IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Aug 14 2008, 09:26 PM
პოსტი #161


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაუმარჯოს ქართველს! შვენ ვინა ხარ და სადავრელი ხარ? მე შენი საიტი მინახავს და ძალიან შამყორვებია. ღმერთმა გიშელოს! თუ ხდების და გამოგივა ერთ ცოტა თუ ბევრი საქართველოს ქალაქების და სოფლების სურათი გამომიგზავნე. მე ფანიაშვილი ვარ და ირანის ფერეიდანში ვცოცხლობ, ჩემ სახელი მაჯიდ და ჩემ ძმას სახელი საიდ არი. სურათჩი მარჯვენა მე ვარ და მარცხენა ჩემ ძმა არი. მე მიყვარს ქართველი და საქართველო! დიდი მადლობა. მაჯიდ ფანიაშვილი. ირანი.
"შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები " - "ირანი. ფერეიდანი", ჩანაწერი 6.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 17 2008, 12:28 PM
პოსტი #162


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ნახეთ ეს ბმულები:

http://a-ingwar.blogspot.com/2008/08/blog-post_1617.html

http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7547888.stm

http://www.financialsense.com/stormwatch/g.../2008/0808.html

http://www.timesonline.co.uk/tol/news/worl...icle4484849.ece

http://www.jamestown.org/publications_deta...icle_id=2373282

http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373298

http://www.rferl.org/content/South_Ossetia...ki/1189525.html

http://halldor2.wordpress.com/2008/08/09/j...-and-lithuania/

http://www.reuters.com/article/europeCrisis/idUSL9355010

http://www.youtube.com/watch?v=y2IhkpXdyjU

http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...ml?hpid=topnews

http://www.nytimes.com/2008/08/11/world/eu...&hp&oref=slogin

http://www.un.org/News/Press/docs/2008/sc9417.doc.htm

http://edition.cnn.com/2008/WORLD/europe/0...rgia/index.html

http://www.rferl.org/content/West_Fails_To...ds/1190098.html

http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373304

http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373303

http://www.globalpowereurope.eu/2008/08/ge...yugoslavia.html

http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/...number-one.html

http://www.rferl.org/content/War_At_Home_S...ia/1190090.html

http://www.irishtimes.com/newspaper/world/...8477342079.html

http://www.nytimes.com/2008/08/12/world/eu...exprod=facebook

http://www.youtube.com/watch?v=Cu1vowrGV3I

http://virtualcollector.blogspot.com/2008/...l-shamanov.html

http://www.themoscowtimes.com/article/600/42/369695.htm

http://www.ft.com/cms/s/0/eaac265a-66fc-11...00779fd18c.html

http://www.ft.com/cms/s/0/d642092c-68a1-11...00779fd18c.html

http://www.jamestown.org/edm/article.php?article_id=2373306

http://georgiainfonews.blogspot.com/2008/0...a-fight_12.html

http://georgiainfonews.blogspot.com/2008/0...nsing-case.html

http://www.icj-cij.org/docket/index.php?p1...3e8d9788a47f192

http://ruben2008.wordpress.com/2008/08/11/...etia-to-kosovo/

http://newsweek.washingtonpost.com/postglo..._hypocrisy.html

http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...8081202480.html

http://www.icj-cij.org/homepage/index.php?lang=en

http://russiangeorgianwar.blogspot.com

საინტერესო კლიპები:

http://grani-tv.ru/entries/428/

http://www.youtube.com/watch?v=y2IhkpXdyjU&feature=related


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 17 2008, 07:53 PM
პოსტი #163


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისათვის. ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი:
ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მოიწვდომელო ძლიერებაო, მამაო უოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელთა შენსა. სამებაო წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!
ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღვთისმშობლისა, ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმინდისა მოციქულთა სწორისა ნინოსითა, წმიდისა ნიკოლოზ დიდი სასწაულმოქმედისა, წმიდისა ძლევამოსილისა გიორგისა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა დიდთა მოწამეთა, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილისა მამათა და ყოველთა ზეციურ ძალთა თანა. ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, ეყავ მფარველ ერსა ჩვენსა, ეკლესია-მონასტრებს ჩვენსას, დაიფარე და დაიცავ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი შინაური და გარე მტრებისაგან, ცეცხლისა და მახვილისაგან, სიკვდილისაგან, შიმშილისაგან, სტიქიური უბედურებისაგან, მოწამლულ ჰაერისაგან, წყლისგან, ეპიდემიით ავადმყოფობისაგან, ცოდვებში დაცემისაგან, ანტიქრისტესაგან და ყოვლისა ბოროტისაგან გვიფარვიდე და გვიცავდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ქვეთავი 85.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 18 2008, 12:10 AM
პოსტი #164


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



საერთაშორისო აქცია « ვიმღეროთ საქართველოსათვის »

მსოფლიოს ყველა ქართულ სათვისტომოსა და ქართული სიმღერის გუნდებს

ჩვენ გადავწყვიტეთ საერთაშორისო აქციის „ვიმღეროთ საქართველოსათვის“ ჩატარება, რომლის მიზანია ქართული სიმღერის გზით ქართველი ხალხის ღირსებისა და ქართული კულტურის დონის ხაზგასმა რუსული სამხედრო ბარბაროსობის წინაშე. ქართული სიმღერის ყველა გუნდი (მათ შორის მოყვარულები) ვისაც ამ აქციით საქართველოს მხარდაჭერა სურს, ერთდროულად იმღერებს მთელს მსოფლიოში (ოთხშაბათს, 20 აგვისტოს, 19 სთ CET). გთხოვთ, დაგვიდასტუროთ აქციაში თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელ-მისამართზე: othar_z@hotmail.com. გთხოვთ, თქვენს წერილში მიუთითოთ თქვენი გუნდის სახელი, აგრეთვე ადგილი და დრო (თქვენი ადგილობრივი დროით) როდესაც შემოუერთდებით აქციას.


რუსული პრესა იუწყება, რომ ცხინვალში მოკლული თბილისელი ჟურნალისტები გორის ჰოსპიტალში გადმოასვენეს


ოსურმა მხარემ გორის ჰოსპიტალს 17 აგვისტოს ცხინვალში მოკლული ორი თბილისელი ჟურნალისტის, გრიგოლ ჩიხლაძის და ალექსანდრე კლიმჩუკის გვამები გადასცა.
ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის სახმელეთო ჯარების წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„გვამები გორის საავადმყოფოს ექიმებს გადასცეს“, განაცხადა რუსული ჯარის წარმომადგენელმა.
გრიგოლ ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი 10 აგვისტოს ცხინვალში დაცხრილეს.
რუსული მედია ადრე წერდა, რომ ჟურნალისტები ჩრდილოკავკასიელმა მოხალისეებმა „შემთხვევით“ მოკლეს.
27 წლის ფოტოკორესპონდენტი ალექსანდრე კლიმჩუკი ფოტოსააგენტო Caucasus Press Images ხელმძღვანელი იყო. ის ბოლო დრომდე თანამშრომლობდა სააგენტო იტარ-ტასთან, სტუდია Photoexpress-სთან და სააგენტო EPA-სთან.
კლიმჩუკის ფოტოები გამოქვეყნებული იყო ჟურნალ Newsweek-ში, გაზეთებში The New York Times და Le Monde. ასევე „რუსკი Newsweek“-ში.
გრიგოლ ჩიხლაძე მასალებს „რუსკი Newsweek“-ისთვის ამზადებდა.

წყარო: media.ge



პარიზში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
დღეს, 17 აგვისტოს, პარიზის წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია, მამა არჩილმა (დავრიჩაშვილი) საკვირაო წირვის ჩატარების შემდეგ, დაღუპული მეომრების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ეკლესიაში წირვაზე ტრადიციულად უმეტესობას ძველი, ისტორიული ემიგრაციის შთამომავლები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ საფრანგეთში ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი ოთარ პატარიძე, ახლანდელი ხელმძღვანელი ოთარ ზურაბიშვილი და მისი და, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.
მრევლში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტებიც არიან, მაგრამ ბევრი მათგანი ახლა საზაფხულო არდადეგებზეა საქართველოში.
როგორც ეკლესიაში მრევლისათვის გახდა ცნობილი, 20 აგვისტოს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-სა და კანადაში გაიმართება ქართული ხელოვნების კონცერტი, უცხოეთში მოღვაწე ქართული ჯგუფებისა და მომღერლების მონაწილეობით, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ქართველი ერი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, სულიერად მაინც არ დაცემულა.
აქვე გაწვდით პარიზიდან მიღებულ მიმართვას ამასთან დაკავშირებით.

ნინო ცხოიძე, ჟურნალი ”ემიგრანტები”.

ქვეთავი 85.


-------------
www.fereidani.ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 18 2008, 07:11 PM
პოსტი #165


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გიორგი, გაავრცელეთ იქნებ დახმარების სურვილი ჰქონდეთ კომპანიებს Support the Victims
Dear colleagues,
As you all know, due to the current situation in Georgia one of the primary issues is providing aid to more than 30,000 (and their number is growing) internally displaces persons. Bank of Georgia was first to come up with the initiative to establish a fund to support these people and made an initial contribution of GEL 1 million. The bank has created a special monitoring group which will oversee and coordinate the spending of the finances from the fund.
Numerous companies in Georgia and abroad, as well as individuals have already made donations to the fund. It is also noteworthy, that several organizations in Georgia have followed our initiative and have set up similar funds.
Herewith we ask you too to make any contribution you can to the fund. Provided below is the account information:
For transfers in US$
Beneficiary Bank
Citibank N.A., New York, US
Swift: CITIUS33
Beneficiary
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3 Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Corr. Account: 36204072
Details of Payment
Account: 45118404300400000030
For the Fund to Support the Victims of South Ossetia

For transfers in EUR
Beneficiary Bank
Commerzbank, Frankfurt, Germany
Swift: COBADEFF
Beneficiary
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3 Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Corr. Account: 400 88 81 054 01EUR
Details of Payment
Account: 45119784300400000005
For the Fund to Support the Victims of South Ossetia

For transfers in GBP
Beneficiary Bank
JP Morgan Chase Bank, London, UK
SWIFT: CHASGB2L
Beneficiary
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3 Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Details of Payment
Account: 45118264300400000006
For the Fund to Support the Victims of South Ossetia

Thank you in advance for your support!
Giorgi Cherkezishvili
Senior Relationship Banker
Corporate & Investment Banking
JSC Bank of Georgia
Tel: (+995 32) 444 344
Fax: (+995 32) 444 278
Cell: (+995 99) 178221
3 Pushkin Str.
Tbilisi 0105, Georgia
Email: gcherkezishvili@bog.ge
www.bog.ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 19 2008, 10:05 PM
პოსტი #166


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ფერეიდნელი ქართველების მიმართვა – ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო...

ბატონო გიორგი ეს წერილი რამდენიმე ფერეიდნელმა დაწერეს სპარსული ენაზე და ახლა ამის გადათარგმნულს გიგზავნით, თუ ცალკე ქვეთავს გაუკეთებ და დაამატებ საიტს – კარგი იქნება!

რუსეთმა უკვე მერამდენედ, ვერაგულად დაიპყრო საქართველო!
ძველის-ძველიდან, რუსეთი ყოველთვის საქართველოს მტერი ყოფილა, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი კაცი მუდამ იცავს თავის ენას და მამულს მტრის წინაშე, რომელსაც სურს საქართველოს განადგურება.
1990-იანი წლებიდან მოკიდებული, (200-წლიან წინა ისტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსეთი ყველანაირად ეცადა საქართველო დაეჩოქებინა და მისი სახელი აღეგავა დედამიწის ზურგიდან. ერთ-ერთი ამ ვერაგული საქმეებიდან, რაც რუსეთმა გაუკეთა ქართველებს, იყო გაზის შეწყვეტა ცივ ზამთარში. საქართველომ ადვილად გადაიტანა ეს დიდი პრობლემა თავისი ხალხის მოთმენით და მხნეობით (ფეხებზეც კი არ დაიკიდა რუსეთის ეს სულელური ნაბიჯი), ეს იყო ქართველი ხალხის გმირობა და ვაჟკაცობა, რაც რუსეთს უფრო და უფრო ახელებდა.
მრავალი წელია, რუსეთი ქართველთა მოთმინებას ცდის აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტთა მხრიდან პროვოკაციების სახითაც. რუსეთის ეს მუხანათური საქციელი, რაც ამ ბოლოს გაბედა, ის არის, რომ შეაშინოს ქართველები, იქნებ შეძლოს საქართველოს დაშლა და გაუბედურება!.. მაგრამ, საბედნიეროდ, ვერაფერი შეძლო უფლის წყალობით და ქართველთა დიდი გამძლეობის და მხნეობის ძალით. თან მთელმა მსოფლიომ ხმა აიმაღლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და პატარა საქართველოს დაუჭირა მხარი. ამხელა მსოფლიოში ორი ქვეყანა არ მოიძებნა, რუსეთის მხარე რომ დაიჭიროს!
რუსეთის გაუწონასწორებელმა ნაბიჯმა ძალიან გვატკინა გული ყველას და მგონი ამჟამად არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც არ სძულდეს პუტინი და მედვედევი!
6 მილიონიანმა ქვეყანამ იბრძოლა ზღვარდაუდებელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ეს ძალიან სირცხვილია რუსეთისათვის. მაინც და მაინც ქართველებს არგუნა ბედმა ამ მძვინვარე მხეცთან ომი. ჩვენ ვნახეთ, ქართულმა ჯარმა რა ვაჟკაცურად, როგორი შეუპოვრობით იბრძოლა, ჩვენ ვნახეთ გმირების უშიშარობა, ჩვენ ვნახეთ, ქართველმა ჯარისკაცებმა როგორ შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს და არ შეეშინდათ მტრისგან!
ირანის ქართველები (ფერეიდნელი ქართველები) სამძიმარს უცხადებენ გმირულად დაღუპულ მეომართა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებმაც შვილები და ახლობლები შესწირეს მამულს. ძალიან ვწუხვართ და გული გვიტირის დაღუპულების გამო, მაგრამ როგორ შეიძლება არ გვიხაროდეს ამ წმინდა მიწაზე და ისტორიაში კვლავ განმეორდა ქართველთა გმირული თავდადების მაგალითები სამშობლოსათვის, მამულისათვის, ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო...
ფერეიდნელი ქართველები ვგმობთ რუსეთის აგრესიას ერთ პატარა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაზე, ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს საქართველოს მთლიან საზღვრებს, შეასრულოს პირობა და სასწრაფოდ გაიყვანოს თავის ჯარი ქართული მიწებიდან, არ დაარღვიოს საერთაშორისო კანონები.

www.fereidani.ge
ქვეთავი 86.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 21 2008, 12:30 AM
პოსტი #167


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დღეს, 20 აგვისტოს, 21.00 საათზე თბილისის დროით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა საერთაშორისო აქცია «ვიმღეროთ საქართველოსათვის»
ვისაც გაქვთ თქვენს ქვეყანაში ჩატარებული ამავე აქციის ფოტოები, გთხოვთ გამომიგზავნოთ gugua56@gmail.com მისამართზე. ფოტოები აიტვირთება საიტში www.fereidani.ge
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 21 2008, 08:09 PM
პოსტი #168


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ლუარსაბ ტოგონიძეს და რა თქმა უნდა სხვებსაც!

გთხოვთ მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც გაკეთებულია ცვლილებები ქვეთავებში:

1. ქვეთავი 85 – საქართველო დღეს... 09.08.2008 – 17:06
2. ქვეთავი 86 – ფერეიდნელი ქართველების მიმართვა ”ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო…”

და დაემატა ორი ქვეთავი:
1. ქვეთავი 87 – საერთაშორისო აქცია ”ვიმღეროთ საქართველოსათვის”;
2. ქვეთავი 88 – გიგა ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი – ”ომობანას თამაში”.

პატივისცემით,
გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბოლო ბლოკპოსტამდე მისულიყვნენ,
სანამ არ ეტყოდნენ ”ბიჭებო, იქით ომია, არ წახვიდეთ!”

საირმის ქუჩა... სადარბაზოს ვერ მივაგენი...
– გიგა ჩიხლაძე ამ სადარბაზოში ცხოვრობდა? – ვკითხულობ წარსულ დროში...
ბიჭები მისი ბინის მოძებნაში მეხმარებიან. გიგას სურათის წინ კანდელი ანთია... საღამოს გიგას მეგობრები შეიკრიბებიან და ასე გაგრძელდება მომავალში... გიგას მეუღლე, ნატა მუმლაძე ცდილობს ემოცია დამალოს. რაღაცნაირი სიმტკიცე იგრძნობა მის ხმაში. პროფესია ვკითხე. ექიმია, ცოტა ხანს მედიაში მუშაობდა და მაშინ გაიცნეს ერთმანეთი...
საშა კლიმჩუკის დედა ისეთ დღეშია, არა მგონია, რამე გითხრათო...
რედაქციაში დაბრუნებულს რატომღაც კალამიც კი ”დამიდუმდა”. ვერაფერს ვწერდი ჩაცხრილულ, ფოტოკამერით და კალმით ”შეიარაღებულ” ბიჭებზე. ვიჯექი და მეხსიერებაში ცნობილ ფრაზებს ვიმეორებდი: ”თქვენ მაპატიეთ, ო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების...”, ”ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს...”
საშას შორიდან ვიცნობდი. გადაღებებზე ერთად ვყოფილვართ და მახსოვს მისი ხალასი იუმორი... ბოლოხანს, ინგოროყვას ქუჩაზე ხშირად ვხედავდი ხოლმე ჩემი ოფისის წინ. განმარტოებით მჯდარიც შემინიშნავს ფოტოკამერით ხელში... ახლაღა გავიგე, მთაწმინდაზე, არსენას ქუჩაზე უცხოვრია.
27 წლის ახალგაზრდა 30 წლის გიგას ”გამოუზრდია” როგორც ფოტორეპორტიორი.. 90-იან წლებში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე საშა მშრალ ხიდზე, ძველი წიგნების ბაზრობაზე გაუცვნია და მას მერე ოჯახებით მეგობრობდნენ...
გიგა ჩიხლაძე 2003 წლიდან გაზეთ ”კავკაზსკი აქცენტთან” თანამშრომლობდა. მანამდე სრულიად ახალგაზრდა, გაზეთ ”კომსომოლსკაია პრავდას” თბილისის გამოცემის რედაქტორი იყო. ”კამსამოლკა” მან შეგნებულად იმიტომ დატოვა რომ ”ცენტრის” პოზიციას ზოგიერთ საკითხზე არ იზიარებდა.
მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი საკმაოდ რთული მარშრუტებით და საქართველოს ბუნებაზე, ეკოლოგიაზე მისი პუბლიცისტური წერილების გამოსაქვეყნებლად ”კავკაზსკი აქცენტს” სპეციალურად რუბრიკა ”ტურისტული კავკასიაც” კი შეუქმნია. გიგა წერდა ტოლერანტობაზე, მშვიდობაზე... მისი ძალიან გამორჩეული და სახასიათო ჩანაწერი დაგვრჩა ”ომობანას თამაში” ანუ იმაზე, თუ ვის ”ესვრიან” თბილისელი ბავშვები ეთნიკური ოჯახებიდან ომობანას თამაშის დროს... კითხულობ ამ პატარა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით დიდ ჟურნალისტურ ”გამოძიებას” და გრძნობ ქვეტექსტს, პროფესიონალი ჟურნალისტის მთავარ სათქმელს...
თემა ”ვის ესვრიან ბავშვები ომობანას თამაშის დროს” იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ”გამოძიებაში” არაერთი ჩემი ნაცნობი ჩაერთო და გვიან ღამითაც კი მირეკავდნენ... ვერ ვიპოვე ვერც ერთი ბავშვი, რომელიც ”აფხაზებს”, ”ოსებს”, ან ”ქართველებს” ესროდა...
რეალურმა ომმა ტელეკომპანია “ალანიაში” რედაქტორად მუშაობისას “მოუსწრო”... მეუღლემ აგარაკიდან დაურეკა, თუმცა იცოდა რომ გიგა ცხინვალში აუცილებლად წავიდოდა...
ნატა მუმლაძე, გიგა ჩიხლაძის მეუღლე:
“– კახეთში ვიყავი აგარაკზე ბავშვებთან ერთად. მთხოვა ჩამოვსულიყავი თბილისში და შაბათს ერთად ვაპირებდით კახეთში, ბავშვებთან წასვლას. სადღაც დღის ოთხ საათზე ჩამოვედი პარასკევს, ომის დაწყების დღეს, რამდენიმე “მესიჯი” გავუგზავნე და შევატყობინე რომ შინ მოსულიყო, მაგრამ ალბათ გახსოვთ, ტელეფონები არ მუშაობდა, ქსელი გათიშული იყო. არ მიპასუხა და საღამოს ცხრისკენ სამსახურიდან დაბრუნების დროს დავურეკე ტელევიზიაში და იქ მითხრეს რომ წავიდა ცხინვალის მიმართულებით... მას მერე გიგასგან არაფერი გამიგია... მანქანაში ოთხნი იყვნენ: გიგა, საშა, თემური და ვინსტონი. ორივეს ვესაუბრე და მათ მითხრეს როგორ ჩაცხრილეს... მე ამ დეტალებს ახლა ვერ მოგიყვებით... გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გიგას ცოცხალი რეპორტაჟები უყვარდა და ყოველთვის ამბობდა, სადაც საჭიროა, იქ უნდა ვიყო და დავწერო ყველაფერი ობიექტურად, რასაც საკუთარი თვალით ვნახავო. ოჯახში კამათი გვქონდა, რადგან ცხინვალში ერთხელ უკვე ტყვედ იყო ჩავარდნილი, გატაცებული ჰყავდათ. დახვრეტის საშიშროება მაშინაც იყო, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა. ამის შემდეგ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე რომ ეს ყველაფერი სახიფათო იყო მისი სიცოცხლისთვის, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა ორი ბავშვი სამი და ხუთი წლის, მე სამწუხაროდ არ ვმუშაობ... ავადმყოფი მამა მყავს... ბევრი საქმე მქონდა ოჯახში, მაგრამ სხვანაირად მას არ შეეძლო, უნდოდა ყოფილიყო წინა ხაზზე და საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი...
– გავრცელებული ვერსიით, ჩაცხრილვა ბიჭების ქართულ მისალმებას მოჰყვა. ვიღაცას ქართულად მიესალმნენ. პრეზიდენტი ამბობდა, კლიმჩუკმა სამხედრო ფორმაში ფოტოები გადამიღო და ნახევარ საათში მისი გარდაცვალების ამბავი გავიგეო...
– სამწუხაროდ, არაზუსტი ინფორმაცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. ბიჭები საერთოდ არ გაჩერებულან, სანამ ჩაცხრილვის ადგილამდე არ მივიდნენ... მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მისულიყვნენ ბოლო პოსტამდე, სანამ არ გააჩერებდნენ და არ ეტყოდნენ ”ბიჭებო, იქით ომია და არ წახვიდეთ!” ასეთი რამ სამწუხაროდ არ მოხდა... რაკი გზაში არ გააჩერეს, იფიქრეს, მშვიდობააო... საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტების დამსახურებაა ის, რომ მიცვალებულებს მივაგენით... ჟურნალისტები საავადმყოფოში მიცვალებულებს დღე და ღამე იცავდნენ რომ საერთო სასაფლაოზე არ დაემარხათ...
მათ შორის იყო ჟურნალისტი მარკ პინდერი, რომელიც ყველას უამბობდა რომ თბილისში 5 დღით ყოფნის დროს აღფრთოვანებული იყო საშა კლიმჩუკის სტუმართმოყვარეობით და იმით, რომ მან ”მეფურად” უმასპინძლა. 27 წლის ალექსანდრე კლიმჩუკი ფოტოსააგენტო ”კაუკასუს პრეს იმიჯის” ხელმძღვანელი იყო. მისი ფოტოები ქვეყნდებოდა ჟურნალ ”ნიუსვიქში”, გაზეთებში ”ნიუ იორკ თაიმსსა” და ”ლე მონდეში”. გიგა ჩიხლაძე კი მასალებს რუსული ”ნიუსვიკისთვის” ამზადებდა.
10 აგვისტოს ცხინვალში მოკლული ჟურნალისტები ვარკეთილის სასაფლაოზე არიან დაკრძალული. ჭირისუფლებისთვის დაკრძალვის ალტერნატიული ადგილი, მაგალითად, ძმათა სასაფლაო, არავის შეუთავაზებია. ასეც რომ ყოფილიყო, როგორც გაირკვა, ოჯახი არ დათანხმდებოდა, რადგან გიგას დედა და ბებია ვარკეთილის სასაფლაოზე არიან დაკრძალული. ხელისუფლება ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტების ოჯახებს შემწეობას დაპირდა თუმცა დეტალური ინფორმაცია ოჯახებისთვის უცნობია. უცხოური მედია კი დღემდე ცდილობს ჟურნალისტების ოჯახების მიმართ თანაგრძნობა საგანგებოდ შექმნილ ფონდში შეწირულობის ჩარიცხვით გამოხატოს.
უახლოეს მომავალში წიგნად გამოიცემა გიგა ჩიხლაძის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ესეები, მოთხრობები. ასევე საშას მიერ გადაღებული ფოტოისტორიები. წიგნში ”ომობანას თამაშიც” შევა, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელების, ებრაელების, სომხების, ოსების და სხვა ეთნიკური ოჯახების ბავშვები რუსებს და ქართველებს კი არა, მხოლოდ ”ცუდებს” ესვრიან.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Aug 21 2008, 10:10 PM
პოსტი #169


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



[ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 22 2008, 09:48 PM
პოსტი #170


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დავეხმაროთ სამშობლოს ისე, როგორც შეგვიძლია!
ქართველებმა გადავწყვიტეთ შევუტიოთ (გავთიშოთ) ის რუსული საინფორმაციო საიტები, რომლებიც რუსებში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, და რომლითაც ამწვავებენ სიტუაციას. ამისათვის ერთმა ადამიანმა დაამზადა პროგრამა, რომლის გადმოწერისა და გაშვების შემთხვევაში ჩვენ ვერთვებით ქსელში. როცა შევიკრიბებით საკმარისი ხალხი პროგრამის შემქმნელი ჩვენი IP-ების მეშვეობით შეტევას მოაწყობს კონკრეტულ რუსულ საინფორმაციო საიტზე, რომელიც გაითიშება თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი ვიქნებით! ასე რომ, გთხოვთ გადმოწეროთ RusBomber, ამოაარქივოთ და ჩართოთ. პროგრამა ჩაიკეცება და თავის საქმეს გააკეთებს, თქვენ ხელი არაფერში შეგეშლებათ! პროგრამა შეგატყობინებთ ხოლმე იმას, თუ რომელ საიტს ”ვბომბავთ”.. ძალიან გთხოვთ შეძლებისდაგვარად გაავრცელეთ ეს ფაილი! შევუშალოთ ხელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას!
სასწრაფოდ შედით ყველა ვისაც სამშობლოზე გული შეგტკივათ
http://www.files.ge/file/304073/RusBomber-zip--beef.ge.html

საფრანგეთი - პარიზი: ქართველების გუნდი ბობურდის მოედანზე
France - Paris : Georgian singing on the Beaubourg Place
France - Paris : Un groupe de chanteurs géorgiens sur la Place Beaubourg
http://www.libelabo.fr/2008/08/21/georgie-...identite%C2%BB/

Secret film taken by BBC in Senaki and Poti, please browse in the link below..............
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7562962.stm


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 24 2008, 10:49 PM
პოსტი #171


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ქვეთავი 89 – ”ძალა ერთობაშია”.
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 27 2008, 08:45 PM
პოსტი #172


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



პატივცემულო მეგობარო,
თქვენი და ყველა თქვენი წევრების დახმარება გვჭირდება
გთხოვთ გაავრცელოდ შემდეგი ინფორმაცია ყველა თქვენ სათვისტომოს წევრებს, რომ ჩავატაროთ უნიკალური ღონისძიება. ვაპირებთ თავი მოვუყაროთ 1000 ადამიანზე მეტს.

საქართველოსთან სოლიდარობის საღამო
ხუთშაბათს 18 სექტემბერს 20 სთ-ზე მადლენის ეკლესიაში (Paris 8e)
მსოფლიო დონის ხელოვნები (მომღერლები, მსახიობები...) მხარში გვიდგანან… ჩვენი გვჭირდება თქვენი თანადგომა, თქვენი დასწრება. შეატყობინეთ მეგობრებს.
რამდენიმე დღეში მოგაწვდით დამატებით ცნობებსა და დაზუსტებებს ადგილების დასაჯავშნად.
შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ლტოლვილებს.

ოთარ ზურაბიშვილი, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე საფრანგეთში
33 6 85 42 21 11 - othar_z@hotmail.com

ქვეთავი 87. www.fereidani.ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Aug 28 2008, 01:21 PM
პოსტი #173


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



გუგუა

ამ ინფორმაციას ჩემს ძმას გადავცცემ, საფრანგეთში ცხოვრობს, და იქ გაავრცელებს ამ ინფოს.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Aug 28 2008, 01:32 PM
პოსტი #174


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



გაუმარჯოს ჩვენ ფერეიდნელ ძმებს და დებს.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Aug 28 2008, 09:10 PM
პოსტი #175


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



gugua
საღამო მშვიდობისა! გილოცავთ მარიამობას! მრავალს დაესწარით! გახსოვთ, რომ გითხარით მეუფე დიმიტრი ფერეიდნელების ჩამოყვანას აპირებს, მაგრამ დაძაბული სიტუაციის გამო შეიძლება ხელი შეეშალოს მეთქი??? ხვალ ჩამოდიან smile.gif ხვალ იხსნება ჩვენთან ბანაკი "სამშობლო", სადაც ფერეიდნელებთან ერთად საქართველოში მცხოვრები ბავშვები დაისვენებენ (სავარაუდოდ გორელები)!!! მიხარია მათთან ურთიერთობა! თავიდან ცოტა ვღელავდი სიტუაციიდან გამომდინარე, მარა ახლა თავს იმით ვინუგეშებ, რომ მეუფემ უკეთ იცის დრო და ვითარება და თან პატრიარქის კურთხევით ჩამოდიან! wub.gif ღმერთს ებარებოდეთ!


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 29 2008, 07:37 AM
პოსტი #176


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



iako-ს!
თან გააფრთხილე, თუ რაიმე ჩანაწერებს ან ფოტოებს გამომიგზავნის, საიტში დავამატებ!


kesaria777-ს!
ძალიან სასიხარულოა! იმედია შემდგომ ინფორმაციებსაც მოგვაწვდით.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 29 2008, 11:50 PM
პოსტი #177


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დავეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ!

ამა წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში შედგება ევროკავშირის საგანგებო სამიტი საქართველოს ანექსიის საკითხის განსახილველად, ამასთან დაკავშირებით 15:00 საათზე გაიმართება აუცილებელი მანიფესტაცია - რათა მოუწოდოთ ერთხმად ევროპას ქმედითი ღონისძიებისაკენ რუსეთთან მიმართებაში!!!.

აქცია გაიმართება ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის მიმდებარე სჩუმანის მოედანზე (Place Schuman, 1040 Brussel , BE)!!. მოგიწოდებთ შეუერთდეთ აღნიშნულ აუცილებელ მანიფესტაციას და გაავრცელოთ ინფორმაცია შეძლებისდაგვარად.

მომსვლელებმა შევეცადოთ ხალხის სრული მობილიზაცია. ჩვენი ერთიანი ძალისხმევა და თანადგომა ძალზედ მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი სამშობლოსათვის.

Met name van Actiecomité /დიდი პატივისცემით აქციის კომიტეტის სახელით მარეხი ტოგონიძე

Marechi Togonidze Voorzitter / Chairman Stg. Georgië /Georgische Diaspora
Georgia Foundation /Georgian Diaspora +31.623996670 / www.geo-diaspora.nl +31.847147160

ქვეთავი 87. www.fereidani.ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 31 2008, 03:49 PM
პოსტი #178


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ცოცხალი ჯაჭვი
მეგობრებო, მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით, ვისაც საქართველო გიყვართ, გიყვართ ქართველი ხალხი და ამასთან გიყვართ თქვენი სამშობლო, ჩვენი პატრიარქის კურთხევით, ყველას ვისაც სურვილი აქვს, ორშაბათს, 1 სექტემბერს, საქართველოს დროით 15:00 სთ. ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და გააკეთოს ცოცხალი ჯაჭვი და ამით დაანახოს მსოფლიოს და პირველ რიგში რუსეთს რომ საქართველო ერთიანია და ჩვენ ყველა ერთად ვართ! ქართველები და ყველა ვისაც საქართველო უყვარს!!!
გთხოვთ ამ თხოვნას ფართო გავრცელება მისცეთ თქვენს სამეგობროში და იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ და გამოხატეთ თქვენი თანადგომა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.
ღმერთს ებარებოდეთ,
ბექა გონაშვილი

ქვეთავი 87.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Aug 31 2008, 07:14 PM
პოსტი #179


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ძვირფასო ქართველებო!
ყველას მოგესალმებით და გიგზავნით ჩვენი დემონსტრაციების სურათების გალერეას, რომელიც ბევრი თქვენთაგანისათვის ძნელი მოსაძებნი გახდა. დღემდე ჩვენ ჩავატარეთ 5 დემონსტრაცია ქალაქ პრაღაში და ბრნოში.

http://www.samshoblo.net/e107_plugins/my_g...onstrace&page=1

განსაკუთრებით დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩეხს, უკრაინელს, ბელარუსს, პოლონელს, სლოვაკებს, რომ გვერდში დაგვიდგნენ ამ გაჭირვების ჟამს.

შემდეგი აქცია ”ცოცხალი ჯაჭვი” ეწყობა ხვალ, 1 სექტემბერს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარიკა სოსელიას ტელ.: 773 251 313 ან კიდევ ჯიმი დაბრუნდაშვილს 724 551 786.
p.s. ამ აქციის ორგანიზება ამ წუთას დავიწყეთ და გთხოვთ მოგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში.

www.fereidani.ge ქვეთავი 87.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 2 2008, 07:26 PM
პოსტი #180


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ, მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ახალი ქვეთავი 90 - "ცოცხალი ჯაჭვი". ამასთან გთხოვთ, ვისაც გაქვთ ფოტოები, გამომიგზავნეთ საიტში დასამატებლად.
გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 01:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი