IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
k@the
პოსტი Jul 14 2008, 11:36 PM
პოსტი #141


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Amuza
ვახ, გიორგი, სად იყავი აქამდე!
რამდენი დამიკარგავს მოძილათი რომ ვხსნიდი. მაგარი მუსიკა უდევს ფონად და ისედაც ბევრად უკეთესად ჩანს ქვეთავები.
ლექსები ძალიან მომეწონა wub.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jul 14 2008, 11:50 PM
პოსტი #142


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(k@the @ Jul 14 2008, 11:26 PM) *

Amuza
უი, ეგ არ ვიცოდი, მე მოძილა მაქვს.
გაიხარე. აბა ვცდი ეხლა.


უკვე წაიკითხე? რა სწრაფი ხარ smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 14 2008, 11:56 PM
პოსტი #143


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Amuza
ჯერ, ის ლექსები წავიკითხე, რომლებიც ერთი თვალის შევლებით მომეწონა.
ეხლა კიდევ მთელ გვერდს ჩავუყევი და ყველა წავიკითხე smile.gif)

სწრაფი რო ვარ, კაფიაში არ ჩანს? biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jul 15 2008, 10:47 AM
პოსტი #144


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(k@the @ Jul 14 2008, 11:56 PM) *

Amuza
ჯერ, ის ლექსები წავიკითხე, რომლებიც ერთი თვალის შევლებით მომეწონა.
ეხლა კიდევ მთელ გვერდს ჩავუყევი და ყველა წავიკითხე smile.gif)

სწრაფი რო ვარ, კაფიაში არ ჩანს? biggrin.gif



კიი, ჩაააააანს smile.gif

მე მაგრად მომწონს www.fereidani.ge ,თანაც გიორგი, ისე ლამაზად და კარგად აღწერს ამბებს და მოვლენებს ერთი ამოსუნთქვით იკითხება


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 17 2008, 10:36 PM
პოსტი #145


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავები:
80 - "ვახტანგ კვირიკაშვილი"
81 - "ქეთი ღირსიაშვილი"
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ამუზას!
81-ში "ვაჟა მოსულიშვილი" ნახე და წაიკითხე, შენი აზრი მაინტერესებს...

ერთი პატარა შენიშვნაც: მართალია რომ "ოპერა" ვერ ხსნის მთლიანად, მაგრამ ახლა რამდენიმე ქვეთავი და ზოგიერთი სურათი გათიშული მაქვს, ეს ალბათ დროებითია...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jul 22 2008, 10:01 PM
პოსტი #146


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(gugua @ Jul 17 2008, 10:36 PM) *

გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავები:
80 - "ვახტანგ კვირიკაშვილი"
81 - "ქეთი ღირსიაშვილი"
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ამუზას!
81-ში "ვაჟა მოსულიშვილი" ნახე და წაიკითხე, შენი აზრი მაინტერესებს...

ერთი პატარა შენიშვნაც: მართალია რომ "ოპერა" ვერ ხსნის მთლიანად, მაგრამ ახლა რამდენიმე ქვეთავი და ზოგიერთი სურათი გათიშული მაქვს, ეს ალბათ დროებითია...



წავიკითხე და ჯიგარი დამეწვა,რო ასეთი კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ლამაზი სიტყვების ავტორია: ”მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვევლინე თიხად სამყაროს.”


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 23 2008, 08:48 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



იცი რა ბიჭი იყო? ახლა "თიბისი" ბანკს უნდა მისი პერსონალური გამოფენის გაკეთება, თუ გამოვიდა აუცილებლად შეგატყობინებ... უფრო სწორად ქეთი ღირსიაშვილს და მე გვინდა ამ გამოფენის მოწყობა... ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან, არადა მისი ნამუშევრები მართლა იკარგება და ცოდვააა...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jul 23 2008, 11:07 PM
პოსტი #148


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



საინტერესო იქნება გიორგი, ვერა და ვერ მოვახერხე, ერთი მენახე. ამ სამსახურის გადამკიდე,დრო აღარ მრჩება. მაგრად მინდა მაგ გამოფენის ნახვა. თქვენთან ვარ.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 24 2008, 08:06 PM
პოსტი #149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი:
82 - "უცხოელის თვალით დანახული საქართველო"
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 25 2008, 09:57 PM
პოსტი #150


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



საიტს www.fereidani.ge 79-ე ქვეთავში დაემატა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ფოტოები.
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jul 31 2008, 09:26 PM
პოსტი #151


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



“ჩემო ნათქომო სიტყვაო შენამც კი გაჰქვეყნდებოდე...”

ჩემი წარსული ცხოვრება
ისე არ აიწერება,
როგორც დაგლეჯილ მთათ მკერდი
ძაფით არ დაიკერება.
მიხა ხელაშვილი

მაინც რა წარსული გქონდა ასეთი, ფშაურ, ლეგა ჩოხაში გამოწყობილ 25 წლის მხარბეჭიან ძალოვან და გულოვან ვაჟკაცს?! შენმა ბავშვობამ ხადის მთებში გაიარა. ბერად დაყუდებული მოსანთლიშვილის შეგირდი იყავი, იმ მოსანთლიშვილისა, მთელი სიცოცხლე დარაჯად რომ ედგა ღვთისა და ვერდავიწყებულ ”ცისთვალა ფშავლის ქალას” პირველ სიყვარულს. ვეება ლოდიდან მისი ფიგურა გამოკვეთა, ირგვლივ მასავით ტანმაღალი კელაპტრები აუნთო და ხმადაუძვრელად შესთხოვდა ღმერთს იმ სოფელში მყოფი სათაყვანებელი სულის ცხონებას. ალბათ, მოსანთლიშვილმა შთაგბერა და დაგანათლა შენი მიწის, შენი ხალხის სიყვარულის საოცარი ნიჭი.
შენი ცხოვრება შფოთიან 1917 წელს დაემთხვა. ვერ შეურიგდი მთაში სისხლითა და აწიოკებით შემოსულ ”წითელ ჩეკისტებს”, ძალმომრეობას. ტყეში ყაჩაღად გავარდი, ნაბადი და იარაღი იქცა შენს მეგობრად და მესაიდუმლედ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ძმად შეეფიცე და დაიფიცე, საქართველოს თავისუფლებას შესწირავდი ყველაზე ძვირფასს, უფლისაგან ნაბოძებს.
პოეტი იყავი, ხელაშვილო, ფანქარმომარჯვებული, ტყის სიღრმეში ხეზე მიყრდნობილი ლექსებად კინძავდი შენს ნაფიქრალსა და განცდილს, ლურჯ იებსა და ეკლიან ასკილებს ეფერებოდი. გტანჯავდა ძლიერი ადამიანური გრძნობა სიცოცხლის სიყვარულისა, მონატრებისა, ისევ და ისევ სამშობლოს თავისუფლებისა.
წინასწარმეტყველური იერი, როგორც ყველა პოეტს, მუდამ თან გდევდა, აკი უთხარი კიდეც ერთ ლექსში დედას:
”სხვას კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო”.
სულ მალე, ”ახალი ცხოვრების” დასამკვიდრებლად მებრძოლი ხელისუფალნი წამებით ამოხდიან სულს შენს მოხუც დედას.
სველ მიწაზე პირქვე დამხობილს, უსაშველოდ გტკიოდა ამაყი სული და დედის ნაწამები სხეული. დასაფლავების დღეს ჩარგალში თავმოყრილ ხალხში, სადაც ”წითელი ჩეკისტები” ერჩეოდნენ, ქარივით მივარდი თოფ-იარაღში ჩამჯდარი, უხმოდ ტიროდი, ემთხვიე დედას, ვერავინ გაბედა წინ გადაგდგომოდა. უცბადვე შეერიე ტყეს, მთელი ღამე მიაქროლებდი ცხენს, ბორგავდა შენი შეგინებული, გამწარებული სული, არაადამიანურ ტკივილს განიცდიდი. ტყის ექო გეხმიანებოდა:
”დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი
გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”.
თანდათან მცირდებოდა შეფიცულთა რაზმი. ჩოლოყაშვილმა საზღვარგარეთ გაპარვა გადაწყვიტა.
ჩარგლის თავს შეხვდით ერთმანეთს შენ და ქაქუცა. შემოდგომა იყო, ისლებსა და წვიმას აევსო არაგვის ხეობა. ფერი გასცრეცოდათ ლოყაწითელ ასკილებს, ნავლისფერი სევდით ავსილი იდექით ვეება ხის ქვეშ.
– უნდა წამოხვიდე, მიხავ! აქ დარჩენას აზრი არა აქვს, ძაღლებივით ჩაგვახრჩობენ ”ახალ დროებისანი”, – ბოღმიანად მარცვლავდა ქაქუცა. წვიმით დასველებული ნაბდის ქვეშ ჩამოტეხილივით მოუჩანდა მხრები ტანხმელ ვაჟკაცს.
სიტყვას ვერ ძრავდი, მიხა. მდუმარედ იდექი, ვეღარც წვიმას გრძნობდი, ვეღარც ჟამისფერი ხვალინდელი დღის შიშს. ლაშარის გორზე ანთებული ცეცხლის კვამლის სუნი გიწვავდა ნესტოებს, ცადატყორცნილი იფნების ქვეშ ანთებული კელაპტრების შუქმა მოგჭრა თვალი წამიერ, წითლად იელვა არჯალათ პარასკოს თავჩითამ, შემთვრალი ფშავლების შემღერება შემოგესმა, დროშა დაირწა ხევისბერის ხელში, ცას უწია ყელმოღერებული კელაპტრის ალმა, გარმონს გაუწია ხთისოთ გოდერძიმ, იფნის კენწეროებს შემოეჭდო ნაგზირალაანთ თამარის ხმარბილი სიმღერა, შორიდან შემოესმა ხევისბერის მოზომილად, დინჯად ნათქვამი სიტყვები: ”გადიდოს, გაძლიეროს ღმერთმა პირქუშო ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო...” და იგრძენი ხელაშვილო, რომ ვერ იცოცხლებდი იქ, სხვაგან ”აემ სულყველას” გარეშე. სხვაგან ტყის მარწყვს და ცაცხვის ყვავილს არ ექნებოდა ასეთი სურნელი. შეხედე ქაქუცას, უხმოდ მოგეხვია ჩოლოყაშვილი. დიდხანს იდექით ასე მუხის ქვეშ, ვერ გრძნობდით წვიმის წვეთები თუ შემთხვევით წამწამსგამოცილებული ცრემლი გისველებდათ ღაწვებს.
იცოდი, ხელაშვილო, სიკვდილის პირისპირ რჩებოდი, აკი თქვი კიდევაც, ”მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი”.
ხატების შემმუსრავმა, ეშმაკის თანაზიარმა ადამიანებმა მოისყიდეს სულმოკლე კაცუნები, შენს მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს, შენთან ლუკმა გატეხეს, მერე კი მძინარეს ტყვიები დაგახალეს. შენი სხეული ერთ კვირას დუშეთის მოედანზე ეკიდა. შენი სული კი ცისკენ მიჰყვებოდა გზაწვრილებს, მადლიანმა კაცმა მოიპარა ღამით შენი სხეულის ნაწილები, შენს დას, პელაგიას, ხელით ნაქსოვ, ფშაურ ჭრელ ხურჯინში ჩაულაგა და შენი მზის მოფიცარ პელაგიასვე გადასცა.
თოვლიან ბილიკებს მიჰყვებოდა ზურგზე ხურჯინმოკიდებული პელაგია ჩარგლისკენ, ზურგით მიჰქონდა ცოდო-ბრალი ”იმ დროებისა”, ზვავები სწყდებოდა მთის წვერებს, ბრაზიანად მოშხუოდა არაგვი. ხმით მოსთქვამდა პელაგია, ქარი პასუხს უბრუნებდა. ხელაშვილის სული კი უკუნს კაფავდა, მტრედისფერში და ცისფერში ნიათობდა, საქართველოსთვის ლოცულობდა, დედამიწაზე ეშმაკი ხარხარებდა, ზვავის ხმაზე გნიასობდა. პელაგიას ხურჯინი არ ამძიმებდა, აკი ბავშვობაშიც ასე იცოდა, მოგიკიდებდა ზურგზე და ქარივით დაჰქროდა ღელე-ღულეებზე.
მარტომ გზიდა, მარტომ გაგითხარა საფლავი ”ხალხის მტერს”, სათუთად აყრიდა მიწას ცრემლებში დამბალ შენ ძვლებს. ბევრს გაბარებდა ბევრი ჭირ-ვარამის დამტევი, გაუტეხელი ფშავლის დედაკაცი იმ სოფლის ბინადრებთან. რამდენი ცრემლიც დაგეცა, იმდენმა იამ ამოყო თავი შენს წილ მიწაზე. უკვდავება ნიშნავს, კაცი კვდება, სიცოცხლე რჩება. შენი სიცოცხლე შენს ლექსებში დარჩა. იმ სიყვარულში დარჩა, რომელიც უწყვეტი და მარადიული სიცოცხლის მკვებავი წყაროა, გოდერძათ ნაციხარზე ამოსულ ტყის ყვავილებში დარჩა, შენსავით რომ ვერ ელევა თავის ფუძე-კერას, არაგვში მტევნისფერი მზის ცხუნვით დამთვრალი კალმახების ბორიალს, თეთრ თექამოსხმული მთების სიზვიადესა და გაზაფხულის მოახლოებით გულშეძრული ჭალების ყოჩივარდების ცრემლებით ატირებას.
შენთვის სიცოცხლის საზომი სიყვარული იყო, სიკვდილის შიშს რომ სჯობნის. სიკვდილს ამარცხებს და მასზე ძლიერია და თუ კაცის ღირსება მის არჩევანშია, შენ ყველაზე ღირსეული კაცი ყოფილხარ, ხელაშვილო, რადგან შენს არჩევანს ”სამშობლო”, ”სიყვარული” და ”ერთგულება” ერქვა.
თინიკო მგელიაშვილი.

შეიყრებიან ღრუბელნი, საფშაოდ გადადიანო
დაგესევიან მურგვლივა მთაწმინდის წვერო, კლდიანო
ნამს ცვარად გადმოგაყრიან, მთაო, ქუჩ-ბალახიანო,
ჭუჭყს არ გარჩენენ ტანზედა, ცრემლის წყარონი დიანო,
წაწალა აგიმურღვდება, არაგვო კალმახიანო.
ვეღარ ამოხვალთ ლაღადა, ჭალის პირებზე იანო,
დაჭერილს ჩამოგავლევენ, მისრიაშვილო, ხმიანო.
გიდგანან აქეთ-იქითა, გულ-რკინავ ფოლადიანო,
ხე-ქვანიც დაგემშვიდობნენ, მთა-წვერნიც მოგტირიანო.
დუშეთის კრებას დაესწარ, გულდრინჯო, მოკლე დღიანო,
მალე გაავლევ გულის ხმას, რა ფიქრებს ჩაგიშლიანო,
სიცოცხლის გმირო, აშკარო, სამარეს გაგითხრიანო,
თოფს დაჰკრვენ მისრიაშვილსა, მაინც არ დაიშლიანო,
შიგაით ამაიგმინე მანძელა, ხარო, რქიანო,
თოფის ხმით დაგასრულებენ, სწორებში ქატიბრიანო.
არ კვდება მისრიაშვილი, მტერო, ნუ გიხარიანო,
შვილებსა, ლეგა მგლისასა, მისრიანივე ზრდიანო,
ყოჩაღად იყავ ხოშიავ, ცრემლებით სილაღიანო,
ისრე მოზარდე ობლები, თვალებ არ მაიწყლიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები თავი თავს მაიყრიანო,
შენ შვილებს დაჰპატიჟებენ, წინ სუფრას გაუშლიანო.
სამის დროშით და ფერხისით, საჯარეს შამოვლიანო
დაიძახებენ შენ ლექსსა, ცრემლებსაც გადმაჰყრიანო,
დალევენ შესანდობარსა, თასებსაც გამასცლიანო,
ამისსა მალექსებელსა სახელ მიხაი მქვიანო,
როდის მოხვიდე ზაფხულო, ვინტოვკავ გაგახმიანო,
ბევრაის დედა ვატირო, ბევრ უჭკო მოვაჭკვიანო,
მე მაბრალებენ შენს მოკვლას, ცოდვიანს მეძახიანო.

ჩოლოყაშვილის რაზმელებს

მაღალი ღმერთი გწყალობდეთ, ჩვენი ლაშარის ჯვარია,
წინათაც ეგრე იბრძოდნენ, ის ჩვენი წინაპარნია.
გაიმარჯვიან მტერთანა, ცუდად არ დარჩის ცდანია.
წაეკიდიან, სძლივიან მცირეთა უთვალავნია.
თქვენც მათი მიმბაძავი ხართ, თუმც ახლა დრონი სხვანია,
თქვენც გაიმარჯვებთ ბრძოლებში, თქვენც გაქვთ დიდების გზანია.
სიკვდილზე არავინ ფიქრობს, ყველა იქ მიმავალია.
მოვკვდებით, ღია დაგვხვდება სასუფეველის კარია.
იქ მიგვიღებენ, სადაცა გმირთა სავანე არია,
იქ იქნებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვისს მკვდარია.
ემაგის მალექსებელი ფშავში ფშაველთა გვარია,
იქაური ვარ, საცა დგა გოდერძათ ნაციხარია.

მიხეილ ზურაბაშვილი, ფანდურზე ავტირდებიო,
ავაჰმე, ჩემო ნადობო, სადა რა იმყოფებიო,
ვის რა სახლს დაემწყემსები, ვის კერას ჩამასჯდებიო,
ლამაზ თეთრ კელაპტარივით, ვის ხელში ჩამასდნებიო.
ადექ და ნისლო, მთას წადი, თავზე რას მებურვებიო.
გადმოხედნება მწადიან, საცა შენ მეგულვებიო.
ქალის მთხოვარო მთხუებო, ცეცხლშიამც დაიწვებიო,
აკი, მას მეუბნებოდი, მე ჯერ არ გავთხოვდებიო.

ქვეთავი 61.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 1 2008, 07:37 PM
პოსტი #152


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა ახალი ქვეთავი:
83 - ისრაელი - საქართველო - ირანი(ფერეიდანი)
გთხოვთ მოინახულოთ.
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 5 2008, 07:47 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



რამხელა სიხარულია უცებ რომ იპოვი დიდი ხნის უნახავ მეგობარს... მე ნათელა ვარ, თანდაშვილი! შენი თანაკლასელი და მეგობარი დაბადებისთანავე (მკითხველისათვის უფრო გასაგები რომ იყოს, გადახედეთ 31-ე ქვეთავს – ”ჩემზე და ჩემებზე”)! მერვე წელია ბრაზილიაში ვცხოვრობ. ჩემი მარიამი 22 ნოემბერს 12 წლის ხდება და ძალიან უნდა საქართველოს ნახვა!
გიორგი, როცა შემთხვევით შენი საიტი გავხსენი და გიცანი, ვერ აღვწერ რა დამემართა... მე და მარიამი დიდხანს ვათვალიერებდით ჩვენი მშობლიური სიღნაღის და თბილისის ხედებს... როგორ შეცვლილა სიღნაღი... მერე კი ტექსტებს ჩავუღრმავდი... გული მეტკინა... ის კი გამიხარდა, ფერეიდანშიც რომ ყოფილა ”სიღნაღი”!
ჩემო გიორგი, დიდი შთაბეჭდილებებით დავრჩი შენი საიტის მერე, მაგარი საქმე წამოგიწყიათ! როგორ გაზრდილა და დავაჟკაცებულა ირაკლი, მე ხომ სულ პატარა მახსოვს. რიოდან რაღაცეებს გამოგიგზავნი. ვინ იცის, იქნებ აქაც გინახულო მომავალში? ღმერთის მადლი არ მოგეშალოთ! ნათელა თანდაშვილი. ბრაზილია.

”შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები” – ”ქართული დიასპორა” – ჩანაწერი 29.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 8 2008, 09:51 PM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



34. ბატონო გიორგი, მე გახლავართ ეთერ თევზაძე. ამას წინათ გავიცანი ერთი ძალიან კარგი ფერეიდნელი მხატვარი ალი ასლანიშვილი, საოცარი ნამუშევრები აქვს. მასზე კიდევ მინდოდა ინფორმაციის მიღება და საძიებო სისტემაში თქვენი საიტი ამოვიდა, სადაც განთავსებული იყო ბატონ ალის შესახებ ინფორმაცია. სხვა ფერეიდნელი ქართველი მხატვრების ან მოქანდაკეების ნამუშევრებიც ხომ არ გაქვთ? საქმე იმაშია, რომ მე, ჩემი ძმა და მამა მოქანადაკეები ვართ და კარგად ვიცით ხელოვნების ფასი!
ჩვენ ფერეიდნელებთან ჯერ-ჯერობით არავითარი შეხება არ გვაქვს, მაგრამ როცა აქ ჩამოვლენ, გვინდა მათი გამოფენა მოვაწყოთ თბილისში, გვერდში დავუდგეთ ყველანაირად, რისი საშუალებაც გვექნება!
ბოლოს კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ შექმენით ასეთი კარგი საიტი. მართლა გულწრფელად მიხარია, რომ ეს საიტი არსებობს და ღმერთმა ქნას, კიდევ დიდხანს იარსებოს! ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ წერილის მოწერა გამაბედვინა, ისინი არ უნდა დავკარგოთ, რამეთუ ჭეშმარიტი ქართველები არიან და თუ დავივიწყებთ მათ, ამ ცოდვას მაღალი ღმერთი არ გვაპატიებს! პატივისცემით, ეთერ თევზაძე. თბილისი.

შენიშვნა: ტექნიკური მიზეზების გამო დროებით გათიშული: 22, 40, 42, 58, 60, 62, 64, 65, 66-4, 72, და 73 ქვეთავები ისევ ჩართულია!

და ერთი კიდევ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით: ისანის მეტროს მიმდებარედ ქართული პურის თონის სარკმელთან წარწერაა, რომელიც რატომღაც წაკითხვისთანავე დამამახსოვრდა:
”მე ერთი ფიქრი დამრჩება
როდესაც თონეს ჩავხედავ...
ხელთ ხმალი თუ არ მეჭირა,
მტერს ამ შოთებით ავჩეხავ!”


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 10 2008, 09:58 AM
პოსტი #155


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



უმორჩილესად გთხოვთ მოინახულოთ საიტი www.fereidani.ge ქვეთავი 85 - "საქართველო დღეს...09.08.2008 - 17:06"
ჩემი თხოვნაა აჩვენოთ ყველა თქვენს მეგობარს!
გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 11 2008, 07:59 PM
პოსტი #156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



1. მიდიხართ მიცკევიჩის 29ა-ში, მიცკევიჩის ბოლოშია, საირმის ასახვევთან, მეორე სართულზე.
2. მერიაში დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, მე პირდაპირ მიცკევიჩზე დამამისამართეს.
3. დევნილებს ჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, საჭმელი, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების საგნები.
4. ჩამოგიწერთ მიახლოებით სიას რისი მიტანა შეგიძლიათ:

ტანისამოსი: რაც გაქვთ და არ გენანებათ ყველაფერი და ყველანაირი, მთლად ზამთრის ქურთუკები მე მგონი ჯერ არ ჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. ქალების, კაცების და რაც მთავარია ბავშვების, ძალიან ბევრი ბავშვიაო, ყველა ასაკის, მათ შორის თოთო ბავშვები.

თეთრეული: ძალიან ჭირდებათ. თეთრეული, პირსახოცები, პლედები, საბნები, თუ გაქვთ და შეგიძლიათ ლეიბები.

ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები: საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.

პროდუქტი: შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.

ბავშვებისთვის: დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპერსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.

მეგობრებო, კოლეგებო, თანამემამულეებო

გვჭირდება პერსონალური ისტორიები, ფოტოები, ვიდეოები, წერილები, სმს-ები და ნებისმიერი მასალა, რომელიც ასახავს რუსეთის აგრესიას ამ დღეების განმავლობაში და მის შედეგებს საქართველოში. ასევე თუ გაქვთ რაიმე სახის კარიკატურა, პლაკატი ან სხვ.

ამ მასალის გავრცელება მოხდება ორგანიზებულად მსოფლიოს მრავალ საიტზე.

ტექსტი სასურველია იყოს ინგლისურად - იქნება ეს წერილი, ისტორია თუ ფოტოს წარწერა, მაგრამ თუ არ გექნებათ ინგლისური ვერსია - ჩვენ თვითონ ვთარგმნით.
მასალა გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე - georgiawar@gmail.com
გიორგი გახელაძე. საზოგადოებრივი მეცნიერებათა ექსპერტი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

დიმიტრი უზნაძის ქუჩა 52; 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 99532 957988 ელ. ფოსტა: sjanashia@ganatleba.org


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 11 2008, 08:59 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



http://edition.cnn.com/ ამ საიტზე ნახეთ "Quickvote" და ხმა მიეცით, Yes-ს დააჭირეთ მერე კი VOTE. ეს საქართველოს სჭირდება და აუცილებელია ჩვენთვის!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 13 2008, 07:21 PM
პოსტი #158


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაუმარჯოს საქართველოს!
ძმაო გიორგი! ძალიან ვწუხვარ ამ ცუდ რუსების საქციელის გამო და დასაწყისიდან სულ ვნერვიულობ და ვიტანჯები. რა თქმა უნდა სადაც ვხდები ნათესავებს და ახლობლებს საქართველოს გამო მელაპარაკებიან და ძალიან გაბრაზებულები არიან... ის რომ ჩვენც აქედან ვართ თქვენი გვერდით მთელი სულით და გულით, დღეს კიდევ რამდენიმე კაცს დავხვდი, რომელებმაც მითხრეს, მზად ვართ საქართველოში ყოფნისას მაინც თუ იარაღის დაჭერა არ შეგვიძლიაოო, მათი გვერდით ვიყნეთო, რომ არ იგრძნონ მარტოობაო, ის რომ იცოდნენ ფერეიდნელი ქართველებიც მათთან არიან ამ სიტუაციაში.
გიორგი, ძალიან არაჩვეულებრივია ეს ამბავი იმიტო რო ქართველმა ხალხმა აჩვენა რუსეთს რომ მათი არაფერი არ ეშინია და ის დრო დამთავრებულია უკვე როცა თბილისს იკავებდნენ წითლები და ხოცავდნენ ხალხს, დღეს საქართველო ერთიანად შეკრებილი და თავისი ჯარით შვილები და მაგრად უდგას ბოლომდე რუსებს, ან სიკვდილი ან სრულად საქართველო, ეს ქართველის ხასიათია რომ მამულის გარეშე არ აინტერესებს სიცოცხლე, ანუ სიცოცხლე უნდა თავისი ერთიანი მამულთან და სამწუხაროდ ეს არ იცის მტერმა, რომ ალბათ ოდესღაც მიხვდება ძალიან მალე.
გიორგი, შენ გამაგებინე თუ რა შეიძლება ჩამოსვლა თქვენთან, ოღონდ არა სტუმრად არამედ ის რომ მაინც თქვენთან გვერდით ვიყვნეთ, აუცილებლად გამირკვიე ეს ამბავი (სამინისტროდან) რომ თუ წამოვიდე საზღვარზე ხომ არ იქნება პრობლემა ის რომ თითქმის არ შემიშვებენ მეთქი და გთხოვ, გეხვეწები, გამირკვიო ეს ამბავი.
გიორგი, მე მჯერა ჩვენი გამარჯვება და მტრის დამარცხება, ფაქტიურად მტერმა უნდა დაცალოს დაპყრობილ თავისუფალ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
გაუმარჯოს საქართველოს სოხუმიდან ცხინვალამდე!!!!!!!!
”ისევაც დაიბადებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისინი არ ამოსწყდებიან, არ შეჭამონ ჯავრი მტრისანი”
ფერეიდნელი ქართველი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Aug 14 2008, 01:25 PM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



wub.gif ეს რა კარგი რაღაცა ვიპოვე!!! დაიცა fereidani.ge-ზეც შევიხედო... წელს ჩვენს მეუფეს (მიტროპოლიტ დიმიტრის) უნდოდა ფერეიდნელი ბავშვები ქობულეთში ბანაკში ჩამოეყვანა. მე ჯგუფის ხელმძღვანელად ვიყავი. სწორედ ახლა (ხვალ) უნდა ჩამოსულიყვნენ, 40-45 ადამიანი. ყველაფერი მზად იყო...ამ ავბედითმა ამბებმა გადადო სავარაუდოდ ერთი წლით ეს ამბავი... ღვთის წყალობით, მომავალში მოვახერხებთ!!! ღმერთს ებარებოდეთ!!! wub.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 14 2008, 08:37 PM
პოსტი #160


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



კესარიას!
სწორად მოქცეულხართ, ჩემო კარგო! ძალიან ბევრი მირეკავს და წერილებს მიგზავნის, აქ ჩამოსვლა და ამ მძიმე დროს ჩვენს გვერდით ყოფნა უნდათ! რამდენიმე ბაქომდე იყო ჩამოსული, მაგრამ ვთხოვე ან უკან დაბრუნებულიყვნენ, ან დაეცადათ... ჯობია უკეთესი მომავლისთვის გადადოთ მათი ჩამოყვანა!
გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი