IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მათე 21:21-22; იოანე 16:23-24
Molen
პოსტი Mar 24 2010, 08:25 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



მოგესალმებით.

შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა.


მათე:

21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.


უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს?

და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს?

იოანე:

16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ.
16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.


რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"?

და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 28 2010, 10:11 PM
პოსტი #2


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.

უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს?

და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს?


ადამიანი მართლაც ყველაფერს შესძლებს ღმერთის წყალობით, მაგრამ ის ვერ მიიღებს ყველაფერს. ღმერთი არსობრივად არის სიყვარული ხოლო სიყვარულიდან გამომდინარე არ შეიძლება მან ადამიანის ყველა კაპრიზი დააკმაყოფილოს მიუხედავად იმისა თუ რამხელაა მისი რწმენა. აგრეთვე აქ არის მეორე მნიშვნელოლოვანი მომენტი. იქონიო რწმენა ეს არ ნიშნავს მარტო იმის რწმენას, რომ ღმერთი მოგცემს იმას რაც გვსურს. ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს. (I იოან. 3:22) რწმენით მიღება არ შეიძლება დავიყანოთ პლაცებოს ეფექტმადე, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ჭეშმარიტი ღმერთისგან, რადგან ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ. (I იოან 3:25) ანუ ქრისტინული რწმენა არ ჯდება ამ ლოგიკაში: ღმერთი მომცემს იმას რასაც მინდა, რადგან მე მისი არსებობის მრწამს. ამიტომაც კონკრეტულად რაღაცის თხოვნა, მაგალითად მთის გადაადგილება, ავადმყოფის განკურნება და ა.შ. დიდ რწმენასთან და სულიერებასთან ასოცირდება. რათქმაუნდა აქედან გამომდინარე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ ცოდვილებას არ გაგვაჩნია ამხელა სულიერება smile.gif მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ღმერთი ჩვენს თხოვნებს იგნორირებას გაუკეთებს smile.gif ჩვენი ლოცვის შედეგად, ღმერთი ყოველთვის მოგვცემს იმას, რაც საჭიროა ჩვენთვის... საერთოდ ლოცვა არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, მაგრამ ხშირი შეცოდებებით ადგილი აქვს ამ ურთიერთობის პერიოდულ გაუფასურებას, ამიტომაც მნიშვნელოვანია ქრისტეში ცხოვრება - მის მცებების დაცვა.

ციტატა
16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ.
16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.

რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"?

და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო?


22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.
23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.

ანუ აქ ლაპრაკია ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ პერიოდზე. აქამდე მოციქულები ქრისტეს მეშვეობით (რადგან მათთან იყო) შესთხოვდნენ მამა ღმერთს (ლაპარაკია აწყმო დროზე), მაგრამ ამიერიდან მისი სახელის ხსენებით მიიღებდნენ ყველაფერს (ლაპარაკია მომავალ დროზე), რადგან ქრსიტე არის ღმერთი, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და მისით გვაქვს გამოსყიდვა.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Nov 25 2010, 07:02 PM
პოსტი #3


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს?


მემგონი რომ ეს სიტყვები პირდაპირ არ უნდა გავიგოთ.უფალმა უბრალოდ მაგალითი მოიყვანა იმაზე,თუ რა შეუძლია ადამიანის რწმენას.

ციტატა
რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს?


თუ იწამებ ღმერთს და დაიჯერებ მის არსებობას,წრფელი გულით შესთხოვ მას,თუ შენი საქციელით დაიმსახურებ,რომ ღმერთი დაგეხმაროს აუცილებლად ასე მოხდება.მაგრამ რათქმაუნდა ღმერთს არ უნდა ვთხოვოთ მატერიალური ნივთები და ა.შ

ციტატა
და იესო ხომ უფალია თვითონ?


იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა.


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 25 2010, 08:32 PM
პოსტი #4


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
Molen
აი განმარტება:

მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოება და არა შეორგულდეთ, არ გექნებათ მერყეობა ეჭვების გამო, არა ხოლო ლეღვისა ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას (მოციქულების თვალწინ იყო ელეონის მთა) აღიფხუარ ამიერ, და შთავარდი ზღუასა, იყოს ეგრეთ, ასე მოხდება თქვენი რწმენისამებრ. და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცუასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ, უსათუოდ. რწმენას, ლოცვით ფრთებშესხმულს, აყავს ადამიანი ზეცას და აყენებს მას ყოვლისშემძლე ღმერთის პირისპირ და ხდის მას მის ყოვლისშემძლეობის თანამონაწილეს. ღმერთი აძლევს მას თავის ყოვლისშემძლეობის უფლებასა და ძალას ბუნებაზე, მაგრამ ამასთან თქვენ უნდა იცოდეთ მტკიცედ, - დასძინა უფალმა, რომ შეუდგებით რა ასეთ ლოცვას, უნდა ყველაფერი შეუნდოთ, თუკი ვინმეს მიმართ გაქვთ რაიმე ძვირი, სხვანაირად ზეციური მამაც ვერ შეგინდობთ თქვენ შეცოდებებს; ამის გარეშე კი თქვენს თხოვნა-ვედრებას არ ექნება არავითარი ძალა. უკანსკნელი მოულოდნელი დარიგება იყო დროული მოწაფეებისთვის. „იმათი კეთილი გულის მიუხედავად, ჯერ კიდევ აკლდათ ის თავგანწირვა, რაც ასე საჭირო იყო მოციქულებისთვის, რომელთაც მიიღეს უფლება ბუნების ძალაზე მბრძანებლობისა. მათთვის, მაგალითად, თავის მოსაწონ საქმედ ითვლებოდა ზეციდან ცეცხლის გადმოყვანა მთელი სოფლების აღსაგველად მხოლოდ იმისათვის, რომ იქ მცხოვრებლებმა ვერ მიაგეს უფალს საჭირო პატივი (ლკ. 9,54). მოწაფეთა სულის ასეთი განწყობისას, მათი მასწავლებლის გუშინდელი მოქმედება ლეღვის ხის მიმართ, შეიძლებოდა გაეგოთ დამახინჯებულად, ამიტომ საჭირო იყო შეხსენება იმისა, რომ რწმენა სიყვარულის გარეშე არაფერია. და მოწაფენიც, უდავოა მიხვდნენ, თუ საით მიანიშნებდა მათ მოძღვრება სხვათა პატიებაზე“ (მთ. ეპ. ინოკენტი). - ნეტარი თეოფილაქტე ამბობს: „მე მეტყვიან: თუ მე მოვითხოვ რაიმე საზიანოს უგუნური რწმენით და მე უფალი მომცემს ამას, ნუთუ მე მივიღებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვითხოვ ამას რწმენით? - ვუპასუხებ: როგორ იქნება მაშინ ღმერთი კაცთმოყვარე, თუკი იგი შემისრულებს ჩემთვის საზიანო სათხოვარს? როცა გესმის რწმენაზე, იფიქრე არა გაუაზრებელ რწმენაზე, არამედ ჭეშმარიტებაზე, სწორედ ისეთზე, რომელზედაც ამბობს უფალი, და ისეთ ლოცვაზე, რომელშიც ჩვენ ვითხოვთ სასარგებლოს, როგორც უფალმაც დაგვიდგინა, როცა ამბობს: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდლსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ (მთ. 6,13). და კიდევ, ყურადღება მიაქციე სიტყვებს: „არა შეორგულდეთ“. რადგან, ვინც ღმერთთან არის შეერთებული და და არასდროს შორდება მას, ასეთი როგორ ითხოვს რაიმე სავნოს? ასე რომ, თუ ჩვენ განუშორებლად ვიქნებით ღმერთთან და გვექნება შეუორგულებელი რწმენა, მაშინ მივიღებთ ჩვენი კეთილი სათხოვარისამებრ სასიკეთოს, რამეთუ უფალი იძლევა სიკეთეს და არა ბოროტს“.

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/21_18-22.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 11 2013, 11:48 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(Molen @ Mar 24 2010, 09:25 PM) *

მოგესალმებით.

შეკითხვა მაქვს, მხოლოდ იმიტომ რომ მინდა სწორად მესმოდეს და რწმენა უფრო გავიძლიერო, რადგან ეს ის მომენტებია, როდესაც უფალი ყველაზე მოწყალე, ადამიანების გვერდით მყოფი, მუდმივად დამხმარე, ყოვლის მომცემი, მეგობარი, მამა და საერთოდან სიყვარულისა და სიძლიერის სიმბოლოა.
მათე:

21:21. ...თუ გექნებათ რწმენა, აღარ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ რაც ლეღვის ხეს დაემართა, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
21:22. და ყველაფერი რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.


უფალი იესო, რის რწმენაზე საუბრობს? რწმენას საკუთარი თავისა და ღმერთისა? ანუ განსაცდელში მყოფი ადამიანი თუ დაიჯერებს და ირწმუნებს რომ მას ღმერთი მიეხმარება, იგი აუცილებლად გადარჩება? და ბოლოს და ბოლოს უფალმა ბრძანა, რწმენით მთაც კი აღმოიფხვრებაო. ანუ თუ უფალს ვირწმუნებთ და მის შემწეობას დავიჯერებთ მართლაც შეძლებს ადამიანი უფლის ნებითა და ძალით ბუნებაზე კონტროლს?

და რწმენით თხოვნა ნიშნავს იმას, რომ შენ ეს გულით გსურს და გულით გჯერა რომ მას უფალი მოგცემს?

იოანე:

16:23. ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ თქვენ.
16:24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვებთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.


რას ნიშნავს ეს? ანუ თხოვნით მიმართვა უფლისადმი იესოს სახელით უნდა მოხდეს? მაგალითად "ღმერთო, იესო ქრისტეს სახელით გთხოვ რწმენასა და შემწეობას"?

და იესო ხომ უფალია თვითონ? თუ ზემოთ თქმული ნიშნავდა და რომ მე მომმართეთ თხოვნითო?

თუკი უფალი ბრძანებს რომ ჩვენ ყოველივეს მივიღებთ , თუ რწმენით ვითხოვთ ! მაშასადამე ეს ჭეშმარიტებაა და მისი გაგება გადატანითი მნიშვნელობით შეუძლებელია! თუ შენს ლოცვაზე პასუხი არ მოდის, ესეიგი პრობლემა შენს რწმენაშია! რწმენა მოდის ქრისტეს შესახებ სიტყვისაგან და ეს სიტყვა ბიბლიაშია, ამიტომ თუ ხშირად იკითხავს ბიბლიას , გაიგებ ღმერთის ნებას და შესაბამისად რწმენაც ჩაისახება შენში. ეს რწმენა კი დაგეხმარება რომ ლოცვით მიმართო ღმერთს და მიიღო მისგან ყოველივე, მაგრამ როცა შენ გეცოდინება ღმერთის ნება, მაშინ შენ უკვე სწორად სთხოვ ღმერთს და არა ეგოისტურად_ მაგალითად ღმერთო მომეცი ფული და სიმდიდრე, ეს არ არის რწმენისმიერი სათხოვარი. სოლომონი უფალს სთხოვს სიბრძნეს და უფალიც აძლევს ამას, და იქვე აღნიშნავს რომ სოლომონი მოიქცა სწორად როცა სიმდიდრე არ ითხოვა! მაგრამ უფალი სიმდიდრითაც ასაჩუქრებს მას. ესეიგი რწმენით რომ ილოცო საჭიროა ჯერ გაიგო ღმრთის ნება; იაკობ მოციქული გვამცნებს რომ მეეჭველი კაცი არამდგრადია და ასეთს ნურც კი ჰგონია რომ რაიმეს მიიღებს ღვთისგან! როცა რაიმეს ითხოვ ღმრთისგან, ნუ დაივიწყებ იმას რაც ითხოვე , არამედ უკვე მაშინ ირწმუნე რომ მიიღე ის რაც ითხოვე და აი მაშინ გექნება ის რაც ითხოვე, ანუ საქმე იმაშია რომ რასაც ითხოვ ის უკვე შენია და უკვე შესრულებულია შენი სათხოვარი_აი ეს უნდა გწამდეს ამაზე საუბრობს უფალი smile.gif . რაც შეეხება ქრისტე იესოს სახელს ეს არის ერთადერთი სახელი რაც ღმერთმა მოგვცა ჩვენ გადასარჩენად, იგი არის შუამდგომელი ღმერთის წინაშე. ჩვენი ლოცვა მიდის ქრისტესთან ღმერთში ქრისტე ისმენს და პატიობს , ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და ღმერთთან შუამდგომლობს ჩვენთვის ცოდვათა მისატევებლად, იგი ეუბნება ღმერთს შენზე _ ვაპატიოთ? შევუსრულოთ თხოვნა? იგი არის ქომაგი ჩვენი, ის ჩვენი გულშემატკივარია , რადგან მან განიცადა ის ტკივილები რასაც შენ განიცდი დღეს. smile.gif ალბათ ცოტათი დაგეხმარე ხომ? smile.gif მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 12 2013, 09:23 AM
პოსტი #6


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 11 2013, 11:48 PM) *

რაც შეეხება ქრისტე იესოს სახელს ეს არის ერთადერთი სახელი რაც ღმერთმა მოგვცა ჩვენ გადასარჩენად, იგი არის შუამდგომელი ღმერთის წინაშე . ჩვენი ლოცვა მიდის ქრისტესთან ღმერთში ქრისტე ისმენს და პატიობს , ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და ღმერთთან შუამდგომლობს ჩვენთვის ცოდვათა მისატევებლად, იგი ეუბნება ღმერთს შენზე _ ვაპატიოთ ? შევუსრულოთ თხოვნა? იგი არის ქომაგი ჩვენი, ის ჩვენი გულშემატკივარია , რადგან მან განიცადა ის ტკივილები რასაც შენ განიცდი დღეს. smile.gif

უბრალოდ რომ ვთქვათ არასწორია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 12 2013, 09:33 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(G_saxva @ Apr 12 2013, 10:23 AM) *

უბრალოდ რომ ვთქვათ არასწორია.

რატომ არის არასწორი 1) არგუმენტი დაასახელე ??? blink.gif ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება სხვისი ერესად გამოცხადება blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 12 2013, 11:15 PM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Apr 12 2013, 10:33 PM) *

რატომ არის არასწორი 1) არგუმენტი დაასახელე ??? blink.gif ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება სხვისი ერესად გამოცხადება blink.gif

სიტყვა შუა მდგომელ ინიშანვს ორ საგანს ან არსებას შორის მყოფს. შენი ნათქვამით მაცხოვარი ჩვენსა და ღმერთს შორის დგას (მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში) რაც არ არის სწორე. იესო ქრისტე თავად ღმერთია და ჩვენსა და მას შუა თვითონ დგას? blink.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 13 2013, 12:38 AM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
იესო ქრისტე თავად ღმერთია და ჩვენსა და მას შუა თვითონ დგას?

შმაგისთვის არაა ღმერთი იესო.
მისთვის იესო არის ძე ღვთისა , მაგრამ არა ძე ღმერთი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 13 2013, 02:35 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



საქმე მართებულ გაგებაშია, თორემ იმ გაგებით, რომ მაცხოვარს აქვს სრული კაცობრივი ბუნება იგი ჭეშმარიტად არის ერთადერთი შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის. ამას პავლე მოციქულის ეპისტოლეებშიც ვხვდებით: ებრაელთა 9:13 და I ტიმოთესადმი 2:5 ("კაცი იესო ქრისტე" - ტყუილად როდი დაურთო მან)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 14 2013, 10:39 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(G_saxva @ Apr 13 2013, 12:15 AM) *

სიტყვა შუა მდგომელ ინიშანვს ორ საგანს ან არსებას შორის მყოფს. შენი ნათქვამით მაცხოვარი ჩვენსა და ღმერთს შორის დგას (მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში) რაც არ არის სწორე. იესო ქრისტე თავად ღმერთია და ჩვენსა და მას შუა თვითონ დგას? blink.gif

ესეიგი თავის თავთან თვითონვე შუამდგომლობს ქრისტე? რა სისულელეა! აბა ის ვინ არის ვინც წარდგა ღმრთის წინაშე? ებრაელთა 9;24 ვისთან მიიტანა მსხვერპლი ქრისტემ? თავის თავთან? biggrin.gif მე ვარ გზა იოანე 14 თავი იესოა გზა ვისითაც ისევ იესოსთან მიხვალ? თუ ჩემით მამასთან მიხვალთო ასე ხო არ ამბობს უფალი ხო არ მეშლება?! blink.gif

ციტატა(A.V.M @ Apr 13 2013, 01:38 AM) *

G_saxva

შმაგისთვის არაა ღმერთი იესო.
მისთვის იესო არის ძე ღვთისა , მაგრამ არა ძე ღმერთი.

შმაგი იესო ქრისტეს ღმერთად სცნობს! რაღაც ვერ გესმის კარგად ძმაო ჩემი. აბა ჩემ პოსტებს გადახედე blink.gif . ქრისტე ღმერთია ოღონ მადლით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 14 2013, 11:49 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
ციტატა

რაღაც ვერ გესმის კარგად ძმაო ჩემი. ...... . ქრისტე ღმერთია ოღონ მადლით

სწორედ მაგაზე გეუბნევი...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 15 2013, 09:14 AM
პოსტი #13


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Apr 13 2013, 12:38 AM) *

G_saxva

შმაგისთვის არაა ღმერთი იესო.
მისთვის იესო არის ძე ღვთისა , მაგრამ არა ძე ღმერთი.

აჰა გასაგებია bye1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 11:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი