არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლები ცხონდებიან?, რატომაც არა? ;) |
მხევალი ნინო |
Dec 7 2009, 06:33 PM
პოსტი
#21
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიხვეჭ მას და სად... მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოხლე.... მე მგონი ამაზე დიდი სიტყვები არ უთქვია სერაფიმე საროველს, მაგრამ თავად ცხონება ღვთის განგებულებაა და დარწმუნებული ვარ გამონაკლისებიც ხდება. რატომ, როგორ ეს დიდმა მოსამართლემ იცის თითოეული ადამიანის საქმისაებრ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
Dec 7 2009, 06:34 PM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა მე პირადად ვაღიარებ ქრისტეს, როგორც ღმერთს, მაგრამ არა მარტო ქრისტეს... მაქვს შანსი ცხონების? აშკარად პროვოკაციული კითხვაა როგორ ვიმსჯელო სხვის ცხონება არ ცხონებაზე, როცა მე არ ვიცი ვცხონდები თუ არა. მაგრამ შენი ფრაზა ცოტა ვერ გავიგე. რა გამოდის რამდენიმე ღმერთს აღიარებ? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
Dec 7 2009, 06:37 PM
პოსტი
#23
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
ციტატა აშკარად პროვოკაციული კითხვაა როგორ ვიმსჯელო სხვის ცხონება არ ცხონებაზე, როცა მე არ ვიცი ვცხონდები თუ არა. ნუ ამ შემთხვევაში შენ აზრზე მეტად მართლმადიდებლობის აზრი მაინტერესებს. ციტატა მაგრამ შენი ფრაზა ცოტა ვერ გავიგე. რა გამოდის რამდენიმე ღმერთს აღიარებ? ღმერთი ერთია, მაგრამ მე ვაღიარებ რომ მხოილოდ ერთხელ არ მოსულა იგი მიწაზე და სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მისიით მოდიოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას (და ყველას თავისი "ავატარი" ჰგონია ერთადერთი) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Dec 7 2009, 06:37 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
უკიდურესობებით რატო მსჯელობ? არ შეიძლება რომ იქაც იყოს ცხონება და იქაც? გზა ერთია, სახელებია სხვადასხვა და ცოტათი დოგმატიკა, არსით კი ბევრი რელიგია ერთნაირია არ შეიძლება. ვერ შეიძლება. და არც გზაა ერთი. სხვაა გზა ქრისტიანის და სხვაა გზა წარმართის. და რელიგიები, სწორედ რომ არსით და არსობრივად განსხვავდებიან. ვგულისხმობ მართლმადიდებლობას და სხვა აღმსარებლობებს თუ კონფესიებს. და საერთოდ, წერია წმინდა წერილში, რომ : ''ყოველნი ღმერთნი წარმართთანი - ეშმაკ არიან''. არსებობს ლიტერატურა (ბეჭდური) ამ საკითხთან დაკავშირებით. მოიძიეთ და წაიკითხეთ. ვთქვათ კაცი ებრაელია, ან მუსულმანი. გადაარჩინა მრავალი ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლები, კაცთმოყვარეობის და არა ქრისტეს გულისთვის. ცხონდება თუ არა? არ. ვერ. არის ცნება - კაცობრივი და არის ცნება - საღმრთო. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Dec 7 2009, 06:38 PM
პოსტი
#25
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მხევალი ნინო
ციტატა მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოხლე.... ეს მხოლოდ იესოს არ უთხვამს. სხვა რელიგიებშიც თქვეს... ნუ დამაკონკრეტებინებთ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Dec 7 2009, 06:40 PM
პოსტი
#26
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა ღმერთი ერთია, მაგრამ მე ვაღიარებ რომ მხოილოდ ერთხელ არ მოსულა იგი მიწაზე და სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მისიით მოდიოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას (და ყველას თავისი "ავატარი" ჰგონია ერთადერთი) ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია თუ ამის წყაროები არსებობს? მხევალი ნინო ციტატა მე მგონი ამაზე დიდი სიტყვები არ უთქვია სერაფიმე საროველს, მაგრამ თავად ცხონება ღვთის განგებულებაა და დარწმუნებული ვარ გამონაკლისებიც ხდება. რატომ, როგორ ეს დიდმა მოსამართლემ იცის თითოეული ადამიანის საქმისაებრ. რას გულისხმობ ნინო გამონაკლისში. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით მოუნათლავი შეუძლებელია, რომ სასუფეველში მკვიდრობდეს. ის გამონაკლისიც აუცილებლად მონათლული უნდა იყოს (ნათლობა ფართო გაგებისაა) -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
Dec 7 2009, 06:41 PM
პოსტი
#27
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
protestanti
ციტატა არ შეიძლება. ვერ შეიძლება. და არც გზაა ერთი. სხვაა გზა ქრისტიანის და სხვაა გზა წარმართის. "გზა ღმერთამდე იმდენია, რამდენი სულიცაა ამქვეყნად" (ჩემი სიტყვები არაა, მაგრამ ვიზიარებ) afxazi ციტატა ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია თუ ამის წყაროები არსებობს? წყაროების მეტი რა არის, შენ წაკითხვა მოინდომე და... ციტატა ის გამონაკლისიც აუცილებლად მონათლული უნდა იყოს (ნათლობა ფართო გაგებისაა) თანაც ძააააალიან ფართო გაგების -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Dec 7 2009, 06:43 PM
პოსტი
#28
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა წყაროების მეტი რა არის, შენ წაკითხვა მოინდომე და... შენ საუბრობ სხვადასხვა რელიგიებზე, მაგრამ ქრისტე ხომ ერთია და არა მრავალი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Atman |
Dec 7 2009, 06:44 PM
პოსტი
#29
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
afxazi
ციტატა შენ საუბრობ სხვადასხვა რელიგიებზე, მაგრამ ქრისტე ხომ ერთია და არა მრავალი. ქრისტე ერთია, ვიშნუც ერთია, კრიშნაც ერთია, ბუდაც ერთია, ალაჰიც ერთია, ღმერთიც ერთია, და ეს ყველანი ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეები არიან. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მხევალი ნინო |
Dec 7 2009, 06:45 PM
პოსტი
#30
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
afxazi
ციტატა რას გულისხმობ ნინო გამონაკლისში. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით მოუნათლავი შეუძლებელია, რომ სასუფეველში მკვიდრობდეს. ის გამონაკლისიც აუცილებლად მონათლული უნდა იყოს (ნათლობა ფართო გაგებისაა) დათ, მე არ მგონია, რომ საბჭოტა კავშირის დროს, როცა ასე მწარედ იდევნებოდა რელიგია, ხალხს არ ჰქონდა საშუალება მოესმინა და გაეგო სახარება, მონათლულიყო და ეცხოვრა ეკლესიურად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არავინ ასწავლიდა, ყველა წარწყმდა. შეიძლება ვცდები და რაღაც არასწორად ვიცი ცვენს რელიგიაში, მაგრამ მგონია რომ უფალიც უშვებს გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ე ბ ს რას და როგორ, ეგ არ ვიცი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
terra |
Dec 7 2009, 06:47 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
protestanti "გზა ღმერთამდე იმდენია, რამდენი სულიცაა ამქვეყნად" (ჩემი სიტყვები არაა, მაგრამ ვიზიარებ) მეც ვიზიარებ. და არავინ ამბობს, რომ წარმართები სამუდამოდ და ფატალურად არიან განწირული ჯოჯოხეთისთვის. კი ბატონო, მობრძანდნენ, მოინათლონ, შეინანონ, ეზიარონ და წელცომე რა მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით მოუნათლავი შეუძლებელია, რომ სასუფეველში მკვიდრობდეს. სახარების მიხედვით პირველ რიგში. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
afxazi |
Dec 7 2009, 06:49 PM
პოსტი
#32
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა ქრისტე ერთია, ვიშნუც ერთია, კრიშნაც ერთია, ბუდაც ერთია, ალაჰიც ერთია, ღმერთიც ერთია, და ეს ყველანი ერთი ღმერთის სხვადასხვა სახეები არიან. ნუ ახლა ამაზე რა პასუხი გაგცე არ ვიცი. ელემენტარულად ხომ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი ორმოცდაათ განსხვავებულ მოძღვრებას არ სთავაზობს ადამიანებს, სადაც ურთიერთ გამომრიცხავი ცნებებია. ციტატა დათ, მე არ მგონია, რომ საბჭოტა კავშირის დროს, როცა ასე მწარედ იდევნებოდა რელიგია, ხალხს არ ჰქონდა საშუალება მოესმინა და გაეგო სახარება, მონათლულიყო და ეცხოვრა ეკლესიურად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არავინ ასწავლიდა, ყველა წარწყმდა. შეიძლება ვცდები და რაღაც არასწორად ვიცი ცვენს რელიგიაში, მაგრამ მგონია რომ უფალიც უშვებს გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ე ბ ს რას და როგორ, ეგ არ ვიცი. ვისაც სწამდა ინათლებოდა კიდეც. რა თქმა უნდა უფლის განგებულებას ვერავინ მიწვდება, მაგრამ ფაქტია რომ მოუნათლავი ვერ შევა სასუფეველში უფლის განწესებისამებრ. თუმც არსებობენ ქრისტეს რწმენაში მონათულებიც (ავაზაკი, სიდონია), ოღონდ გამონაკლისის სახით. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
Dec 7 2009, 06:49 PM
პოსტი
#33
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Atman
ციტატა ღმერთი ერთია, მაგრამ მე ვაღიარებ რომ მხოილოდ ერთხელ არ მოსულა იგი მიწაზე და სხვადასხვა სახით და სხვადასხვა მისიით მოდიოდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას (და ყველას თავისი "ავატარი" ჰგონია ერთადერთი) ეჰ ჩემო ატმან, სენ ან ბერძნულ მითოლოგიაში ხარ დაკარგული, ან ეგვიპტურში არ მგონია ერთი უფალს სხვადასხვა სწავლებები ჰქონდეს და რაც მტავარია ასე წინააღდეგობრივი. ნუ იტყვი ეხლა გაცვეთილ ფრაზას, მისასვლელი გზებია ეგ, რაიმე ახალი ტქვი. მისასვლელი გზა ჭეშმარიტების სწავლებაა გენაცვალე, ჭეშმარიტება არ სეიძლება ერთდოულად იყოს ურთიერთსაწინაარდეგო სწავლებები, სადაც ღმერთი ხან მატერიაა, ხან ხან განყენებული ცნება, ხან პიროვნება, ხან ამბობს სული ერთი სხეულიდან მეორეში გადადისო, ხან ცხონდებაო, ხან კურდღელი არ წამოთ ბებიათქვენიაო, ხან ცხოველის წამა ცოდვა არააო, ხან სისხლის გადასხმისას სხვისი სული გადმოგივათო, ხან სული ერთი აქვს ადამიანს და არსად გაგდისო. ნამეტანი დაბენული ღმერთი გყავს შენ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Atman |
Dec 7 2009, 06:49 PM
პოსტი
#34
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ხო და არავის ეგონოს აქ რომ ეკუმენიზმს ვქადაგებ. ფერევის შერევით აჯაფსანდალი გამოვა. ყველა ფერი ცალკეა ლამაზი და სხვასთან შერევით თავის სახეს კარგავს. მაგრამ ისიც უმეცრება მგონია, როდესაც ყველა ფერს თავისი თავი ჰგონია ჭეშმარიტი და სხვებს უარყოფს.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
Dec 7 2009, 06:51 PM
პოსტი
#35
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
protestanti
ციტატა სახარების მიხედვით პირველ რიგში. განსხვავებული ცნებებია? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Funkenstein |
Dec 7 2009, 06:52 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ავაზაკი ხომ არც ქრისტიანი იყო და არც მონათლული, ხომ ცხონდა?
|
afxazi |
Dec 7 2009, 06:52 PM
პოსტი
#37
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Atman
ციტატა ხო და არავის ეგონოს აქ რომ ეკუმენიზმს ვქადაგებ. ფერევის შერევით აჯაფსანდალი გამოვა. ყველა ფერი ცალკეა ლამაზი და სხვასთან შერევით თავის სახეს კარგავს. მაგრამ ისიც უმეცრება მგონია, როდესაც ყველა ფერს თავისი თავი ჰგონია ჭეშმარიტი და სხვებს უარყოფს. ეს უკვე პროგრესია, რომ შეუძლებელია მრავალი ჭეშმარიტება არსებობდეს. რელიგიის ჭეშმარიტებაში გარკვევისთვის კი მათი შესწავლაა საჭირო, ოღონდ სიღრმისეულად. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
Dec 7 2009, 06:52 PM
პოსტი
#38
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
afxazi
ციტატა ვისაც სწამდა ინათლებოდა კიდეც. რა თქმა უნდა უფლის განგებულებას ვერავინ მიწვდება, მაგრამ ფაქტია რომ მოუნათლავი ვერ შევა სასუფეველში უფლის განწესებისამებრ. თუმც არსებობენ ქრისტეს რწმენაში მონათულებიც (ავაზაკი, სიდონია), ოღონდ გამონაკლისის სახით. ხოდა, ამას ვამბობ მეც,. არსებობს ავაზაკი და სიდონია, რომელიც განგვიცხადა. მსგავსები კიდევ შეიზლება არსებობდეს. ალბათ, მათაც მათი საქმის თუ ცხოვრებისამებრ უფალი ქრისტეს რწმენაში მონათვლად უთვლის რაღაცას. სწორედ ამიტომ ვტქვი, რა და როგორ ზუსტად არ ვიცი თქო. ალბათ, ბოლოს მაინც ნათლობამდე მივდივართ, მაგრამ ეს საკიტხი აქ არ წყდება. მოკლედ, ავურიე? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
Dec 7 2009, 06:53 PM
პოსტი
#39
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Funkenstein
ციტატა ავაზაკი ხომ არც ქრისტიანი იყო და არც მონათლული, ხომ ცხონდა? ეკლესიური მოძღვრებით იგი მოინათლა ქრისტეს რწმენაში. მას არ ქვია მოუნათლავი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
terra |
Dec 7 2009, 06:53 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
protestanti განსხვავებული ცნებებია? ჩემთვის არა, და არც რეალში, მაგრამ ბევრისთვის წმინდა წერილი უფროა ავტორიტეტი, ვიდრე ეკლესია. ამიტომ აღვნიშნე და არა შენი მისამართით. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი