IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ძველი აღთქმის სიმკაცრე, ცდუნება თუ ესქატოლოგია?
კანუდოსელი
პოსტი Jun 1 2007, 12:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამ ფორუმში არაერთხელ წამოიჭრა საკითხი იმის თაობაზე, მოკვლა კარგია თუ არა...დიდი დებატები იყო და ერთ ერთ არგუმენტად ასახელებდნენ ძველ აღთქმაში მკვლელობის ფაქტებს, ამიტომ მკითხველს ბუნებრივად უჩნდება გარკვეული კომპლექსი ძველი და ახალი აღთქმის შეთავსებისას, ამიტომ გავკადნიერდი და ეს თემაც გავხსენი, რათა ვისაუბროთ მიზეზებზე.


როდესაც ასახელებენ არა კაც კლას ცნების ფონზე იგივე პერიოდში ებრაელების მიერ ომებში მონაწილეობას არის ერთი პრინციპული შეცდომა, ადამიანები რომლებიც პირდაპირ პარალელს ავლებენ ამ ორ აღთქმას შორის ვერ ხედავენ ორი აღთქმის პერიოდის პრინციპულ სხვაობას.

და მაინც რატომ იყო ასეთი მკაცრი ძველი აღთქმა?
შემოგთავაზებთ თეოლოგურ წრეებში გავრცელებულ პარალელს, გასაგები რომ იყოს...
წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა ბირთვული ომი და დაზიანდა მთელი დედამიწა, განადგურდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ვინც გადარჩა, მათ კვება ესაჭიროებათ მაგრამ საკვებიც მოწამლულია, თუმცა აღმოჩნდა თესლის არა რადიოაქტიური ნაწილი, რომელთა დარგვა და სელექცია უპირველესი ამოცანაა კაცობრიობის გადასარჩენათ...

აკეთებენ მცირე სათბურს, შემოღობავენ გალავანით და იქ იწყებენ დათესვას...მაგრამ ხდება საშინელებებიც, მუტანტთა ნაწილი იწყებს შემოსევას და ნერგების განადგურებას....რა დარჩენია მოსახლეობის იმ ნაწილს ვინც აცნობიერებს, რომ ერთადერთი გზა კაცობრიობის გადასარჩენად ვიმეორებ, მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, თუ არა ის, რომ მკაცრად გაუსწორდნენ მომხვდურთ.

ასეა ძველი აღთქმაც, უფალმა გამოირჩია მცირე თემი კაცობრიობიდან და გადაწყვიტა ამ თემში დაბადება, მაგრამ თემს განადგურება - რელიგიურ-ეთნიკური ასიმილაცია ემუქრება, რაც ბუნებრივია ღმერთის განკაცების გეგმას უშლის ხელს...კითხვა თქვენთან: რა დარჩენოდა ებრაელ ერს გარდა იმისა, რომ ეს არ მომხდარიყო...სიმკაცრე, ვიმეორებ, ესეთი სიმკაცრე განპირობებული იყო განსაკუთრებული მისიით: ღმერთი უნდა მოვლენოდა ქვეყნიერებას თემში განხორციელების გზით. მაგრამ დღეს იესო მოვა დიდებით და არა განკაცებით,ის ორჯერ არ განკაცდება ამიტომაც ქრისტე გგვაძლევს სრულყოფილ ცნებას: გიყვარდეთ მტრები...დალოცეთ ისინი...გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ

იგივე იყო ნიშანი წინადაცვეთისა, ეს იყო იმისათვის, რომ ებრაელი ერი ყოფილიყო დანიშნული და ამ ნიშნით ისინი ვერც შეერეოდნენ სხვებს,ამის დასადასტურებლად თეოლოგები (საგულისხმოა ცნობილი თეოლოგის ლოსკის დოგმატური ღვთისმეტყველება) ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ იქ,სადაც საშიშროება ასიმილაციისა არ იყო - უდაბნოში მოსესთან - მოსე ერს არ წინადაცვეთდა და მან წინადაცვეთა აღადგინა ისევ, როდესაც ისინი გამოვიდნენ უდაბნოდან, რამაც ისევ მოიტანა შიში ასიმილაციისა.

იმედია გასაგები ენით დავწერე და იმედია პირდაპირ პარალელებს არ გაავლებს ზოგიერთი და არ დამიმტკიცებს პირადად მე, რომ ისლამი, რომელზეც ღვთის წყალობით უარი ვთქვი და ქრისტიანობა თითქმის ერთი და იგივეა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 9 2007, 09:55 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანუდოსელი

გვერდზე ფორუმზე ასეთი კითხვები დამისვეს, კარგი იქნება თუ უპასუხებ smile.gif

ციტატა
1) ფაქტია, რომ ბიბლიის თუ გწამთ ე.ი. იმისაც გწამთ რომ მართლაც თვითონ ღმერთი ბრძანებდა ხოლმე ამ ადამიანების ჩაქოლვას.
მაშინ მისაღებია თუ არა თქვენთვის ასეთი მეთოდებით ადამიანების დასჯის ფაქტები (თუნდაც 3 000 წლის წინანდელი ფაქტები!), გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ასეთი მიდგომა და თუ ამართლებთ მაშინ რითი ამართლებთ ასეთ მეთოდებს.

2) თქვენი აზრით რატომ შეცვალა ღმერთმა ესეთი უმკაცრესი წესები ასეთი კონტრასტულად ლიბერალური წესებით? (მეორე ლოყის მიშვერა, მტრის შეყვარება, ვინც უცოდველია პირველი მან ისროლოს ქვა, ა.შ.)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 9 2007, 11:30 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ციტატა
1) ფაქტია, რომ ბიბლიის თუ გწამთ ე.ი. იმისაც გწამთ რომ მართლაც თვითონ ღმერთი ბრძანებდა ხოლმე ამ ადამიანების ჩაქოლვას.
მაშინ მისაღებია თუ არა თქვენთვის ასეთი მეთოდებით ადამიანების დასჯის ფაქტები (თუნდაც 3 000 წლის წინანდელი ფაქტები!), გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ასეთი მიდგომა და თუ ამართლებთ მაშინ რითი ამართლებთ ასეთ მეთოდებს.

2) თქვენი აზრით რატომ შეცვალა ღმერთმა ესეთი უმკაცრესი წესები ასეთი კონტრასტულად ლიბერალური წესებით? (მეორე ლოყის მიშვერა, მტრის შეყვარება, ვინც უცოდველია პირველი მან ისროლოს ქვა, ა.შ.)


კანუდოსელი გაგცემს ამომწურავ პასუხს, უბრალოდ მცირედ დავაზუსტებ ადამიანურ კანონებში ამოსავალი წერტილი ადამიანია, ხოლო ამ კანონების მონაცვლეობით ადამიანის აღზრდა ხდებოდა, ჯერ რძე და მერე ხორცი... ანუ უსამართლოდ მკვლელობა სამართლიდან გამომდინარე სიკვდილის დასჯით აიკრძალა , მერე კი "ვინც უცოდველია, პირველი მან ისროლოს ქვა" შემოიტანა უფალმა, ზრდიდა უფალი თავის ერს, ვიდრე განღმრთობამდე ახლაც ზრდის, როგორც ზოგადად ეკლესიას, ისე კერძოდ ნებისმიერ ჩვენთაგანს!

ბოდიში ჩავერიე smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 9 2007, 12:30 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ძველი აღთმის სისასტიკის საკითხი არაა ახალი, ისევე როგორც თითქმის ყველაფერი ამ ქვეყანაზე. პირველ ქრისტიანებშიც კი იყვნენ ისეთები, ვინც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანთა ღმერთი არის სიყვარულის ღმერთი და მას არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს სასტიკ, დაუნდობელ და უსამართლო ”ღმერთთან”, როგორსაც ძველი აღთმქმა გვიჩვენებს. და საერთოდ ეს ძველი აღთქმისეული ”ღმერთი” შესაძლებელია სულაც ეშმაკი იყოს. ეს თეორია შედარებით დალაგებულად და გააზრებულად ერთ-ერთმა ღვთისმეტყველმა - მარკიანემ ჩამოაყალიბა.

ეკლესიამ მისი მოძღვრება ერესად შერაცხა და დააკანონა, რომ ძველი აღთქმა განუყოფელი ნაწილია წმინდა წერილისა და ძველი აღთქმის პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა ღმერთი სწორედ მოციქულთა და მახარებელთა ღმერთია. ”ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა” (2ტიმ. 3,16).

თუმცა მარკიონის მოძღვრების გამგრძელებელნი და აზრების გამზიარებელნი დღესაც არსებობენ. ქრისტიანთა შორისაც კი, თუკი არ უარყოფენ ძველ აღთქმას, ყოველ შემთხვევაში ეჭვის თვალით უყურებენ მას, როგორც ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლს, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია. რა თქმა უნდა ისინი ცდებიან. სწორედ ძველი აღთქმა მოგვითხრობს ჩვენ სამყაროს შექმნის, ცოდვით დაცემის, რჩეული ერის წარმოქმნისა და მისი ღმერთთან დამოკიდებულების შესახებ. მას მიჰყავს მკითხველი სახარებისკენ, რომლის განმარტებაც ძველი აღთქმის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა: რა წინასწარმეტყველება აღსრულდა? რა მსხვერპლი იყო შეწირული? საერთოდ რა საჭირო იყო ჯვარცმა და აღდგომა?

მაგრამ რა განაშორებს თანამედროვე მკითხველს ძველი აღთქმისგან? უპირველეს ყოვლისა ეს დაუნდობლობა და სისასტიკეა. რაც არის არის - ბიბლია არაა წიგნი სადაც ტყუილები წერია და თუ ხალხი ვერ იტანდა და ხოცავდა ერთმანეთს, თუ ყველაზე რჩეული და მართალი ხალხიც კი არ იყო სრულყოფილი, ეს ასეც ეწერა პირდაპირ, ზედმეტი შელამაზებისა და გვერდის ავლის გარეშე. ბიბლია არ არის ტკბილი ზღაპრების წიგნი. სწორედ ამიტომ შეიძლება მისი ნდობა.

ამით თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ მავანთ ეჭვები მაინც ღრღნით. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ძველი აღთქმა არა მარტო კონკრეტული ადამიანების სისასტიკის შესახებ საუბრობს, არამედ ამ სისასტიკეს თვიოთ ღმერთს მიაწერენ. და მთავარი ბრალი რასაც მას წაუყენებენ, ეს ”მკაცრი კანონია”, რომელიც ითხოვს კბილს კბილის წილ და აკანონებს სიკვდილით დასჯას ელემენტარული ცოლქმრული ურთიერთობის დარღვევისთვისაც კი. მოდთ შევეცადოთ ცოტა უფრო დეტალურად გავერკვეთ საკითხში.

ოღონდ წინასწარ ერთ კომპრომისზე მოგვიწევს წასვლა: ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ დღევანდელ ადამიანებზე იგივენაირად როგორც ადამიანებზე რომლებიც 3000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ისინი ჩვენგან არა მარტო იმით განსხვავდებიან რომ დენი არ ჰქონდათ ან ინტელ P4 არ იცოდნენ რა იყო, არამედ მათ ერთგვარად სხვანაირი შეხედულებები ჰქონდათ სამყაროს შესახებ და მათ შესახებ მხოლოდ მათი დროის გადმოსახედიდან უნდა ვიმსჯელოთ. ხომ არ გავამტყუნებთ კოლუმბს იმის გამო რომ სანამ ამერიკის აღმოსაჩენად წავიდოდა, სასკოლო გლობუსს არ დახედა უსამართლო იქნება ბრალი დავდოთ ძველებს იმაში, რომ მათ არ გააჩნდათ ის, რაც დღეს გვაქვს ჩვენ. უფრო მეტიც, ხომ არ ააჯობებდა დავფიქრებულიყავით, მათგან ხომ არ გვაქვს ის რაც დღეს გაგვაჩნია?

მებისმიერი იურიდიული სისტემა იქმნება რაღაცის საფუძველზე. იმისთვის რომ კანონს ჰქონდეს ძალა ის უნდა ემყარებოდეს ვისიმე ავტორიტეტს. დღეს, როგორც წესი, კონსტიტუციები ეფუძნება ”ხალხის ნებას”, რომელიც, როგორც ვიცით, სხვა არაფერია თუ არა მოხერხებულად ამოქმედებული პოლიტტექნოლოგიები. მაგრამ ძველად კანონი ზეციდან ბოძებული საჩუქრად მიაჩნდათ. ძველი აღთქმაც გამონაკლისი არ ყოფილა.

მაგრამ ძველ აღთქმას გააჩნდა ერთი განსაკუთრებულობა. გარეშე მყოფი ხალხები თვლიდნენ რომ ღმერთებმა მათ მისცეს კანონი იმისთვის, რომ მათი ცხოვრება მოწესრიგებულიყო და აღკვეთილიყო უსამართლობა. მაგრამ სინას მთაზე მოსეს მისცა ღმერთმა არა მარტო სამართლის კოდექსი, იქ იყო ჩაწერილი აღთქმა, ანუ ერთგვარი შეთანხმება ებრაელებსა და ღმერთს შორის: ”და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად” (ლევ. 26,12) ამ აღთქმის გარეშე ებრაელები იქნებოდნენ მარტოოდენ ეგვიპდიდან გამოქცეული მონები, მაგრამ აღთქმის დადების შემდგომ ისინი ხდებოდნენ ხალხი, რომელთაც გააჩნდათ საკუტარი სახელმწიფო, საკუთარი ტერიტორია, საკუთარი კულტურა და რელიგია. აღთქმა წააგავდა შეთანხმებას, დიადი ქვეყნის მეფესა და მასზე დაქვემდებარებულ ერს შორის: ის პირდება მათ დაცვას და მფარველობას და საპასუხოდ ითხოვს მორჩილებასა და ერთგულებას.

სწორედ ამიტომ ყველაზე საშინელ დანაშაულად ძველ აღთქმაში ითვლებოდა ღმერთის ღალატი: კერპტაყვანისმცემლობა და ჯადოსნობა. სასჯელი მათ გამო სიკვდილით დასჯა იყო, სწორედ ისე, როგორც უსწორდებიან თანამედროვე ტერორისტებს იარაღით ხელში, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გაბედავენ გალაშქრებას.

ურთიერთობა თავად ებრაელთა თემში რეგულირდებოდა გამომდინარე პრინციპიდან: ”იყვენით წმინდაჲ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი”. ამას ითხოვს ღმერთი ებრაელთაგან და რადგანაც ასეა წარმოუდგენელი ხდება უსამართლობა, დამცირება, ყაჩაღობა. სწორედ ამიტომ სამარლებრივი ნორმები ძველ აღთქმაში იღებენ ისეთივე წმინდა სტატუსს, როგორც საღვთისმსახურო ნორმებია: ფაქტიურად ისინი განუყოფელნი ხდებიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 06:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი