IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;)
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 06:33 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიხვეჭ მას და სად...


მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოხლე....


მე მგონი ამაზე დიდი სიტყვები არ უთქვია სერაფიმე საროველს, მაგრამ თავად ცხონება ღვთის განგებულებაა და დარწმუნებული ვარ გამონაკლისებიც ხდება. რატომ, როგორ ეს დიდმა მოსამართლემ იცის თითოეული ადამიანის საქმისაებრ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:34 PM
პოსტი #22


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მე პირადად ვაღიარებ ქრისტეს, როგორც ღმერთს, მაგრამ არა მარტო ქრისტეს... მაქვს შანსი ცხონების?

აშკარად პროვოკაციული კითხვაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

როგორ ვიმსჯელო სხვის ცხონება არ ცხონებაზე, როცა მე არ ვიცი ვცხონდები თუ არა.

მაგრამ შენი ფრაზა ცოტა ვერ გავიგე. რა გამოდის რამდენიმე ღმერთს აღიარებ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:37 PM
პოსტი #23


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
აშკარად პროვოკაციული კითხვაა როგორ ვიმსჯელო სხვის ცხონება არ ცხონებაზე, როცა მე არ ვიცი ვცხონდები თუ არა.


ნუ ამ შემთხვევაში შენ აზრზე მეტად მართლმადიდებლობის აზრი მაინტერესებს.


ციტატა
მაგრამ შენი ფრაზა ცოტა ვერ გავიგე. რა გამოდის რამდენიმე ღმერთს აღიარებ?


ღმერთი ერთია, მაგრამ მე ვაღიარებ რომ მხოილოდ ერთხელ არ მოსულა იგი მიწაზე და სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მისიით მოდიოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას smile.gif (და ყველას თავისი "ავატარი" ჰგონია ერთადერთი)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2009, 06:37 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 06:12 PM) *

უკიდურესობებით რატო მსჯელობ? არ შეიძლება რომ იქაც იყოს ცხონება და იქაც? გზა ერთია, სახელებია სხვადასხვა და ცოტათი დოგმატიკა, არსით კი ბევრი რელიგია ერთნაირია

არ შეიძლება. ვერ შეიძლება. და არც გზაა ერთი. სხვაა გზა ქრისტიანის და სხვაა გზა წარმართის.
და რელიგიები, სწორედ რომ არსით და არსობრივად განსხვავდებიან. ვგულისხმობ მართლმადიდებლობას და
სხვა აღმსარებლობებს თუ კონფესიებს.
და საერთოდ, წერია წმინდა წერილში, რომ : ''ყოველნი ღმერთნი წარმართთანი - ეშმაკ არიან''.
არსებობს ლიტერატურა (ბეჭდური) ამ საკითხთან დაკავშირებით. მოიძიეთ და წაიკითხეთ.


ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 06:24 PM) *

ვთქვათ კაცი ებრაელია, ან მუსულმანი. გადაარჩინა მრავალი ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლები, კაცთმოყვარეობის და არა ქრისტეს გულისთვის. ცხონდება თუ არა?


არ. ვერ.
არის ცნება - კაცობრივი და არის ცნება - საღმრთო.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:38 PM
პოსტი #25


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მხევალი ნინო

ციტატა
მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოხლე....


ეს მხოლოდ იესოს არ უთხვამს. სხვა რელიგიებშიც თქვეს... ნუ დამაკონკრეტებინებთ smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:40 PM
პოსტი #26


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
ღმერთი ერთია, მაგრამ მე ვაღიარებ რომ მხოილოდ ერთხელ არ მოსულა იგი მიწაზე და სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მისიით მოდიოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას (და ყველას თავისი "ავატარი" ჰგონია ერთადერთი)

ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია თუ ამის წყაროები არსებობს? biggrin.gif biggrin.gif

მხევალი ნინო
ციტატა
მე მგონი ამაზე დიდი სიტყვები არ უთქვია სერაფიმე საროველს, მაგრამ თავად ცხონება ღვთის განგებულებაა და დარწმუნებული ვარ გამონაკლისებიც ხდება. რატომ, როგორ ეს დიდმა მოსამართლემ იცის თითოეული ადამიანის საქმისაებრ.

რას გულისხმობ ნინო გამონაკლისში. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით მოუნათლავი შეუძლებელია, რომ სასუფეველში მკვიდრობდეს. ის გამონაკლისიც აუცილებლად მონათლული უნდა იყოს (ნათლობა ფართო გაგებისაა)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:41 PM
პოსტი #27


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



protestanti

ციტატა
არ შეიძლება. ვერ შეიძლება. და არც გზაა ერთი. სხვაა გზა ქრისტიანის და სხვაა გზა წარმართის.


"გზა ღმერთამდე იმდენია, რამდენი სულიცაა ამქვეყნად" (ჩემი სიტყვები არაა, მაგრამ ვიზიარებ) a075.gif

afxazi

ციტატა
ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია თუ ამის წყაროები არსებობს?


წყაროების მეტი რა არის, შენ წაკითხვა მოინდომე და... biggrin.gif

ციტატა
ის გამონაკლისიც აუცილებლად მონათლული უნდა იყოს (ნათლობა ფართო გაგებისაა)


თანაც ძააააალიან ფართო გაგების smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:43 PM
პოსტი #28


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
წყაროების მეტი რა არის, შენ წაკითხვა მოინდომე და...

შენ საუბრობ სხვადასხვა რელიგიებზე, მაგრამ ქრისტე ხომ ერთია და არა მრავალი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:44 PM
პოსტი #29


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
შენ საუბრობ სხვადასხვა რელიგიებზე, მაგრამ ქრისტე ხომ ერთია და არა მრავალი.


ქრისტე ერთია, ვიშნუც ერთია, კრიშნაც ერთია, ბუდაც ერთია, ალაჰიც ერთია, ღმერთიც ერთია, და ეს ყველანი ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეები არიან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 06:45 PM
პოსტი #30


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
რას გულისხმობ ნინო გამონაკლისში. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით მოუნათლავი შეუძლებელია, რომ სასუფეველში მკვიდრობდეს. ის გამონაკლისიც აუცილებლად მონათლული უნდა იყოს (ნათლობა ფართო გაგებისაა)



დათ, მე არ მგონია, რომ საბჭოტა კავშირის დროს, როცა ასე მწარედ იდევნებოდა რელიგია, ხალხს არ ჰქონდა საშუალება მოესმინა და გაეგო სახარება, მონათლულიყო და ეცხოვრა ეკლესიურად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არავინ ასწავლიდა, ყველა წარწყმდა. შეიძლება ვცდები და რაღაც არასწორად ვიცი ცვენს რელიგიაში, მაგრამ მგონია რომ უფალიც უშვებს გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ე ბ ს რას და როგორ, ეგ არ ვიცი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2009, 06:47 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 06:41 PM) *

protestanti
"გზა ღმერთამდე იმდენია, რამდენი სულიცაა ამქვეყნად" (ჩემი სიტყვები არაა, მაგრამ ვიზიარებ) a075.gif

მეც ვიზიარებ.
და არავინ ამბობს, რომ წარმართები სამუდამოდ და ფატალურად არიან განწირული ჯოჯოხეთისთვის.
კი ბატონო, მობრძანდნენ, მოინათლონ, შეინანონ, ეზიარონ და წელცომე რა girl_angel.gif

ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 06:40 PM) *

მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით მოუნათლავი შეუძლებელია, რომ სასუფეველში მკვიდრობდეს.

სახარების მიხედვით smile.gif პირველ რიგში.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:49 PM
პოსტი #32


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
ქრისტე ერთია, ვიშნუც ერთია, კრიშნაც ერთია, ბუდაც ერთია, ალაჰიც ერთია, ღმერთიც ერთია, და ეს ყველანი ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეები არიან.

ნუ ახლა ამაზე რა პასუხი გაგცე არ ვიცი. ელემენტარულად ხომ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი ორმოცდაათ განსხვავებულ მოძღვრებას არ სთავაზობს ადამიანებს, სადაც ურთიერთ გამომრიცხავი ცნებებია.

ციტატა
დათ, მე არ მგონია, რომ საბჭოტა კავშირის დროს, როცა ასე მწარედ იდევნებოდა რელიგია, ხალხს არ ჰქონდა საშუალება მოესმინა და გაეგო სახარება, მონათლულიყო და ეცხოვრა ეკლესიურად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არავინ ასწავლიდა, ყველა წარწყმდა. შეიძლება ვცდები და რაღაც არასწორად ვიცი ცვენს რელიგიაში, მაგრამ მგონია რომ უფალიც უშვებს გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ე ბ ს რას და როგორ, ეგ არ ვიცი.

ვისაც სწამდა ინათლებოდა კიდეც. რა თქმა უნდა უფლის განგებულებას ვერავინ მიწვდება, მაგრამ ფაქტია რომ მოუნათლავი ვერ შევა სასუფეველში უფლის განწესებისამებრ. თუმც არსებობენ ქრისტეს რწმენაში მონათულებიც (ავაზაკი, სიდონია), ოღონდ გამონაკლისის სახით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 06:49 PM
პოსტი #33


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Atman
ციტატა
ღმერთი ერთია, მაგრამ მე ვაღიარებ რომ მხოილოდ ერთხელ არ მოსულა იგი მიწაზე და სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მისიით მოდიოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას (და ყველას თავისი "ავატარი" ჰგონია ერთადერთი)



ეჰ ჩემო ატმან, სენ ან ბერძნულ მითოლოგიაში ხარ დაკარგული, ან ეგვიპტურში smile.gif


არ მგონია ერთი უფალს სხვადასხვა სწავლებები ჰქონდეს და რაც მტავარია ასე წინააღდეგობრივი. ნუ იტყვი ეხლა გაცვეთილ ფრაზას, მისასვლელი გზებია ეგ, რაიმე ახალი ტქვი. მისასვლელი გზა ჭეშმარიტების სწავლებაა გენაცვალე, ჭეშმარიტება არ სეიძლება ერთდოულად იყოს ურთიერთსაწინაარდეგო სწავლებები, სადაც ღმერთი ხან მატერიაა, ხან ხან განყენებული ცნება, ხან პიროვნება, ხან ამბობს სული ერთი სხეულიდან მეორეში გადადისო, ხან ცხონდებაო, ხან კურდღელი არ წამოთ ბებიათქვენიაო, ხან ცხოველის წამა ცოდვა არააო, ხან სისხლის გადასხმისას სხვისი სული გადმოგივათო, ხან სული ერთი აქვს ადამიანს და არსად გაგდისო. ნამეტანი დაბენული ღმერთი გყავს შენ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:49 PM
პოსტი #34


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ხო და არავის ეგონოს აქ რომ ეკუმენიზმს ვქადაგებ. ფერევის შერევით აჯაფსანდალი გამოვა. ყველა ფერი ცალკეა ლამაზი და სხვასთან შერევით თავის სახეს კარგავს. მაგრამ ისიც უმეცრება მგონია, როდესაც ყველა ფერს თავისი თავი ჰგონია ჭეშმარიტი და სხვებს უარყოფს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:51 PM
პოსტი #35


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



protestanti
ციტატა
სახარების მიხედვით პირველ რიგში.

განსხვავებული ცნებებია?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Dec 7 2009, 06:52 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ავაზაკი ხომ არც ქრისტიანი იყო და არც მონათლული, ხომ ცხონდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:52 PM
პოსტი #37


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
ხო და არავის ეგონოს აქ რომ ეკუმენიზმს ვქადაგებ. ფერევის შერევით აჯაფსანდალი გამოვა. ყველა ფერი ცალკეა ლამაზი და სხვასთან შერევით თავის სახეს კარგავს. მაგრამ ისიც უმეცრება მგონია, როდესაც ყველა ფერს თავისი თავი ჰგონია ჭეშმარიტი და სხვებს უარყოფს.

ეს უკვე პროგრესია, რომ შეუძლებელია მრავალი ჭეშმარიტება არსებობდეს. რელიგიის ჭეშმარიტებაში გარკვევისთვის კი მათი შესწავლაა საჭირო, ოღონდ სიღრმისეულად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 06:52 PM
პოსტი #38


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
ვისაც სწამდა ინათლებოდა კიდეც. რა თქმა უნდა უფლის განგებულებას ვერავინ მიწვდება, მაგრამ ფაქტია რომ მოუნათლავი ვერ შევა სასუფეველში უფლის განწესებისამებრ. თუმც არსებობენ ქრისტეს რწმენაში მონათულებიც (ავაზაკი, სიდონია), ოღონდ გამონაკლისის სახით.



ხოდა, ამას ვამბობ მეც,. არსებობს ავაზაკი და სიდონია, რომელიც განგვიცხადა. მსგავსები კიდევ შეიზლება არსებობდეს. ალბათ, მათაც მათი საქმის თუ ცხოვრებისამებრ უფალი ქრისტეს რწმენაში მონათვლად უთვლის რაღაცას. სწორედ ამიტომ ვტქვი, რა და როგორ ზუსტად არ ვიცი თქო. ალბათ, ბოლოს მაინც ნათლობამდე მივდივართ, მაგრამ ეს საკიტხი აქ არ წყდება. მოკლედ, ავურიე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 06:53 PM
პოსტი #39


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Funkenstein
ციტატა
ავაზაკი ხომ არც ქრისტიანი იყო და არც მონათლული, ხომ ცხონდა?

ეკლესიური მოძღვრებით იგი მოინათლა ქრისტეს რწმენაში. მას არ ქვია მოუნათლავი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 7 2009, 06:53 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(afxazi @ Dec 7 2009, 06:51 PM) *

protestanti

განსხვავებული ცნებებია?

ჩემთვის არა, და არც რეალში, მაგრამ ბევრისთვის წმინდა წერილი უფროა ავტორიტეტი, ვიდრე ეკლესია.
ამიტომ აღვნიშნე და არა შენი მისამართით.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 06:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი