IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> სამღვდელო შესამოსელი...., სად იყიდება... ფასები და ა.შ.
ikanosi
პოსტი Apr 9 2014, 01:29 AM
პოსტი #21


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
საკუთარი აღთქმა

მაშასადამე არჩევანი. ე.ი შესამოსელი მეორეხარისხოვანია.
ისევე როგორც ექიმი ისევეა ექიმი მისი თეთრი ხალათის გარეთ როგორც მასში.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 9 2014, 02:06 AM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ikanosi
და ვინ გითხრა პირველხარისხოვანიაო ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 9 2014, 02:23 AM
პოსტი #23


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
თუ შენ პატივს არ ცემ ამ ტრადიციებს შენ ბერი ვერ იქნები



--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 10 2014, 09:16 AM
პოსტი #24


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ikanosi
მგონი გარკვევით დავწერე თუ პატივს არ სცემ თქო smile.gif დანარჩენი გურამმა თქვა და ჩემი საუბარი აღარაა საჭირო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 11 2014, 01:51 AM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახლა მოვრჩი ეს თემა და ავტვირთავ :

პუბლიცისტური წერილები , ლიტურგიკის შესახებ

წერილი - I

თემის სათაური - სასულიერო პირთა შესამოსელი
თემის ავტორი - თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი - გურამ ლურსმანაშვილი

2014 წელი


შინაარსი :
შესავალი
დიაკვნის შესამოსელი
მღვდლის შესამოსელი
მღვდელთმთავრის შესამოსელი
შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
გამოყენებული ლიტერატურა :
დასკვნა



შესავალი
მრავალი მიზეზის გამო , რთულია იმის თქმა , თეოლოგიის თუ რომელ დისციპლინაში გვაქვს , დალხინებული მდგომარეობა . მაგრამ , განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მძიმე ვითარება , რომელიც ჩვენთანაა , ლიტურგიკული კუთხით . სამწუხაროდ , ერთ მხარესაა მრევლის დიდი ნაწილი , რომელიც მექანიკურად ასრულებს , სხვადასხვა საღვთისმსახურო წესებს , ხოლო მეორე მხარეს კი - ლიტურგიკით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილი , რომელთა აქტივობის უმეტესობა ტიბიკონების დაზეპირებით და ,,უმაღლესი მათემატიკური’’ გამოთვლებით , ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის დადგინებით შემოიფარგლება .
შექმნილი ვითარების გამო გადავწყვიტეთ , რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე , მცირე წვლილი შევიტანოთ , სავალალო მდგომარეობის ოდნავ მაინც გაუმჯობესებაში . მიზნის მისაღწევად კი ვაპირებთ , რომ დავამუშავოთ , სხვადასხვა ლიტურგიკული თემები . ჩვენი მიზანი არაა სამეცნირო ნაშრომთა შექმნა , მათი სტილი , პუბლიცისტურს უფრო განეკუთვნება და გადაწყვეტილი გვაქვს რომ , აღნიშნული შრომები იყვნენ , მაქსიმალურად მოკლე , ლაკონიური და გასაგები , საზოგადოების ფართო ნაწილისთვის . პირველი თემა , რომელიც დავამუშავეთ და შევეცადეთ , რომ ხსენებული კუთხით წარმოგვეჩინა , არის - სასულიერო პირთა შესამოსელი .
ცნობილია რომ , არსებობს , მღვდლობის სამი ხარისხი - დიაკვნობა , მღვდლობა , ეპისკოპოსობა . განხილვას დავიწყებთ ყველაზე დაბალი ,,საფეხურით’’.
დიაკვნის შესამოსელი
იგი შედგება სამი ნაწილისაგან - სტიქარი , გინგილა , სამაჯურები (იგივე-საბუხარები). მოდით , დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი :
სტიქარი - ,, (ბერძნ.) სამღვდელო ( და სადიაკვნო) გრძელი , ფართოსახელოებიანი კაბა (კვართი ) , ჩვეულებრივ , ძვირფასი ქსოვილისა . სტიქარი გადმოტანილია ძველი აღთქმის კვართის ანუ პოდირის (მღვდელთმთავართა შესამოსელი) მიბაძვით . სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია იესო ქრისტეს დაჭრილი გვერდის მოსახსენებლად , სამხრეები , რომლებიც სხვა ფერისაა , მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს . ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს აკერებენ ბაბთებს - ქრისტეს ბორკილებს . მღვდელთა და მღვდელთმთავართა სტიქარი ფართო და განიერია - მას სამღვდელო სტიქარი ეწოდება . ‘’( გაბიძაშვილი ე. გვ.83) . სტიქარი გამოხატავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს .
IPB-ს სურათი
სტიქრით შემოსვის ლოცვაა - ,,იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ , რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა , და კვართი სიხარულისა შემმოსა მე . და ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი , და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა . ‘’ (კონდაკი -გვ;90)

გინგილა - ,, დიაკონის სამოსლის ნაწილი , სადიაკვნე ოლარი , ბრტყელი სარტყლის ფორმის სამკაული , რომელიც წინ და უკან აქვს ჩამოშვებული დიაკონს მთელი ტანის სიგრძეზე . ღვთისმსახურების დროს დიაკონი გინგილას იკეთებს მარცხენა მხარზე.’’ (გაბიძაშვილი ე.გვ-46) გინგილა არსებობს ორი სახის და ისინი განსხვავდებიან , სიგრძის მიხედვით . მთავარდიაკვნის გინგილა , უფრო მეტად გრძელია , ვიდრე , ე.წ. ,,უბრალო დიაკვნის’’ , აქედან გამომდინარე იგი , გარდა იმისა რომ , წინ და უკანაა ჩამოშვებული , დიაგონალური მიმართულებითაც მიდის წელამდე და უკან ბრუნდება მარცხენა მხართან .
ვნახოთ , თუ რას წერს მის შესახებ , წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელი : ,, არდაგი , რითაც ღვთისმსახურებას ასრულებენ დიაკვნები , ცხადყოფს ქრისტეს სიმდაბლეს , რაც მან ფეხთაბანვის დროს აჩვენა . ‘’ სხვა სიმბოლური გააზრებით , გინგილა განასახიერებს იმ სულიერი ფრთის სიძლიერეს , რომლითაც , უხორცო ხდება ადამიანი .
ე.წ. ,, უბრალო დიაკვნები’’ წირვის მრვლელობისას , ,,მამაო ჩვენოს’’ დროს , შეიხსნიან გინგილას და გაიკეთებენ ისე , რომ ზურგზე გამოისახოს ,,X’’ ფორმა . რაც შეეხება იპოდიაკვნებს , მათი გინგილები , მთელი მსახურების დროს , X-ის მამგვარ მდგომარეობაში არიან .
უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც , რომ მთავარდიაკონს აქვს უფლება , მსახურებაზე იდგეს სკუფით (ქუდით) , ზოგადად კი , დიაკონს არ შეუძლია მსახურება ჩაატაროს , გინგილის გარეშე . გინგილის შესამოსი ლოცვა შემდეგნაერია : ,, წმიდაო , წმიდაო , წმიდაო უფალო საბაოთ , სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა , ოსანა მაღალთა შინა.’’(კონდაკი - გვ.90)
პირველ სურათზე გამოსახულის - ე.წ. ,,უბრალო დიაკნის’’ სტიქარი და გინგილა , ხოლო მეორეზე - მთავარდიაკვნის .


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

სამაჯურები ( საბუხარები) - ,, სამღვდელო შესამოსელთაგანი , მაჯებზედ შესაცმელი’’(ნ.ჩუბინაშვილი , ლექსიკონი).’’ ( გაბიძაშვილი ე.-გვ.77) ისინი განასახიერებენ , ცოდვისთვის ჯვარზე გაკვრას . ჩვენ , ცოდვებს ვტოვებთ , ტაძრის გარეთ . გარდა ამისა , ისინი , სიმბოლურად გამოხატავენ , ღმერთის ძალას და სიბრძნეს . საკითხის ისტორიის განხილვისას , აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც , რომ სამაჯურები , მხოლოდ XI საუკუნიდან გამოჩნდნენ - ეპისკოპოსთა ,XIII საუკუნიდან - მღვდელთა , ხოლო XIV საუკუნიდან , დიაკვანთა შესამოსლებში . მარჯვენა საბუხარის გაკეთებისას , იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, მარჯვენე შენი , უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა , მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი , და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.‘’ ხოლო მარცხენისას - ,, ხელთა შენთა შემქმნეს მე , და დამბადეს მე , გულისხმა-მიყავ , და ვისწავლნე სიმართლენი შენი.’’ (კონდაკი ; გვ.90-91)
სამჯურები , იგივე საბუხარები :
IPB-ს სურათი

ჩვენ ვთქვით , თუ რა ლოცვებს კითხულობს დიაკონი , ოდესაც ამა თუ იმ შესამოსელს იცვამს . გარდა ამისა , აუცილებელია ვიცოდეთ , რომ მათი შემოსვის წინ , შესამოსელს აკურთხებინებს მღვდელს , რომელიც ამბობს : ,, კურთხეულ არს ღმერთი , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ.’’ (კონდაკი - გვ.89)
თავში ვახსენეთ , რომ დიაკონი , სამღვდელო იერარქიის პირველ საფეხურზეა , მისი სამოსელი კი სამნაწილიანია , რაც სიმბოლურად იმ დატვირთვას იაზრებს , რომ სასუფევლისკენ მიმავალი კიბის პირველი საფეხური , წმიდა სამების აღიარებაა და რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წინსვლა .


მღვდლის შესამოსელი :
იგი შედგება ხუთი ნაწილისაგან - სტიქარი , ოლარი , სარტყელი , სამაჯურები , ფილონი . მისი ხუთნაწილედობა გამოხატავს სამყაროს ოთხ მხარეს , რომელთაც ჰყავს ერთი განმგებელი- ქრისტე . (სლავურ საღვთისმსახურო ტრადიციაში არსებობს მღვდლის დაჯილდოების პრაქტიკა - საგვერდულით , მიტრით , ორი ჯვრით და.ა.შ. თუმცა , რადგან ამ წესებს ვერ ვხვდებით ადრეულ ქრისტიანთა შემთხვევებში , მათი განხილვისგან თავს შევიკავებთ .
ოლარი - ეპიტრაქილიონი (ბერძ.) ვნახოთ თუ რას წერს მის შესახებ , წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელი - ,, ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი.ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს.მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას . ‘’
ოლარს , თითოეულ მხარეს აქვს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი , რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს , რომელსაც აღასრულებს მღვდელი . ( ნათლსღება , მირონცხება , აღსარება , ზიარება ,ზეთისკურთხევა , ჯვრისწერა ). მღვდელს , ოლარის გარეშე მსახურების ჩატარება არ შეუძლია . ოლარის შემოსვისას , დიაკონი უკითხავს მღვდელს , შემდეგ ლოცვას : ,,კურთხეულ არს ღმერთი , რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა , ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა , გარდამომავალი წვერთა ზედა , წვერთა ზედა აარონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.’’(კონდაკი;გვ.91-92)

IPB-ს სურათი

სარტყელი - იგი წარმოადგენს მატერიას , ორივე ბოლოში დატანებული თასმებით , მათი მეშვეობით იკვრება წელზე რაც ,, იმ სიდიადეს, ღმრთეების იმ დიად შემძლეობას წარმოაჩენს, რაც ქრისტეს მეუფებამ გარეშეირტყა.’’(წმ.გერმანე) ასევე სიმბოლური გამოხატულებაა , სამღვდელო ხარისხის უბიწოებისა . მისი შემოსვის ლოცვაა : ,,კურთხეულ არს ღმერთი , რომელმან გარე შემარტყა მე ძალი , და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი , განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი , და მაღალთა ზედა დამადგინა მე.’’ (კონდაკი;გვ.92)

IPB-ს სურათი

ენქერი ( ლახვარი ) - თუკი სასულიერო პირი დეკანოზია , მას შეუძლია რომ გაიკეთოს ენქერი, იგი წარმოადგენს რომბის ფორმის მატერიას , რომელიც ბოლოვდება ორმაგი თასმით . ,, სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).’’(წმ.გერმანე)
გარდა სიმბოლური დატვირთვისა , მას აქვს აგრეთვე , წმიდა პრაქტიკული დანიშნულება და სასულიერო პირმა , შესაძლებელია გამოიყენოს იგი , დაჩოქვისას , მუხლების დასადებად .მისით შემოსვისას , იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა , ძლიერო , შუენიერებითა შენითა , და სიკეთითა შენითა , და გარდააცუ და წარემართე , და სუფევდი , ჭეშმარიტებისათვის , და სიმშვიდისა , და სიმართლისა , და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.’’ (კონდაკი ; გვ.92-93)


IPB-ს სურათი

ფელონი-ფილონი -(ბერძ.) ,, ძველად ფელონი იყო ზარის ფორმის მრგვალი ტანსაცმელი , რომელსაც მხოლოდ თავზე ჩამოსაცმელად ჰქონდა ჭრილი. თანამედროვე ფელონს წინ დიდი ჭრილი აქვს . ღვთისმსახურების დროს მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით ფრთების მსგავსად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს , ხოლო შესრულებული მოქმედება უჩვენებს ღვთისმსახურების ძალას , რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს .
ფელონის გარეშე , მხოლოდ ეპიტრახილში ასრულებს მღვდელი შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებას (მცირე მწუხრი , სერობა ღამისთევით , შუაღამის მსახურება , ჟამნი , როცა სახარება არ იკითხება და სხვ ) .
საზეიმო მსახურების დროს მღვდელი აუცილებლად ფილონით იმოსება (ნათლისღება , მირონცხება , ქორწინების კურთხევა , ზეთის კურთხევა და სხვ.) სიმბოლურად აღნიშნავს სამოსელს , რომელიც იესოს ეცვა ჯვარცმის დროს.’’(გაბიძაშვილი ე. ; გვ.85 ) მისი შემოსვის დროს იკითხება შემდეგი ლოცვა :,, მღვდელთა შენთა , უფალო , შეიმოსონ სიმართლე , და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.’’ (კონდაკი ; გვ.93 )
ფილონი , უკანა და წინა რაკურსით :


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მღვდელთმთავრის შესამოსელი :
იგი შედგება შვიდი ნაწილისაგან : სტიქარი , ოლარი , სარტყელი , სამაჯურები , ბისონი ( ფილონის ნაცვლად) და ომოფორი . მისი შვიდნაწილედობა განასახიერებს , ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს აღმსრულებელ სასულიერო პირს , საეკლესიო წეს-კანონთა სრულად აღმსრულებელს .
ბისონი : ,, სამღვდელმთავრო ზედა ტანსაცმელი , წამოსასხამი , რომელიც ცვლის ფილონს და აქვს იგივე სულიერი მნიშვნელობა . არსებობს მოსაზრება , რომ ბისონი ქრისტიანმა იმპერატორებმა , თავისი სამეფო შესამოსელი , უბოძეს კონსტანტინოპოლის პატრიარქებს , რაც გახდა მათი განმასხვავებელი ნიშანი სხვა პროვინციების მღვდელთმთავრებისგან . ბისონი ისეთი პატივისცემით სარგებლობდა , რომ პატრიარქები მას წელიწადში მხოლოდ სამჯერ იცვამდნენ : აღდგომას , ქრისტეშობას და სულიწმინდის მოფენის დღესასწაულებზე . მეორე თვალსაზრისით , ბისონი აღნიშნავს ძაძას , ფლასს , ტომარას , უხეშ ტანსაცმელს - საკოსს ( = ძაძას , ტომარას ), რომელიც მორჩილებისა და სინანულის სიმბოლოს წარმოადგენდა , მას იცვამდნენ ქრისტიანი მეფეები , მეფეთა მეფის - ქრისტეს წინაშე თავიანთი მორჩილების გამოსახატავად . ბალზამონის (XII) მოწმობით , ბისონი მხოლოდ პატრიარქის სამოსია , უფორმობის გამო მას ხშირად ,, საკოსსაც’’ უწოდებდნენ ( ეს სახელწოდება შემოინახა რუსულმა ეკლესიამ ) . ეპისკოპოსებს ბისონის ჩაცმის უფლება მხოლოდ XVIII ს-ში დართეს . აღდგომას იცვამენ თეთრ ბისონს , ხოლო ვნების შვიდეულში - შავს . ბისონი აღნიშნავს სამგლოვიარო ძაძას და მოგვაგონებს იმ მეწამულ სამეფო მანტიას , რომლითაც დაცინვით შემოსეს ქრისტე და ეკლის გვირგვინი დაადგეს ჯვარცმის წინ.’’ (გაბიძაშვილი ე. გვ.43-44 )
(რადგან ბისონი ცვლის ფილონს , შემოსვის ლოცვაც ფილონისა გააჩნია . )


IPB-ს სურათი


ომოფორი - სამღვდელთმთავრო შესამოსლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არსებობს ორი სახის ომოფორი-დიდი და მცირე . თავად ტერმინიც გვიჩვენებს , რომ მათ შორის განსხვავებას , ზომა განაპირობებს . წირვისას , სამოციქულოს წაკითხვის წინ, ეპისკოპოსი იხსნის დიდ ომოფორს და წირვის დასრულებამდე , იმოსება მცირეთი . ომოფორის გარეშე , მღვდელთმთავარს არ შეუძლია , ლიტურგიკული ღვთისმსახურების ჩატარება . ,, ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავსომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზადებიან თავის ჯვარს ანუ - ტანჯვაწამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.’’(წმ.გერმანე)
ომოფორით შემოსვისას , დიაკვნის მიერ იკითხება შემდეგი ლოცვა :,, ჯვარსა ზედა ქრისტე შეცდომილი კაცობრივი ბუნება აღიხვენ და ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ .’’
მცირე ომოფორი და სამღვდელთმთავრო შესამოსელი , დიდი ომოფორით :


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

გარდა ზემოთჩამოთვლილებისა , ეპისკოპოსის შესამოსელს კიდევ ემატება რამდენიმე ნიუანსი , რა გამოწვეულია , მისი სტატუსის გამო .
მანტია - ,, მანტია // მაზარა - მონაზონის შავი ფერის შესამოსელი , რომელიც ფარავს მთელ სხეულს , თავის გარდა .სიმბოლურად გამოხატავს ფრთოსან ანგელოზს . ტანის მთლიანად დაფარვა ნიშანია მკცრი მონაზვნური ცხოვრებისა , მოკრძალებისა და სიმდაბლისა , რომ მონაზონის არც ხელი ,არც ფეხი და არც სხვა ნაწილი , აღარ ცხოვრობს ამქვეყნიური საქმიანობისთვის . მანტიის ტარება სამონასტრო იერარქიის ყველა პირისათვის აუცილებელია ღვთისმსახურების დროს . მაზარა არის სამონაზვნო შესამოსელი , მანტიას კი ატარებენ არქიმანდრიტები და მონასტრის წინამძღვრები ( იღუმენი) , რომელიც არის ფერადი , ზემო და ქვემო კიდეებში დაკერებული აქვთ კვადრატული ნაჭრები , რომელიც გამოხატავს ,,სჯულის ფიცარს’’, რომლითაც ხელმძღვანელობენ ისინი . ‘’(გაბიძაშვილი ე. ; გვ.62) სამწუხაროა , თუმცა უნდა აღვნიშნოთ , რომ ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში , რამდენიმე გამონაკლისის გარდა , მხოლოდ ეპისკოპოსი იმოსება მანტიით . წირვისას , როდესაც იგი შემოდის ტაძარში , მოსავენ ხსენებული შესამოსლით ,ხოლო როდესაც იგი ემთხვევა კანკელის ხატებს , დალოცავს მრევლს და დადგება შუა ტაძარში , განიმოსება მანტიით და იწყება , სრული შესამოსლით შემოსვა .

IPB-ს სურათი

მიტრა - ,, ( ბერძ. ,, თავზე წასაკრავი’’) - ხატებითა და ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამღვდელთმთავრო გვირგვინი , რომელსაც მღვდელთმთავარი წირვა-ლოცვაზე იხურავს .
ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავსაკრავს , თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას , რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა . დროთა განმავლობაში მოსარტყმელმა ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა , რომელიც ზემოდან ღია იყო , წინა მხარეს კი - ამოქარგული ხატებით შემკული . XII ს-დან მიტრა იღებს გვირგვინის ფორმას და იქცევა ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად .
აღმოსავლეთის ეკლესიაში ეპისკოპოსის მიტრა სიმბოლურად მეფის მიტრას გაუთანაბრდა , რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს - იესო ქრისტეს . გარდა ამისა, მიტრა მიანიშნებს ეკლის გვირგვინს , რომელიც ქრისტეს დაადგეს თავზე (მათე 27 , 29 ) აგრეთვე სუდარას , რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს. (იოან.20,7) .
საქართველოში მიტრას მღვდელმთავართა გარდა ატარებენ არქიმანდრიტები და ზოგიერთი დეკანოზი (მათთვის ეს ჯილდოა - ეს წესი დააკანონა მოსკოვის 1667 წ. საეკლესიო კრებამ . პატრიარქისა და მიტროპოლიტების მიტრაზე აღმართულია პატიოსანი ქვებით მოოჭვლი ჯვარი . ‘’ (გაბიძაშვილი ე. ; გვ . 66 )
აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში , მიტრის ტარების მხრივ , გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი . გამომდინარე იქიდან რომ , იგი იწოდება როგორც - ,,პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა’’ , მსახურების დროს , პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს , პაპის ტიარასაც .
მიტრის დაფარებისას იკითხება შემდეგი ლოცვა : ,, უფლისა მიმართ ვილოცოთ ,უფალო შეგვიწყალენ . დაგადგა უფალმან გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა , ცხოვრებაი გთხოვა შენ და მიეც მას , განგრძობაი დღეთა , ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , ამინ . ‘’


IPB-ს სურათი

კვერთხი - ,, უმაღლესი იერარქის რეგალია , სპეციალური ჯოხი , დამზადებულია ძვლის , ხის , ან ლითონისაგან , მღვდელთმთავრის საკუთრება , რომელიც მას ეძლევა მისი კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ . კვერთხი წარმოადგენს სამწყსოზე მწყემსის ძალაუფლების სიმბოლოს . იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და მონასტრის წინამძღვარს , იღუმენს . ‘’
გამოვყოფთ ორი სახის კვერთხს . საღვთისმსახუროს და ყოველდღიურს . ყოველდღიური კვერთხი სადა და შავი ფერისაა , როდესაც მსახურების წინ , ეპისკოპოსი მობრძანდება ტაძარში , შემოსვლისთანავე გამოართმევენ შავ კვერთხს , შემოსავენ მანტიით და მისცემენ იმ კვერთხს , რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება ხოლო შავი კვერთხი კი აღარაა საჭირო , მსახურების დასულებამდე .


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აღნიშნულ საკითხთან კავშირშია ,არის შესამოსელთა ფერების განაწილება , ამა თუ იმ მსახურებაზე . რამდენიმე გამონაკლისის გარდა , თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ საქართველოში ეს საკითხი , სრულიად უგულვებელყოფილია სამწუხაროდ . არადა , უმეტეს ავტოკეფალურ ეკლესიებში , მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მას . ( მაგალითისთვის მოვიტანთ , ანტიოქიის ეკლესიის ერთ-ერთ ვებგვერდს , რომელზეც ნათლად ჩანს , შესამოსლის ფერების გადანაწილება , მთელი წლის მანძილზე . იხ : http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors )
ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით იმ ნიუანსებზე , რომლებიც გავრცელებულნი არიან , სხვადასხვა ეკლესიებში . (მაგ : ერთსა და იმავე დღესასწაულზე , ლოკალური საღვთისმსახურო ტრადიციის მიხედვით , შესაძლებელია ბერძენი სამღვდელოება სხვა ფრად შეიმოსოს , იერუსალიმელი სხვად , ანტიოქიელი სხვად , რუსი - რადიკალურად განსხვავებულად და.ა.შ.) უბრალოდ , ჩამოვწერთ შესამოსლის ფერთა სიმბოლურ ნიშნებს , ხოლო შემდეგ იმ მნიშვნელოვან თარიღებს , როდესაც ისინი უნდა ჩაიცვან სასულიერო პირებმა , ღვთისმსახურების შესრულებისას .
თეთრი - სისპეტაკის , სიწმინდის , უბიწოების სიმბლოლური სახეა .
წითელი - სისხლის , თავგანწირვის , მოწამეობის .
შავი - მწუხარების , სევდის ,გლოვის .
ლურჯი - უსაზღვროების , სიბრძნის .
ცისფერი – მუდმივი ცხოვრების , განახლებული კაცობრივი ბუნების , სიწმინდის .
მწვანე – ცხოველმყოფელობის, განახლების , გაცოცხლების .
ყვითელი – სიკაშკაშის , ღვთაებრივი მცხუნვარების , მადლისმიერი მანათობლობის .

ხსენებული სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე , სასულიერო პირი , ჩამოთვლილ დღესასწაულებზე ღვთისმსახურებისას , სასურველია შეიმოსოს შემდეგნაირად:

1) საუფლო დღესასწაულებზე , ზოგადად – თეთრი .
2) კვირა დღეებზე – თეთრი ან წითელი .
3) დიდმარხვისას , კვირა დღეებზე – გარდამავალი ფერი .( შესაძლებელია – ლურჯი
4) დიდმარხვისას , სადაგ დღეებში – შავი
5) ბზობას და წმიდა სამების მოხსენიების დღეებში – მწვანე .
6) ღვთისმშობლის მოხსენიების დღეებში– ცისფერი .
7) აღმსარებელთა და იმ წმიდანთა ხსენებისას , რომლებიც წამებით არ აღესრულენ – ყვითელი .

გამოყენებული ლიტერატურა :
1-გაბძაშვილი ენრიკო - ,,ლიტურგიკა - ჰიმნოგრაფია ; ტომი - 5 ; თბილისი - 2011 წელი .

2-თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომები ; II ნაწილი . (თბილისი - 2004 წელი)

3-სამღვდელო კონდაკი ; გამოიცა - პატრიარქ - ილია II- ის , ლოცვა-კურთხევით .თბილისი , 2008 წელი ,

ინტერნეტ მასალები :
http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors

https://www.facebook.com/atelje.axios/photos_albums

http://www.pravmir.ru/svyashhennye-oblache.../#ixzz36RATJoWp




დასკვნა
ეს იყო ის , რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტეთ და მოვახერხეთ აღნიშნული დროისათვის . შევეცდებით მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა ,რასაც გაგვიზიარებენ მკითხველები , ნამუშევრის გაცნობის შემდეგ , იქამდე კი , დაპირებისამებრ კვლავ შევეცდებით გავაგრძელოთ დაწყებული ციკლი და მაქსიმალურად მოკლედ , ლაკონიურად და გასაგები ენით გადმოვცეთ ინფორმაციები იმ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკული ელემენტების შესახებ ,რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს , ვასრულებთ და ეს მოქმედება , მექანიკურ საქმიანობაში გვაქვს გადაზრდილი .





შესამოსლი ფერები და მათი სიმბოლური დატვირთვა :
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა , რომელიც აღნიშნულ საკითხთან კავშირშია ,არის შესამოსელთა ფერების განაწილება , ამა თუ იმ მსახურებაზე . რამდენიმე გამონაკლისის გარდა , თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ საქართველოში ეს საკითხი , სრულიად უგულვებელყოფილია სამწუხაროდ . არადა , უმეტეს ავტოკეფალურ ეკლესიებში , მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მას . ( მაგალითისთვის მოვიტანთ , ანტიოქიის ეკლესიის ერთ-ერთ ვებგვერდს , რომელზეც ნათლად ჩანს , შესამოსლის ფერების გადანაწილება , მთელი წლის მანძილზე . იხ : http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors )
ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით იმ ნიუანსებზე , რომლებიც გავრცელებულნი არიან , სხვადასხვა ეკლესიებში . (მაგ : ერთსა და იმავე დღესასწაულზე , ლოკალური საღვთისმსახურო ტრადიციის მიხედვით , შესაძლებელია ბერძენი სამღვდელოება სხვა ფრად შეიმოსოს , იერუსალიმელი სხვად , ანტიოქიელი სხვად , რუსი - რადიკალურად განსხვავებულად და.ა.შ.) უბრალოდ , ჩამოვწერთ შესამოსლის ფერთა სიმბოლურ ნიშნებს , ხოლო შემდეგ იმ მნიშვნელოვან თარიღებს , როდესაც ისინი უნდა ჩაიცვან სასულიერო პირებმა , ღვთისმსახურების შესრულებისას .
თეთრი - სისპეტაკის , სიწმინდის , უბიწოების სიმბლოლური სახეა .
წითელი - სისხლის , თავგანწირვის , მოწამეობის .
შავი - მწუხარების , სევდის ,გლოვის .
ლურჯი - უსაზღვროების , სიბრძნის .
ცისფერი – მუდმივი ცხოვრების , განახლებული კაცობრივი ბუნების , სიწმინდის .
მწვანე – ცხოველმყოფელობის, განახლების , გაცოცხლების .
ყვითელი – სიკაშკაშის , ღვთაებრივი მცხუნვარების , მადლისმიერი მანათობლობის .

ხსენებული სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე , სასულიერო პირი , ჩამოთვლილ დღესასწაულებზე ღვთისმსახურებისას , სასურველია შეიმოსოს შემდეგნაირად:

1) საუფლო დღესასწაულებზე , ზოგადად – თეთრი .
2) კვირა დღეებზე – თეთრი ან წითელი .
3) დიდმარხვისას , კვირა დღეებზე – გარდამავალი ფერი .( შესაძლებელია – ლურჯი
4) დიდმარხვისას , სადაგ დღეებში – შავი
5) ბზობას და წმიდა სამების მოხსენიების დღეებში – მწვანე .
6) ღვთისმშობლის მოხსენიების დღეებში– ცისფერი .
7) აღმსარებელთა და იმ წმიდანთა ხსენებისას , რომლებიც წამებით არ აღესრულენ – ყვითელი .

გამოყენებული ლიტერატურა :
1-გაბძაშვილი ენრიკო - ,,ლიტურგიკა - ჰიმნოგრაფია ; ტომი - 5 ; თბილისი - 2011 წელი .

2-თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომები ; II ნაწილი . (თბილისი - 2004 წელი)

3-სამღვდელო კონდაკი ; გამოიცა - პატრიარქ - ილია II- ის , ლოცვა-კურთხევით .თბილისი , 2008 წელი ,

ინტერნეტ მასალები :
http://www.antiochian.org/midwest/liturgical-colors

https://www.facebook.com/atelje.axios/photos_albums

http://www.pravmir.ru/svyashhennye-oblache.../#ixzz36RATJoWp

შენიშვნები :

[1]-ამგვარი სახით – (გაბიძაშვილი ე. გვ. … ) , წინამდებარე ნაშრომში მოვიტანთ ხოლმე ციტატებს , ენრიკო გაბძაშვილის წიგნიდან – ,,ლიტურგიკა – ჰიმნოგრაფია ; ტომი – 5 ; თბილისი – 2011 წელი .

[2]-ამგვარი სახით – (კონდაკი , გვ. … ) , წინამდებარე ნაშრომში მოვიტანთ ხოლმე ციტატებს , სამღვდელო კონდაკიდან , რომელიც გამოცემულია თბილისში , 2008 წელს , პატრიარქ – ილიაII- ის , ლოცვა-კურთხევით .

[3]-წინამდებარე ნაშრომში , წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელის ციტატები მოგვაქვს მისი შრომიდან – ,,საეკლესიო თხრობა და საიდუმლოთა ჭვრეტა ’’ , რომელიც გამოიცა – პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიერ და დაიბეჭდა – თბილისის სასულიერო აკადემიის , საღვთისმეტყველო შრომების , II ნაწილში . (თბილისი – 2004 წელი)


დასკვნა
ეს იყო ის , რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტეთ და მოვახერხეთ აღნიშნული დროისათვის . შევეცდებით მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა ,რასაც გაგვიზიარებენ მკითხველები , ნამუშევრის გაცნობის შემდეგ , იქამდე კი , დაპირებისამებრ კვლავ შევეცდებით გავაგრძელოთ დაწყებული ციკლი და მაქსიმალურად მოკლედ , ლაკონიურად და გასაგები ენით გადმოვცეთ ინფორმაციები იმ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკული ელემენტების შესახებ ,რომლებსაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს , ვასრულებთ და ეს მოქმედება , მექანიკურ საქმიანობაში გვაქვს გადაზრდილი .





http://seminarieli.wordpress.com/2014/07/1...83%A1%E1%83%94/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 11 2014, 09:13 AM
პოსტი #26


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საინტერესოა ძალიან ...


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 11 2014, 08:32 PM
პოსტი #27


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,845
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
შევეცდებით მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა ,რასაც გაგვიზიარებენ მკითხველები , ნამუშევრის გაცნობის შემდეგ



ფორუმზე გაგიზიაროთ თუ პმ-ში? rolleyes.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 11 2014, 11:24 PM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



athos
რჩევას გააჩნია .biggrin.gif
ფბ-ზე მყავხარ შენ ? ყველაზეკარგი ვარიანტი იქაა , გინდა აქ გამაუშვი . ნუ , როგორც შენ გადაწყვეტ ...
(აქ ვერ შევასწორებ , იმიტომ რომ ატვირთული სურათები არ მაძლევენ ამის საშუალებას . ბლოგზე კი , უკვე შევცვალე ზოგი რამ , ზოგსაც გავითვალისწინებ )


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2014, 06:00 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,829
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამღვდელო შესამოსელს ლოცვის დროს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ის სამოსია, რომლითაც უფალი აწამეს“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2014, 10:55 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,829
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი აღთქმის მღვდელს, წამოსასხამსა და შესამოსელთან ერთად, აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა.


ამის შესახებ კარგად უწყოდა ქალწულმა მარიამმა და ყრმა იესოს, მომავალ მღვდელმთავარსა და მოძღვარს, "წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა, რომელიც იყო "უკერველ" - იესო ქრისტეს ზრდასთან ერთად, ხელთუქმნელი კვართიც სასწაულებრივად იზრდებოდა..."



"ქართლის იმჟამინდელმა მეფემ, ადრეკმა მოისურვა, რომ თავად შეემოსა კვართი, მაგრამ სიდონიას ისე მაგრად ჰქონდა გულში ჩაკრული, რომ ვერავინ შეძლო მისი მკლავებიდან კვართის მოშორება, ამიტომ კვართთან ერთად დაკრძალეს..." wub.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2015, 03:58 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,829
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიაკონი იმოსება სამი, მღვდელი - ხუთი და მღვდელმთავარი ანუ ეპისკოპოსი - შვიდი სახეობის სამოსში"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2015, 09:32 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,829
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შემოსვის დროს გათვალისწინებულია საიერარქიო საფეხურები - უმაღლეს საფეხურზე მდგომი სასულიერო პირი იმოსება ყველა იმ სამოსით, რაც მოსავს მის ქვედა საფეხურზე მდგომს. ე.ი. მღვდელი იმოსება დიაკვნის, მღვდელმთავარი - დიაკვნის, მღვდლის და მისთვის შესაფერის სამოსში, პატრიარქი კი ყველა იმ სამოსში, რომლითაც მის ქვედა საფეხურზე მდგომი პირები იმოსებიან".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2015, 10:05 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,829
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიშიშვლე არის ურწმუნოების სიმბოლო, ხოლო საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილი სამოსი, უპირველესად, არის სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების სიმბოლო"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2015, 12:50 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,829
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მღვდელი ოქროთი მოქარგული, ნათელი და ბრწყინვალე შესამოსლით იმოსება. რატომ? ნუთუ მდიდრულად ცხოვრება მოსწონს? არა, ჩემო საყვარლებო! როცა მოძღვარი ნათელი ფერებით იმოსება, ამით სურს ქრისტე გამოსახოს, რომლის სამოსიც ფერიცვალებისას „ვითარცა თოვლი განსპეტაკდა.“

ამგვარად ,მღვდლის შესამოსლით მოგვეახლება ქრისტე. მოძღვარი პირველად სტიქარს იცვამს, ეს განასახიერებს ქრისტეთი შემოსვას, ოლარი- ღვთაებრივ მადლს,ხოლო, როცა ფილონით იმოსება, ჩვენ წინაშე ქრისტეს სრული სახე წარმოსდგება. შენ ხედავ მღვდელს შემოსილს?- ის შენთვის ვიღაც კონკრეტული მოძღვარი აღარაა, ის თვით ქრისტეა.

არავინ მსოფლიოში ასეთ შესამოსელს არ ატარებს, მღვდელმსახურის გარდა. ეს რაღაც არამიწიერი საოცარი სანახაობაა, ერთგვარი ზეციური ხილვაა, ქრისტე გარდამოხდება, რათა ჩვენ, ზეცის შესახებ მოგვითხროს.

/არქიმანდრიტი ემელიანე (ვიფიდისი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2018 - 04:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი