IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> 1 იოანესი 5:20 ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი თუ???
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 9 2012, 04:21 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



იოანე მოციქულის 1 ეპისტოლე რომელიც არის მოწმობა იესო ქრისტეზე , საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ 5 თავის 20 მუხლი ხშირად მოჰყავთ იმის დასამტკიცებლად რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ რისი თქმა სურს იოანეს? თუ დავაკვირდებით ბერძნული ტექსტის წყობას οἴδαμεν δὲ ὅτι ὁ υἱὸς τοῦ θεοῦ ἥκει καὶ δέδωκεν ἡμῖν διάνοιαν ἵνα γινώσκομεν / γινώσκωμεν τὸν ἀληθινόν, καὶ ἐσμὲν ἐν τῷ ἀληθινῷ ἐν τῷ υἱῷ αὐτοῦ Ἰησοῦ Χριστῷ. οὗτός ἐστιν ὁ ἀληθινὸς θεὸς καὶ ζωὴ αἰώνιος. ფრაზა _ οὗτός ἐστιν ὁ ἀληθινὸς θεὸς καὶ ζωὴ αἰώνιος. არის უცვლელი და მისი ერთადერთი თარგმანი ასე ჟღერს _ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე! ვინაიდან სიტყვა უტოსის წინ ახლოს დგას ისუ ქრისტე , ზოგიერთს გონია რომ სწორედ იესოა ჭეშმარიტი ღმერთი. საყურადღებოა რომ უტოსის წინ თითქმის ბერძნული ტექსტების უმეტესობაში წერტილია დასმული და აზრი დამთავრებულია. ვიღაცა იკითხავს _ კი მაგრამ დასაწყისში იოანე ხომ გვამცნებს რომ საუკუნო სიცოცხლე არის იესო ქრისტე , რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა? განა აფსურდი არაა რომ იოანეს 5:20 ში იესო არ იგულისხმებოდეს? რა თქმა უნდა საუკუნო სიცოცხლე იესოა , მაგრამ დავაკვირდეთ იგივე იოანე მოციქულის 2 წერილის 7 მუხლს _ ὅτι πολλοὶ πλάνοι ἐξῆλθον εἰς τὸν κόσμον, οἱ μὴ ὁμολογοῦντες Ἰησοῦν Χριστὸν ἐρχόμενον ἐν σαρκί· οὗτός ἐστιν ὁ πλάνος καὶ ὁ ἀντίχριστος. ამ ფრაზაზე გავამახვილებ ყურადღებას οὗτός ἐστιν ὁ πλάνος καὶ ὁ ἀντίχριστος. იგივე οὗτός _უტოს და აქ იოანე აღნიშნავს რომ მრავალი მაცდური რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს , ანუ აქ მრავლობითში საუბრობს იოანე _ რომელნიც_ და შემდეგ ასახელებს ბუკვალურად ეს არის მაცდური და ანტიქრისტე , ანუ უფრო პროფესიონალურად რომ ვთარგმნოთ _ ესენი არიან მაცდური და ანტიქრისტე. საქმე გვაქვს ბუკვალურ ჩამოთვლასთან. იგივე სიტუაციაა 9 მუხლში _ ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს კი მამაიცა Hყავს და ძეც. ეხლა ისმის კითხვა ხდება თუ არა ორი პიროვნების ბუკვალური ჩამოთვლა და დასახელება 1 იოანეს 5:20 ში? რათქმაუნდა ! აQ იოანე მოციქული საუბრობს ჭეშმარიტ ღმერთზე მამაზე_ და საუკუნო სიცოცხლეზე ისუ ქრისტეზე . იმისი მტკიცება რომ 1 იოანეს 5 : 20 საუბარია მხოლოდ ერთ სუბიექტზე , რომ ისაა ჭეშმარიტი ღმერთი , ეს არის ტექსტის დარღვევა და 1 იოანეს ეპისტოლეს დამახინჯება! blink.gif ქრისტე იესოს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია !!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Nov 9 2012, 10:22 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს თემაც იხურება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 04:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი