IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> სამყაროს კვლევის უძირო სიღრმეები, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, ინჟინერია და ა.შ.
კანუდოსელი
პოსტი Feb 18 2009, 05:54 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ბექა @ Feb 18 2009, 05:24 PM) *

ეს რას ნიშნავს ანუ კვაზარი? smile.gif

კვაზარი ერთერთი სახეობაა აქტიური გალაქტიკური ბირთვებისა, ის წარმოადგენს ვარსკვლავის მსგავს რადიო (გამოსხივების) წყაროს, ანუ ინგლისურად: QUAsi-StellAr Radio source, ანუ: QUASAR

ისტორიულად როცა ის აღმოაჩინეს, მისი გამოსხივება ძალიან წააგავდა ვარსკვლავების გამოსხივებას და ამიტომ სახელიც ასეთი დაერქვა.


ციტატა(ბექა @ Feb 18 2009, 05:24 PM) *

ხოდა კიდე ერთი შავი ხვრელი ხომ ისრუტავს ნებისმიერ სხეულს თუ რაც ქვია (დიდი სპეცი არ ვარ ამ სფეროში) ხოდა მერე ეს სხეული სადღაც ხომ მიდის და სად? სხვა განზომილებაში თუ რა ხდება?

იმისათვის რომ დააკვირდე აკრეცირებადი ნივთიერების მომავალს გარედან, ანუ არა შავი ხვრელის გარემოდან, აღმოჩნდება, რომ შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემის დრო უსასრულობის ტოლია, ანუ ვერასოდეს ვერ დავინახავთ თავად პროცესს დაცემისა, მაორეს მხრივ, თუ თავად იმ აკრეციულ ნივთიერებაზე დავჯდებით (არ გირჩევთ biggrin.gif) მაშინ დაცემა მოხდება სასრულ დროში და შევიგრძნობთ კიდეც ამ პროცესს biggrin.gif

დროთა ასეთი სახესხვაობა გამომდინარეობს დროის ფარდობითობიდან, რომ სწრაფად მოძრავ სხეულზე დრო სხვა ტემპით მიედინება და "გაჩერებულ" ან ნელა მოძრავ სისტემაში (როგორიც დედამიწაა) - სხვაგვარად და თანაც ამას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ემატება, რომ იქ გრავიტაცია ძლიერია და ეს გადამწყვეტი ფაქტორია დროთა განსხვავებისა.

მოკლედ, ლაბორატორიული ანუ დედამიწის სისტემიდან, ნივთიერების შავ ხვრელზე დაცემა არ დაიკვირვება (უსასრულო დრო ნიშნავს, რომ ვერც ვერასოდეს მოესწრები), ამიტომ ჩვენ ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებთ რა ხდება "შიგნით".

არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო სპეკულაცია, რომელთაგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვა განზომილებაში გავდივართ, მეორე, რომ - სამყაროს სხვა უბანში აღმოვჩნდებით და კიდევ სხვა ტიპის სპეკულაციის თანახმად - შავ ხვრელში შესვლა დროში უკან მოგზაურობის ტოლფასია.

ეს საკითხი ფილოსოფიაშიც გადადის ამ ეტაპზე და ფილოსოფიის ეკონომიურობის პრინციპის თანახმად, ანუ ოკამას სამართებლის პრინციპის თანახმად (პერეფრაზირება ამ კონკრეტული შემთხვევისთვის) - ის რაც არ დაიკვირვება პრინციპულად - არც არსებობს.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 18 2009, 06:00 PM
პოსტი #22


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
ის რაც არ დაიკვირვება პრინციპულად - არც არსებობს.


ამ აქტიური გალაქტიკური ბირთვების არსებობა რითი დასტურდება? ან სიდიდეები ათის ხარისხების რიგებისა საიდან მოდის, როგორ ხდება დაკვირვება ან გამოთვლა?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 18 2009, 06:10 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(k@the @ Feb 18 2009, 07:00 PM) *

ამ აქტიური გალაქტიკური ბირთვების არსებობა რითი დასტურდება? ან სიდიდეები ათის ხარისხების რიგებისა საიდან მოდის, როგორ ხდება დაკვირვება ან გამოთვლა?


ეს ობიექტები მოქმედებენ მათ გარემოში არსებულ ნივთიერებაზე და ნივთიერება ვინაიდან ასხივებს და გამოსხივება ჩანს - ჩვენ ფაქტიურად ვხედავთ უახლოეს უბანს ამ ბირთვებისა - ანუ სხვაგვარად რომ ვტქვათ ეს სუპერმასიური შავი ხვრელები არაპირდაპირი გზით ასხივებენ.

მასის გამოთვლა ხორციელდება მათგან გამოტყორცნილი ჯეტების ენერგიის შეფასებიდან - საკმაოდ კარგად შეიძლება შეაფასო ჯეტის კინემატიკური სიჩქარე, შემდეგ გაიანგარიშო მისი ენერგია, მიუყენო აკრეციის თეორიას და აღადგინო მასა.

აი აქ ნახეთ:
http://setiathome.ssl.berkeley.edu/~korpel...ec13/img22.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/..._3c273_jet.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/...et_chandra.html
http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap000619.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/agn/m82.html
http://heasarc.gsfc.nasa.gov/docs/objects/..._a_chandra.html


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 18 2009, 06:50 PM
პოსტი #24


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კანუდოსელი
მადლობა ზაზა, მოვიხელთებ დროს და გადავიკითხავ, ის ფილმებიც მაინტერესებს, გიორგის დადებული, მაგრამ ეხლა რამოდენიმე კვირა არ მგონია მეცალოს rolleyes.gif
ყველა ლინკს კი დავაკლიკე და სურათები დავათვალიერე biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 19 2009, 01:39 AM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



კანუდოსელი
ციტატა
ოკამას სამართებლის პრინციპის თანახმად

ასტროფიზიკოსი იყო?
ხო ამ შავ ხვრელს რაც შეეხება, ზომებში განსხვავდება ხომ? discavery_ზე ვუსმენდი რომ იმ ზომის ხვრელებიც გვხვდება რომ შეიძლება დედამიწაც შთანთქოსო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს?



P.S. შიშებში არ გამიშვა თორე ვიყვირებ biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 19 2009, 02:00 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ბექა @ Feb 19 2009, 02:39 AM) *

ასტროფიზიკოსი იყო?

უილიამ ოკამა ლოგიკის სპეციალისტი იყო


ციტატა(ბექა @ Feb 19 2009, 02:39 AM) *

ხო ამ შავ ხვრელს რაც შეეხება, ზომებში განსხვავდება ხომ? discavery_ზე ვუსმენდი რომ იმ ზომის ხვრელებიც გვხვდება რომ შეიძლება დედამიწაც შთანთქოსო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს?


წესით ერთი მილიმეტრის ზომის შავ ხვრელმაც კი შეიძლება შთანთქას დედამიწა, თუ მის სიახლოვეში აღმოვჩნდით, მაგრამ ასეთი შავი ხვრელები ალბათ არც არსებობენ, ისინი კი რომლებიც არსებობენ წარმოადგენენ მასიურ და სუპერმასიურ შავ ხვრელების და ცხადია, თუ ოდესმე გალაქტიკის ცენტრში ამოვყავით თავი - დაგვერხა და ეგაა laugh.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2009, 06:19 PM
პოსტი #27


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
შავ ხვრელზე ნივთიერების დაცემის დრო უსასრულობის ტოლია,

ვითომ? unsure.gif

შავ ხვრელს სასრული სიმკვრივე აქვს და სასრული მოცულობა, ხომ?
ე.ი. სასრული მასაც.
ე.ი. სასრული გრავიტაციის ძალაც.

სასრული ძალა სინათლის სიჩქარემდე ვერ ააჩქარებს უძრაობის მასის მქონე ობიექტს. ასეა, ხომ?

თუ სინათლის სიჩქარით არ მოხდება ობიექტის შავ ხვრელზე "დავარდნა", მაშინ, თვით მასზე მყოფი დამკვირვებლისათვის დრო უსასრულო არ იქნება, ძალიან შენელებული, მაგრამ უსასრულო - არა.

ისე საინტერესოა "მოქმედებათა ჰორიზონტში" მოხვედრილმა სხეულმა რა სიჩქარე შეიძლება მიიღოს პრაქტიკულად...? ძალიან მიუახლოვდება სინათლის სიჩქარეს?

ისე, ისიც წავიკითხე, რომ იმდენად მაღალი ხარისხის ფუნქციით იცვლება შავი ხვრელის მიდამოში მყოფ სხეულზე, შავი ხვრელის მოქმედების ძალა, მანძილის მიხედვით, რომ სხეულის ფორმის ცვლილებას იწვევსო, რადგან შავ ხვრელთან რამოდენიმე მილიმეტრით უფრო ახლო მოლეკულები სულ სხვა ძალით მიიზედებიან მეზობელ მოლეკულებთან შედარებით, სულ სხვა აჩქარებას იძენენ და დეფორმაციას განიცდიანო, ძალიან ახლო მანძილზე კი საერთოდ იშლებიანო. rolleyes.gif

ალბათ, მართლა ასეა ხომ?

და ასევე ერთი მომენტი... თუ მართლა მიიზიდა შავმა ხვრელმა ვინმე დამკვირვებელი მაშინ მისთვის სამყაროს ობიექტებიდან მოსული სინათლე წითელის მაგივრად, სპექტრის იისფერი ბოლოსკენ გადაიხრებაო...? rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 19 2009, 06:33 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ახლა არ მცალია გიო და აუცილბლად გიპასუხებ მოგვიანებით უფრო ვრცლად. ამჯერად კი გეტყვი, რომ შავი ხვრელის გრავ მიზიდულობის ძალა უსასრულობის ტოლი ხდება შავი ხვრელის "ზედაპირზე" - და ამ ზედაპირის გავლენაა სწორედ ის, რომ დრო გარე დამკვირვებლისთვის იმდენად "იწელება" რომ უსასრულობის ტოლი ხდება.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2009, 06:40 PM
პოსტი #29


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
შავი ხვრელის გრავ მიზიდულობის ძალა უსასრულობის ტოლი ხდება შავი ხვრელის "ზედაპირზე"

რა საინტერესოა. ნეტავ რატომ?
ციტატა
ზედაპირის გავლენაა სწორედ ის, რომ დრო გარე დამკვირვებლისთვის იმდენად "იწელება" რომ უსასრულობის ტოლი ხდება.

OK.
მოგვიანებით "ჭიახვრელებზეც" გავისაუბროთ. (wormhole-ს ასე ვთარგმნი ხოლმე...)

რამდენად რეალურია რომ სივრცედროითი სტრუქტურა ისე გამრუდდეს, რომ მოკლე გასასვლელი გაჩნდეს სამყაროს სხვა უბანში?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წკაპო
პოსტი Feb 19 2009, 08:02 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 18-February 09
წევრი № 6,523



ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 03:40 PM) *

მოგვიანებით "ჭიახვრელებზეც" გავისაუბროთ. (wormhole-ს ასე ვთარგმნი ხოლმე...)

სეკა! მეც სწორედ მაგ ტერმინს ვიყენებ (ჩემი შეთხზულიც კი მეგონა laugh.gif ).

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 03:40 PM) *

რამდენად რეალურია რომ სივრცედროითი სტრუქტურა ისე გამრუდდეს, რომ მოკლე გასასვლელი გაჩნდეს სამყაროს სხვა უბანში?

ჭიახვრელების ცნება ფაქტობრივ თავად აინშტაინმა შემოიღო და მათი არსებობა გამომდინარეობს ფარდობითობის თეორიის განტოლებებიდან. გასული საუკუნის 30-იან წლებში აინშტაინმა და როსენმა აღმოაჩინეს, რომ სივრცე-დროის სინგულარობები სინამდვილეში ჰქმნიან უსასრულო სიმკვრივისა და სიმრუდის გრავიტაციულ „ჭებს“...
დღესდღეობით რამდენიმე სახის ჭიახვრელია ცნობილი, ისინი უფრო მათემატიკური ამონახსენებია ვიდრე რეალური ობიექტები:
  1. შვარცშილდის ჭიახვრელი - შეუღწევადია;
  2. რაისნერ-ნორდსტრომის ანუ კერ-ნიუმანის ჭიახვრელი - ცალმხრივად გადალახვადი, შეიძლება შეიცავდეს შვარცშილდის ჭიახვრელს ;
  3. ლორენცის ჭიახვრელი - უარყოფითი მასის მქონე, ორმხრივად გადალახვადი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2009, 12:10 AM
პოსტი #31


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



წკაპო
ციტატა
ისინი უფრო მათემატიკური ამონახსენებია ვიდრე რეალური ობიექტები

საქმეც ამაშია.
ციტატა
სივრცე-დროის სინგულარობები სინამდვილეში ჰქმნიან უსასრულო სიმკვრივისა და სიმრუდის გრავიტაციულ „ჭებს“...

ჰოდა, გრავიტაციული სინგულარობებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

საკითხავი ის არის მართლა არსებობს თუ არა ისეთი სუპერმასიური მატერია (სხეული) რაც რეალურად გამოიწვევს გრავიტაციული სინგულარობის მოვლენას პრაქტიკაში.

თავისთავად, მატერიის ძალიან მკვრივი უბნები და ობიექტები იარსებებს, გრავიტაციული ლინზის ეფექტი მიზერულად მცირე მნიშვნელობით მზესაც კი შეუძლია გამოიწვიოს, სეკუნდის მეასედი ნაწილებით "გაამრუდოს" შორეული ვარსკვლავების სინათლე.

თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ყველაფერი ეს გვეუბნება რომ ზემკვრივი მატერია არსებობს.

...მაგრამ საიდან ვიცით, რომ რეალურად არსებობს ის ობიექტები, რომლებიც ვთქვათ და შვარცშილდის ამონახსნებმა დაუშვეს?

დედამიწა რომ შეუქცევადად შავ ხვრელად გადაქცევისკენ წავიდეს, შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი რამოდენიმე მილიმეტრია სულ, რამდენად რეალურია მატერიის ამხელა კონცენტრაცია???


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 20 2009, 12:15 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



აუ რა ჩინური საუბარი მიდიიის biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2009, 12:30 AM
პოსტი #33


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანუდოსელი
ციტატა
არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო სპეკულაცია, რომელთაგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვა განზომილებაში გავდივართ, მეორე, რომ - სამყაროს სხვა უბანში აღმოვჩნდებით და კიდევ სხვა ტიპის სპეკულაციის თანახმად - შავ ხვრელში შესვლა დროში უკან მოგზაურობის ტოლფასია.

და ეს სამი მოვლენა ალბათ დამოუკიდებლად ვერ იარსებებს...


იმისთვის რომ დროში უკან მოგზაურობა დავუშვათ აუცილებელი იქნება გამოვრიცხოთ ე.წ. "ბაბუის პარადოქსი". ამის გამორიცხვას სჭირდება ალტერნატიული მომავლის არსებობის დაშვება.

მე წავედი დროში უკან, ანუ წარსულში და იქ რაღაც შევცვალე, ეს იმას ნიშნავს რომ გაჩნდა დროისდინების ალტერნატიული შტო, რომელიც განსხვავებული (ალტერნატიული) მომავლის არსებობას ნიშნავს, ჩემი უკან დაბრუნების წერტილიდან.

თუ მე წავედი წარსულში, წარსულში წასვლა უნდა შეეძლოს სხვასაც, უსასრულო რაოდენობით.

ეს უსასრულო რაოდენობის ალტერნატიულ მომავალს ნიშნავს, n-რაოდენობის "დროში მოგზაურის" კოპიით.

უსასრულო რაოდენობის ალტერნატიული მომავალს სჭირდება უსასრულო რაოდენობის ალტერნატიული სივრცედროითი სტრუქტურა - ე.ი. welcome to multi-dimensional universe!

თუ დროში უკან მოგზაურობა დავუშვით, ამას თავისთავად მოყვება მრავალგანზომილებიანი სამყაროს არსებობა და თუ მრავალგანზომილებიანი სამყარო არსებობს, რომელთა შორის ჭიახვრელებით მოძრაობა შეიძლება, მაშინ თავისთავად იარსებებს სამყაროს სხვა უბანში მოკლეგასვლის შესაძლებლობაც.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წკაპო
პოსტი Feb 20 2009, 02:23 AM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 18-February 09
წევრი № 6,523



ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *

წკაპო

საქმეც ამაშია.

ჰოდა, გრავიტაციული სინგულარობებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს.

საკითხავი ის არის მართლა არსებობს თუ არა ისეთი სუპერმასიური მატერია (სხეული) რაც რეალურად გამოიწვევს გრავიტაციული სინგულარობის მოვლენას პრაქტიკაში.
გადაგვარებულ აირსა და ჩანდარსეკარის მასაზე მოკლე რეფერატს ნუ დამაწერინებ. smile.gif

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
სეკუნდის
სათხოვარი მაქვს, ენას მოვუფრთხილდეთ: წამი რითია ურიგო?

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
თავისთავად, მატერიის ძალიან მკვრივი უბნები და ობიექტები იარსებებს, გრავიტაციული ლინზის ეფექტი მიზერულად მცირე მნიშვნელობით მზესაც კი შეუძლია გამოიწვიოს, სეკუნდის მეასედი ნაწილებით "გაამრუდოს" შორეული ვარსკვლავების სინათლე.

გრავიტაციული ლინზის ეფექტს ნებისმიერი მასა იწვევს, ეფექტის სიდიდე მასის სიდიდის პირდაპირპროპორციულია, ამიტომ მზეცო, რომ ამბობ, იქ „ც“ სრულიად ზედმეტია.

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
თეთრი ჯუჯები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ყველაფერი ეს გვეუბნება რომ ზემკვრივი მატერია არსებობს.

...მაგრამ საიდან ვიცით, რომ რეალურად არსებობს ის ობიექტები, რომლებიც ვთქვათ და შვარცშილდის ამონახსნებმა დაუშვეს?
შავი ხვრელები ხომ არსებობენ?

ციტატა( გიორგი @ Feb 19 2009, 09:10 PM) *
დედამიწა რომ შეუქცევადად შავ ხვრელად გადაქცევისკენ წავიდეს, შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი რამოდენიმე მილიმეტრია სულ, რამდენად რეალურია მატერიის ამხელა კონცენტრაცია???
ვინაიდან შავი ხვრელების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა, ამიტომ მასის „ამხელა კონცენტრაცია“ სრულიად რეალურია. ხოლო თუ იმას გულისხმობ, თუ რამდენად რეალურია რომ დედამიწა შვარცშილდის რადიუსამდე შემცირდეს, მაშინ სხვა საქმეა და ამაზე მოკლედ ასე ვიტყოდი:
თითქმის გამორიცხულია, დედამიწის მასა ძალიან პატარაა ჩანდრასეკარის მასასთან შედარებით - ანუ თავისით ასეთი შეკუმშვა გამორიცხულია და სხვა რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 20 2009, 04:24 AM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აუ რა ჩინური საუბარი მიდიიის

yes.gif biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2009, 11:37 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი
წკაპო
ამ თემას ფიზიკოსების, მათემატიკოსების, ინჟირნების და ა.შ. ტექნიკურ მეცნიერება მიმდევრების გარდა სხვებიც კითხულობენ და აინტერესებთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, წერეთ შეძლებისდაგვარად "პოპულარულ ენაზე" და რაც შეიძლება ახსენით ნებისმიერი ის "უცხო" ტერმინი, რაც მაგალითად ფილოლოგისთვის მხოლოდ დასახელებას ნიშნავს. მიბაძეთ კანუდოსელს, არცერთი მისი პოსტ-სტატია არ არის მხოლოდ ჩვენთვის გასაგები, არამედ დამაკმაყოფილებელ დონეზე ხვდებიან სხვებიც თუ რაზეა საუბარი.

პ.ს. ფიზიკოსი ვარ და ჩვენ გამარიაჟება არ გვჩვევია, ამიტომ მომიტევეთ ამ შენიშვნისათვის 2kiss.gif ვწეროთ ისე, რომ არსი მაინც გაიგოს პუბლიკის დიდმა ნაწილმა.

პ.ს.ს. გასაგებია, რომ აქ სრულად ვერ ავხსნით ბევრ რამეს, ისე რომ ნებისმიერმა გაიგოს, მაგრამ როცა იწერება "გრავიტაციული სინგულარობა" იქნებ მოკლე კომენტარი გაგვეკეთებინა , თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. რამეთუ ფორუმელების შენიშვნებს, რომ ამ თემაში ჩინური საუბრებია გვერდი ავუაროთ. აბა ახლა აქ მოყვანილი თეორიებს სხლვას და მათ დეტალურ შესწავლას არც არავინ აპირებს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2009, 12:29 PM
პოსტი #37


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



წკაპო
ციტატა
სათხოვარი მაქვს, ენას მოვუფრთხილდეთ: წამი რითია ურიგო?

იყოს წამი, მაგრამ კუთხის აღნიშვნისას სეკუნდებს და მინუტებს ხმარობენ. ასეა მიღებული.

მაშინ სინგულარობას - ერთეულოვანობა ვუწოდოთ? rolleyes.gif

ციტატა
რამდენად რეალურია რომ დედამიწა შვარცშილდის რადიუსამდე შემცირდეს

არა. თვითონ დედამიწის შვარცშილდის რადიუსამდე შემცირება არ მიგულისმია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წკაპო
პოსტი Feb 20 2009, 12:59 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 18-February 09
წევრი № 6,523



ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 09:29 AM) *

წკაპო

იყოს წამი, მაგრამ კუთხის აღნიშვნისას სეკუნდებს და მინუტებს ხმარობენ. ასეა მიღებული.

ჩემ დროს წამებითა და წუთებითაც ადვილად გავდიოდით ფონს (შორეულ 80-იანებში).

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 09:29 AM) *
მაშინ სინგულარობას - ერთეულოვანობა ვუწოდოთ? rolleyes.gif

პურისტი არ ვარ, თანაც ერთეულოვნება არ მომწონს, მხოლოობა მირჩევნია. laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 20 2009, 01:13 PM
პოსტი #39


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



წკაპო
ციტატა
პურისტი არ ვარ

შენზე გავიგე ძალიან ნაციონალისტიაო.
და რუსეთის ფედერაციის სრულ კოლაფსს და დაშლას ელოდებაო...

მართალია?

თუ ასეა, მაშინ ბევრ საერთოს ვნახავთ. yes.gif

P.S. ცოტა ხანში საინტერესო ფილმს დავდებ ჭიახვრელებზე.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
წკაპო
პოსტი Feb 20 2009, 01:22 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 18-February 09
წევრი № 6,523



ციტატა(staywhite @ Feb 20 2009, 08:37 AM) *

გიორგი
წკაპო
ამ თემას ფიზიკოსების, მათემატიკოსების, ინჟირნების და ა.შ. ტექნიკურ მეცნიერება მიმდევრების გარდა სხვებიც კითხულობენ და აინტერესებთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, წერეთ შეძლებისდაგვარად "პოპულარულ ენაზე" და რაც შეიძლება ახსენით ნებისმიერი ის "უცხო" ტერმინი, რაც მაგალითად ფილოლოგისთვის მხოლოდ დასახელებას ნიშნავს. მიბაძეთ კანუდოსელს, არცერთი მისი პოსტ-სტატია არ არის მხოლოდ ჩვენთვის გასაგები, არამედ დამაკმაყოფილებელ დონეზე ხვდებიან სხვებიც თუ რაზეა საუბარი.


მართებული შენიშვნაა, გავითვალისწინებ სამერმისოდ.

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 10:13 AM) *

წკაპო

შენზე გავიგე ძალიან ნაციონალისტიაო.

მე პატრიოტს ვეძახი თავს rolleyes.gif.

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 10:13 AM) *

და რუსეთის ფედერაციის სრულ კოლაფსს და დაშლას ელოდებაო...

მართალია?

კი, და არა მხოლოდ ველი, თუ რამეთუ შემეძლება მაგ პროცესის დახმარება, უკან არ დავიხევ. biggrin.gif

ციტატა( გიორგი @ Feb 20 2009, 10:13 AM) *
თუ ასეა, მაშინ ბევრ საერთოს ვნახავთ. yes.gif

იმედი მაქვს.

ფილმს კი მოუთმენლად ველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი