ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?, ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი?, ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? |
A.V.M |
Apr 10 2012, 10:01 PM
პოსტი
#21
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა და რატო აღარ ვმსჯელობთ კურაევის შეხედულებაზე???? და რატო უნდა ვიმსჯელოთ? ვინმესთვიოს არის კურაევი ავტორიტეტი? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
კოკა |
Apr 11 2012, 08:27 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
A.V.M
ციტატა ვინმესთვიოს არის კურაევი ავტორიტეტი? და რა შუაშია ავტორიტეტი? სამსჯელო ის არის თუ რით იყო გამოწვეული ქრისტეს ეს სიტყვები და რამდენად არის მისაღები ის თვალსაზრისი, რომელიც კურაევმა გამოხატა....... და საერთოდ ეს მისი პირადი თვალსაზრისია თუ იგი ემთხვევა ეკლესიის შეხედულებას............ -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
George Leluashvili |
Apr 11 2012, 12:55 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
კოკა
აი, ეს ქადაგებაა, რომელსაც შეგპირდი. კარგა ხანს ვეძებდი. მამა თეოდორეს უამრავი ქადაგება მაქვს გადმოწერილი და მახსოვდა, რომ ერთ-ერთი კონკრეტულად ამ სიტყვებს ("ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე") ეხებოდა. აღნიშნულ სიტყვებზე ქადაგებას მოძღვარი ზუსტად ამ დროიდან იწყებს 10:35. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
კოკა |
Apr 11 2012, 03:43 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
George Leluashvili
გაიხარე, გაიხარე..................... დიდი მადლობა............. -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
esre ars cheshmariteba |
Apr 25 2012, 12:36 AM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მამა თეოდორემ მიუძღვნა ერთი თავისი ქადაგება მთლიანად ამ ეპიზოდს და ძალიან მაგრად ახსნა, თუმცა თქვა, რომ ეს მუხლი ბოლომდე აუხსნელი რჩება. კარგი რაა! ეგრე მაშინ ყველა მუხლს მაგრად ხსნიან და საბოლოო ჯამში გამოდის რომ ჭეშმარიტებას ყურს არიდებენ. რად უნდა ამას ახსნა? ყველაფერი ცხადია რომ ქრისტე არ არის მამის სწორი. აბა რაში სჭირდება ღმერთს ასეთი სიტყვების თქმა განა ვისგან შეიძლება ის მიტოვებული იყოს? ერთი ახსნა მოვისმინე რომ ეს სიტყვები იყო კაცობრიობის სახელით ნათქვამი ღვთისადმი, მაგრამ ასეთი ახსნები სატირალიაა!!!! როცა წმინდა წერილის გარეთ ვეძებთ ახსნას ეს უკვე შეცდომაა |
Otherguy |
Apr 25 2012, 08:56 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
მამა თეოდორემ მიუძღვნა ერთი თავისი ქადაგება მთლიანად ამ ეპიზოდს და ძალიან მაგრად ახსნა, თუმცა თქვა, რომ ეს მუხლი ბოლომდე აუხსნელი რჩება. მაგის ახსნა ნესტორიანულადაც შეიძლება. იესო არ ამბობს: "მამავ, მამავ, რად მიმატოვე?"-ო, რადგან მანამდე ამბობს: "მამა არასოდეს მიმატოვებს"-ო. არამედ ამბობს: "ღმერთო რად მიმატოვე"-ო... რაც ზუსტად ეხამება ებრაელთა 2:9-ში არსებულ ვარიანტს(ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერში), რომელსაც წმ. ამბროსი მილანელი ასე განმარტავს: "ხედავთ როგორ ბრძნულად დაწერა მოციქულმა: 'ღვთის გარეშე იგემა სიკვდილი'. ანუ სიკვდილის წინ ღმერთმა მიატოვა ქრისტე, რათა არ ვიფიქროთ, რომ ღმერთმა განიცადა სიკვდილი." ეს ახსნა ნახევრად ნესტორიანულია, მაგრამ მაგ მუხლს ლოგიკურად განმარტავს მაინც. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 07:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი