ქრისტიანული გრაფიკული და რელიეფური სიმბოლიკა., და მათი აღრევა წარმართულ-ოკულტურ სიმბოლოებთან. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული გრაფიკული და რელიეფური სიმბოლიკა., და მათი აღრევა წარმართულ-ოკულტურ სიმბოლოებთან. |
სარდიონ |
Jul 20 2008, 12:14 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ხშირად მართლმადიდებლურ ტაძარში ისეთ სიმბოლოს წააწყდები რაც წარმართულ ან ოკულტურ ტაძარს უფრო შეშვენის, რაც გაოცებას იწვევს.
ეს პენტაგრამა სოლინიდანაა ,ხორვატია, წმინდა პეტრეს და მოსეს ტაძრიდან.მეათე საუკუნის ტაძრიდან. მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ტაძრებში ამ სიმბოლოს , როგორც წარმართულს და ოკულტურს არ ხმარობდნენ. ძველ ბაბილონში ეს სიმბოლო ნიშნავდა ამქვეყნიურ სიძლიერეს , გავრცელებულს ქვეყნის ოთხივე მხარეს და ჰაერში. შეადარეთ საბჭოთა ან ამერიკულ სამხედრო , სიმბოლოს, რომელიც სწორედ ამქვეყნიური ძალაუფლების შინაარსს ატარებს. -------------------- KILL YOUR TV !
|
თათარაშვილი |
Jul 20 2008, 12:24 AM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ხშირად მართლმადიდებლურ ტაძარში ისეთ სიმბოლოს წააწყდები რაც წარმართულ ან ოკულტურ ტაძარს უფრო შეშვენის, რაც გაოცებას იწვევს. ეს პენტაგრამა სოლინიდანაა ,ხორვატია, წმინდა პეტრეს და მოსეს ტაძრიდან.მეათე საუკუნის ტაძრიდან. მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ტაძრებში ამ სიმბოლოს , როგორც წარმართულს და ოკულტურს არ ხმარობდნენ. ძველ ბაბილონში ეს სიმბოლო ნიშნავდა ამქვეყნიურ სიძლიერეს , გავრცელებულს ქვეყნის ოთხივე მხარეს და ჰაერში. შეადარეთ საბჭოთა ან ამერიკულ სამხედრო , სიმბოლოს, რომელიც სწორედ ამქვეყნიური ძალაუფლების შინაარსს ატარებს. ვა, მსგავსი გამოსახულება სიმართლე გითხრათ არ მინახავს, პირველად ვხედავ. მსგავს ვარსკვლავს სატანისტურ გამოსახულებებში უფრო შევხვედრილვარ. |
დათიკო |
Jul 20 2008, 01:05 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
თათარაშვილი
ციტატა მსგავს ვარსკვლავს სატანისტურ გამოსახულებებში უფრო შევხვედრილვარ სატანისტებს ამოტრიალებული ვარსკვლავი აქვთ. ამ ვარსკვლავს კი სრულიად სხვა დატვირთვა აქვს. |
მნათე |
Jul 20 2008, 03:13 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საზოგადოდ ქრისტიანული იკონოგრაფია წარმართულ გარემოში იშვა, შესაბამისად, ღვთისმეტყველებამ შეითვისა არა მხოლოდ რაციონალური ენა ანტიკური ფილოსოფიური არსენალიდან, არამედ ყველა კულტურული ნიშან-თვისება
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
სარდიონ |
Jul 20 2008, 09:45 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
დათიკო
დღეს კაბალისტიკაში , მაგიაში და სატანურ სიმბოლიკაში გამოიყენება, როგორც ამოყირავებული ისე სწორად მდგომი, მაგრამ ქრისტიანულ გარემოში ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია. ბევრი შეცდომა ხანდახან უცოდინარობით ან სწორედ არაეკლესიური ავტორიტეტის გავლენით ხდებოდა, რომელიც აფინანსებდა მშენებლობა-მოხატულობას. -------------------- KILL YOUR TV !
|
დათიკო |
Jul 20 2008, 10:46 AM
პოსტი
#6
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
სარდიონ
ციტატა დღეს კაბალისტიკაში , მაგიაში და სატანურ სიმბოლიკაში გამოიყენება, როგორც ამოყირავებული ისე სწორად მდგომი, მაგრამ ქრისტიანულ გარემოში ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია. ბევრი შეცდომა ხანდახან უცოდინარობით ან სწორედ არაეკლესიური ავტორიტეტის გავლენით ხდებოდა, რომელიც აფინანსებდა მშენებლობა-მოხატულობას. გეთანხმები, თუმცა სწორედ რომ უცოდინარობის გამო ხდება ამ სიმბოლიკის არასწორად გამოყენება ან ინტერპრეტაცია. სინამდვილეში მათ სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვთ ხოლმე. მაგალითად ჩვეულებრივად მდგომი ვარსკვლავი ადამიანის საწყისის სიმბოლოა. სხვა საქმეა ვინ როგორ იყენებს ამას. ისევე როგორც ტერმინები. მაგალითისთვის ტერმინი ესოტეროს ტავდაპირველად სრულიად მართლმადიდებლურ ტერმინს წარმოადგენდა და შინაგას ნიშნავდა, მანამდე, სანამ მავანმა საზოგადოებამ მას სხვა დატვირთვა არ შესძინა და დღეს იგი ანტიმართლმადიდებლურად გვესახება. ასევეა ტერმინი თეოსოფიაც, რომელიც სიბრძნის სიყვარულს სიშნავს, სიბრძნე თავად უფალია და ე.ი. ღვთის სიყვარულის ამნიშვნელი ტერმინია, თუმცა აქაც ამ ტერმინს სრულიად სხვა მნიშვნელობა შესძინეს და დღეს იგი ანტიქრისტიანულ სწავლებას წარმოადგენს. ასევე იყო მცდელობა არასათანადოდ წარმოედგინათ ჯვრის სიბლოლიკაც, მაგრამ მადლობა რმერთს არაფერი გამოუვიდათ. |
სარდიონ |
Jul 20 2008, 12:21 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
დათიკო
მართალია, ის გაჩაჩხული და ხელებგაშლილი ადამიანის სიმბოლოცაა რაც ადამიანის ჰარმონიულ საწყისებს განასახიერებს. მაგრამ ვიმეორებ ქრისტიანნულ ღვთისმეტყველებაში და სიმბოლიკაში ის პრინციპულად არსად არ გვხვდება და ალბატ ხვდები რატომაც. აი რიტუალური საგანიც: -------------------- KILL YOUR TV !
|
დათიკო |
Jul 20 2008, 03:58 PM
პოსტი
#8
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
სარდიონ
ციტატა ქრისტიანნულ ღვთისმეტყველებაში და სიმბოლიკაში ის პრინციპულად არსად არ გვხვდება გეთანხმები. ციტატა ალბატ ხვდები რატომაც რა თქმა უნდა. |
orthodox-georgia |
Jul 20 2008, 04:17 PM
პოსტი
#9
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
მე მაგალითად ხუთქიმიანი ვარსკვლავი ხატზეც მინახავს; წმ. ნიკოლოზს ხელში სახარება უჭირავს და სახარებაზე რატომღაც ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
პ.ს. სარდიონ კარგი თემაა -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
ლეონტი |
Jul 21 2008, 12:02 PM
პოსტი
#10
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
5 ქიმიანი ვარსკვლავი, იგივე სოლომონ მეფის ვარსკვლავი ანუ ბეჭედი.
ის ცნობილი იყო უძველესი დროიდან როგორც ასტროლოგიური, მაგიური სიმბოლო. მეფე სოლომონმა თავკიდე ქვაკუთხედზე ამოაკვეთინა, როცა ტაძარს აშენებდა, ამიტომ მასონურმა თუ სხვა ოკულტურ მისტიური მიმართულების წრეებმა თავის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გაიხადეს და უკავშირებენ სოლომონის ტაძრის მომავალ აღდგენას, სადაც უნდა გამეფდეს მომავალი ერთმმართველი, ქრისტიანული ტრადიციით, ანტიქრისტე. საბჭოთა სინამდვილეში ეს სიმბოლო სწორედ ოკულტური სამყაროდან და მსოფლიოს ერთთმართველობის იდეიდან მოვიდა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
orthodox-georgia |
Jul 21 2008, 07:38 PM
პოსტი
#11
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ლეონტი
გეთანხმები. მასონური ორგანიზაციების და სატანისტების სიმბოლოდაა ქცეული და ხატზე რატომ იყო გამოსახული გამიკვირდა -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
სარდიონ |
Jul 21 2008, 10:06 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
orthodox-georgia
ევროპაში მასონური მოძრაობის წარმოშობაზე ვკითხულობდი და იქ შემხვდა ფაქტები მასონური სიმბოლოების მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვედრების შესახებ. ზოგიერთი მდიდარი მასონები, რომლებიც ეკლესიების მშენებლობა, მორთვა მოკაზმვას აფინანსებდნენ, ცდილობდნენ და ახერხებდნენ მასონური სიმბოლოების ეკლესიაში დანერგვას. ტოლერანტულ და ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ განწყობის საფუძველზე. ასე მოხვდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი 18 ე საულუნის ბოლოს ხატებზე აგრეთვე ამავე პერიოდიდან გვხვდება ეგრეთ წოდებული "ვსევიდიაშეე ოკო" ფრესკებზე და ხატებზე, რაც ცნობილი ძველეგვიპტური ჯადოქრული ხოლო დღეს მასონური სიმბოლოა და მანამდე მართლმადიდებლურ გამომსახველობაში , როგორც საღვთისმეტყველო სიმბოლო , უბრალოდ არ არსებობდა. ვსევიდიაშეე ოკო: აქ წერია: "Novus ordo seclorum"-ახალ წყობა უკუნითი უკუნისამდე. პეტერბურგში ისააკის ტაძარში: ეს კი წმ. სტეფანეს კათოლიკური ტაძარია ვენაში: -------------------- KILL YOUR TV !
|
abo |
Aug 4 2008, 11:26 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
სარდიონ
საინტერესო თემაა სადღაც მქონდა მასალებიც მოვიძიებ და შემოგიერთდებით. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მნათე |
Aug 4 2008, 11:33 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სარდიონ
ციტატა ევროპაში მასონური მოძრაობის წარმოშობაზე ვკითხულობდი და იქ შემხვდა ფაქტები მასონური სიმბოლოების მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვედრების შესახებ. ზოგიერთი მდიდარი მასონები, რომლებიც ეკლესიების მშენებლობა, მორთვა მოკაზმვას აფინანსებდნენ, ცდილობდნენ და ახერხებდნენ მასონური სიმბოლოების ეკლესიაში დანერგვას. ტოლერანტულ და ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ განწყობის საფუძველზე. ასე მოხვდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი 18 ე საულუნის ბოლოს ხატებზე აგრეთვე ამავე პერიოდიდან გვხვდება ეგრეთ წოდებული "ვსევიდიაშეე ოკო" ფრესკებზე და ხატებზე, რაც ცნობილი ძველეგვიპტური ჯადოქრული ხოლო დღეს მასონური სიმბოლოა და მანამდე მართლმადიდებლურ გამომსახველობაში , როგორც საღვთისმეტყველო სიმბოლო , უბრალოდ არ არსებობდა. იკონოგრაფიაში არაერთი სიმბოლოა წარმართული... თუნდაც შარავანდედი, ჩემი აზრით არავითარი მისტიური განხორციელება მათ არ აქვთ და ეკლესიის ბუნება მთლიანად შთანთქავს უცხოს ჩანაფიქრს, თუ ასეთი საერთოდ არსებობს. მაგალითად ეს არის პირველი, მოწამეთა ეკლესიად წოდებული, კატაკომბური ეკლესიის იკონოფრაფია: როგორც ხედავთ მაცხოვარს წვერი არ აქვს... იკონოგრაფიის დახვეწისა და ისტორიული გადმოცემის შეჯერებით ფორმირებულმა ტრადიციამ, ბოლოს ამგვარი გამოსახვა არასათანადოდ მიიჩნია, ისევე როგორც ანგელოზების ქალად გამოსახვისა და სხვათა ჩვეულება. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
სარდიონ |
Aug 6 2008, 09:29 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ეს არავითარი საეკლესიო იკონოგრაფია არ არის. რადგან სანამ ეკლესია ჩამოაყალიბებდა კანონიკურ სტილს, მანამდე ადრეული პერიოდის ქრისტიანები სარგებლობდნენ იმ დროისთვის არსებული და თანამედროვეთათვის კულტუროლოგიურად გასაგები საერო მხატვრობის ხერხებით, როგორც ამ ნიმუშზეა. აქ არ არის კონკრეტული სახეები, არამედ სიმბოლური, იგავური ფორმაა , პირტიტველა ყმაწვილი არის მწყემსი კეთილი, ანუ ქრისტე, რომელმაც დაკარგული ცხვარი მოიძია და გადაარჩინა. -------------------- KILL YOUR TV !
|
expert:) |
Apr 15 2009, 04:26 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 20-March 09 წევრი № 6,686 |
მნათე
იკონოგრაფიის წესები და კანონები საეკლესიო კრებებმა გადაწყვიტა. მოდი ვენდოთ წმინდა მამებს........ |
shavlegi |
Jun 26 2010, 05:05 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
всевидящее око
ეს მართლმადიდებლური, რუსული ხატია. მისი მრავალი ასლი არსებობს და რას იტყვით ამ ხატზე? |
ჩხეიძე |
May 13 2011, 02:04 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 13-May 11 წევრი № 11,036 |
საეპისკოპოსო ჯვრების, სამღვდელო ჯვრების სხვადასხვაობა..მათი შინაარსობრივი და მისტიური დატვირთვა,განმარტება. --ვინმეს მოეძებნება მსგავსი ინფორმაცია?
ზემოთხსენებულ ვარსკვლავს რაც შეეხება -მინდა დავამატო --ხუთქიმიანი ვარსკვლავი-ადამიანის სიმბოლოცაა --ხელები ,ფეხები,თავი ..მას თეთრ მაგიაში იყენებენ... შავი მაგია კი გადმობრუნებულ პენტაგრამას იყენებს - ის თხის ,ჯიხვის ''იმიჯით'' არის ხშირად ''შემკული'' (შავ ფონზე თეთრად უყვართ სატანისტებს მისი ..და საერთოდ .. წერა)..))) |
bexona |
May 13 2011, 05:18 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 8-September 10 წევრი № 9,432 |
მე რამდენადაც ვიცი 5 ქიმიანი ვარსკვლავი ძველი ებრაული სიმბოლოა,და საერტოდ მასონური სიმბოლიკა დზველი ებრაული სიმბოლიკიდან მოდის, უბრალოდ საპირისპიროდ შეცვლილი საპირისპირო იდეისტვის, ტუნდაც ამოტრიალებული ჯვარიც სატანისტური სიმბოლოა. ეს აი ნოვ )
. საინტერესო თემაა |
qetevano |
Oct 14 2012, 03:20 PM
პოსტი
#20
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი