ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველმოწესეთა ეკლესია, კანონიკური საკითხები |
damiane80 |
Jan 21 2012, 07:49 PM
პოსტი
#121
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
კარგი შევეშვათ, შენ თუ არ გახსოვს რას ეხებოდა, მით უმეტეს ახლა მაგაზე აღარ გვინდა
ისე რა მაინტერესებს, როგორ არის ძველმოწესეთა ეკლესიაში დღევანდელი ასე ვთქვატ აქტუალური თემები, მაგალითად ელექტრონული ბარათების საკითხი... არის კამათი ამ თემაზე თუ ერთ აზრე ხართ... |
dzvelmartlmadidebeli |
Jan 21 2012, 10:39 PM
პოსტი
#122
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
damiane80
ციტატა ისე რა მაინტერესებს, როგორ არის ძველმოწესეთა ეკლესიაში დღევანდელი ასე ვთქვატ აქტუალური თემები, მაგალითად ელექტრონული ბარათების საკითხი... არის კამათი ამ თემაზე თუ ერთ აზრე ხართ... აქტუალურია როგორც ყველგან, მაგრამ არც ისე ტრაგიკულად აღვიქვამთ ამას, როგორც ზოგიერთებს ემართებათ. ხალხს ID ბარათები ლამის ანტიქრისტეს ბეჭედი ჰგონია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა ბიომეტრიული დოკუმენტები ტექნოლოგიური თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია საყოველთაო კონტროლისკენ, მაგრამ ანტიქრისტეს ბეჭედზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ასე, რომ ჩვენთან არავის უკრძალავენ ამგვარი პირადობის მოწმობების თუ პასპორტების აღებას (ზოგიერთმა აიღო კიდეც). სხვათა შორის, წავიკითხე, რომ თქვენი სინოდი აპირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ამ თემაზე და ხომ ვერ მეტყვით, უკვე გამოიტანა რაიმე დადგენილება თუ არა? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
A.V.M |
Jan 21 2012, 11:55 PM
პოსტი
#123
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა სხვათა შორის, წავიკითხე, რომ თქვენი სინოდი აპირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ამ თემაზე და ხომ ვერ მეტყვით, უკვე გამოიტანა რაიმე დადგენილება თუ არა? დიახ. შექმნილია კომისია სადაც არიან მიტროპოლიტი იობი.(რომელსაც უფრო მეტად არ სურს აღება),მეუფე იოანე.(რომელიც ვერენაირ ხიფათს ვერ ხედავს) და მეუფე საბა(რომელსაც ნეიტრალური პოზიცია უკავია) ასე,რომ დაველოდოთ რას განაჩინებს ამ საკითხზე წმ.სინოდი. (ჩემი პირადი აზრი კი ასეთია,რომ უფრო მეტად ამ ბიომეტრიულ საბუთებში პიროვნების უფლებათა შეზღუდვაა,ვიდრე ანტიქრისტეს ბეჭდისკენ სვლა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 16 2012, 07:28 PM
პოსტი
#124
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბატონ ძველმართლმადიდებელთან მაქვს კითხვა.
ჯერ მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაულს. რაღაც ინფორმაციებს ვეცნობოდი ,,სტაროვერებზე" და ვნახე რომ მანდაცაა გაყოფა-გამოყოფები.(როგორც ყველგან) ხოდა მაინტერესებს : 1- პოპოვცებისა და ბეზპოპოვცების შესახებ. 2-მათ გარდა კიდევ რა ,,დაჯგუფებებია" თქვენთან. 3-თავად თქვენ რომელს მიეკუთვნებით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი