ქართული ხუროთმოძღვრება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხუროთმოძღვრება |
likasani |
May 14 2010, 09:18 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
ვაიმე შენ გაიხარე,ძლივს არ მივხვდი,გვაჩვენებს მარტო სურათს და იძახის ამდენი აფსიდა აკვს იმდენიო და ვერაფერს ვგებულობთ,არადა გვთხოვს მერე და ზეპირად ვპასუხობთ
|
ეკატო |
May 14 2010, 10:59 AM
პოსტი
#22
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ვაიმე შენ გაიხარე,ძლივს არ მივხვდი,გვაჩვენებს მარტო სურათს და იძახის ამდენი აფსიდა აკვს იმდენიო და ვერაფერს ვგებულობთ,არადა გვთხოვს მერე და ზეპირად ვპასუხობთ დაზეპირებას ჯობია გვკითხო და რითიც შემეძლება დაგეხმარები პ.ს. სად სწავლობ ქართულ ხუროთმოძღვრებას რომ გასწავლიან? მომავალი არქიტექტორი ხომ არ ხარ? -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
May 17 2010, 11:04 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
შენ წარმოიდგინე გიდის კურსებს გავდივარ და იქ დამჭირდა ასე ღრმად რატომ გვთხოვენ არ ვიცი
|
ეკატო |
May 17 2010, 11:25 PM
პოსტი
#24
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
შენ წარმოიდგინე გიდის კურსებს გავდივარ და იქ დამჭირდა ასე ღრმად რატომ გვთხოვენ არ ვიცი ოოო, გიდის კურსებს თუ გადიხარ დაგჭირდება აბა რაა, ხომ უნდა აუხსნა დამთვალიერებლებს სად რა არის მშვენიერ საქმეს სწავლობ, წარმატებას გისურვებ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
May 18 2010, 11:05 AM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
გაიხარე დიდი მადლობა,თუ რამე დამაინტერესებს კიდევ შეგაწუხებ თუ შეიძლება
|
ეკატო |
May 18 2010, 11:22 AM
პოსტი
#26
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
გაიხარე დიდი მადლობა,თუ რამე დამაინტერესებს კიდევ შეგაწუხებ თუ შეიძლება რა პრობლემაა, გამიხარდება თუ რამით დაგეხმარები -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
May 19 2010, 08:49 AM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
|
tamuna m |
May 19 2010, 07:48 PM
პოსტი
#28
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
likasani
ბაგრატი პ. ს. ფოტოები დიდია, მაგრამ ხარისხი რომ არ დაიკარგოს ასე ჯობია (მგონი) -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ბადრი |
May 19 2010, 10:04 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
likasani |
May 20 2010, 12:16 PM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
მადლობა ყველააასსსსს
|
likasani |
May 29 2010, 09:14 AM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
ეკატო ისევ გაწუხებ,6აფსიდიან ტაძრებზე მინდა ინფორმაცია თუ შეგიძლია დამეხმარე წინასწარ მადლობა
|
ეკატო |
May 29 2010, 10:11 AM
პოსტი
#32
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ეკატო ისევ გაწუხებ,6აფსიდიან ტაძრებზე მინდა ინფორმაცია თუ შეგიძლია დამეხმარე წინასწარ მადლობა ვერ მივხვდი რა ინფორმაცია გინდა, იქნებ უფრო კონკრეტულად დაწერო, გაინტერესებს რომელი ტაძრებია 6 აფსიდიანი თუ? რაღაც ვერ გავიგე -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
May 29 2010, 10:28 AM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
|
ეკატო |
May 29 2010, 10:38 AM
პოსტი
#34
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
likasani
სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ 6 აფსიდიანი რომელი ტაძარია, მოვძებნი რამეს და გეტყვი -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
May 29 2010, 10:52 AM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
|
ქევანა |
May 29 2010, 05:29 PM
პოსტი
#36
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ,6აფსიდიან ტაძრებზე მინდა ინფორმაცია მგონი შემიძლია დაგეხმარო ექვსაფსიდიანები, ანუ მრავალაფსიდიანები Xს.-ში სხვადასხვა პროვინციებში ვხვდებით ტეტრაკონქსი ტიპის ერთგვარ გადამუშავებულ ვარიანტს, ექვსაფსიდიანების ტიპს. ესენია: 1) გოგიუბა (სამხ. საქ., ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, ანუ ისტორიული ერუშეთი)). ექვსივე აფსიდი თანაბარია და გეგმა სრულიად სიმეტრიულია. გუმბათის ყელი ექვსწახნაგაა. საფუძვლად წრიული სალტე აქვს. 2) ბოჭორმა - გარე კახეთშია, გოგიუბასგან განსხვავებით ბოჭორმას საკურთხევლის აფსიდს სხვებზე უფრო ღრმა ბემა აქვს და გარედან შვერილს ქმნის. შემორჩენილია ძველი კედლის მხატვრობის კვალი. 3) კაცხი - იმერეთში, ჭიათურის მახლობლად. აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. საკურთხევლის აფსიდი აქაც მცირედ შვერილია, მაგრამ სხვა აფსიდები უშუალოდ, უბემოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ეკლესიას აქვს სამმხრივი გარშემოსასვლელი, რომელიც გვიან მინაშენია. ეკლესიას მდიდრულად მოჩუქურთმებული სამკაული ჰქონდა, გადარჩა მხოლოდ გარშემოსავლელის მდიდარი საპირეები და კარნიზი. რელიეფებიდან აღსანიშნავია ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა. 4) ტაოსკარი - ისტორიული ტაოს ფარგლებშია, მე10 საუკუნის ძეგლია. ეკლესია თავისი გეგმით მრავალაფსიდიან ეკლესიების ტიპს ენათესავება, რადგან აგრეთვე რადიალურად განლაგებული სხივებია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო, მხოლოდ 6-ის მაგივრად არის 8 (ანუ 8 მკლავია). მათგან მხოლოდ საკურთხევლის არის აფსიდიანი, დანარჩენი სწორკუთხაა. (ც) ჩემი კონსპექტებიდან პ.ს. გირჩევ საჯაროში წასვლა არ დაიზარო და ვ. ბერიძის "ქართული ხუროთმოძღვრება" მოიძიო -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
likasani |
May 29 2010, 10:17 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
მადლობაა :კი მითხრეს მეც ეგ წიგნი და ვეღარ მივაღწიე იქამდე.
|
likasani |
Jun 19 2010, 10:22 AM
პოსტი
#38
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
კიდევ ერთხელ დამეხმარეთ რაა,იყალთოზე ნორმალური ინფორმაცია ვერ მოვნახე,თუ გაქვთ კომიურტერში რამე ,თუ არა ისევ ბიბლიოთეკაში წავალ
|
ეკატო |
Jun 19 2010, 11:12 AM
პოსტი
#39
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
აი ეს საიტი ნახე:
http://www.alaverdimonastery.com/iyalto.html ნახე რამდენი წიგნებია ბიბლიოთეკაში იყალთოს შესახებ, გირჩევ წახვიდე და ნახო 1.არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.228-230. მოკლე ცნობები იყალთოს აკადემიისა და ღვთაების სახელობის სამონასტრო კიმპლექსის შესახებ. 2.ბარნაველი თ. ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.96-106. იყალთოს ფერისცვალების, ღვთისმშობლის, წმინდა სტეფანეს, წმინდა შიოს სახელობის ეკლესიებისა და მათ მიდამოებში საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. 3.გიორგაძე მ. იყალთოს მონასტერი.-თბ.,1985. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ფოტოალბომი. 4.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.156-157. იყალთოს კომპლექსის მახლობლად მდებარე იყალთოს ციხე-გალავნის ნანგრევების აღწერილობა. 5.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.132-134. რეზ. რუს. ენაზე. ცნობები იყალთოს ციხე-გალავნისა და სათოფურების სისტემის აღწერილობა.ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.39). 6.იყალთო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.286-287. მოკლე ცნობები იყალთოს სამონასტრო კომპლექსსა და იყალთოს აკადემიაზე. 7.იყალთო //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.3. მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე. 8.ლომიძე ზ. იყალთო.-თბ.,1963.-16 გვ. ასურელი მამის-ზენონის მიერ დაარსებულ ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე. 9.მამულაშვილი ა. იყალთოს აკადემია.-თბ.,1948.-32 გვ. 1938 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები (საწნახლისა და სამჭედლოს აღმოჩენა). 10.იყალთოს მცირე მონასტერი //მოსულიშვილი ჰ. ქართული სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.33-35;გვ.133-134. იყალთოს მცირე მონასტრის გეგმისა და შიდა სივრცის ანალიზი; ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია სქემატური ჩანახატები. (ანაზომები: ჰ.მოსულიშვილი). 11.იყალთო. ფერისცვალების ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII).-თბ.,1980.-გვ.310-312. მოკლე ცნობები იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის შესახებ. ძეგლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი IX-X საუკუნეების ორი წარწერის განხილვა, შესრულების სავარაუდო თარიღი. 12. განვითარებული ფეოდალიზმი: იყალთოს აკადემია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.107-108. აკადემიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. 13.შმერლინგი რ. კანკელის ფრაგმენტი სოფ.იყალთოდან //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნერო სესია. 1957 წლის 21,22 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1957.-გვ.9. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მწვანე ქვის ფილის ორნამენტული ფრაგმენტის ანალიზი: კომპოზიცია, კვეთისა და ფიგურების დამუშავების სტილი(ჩატანებული იყო ფერისცვალების ეკლესიის კედლებში). 14. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.62. VI საუკუნეში ასურელი მამის-ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს მონასტრის პატარა ეკლესიის მოკლე აღწერილობა. 15. ჯანაშვილი მ. მოგზაურობა კახეთში //დროება.-1881(4 ივნ.).-N113.-გვ.1-3;N113(5ივნ.).-N1-3;N114(6ივნ.).-გვ.1-3;N115(7 ივნ.).-N116(9 ივნ.).-გვ.2-3;N117.-გვ.2-3. ცნობები იყალთოს შესახებ. 16.იყალთო //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი.-ტფ.,1907.-გვ.253-258. იყალთოს მონასტერში დაცული სიძველეების აღწერილობა. 17.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხსიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.197-198. კვადრატული გეგმის მქონე ციხე-გალავნის ნანგრევების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. 18.იყალთო //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.274-276. ასურელი მამის, ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო პერიოდები. იყალთოს აკადემიის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ. მოხსენიებულია არსენ იყალთოელი. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედისა და აკადემიის ნანგრევების ფოტოები. -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
Jun 20 2010, 10:45 AM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
გაიხარე ჩემო კარგო ,ეჰ ბიბლიოთეკაში სიარულის დროც არ მაქვს და მაგიტომ გაწუხებთ ხოლმე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი