ხატწერა, კანონიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერა, კანონიკა |
expert:) |
Mar 20 2009, 10:59 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 20-March 09 წევრი № 6,686 |
ქართული მონუმენტური ფერწერა ერთ-ერთი გამორჩეულია აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროსში. ხატმებრძოლეობის პერიოდშიც კი არასოდეს გამხდარა საქართველო ანიკონური. უნიკალურია გარეჯის სკოლა, სვანეთის სკოლა. . . მართლაც დაუსრულებლად შეიდძლება ვისაუბროთ ამ თემაზე. . . . . .
|
ქევანა |
Apr 5 2009, 07:45 PM
პოსტი
#22
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
expert:)
თავად დაიწყე მოყოლა, პერიოდების მიხედვით და ჩვენც შიგადაშიგ თუ კითხვები გვექნება, შეგეკითხებით -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
shalvapaint |
Jun 22 2009, 03:34 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-June 09 წევრი № 7,158 |
რა მასალაზე იწერებახატი?
|
ეკატო |
Jun 22 2009, 11:29 PM
პოსტი
#24
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
რა მასალაზე იწერებახატი? მთავარია იყოს მყარი მასალა, ძირითადად იწერება სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ ხის დაფაზე ან ქვაზე -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
KAIROS |
Nov 27 2009, 10:05 AM
პოსტი
#25
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეკატუნიკო,
შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო, რაში მდგომარეობს ხატწერის ქართული სტილი, რითი განსხვავდება იგი რუსული და ბერძნული სტილიდან? და როგორ უნდა აცდეს ქართველი ხატმწერები უხეშ კოპირებას? სამწუხაროდ ხშირად მინახავს ძალიან რუსული ან სუფთა ბერძნული ხატები რომლებსაც ახლა წერენ... მაგალითისათვის მე არ დავდებ აქ, რომ თქვენი შემოქმედებიდან არ გადავიდეთ სხვა თემაზე: რუსული ხატი http://artealbrecht.files.wordpress.com/2008/05/03-bolg.jpg ბერძნული http://www.studionicoli.com/immagini/icona2.jpg სირიული http://www.russiaecumenica.it/repository/p...%2036,5x47z.jpg სომხური http://www.azad-hye.net/media/a1/andrey-an...v-icon-2000.jpg კოპტური http://www.pddm.it/vita/vita_09/n_04/cari_amici0001.gif კათოლიკური http://www.pastoralefamiliare.it/images/icona-beltrame2.jpg იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ეკატო |
Nov 27 2009, 09:04 PM
პოსტი
#26
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
KAIROS
ციტატა შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო, რაში მდგომარეობს ხატწერის ქართული სტილი, რითი განსხვავდება იგი რუსული და ბერძნული სტილიდან? ცოტა რთულია ქართული, რუსული და ბერძნული სტილების განსხვავებებზე ლაპარაკი, ასე კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი, თუმცა თუ გამოცდილია ხატმწერი, ერთი შეხედვით გაარჩევს ქართულ ხატს სხვა ხატებისგან. საერთოდ ქართულ ხატებში ყველაფერი პირობითად აღინიშნება, ხაზგასმული არ არის ფიზიკური სილამაზე და ანატომიური აგებულებაც დეფორმირებულია, აქცენტი არ კეთდება სამოსზე და სხვა დეტალებზე. თუმცა ბოლო პერიოდში დაწერილი ხატების უმრავლესობაზე ვერ იტყვი რომ სუფთა ქართული ხატებია (მათ შორის ჩემი ხატებიც), უფრო სხვადასხვა სტილების სინთეზია, თუმცა ქართული სული მაინც იგრძნობა, თვალში არ გხვდება რაიმე დეტალი. ციტატა და როგორ უნდა აცდეს ქართველი ხატმწერები უხეშ კოპირებას? რაც შეეხება კოპირებას, ცუდი ნამდვილად არ არის როცა ხატმწერი რომელიმე ცნობილი ხატის ასლს აკეთებს, მითუმეტეს თუ "ახალბედაა" და ახლა იწყებს სწავლას, ეს პირიქით ეხმარება, მე ის უფრო არ მომწონს როცა ცდილობენ შექმნან ე.წ. "თავისი სტილი", ხატწერა ფერწერაა არაა რომ რომელიმე ხატმწერის სტილი გამოკვეთილი იყოს (არ ვგულისხმობ რუბლოვს და სხვებს) თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია ციტატა სამწუხაროდ ხშირად მინახავს ძალიან რუსული ან სუფთა ბერძნული ხატები რომლებსაც ახლა წერენ... ჩემი ბოლო ღვთისმშობლის ხატიც ბერძნულია მარა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე სულ ბერძნულ ხატებს დავწერ უბრალოდ ძალიან მიყვარს ის ხატი და თავისით დამეწერინა ისე მაინც ვთვლი რომ ქართველებმა ქართული ხატები უნდა ვწეროთ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
KAIROS |
Nov 28 2009, 12:17 AM
პოსტი
#27
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხატწერა ფერწერაა არაა რომ რომელიმე ხატმწერის სტილი გამოკვეთილი იყოს (არ ვგულისხმობ რუბლოვს და სხვებს) თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია რატო? რუბლოვი ციდან ხომ არ ჩამოვარდა? განა თავისი სტილი არა აქვს შენს მასწავლებელს? ათასში გამოარჩევ ანდა ირაკლი ცინცაძეს, ან თუნდაც დავით აღმაშენებლის მომხატავს? დანარჩენი საინტერესოა, მე ვფიქრობ,რომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენი სტილის და მანერის აღმოჩენაზე და თავიდან დამკვიდრებაზე. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბადრი |
Nov 28 2009, 12:25 AM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
KAIROS
ციტატა რატო? რუბლოვი ციდან ხომ არ ჩამოვარდა? განა თავისი სტილი არა აქვს შენს მასწავლებელს? ათასში გამოარჩევ ანდა ირაკლი ცინცაძეს, ან თუნდაც დავით აღმაშენებლის მომხატავს? დანარჩენი საინტერესოა, მე ვფიქრობ,რომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენი სტილის და მანერის აღმოჩენაზე და თავიდან დამკვიდრებაზე მასე მგონი ხატების მაგიერ ნახატებით შეიმკობა ეკლესია. რაღაც ეკატოს პოზიცია უფრო სწორი მეჩვენება. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
ნანინა |
Nov 28 2009, 12:45 AM
პოსტი
#29
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
KAIROS
ციტატა ირაკლი ცინცაძე რაც შეეხება თემას, მე ვფიქრობ, რომ ხატმწერი ისეთივე შემოქმედია, როგორც ნებისმიერი ხელოვანი ესეც ღვთისგან მონიჭებული მადლია, ასე რომ არაფერია იმაში ცუდი, თუკი რომელიმე ხატმწერს თავისი ინდივიდუალური ხელწერა გააჩნია, მთავარია კანონიკა არ იყოს დარღვეული მეტსაც ვიტყვი, შეიძლება კონკრეტული ხატის ასლი გააკეთო მაგრამ ის მაინც შენი იყოს და ყველა ხატში გამოირჩეს მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ასე ვფიქრობ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ეკატო |
Nov 28 2009, 01:22 AM
პოსტი
#30
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
KAIROS
ციტატა განა თავისი სტილი არა აქვს შენს მასწავლებელს? ათასში გამოარჩევ ის, რაც ჩემ მასწავლებელს ათასში გამოარჩევს, ხელწერაა და არა სტილი, ეს კი სულ სხვადასხვა რამეა, ჩვენ რომ ყველამ ჩვენი სტილის შექმნაზე ვიზრუნოთ, წარმომიდგენია რა მოხდება, ხელწერას კი ვერსად გავექცევით, ვისა როგორი ხელი აქვს ისეთI ხატები გამოსდის. თუმცა ამბობენ რომ ხატს ადამიანი კი არა ანგელოზი წერს კაცის ხელით -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
KAIROS |
Nov 28 2009, 03:31 AM
პოსტი
#31
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხელწერაა და არა სტილი ძალიან კარგი, მოდი ახლა გავარჩიოთ, რატომ უნდა იყოს მარტო რუბლოვის "სტილი", რომელიც ჩემთვის რუსული სტილის ერთერთი მწვერვალია და არ უნდა იყოს ქართული სტილი? თუ ბადრის შიშის არ იყოს, ნახატებად იქცევა ხატი, ქართული სტილის თუ იქნება? ჩემს ავატარს შეხედეთ, ეს ნამდვილი ქართული სტილია (ხელწერა უცნობი ავტორისა, რომელსაც არ ვიცნობთ), ჰოდა რაა ცუდი იქ? ნახატია? არა...არამედ ჩვენი სიამაყეა. ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული... ნანინას ვეთანხმები მთლიანად, ირაკლი ჩემი ძმაა და ძალიან მიყვარს... ციტატა ხატმწერი ისეთივე შემოქმედია, როგორც ნებისმიერი ხელოვანი ესეც ღვთისგან მონიჭებული მადლია, ასე რომ არაფერია იმაში ცუდი, თუკი რომელიმე ხატმწერს თავისი ინდივიდუალური ხელწერა გააჩნია, მთავარია კანონიკა არ იყოს დარღვეული მეტსაც ვიტყვი, შეიძლება კონკრეტული ხატის ასლი გააკეთო მაგრამ ის მაინც შენი იყოს და ყველა ხატში გამოირჩეს რათქმაუნდა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
mariami-k |
Nov 28 2009, 10:26 AM
პოსტი
#32
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
KAIROS
ციტატა ჩემს ავატარს შეხედეთ, ეს ნამდვილი ქართული სტილია (ხელწერა უცნობი ავტორისა, რომელსაც არ ვიცნობთ), ჰოდა რაა ცუდი იქ? ნახატია? smile.gif შენ ავატარად ძალიან კარგი ხატი გაქვს. ყინწვისის ფრესკაა. მართლაც განსაკუთრებულად ლამაზია. აი კიდევ ყინწვისის ფრესკები: ასევე გამოვარჩევდი ატენის მოხატულობას. ყველა ხატმწერს უნდა ჰქონდეს თავისი ხელწერა. რათქმაუნდა მასში იქნება რომელიმე სტილის გავლენა, მაგრამ თავისი ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგოს. კარგია ქართული სტილი, მე მომწონს ძალიან, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ქართველი ხატმწერის ნამუშევრებში შეიმჩნევა ბერძნული სტილის გავლენა. მეპირადად მომწონს ბერძნულიც, ძალიან დახვეწილია. საკმაოდ ბევრი სტილის გავლენა შეიმჩნევა ზურა მოდებაძის ხატწერაშიც. ეს ადამიანი უძლიერესია თავის საქმეში. შესწავლილი აქვს ხატწერის ყველა სტილი და ყველადან აქვს აღებული რაღაც. საკმაოდ ბევრი ტაძარი აქვს მოხატული და ამ საქმის პროფესიონალია. ესეც მის მიერ შექმნილი ფრესკები. ციტატა ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული... გეთანხმები. კარგი იქნება თუ აღდგება მართლაც ისეტი ხატწერა, როგორიც ადრე იყო. დღევანდელი ქართული ხატწერა საერთოდ შორსაა ადრინდელისგან. ერთეულები თუ არინ ვინც მართლაც კარგ ხატებს ქმნიან. მე პირადად ძალიან ბევრი თანამედროვე ხატმწერის ნამუშევრები არ მომწონს. ამიტომ ვცდილობ (და მასწავლებელიც ასე მირჩევს)რომ როცა ვსწავლობ ვიხენმძღვანელო ბერძნული სტილით ან ძველი ქართულით. ციტატა ჩვენ რომ ყველამ ჩვენი სტილის შექმნაზე ვიზრუნოთ, წარმომიდგენია რა მოხდება, მართალი ხარ, და სტილის შექმნაზე არც არის საუბარი, უბრალოდ ქართული სტილით წერაზეა ლაპარაკი. ხოლო ხელწერა ყველა ვარიანტში ინდივიდუალური უნდა იყოს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
lingvo |
Nov 28 2009, 10:47 AM
პოსტი
#33
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ჩვენი ქართული სტილიც ხომ სხვადასხვა კულტურათა გავლენით ჩამოყალიბდა? მაგრამ აქვს ინდივიდუალურობა, რითიც გამოირჩევა. საინტერესოა ხატწერის ისტორიის ღრმად შესწავლა, იმედია ხატმწერები სწავლობენ
ჩემი აზრით ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი ნიშანია ქართული ეთნოსი. ხომ არ იცით სამების საკათედრო ტაძარში, მარჯვენა მხარეს მაცხოვრის ხატი ვისი დაწერილია? (იმ ხატზე ვსუბრობ რომელიც 2008 წლის საეკლესიო კედლის კალენდარზეცაა). ძალიან მიყვარს ეს ხატი და განსაკუთრებით იგრძნობა ჩემი აზრით ქართული სტილი. შეიძლება ვცდები კიდეც, კომპეტენტური არ ვარ ამ სფეროში ვერ მოვიძიე ინტერნეტში და ვიდეოთვალით გადავიღე. აი ამ ხატზე ვსაუბრობ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
mariami-k |
Nov 28 2009, 10:55 AM
პოსტი
#34
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
lingvo
ციტატა ჩვენი ქართული სტილიც ხომ სხვადასხვა კულტურათა გავლენით ჩამოყალიბდა? მაგრამ აქვს ინდივიდუალურობა, რითიც გამოირჩევა. საინტერესოა ხატწერის ისტორიის ღრმად შესწავლა, იმედია ხატმწერები სწავლობენ smile.gif მართალი ხარ. მე პირადად ძალიან მაინტერესებს ამ ისტორიის სწავალ, და იმედია მომეცემა ამის შესაძლებლობა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ეკატო |
Nov 28 2009, 11:26 AM
პოსტი
#35
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
KAIROS
ციტატა ანუ აქ რომელიმე ინდვიდუალურ სტილზე კი არაა საუბარი, არამედ კულტურულზე, საზოგადოზე... ჰოდა, ჩვენც უნდა შევიმუშავოთ (უფრო სწორედ აღვადგინოთ) ჩვენი სტილი, ანუ ქართული... ჩვენ ისედაც გვაქვს ჩვენი ქართული სტილი, მე ვფიქრობ რომ ახლის ძიება და ექსპერიმენტები არ გვარგებს, რაც შეეხება რუბლოვს, ის ჩემთვის მართLა განსაკუთრებული ხატმწერია და ძალიან მიყვარს მისი ხატები, მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვყავს მსგავსი ხატმწერები, რომელთაც თავისი სიტყვა თქვეს ქართულ ხატწერაში, ყველა მათგანს აქვთ განსაკუთრებული ხელწერა რაც გამოარჩევს დანარჩენებისგან, მარა ეს არ უნდა იყოს სტილი, რომელსაც სხვები მიბაძავენ და გადმოაკოპირებენ, ხელწერის მიბაძვა არ შეიძლება, ეს ინდივიდუალური რამეა, სტილს კი ათვისება და შესწავლა უნდა. არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მარა ეს ჩემი აზრია, მე ჩემი მასწავლებლის ხელწერა ძალიან მომწონს, მარა მას არ ვბაძავ, იმიტომ რომ როგორც ახალ სტილს ისე არ ვუყურებ, შეიძლება გავლენა იგრძნობა და ეს ბუნებრივია -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
lingvo |
Nov 28 2009, 11:40 AM
პოსტი
#36
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ეკატო
გეთანხმები -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
mariami-k |
Nov 28 2009, 12:40 PM
პოსტი
#37
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ეკატო
ციტატა არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით, მარა ეს ჩემი აზრია, მე ჩემი მასწავლებლის ხელწერა ძალიან მომწონს, მარა მას არ ვბაძავ, იმიტომ რომ როგორც ახალ სტილს ისე არ ვუყურებ, შეიძლება გავლენა იგრძნობა და ეს ბუნებრივია ეგ ეგრეც უნდა იყოს. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
KAIROS |
Nov 30 2009, 05:21 AM
პოსტი
#38
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კი მაგრამ ეკატუნიკო, მე საშინალად ჩაკოპირებული რუსულიდან და ბერძნულიდან ხატები მინახავს, ეკლესიებია მოხატული ძალიან მდარედ და საწყენია, გინდ ნარიყალა აიღე და გინდ ბეთლემი, სხვებიც შემიძლია მოვიყვანო...
ციტატა ახლის ძიება და ექსპერიმენტები არ გვარგებს ჩემს მაგივრად უპასუხა მარიამი-კ-მ და ვიზიარებ, ეგაა მე რასაც ვამბობ: ციტატა ...სტილის შექმნაზე არც არის საუბარი, უბრალოდ ქართული სტილით წერაზეა ლაპარაკი. ხოლო ხელწერა ყველა ვარიანტში ინდივიდუალური უნდა იყოს. რეალობაა ის, რასაც მარიამი-კ წერს : ციტატა დღევანდელი ქართული ხატწერა საერთოდ შორსაა ადრინდელისგან. ერთეულები თუ არინ ვინც მართლაც კარგ ხატებს ქმნიან. მე პირადად ძალიან ბევრი თანამედროვე ხატმწერის ნამუშევრები არ მომწონს. ამიტომ ვცდილობ (და მასწავლებელიც ასე მირჩევს)რომ როცა ვსწავლობ ვიხენმძღვანელო ბერძნული სტილით ან ძველი ქართულით. ესაა სწორედ პრობლემა, ჯერ არაა შემუშავებული ერთიანი სტილი, არადა დახეთ ზემოთ დადებულ ყინწვისის ხატებს ანდა ხატებს გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან, ანდა სვანეთიდან, ან წილკნიდან, აი დავდებ ქართული ხატწერის სტილისტური ზეობის მარგალიტებს: მაცხოვარი საოცარი გაბრიელი სვანეთიდან ყრმა მაცხოვარი ვარძიიდან გარეჯა ელისაბედი და ღვთისმშობელი: და ბოლოს ესეც იყოს: აღგვიდგინეთ ეს სტილი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Nov 30 2009, 01:30 PM
პოსტი
#39
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
KAIROS
კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ.. აი თუ ეკატო განიზრახავს და შეეცდება... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Dec 1 2009, 12:01 AM
პოსტი
#40
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ.. რათქმაუნდა, ასე ამდენი ასობით წლის ვაკუუმს ვინ ამოავსებს უცებ? მაგრამ სწორი გზა უნდა აიღონ, უნდა იცოდნენ, რომ ფესვები აქვთ გადგმული სვანეთში და გარეჯში, ვარძიაში და ყინწვისში, არ არიან ბერძნულ-რუსული ჩარჩოების მონები და მერე ეკატუნიკოს თაობა, და ამ თაობის შემდეგი თაობა და იმ შემდეგი თაობის კიდე შემდეგი თაობა მივა ამ დონემდე , აუცილებლად. ოღონდ მთავარია გასიგრძეგანება ამ მიზნის იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი