც აღმოსავლეთი?

გმადლობთ

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Jul 21 2013, 09:59 PM

არსებობს ამაზე სპეციალური ლიტერატურაც.
ისე კი , ღმერთთან ურთიერთობისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ მხარეს ვიდგებით და საით გავიხედავთ.
მთავარია გულით ვიყოთ უფლისკენ და მისკენ ვიხედებოდეთ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)