IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 112 113 114 115 116 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 16 2019, 12:19 PM
პოსტი #2261


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საძმოს ჩამოყალიბება

"საძმოში ახალი წევრის მიღებისას მამა ხარლამპე თავის ჩვეულ ტაქტიკას იყენებდა. ახალმოსულს აღსარების თქმის მერე იესოს ლოცვას ასწავლიდა. გააცნობდა ძმობის ტიპიკონს.

თუ კაცი მაშინვე შეეწყობოდა ამ ტიპიკონს, მამა ხარლამპე ღმერთს შესთხოვდა, ეუწყებინა, ახალმოსული დაეტოვებინა საძმოში თუ არა. თუ უფლისგან დადებით პასუხს მიიღებდა, მაშინ პირდაპირ ეტყოდა, დარჩიო. მასაც ან კი, ან არა უნდა ეთქვა.

იყო შემთხვევები, როცა ღვთაებრივი ცეცხლით აენთებოდნენ ახალმოსული ძმები და იესოს ლოცვაში წარემატებოდნენ, მაგრამ მზაკვრული ფიქრები მათ შთააგონებდა: - გაიქეცი აქედან, ნუ დააყოვნებ, თორემ მოგეწონება და მერე წასვლა აღარ მოგინდებაო. ვინც სულით მხნე იყო, შეეპასუხებოდა, - სად წავიდე, უფალო? სიტყვანი ცხოვრებისანი შენ გაქვს. ასეთი ბრძოლის მერე თუ ვინმე ვერ უძლებდა და მიდიოდა, მთელ დაგროვილ სიმდიდრეს კარგავდა, სასოწარკვეთილი თმას იგლეჯდა და გარკვეული დროის მერე მამა ხარლამპეს ლოცვით უკან ბრუნდებოდა.

იყო მეტად უცნაური შემთხვევებიც. ამ დროს საბოლოო სიტყვა ყოველთვის მამა ხარლამპეს უცვლელ მრჩეველს, მამა არსენს ეკუთვნოდა. ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ საძმოში დარჩენის მხურვალე სურვილი გამოთქვა. მამა ხარლამპეს პირველი გაკვეთილის მერე მეტად იგულმოდგინა თავისი პირველი ღამისთევის ლოცვისას. მაგრამ იმავე ღამეს მამა ხარლამპეს გულზე რაღაც საშინელი სიმძიმე დააწვა. ეს მან უარყოფით პასუხად მიიღო. მეორე ღამეს მოძღვარს ჩვეული განწყობა დაუბრუნდა, ახალგაზრდა კაცმა კი, პირიქით, დაკარგა. აღსარებაზე თქვა, - ღამისთევის ლოცვაზე გაძლება აღარ შემიძლიაო. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. მამა ხარლამპე დარწმუნებული იყო, რომ ყმაწვილი საძმოში ვერ გამოდგებოდა. მივიდა მამა არსენთან და უთხრა, - უკან უნდა გავუშვაო. მან კი მოულოდნელად უპასუხა, - არა არ გააგდო... ცოდოაო.

- მამა არსენს დავმორჩილდი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის ვამბობდი: - მამა არსენს და მე ყოველთვის ერთი აზრი გვქონდა, ამ მონაზვნის ხვედრის გარდა. არ ვიცი, რატომ მთხოვა საძმოში დამეტოვებინა, ეს ძმა ხომ ამდენ პრობლემას მიჩენს-მეთქი.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მამა არსენი მართალი იყო. თუმცა ძმა მამა ხარლამპეს ბევრ პრობლემას უჩენდა, მაგრამ გონებისმიერი ლოცვის მოსაპოვებლად დაუცხრომლად, მოთმინებით და სიჯიუტით იღვწოდა. სხვა ძმებს, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ლოცვის ნიჭი, "რული მოეკიდებოდათ ხოლმე", ეს ძმა მტკიცე იყო და, ბოლოს და ბოლოს, სულიერად წარემატა.

სხვა ყმაწვილი თითქოს მთლიანად შეეწყო ძმობის განრიგს, მაგრამ მამა ხარლამპემ ლოცვისას მასზე უარყოფითი პასუხი მიიღო და იმ ძმას უთხრა: - შვილო, სხვა ადგილი იპოვეო. არა, მამაო, მე აქ სიმშვიდე ვპოვე, ნუ გამაგდებო, - სთხოვა მან. ბერმა იფიქრა: "უფალმა თქვა, ჩემთან მოსულებს არ გავაგდებო. ახლა კი ჯერი ჩემს მოძღვარზეა (მამა იოსები). დაე, მან ნიშანი მომცეს". "ძმას ვუთხარი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - შვილო, მამა იოსების საფლავთან ლეღვის ხე დგას. ტრაპეზისთვის ცოტა ლეღვი ჩამოკრიფე-მეთქი. ძმა ხისკენ გაიქცა, მაგრამ მიუახლოვდა საფლავს თუ არა, უეცრად ხმამაღლა დაიყვირა და მიწაზე დაეცა. მივედი. გაფითრებულს პირიდან დუჟი სდიოდა.

ეს მამა არსენს მოვუყევი. მითხრა, - "ეს ცუდის ნიშანია. კვლავ გამოსცადე. თუ იგივე დაემართება, მაშინ ეს ნამდვილად ჩვენი მოძღვრის პასუხიაო".

მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მაშინ არსენმა მითხრა: - ხვალვე უთხარი, წავიდესო. ასეც მოვიქეცი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2019, 09:36 AM
პოსტი #2262


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ასეა, ღმერთს მონასტრის ნესტიან კედლებში ვერ იპოვი, თუ გულში არ გყავს”

/მამა პეტრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2019, 01:08 PM
პოსტი #2263


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დაფარულმცოდნე მამა ილარიონ ქართველმა (+1864) რუს მეუდაბნოეს, რომელმაც მარხვაზე რჩევა ჰკითხა, უთხრა: "ჭამე დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას კი ორჯერ და საჭმელს ზეთი დაუმატე".

ძილზე კი ურჩია: "იძინე, რამდენსაც ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ როცა გაიღვიძებ, მაშინვე წამოდექი და საწოლში ნუღარ ჩაწვები".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2019, 02:27 PM
პოსტი #2264


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი კონსტანტინე [სინადელი] ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ. ერთხელ, ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს მას ძალიან მოეწონა და იმავე მოძრაობის გამეორება დაიწყო, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა.

ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი მთელი გულით ირწმუნა ქრისტე.

ირგვლივ მყოფნი დასცინოდნენ ნეტარს. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა იგი საშინლად შეურაცხჰყო. კონსტანტინემ პირჯვარი გადასწერა უსჯულოს, რომელმაც მაშინვე სული განუტევა, მაგრამ შემდეგ უბოროტო და გულმოწყალე ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და ისევ გააცოცხლა.

ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვნური სათნოებებით გაბრწყინებული დიდი მოსაგრეები მოღვაწეობდნენ.

იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანიც სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია.

უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ, ტაძრის კარებიც თავისით გაიღო მის წინაშე.

მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2019, 11:35 AM
პოსტი #2265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "მონაზვნური ცხოვრება - დიდებული სასწავლებელია, სადაც ღვთის მართლცხოვრებას ასწავლიან, და სადაც სახარებისეული სიმკაცრე მოქმედებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2019, 12:14 PM
პოსტი #2266


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთი ძმა აბბა ამონს სთხოვდა, დამარიგე, როგორ მოვიქცეო. ბერმა უპასუხა: "ისეთი აზრები გქონდეს, როგორიც დამნაშავეებს აქვთ ციხეში. ისინი ყოველთვის სხვებს ეკითხებიან: მოსამართლე სად არის? როდის მოვა? – და ტირიან მის მოლოდინში. მონაზონიც ასე უნდა იყოს, გამუდმებით უნდა ამხელდეს თავის სულს და ამბობდეს: ვაი ჩემს თავს! ქრისტეს სამსჯავროზე როგორ წარვდგები, მის წინაშე თავს რითი ვიმართლებ? თუ მუდამ ასე იფიქრებ, შეძლებ გადარჩენას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2019, 09:45 AM
პოსტი #2267


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერმა ძალიან დიდი სიყვარული შემძინა. ულოცველად არ შემიძლია ყოფნა. სულს სწყურია ლოცვა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2019, 09:24 AM
პოსტი #2268


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა დიონისე, ქრისტესთვის სულელი (+1880): "რადგანაც დღეს აღარ არის სათნოებები, მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით ცხონდებიან. ამიტომაც დამთმენნი იმ ძველ მამებთან ერთად იქნებიან, ვინც ბევრს მოსაგრეობდა. განსაცდელის დათმენა უკვე საკმარისია, უდრტვინველი დათმენა იგივე ლოცვაა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2019, 10:29 AM
პოსტი #2269


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრება ძალიან რთულია, თუ არ არის ღვთის ნება, მონასტერში ვერავინ გაჩერდება. მონაზვნობა განა რთული და ძნელია. სირთულეა მორჩილება და სიმდაბლე. როცა გეტყვიან, ასეთი და ასეთი ხარო, უნდა უპასუხო, - კურთხეულია, რომ ასეთი ვარო. როცა რაიმეს კარგად გააკეთებ, ის კი არ უნდა თქვა, კარგიაო, თავი უნდა დაიმდაბლო და არ შეიქო. მონასტერში როცა მიდის ადამიანი, ყველა ცუდი თვისება უნდა მოიკვეთოს. ეს არის რთული და არა მონასტრის ტიპიკონი.“

/გერონდისა მაკარია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2019, 12:39 PM
პოსტი #2270


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“როდესაც ბერი ლოცვას იწყებს, ხელში ფსკვნილს იღებს და ადამიანებს მოიხსენიებს, მათთვის მსხვერპლის გაღებით იგი სიყვარულს იხვეჭს“.

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2019, 11:18 AM
პოსტი #2271


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დედა თამარს [მარჯანიშვილი] საოცრად ლამაზი ჰქონდა ყველაფერი. ბრწყინავდა საოცარი სინატიფითა და თვალწარმტაცი სისუფთავით. ეკლესიაში წინ ხელსახოცს იფენდა და ლოცვისას ზედ იჩოქებდა. სისუფთავის ასეთ მოყვარულს ცხოვრება მოუხდა ჯერ ციხის საერთო საკანში, ხოლო შემდეგ - გლეხის ღარიბულ ქოხში.

დედა თამარი თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კოხტად მორგებული მონაზვნის ფაქიზი ტანსაცმლის ქვეშ, რომელიც სისუფთავისგან ქათქათებდა, ჯაჭვს ატარებდა. ისევე როგორც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ კი ეძინა? იმ ოთახიდან, სადაც პერხუშკოვოში დებს ეძინათ ღამე, თუ ვინმე გამოიღვიძებდა, აშკარად ხვდებოდა, რომ ტიხარს იქით, სენაკში, დედა თამარი ფხიზლობდა. ცხადი იყო, ლოცულობდა.

დიდი ძალა ჰქონდა მის ლოცვას! იგი რწმენის უზარმაზარი ცეცხლით იყო აღვსილი.
მკაცრიც იყო. ხანდახან ბრაზდებოდა კიდევ, თუ ხედავდა, რომ რაიმე ისე არ კეთდებოდა, როგორც საჭირო იყო, ბრაზდებოდა, როცა რომელიმე დას შეეშლებოდა გალობა, რომელიც მას ძალიან უყვარდა.

ყველა ერიდებოდა დედა თამარის განაწყენებას ან მისგან შენიშვნების მიღებას. მაგრამ მის წყენასა და შენიშვნაში პირქუშობის ნატამალიც კი არ იყო, ეს უფრო სრულყოფილებისა და წესრიგის მოთხოვნა იყო, რომელსაც ასე ელტვოდა მისი მგზნებარი გული. რაღაცნაირი ალერსითა და სიყვარულით წარმოთქვამდა შენიშვნასაც.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2019, 12:04 PM
პოსტი #2272


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა ეგნატე მოძღვარი (+1925): "მონაზონმა გემრიელი საჭმელები არ უნდა ჭამოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2019, 11:27 AM
პოსტი #2273


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აქაურმა მთვარემ იცის ეს ამბავი და ახლაც კი ახსოვს, ადრე როგორ იჭვრიტებოდა გაძარცვულ ტოტებში და დაჰნათოდა მოხუცი მონაზვნის დაღარულ სახეს. ღამე ეხურა სოფელს, მონასტერს, ირგვლივეთს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2019, 11:20 AM
პოსტი #2274


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი პეტრე ათონელი

"ღირსი პეტრე, ღვთის გამოცხადებით, ათონის სამხრეთით ერთ მღვიმეში დასახლდა. მან ამ მღვიმეში 53 წელი იცხოვრა და მარავალი ბრძოლა-განსაცდელი დაითმინა ეშმაკებისგან, ღირსი გახდა ზეციური მანანის გემოს ხილვისა, რომელიც მის გამოსაკვებად იქვე ახლოს ზეციდან უფლისა მიერ ცვიოდა. მას სამოსი არ ეცვა. ჰქონდა გრძელი წვერი და გრძელი, ჭაღარა თმა. ის ამ მღვიმეში ერთმა მონადირემ ნახა, თუმცა თავის ძმასთან და ორ მონაზონთან ერთად ღირსი მამის სანახავად მისულს ის გარდაცვლილი დახვდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2019, 12:30 PM
პოსტი #2275


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა გედეონ კავსოკალიველი (+1896): "მონასტერში არის ხალხი, რომელიც მკაცრად იცავს ღვთის მცნებებს, მაგრამ არიან საპირისპირო მიდრეკილებისანიც".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2019, 12:10 PM
პოსტი #2276


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ეცადე, მატერიალურზე არ იოცნებო, მხოლოდ შენს მონასტერზე იფიქრე. ამ ყველაფერს მხოლოდ იმის ხსოვნა შეგიცვლის, ვისაც ვემსახურებით - იესო ქრისტესი.

თუ შენს კელიაში რაიმე ნივთი ერს გახსენებს, აუცილებლად გადააგდე, რათა ნებისმიერი საშუალებით ახალი სულიერი ბრძოლის საბაბი აღმოიფხვრას.

ეცადე, წარსული დაივიწყო, როდესაც ის თავს წამოყოფს და შენს დახრჩობას შეეცდება, მოუხმე იესოს და ის დაგეხმარება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2019, 01:17 PM
პოსტი #2277


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ის განუდგა სოფელს და ყველაფერს, რაც სოფელშია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2019, 10:11 AM
პოსტი #2278


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი ნიკოლოზ მონაზონი (ხს. 6 იანვარს, ახ. სტილით) მხედართმთავარი იყო ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I - ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. გადამწყვეტი ბრძოლის წინა დღეებში ბანაკში მეომრებთან დარჩენის ნაცვლად ნიკოლოზმა სასტუმროში გადაწყვიტა გამოძინება.

ღამით მასთან მოულოდნელად მივიდა სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი და მის ცდუნებას შეეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. მეომარმა აუხსნა ქალს, რომ მისთვის ქრისტიანისთვის მრუშობის ცოდვა მიუღებელი იყო , რადგან მისი სხეული სულის ჭურჭელი იყო და ცოდვით ვერ დააბინძურებდა.

მეორე ღამით ნიკოლოზს უფლის ანგელოზმა აუწყა, რომ ბულგარელებზე ბრწყინავლედ გაიმარჯვებდნენ ბიზანტიელები, თუმცა, მის გარდა ყველა ბრძოლის ველზე დაიღუპებოდა.

მართლაც, მეორე დღეს ასეც მოხდა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისთვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2019, 12:46 PM
პოსტი #2279


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა ხარიტონი (+1878): "ადამიანებს შეემთხვევათ ის, რომ კარგავენ სულიერ ორიენტირს და ზოგჯერ მონაზვნობის მიზანსაც".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2019, 09:35 AM
პოსტი #2280


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნურ ცხოვრებაში გამორიცხულია ისეთი რამ, როგორიცაა მაგალითად მოწევა“

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 112 113 114 115 116 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი