IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ქართული წირვა სტამბულში, გუშინ, თამარობას
კანონისტი
პოსტი May 15 2008, 05:12 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



უცვლელად გადმომაქვს ტექსტი forum.ge-დან:

"გუშინ, 14 მაისს, სტამბულში (კონსტანტინოპოლში) ასწლეულების მანძილზე პირველად აღევლინა ქართული წირვა... ამისათვის საქართველოს კონსული, ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ბერძნულ საპატრიარქოსთან დიდი ხანია, აწარმოებდა მოლაპარაკებებს და გუშინ ქართველი მეფის, წმინდა თამარის ხსენების დღეს მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეუსმა, პირველად ამ ხნის განმავლობაში, ნება დართო ქართველებს, ქრისტიანობის ერთერთ უძველეს კერაში აღევლინათ წირვა ქართულ ენაზე..

ამისათვის საგანგებოდ საქართველოს საპატრიარქოდან უწმინდესის კურთხევით კონსტანტინოპოლში ჩასული იყო ქართული სამღვდელოება ორი მეუფის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა და ზუგდიდის მეუფეების მეთაურობით.

წირვას შემდეგ დიდი ტრაპეზიც მოყვა რა თქმა უნდა.

ყველა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ქართულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული კედლის რღვევის დღე.

ამიერიდან ყოველ ქართულ დღესასწაულზე საქართველოს საპარტიარქოდან ჩავა სამღვდელოება და საგანგებოდ გამოყოფილ ბერძნულ ტაძარში აღავლენს ქართულ წირვა-ლოცვას...

კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ თურქულ მხარესთან მიწის შესყიდვასა და ქართულ ტაძრის აშენებასთან დაკავშირებითაც მიდის მოლაპარაკება."

http://forum.ge/?f=84&showtopic=33851223


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 09:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი