IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 13 14 15  
Reply to this topicStart new topic
> ქალები წმ. წერილში, დედათა სახე ბიბლიაში
KAIROS
პოსტი Aug 14 2012, 11:09 AM
პოსტი #281


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ კი კარგი იქნებოდა გაგვეკეთებინა სია იმ ქალებისა ბიბლიიდან რომლებზეც ვისაუბრეთ smile.gif
იტალიურად არის კიდეც პროექტი:
ქალები ბიბლიაში, მაგარი ნამუშევარია:

http://www.donnecristianenelweb.it/Donne%2...la%20Bibbia.htm

მაგრამ ყველაზე ძლიერი მაინც ეს ინგლისურენოვანი პორტალია smile.gif

http://www.womeninthebible.net/

აბა, ვინც იცით ინგლისური აარჩიეთ, თარგმნეთ, გადმოიტანეთ...

თუ ბევრი იქნება, ნელნელა გამოვაქვეყნებთ და იქნებ მერე მცირე ვებ.გვერდიც გაკეთდეს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2012, 02:33 PM
პოსტი #282


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მარინე მოგვეხმარები?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 14 2012, 09:04 PM
პოსტი #283


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



KAIROS
ყველაზე მეტად ამ თემის გაცოცხლებას ველოდებოდი tongue.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 15 2012, 12:24 AM
პოსტი #284


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მეც მინდა ჩავერთო... საშუალება როცა მომეცემა ხოლმე, იქნებ ვთარგმნოთ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikoloza1997
პოსტი Sep 2 2012, 07:50 PM
პოსტი #285


აპოკალიფსის მხედარი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 5-August 12
წევრი № 12,550



ციტატა
დედათა სახე ბიბლიაში

დედათა სახე ბიბლიაში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რადგან მისი თვისებები საუკეთესოა ქალისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2013, 02:55 PM
პოსტი #286


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(nikoloza1997 @ Sep 2 2012, 08:50 PM) *

დედათა სახე ბიბლიაში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რადგან მისი თვისებები საუკეთესოა ქალისთვის


მართლაც, დედა ღვთისმშობელი დედის მაგალითია დედებისთვის და ქალწულობის მაგალითი ქალწულთათვის...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2013, 02:01 AM
პოსტი #287


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



nikoloza1997
ციტატა
დედათა სახე ბიბლიაში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რადგან მისი თვისებები საუკეთესოა ქალისთვის

ძალიან ზოგადი განჩინებაა .
ვიღაცამ შეიძლება რუთში დაინახოს დედათა სახე , ვიღაცამ რააბში , მარიამ მაგდალინელში , ევაში და.ა.შ.
ცოტა კონკრეტიკა თუ არ მივეცით , არ გამოვა არაფერი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 1 2014, 11:25 PM
პოსტი #288


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



2014“.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 1 2014, 11:39 PM
პოსტი #289


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როდესაც ვლაპარაკობთ ქრისტიანი ქალების მდგომარეობაზე კაპადოკიაში, ყველაზე საგულისხმო მაგალითად მაკრინე უმცროსი [6] – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის უფროსი და – უნდა მივიჩნოთ. ძმები მას თავიანთ მოძღვრად თვლიდნენ. დიალოგში “სულისა და აღდგომის შესახებ“ გრიგოლმა გადმოგვცა საუბარი, რომელიც გაიმართა მასსა და მის მომაკვდავ დას შორის. ამ დიალოგს პლატონის “ფედონს“ ადარებენ. წმიდა მამებისთვის ქალი იყო არა მხოლოდ სიყვარულის ობიექტი, არამედ თანამოსაუბრე და თანამგზავრი, ხოლო ზოგჯერ – დამრიგებელიც სულიერ ბრძოლაში. მათი ეგალიტარიზმი ეფუძნება ჟამთა აღსასრულის ესქატოლოგიურ პერსპექტივას, როდესაც განსხვავება სქესთა შორის მნიშვნელობას დაკარგავს და დაიძლევა. მონაზვნობა ცდილობს უკვე ახლა, ჟამიერ სამყაროში განახორციელოს ეს იდეალი. სწორედ მონაზვნობაში ხორცშესხმულ ახალ ქრისტიან ერში არის რეალიზებული მამაკაცისა და დედაკაცის დასაბამიერი თანასწორობა, რომელიც მათ ანთროპოლოგიაშია მოცემული.



უახლესი ისტორიის მოვლენების შემდეგ, რომლებიც ხშირად დრამატიზმით იყო აღბეჭდილი, ქალებმა შესამჩნევი როლი მოიპოვეს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცნობილია, რომ სწორედ ქალების, ამასთან, მეტწილად მოხუცების, სახელგანთქმული “ბაბუშკების“, წყალობით გადაურჩა სრულ განადგურებას სამრევლოების სტრუქტურა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მიუხედავად ათეისტური სახელმწიფოს მიზანმიმართული მცდელობისა. ეს “ბაბუშკები“ მალულად ნათლავდნენ თავიანთ მცირეწლოვან შვილიშვილებს, ისინი ქმნიდნენ ე. წ. “ოცეულებს“ – ოცი მორწმუნისგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებსაც, თუკი თხოვნით მიმართავდნენ სახელმწიფოს, რელიგიური რიტუალის შესასრულებელი ადგილი ეკუთვნოდათ (სხვა საქმეა, რომ თვით ასეთი თხოვნა იყო უაღრესად მაკომპრომეტირებელი ქმედება ტირანულ სახელმწიფოში). ხშირად, ამ ქალებს სამრევლოს მამასახლისის, ე. ი. მასზე პასუხისმგებელი საერო პირის მოვალეობაც ეკისრებოდათ, რის შედეგადაც, ისინი ხდებოდნენ ერთგვარი შუამავლები ხელისუფლებასა და მღვდელს შორის და ცდილობდნენ ყოველმხრივ დაეცვათ ეს უკანასკნელი. სამრევლოების ცხოვრება მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული `ბაბუშკების~ გაბედულებაზე, სიჯიუტესა და მოხერხებულობაზე.

იმავე წლებში სხვა რუსი ქრისტიანი ქალები დისიდენტური ცხოვრების შუაგულში იმყოფებოდნენ: ეხმარებოდნენ არალეგალურ გამოცემებს, აწყობდნენ იატაკქვეშა რელიგიურ სემინარებს. ამის შედეგად მრავალი მათგანი გადაასახლეს ან ციხეში მოხვდა. რა ბედი ეწიათ მათ შემდგომში? ახლა მათ შესახებ თითქმის არაფერს ლაპარაკობენ.

საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელ რუს დისიდენტ ქალებთან ერთად უნდა გავიხსენოთ ერთიმართლმადიდებელი მონაზონი, რომელიც, მისი ბიოგრაფის სიტყვით, “სადიაკვნო“ სამსახურს ეწეოდა საფრანგეთში რუსული ემიგრაციის გარემოში, ჯერ – ორ მსოფლიო ომს შორის წლებში, ხოლო შემდეგ – ფაშისტური ოკუპაციის პირობებში. ეს იყო დედა მარიამ სკობცოვა – ყოფილი რევოლუციონერი, რომელიც შემდეგ ეკლესიაში მივიდა და მეგობრობა აკავშირებდა დიდ რუს რელიგიურ მოაზროვნეებთან (მაგ., ნიკოლაი ბერდიაევთან და მამა სერგეი ბულგაკოვთან). დედა მარიამი ნაციონალ-სოციალისტური ბარბაროსობისადმი წინააღმდეგობის ისეთსავე სიმბოლოდ არის ქცეული, როგორც პასტორი ბონჰოფერი. ფაშისტებმა ის დააპატიმრეს და რავენსბრუკის სიკვდილის ბანაკში გაგზავნეს, რადგან მრავალი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. 1945 წლის აღდგომის წინა დღეს დედა მარიამი გაზის კამერაში მოკლეს. ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია მისი კანონიზაციისთვის ემზადება [9].

კომუნიზმის დამარცხების შემდეგ “ბაბუშკების“ ესტაფეტა ახალგაზრდა ქალებმა მიიღეს. ისინი ხშირად ნეოფიტთა წრიდან არიან. საუნივერსიტეტო დიპლომის მქონე, კარგად განათლებული ეს ახალი ქრისტიანები ეხმარებიან უამრავი საზრუნავით გადატვირთულ მღვდლებს. ისინი აგროვებენ შემწეობას გაჭირვებულთათვის, ეწევიან სამრევლოებში საბუხჰალტრო და სამეურნეო საქმიანობას, ხელმძღვანელობენ რესტავრაციას და ა. შ. მათ ახალი სიცოცხლე შეაქვთ აღორძინების გზაზე დამდგარი სამრევლოების ცხოვრებაში. ამ ქალების მხრებზე გადადის რადიკალური სახელმწიფოებრივი რეფორმებისგან დაზარალებულ სოციალურ ფენებზე (მოხუცები, ინვალიდები, უსახლკაროები, მრავალშვილიანი ოჯახები) ეკლესიის ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი.’’[6]

საკითხი ჩვენთან

ხსენებულ საკითხზე ინფორმაციის შეგროვებისას ვნახეთ , დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის მიერ გამოთქმული მიმართვა მრევლისადმი . მისი , მხოლოდ წაკითხვაა საკმარისი იმისათვის , რომ დავინახოთ , თუ რას მოუწოდებდნენ ქართველი სასულიერო პირები მრევლს , მაშინაც კი , როდესაც ურთულესი პერიოდი იდგა , საქართველოს ისტორიაში : ,, ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება ქალს ისეთივე უფლებები მიენიჭოს, როგორიც კაცს აქვს, რადგან ფიზიკურად უფრო სუსტია და ვერ შეძლებს ერთნაირ მოვალეობის ასრულებას. მაგრამ განა ცოტა არიან ისეთი მამაკაცნი, რომლებიც ქალებზე უფრო სუსტნი არიან აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უფლებებს არ ართმევენ. თუმცა ქალი კაცზე უფრო სუსტია აგებულებით, ფიზიკური ძალღონით, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მუყაითია, მომთმენი, ჯაფის ამტანი, ფხიზელი და მოხერხებული მუშაობაში. თუ კაცი მუშაობს დღეში რვა-ცხრა საათს, ქალი-მეოჯახე მთელი დღე ფეხზე ტრიალებს, ფუსფუსებს; თუმცა თითქო არა სჩანს მისი მუშაობა, მაგრამ იმდენი წვრილმანი საქმეებია გასაკეთებელი ოჯახში ყოველდღე, რომ ერთი საათის მოსვენებას, სულის მობრუნებას არ აძლევს დიაცს; ხშირად პურის საჭმელადაც ვერ პოულობს იგი თავისუფალ დროს. ხშირად ცალ ხელში ბავშვი ჰყავს აყვანილი და ცალი ხელით საქმიანობს. რომელი ჯაფა შეედრება შვილოსნობას და ბავშვის მოვლას? რა მოთმინებით არიან ხოლმე აღჭურვილნი დანი მოწყალებისა, როდესაც ისინი უვლიან დაჭრილებს, ავადმყოფებს? რამდენ წვალებას გამოივლიან ხოლმე და როგორ საშიშ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავს, როდესაც უვლიან ათასნაირ გადამდებ სენით ავადმყოფებს? რამდენჯერ სჭირდებათ მათ დღე და ღამის გასწორება? გარდა ამისა, რამდენი კუთხეა დედამიწის ზურგზე, როდესაც მამაკაცები სტოვებენ და ფულის საშოვრად მიდიან ქალაქებში? მაგ: ჩვენში რაჭიდან განა ცოტანი მიდიან სხვა და სხვა ქალაქებში სამუშაოდ? მათ მაგივრობას ვინ ეწევა სოფლად? ვინ ხნავს, ვინ სთესავს, მკის და ლეწავს მოსავალს, თუ არა მათი დედები, ცოლები და დანი? მართალია, საზოგადოდ მამაკაცს მეტი ღონე აქვს, მაგრამ ვის რად უნდა, თუკი ერთსა და იგივე საქმეს კაცზე ნაკლებ ქალი არ გააკეთებს? მგონი, ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ თუ ვის როგორ და რამდენი საქმის გაკეთება შეუძლია და არა იმით, თუ ვინ მუშაობს, აკეთებს ამ საქმეს.’’[7]

რამდენიმე ხნის წინ ალბათ გახსოვთ თუ რაოდენ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია , მისი უწმინდესობის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ , ქმრებისათვის , ფეხების დაბანვის თაობაზე . თქვენის ნებართვის კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საკუთარ აზრს , ხსენებულ საკითხზე .

გავიხსენოთ თუ რას სთხოვს მამამთავარი აბრაამი , მასთან მოსულ სტუმრებს : ,, და თქვა : ,, ბატონო , თუ ვპოვე მადლი შენს თვალში , გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს . და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს , და დაისვენებთ ხის ქვეშ.’’(დაბ.18.3-4) ნათელია , რომ აბრაამი , ემუდარება სტუმრებს მასთან მივიდნენ და თავად კი ივალდებულებს , მათთვის ფეხების დაბანვას . ეს აქტი მიიჩნეოდა , როგორც პატივისცემის უპირველესი გამოხატულება პიროვნებისადმი . რასაც ადასტურებს , მართალი ლოტის ეპიზოდიც : ,, და თქვა ; ,, ჩემო ბატონებო ! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე . და დილაადრიან დაიბანთ ფეხს დ წახვალთ თქვენი გზით !’’ ( დაბ.19.2)
ფემინისტებმა და ფსევდოუფლებათა დამცველებმა ,ცილი რომ არ დაგვწამონ , არგუმენტად ძველი აღთქმა მოგაქვთ , რომელიც მეორეხარისხოვანია თქვენთვისო (რა სისულელეა) ახალ აღთქმას გადავფურცლავთ. ვნახოთ თუ რას აკეთებს ქრისტე , პასექის წინ : ,, და წამოდგა სერობიდან , გადაიძრო ზედა სამოსელი , აიღო ტილო და წელზე შემოირტყა , მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება , წელზე რომ ერტყა. ‘’ (ინ.12.4-5) აღსანიშნავია ისიც , რომ მაცხოვარი , ერთგვარ ,,ულტიმატუმსაც’’’უყენებს მას , ვისი ფეხებიც თავად მის (ქრისტეს) , მიერ არ განიბანება : ,, მიუგო იესომ : ,, თუ არ დაგბან , ჩემთან არ გექნება წილი . ‘’ (ინ.12.7) დავფიქრდეთ თუ რა ხდება ხოლმე საქართველოს ტაძრებში (და არა მხოლოდ) , დიდი ხუთშაბათის დღეს . ამ დროს , საკათედრო ტაძარში , თავად მისი უწმინდესობა ბანს ფეხებს სასულიერო პირებს , ხოლო ეპისკოპოსთა უმრავლესობა , საკუთარ ეპარქიებში ასრულებს იგივე წესს . რა ვქნათ ბატონო , თქვენ გამო ვერ მოიყვანენ ცოლს , მართლმადიდებელი პატრიარქები თუ ეპისკოპოსები , რომ დაგანახონ თუ როგორ ბანენ მათ (ცოლებს) ფეხებს , ხოლო თავად ეს ქმედება რომ არც ღირსების შემლახველია და არც უფლებების , იქიდანაც სჩანს , რომ ყოველწლიურად , თავადაც აღასრულებენ მას .
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , თქვენ გვეუბნებით რომ , იმავე ქმედების აღსრულება , რაც ქრისტემ გააკეთა , ცოლის მხრიდან საკუთარი ქმრის მიმართ , არის ქალის უფლებების დარღვევა , ღირსების შელახვა , დამცირება და ათასი უბედურება . დიდი ბოდიში , მაგრამ თქვენი სიტყვები (მით უმეტეს დაუსაბუთებელი ცილისწამებები) , ვერასდროს ვერ იქნება ჩემთვის , ქრისტეს ქმედებებზე ავტორიტეტული და ვერ შეცვლის იმ სახარებისეულ რეალობას , რომლითან ვმოქმედებთ საუკუნეების მანძილზე .
სხვისი არ ვიცი და პირადად მე ხშირად მომისმენია ფსევდოლიბერალთა თუ ფემინისტთა მხრიდან განცხადებები იმის შესახებ , რომ ქართველი ქმრების უმეტესობა (ბოდიში მომითხოვია , მაგრამ უნდა ვთქვა) , უარზე არიან , რომ სექსუალური ურთიერთობის ე.წ. ,,ექსპერიმენტული სახეები’’ ჰქონდეს ცოლს მათთან და ეს ყოფილა , ქალების უფლებების დარღვევა , დამცირება , შეურაცხყოფა , დისკრიმინაცია , საზოგადოების ჩამორჩენილობა , საბჭოური მენტალიტეტი , ანტიდასავლური ქმედება და.ა.შ. დალოცვილებო , ცოლმა რომ ქმარს ფეხები დაბანოს , საშინელებაა და ქმრებმა რომ ცოლები ,,სექსუალურ თოჯინებად’’ გამოიყენონ , ღირსეული ქმედება , დასავლური მენტალიტეტის გამოვლინება ,ანტიდისკრიმინაციულობა , პროგრესულობა , და.ა.შ. სადაა აქ ლოგიკა , სამართლიანობა , ან საღი აზრი ?
ვისაც რა უნდა ის იფიქროს , მაგრამ შევარცხვინე ის ქმარი , ვისაც ცოლისთვის ფეხების დაბანვა ეთაკილება და ის ცოლი , ვისაც ქმრისადმი იგივე ქმედების განხორციელება ესირცხვილება . ჩვენი რელიგია , ჩვენი ეკლესია ასწავლის რომ ცოლქმარი , უკვე ერთი მთლიანობა და ერთი სხეულია : ,, ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს , და ორივენი ერთ ხორცად იქმნებიან . ‘’(ეფ.5.31) ე.ი. გამოდის , რომ იმ ცოლს , რომელსაც ქმრისთვის ეთაკილება ფეხების დაბანვა , საკუთარი ფეხების დაბანვისა რცხვენია და პირიქით .

დასკვნა

მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქალების დამოკიდებულების შესახებ , შევეცადეთ წარმოგვედგინა ვრცელი ინფორმაცია , რომელშიც იქნებოდა საუბარი , ევას საკითხიდან დაწყებული , დღევანდელი ვითარებით დამთავრებული . მსჯელობიდან გვსურდა დაგენახათ , რომ არავის აქვს არგუმენტირებული საფუძველი იმის საფიქრად , რომ ეკლესია ჩაგრავდა ან აკნინებს ქალებს . მეტიც , ეკლესია იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია , რომელმაც ღიად დაიწყო ქადაგება მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობაზე , ამ უკანასკნელის ღირსებაზე , დამსახურებებზე , მისდამი პატივისცემაზე და .ა.შ. ხოლო თუკი ვინმს სურს , რომ ეკლესიისადმი ცილისწამებისთვის ( რომლისგანაც ხელისმოთბობას მოელის) , გამოიყენოს სხვადასხვა კონკრეტულ სასულიერო თუ საერო პირთა განცხადებები და მოქმედებები , კიდევ ერთხელ ვეტყვით , რომ არ გამოუვათ , რადგან ეკლესია , თავისი დაარსების დღიდან , სიყვარულის , თანასწორუფლებიანობის და ღირსების დამცველი თუ მქადაგებელი იყო . დანარჩენი , თავად ამ პიროვნებების ნაკითხობის , ერუდიციისა და სინდისისთვის მიგვინდია .

გამოყენებული ლიტერატურა

1-გვასალია გ. შესაქმეს განმატება ; თბილისი 2014 წელი

2-წმ.იოანე დამასკელი ; მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ; თარგმნა ედიშერ ჭელიძემ , თბილისი 2000 წელი

3-მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით ; ტომი – I ; თარგმნა – ვლადიმერ ჩხიკვაძემ ; თბილისი 2007 წელი

ინერნეტ რესურსები

1-http://library.church.ge

2-http://www.orthodoxtheology.ge

3-http://tserilebi.blogspot.com

დანართი :

1 23

[1] -გვასალია გ. შესაქმეს განმატება ; გვ.74

[2] -გვასალია გ. შესაქმეს განმატება ; გვ.100

[3] -წმ.იოანე დამასკელი ; მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ; გვ.395

[4]-http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=280%3A2011-01-29-11-58-29&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka

[5] -http://library.church.ge/index.php?option=…emid=59〈=en

[6] -http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%94%E1%83%99/

[7]- http://tserilebi.blogspot.com/2014/10/1859...7.html?spref=fb

გურამ ლუსმანაშვილი

http://seminarieli.wordpress.com/2014/11/0...3%9A-%E1%83%94/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 13 14 15
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 07:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი