ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაციონალური ხატები, რამდენად მისაღებია |
G_saxva |
Mar 25 2014, 03:46 PM
პოსტი
#21
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
qetevano
მეც მასე ვფიქრობ არსებობს რაღაც კანონიკა რაც აუცილებელია ხატის დაწერისას მაგალითად მაცხოვრი ჯვარცმაზე როგორ უნდა გამოსახო ან მაკურთხებელი ხელი როგორ უნდა ჰქონდეს და ა.შ მაგრამ ის რომ ზოგი ტუჩს თვალს ცხვირს სახის კონტურებს და მსგავს რამეებს სხვადასხვანირად ხატავს ეს სუფთა ნაციონალური თემაა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
jariskaci |
Mar 25 2014, 08:10 PM
პოსტი
#22
|
jariskaci ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 |
თქვენი არ ვიცი მაგრამ არ მე მომწონს.
ბარემ ერთ რაღაცასაც გკითხავთ რაა, იქნებ მიპასუხოთ. რატომაა რომ საეკლესიო მაღაზიებში რაც კი ხატები იყიდება 70% მაინც რუსული დამწერლობითაა. წმიდა ნინოს ხატი ვნახე და მასაც კი რუსულად ეწერა..... -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
mariami-k |
Mar 25 2014, 08:34 PM
პოსტი
#23
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
qetevano
ციტატა მასე თუა მარიამ, მაგალითად თევზი სიმბოლურად იესო ქრისტესაც გამოხატავს ხოლმე და სინამდვილეში თევზი ხომ არ იყო არა? რა მოხდა თუ ადმიანი მუქკანიანს გამოხატავს როცა მის ქვეყანაში სულ ასეთები არიან და მათთვის უფრო ახლობელია. აი თუ დააკვირდები რუსები უფრო რუსულ სახეს უხატავენ, ბერძნები თავიანთებურს, ჩვენ ჩვენებურს და ა.შ. და არაა გასაკვირი როცა ვირაც აფრიკელი აფრიკულ სახეს დაუხატავს. რასაკვირველია თევზი არ არის, ისევე როგორც კრავი, ან მწყემსი, ან კარი, გზა და ა.შ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური გამოხატვა მისი.... თავისი ფუნქციიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუმცა იგი არ არის ყოველივე ზომოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი.... ეს ადამიანური კატეგორიებია და და ღმერთი ამ კატეგორიებზე მაღლა დგას... თუმცა თითოეულ ამ სმბოლოს თავისი ახსნა აქვს თუ რატომ არის ასე.... ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ სად და რატომ ხდებოდა ამ სიმბოლოთა გამოყენება. რაც შეეხება იერს... მართალია ხატწერისთვის არსებობს იკონოგრაფია, და აუცილებელია მისი დაცვა, თუმცა ქრისტიანულ ხელოვნებაზე ყოველთვის ახდენდა და ახდენს გავლენას ადგილობრივი კულტურული ტრადიციები.... ხელწერა ყოველთვის განსხვავებული და ცნობადია ამ მხრივ... თუმცა ძირეული ღერძი რაც არის ის არ უნდა შეიცვალოს და მის ფარგლებში უნდა ხდებოდეს ქმედება... როდესაც 2 ადამიანი ერთი ნატურიდან ხატავს, მიუხედავად ერთი ნატურისა ორივე მხატვრის ნახატი განსხვავებულია.... თუმცა თუ ნატურას შევუცვლით სახის ფერს, ნაკვთებს, თმის ვარცხნილობას, მზერას ეს აღარ იქნება ნატურის მსგავსი და მიიღებთ სულ სხვა პიროვნება.... როდესაც ხატწერასთან გვაქვს საქმე უნდა დავიცვათ მისი მოთხოვნები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა,რომ ხატი ამოცნობადი უნდა იყოს... იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს პიროვნულ ნიშნებს.... როდესად ეცვლება კანის ფერი, ნაკვთი, ვარცხნილობა, სამოსი, ვფიქრობ, რომ ამით იშლება ყოველგვარი კვალი პიროვნულობის და ცნობადობის. მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა.... G_saxva ციტატა მეც მასე ვფიქრობ არსებობს რაღაც კანონიკა რაც აუცილებელია ხატის დაწერისას მაგალითად მაცხოვრი ჯვარცმაზე როგორ უნდა გამოსახო ან მაკურთხებელი ხელი როგორ უნდა ჰქონდეს და ა.შ მაგრამ ის რომ ზოგი ტუჩს თვალს ცხვირს სახის კონტურებს და მსგავს რამეებს სხვადასხვანირად ხატავს ეს სუფთა ნაციონალური თემაა. სწორედ კანონიკის ანუ იკონოგრაფიის მიხედვით არის, რომ ხატი ცნობადი უნდა იყოს და პიროვნულ ნიშნებს უნდა შეიცავდეს -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
tamuna m |
Mar 25 2014, 11:38 PM
პოსტი
#24
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
mariami-k
და მაინც ვცდილობთ ღმერთი რაღაც კანონებში და საზღვრებში მოვაქციოთ : )) არ ვამტკიცებ, რომ სწორია ეს ფორმა, მაგრამ ვამბობ, რომ მსგავსი გამოსახვა ჩემთვის მისაღებია, თუ ეს ლოცვითი განწყობას ემსახურება. მარიამ, მეთანხმები იმაში, რომ ეს ხატი სხვა ნაციისთვის შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს? აქ თითქოს წმ. გიორგი ბავშვია და ესეც შეიძლება კანონიკურ და ისტორიულ დარღვევად ჩაითვალოს. სახელობითი ხატები ცოტა არ იყოს, ჩემში გაღიზიანებას იწვევს. ზოგადად მარიამის ნათქვამია მართალია, მაგრამ არის რაღაცა კანონებზე უფრო აღმატებული და ესაა - გრძნობაა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
G_saxva |
Mar 26 2014, 09:28 AM
პოსტი
#25
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა.... ვერ დაგეთანხმები, ჩემი აზრით ხატის დანიშნულება ისაა ადამიანს ლოცვის განწყობა იმდენად შეუქმანს რამდენადაც ეს ხეზე დახატულ გამოსახულებას ძალუძს. როგორი ლოგიკითაც შენ ამბობ არ შეიძლება ღმერთი ისე გამოსახო როგორიც გინდა არამედ ისეთი უნდა გმაოსახო როგორიც წესიაო, მაშინ მეეჭვება უფალის სიდიადე და აღმატებულობა რომელიმე ხატმწერმა გადმოსცეს და საერთოდ რამემ დაიტიოს. ასევე იმასაც დავამატებ უფლიშთვის მთავარია ანთებული გულით ვილოცოთ, მეეჭვება იმას უფრო დიდი მნიშვნელობა ქოდეს როგორ გამოსახავ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Hercules |
Mar 27 2014, 12:05 AM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
კანის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეთიოპიური ხატები უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე მაგალითად ეს რუსული ხატი:
http://www.russiawholesale.com/images/uplo...IST%203X2.5.jpg რადგან მაშინდელი ებრაელები მუქკანიანები იყვნენ, შავი ფერის თმებით და თვალებით. მაგრამ მთავარი ისაა რომ გამოისახება განკაცებული ღმერთი, რომელსაც აქვს ღვთიური და ადამიანური ბუნება. ადამიანური ბუნება კი ყველა რასის ადამიანისთვის საერთოა. |
Hercules |
Mar 27 2014, 12:22 AM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
qetevano როდესად ეცვლება კანის ფერი, ნაკვთი, ვარცხნილობა, სამოსი, ვფიქრობ, რომ ამით იშლება ყოველგვარი კვალი პიროვნულობის და ცნობადობის. მაგალითად მაცხოვარი უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.... უნდა ეცვას ისეთი სამოსი, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ფერი, როგორიც ჰქონდა და არა ისეთი, როგორიც მე მომეწონებოდა.... სინამდვილეში არავინ იცის მაცხოვრის ზუსტი გარეგნობა. არც კანის ფერი (მაგრამ დაახლოებით ვარაუდი შეიძლება) და მითუმეტეს არც ნაკვთები და ვარცხნილობა. მართლმადიდებლურ ხატებში ბიზანტიური სტილის სამოსია გამოყენებული, მაშინ არც ეს უნდა მივიღოთ. ხატი რო გარეგნობის კოპიო არ არის ეგ ადვილი მისახვედრია. |
tamuna m |
Mar 27 2014, 01:08 AM
პოსტი
#28
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
Hercules
გეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ხატწერის ისტორია ახალი აღთმიდან მოდის, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც ღმერთი განკაცდა, ხო? აი მსოფლიო კრებებზე თემა რომ გვქონოდა, მეშვიდე კრებასაც მოვიშველიებდით : )) -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
qetevano |
Mar 27 2014, 01:15 PM
პოსტი
#29
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
Hercules
ციტატა გამოისახება განკაცებული ღმერთი, რომელსაც აქვს ღვთიური და ადამიანური ბუნება. ადამიანური ბუნება კი ყველა რასის ადამიანისთვის საერთოა. ეს ძალიან კარგად თქვი -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
datoooooo |
Aug 26 2014, 11:56 PM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 26-August 14 წევრი № 13,800 |
რათქმაუნდა დაუშვებელია ჩემთვის ამგვარი ხატები,როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის....... თურათქმაუნდა სხვათვალით შევხედავთ როგორც ხელოვნების ნიმუშებს შეიძლება სხვაგვარად განვიხილოთ.
|
datoooooo |
Aug 27 2014, 12:35 AM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 26-August 14 წევრი № 13,800 |
ყველას საკუთარი აზრი გააჩნია ამ თემაზე,გასაგებია,მაგრამ რეალობა ისაა რომ ეს ნამდვილად კანონიკის დარღვევაა,ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ,ჭეშ მარიტება ერთია... ნუ დაგვავიწყდება ის რომ პირველი გამოსახულება თვით უფალმა დაგვიტოვა,ვგულისხმობ ხელთუქმნელ ხატს მაცხოვრის გამოსახულებით მანდილიონზე,პირველმა ხატმწერმა,ლუკა მახარებელმა,რომელმაც დაწერა ღვთისმშობლის ხატი ყრმით ხელში "ოდიგიტრია" ანუ გზის მაჩვენებელი,აქ არც მაცხოვარია შავკანიანი და არც გვთისმშობელი.ამით მე იმის თკმა მინდა რომ ჩვენი გადასაწყვეტი არა არის რომელი წმინდანი როგორ გამოვსახოთ,ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ დოგმატიკას და კანონიკას რაც ჩვენმა,მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვიტოვა.ვიგაცას როგორ მოუნდება ხატის გამოსახვა ისე გამოსახოს ესე არარის... ის ფაკტი თქვენ ეს ხატი მოგწონთ თუარა ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდეთ რომ ეს ხატი არ არის ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ამის გარდა მთელი რიგი კანონოკა არსებობს მაცხოვრის გამოსახვისა გარდა კანის პერისა...
|
tamuna m |
Aug 27 2014, 10:48 PM
პოსტი
#32
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
datoooooo
რა მკაცრი და რადიკალური ხარ : ))) კანის ფერის გარდა, სხვა რომელი კანონიკური დარღვევა ნახე და რომელ ხატში. უფრო კონკრეტულად ვიმსჯელოთ საინტერესო იქნება -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Aug 30 2014, 04:11 PM
პოსტი
#33
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
-------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
datoooooo |
Sep 2 2014, 12:40 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 26-August 14 წევრი № 13,800 |
ამ თემასთან ყოველთვის მკაცრი ვარ იმიტომ რომ ამ ხატის ავტორი მკრეხელობაში გადადის.კანის ფერის გარდა დარღვევაა თმისა და წვერის განლაგება,მაცხოვარს მართლმადიდებლურ ხატებში ყოველთვის გრძელი და დაწყობილი თმა და წვერი აქვს.აბა ეს რაუბედურებაა ეგრედწოდებული ბლანჟე და მოკლედ შეჭრილი თმა)) და კიდევ კისერზე მძივები.რაც შეეხება სომხურ მინიატურებს მე თავიდანვე ავგნიშნე ის რომ თუ ამ ხატებს შევხედავთ ხელოვნების ნიმუშებს მე მომწონს,მაგრამ რაღათქმაუნდა დარგვევები აქაც არის,მაგალითად ის რომ ღვთისმშობელს არ აქვს ქალწულების აგმნიშვნელი ნიშანი,სიმბოლო,მხრებსა და თავზე,რაც ნიშნავს იმას რომ ღვტისმშობელი იყოქალწული იესოს დაბადებამდე,დაბადებისას და დაბადების მერე,ანუ ყოვლად უბიწო.
|
Hercules |
Sep 7 2014, 08:48 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ დოგმატიკას და კანონიკას რაც ჩვენმა,მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგვიტოვა.ვიგაცას როგორ მოუნდება ხატის გამოსახვა ისე გამოსახოს ესე არარის... ის ფაკტი თქვენ ეს ხატი მოგწონთ თუარა ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდეთ რომ ეს ხატი არ არის ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ამის გარდა მთელი რიგი კანონოკა არსებობს მაცხოვრის გამოსახვისა გარდა კანის პერისა... ჩვენს ეკლესიაში გავრცელებულია ბიზანტიური სტილის მხატვრობა, მაგრამ კოპტურ და ეთიოპიურ ეკლესიაებსაც აქვთ თავიანთი ხატწერის წესები და კანონიკა. ეს უძველესი ეკლესიებიც სამოციქულოა და მათ საეკლესიო ხელოვნებასაც დიდი წარსული აქვს. მართალია ამჟამად არ გვაქვს მათთან ევქარისტიული კავშირი, მაგრამ ხატწერის ამ მანერას ქალკედონის კრებამდე ჩაეყარა საფუძველი. ასე რომ მუქი კანის ფერით მაცხოვრის გამოსახვაც ლეგიტიმურია, მაგრამ არ არის დამახასიათებელი ბიზანტიური წესის ეკლესიებისთვის, რადგან ის ერთადერთია დღესდღეობით, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია მისდევს (მცირე გამონაკლისების გარდა). ასევე განსხვავებული ხატწერის მანერაა საქართველოში. ქართული ხატები განსხვავდება ბიზანტიურისგან, რადგან უმეტესად სირიულ გავლენას განიცდის, ისევე როგორც სომხური. |
Hercules |
Sep 7 2014, 08:58 PM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
ამ თემასთან ყოველთვის მკაცრი ვარ იმიტომ რომ ამ ხატის ავტორი მკრეხელობაში გადადის.კანის ფერის გარდა დარღვევაა თმისა და წვერის განლაგება,მაცხოვარს მართლმადიდებლურ ხატებში ყოველთვის გრძელი და დაწყობილი თმა და წვერი აქვს.აბა ეს რაუბედურებაა ეგრედწოდებული ბლანჟე და მოკლედ შეჭრილი თმა)) მაცხოვრის გრძელი თმით გამოსახვა გვიანდელი მოვლენაა, რადგან ძველი ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო გრძელი თმის ტარება და მაცხოვარსაც მოკლე თმით გამოსახავდენ. ასევე ისტორიულად საეჭვოა რომ ქრისტეს ღია ფერის კანი და მითუმეტეს ცისფერი თვალები ჰქონოდა, როგორც თანამედროვე რუსულ ხატებში გვხვდება. ჩემთვის უფრო მიუღებელი ის რუსული ხატებია, რომელთა შესრულების სტილიც პეტრე I-ს დროს შემოვიდა. კანონიკური ანდრეი რუბლოვისა და თეოფანე ბერძენის ხატწერის მანერაა. |
datoooooo |
Sep 8 2014, 12:00 AM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 26-August 14 წევრი № 13,800 |
კარგი მაშინ ერთ კითხვას დავსვავ,ამ ხატში ქრისტეს ხედავ?
|
Hercules |
Sep 8 2014, 12:39 PM
პოსტი
#38
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 26-July 11 წევრი № 11,371 |
|
datoooooo |
Sep 11 2014, 01:50 PM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 26-August 14 წევრი № 13,800 |
პირველ და მეორე ხატში
|
qetevano |
Sep 11 2014, 02:56 PM
პოსტი
#40
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ციტატა აბა ამაზე რას იტყვით? სომხური მინიატურები ძალიან ლამაზია... -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი