IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამათა და შვილთა ''ბრძოლა''
ქავთარაძე
პოსტი Apr 10 2008, 11:03 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









აბა ხალხნო რა იცით ამ დაპირისპირების შესახებ? თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
ეს დაპირისპირება წარმოიშვა მას შემდეგ რაც რუსეთის მეფის - ნიკოლოზ I-ის ვიზიტისას საქართველოში, ახალგაზრდა(ილია, აკაკი...) თაობას დაასწრეს ხნიერებმა(გრიგილ ორბელიანი და სხვები) და მეფეს თხოვეს საქართველოში გაეხსნა სამხედრო სასწავლებელი, ხოლო ილიას და მის თანამოაზრეებს სურდათ ნიკოლოზ I -ისთვის ეთხოვათ უნივერსიტეტის გახსნა(არ გაიხსნა)
გაიხსნა სამხედრო სასწავლებელი და ამის შემდეგ აგორდა დიიდი დაპირისპირება.
ჩამოყალიბდა 2 მხარე- მამები და შვილები.
აბა აბა ძალზედ საიტერესო თემაა.

ერთის მხრივ ჩინ-მედლებზე გაყიდული მამულის "მოღალატე შვილები" და მეორეს მხრივ "ბურთივით მრგვალი" ლიბერალები.

მოველი თემის განვითარებას.
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ninela
პოსტი Apr 11 2008, 03:39 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



მამათა და შვილთა ბრძოლაში ერთ ერტ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ჯურნალი"ცისკარი" .ეს პირველი შემთხვევა იყო ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში სადაც ორივე მხარის ინტერესები გამოქვეყნდა (მართალია სულ რამდენიმე ნომერი მაგრამ,მაინც). ილიას წერილის საპასუხოდ გამოქვეყნდა ბარბარე ჯორჯაძის ,რევაზ ერისტავის და ბბარატაშვილის წერილები, უნდა აღინიშნოს რომ ყველაზე კორექტული წერილის ავტორი რევაზ შალვას ძე გახლდათ. ილიამ ამ წერილებს უპასუხა "პასუხის პასუხით" სადაც გააკრიტიკა წერილების ავტორები. წერილში საუბრობს ქართული ენის რეფორმების შესახებაც, ილიას აზრით ენა ცოცხალი ორგანიზმია და მისი გამარტივება( ანბანიდან უსარგებლო ასოების ამოღებით) გაამარტივებდა ენის შესწავლას.ილია აღიარებდა ანტონ კათალიკოსის დიდ ღვაწლს ქართული ენის განვითარების საქმეში. მაგრამ მისის აზრით დრომ მოითხოვა ენის გამარტივება და "სამი სშტილის თეორიის" ნაცვლად საერთო ქართული სალიტერატურო ენის შექმნა. სამწუხაროდსამწუხაროდ ილიას აღარ გამოუქვეყნეს კიდევ ერთი საპოლემიკო წერილი რის გამოც ილიამ შეწყვიტა ჟურნალ " ცისკართან " თანამშრომლობა. როგორც ცნობილია ივანე კერესელიძე , ჟურნალ ცისკარის რედაქტორი იძულებული გახდა ,"ცისკარში" საპოლემიკო წერილების ბეჭვდა შეეწყვიტა რადგან," ცისკრის" ხელისმომწერლები ძირითადად "მამათა თაობის" წარმომადგენლები იყვნენ.


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 06:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი