ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.
აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება. მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება. ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლილიანა |
Jul 17 2007, 01:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
დავამტებდი ფერთა ძალაინ დეკორატიული ფუნქციის მიზნით გამოყენების მაგალითებიც ბევრია თანამედროვე ხატწერაში
და კიდე სისტემატიურად მხვდება წმინდანთა და განსკუთრებით წმინდა გიოგის სახის ძალიან ბავშვური გამომეტყველებით გამოხატვა რომელიც უფრო ამ ყველაფერს უფრო ფოლკროლური ხატების ნიშანი ადევს გაუბრალოება ბავშვურობა -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:29 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დავამტებდი ფერთა ძალაინ დეკორატიული ფუნქციის მიზნით გამოყენების მაგალითებიც ბევრია თანამედროვე ხატწერაში და კიდე სისტემატიურად მხვდება წმინდანთა და განსკუთრებით წმინდა გიოგის სახის ძალიან ბავშვური გამომეტყველებით გამოხატვა რომელიც უფრო ამ ყველაფერს უფრო ფოლკროლური ხატების ნიშანი ადევს გაუბრალოება ბავშვურობა ოფტოპიკობ ლიკუშ აქ ლაპარაკია ნაკლოვანების - ადამიანური ნაკლოვანების: სიბრმავე, ავადმყოფობა - ხატზე გამოსახვის შესახებ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლილიანა |
Jul 17 2007, 01:34 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ოფტოპიკობ ლიკუშ აქ ლაპარაკია ნაკლოვანების - ადამიანური ნაკლოვანების: სიბრმავე, ავადმყოფობა - ხატზე გამოსახვის შესახებ ალბათ ყურადრებით უნდა იყოს კაციი შენ გახსნის თემას რო მოადგება -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
გიორგი |
Jul 17 2007, 01:40 PM
პოსტი
#5
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. მართალია . . . მაგრამ ახლა რაშია საქმე, ძნელია დაიჭირო საზღვარი ფოტოგრაფიულ და ონტოლოგიურ გამოსახულებას შორის. არც ის ვარგა, რომ ღვთისმშობლის ხატს უყურებდე და ეს ხატი ფოტოგრაფიულად ლამაზი გოგოს მეტს არაფერს გამოხატავდეს, მაგრამ არც ის იქნება კარგი, რომ იმდენად გავცდეთ რეალობას, რომ ვეღარც გავიგოთ თუ ვისი ხატია იმდენად დაკარგული იყოს ვიზუალური გამოსახულება ან თუნდაც ატრიბუტიკა. დავით აღმაშენებელს ხატავენ მახვილითაც და გელათის ტაძრითაც იმიტომ რომ მებრძოლი და აღმაშენებლი მეფე იყო, წმინდა ნინოს თავის ჯვარით, ილია მართალს წიგნით, ასევე წააგავს მის რეალურ ფოტოპორტრეტს (თუმცა ზუსტი გამოსახულება არაა) და ა.შ. ანუ ნაწილობრივ (და არა მთლიანად) ხატს, რაღაც ვიზუალიზაცია უნდა ჰქონდეს, რომელიშიც ამოიცნობა ეს პიროვნება და ამგვარად გამოსახულების შეხედვა დაგვაახლოვებს მასთან. აი, რაც შეეხება ბრმა ადამიანის ბრმად გამოსახვა ხატზე შეიძლება დავუშვათ, შეიძლება არა, არც ერთი აზრის მოწინააღმრდეგე არა ვარ. უბრალოდ მთავარი არის ზღვარი . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
athos |
Jul 17 2007, 01:44 PM
პოსტი
#6
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
საინტერესო თემაა
მე მგონი იყო რუსეთში მსჯელობა მაგ საკითხზე, უნდა გამოესახათ ნეტარი მატრონა ბრმა თუ თვალხილული. არსებობს ხატები, სადაც ბრმა არაა. ნეტარ მატრონასთან ერთად სერაფიმ საროველზეც იყო ლაპარაკი, რამდენად მიზანშეწონილია რომ წელში მოხრილია გამოსახული, რადგან ესეც ფიზიკური ნაკლოვანებაა, და რადგან ეს წმინდანები უკვე სასუფევლის მკვიდრნი არიან, სადაც აღარ არის არავითარი ნაკლოვანება, შესაბამისად მათ გარეშე უნდა გამოისახონ ხატებზე პ.ს. სიმელოტე თუ ითვლება ფიზიკურ ნაკლოვანებად ნეტა? მაშინ პავლე მოციქულის ხატშიც შესატანია ცვლილებები , -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 01:49 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
იმდენად გავცდეთ რეალობას, რომ ვეღარც გავიგოთ თუ ვისი ხატია იმდენად დაკარგული იყოს ვიზუალური გამოსახულება ამაზე არც არის დავა დავით აღმაშენებელს ხატავენ მახვილითაც და გელათის ტაძრითაც იმიტომ რომ მებრძოლი და აღმაშენებლი მეფე იყო, ესაა ზუსტად ხატის კანონიკა, თორე დავითი ტააძრს რომ ხელში ვერ დაიჭერდა - ცხადია ილია მართალს წიგნით, ესეც ნორმალურია და მისაღები,მაგრამ აი: წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად? ვიმეორებ: ხატი ცხადია ცნობადი უნდა იყოს, მაგრამ ხატი და არა ფოტო-ნახატი...ხატი არის ფერისცვალება-განცდილის "ნახატი", ფერნაცვალებს არა მგონია სათვალეები დასჭირდეს, მით უმეტეს, რომ ეს აშკარად ავადმყოფობის შედეგია, სასუფეველში კი ავადმყოფობა არ არსებობს...მესმის ცხადია რომ ასეთი ცალსახა საკითხი არ არის, რადგან ხელოვნებას ეხება და სიმბოლიკას,მაგრამ მაინც ვერაა მთლად კარგი, როცა ან ბრმას გამოხატავ ხატზე, ან სათვალეებით მაგალითად. პ.ს. სიმელოტე თუ ითვლება ფიზიკურ ნაკლოვანებად ნეტა? მაშინ პავლე მოციქულის ხატშიც შესატანია ცვლილებები , ჩემთვისაც ეგაა პრობლემა ზღვარის გასავლებად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 17 2007, 02:02 PM
პოსტი
#8
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად? დავით აღმაშენებელი მახვილით? სათვალე მხედველობის გასაძლიერებელი იარაღია, მახვილი - ძალის თუ შენ მაინცდამაინც ავადმყოფობებზე ამახვილებ ყურადღებას? ციტატა ესაა ზუსტად ხატის კანონიკა, თორე დავითი ტააძრს რომ ხელში ვერ დაიჭერდა - ცხადია როგორ გეკადრებათ? იქნებ და შენობის მაკეტი უჭირავს ხელში 1/100 მასშტაბით? ვიმეორებ: ხატი ცხადია ცნობადი უნდა იყოს, მაგრამ ხატი და არა ფოტო-ნახატი... პოსტულატის დონეზე სწორია ულაპარაკოდ. ახლა განვიხილოთ რა ჩაითვლება ფოტო-ნახატად და რა ონტოლოგიური დატვირთვის მქონე ხატად . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
athos |
Jul 17 2007, 02:03 PM
პოსტი
#9
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მახვილი შეიძლება ძალის სიმბოლოდ ჩაითვალოს, სათვალე კი მიუთითებს რომ ადამიანს მხედველობის დეფექტი აქვს, სიმბოლოდ ნაკლებად გამოდგება
-------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 02:05 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თუ შენ მაინცდამაინც ავადმყოფობებზე ამახვილებ ყურადღებას? კი, სწორედ მაგაზე...აი ათოსმა გაგცა პასუხი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 17 2007, 02:18 PM
პოსტი
#11
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კი, სწორედ მაგაზე...აი ათოსმა გაგცა პასუხი... შეიძლება . . . არ ვიცი, კარგად უნდა განხილვა. მე ასე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რეალური ფაქტის ხატზე გამოსახვის დროს, უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენად დაგვაახლოვებს გამოსახულების ეს კომპონენტი წმინდანთან. ხატის არსიც ეს არის. საერთოდ ფიზიკური ნაკლოვანებების გამოსახვა მაინდამაინც არც მე მომწონს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დაუშვა სიბრმავეც ან წელში მოხრილი გამოსახულება თუ ეს კომპონენტი კონკრეტული პიროვნების მკვეთრად დამახასიათებელია . . . ანუ მარტივად, რომ ვთქვათ თუ ისეთი რაიმეა, რომლის გარეშეც ეს პიროვნება არ წარმოგვიდგენია. თუმცა შეიძლება ვცდები კიდეც. გააჩნია გამოსახულებაც წმინდანის რეალური ცხოვრების რომელ ეპიზოდს გამოხატავს, ადრე ილია ჭავჭავაძეს ცხადია არ ჰქონდა სათვალეები და რატომ მაინდამაინც სათვალეებით, ხომ? თუ მაინდამაინც სიკვდილის წინანდელი გამოსახულება უნდა იყოს, მაშინ იქნებ და ავტოკატასტროფაში დაიღუპა და დამახინჯებული სხეულის გამოსახვა აშკარად მარაზმი იქნებოდა. ახლაც ვფიქრობ . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 02:22 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ახლაც ვფიქრობ . . . საფიქრალი ცხაიდა არის, რადგან არც მთლად ცალსახა საკითხია, მაგალითად უამრავი უდიდესი წმინდანის ხატი, შესრულებული ასევე ცნობილი ხატმწერების მიერ - ჭაღარა თმებითაა გამოსახული - სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება... ვფიქრობ, ბოლომდე რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ არც ნატუალიზმში გადავარდნაა კარგი გამოსავალი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Jul 17 2007, 02:35 PM
პოსტი
#13
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ციტატა მაგალითად უამრავი უდიდესი წმინდანის ხატი, შესრულებული ასევე ცნობილი ხატმწერების მიერ - ჭაღარა თმებითაა გამოსახული - სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება... მართალია ციტატა ვფიქრობ, ბოლომდე რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ არც ნატურალიზმში გადავარდნაა კარგი გამოსავალი კი, ეგრეა . . . თუმცა ზოგიერთ ადამიანს ნატურალური ხატებიც მოსწონს, გააჩნია ადამიანი, როგორ უფრო მიუახლოვდება წმინდანს. ადრე მაგალითად ძალიან მომწონდა ახლებური რუსული ხატები, რომლებიც ფოტოგრაფიებს ჰგავდა (აქ უფრო გამოსახულების ფოტოეფექტზე იყო ლაპარაკი, ჩრდილებით და განათებით და იდეალური პროპორციებით ფოტოსთან მიმსგავსება და არა ბრმა თვალებით დახატვა, მაგრამ მაინც). ჩემი აზრით ქანდაკებებიც დასაშვებია, რომის ეკლესიაში ის გაყოფამდეც იყო და ამაზე უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს, მოცულობთი გამოსახულება ზოგს ეტყობა უფრო აახლოვებს წმინდანთან, მაგრამ ცხადია ეს საშინელი გამიწიერებაა ყველაფრის და პრიმიტიულმა გონებამ შეიძლება ქანდაკება გააკერპოს და არა წმინდანს, არამედ უშუალოდ იქ მდგარ ქვის ქანდაკებას დაუწყოს თაყვანისცემა . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
Jul 17 2007, 02:36 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება... ადრე როგორ ხატავდნენ? ანუ ეს ,,შეცდომები,, ყოველთვის იყო ცოტ-ცოტა მაინც თუ ეხლა უშვებენ ასეთ შეცდომებს? ისე, ყველას 33 წლის ასაკში ვერ დახატავ, მაგალითად 9 კოლაელ ყრმას, მაშინ მათი დახატვა აზრს დაკარგავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
მე მახსენდება კიდევ წმ. სერაფიმე საროველის ხატი, სადაც ღირსი მამა მოხრილი არის გამოსახული იმის გასახსენებლად, რომ ის სასტიკად ცემეს, რის შემდეგაც წელში ვეღარ იმართებოდა (და ესეც მიწიერი ავადმყოფობის ნიშანია) მახსენდება კიდევ წინამორბედისა და ნათლისმცემლის ხატი, სადაც მას ხელთ თავისივე მოკვეთილი თავი უპყრია.... ეს როგორ უნდა აიხსნას? გიორგი დავით მეფეს რაც შეეხება, ზოგადად მირონცხებული მონარქი მესსიის მახვილადაც იწოდება, და მახვილი ქრისტეს სამეუფეო ხელისუფლების სიმბოლოცაა, რის გამოც იგი გამოესახებათ მთავარანგელოზებსაც, რომლებსაც რეალურად არავითარი მახვილი არ აქვთ. ასე რომ შენი შედარება არ მგონია მართებული -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი
#16
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა ესეც ნორმალურია და მისაღები,მაგრამ აი: წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად? უი, სათვალეები? ეს ძალიან მატერიალისტურია -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ახლებური რუსული ხატები, აი სწორედ ეგ არ მომწონს მე ქანდაკებებს რაც შეეხება, სწორედ მანდაა საქმე, ხატი გადმოსცემს ზეციურს, უფრო მეტიც, მისი ასე ვთქვათ გულუბრყვილო სტილი - ე.წ. ნაივ სტილი (ისე, რამდენად ნაივია რუბლიოვის ფრესკები კიდე საკითხავია), იმას მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ონტოლოგიური სინამდვილის გადმოცემასთან და არა რეალურ-3D ვიზუალიზაციასთან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა რუბლიოვის დღესაა ხსენების დღე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Jul 17 2007, 02:41 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მახსენდება კიდევ წინამორბედისა და ნათლისმცემლის ხატი, სადაც მას ხელთ თავისივე მოკვეთილი თავი უპყრია.... ეს როგორ უნდა აიხსნას? ეს ვერანაირად ვერ გაიგივდება ავადმყოფობასთან, მანდ სიმბოლიკაა, აბა საკუთარი თავი მართლა ხელით ხომ არ ეჭირა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jul 17 2007, 02:42 PM
პოსტი
#20
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ჟვივიან იყოუ ჰაბ, იცქიახააიტ უხიძ, იააიაიტ უფსჰარა, იყალააიტ უგუაფხარა, ხახი აჟვივიან აყნი, ეიფშ წაყა ადუნეი აჭგიი. აჩა ადა ჰხუართამ იჰათ ჰარა ეხია, ეგიჰაზნიჟ ჰარა ჰაუალქუა, ჰარა ჰტვი ზიყუყუოუ იშირზნჰაჟუა ეიფშ, ჰაგიალაუმგალან ჰარა აჩვიგიფიშვარა, ჰაგიაჩვნირხა ჰარა აჩვგიარა. ამინ საუფლო ლოცვა აფხაზურ ენაზე ოფტოპიკია, მაგრამ ამ ერთს ზაზა მაპატიებს, გეხვეწები, გეხვეწები ეს გამოცვალე რა. გეხვეწები -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი