IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;)
Atman
პოსტი Dec 7 2009, 06:58 PM
პოსტი #41


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
ნუ ახლა ამაზე რა პასუხი გაგცე არ ვიცი. ელემენტარულად ხომ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი ორმოცდაათ განსხვავებულ მოძღვრებას არ სთავაზობს ადამიანებს, სადაც ურთიერთ გამომრიცხავი ცნებებია.


მე ვერაფერს ვხედავ ურთიერთგამომრიცხავს იმაში რაც მთავარია და წვრილმანები მეორადია და დროის და გარემოების შესაბამისი.

ციტატა
ეჰ ჩემო ატმან, სენ ან ბერძნულ მითოლოგიაში ხარ დაკარგული, ან ეგვიპტურში


ბერძნულ და ეგვიპტურ მითოლოგიაში ძირითადად "ნახევარღმერთები" არიან (ვედებში ასე მოიხსენიებიან). მათგან განსხვავებით ღმერთის ავატარები (რომელთა შორისაც ქრისტეც მოიხსენიება ვედებში) ბევრი არაა და თითზეა ჩამოსათვლელი. "ავატარა" წმინდა ჭურჭელს ნიშნავს სიტყვასიტყვით.

ციტატა
არ მგონია ერთი უფალს სხვადასხვა სწავლებები ჰქონდეს და რაც მტავარია ასე წინააღდეგობრივი. ნუ იტყვი ეხლა გაცვეთილ ფრაზას, მისასვლელი გზებია ეგ, რაიმე ახალი ტქვი. მისასვლელი გზა ჭეშმარიტების სწავლებაა გენაცვალე, ჭეშმარიტება არ სეიძლება ერთდოულად იყოს ურთიერთსაწინაარდეგო სწავლებები, სადაც ღმერთი ხან მატერიაა, ხან ხან განყენებული ცნება, ხან პიროვნება, ხან ამბობს სული ერთი სხეულიდან მეორეში გადადისო, ხან ცხონდებაო, ხან კურდღელი არ წამოთ ბებიათქვენიაო, ხან ცხოველის წამა ცოდვა არააო, ხან სისხლის გადასხმისას სხვისი სული გადმოგივათო, ხან სული ერთი აქვს ადამიანს და არსად გაგდისო. ნამეტანი დაბენული ღმერთი გყავს შენ.


არსებობს საფეხურები და იმისათვის რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ეზიარო, ჯერ "ნაწილობრივი ჭეშმარიტებები" უნდა აღმოაჩინო, ერთმანეთს დაუკავშირო, შეავსო და განვითარდე. პირდაპირ აბსოლუტური ჭეშმარიტება იესოსაც არ დაუტოვებია ჩვენთვის, იგავებით გველაპარაკებოდა. "რა გითხრათ ცისა როცა არ გესმით მიწისა", ამიტომ ნუ განიკითხავ ასეთ ცრურწმენებს სხვა რელიგიებში. ყველა ერს აქვს თავის ცრურწმენა და მერე ამას რელიგიასთან ასისხლ-ხორცებს როგორც წესი. ყველაზე მეტად რაც მომწონს თუნდაც ვედებში ისაა, რომ იქ მეცნიერება და რელიგია ჰარმონიულადაა ერთმანეთთან შეთავსებული და ერთმანეთს ავსებს, განსხვავებით თანამედროვე დასავლური სამყაროსგან, სადაც ისინი მუდამ კონფლიქტში არიან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 07:00 PM
პოსტი #42


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



და საერთოდ, რა არის ეს სასუფევლის კარის მტვრევა, სხვა ყველა პორბლემა მოგვარებულია?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 07:01 PM
პოსტი #43


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
ეს უკვე პროგრესია, რომ შეუძლებელია მრავალი ჭეშმარიტება არსებობდეს. რელიგიის ჭეშმარიტებაში გარკვევისთვის კი მათი შესწავლაა საჭირო, ოღონდ სიღრმისეულად.


მართალი ხარ. და არ გაქვს უფლება სხვა რელიგიების "არაჭეშმარიტობის" მტკიცების სანამ სიღრმისეულად არ შეისწავლი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 07:02 PM
პოსტი #44


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
რომ იქ მეცნიერება და რელიგია ჰარმონიულადაა ერთმანეთთან შეთავსებული და ერთმანეთს ავსებს

გიცდია მართლმადიდებლობაში მსგავსი საკითხის მოძიება?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 07:02 PM
პოსტი #45


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მხევალი ნინო
ციტატა
და საერთოდ, რა არის ეს სასუფევლის კარის მტვრევა, სხვა ყველა პორბლემა მოგვარებულია?


მე პირადად არ ვეძებ არც სამოთხეს და არც სასუფეველს, ზუსტად სხვა პრობლემების მოგვარებაში მინდა რომ დავეხმარო ხალხს a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 07:03 PM
პოსტი #46


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მართალი ხარ. და არ გაქვს უფლება სხვა რელიგიების "არაჭეშმარიტობის" მტკიცების სანამ სიღრმისეულად არ შეისწავლი.

აქ ვინმე რამეს ამტკიცებს? მე მგონი საუბარი შენ დაიწყე.

ციტატა
მე პირადად არ ვეძებ არც სამოთხეს და არც სასუფეველს, ზუსტად სხვა პრობლემების მოგვარებაში მინდა რომ დავეხმარო ხალხს

მაინც?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 07:04 PM
პოსტი #47


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
გიცდია მართლმადიდებლობაში მსგავსი საკითხის მოძიება?


მიცდია და რაღაც დონემდე მიმიღია ამომწურავი პასუხები მაგრამ რაღაც საკითხებში სხვაგან გაცილებით უფრო ნათელი პასუხები მიმიღია. თუნდაც ვერავინ ვერ დამიმტკიცებს იმას რომ რეინკარნაცია არ არსებობს იმ ფიზიკურ და სულიერ განზომილებაში და ილუზიაში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუმცა მეორე მხრივ მერე ისიც აღმოვაჩინე რომ რეინკარნაციაც ილუზიაა, მაგრამ ეს სხვა დონეა და ამაზე საუბრით არ დავღლი თქვენს თვალებს biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 07:05 PM
პოსტი #48


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Atman
ციტატა
რა გითხრათ ცისა როცა არ გესმით მიწისა




ეს ზალიან კარგად ტქვა. ჩვენ კიდევ, ცას არ ვშორდებით biggrin.gif


ციტატა
ყველა ერს აქვს თავის ცრურწმენა და მერე ამას რელიგიასთან ასისხლ-ხორცებს როგორც წესი.



ატმან, ხომ იცი ცრურწმენა სხვა რამეა და მას ეკლესიის სწავლებასტან კავშირი არა აქვს. არც ჩვენი მოძღვრების სწავლებად არ განვიხილავთ, პირიქით, ვებრძვით კიდეც. ნუთუ, სხვა ცხოველის ჭამა არ სეიძლება რადგან ადამიანი მეორედ მოდის და შეიძლება მაში იყოს გარდასახულიო ცრუ სწავლებაა? მე მგონი ამდენ ცრუ სწავლებებს თუ ცამოვაშორებთ სხვადასხვა რელიგიებს და არც აკლიათ ტუ დავამათებთ, ქრისტიანობას მივიღებთ, არა?

ვერ დავიჯერებ, რომ წეშმარიტების სწვლების პირველ საფეხურზე უკვდავი ხარ და ეს ქვეყანა წუთისოფელია, მეორე საფეხურით სულიც კი არა გაქვს, მესამეთი გაქვს , მაგრამ მრავალჯერ მოსვლადი და აშ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 07:12 PM
პოსტი #49


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ციტატა
აქ ვინმე რამეს ამტკიცებს? მე მგონი საუბარი შენ დაიწყე.


მე უფრო მაქვს უფლება ასე ვთვლი. დიდხანს ვიქექებოდი სხვა რელიგიებში smile.gif


ციტატა
მაინც?


ცრურწმენებს ვამსხვრევ biggrin.gif

მხევალი ნინო

ციტატა
ატმან, ხომ იცი ცრურწმენა სხვა რამეა და მას ეკლესიის სწავლებასტან კავშირი არა აქვს. არც ჩვენი მოძღვრების სწავლებად არ განვიხილავთ, პირიქით, ვებრძვით კიდეც. ნუთუ, სხვა ცხოველის ჭამა არ სეიძლება რადგან ადამიანი მეორედ მოდის და შეიძლება მაში იყოს გარდასახულიო ცრუ სწავლებაა? მე მგონი ამდენ ცრუ სწავლებებს თუ ცამოვაშორებთ სხვადასხვა რელიგიებს და არც აკლიათ ტუ დავამათებთ, ქრისტიანობას მივიღებთ, არა?


ვრცელი თემაა და ნუ განვავრცობთ. მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ცხოველის არ მოკვლა თუნდაც იმ "ცრურწმენის" გამო რომ ცხოველად დაიბადები, ცუდი არაფრით არაა. სხვა თუ არაფერი ჯანმრთელობისთვისაა კარგი. (არ ვგულისხმობ ისეთ ცრურწმენებს როგორიცაა სისხლის გადასხმის აკრძალვა და ა.შ. ბუდიზმი დიდი რელიგიაა და დიდი მისიაც შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში. შენ საქართველოში დაიბადე და ქრისტეს სწავლებასთან მოგიწია შეხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა რელიგიები ცრუა და ღმერთამდე ვერ მიგვიყვანს.

ციტატა
ვერ დავიჯერებ, რომ წეშმარიტების სწვლების პირველ საფეხურზე უკვდავი ხარ და ეს ქვეყანა წუთისოფელია, მეორე საფეხურით სულიც კი არა გაქვს, მესამეთი გაქვს , მაგრამ მრავალჯერ მოსვლადი და აშ.


სხვათა შორის ამაზე ჭეშმარიტი ბუდიზმი გაგცემს პასუხს (და არა ლამაიზმი) და გეტყვის რომ ეს ყველაფერი გონებაშია და სანამ გონების ტყვეობიდან არ გამოხვალ ვერ იხილავ რეალობას. არაპროფესიონალურად ვთქვი მაგრამ დაახლოებით ასეა smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 7 2009, 07:19 PM
პოსტი #50


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Atman
ციტატა
ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა რელიგიები ცრუა და ღმერთამდე ვერ მიგვიყვანს.



ნამდვილად ცრუა ატმან. არ შეიძლება 100 წეშმარიტი სწავლება არსებობდეს ერტმნეთისგან რადიკალურად განსხვავებულები. განსხვავებული წარმოშიობით და სწავლებით.

ბოლოს და ბოლოს ბიბლიით ადამის სექმნაა მოყოლილი. ასე ან მოხდა, ან არა. არ შეIზლება ვტქვათ, რომ ტან მიწისგა სექმნა უფალმა ადამიანი, ტან არ სექმნა, თან შთაბერა სული, ტან არა. ან იყო ეს ამბავი, ან არა. თუ იყო, მაშინ ბიბლიის ამ ტავს და ამ ნაწილს მაინც ყველა ერტნაირად უნდა აღიარებდეს.

რაღაც ლაბირინთებში ხარ ატმან და როგორ შეგიძლია ყველაფერი ერთად ირწმუნო, არ ვიცი. აირჩიე მიანც.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 07:29 PM
პოსტი #51


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მხევალი ნინო

ციტატა
ნამდვილად ცრუა ატმან. არ შეიძლება 100 წეშმარიტი სწავლება არსებობდეს ერტმნეთისგან რადიკალურად განსხვავებულები.


არ არის რადიკალურად განსხვავებული.

ციტატა
რაღაც ლაბირინთებში ხარ ატმან


ლაბირინთებში ყველანი ვართ, და სანამ არ დაინახავ ამ ლაბირინთებს ვერ მიხვდები smile.gif

ისე კი ან ხოს ან არას პრინციპი გონების პრინციპია და მას არ შეუძლია სხვა ცნებებით აზროვნება, ისევე როგორც კომპიუტერს (1 და 0) მაგრამ ჭეშმარიტება მოიცავს კისაც და არასაც და აერთიანებს ურთიერთწინააღმდეგობებს. ამაზე ცალკე თემა გავხსენი "დიალექტიკა" და აქ არ ვაპირებ კამათს.


ციტატა
როგორ შეგიძლია ყველაფერი ერთად ირწმუნო, არ ვიცი. აირჩიე მიანც.


მე ავირჩიე უკვე, მაგრამ სახელს არ დავარქმევ და არ დავაკონკრეტებ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Dec 7 2009, 08:05 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



მე წამიკითხავს მამა გაბრიელის შეხედულება ამასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა, მხოლოდ მართლმადიდებლებს რომ ქონოდათ ცხონების შესაძლებლობა. შენ თუ მართლმადიდებლურ ქვეყანაში დაიბადე, სხვა- მუსულმანურში და ა. შ. დაახლოებით ეს იყო შინაარსი.

რომც გავიხსენოთ, ის ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა სასუფეველში, ის არც მონათლული ყოფილა, მითუმეტეს არც ნაზიარები და არც კეთილი ცხოვრებით გამოირჩეოდა, პირიქით; მაგრამ ის ცხონდა, თან პირველი ყველა ადამიანს შორის..

ერთი ამბავიც მახსენდება. ერთი ეპისკოპოსი გემით მგზავრობდა. ნაპირზე დაინახა ადამიანი, რომელიც ხეზე ადიოდა, ხელებს აღაპყრობდა, ჩამოდიოდა, მერე ისევ ადიოდა. ეპისკოპოსმა კითხა, ასე რატომ იქცევიო. მან უპასუხა, რომ სამყაროს შემოქმედ ღმერთს ადიდებდა. ეპისკოპოსმა ასწავლა პირჯვრის გადაწერა და უთხრა, ღმერთი ასე უნდა ადიდოო. შემდეგ თავის გემზე დაბრუნდა. ცოტა ხანში ხედავს, მათკენ, ზღვაზე მორბის ის ადამიანი. მიუახლოვდა მათ და უთხრა, დამავიწყდა, პირჯვარი ჯერ რომელ მხარეს უნდა გადავიწეროო ...
საოცრებაა... მთავარია, ადამიანს შინაგანად უყვარდეს ღმერთი. მემგონი ეს არასწორი რწმენის ადამიანმაც შეიძლება მოახერხოს.

მე არ გამიგია მართლმადიდებლურ სწავლებაში დოგმატი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან.
ვინ რისი ღირსია, მხოლოდ წმინდანებმა და ღმერთმა უწყის.

ხოლო შეუძლებელია ყველა რელიგია იყოს გზა ღმერთამდე, მათ ხშირად ურთიერთგამომრიცხავი დოგმატიკა და მორალი აქვთ. ამიტომ ეს აბსურდად მეჩვენება. ვერ ვხვდები, შენ, ატმან, რა ლოგიკით ასკვნი, რომ მათი არსი ერთია..
შეგიძლია მიმითითო ლინკები, სადაც სხვა რელიგიებია განხილული? ოღონდ ცოტა დაწვრილებით, შედარებით ზოგადად წაკითხული მაქვს. მინდა უფრო ღრმად გავეცნო.. მადლობა წინასწარ! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 08:35 PM
პოსტი #53


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



blue night

ციტატა
შეგიძლია მიმითითო ლინკები, სადაც სხვა რელიგიებია განხილული? ოღონდ ცოტა დაწვრილებით, შედარებით ზოგადად წაკითხული მაქვს. მინდა უფრო ღრმად გავეცნო.. მადლობა წინასწარ!


ესაა ვივეკანანდას ძალიან საინტერესო წიგნები რელიგიებზე, ბუდას მისიაზე "ბჰაკტი" იოგაზე (რომელიც ყველაზე ახლოსაა არსით ქრისტიანობასთან) და ა.შ.

ესენი კი ყველაზე მთავარი ვედური ტექსტებია და ამ ტექსტებზეა დამყარებული მრავალი რელიგია. ჯობია თავად ტექსტებს გაეცნო ჯერ და არა რელიგიებს (ანუ კომენტარებს)

http://scriptures.ru/bh_gita.htm
http://scriptures.ru/uddhava.htm
http://scriptures.ru/krishna/m_bhagavata_purana.htm

ამ საიტზე სხვა ბერვი საინტერესო ინფორმაციაცაა:

http://scriptures.ru/krishna/m_bhagavata_purana.htm

მაგრამ მთავარი ზემოთ მოცემული სამი ტექსტია.


ბუდას მისიაზე ვივეკანანდას ტექსტია ერთ-ერთი კონკრეტული და შეგიძლია გაეცნო.

თუ კონკრეტულად რომელიმე აღმოსავლური რელიგია დაგაინტერესებს მითხარი და მოგაწვდი მასალებს. ზემოთ ჩამოთვლილნი ყველაზე ახლოს დგას მართლმადიდებლობასთან და პირველად მათ გაეცანი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 08:37 PM
პოსტი #54


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



blue night
ციტატა
მე წამიკითხავს მამა გაბრიელის შეხედულება ამასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა, მხოლოდ მართლმადიდებლებს რომ ქონოდათ ცხონების შესაძლებლობა.

არა მგონია მას ეს ეთქვა. თუ თქვა გვანახე ჩვენც, ყოველ შემთხვევაში ეს გაუაზრებელი გამონათქვამია, რადგან უსამართლობა სწორედ იმის დაშვებაა, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება არ არსებობს.

მაშ რისთვის მოვიდა ქრისტე დედამიწაზე, იმისთვის რომ მის არ ამღიარებლებიც მასთან ყოფილიყვნენ. ყველას აქვს ცხონების შანსი ცხადია, მაგრამ ქრისტემ ერთი გზა მოგვცა და არა მრავალი.

ციტატა
რომც გავიხსენოთ, ის ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა სასუფეველში, ის არც მონათლული ყოფილა, მითუმეტეს არც ნაზიარები და არც კეთილი ცხოვრებით გამოირჩეოდა, პირიქით; მაგრამ ის ცხონდა, თან პირველი ყველა ადამიანს შორის..

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ავაზაკს არ ქვია მოუნათლავი, ის მონათლული შევიდა სასუფეველში, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ აღსრულებულა გარეგნული ნათლობის წესი. მეტიც ყველა ძველი აღთქმის მართალი ასევე ნათელეღებული შევიდა სასუფეველში. ამას ცხადზე უცხადესად ასწავლის წმ. სოფრონ იერუსალიმელი (თუ დაგაინტერესებთ როგორც ავაზაკთან ისე ძველი აღთქმის მართალთა ნათელრებულობის შესახებ მოგაწვდის საეკლესიო მამათა გამონათქვამებს).

ციტატა
მე არ გამიგია მართლმადიდებლურ სწავლებაში დოგმატი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან. ვინ რისი ღირსია, მხოლოდ წმინდანებმა და ღმერთმა უწყის.

ეს არ ნიშნავს რომ არ არის. სწორი გაგება უნდა ყველაფერს. მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ერთადერთი სისტემური მაცხოვნებელი მართლმადიდებელი რელიგიაა, მაგრამ გარანტია არავის აქვს ცხონებისა ცხადია. აქ საუბარია სისტემაზე და არა იმაზე, რომ რადგან მე მართლმადიდებელი ვარ ცხონება გარანტირებული მაქვს. პირიქით, უფრო მეტად მაქვს წარწყმედის შანსი, ვიდრე არამართლმადიდებელს, რადგან ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 08:43 PM
პოსტი #55


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ნუ მიკეთებ პროვოცირებას რომ ქრისტეს მისია დავაკნინო smile.gif ქრისტე მოვიდა კონკრეტულ დროს კონკრეტულ ხალხთან. არ ვამბობ რომ ქრისტეს გზა არასრულყოფილია, მხოლოდ იმას ვამბობ რომ სხვა გზებიც არსებობს და რაც უფრო ახლოს მიდიხარ ღმერთთან ეს გზები ერთიანდება. მე პირადად ასე გამოვცადე და ასე ვიგრძენი.

ციტატა
ეს არ ნიშნავს რომ არ არის. სწორი გაგება უნდა ყველაფერს. მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ერთადერთი სისტემური მაცხოვნებელი მართლმადიდებელი რელიგიაა, მაგრამ გარანტია არავის აქვს ცხონებისა ცხადია. აქ საუბარია სისტემაზე და არა იმაზე, რომ რადგან მე მართლმადიდებელი ვარ ცხონება გარანტირებული მაქვს. პირიქით, უფრო მეტად მაქვს წარწყმედის შანსი, ვიდრე არამართლმადიდებელს, რადგან ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება.


ყველა დოგმატს თავის ფუნქცია აქვს და თავის მიზანს ემსახურება. უბრალოდ სიყვარულზე და ღმერთზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ დოგმატი თორე მის გარეშე რომ შეუძლებელია რელიგიის არსებობა ფაქტია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 09:00 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(protestanti @ Dec 7 2009, 05:53 PM) *

Atman

თუ დაუშვებ, რომ არამართლმადიდებლები(ც) ცხონდებიან, მაშინ გამოდის, რომ
იესო ტყუილად მოინათლა, ტყუილად აზიარა მოციქულები, ტყუილად ჩამოაყალიბა ეკლესია და ა.შ.
მგონი ძალიან მარტივი საკითხია და არ სჭირდება დოგმატური წიაღსვლები.


ხო მაგრამ თუ დაუშვებ რომ არამართლმადიდებლები არ ცხონდებიან, ღმერთი სიყვარული კი არა საშინელი ბოროტება და უსამართლობა ყოფილა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 09:04 PM
პოსტი #57


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ყოველთვის, როდესაც ვამბობ რომ ჯოჯოხეთი დროებითია და საბოლოოდ ყველა ღმერთამდე მივა 1 წლის თუ მილიარდი წლის მერე, უზარმაზარ წინააღმდეგობას ვაწყდები და განსაკუთრებით მართლმადიდებლების და მუსულმანების მხრიდან. ყველა არა მაგრამ ბევრი უკმაყოფილო დარჩება თუ მკვლელი და ბოროტმოქმედიც ცხონდება ოდესმე. სიყვარულს ნაკლებად ვხედავ აქ!

მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ოდესმე ყველა ცხონდება.
სიტყვა ცხონებას ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მას სიტყვით ვერ აღწერ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ყველას ბოლო ეგაა smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Dec 7 2009, 09:08 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(Atman @ Dec 7 2009, 10:04 PM) *

ყოველთვის, როდესაც ვამბობ რომ ჯოჯოხეთი დროებითია და საბოლოოდ ყველა ღმერთამდე მივა 1 წლის თუ მილიარდი წლის მერე, უზარმაზარ წინააღმდეგობას ვაწყდები და განსაკუთრებით მართლმადიდებლების და მუსულმანების მხრიდან. ყველა არა მაგრამ ბევრი უკმაყოფილო დარჩება თუ მკვლელი და ბოროტმოქმედიც ცხონდება ოდესმე. სიყვარულს ნაკლებად ვხედავ აქ!

მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ოდესმე ყველა ცხონდება.
სიტყვა ცხონებას ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მას სიტყვით ვერ აღწერ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ყველას ბოლო ეგაა smile.gif


ეგ უნივერსალიზმია, თავის დროზე ორიგენე ქადაგებდა მაგას, შემდეგ წმინდა გრეგორი ნისელი, ხმები მომივიდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელიცო...

მე ვერაფერს ვიტყვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მაინც ვიტყვი რომ თუ ღმერთი სიყვარულია მაშინ მას არ შეუძლია სამუდამო სატანჯველისთვის გაწიროს ადამიანი... თუმცაღა ეგ სამართლიანი იქნებოდა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 7 2009, 09:13 PM
პოსტი #59


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ოდესმე ყველა ცხონდება.

სწორედ ეს არის უსამართლობა და სრული აბსურდი. გაუაზრებელი გამონათქვამი, ორიგენისტული მოძღვრება, რომელსაც ელემენტარულად საფუძველი არ გააჩნია და თუ მის სიღრმეებს ჩაწვდები მკვეთრად დაინახავ მის აბსურდულობას. ეს ცხონების ვერ გააზრების ბრალია. ცხონება, ისევე როგორც წარწყმედა შეგნებული არჩევანის შედეგია პიროვნებისა, ღმერთი არც ძალით აცხოვნებს ვინმეს და მითუმეტეს არ წარწყმედს, ყველა საკუთარი არჩევანის შედეგად იმკვიდრებს ცხონებასა და წარწყმედასაც. როგორ დავუშვათ, რომ პიროვნებას, რომელსაც შეგნებულად აქვს არჩეული უკეთურება ის ძალით აცხონოს ღმერთმა. მაშ მისი მოწოდებები რარას ემსახურება ღვაწლისკენ, ნუთუ ეს ყველაფერი ფალსიფიკაციაა? თუკი ყველანი ვცხონდებით ბოლოს რაღას მოვიკლათ თავი სხვადასხვა ღვაწლის აღსრულებით? მხოლოდ იმიტომ, რომ დროებითი განშორებულობა ავიტანოთ უფლისგან? ჯოჯოხეთი არ არის დაუშრეტელი ცეცხლი, სადაც მატერიალური გაგებით იწვება ადამიანი, ჯოჯოხეთი ეს უფლისგან განშორებული მდგომარეობაა და თუკი მე ჩემი ნებით ვშორდები მას, განა უარესი უსამართლობა არ იქნება თუკი ის ჩემს თავისუფალ ნებაზე იმძლავრებს და ძალით მიმიზდავს თავისკენ?



ციტატა
ხო მაგრამ თუ დაუშვებ რომ არამართლმადიდებლები არ ცხონდებიან, ღმერთი სიყვარული კი არა საშინელი ბოროტება და უსამართლობა ყოფილა...

აბსოლუტურად გაუაზრებელი გამონათქვამი. სიყვარული იეღოველთა ლიტერატურაზე გამოსახული ილუსტრაციები გგონია?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 7 2009, 09:15 PM
პოსტი #60


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Otherguy

ციტატა
ეგ უნივერსალიზმია, თავის დროზე ორიგენე ქადაგებდა მაგას, შემდეგ წმინდა გრეგორი ნისელი, ხმები მომივიდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელიცო...


ვიცი და ერესად შერაცხეს მერე...

ციტატა
მე ვერაფერს ვიტყვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მაინც ვიტყვი რომ თუ ღმერთი სიყვარულია მაშინ მას არ შეუძლია სამუდამო სატანჯველისთვის გაწიროს ადამიანი... თუმცაღა ეგ სამართლიანი იქნებოდა...


ჰოდა ადამიანმა "მართალი" და "სამართალი" არ უნდა დააყენოს ღმერთზე და სიყვარულზე მაღლა. სამართალი საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ ყველაზე მაღლა სიყვარული დგას. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჯოჯოხეთში მარადიულად ტანჯვისთვის ღმერთი არავის გაწირავს. რატომ არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში. და რაც უფრო სწორად და მცნებების შესაბამისად ვიქცევი ხოლმე მით უფრო მიღრმავდება ეს რწმენა, სხვათა შორის სწორედ მაშინ მიჩნდება "შიში" მარადიული ტანჯვისა, როცა არასწორად ვიქცევი. მაგრამ ვიცი რომ ეს მხოლოდ შიშია, ქვეცნობიერში ჩადებული რელიგიისა და სხვა ფაქტორების მიერ და კავშირი არ აქვს რეალობასთან a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი