თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ წიგნი გაბრიელ ურგებაძეზე ”სულ რაღაც 25 ლარად”

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 16 2010, 02:45 PM

ეს არის წიგნი მამა გაბრიელზე, რომელიც გამოსცა მისმა სულიერმა შვილმა მალხაზ ჯინორიამ..

რამდენია ისეთი გაჭირვებული მორწმუნე, რომელისთვის 25 ლარი "სულ რაღაც" არ არის.. არა უშავს ხო?..
ბერი გაბრიელი პირდაპირ ”აღფრთოვანებული” დარჩებოდა, რომ გაეგო თუ როგორ იყენებენ მის სახელს (მრავალნი) ფულის გასაკეთებლად!..

http://www.facebook.com/Mr.chixradze#!/note.php?note_id=137680589588227&id=132821560073721

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2010, 03:54 PM

Adam
გინახავთ ეგ წიგნი? თუ კი, მაშინ ასეთი თემის გახსნა უნამუსობაა, თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ წიგნი არის დაბეჭდილი მთლიანად ცარცის ფურცლებზე, ფერადი ილუსტრაციებით და ფერადი ტექსტით, სქელი ყდით და გადასაკრავით, დიდი ფორმატით (A4-ზე ცოტა პატარა), 580 გვერდი. როგორ ფიქრობთ, რა დაჯდებოდა ასეთი წიგნის დაბეჭდვა? თუ სტამბაში მამა გაბრიელს რომ გაიგონებდნენ, უფასოდ დაუბეჭდავდნენ? ან იქნებ, წიგნები მარტო იმან უნდა ბეჭდოს, ვისაც იმდენი ფული აქვს, რომ მერე უფასოდ დარიგება შეუძლია?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 16 2010, 04:18 PM

მე მინახავს ეს წიგნი, კანცელარიის თანამშრომლებმა გააკეთეს, მამა გაბრიელის სულიერმა შვილებმა, თუმცა არაერთგვაროვანი აზრია ამ წიგნთან დაკავშირებით საეკლესიო წრეებში...

Adam
აჭარბებ, ფულის კეთება არაფერ შუაშია

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 16 2010, 06:30 PM

Adam
ისე როგორც ფეისბუქსე წერენ 600 გვერდიანი არისო და მაგხელა წიგნისთვის 25 ლარი ძვირი არ არის.
წიგნის ფასი თვით გამომცემლობაზე არ არის დაკავშირებული თუ არ ვცდები?!
თუმცა ვერ ვხვდები ცარცის ქაღალდზე რატომ დაბეჭდეს რაც უფრო ბერვი ხახლი შეძლებდა მის ყიდვას უფრო კარგი არ იქნებოდა?!

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 16 2010, 07:17 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 16 2010, 03:54 PM) *

Adam
გინახავთ ეგ წიგნი? თუ კი, მაშინ ასეთი თემის გახსნა უნამუსობაა, თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ წიგნი არის დაბეჭდილი მთლიანად ცარცის ფურცლებზე, ფერადი ილუსტრაციებით და ფერადი ტექსტით, სქელი ყდით და გადასაკრავით, დიდი ფორმატით (A4-ზე ცოტა პატარა), 580 გვერდი. როგორ ფიქრობთ, რა დაჯდებოდა ასეთი წიგნის დაბეჭდვა? თუ სტამბაში მამა გაბრიელს რომ გაიგონებდნენ, უფასოდ დაუბეჭდავდნენ? ან იქნებ, წიგნები მარტო იმან უნდა ბეჭდოს, ვისაც იმდენი ფული აქვს, რომ მერე უფასოდ დარიგება შეუძლია?

საპატრიარქოს 25 მილიონი რისთვის ერიცხება?.. smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 16 2010, 07:36 PM

ციტატა(Adam @ Oct 16 2010, 07:17 PM) *

საპატრიარქოს 25 მილიონი რისთვის ერიცხება?.. smile.gif

საპატრიარქოს გამოცემული არ არის ეს წიგნი smile.gif

ციტატა
ვერ ვხვდები ცარცის ქაღალდზე რატომ დაბეჭდეს რაც უფრო ბერვი ხახლი შეძლებდა მის ყიდვას უფრო კარგი არ იქნებოდა?!

ერთი მხრივ გეთანხმები, რომ იაფი და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი რომ არის წიგნი, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგად მესმის გამომცემლების. იმიტომ რომ მეც მასეთი ვარ - თუ რამეს ვაკეთებ, მინდა უმაღლეს დონეზე გავაკეთო. ცარცის ფურცლებზე რომ არ ყოფილიყო, ვერ გაუკეთებდნენ ხარისხიან ილუსტრაციებს. წიგნში მამა გაბრიელის სიტყვები სხვა ფერის შრიფტითაა გამოყოფილი, წერილები - სხვა ფერით, ავტორისეული ტექსტი - სხვა ფერით. ესეც არ მოხერხდებოდა უბრალო ფურცელზე. ერთი სიტყვით, გამომცემლები ეცადნენ, რომ წიგნი მაქსიმალურად ხარისხიანი ყოფილიყო. თუმცა კითხვისას პრიალა ფურცლები ცოტა თვალებს მიჭრელებს...

ციტატა
არაერთგვაროვანი აზრია ამ წიგნთან დაკავშირებით საეკლესიო წრეებში...

მეც გავიგე და მაინტერესებს ეგ განსხვავებული აზრები, ოღონდ პირადად მინდა ვესაბრო ვინმეს ამ საკითხზე.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 18 2010, 05:00 PM

მარიამი

ციტატა
საპატრიარქოს გამოცემული არ არის ეს წიგნი

მგონი საპატრიარქო უარს არ ეტყოდა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 18 2010, 05:21 PM

ციტატა(Adam @ Oct 18 2010, 05:00 PM) *

მარიამი
მგონი საპატრიარქო უარს არ ეტყოდა smile.gif

სწორად აღნიშნე '' მგონიო'', იმიტომ რომ საპატრიარქოს სტამბამ ეგ წიგნი არ დაუბეჭდა!

დაწყნარდი ახლა და მორჩი პროვოკაციას!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 18 2010, 09:58 PM

ასე ბიბლიაც რომ შეიძინო ფული გჭირდება

პოსტის ავტორი: ketilo თარიღი: Oct 19 2010, 12:07 PM

25 ლარად მაღაზია ყიდის თორემ გამომცემელი მაგ ფასად არ აბარებს smile.gif საპატრიარქოს აზრს რაც შეეხება, როგორ მე ვიცი, გარკვეულ ფრაზებზე განდიდების ქვეაზრები ამოიკითხეს.
ისე წიგნის ფასი მის ხარისხს აშაკარად შეესაბამება. smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 19 2010, 12:45 PM

Adam

წიგნის ფასი როგორ განისაზღვრება იცი?

რედაქტირება და დაკაბადონება, სტამბაში დაბეჭდვა, ქაღალდის მასალა - ეს ყველაფერი ფული ღირს და თავისით არ ჩნდება
http://www.SmileS.ge

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 21 2010, 10:43 PM

ქევანა

ციტატა

წიგნის ფასი როგორ განისაზღვრება იცი?

კი.
ციტატა
რედაქტირება და დაკაბადონება, სტამბაში დაბეჭდვა, ქაღალდის მასალა - ეს ყველაფერი ფული ღირს და თავისით არ ჩნდება

ვაიმე, შენ გაიხარე, რომ არ გეთქვა ალბათ კიდე გავაგრძელებდი ასე ლაპარაკს..

თამარი_ცქნაფო
ციტატა
სწორად აღნიშნე '' მგონიო'', იმიტომ რომ საპატრიარქოს სტამბამ ეგ წიგნი არ დაუბეჭდა!

მიზეზს ხომ ვერ მეტყვი?..
თუ არ მოეწონათ წიგნი,მაშინ მიეღოთ ზომები..
ამ ლიბერალებს, რომ გადაეკიდნენ მარტო : /

ციტატა
დაწყნარდი ახლა და მორჩი პროვოკაციას!

შენ დაგემსგავსო?..
გმადლობ, არ მინდა.

ketilo
ციტატა
25 ლარად მაღაზია ყიდის თორემ გამომცემელი მაგ ფასად არ აბარებს

შენც კარგად განმანათლე smile.gif)

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 22 2010, 01:56 PM

Adam
მე რას მიწუნებ?

რა ზომები უნდა მიეღო, უთხრა უარი და არ დაუბეჭდა. სდიოს ახლა უკან და საერო სტამბებს ურეკოს, არ დააბეჭდინოთო? მერე ისტყვის თავიუსფლება სად არის? მტკვრის კანალიზაციაში?
საპატრიარქომ იქ აუკრძალა,სადაც მისი კომპეტენცია იყო. ისე მაგ წიგნის გამომცემელი თავადაც კარგად ფლობს კომპიუტერს და დასაკაბადონებლად სხვა არ სჭირდებოდა...

გაიგებენ, ნახავენ რაღაცას, მიახტებიანს აპატრიარქოს, მერე დიანახავენ, სპაატრიარქო არაფერ შუაშია, ახლა სხვას დიაწყებენ, რატომ არ აკონტროლებსო. გააკონტროლებს და ერში რას ერევაო...

ჭრელო პეპელა ხარ რა

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 22 2010, 02:55 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
საპატრიარქომ იქ აუკრძალა,სადაც მისი კომპეტენცია იყო

ნეტა მართლა კარგად იცოდეს თავისი კომპეტენცია რა არის და სად მთავრდება.
ბევრის ცხოვრებაში ერევიან უსამართლოდ და ერთმა კაცმა მგონი არაფერი დააშავა, მითუმეტეს როდესაც ეს კაცი ამით ფულს აკეთებს..

ციტატა
ჭრელო პეპელა ხარ რა

ციტატა
ჯგუფი: Moderator

ღირსეული მოდერი ხარ, თუმცა რა მიკვირს, რა ფორუმიცაა ისეთი მოდერი ყავს..

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 22 2010, 03:00 PM

Adam
biggrin.gif ჩემი სიჩუმე დაიწუნე, ახლა ჩემს შენს მსგავს პროვოკაციას იწუნებ? biggrin.gif

აქ ნუ გვაკრიტიკებ და ჩვენთან ნუ გაქვს დიიდ გული, თავად დაეკონტაქტე მალხაზ ჯინორიას და მოსთხოვე პასუხი, თუ ასე შეგტკივა გული

წარმატებები smile.gif

პოსტის ავტორი: ketilo თარიღი: Oct 22 2010, 03:00 PM

ციტატა
შენც კარგად განმანათლე )

smile.gif))))))

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 22 2010, 04:13 PM

Adam

უკვე გამაღიზიანებელია შენი პოსტები. არავინ გეხვეწება მაინცდამაინც შემოდი და წერე ამ შენგან დაწუნებულ ფორუმზეო.

ცოტა დაფიქრებულმა წერე, თორე პირდაპირ ბანით დაგასაჩუქრებ.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 23 2010, 01:16 AM

afxazi

ციტატა
ცოტა დაფიქრებულმა წერე, თორე პირდაპირ ბანით დაგასაჩუქრებ.

ციტატა
ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე

biggrin.gif
ციტატა

ინტერესები რაც შეიძლება ბევრი მარგალიტის შეგროვება biggrin.gif

ეს ინტერესი, რომ არ მქონდეს აქ არ შემოვიდოდი biggrin.gif

ბანის დადებისგან ძალიან შორს ვარ smile.gif

ციტატა
უკვე გამაღიზიანებელია შენი პოსტები.

კარდინალს ხომ იცი უფრო მეტი მოთმინება მართებს smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 24 2010, 01:24 AM

Adam

ციტატა
ბევრის ცხოვრებაში ერევიან უსამართლოდ და ერთმა კაცმა მგონი არაფერი დააშავა, მითუმეტეს როდესაც ეს კაცი ამით ფულს აკეთებს..

დაპროგრამებული რომ ხარ ხომ ამჩნევ?

ვისაც წიგნის კომპეტენციაში ეჭვი ეპარება, ნუ წაიკიტხავს.

ყველა წიგნი, რომელიც გამოიცემა საქართველოში, წმინდაზეა ის თუ ნებისმიერ სასულიერო პირზე, ვერ გაკონტროლდება საპატრიარქოს მიერ. თანხას გადაიხდი - ნებისმიერ წიგნს გამოსცემ. აკრძალვა წიგის გამოცემაზე და აუცილებელი პირობა- ანუ წიგნის გამოცემა მხოლოდ საპატრიარქოსთან შეთახმებით , ასეთი რამ კანონით არაა მოწესრიგებული. შესაბამისად, ყველას ვინც კი ნახა ბერი გაბრიელი, ან აქვს ასზე რაიმე გაგონილი, უპრობლემოდ შეუძლია გამოსცეს ნებისმიერი სახის წიგნი. თუ ის არაა მოწონებული საპატრიარქოს მიერ, მას არ ეწერება, რომ საპატრიარქს კურთხევითაა გამოცემული. ხოდა, სანამ მარგალიტებს შეაგროვებდე სხვადასხვა ფორუმებზე საწერად, მანამ საქმის არსში გაერკვიე.

ნეტავ, იცოდე მაინც რაზე დაობ. ყურმოკრული პრობლემებით, რომ საუბრობ.

პოსტის ავტორი: lelio თარიღი: Nov 3 2010, 12:18 AM

კარგით რატომ დაობთ ვისაც აქვს საშუალება შეიძენს ამ წიგნს და ვისაც არ აქვს საშუალება ის ამ წიგნს ითხოვებს და წაიკითხავს ....ამაში მე სადაო თემას ვერ ვხედავ ....smile.gif

პოსტის ავტორი: gio9 თარიღი: Nov 3 2010, 03:39 PM

ციტატა
კარგით რატომ დაობთ ვისაც აქვს საშუალება შეიძენს ამ წიგნს და ვისაც არ აქვს საშუალება ის ამ წიგნს ითხოვებს და წაიკითხავს ....ამაში მე სადაო თემას ვერ ვხედავ ....

ნამდვილად.

პოსტის ავტორი: თათო_-_ თარიღი: Jan 19 2011, 10:52 PM

მე დღეს შევიძინე ძალიან კარგი წიგნია მადლობა უფალს

პოსტის ავტორი: ზარაზა თარიღი: Feb 3 2011, 11:48 PM

წიგნი არ ვიცი და მამა გაბრიელზე ეს ფილმი ვიპოვე NET-ში:

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 17 2011, 08:03 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 16 2010, 03:54 PM) *

Adam
გინახავთ ეგ წიგნი? თუ კი, მაშინ ასეთი თემის გახსნა უნამუსობაა, თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ წიგნი არის დაბეჭდილი მთლიანად ცარცის ფურცლებზე, ფერადი ილუსტრაციებით და ფერადი ტექსტით, სქელი ყდით და გადასაკრავით, დიდი ფორმატით (A4-ზე ცოტა პატარა), 580 გვერდი. როგორ ფიქრობთ, რა დაჯდებოდა ასეთი წიგნის დაბეჭდვა? თუ სტამბაში მამა გაბრიელს რომ გაიგონებდნენ, უფასოდ დაუბეჭდავდნენ? ან იქნებ, წიგნები მარტო იმან უნდა ბეჭდოს, ვისაც იმდენი ფული აქვს, რომ მერე უფასოდ დარიგება შეუძლია?

მე მაქვს ეს წიგნი და მე ვთვლი რომ წიგნისთვის სრულებით არ არის ძვირი რადგან ყველანაირად არის ხარისხიანი და შეტანილია ისეთი ილუსტრირებული მასალა რასაც შეიძლება მხოლოდ დიდი წვალების შემდეგ მიაგნო მამა გაბრიელის წერილები რომლებიც მან მისწერა სხვადასხვა სასულერო პირებს და ასევე წიგნში მამა გაბრიელის ცხოვრების უცნობი დეტალებია დაწერილი.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 18 2011, 01:44 AM

ძალიან კარგი წიგნია.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 18 2011, 08:16 AM

და სად იყიდება ეს წიგნი დაწერეთ

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Feb 18 2011, 11:33 AM

მამა გაბრიელისადმი ასეთი დამოკიდებულება სიმბოლოა იმ უდიდესი სულიერი კრიზისის რასაც განიცდის ქართველი ერი,
ან წმინდანთა ცხოვრება არ წაუკითხავს ამ ხალხს, ან რა წარმოდგენები აქვთ რელიგიაზე, ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე,

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 18 2011, 12:06 PM

ციტატა(sandro40 @ Feb 18 2011, 11:33 AM) *

მამა გაბრიელისადმი ასეთი დამოკიდებულება სიმბოლოა იმ უდიდესი სულიერი კრიზისის რასაც განიცდის ქართველი ერი,
ან წმინდანთა ცხოვრება არ წაუკითხავს ამ ხალხს, ან რა წარმოდგენები აქვთ რელიგიაზე, ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე,

huh.gif დაგეთანხმე და გამიკვირდა

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 19 2011, 12:15 AM

ციტატა(.zakaria. @ Feb 18 2011, 08:16 AM) *

და სად იყიდება ეს წიგნი დაწერეთ

ეს წიგნები იყიდება ნებისმიერ საეკლესო მაღაზიებში

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Feb 19 2011, 12:36 AM

sAnDro ★1837
მომწონს შენი ხელმოწერა

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 19 2011, 11:46 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Mar 14 2011, 07:33 PM

გამარჯობა.
თუ შესაძლებელია,ამ წიგნის ფოტო რომ დადოთ...საიტი არ იხსნება და მაინტერესებს რომელ წიგნზეა საუბარი

პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Mar 15 2011, 07:52 PM

ციტატა(ბარბარე @ Mar 14 2011, 07:33 PM) *

გამარჯობა.
თუ შესაძლებელია,ამ წიგნის ფოტო რომ დადოთ...საიტი არ იხსნება და მაინტერესებს რომელ წიგნზეა საუბარი

სამწუხაროდ მე არ მაქვსsad.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Mar 16 2011, 04:59 PM

უკაცრავად და ლინსაც ვერ გაასწორებთ რომ გადმოვწერო madlioba.gif

პოსტის ავტორი: nikoloz3105 თარიღი: Feb 28 2014, 12:36 PM

ციტატა(Adam @ Oct 16 2010, 02:45 PM) *

ეს არის წიგნი მამა გაბრიელზე, რომელიც გამოსცა მისმა სულიერმა შვილმა მალხაზ ჯინორიამ..

რამდენია ისეთი გაჭირვებული მორწმუნე, რომელისთვის 25 ლარი "სულ რაღაც" არ არის.. არა უშავს ხო?..
ბერი გაბრიელი პირდაპირ ”აღფრთოვანებული” დარჩებოდა, რომ გაეგო თუ როგორ იყენებენ მის სახელს (მრავალნი) ფულის გასაკეთებლად!..
http://www.facebook.com/Mr.chixradze#!/note.php?note_id=137680589588227&id=132821560073721

სად იყიდება ეს წიგნი???

სად შეიძლება ამ წიგნის ყიდვა???

სად შეიძლენა ამ წიგნის შეძენა?

ციტატა(gio9 @ Nov 3 2010, 03:39 PM) *

ნამდვილად.

სად შეიძინეთ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)