IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქმეების 20:28 ვინ არის ღმერთი???
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 1 2012, 09:37 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



საქმეების 20 :28 მუხლი ხშირად მოყავთ ყოვლადწმინდა სამების დასამტკიცებლად, ამიტომ იძულებული ვხვდები რომ ხელოვნურად შევქმნა გამაბათილებელი არგუმენტი რომ აQ სამებაზე არაა საუბარი blink.gif . პავლე მოციქული რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს მხედველობაში აქვს უდიდესი ჭეშმარიტების და კაცთმოყვარების ცნება რაც თავად ღმერთმა გამოხატა თავისი ძის გაწირვით კაცობრიობის მიმართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს და სამწყსოს , რომლის ზედამხედველადაც სულმა წმიდამ დაგნიშნათ, რათა მწყემსავდეთ ღმრთის ეკლესიას რომელიც მან შეიძინა სისხლითა თვსითა! ვინაიდან ჩვენს სახსნელად დაიღვარა იესო ქრისტეს წმინდა სისხლი , ზოგიერთი ასკვნის რომ ის თავად არის ღმერთი და ვინაიდან სული წმიდა ნიშნავს ქრისტიანს ზედამხედველად , გამოდის რომ ის პიროვნებაა და მაშასადამე ის ღმერთიცაა რადგან ვის აქვს უფლება ეკლესიაზე რომ ვინმე დანიშნოს ზედამხედველად თუ არა ღმერთს? კიბატონო თუ ასე მარტივად მივუდგებით საკითხს თითქოსდა პავლე მოციქულის სიტყვებში , შავით თეთრზე წერია რომ ღმერთი სამებაა. მაგრამ რას მოწმობს საღვთო წერილი? პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ეკლესია ქრისტესი არ არის არამედ ღვთისაა ! იესო ქრისტე არის ეკლესიის თავი და მისი მაცხოვარი როგორც პავლე ბრძანებს ეფესელთა ეპისტოლეში! მაშ ვინ შეიძინა ეკლესია ? ღმერთმა. კი მაგრამ ბერძნულ ტექსტში ყველგა წერია რომ ღმერთმა სისხლითა თვსითა შეიძინა ეკლესია. მართლაც ასეა ღმერთმა საკუტარი სისხლი დაღვარა კაცობრიობისათვის და პავლე მოციქულს სწორედ ეს აქვს მხედველობაში რომ ღმერთმა ჩვენთვის გაიღო არა რომელიმე რიგითი ანგელოზი, არამედ თავისი ძე თავისი სისხლი, არა გადატანითი მნიშვნელობით არამედ პირდაპირი! თუ მე ჩემს შვილს ვინმეს გულისთვის გავწირავ, მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩემი სისხლი გავიღე, რადგან ჩემი შვილი , ჩემი სისხლი და ხორცია! ასევეა აქაც_ პავლე მოციქულს აქ სწორედ იმის დადასტურება სურს რომ ღმერთისთვის უცხო კი არაა ეკლესია , არამედ ის ტავისი სისხლის ფასად აქვს ნაყიდი. რაც შეეხება სული წმიდას რომლითაც ინიშნება ყოველი ქრისტ___იანი ეს არის ცხება. დანიშვნა ხდება სულით , ანუ სულიწმიდა კი არ ნიშნავს ვინმეს არამედ მისით ხდება დანიშვნა. რატომ არის იესო ___ ქრისტე ? იმიტომ რომ ის დაინიშნა სწორედ სულიწმიდით . მარკოზის სახარებაში თავად ბრძანებს იესო რომ სული უფლისაა ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად , ესაიას 61:1,2 . ყურადღება მინდა მივაქციო პავლე მოციქულის სიტყვებს ეFესელტა 4;30 ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას რომლითაც აღიბეჭდეთ გამოსყიდვის დღეს. ვინაიდა საუბარია სულიწმიდის დანაღვლიანებაზე არ უნდა ვიფიქროთ რომ ის პიროვნებაა,; რადგან პავლე Aღნიშნავს რომ სწორედ ამ სულითაა აღბეჭდილი ყოველი ქრისტიანი, ამიტომ იმ უარყოფითი საქციელით და იმ ცუდი თვისებებით რაც შეიძლება გამოიავლინოს ქრისტიანმა შეიძლება სულიწმიდა წარმოჩინდეს უარყოფითი ნაყოფის გამომტანი, არადა სულიწმიდის ნაყოფები ხომ ყოველივე კარგია? გალატელთა 5:22. ამიტომ აქ პავლე სწორედ ამისკენ აღძრავს ქრისტიანებს რომ დადებითი თვისებებით მას მისცენ ისეთი სახე როგორიც სინამდვილეში გამოაქვს მის ნაყოფს და არა ნაღვლიანი და შეჭირვებული სახე! ქრისტე იესოს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია !!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი