თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 11:47 AM

"ახალგაზრდობის წლები რადიკალურად განსხვავდება სიბერისაგან, რამეთუ სიბერეში უფრო დიდი სულიერი გამოცდილება გაქვს დაგროვილი. როდესაც ერთ ბერს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრობთ სიბერეშიო, მიუგო: - ერთხელ კიდევ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, ვინაიდან, რაც უკვე გამოვიარე, ის კვლავ მეორდებაო... მეც ასე ვარ და ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა უფალს!"

/მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი/

"დაპურებულ ასაკში"

/გულნაზ ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:21 AM

"წმინდა დიონისე [არეოპაგელი] მაშინ უკვე მოხუცი იყო და დამაშვრალი სახარების ქადაგებაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 12:05 PM

78 წლის დედამ თქვა სევდიანად: "რა ყოფილა სიბერე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2017, 08:13 PM

"კეთილი სიბერე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:56 AM

"როგორც მხედავ, მოხუცებული ვარ, ჩემი რწმენა ახალგაზრდულად ყვავის და ჩემი აღმსარებლობა ყოველთვის წარმოშობს ქრისტესთვის ახალ შვილებს."

/წმ. დიონისე არეოპაგელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2017, 10:43 AM

"მიმცხოვანებადმდე (ფსალმუნი 70. 18) - მოხუცებულობამდე.

მხცოვანი (მხცოანი) - წვერთეთრი მოხუცებული.

მხცოვანება - წვერთეთრობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 10:30 AM

''თმებში - დეკემბერი
და გულში - მაისი"

ჰაინრიხ ჰაინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:17 AM

"კარგ მოხუცებულობამდე მიღწეული"

"იგი კარგ სიბერეში გარდაიცვალა მადლით სავსე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:54 PM

"მხრებში მოხრილ [გურულ] მოხუცებსაც კი ის ჭაბუკური აღტყინება და სახე შემორჩენიათ. ხალისს და ძალას მატებთ ის, რომ გრძელდება მათი მოდგმა.

მიწის სუნთქვაც ესმით. და სწამთ, რომ როცა მიწაში ჩაეშვებიან, ამ მიწის მადლი ჩაჰყვებათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 10:55 AM

"იმ ბებოების კალთას გაჰყვა ჩვენი ბავშვობა. ალერსში ნაზარდი ჩვენი ბავშვობა"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:28 PM

"რომელსაც არც მოხუცებულის რიგი აქვს და არც ყრმის სიბრალული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2017, 12:26 PM

"მოხუცი გააყმაწვილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:34 PM

"მშობელი თავის შვილს დედის მუცელში მყოფობიდანვე უნდა აკვირდებოდეს, ეფერეობდეს და მასთან სულიერ კავშირს ამყარედეს. ნაყოფი ამას გრძნობს და თავადაც გვაგრძნობინებს ამ დიდ სიხარულს დედის მუცლიდან. თუ ამგვარი დამოკიდებულება იქნება ჩვენსა და ჩვენ შვილებს შორის, მშობელთა ხვედრი სიბერის ჟამს ტკბილი და უფლისთვის მაამებელი იქნება".

/დეკ. გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2017, 10:24 PM

დედამ ამ წუთას თქვა: როგორ მინდა სიცოცხლე! smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:51 PM

"სიბერესაც თავისი სილამაზე აქვს"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:30 AM

"შვილებმა განსაკუთრებით დიდი მოთმინება უნდა გამოიჩინონ იმ ნაკლოვანებების მიმართ, რომლებიც მათ მშობლებს ხშირად გამოაჩნდებათ ხოლმე სიბერეში, როგორც წმიდა წერილშია დაწერილი: "შვილო, შეეწიე სიბერესა მამისა შენისასა... და თუ მოაკლოს გონებასა მისსა, შენ შეუნდვე და ნუ უპატივო-ჰყოფ მას ყოვლითა ძალითა შენითა" (ზირ. 3,12,13).

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:06 AM

"პაპა ჭკუის საკითხავი კაცი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:43 AM

"მიუხედავად იმისა, რომ 95 წლისაა, დროს არ ემორჩილება და კვლავ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს"


"ბებია ყოველდღე მაწვეთებდა ქრისტიანულ იდეებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 03:43 PM

"თუკი ჩვენ უსამართლონი და უმადურნი ვიქნებით ჩვენი მოხუცების მიმართ, ბოლოს, მეუღლისა და შვილებისგანაც დავიტანჯებით, რათა ამით საკუთარი უმსგავსობანი ვზღოთ".

/ბერი პაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 09:01 PM

"თუ მოხუცი ხარ და ცოდვებით დამძიმებული, ნუ იფიქრებ,რომ გვიანია შენთვის სინანული და სასოს ნუ წარიკვეთ".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2018, 03:46 PM

გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.

გოდერძი ჩოხელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 09:50 PM

"მან [ბებიამ] მაზიარა რწმენის ანბანსაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 07:52 PM

"ბევრს არა აქვს ისეთი მატერიალური შესაძლებლობა, რომ ყოველთვის ტკბებოდეს მიწიერი ცხოვრებით, ხოლო ვისაც აქვს, მისთვის უკვე მოსაბეზრებელი ხდება მუდმივი გართობა-ზეიმი და ამგვარ ტკბობასაც ხიბლი ეკარგება, თავად ადამიანი კი ძალასაც კარგავს, ჯანმრთელობასაც და ნაადრევად ბერდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:36 PM

"ოთხმოცი წლის დარბაისელი ხუცესი, ფრიად მოწყალე და ღვაწლმრავალი"

"მხცოვანი, სამოცდაათი წლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 08:45 PM

"სულგრძელობის ზეწარი გადააფარეთ საქართველოს წარსულის მოყვარულ მოხუცის კადნიერებას და შეუნდეთ ნებსითი და უნებლიერთნი შეცოდებანი"

/წმ. პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 09:26 PM

"[არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი)] 80 წლის გახდა. ეს ის წლები და ასაკია, როცა ამბობენ, სიჭარმაგეშიაო. სიჭარმაგე კი ადამიანს სიბრძნესა და გამოცდილებასთან ერთად გამჭრიახობასა და გონიერებას ჰმატებს. სიჭარმაგეში მყოფი თუ თავის ცხოვრებას შინაარსიანად და გონივრულად წარმართავს, მისი ცოდნა და ერუდიცია ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, იტყვიან, ღვაწლმოსილიაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 06:58 PM

"ნანული ბებია სულ ფუსფუსებს და ისე არასდროს იღლება, როგორც დასვენების დროს. შვილიშვილებიც ეხმარებიან ხოლმე შემოდგომით. იციან ბებიის დაკოჟრილი ნაშრომი ხელების ფასი".

"ყველა ბებია შვილიშვილს აღმერთებს, მაგრამ გურული ბებიები უფრი მეტად გამოხატავენ ამას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2018, 09:53 AM

მოხუცის ხვნეშა

ვიწრო ქუჩაზე მოხუცმა ხვნეშით ამოიარა,
მძიმე წარსული და ჭირ-ვარამი ეკიდა ქედზე,
სახეზე აჩნდა უშთობელი, ძველი იარა,
საბრალო, ალბათ ჩუმად კვნესდა ცხოვრების ბედზე.

მჭმუნვარე მზერა მრავლისმეტყველად შემომანათა,
სუნთქვაშეკრულმა მორცხვად დავხარე ნიკაპი მკერდზე.
მახსოვს, თუ რად ღირს მწარე
სიმართლის უსასოდ განცდა,
მივხვდი, რომ ჩემი წუთისოფელიც ეკიდა ბეწვზე.

ისიც ვიფიქრ, იქნებ ქანცი შემოაკლდა რა.
მსწრაფლ დავაკვირდი დანაოჭებულ
მღვრიე თვალებზე,
გულდათუთქულმა ცქერით ცის კიდე
შემომატარა,
უხმოდ მანიშნა მარადისობის დიდრონ კარებზე.

წამს შემომხედა, წამში ისევ ახედა აღმართს,
კვლავ ხვნეშა-ხვნეშით აუყვა ბილიკს
და წუხდა ერთზე:
რა მოუშთობდა, მოუსპობდა გულიდან ამ დაღს?
ჯობდა ცხოვრების ჟამს ეფიქრა თვის გამჩენ ღმერთზე".

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:04 AM

"ეკლესიის ეზოში, სკამზე იჯდა თავჩაქინდრული, რაღაცნაირად მოუძლურებული და ჩამომჭკნარი, თითქოს დაბერებული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:02 PM

"მობერებული მეჩვენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:50 PM

"ზაზა (30 წლის): ჩემი ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალზე ძალზე კარგი წარმოდგენა მქონდა. ბებიაჩემი ანა ყოველგვარი ღირსებით დაჯილდოებული ქალია. ახლაც ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს! ისეთი ნათელი გონება აქვს, მისი რჩევა-დარიგება წამალივით გვერგება. დედაჩემი მისი რძალია და არ მახსოვს, ერთმანეთისთვის ურიგო სიტყვა ეკადრებინოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 11:47 AM

"ახალგაზრდები რომ მოხუცებს პატივს სცემენ, არაა საამაყო?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:08 AM

"82 წლისა გარდაიცვალა. მხოლოდ ერთი თვე იავადმყოფა. სიცოცხლის ბოლოს კიდევ უფრო მეტად გატკბილდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:17 AM

"ხანდაზმულობამდე იცოცხლა. არ უავადმყოფია. სიცოცხლით დაღლა ედგა ბოლოს თვალებში და შეუცნობელ სამყაროში გადასვლის მოლოდინი. ჩუმად წავიდა. დილით ნათესავ-ახლობლებს გარდაცვლილი დახვდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:47 PM

"მხცოვანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 06:48 PM

"რწმენა ჩემში ბავშვობიდანვე აღმოცენდა ჩემი მორწმუნე ბებიების წყალობით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 08:54 PM

"ობლის გულს მოხუცის სითბო მალამოდ ეცხებოდა. მან ასწავლა ლოცვა და ღვთის სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:26 PM

"სახეზე მომრავლებული ნაოჭები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2018, 07:30 PM

"- გადის დრო, ვბერდებით. დროისადმი ჯანსაღი მიდგომა და დამოკიდებულება რამდენად აისახება ადამიანის ფსიქოლოგიურ ასაკზე?

- სიბერე არის სულიერ და ფსიქოლოგიურ პროცესებზე დამოკიდებული ფენომენი. მინახავს სამოცდაათი წლის ახალგაზრდა და ოცდახუთი წლის მოხუცი. ჩვენი ფსიქოლოგიური ასაკი დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სტილზე და იმაზეც, თუ როგორ ვიყენებთ დროს. მთავარია დროისადმი დამოკიდებულება იყოს ჯანსაღი. სწორედ ეს დამოკიდებულება და განწყობა უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს.

მთავარია, სიცოცხლის ხარისხი. რაც უფრო სასიკეთო და ნაყოფიერი საქმეებით არის დაკავებული ადამიანი და სასარგებლოდ იყენებს დროს, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. თუ უმოქმედოდ ხარ, მაშინ დრო მოგიტანს მხოლოდ სიბერეს, ხოლო თუ მოქმედებ, მაშინ - სიბრძნეს, გამოცდილებას, კდემამოსილებას, სიმშვიდეს, სინანულს...."

"ყველა დროს, ყველა ასაკს თავისი სიხარული მოაქვს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:50 PM

"მას [პანდაზის თესალილეს] ღრმა სიბერემდე გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა, ამის მიზეზეს ის თავისი ცხოვრების სიწმინდეში ხედავდა. მართლაც ზნეობრივი სიწმინდე გონებას წმინდად შემოინახავს, ვითარცა ბროლის თასს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:54 PM

"წელთა სიმრავლეს მხოლოდ უფლის სიყვარულით გამთბარი გული უძლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 01:43 PM

"მშობლების სიყვარულს, პატივისცემას, მორჩილებასა და მათ უზრუნველ მოხუცებულობას უფლის მეათე მცნება გვავალდებულებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა".

თუკი ჩვენ მათ მოხუცებულობას, უძლურებას და მწუხარებას ვიტვირთავთ და გავითავისებთ, ამავე მცნებით ვიღებთ უფლისგან დაპირებას, რომ ცოდვები მოგვეტევება, კეთილი მოგვეზღვება და უზრუნველი, მხცოვანი სიბერე მოგვემადლება და ამქვეყნიურ ცხოვრებას კეთილდღეობაში გავატარებთ.

ეს - ოჯახის კურნების და გადარჩენის გზაა, და პირიქით, თუ ვინმე ძვირს ამბობს ან შეურაცხყოფს საკუთარ მშობლებს, წყევლის და დრტვინავს მათზე, ის უფლის წინაშე უდიდეს ცოდვას ჩადის, საზოგადოების მიერ კი დაწყევლილი იქნება.

ეკლესიური კანონმდებლობით, ვინც მშობელზე ხელს აღმართავს, განიკვეთება ეკლესიიდან და ზიარებიდან, დაე, მოკვდეს იგი ულმობელი სიკვდილით, რამეთუ დაწერილია: "მამის წყევლა გაახმობს, დედის კი ძირფესვიანად ამოაგდებს".

დედ-მამის ურჩი შვილები თავს იღუპავენ. მამისა და დედის შემრისხველი სიცოცხლის დღეებს იმოკლებენ, რაოდენ მართალიც უნდა ეგონოთ თავი უფლის წინაშე, ასეთნი წარმართებზე უარესნი და ბიწიერების თანამზრახველნი არიან, რომელთა შესახებაც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მოკვდება ბიწიერი, ვერ იხილავს უფლის დიდებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 03:52 PM

"სიბერე რაღაცნაირია.... გული არ ღებულობს, მაგრამ სარკე?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2018, 06:52 PM

"ისეთი პაპაა, მოფერება მოგინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2018, 07:58 PM

"ჟამგრძელები ვიყოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 04:14 PM

"პენსიონრები ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენენ. მათ, სამუშაოსგან თავისუფალთ, ხშირ შემთხვევაში განმარტოებულათ მცხოვრებთ, მშვენიერი პირობები ექმნებათ "იესოს ლოცვისათვის". თუკი გაეცნობიან და იგემებენ ამ ლოცვის სიტკბოებას, უსათუოდ იგრძნობენ დიდ ნუგეშს და მათ ცხოვრებას მიეცემა განსაკუთრებული აზრი: ისინი სხვებისთვის, ადამიანებისთვის, ყველასთვის ილოცებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 02:10 PM

"კითხვა: როგორ დავეხმაროთ ურწმუნო ხანდაზმულ ახლობელ ადამიანს, რათა ირწმუნოს უფალი და დაადგეს ჭეშმარიტების გზას, როდესაც მას ჩვენი მოსმენაც არ უნდა ამ თემაზე?

პასუხი: თუ საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, არ გადახვიდეთ კამათზე და მით უმეტეს შეურაცხყოფაზე. ილოცეთ მისთვის და უფალს შესთხოვეთ, რომ გაუნათდეს გონება და იწამოს ღმერთი, ისევ მისივე სულის ხსნისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2019, 02:24 PM

"სიბერე მოგვკითხავს - როგორ ჩაიარა ახალგაზრდობამ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2019, 10:39 PM

"თუმცა ასაკით ნორჩი ხარ, სკიტში მოსვლის დღიდან შენში მოხუცებულის გონება დავინახე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:28 AM

"ამქვეყნიურ საქმეებში გამოსადეგია ახალგაზრდა ადამიანი, ხოლო მოხუცებული უსარგებლოა; სულიერ საქმეებში კი პირიქით, ადამიანის ღვაწლი ბრწყინდება სიბერეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:23 PM

"ღრმად მოხუცებულის სიმდიდრე ხომ ამ წუთისოფელში დარჩენილი მხოლოდ ორიოდე დღეღა იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 09:00 PM

"მხოლოდ იმ ბებიას არ შეეშინდება სიბერის, რომელიც ბაბუას ისევ პატარა გოგოსავით უყვარს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2019, 01:58 PM

"ამბობენ, ღრმა სიბერემდე მიაღწია და სიკვდილამდე ერთნაირ ღვაწლში იყოო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 12:56 PM

"ანტონინე, რომელიც სიბერეშიც კი ახალგაზრდულად მუშაობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 06:20 PM

"ვედროზე ჩამოჯდარი, გახუნებულთავსაფრიანი, წინსაფარაკალთავებული ბებო ქართული მიწით შესვრილი, ბებრული ხელებით ხან ჭინჭრის, ხან გვირილის, ხანაც ყაყაჩოების (სეზონის მიხედვით) თაიგულებს გამვლელ-გამოვლელებს ჩემი საყვარელი მადლიანი ქართლურით გასძახის: "ერთი აქეთ მოიხედეთ, გენაცვალეთ, უბრალო არ გეგონოთ... დიდგორისაა. დიდგორის!"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 05:01 PM

"რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს, უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ? რას იტყოდი, რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს?! ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის ჟამს შეინანებ, მაშინ შენ კი არ მიგიტოვებია ცოდვა, არამედ მას მიუტოვებიხარ შენ.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 04:06 PM

"დიდხანს მეძინა ბებიასთან. იმდენად დიდხანს, რომ უკვე ვეღარ ვეტეოდით ერთ ლოგინში. დიდხანს მეგონა, რომ ბებია უფრო მიყვარდა, ვიდრე დედა... მიყვარდა მისი პერანგის სუნი. მიყვარდა მისი თეთრი, ბაბუაწვერასავით თეთრი და მსუბუქი თმა.

ვფიქრობ, არ უნდა იყოს სიბერე ცუდი. შემოდგომის დღის მიწურულს სავარძელში მოკალათება და ტელევიზორის ყურება უნდა იყოს სიბერე. მზიან ამინდებში თვალებზე ხელის მოჩრდილება და არავის მოლოდინი უნდა იყოს სიბერე. ფანჯრის რაფაზე შემოდებული, დასალევად დავიწყებული წამლის შუშები უნდა იყოს სიბერე.
როცა დავბერდები, ბებიაჩემი მინდა გამოვიდე. მქონდეს უკან შეხვეული თეთრი კოსა, ,,გარეთ გასასვლელი" სამიოდე კაბა. ჩანთაში ჩაკარგული პატარა შავი სავარცხელი და მყავდეს ღამღამობით ზურგზე მოკრული შვილიშვილი, რომელიც ინატრებს, რომ როცა გაიზრდება,ბებია გამოვიდეს.
არ უნდა იყოს სიბერე ცუდი..."

/ნანა ბეკოშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 06:16 PM

"რარიგად გაუწვალდა, გაუუგემურდა მოხუცებულობა"

/დავით კლდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 09:52 PM

ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს - ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში...
სიცოცხლე ძალიან, ძალიან ცოტაა -
სინანულს არ მისცე უფლება თარეშის!

სიძულვილს ნუ ეტყვი დათოვლილ ჭაღარას,
დღეს ხარ და ხვალ იქნებ... ვინ იცის, აღარა...
გულით ხომ ბავშვი ხარ,ისევე პატარა -
წლებია ჭაღარა... ფერია, განა რა?..

ნუ წუხხარ, აბა იმ მთებმა სულ რაღა ქნან,
ზაფხულში სიცივემ რომ გამოაყარა?!
ნუ ჩივი, ზოგი ხის ნაყოფი ვეღარ მწიფს,
რადგანაც უდროოდ ქარმა ჩამოყარა...

პატივი მიაგე თვალებთან ნაწვიმარს,
გვალვისგან მიწაც ხომ მრავალგზის დამსკდარა...
არ ვიცით ცხოვრება,ვის როდის გაწირავს -
ილოცე,შუბლზე თუ ხაზები გაკმარა!..

ნუ ეტყვი სიბერეს ხმას ცივს და დამცინავს,
თვალებში დარდი და ნაღველი ჩამდგარა...
დაცინვა სიბერის არასდროს გაბედო,
გახსოვდეს,სანამდე ღმერთი არ გამწყრალა...
..................
ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს-ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში...
სიცოცხლე ძალიან,ძალიან ცოტაა -
სინანულს არ მისცე უფლება თარეშის...!!!

/ია ნანეიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 05:51 PM

"სიბერე მხოლოდ ის არ არის, აღმართზე ასვლა რომ გიჭირს. ისიც არის, სიკვდილისა რომ აღარ გეშინია, სურვილის უქონლობაც არის"

/ორჰან ფამუქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 07:21 PM

"მოხუცებულობა ხომ დიდი მარტოობის ხანაა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:05 PM

"მოხუცთა გვირგვინი შვილთაშვილებია"

/იგავნი სოლომონისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:09 PM

"მოხუცს მაშინვე ჩაეშალა მუხლი და იქვე ჩაჯდა"

/ლევან გოთუა/

"ისე კი ყოველ ადამიანურ ასაკს ჰქონია თავისი უპირატესობა. მოხუცებს, რომ მათ უკვე მოხდილი აქვთ ახალგაზრდული ჩუტყვავილობა და სულიერი დაუდგრომლობა. ახალგაზრდებს კი, რომ მათ არ განუცდიათ მოხუცთა მრავალი ოცნებათა შემოძარცვა და იმედის გაცრუება!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:15 PM

"ესღა არის, რასაც მოხუცები გუმანითა და განჭვრეტით გრძნობენ, ჩვენ შუბლი უნდა ვახალოთ, შუბლი!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:31 PM

"არც ახალგაზრდობაა უპირატესობა და არც მოხუცებულობა - დამსახურება. ყველას თავისი შესაფერისი მოეთხოვება!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:16 PM

"მოხუცებს პატივი ეცი, ახალგაზრდებს ასწავლე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:23 PM

"ნუ მიატოვებ მშობლებს სიბერეში და ღმერთი არ მიგატოვებს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:49 PM

"არ მსურს იმ საზოგადოების წევრი ვიყო, სადაც მოხუცებულ მშობელს შვილები ლუკმას დაამადლიან, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ, ყველას დასანახად საოცარ ქელეხს გადაუხდიან..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 09:24 PM

"სირცხვილია, ახალგაზრდა მოხუცზე სუსტი იყოს და მოხუცი - ახალგაზრდაზე უჭკუო"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:57 PM

"მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:43 PM

"რა ბედნიერები არიან ას წელს მიღწეული მოხუცებიც კი, ყოველი დღე რომ შეიძლება უკანასკნელ დღედ ექცეთ, მაგრამ ეს წინასწარ არ იციან და მაინც იმედის თვალით შეჰყურებენ მომავალს"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2020, 08:40 PM

"პენსიონერები ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენენ, მათ, სამუშაოსგან თავისუფალთ, ხშირად განმარტოებულად მცხოვრებთ, მშვენიერი პირობები ექმნებათ "იესოს ლოცვისთვის", თუკი გაეცნობიან და იგემებენ ამ ლოცვის სიტკბოებას, უსათუოდ იგრძნობენ დიდ ნუგეშს და მათ ცხოვრებას მიეცემა განსაკუთრებული აზრი: ისინი სხვებისთვის, ადამიანებისთვის ყოველთვის ილოცებენ"

/არქიეპისკოპოსი პავლე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 01:46 PM

"ფსიქოლოგი ვლადიმერ ლევი ერთ საინტერესო ვარაუდს გვთავაზობს, - ჩვეულებრივი ადამიანი, იმ საზოგადოებაში რომ მოხვდეს, სადაც "მიღებულია", ვთქვათ, ორას წლამდე სიცოცხლე, ისიც ამ ასაკამდე მიაღწევდა. ეს, ცხადია, გაზვიადებული, უტრირებული შეფასებაა, მაგრამ მასშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი - ყველას შეგვიმჩნევია, რა სწრაფად ბერდება ფსიქიკურად მოტეხილი ადამიანი და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმიზმს, სიცოცხლის სიყვარულსა და რწმენას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 12:25 PM

მინდა ნაოჭებს მიკეცავდეს ღიმილი სულის

მარადიული ახალგაზრობით არ მინდა მოვკვდე...
მინდა - სიბერის სიტკბოებაც იხილოს თვალმა...
მინდა, ნაოჭებს მიკეცავდეს ღიმილი სულის...
შვილთა-შვილების ნაფერები თითებით დაღლა...
მინდა შევიგრძნო ამ ცხოვრების ყოველი წუთი!
თუმცა, უფალთან მიახლებაც გვეჩქარის ხშირად.
დრო - უდროობით გადაღლილი შეჩერდეს იქნებ
და არ აეკრას თვალსაწიერს უფერულ შირმად.
დიახ! მინდა, რომ, მე თქვენს თვალში გარდავიცვალო -
მოხუცებულის შევერცხლილი თმით და ღიმილით
მაშინ, კი როცა ჩემს ნაკვალევს ხიდად გავაფენ
საზვერეთ კიბეს შევუყვები მორჩილ ტივივით...
...
მცირედით მაინც აღვასრულო მისია ჩემი
უფლის ზრახვათა დიადების თაყვანსაცემად...

თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2020, 10:27 PM

"ხორციელად ცხოვრების პროცესში ადამიანი სიჭაბუკიდანვე იწყებს დაბერებას, მაშინ, როდესაც სულიერი ცხოვრება ადამიანს იმ ცოდვებისაგან განწმენდს, რომელიც აბერებს და იგი თანდათან ახალგაზრდავდება და ბავშვს ემსგავსება"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 09:24 PM

"ყველა ადამიანი სიბერეში მცირედით უნდა დანაყრდეს"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:41 PM

"ნაადრევი წვიმა" - ეს სიჭაბუკეში მონიჭებული სინანულის ცრემლების მადლია; "ნაგვიანევი წვიმა" კი - სიბერეში მონიჭებული სინანულის ცრემლების მადლი".

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2021, 08:12 PM

"სინანულის წყალობით, ცათა სასუფევლის მიღება სიბერეშიც შეიძლება, რადგან მეთერთმეტე ჟამი მოხუცებულობას ნიშნავს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:12 PM

"ჭარბად ჭაღარა წვერი ამჟღავნდებდა მის მოდღევებულ წლოვანებას"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:27 PM

"ახლა ხველებაც წამოაწვა... ბებრული, მოკლე და ხშირი ხველება"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:31 PM

"ჩვენ მაშინ ვბერდებით, როცა სისულეების ჩადენის თავი აღარ გვაქვს"

/რემარკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 08:18 PM

"აი ეს თუ არის სიბერე!.. თვალის მოდუნება და ჭირისუფლის გრძნობა-დარდის გამახვილება!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:45 PM

"ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას"

/იგავნი 22,6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 08:52 PM

"გამოვბერდი და გამოვხუნდი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 02:24 PM

"გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს ნუ მოიძულებ" (იგავნი 23,22)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 07:40 PM

"არასდროს დატოვო მშობლები გასაჭირში - ყოველთვის დაეხმარე და ემსახურე, განსაკუთრებით, სიბერეში. თუ რაიმე უძლურებას დაინახავ, რაც ყველა კეთილ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მდუმარედ დაფარე; მაგრამ რაიმე საცდურიც რომ დაინახო, ისიც არ უნდა განიკითხო და არავის გაუმხილო. ნუ დაემსგავსები ქამს, ნოეს ძეს, რომელმაც მამის სიშიშვლე დაინახა და ძმებს ამცნო; სჯობს, სემსა და იაფეტს მიბაძო, მის ძმებს, რომლებიც "უკუსვილით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ" (დაბ.9,23). შენც ისე მოიქეცი, თითქოს არ შეგემჩნიოს, თუკი რაიმე უჯეროს დაინახავ მშობლებში".

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:34 PM

"რაც უფრო ვბერდები, სულ უფრო და უფრო მიყვარს სიცოცხლე"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 06:00 PM

"ტკივილდაგემოვნებული იქნებ მოდის სიბერე?"

/ლალი ხვედელიანი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:35 PM

"შენ მოხუცდი, მტერი კი არ ბერდება; ვნებები მოკვდნენ, მტერი კი ცოცხალია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:13 PM

"პატარა ბავშვიც კი ფიქრობს,რომ სხეულს სიახლე შესძინოს: მაგრამ ხშირად ჭაღარა მოხუცი ვერ გულისხმაყოფს, როგორ განიახლოს სული, ან რაიმე სიახლე შესძინოს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 05:27 PM

"დრო გადის, "ჩუმად გვაბერებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 07:59 PM

"ახალგაზრდობაში გულმოდგინება მოხუცებულობის ჟამს პატივს მოგიტანს"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:24 PM

"მოხუცებულობის ჟამს პატივი მანამდე შრომისმოყვარეობის დასტურია"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 08:02 PM

"ვინც ახალგაზრდობით ყვავის, იმედი აქვს, რომ ღრმა მოხუცებულობას მიაღწევს, მოხუცებულთ კი არაფრის ლოდინი არ შეუძლიათ - გარდა სიკვდილისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 08:53 PM

"კაცობრიობის სამარცხვინოდ, მოხუცებიც კი არიან ისეთები, რომლებიც გულმოდგინედ იღებავენ სახესა და თმებს, რადგან რცხვენიათ თავიანთი ჭაღარის - ამ ბუნებრივი სითეთრის, რომელიც უფალს მიამსგავსებს მათ - "თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი" (გამოცხ. 1, 14).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 09:51 PM

"როგორც მშვენიერი დღის საღამოა უღრუბლო, ასევე, მშვენიერი ცხოვრების დასასრულია უდარდელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 04:59 PM

"გულმოდგინედ მიიტანე ქრისტეს წინაშე შენი ახალგაზრდობის ნაყოფი და გაიხარებ სიბერეში უვნებელი სიმდიდრით, რამეთუ ახალგაზრდობაში შეკრებილი კვებავს და ანუგეშებს მოხუცებულობის უძლურებას"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 08:34 PM

"ერთი ითმენს ნაკლოვანებებს სიბერეში, ვინაიდან ახალგაზრდობაში საკმარისად არ მოაგროვა, ან შეძენილი ქონება გაფლანგა. "შენ ცუდად სადილობ იმიტომ, რომ მეტისმეტად კარგად ისაუზმე", - თქვა ერთმა ძველმა ბრძენმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2021, 06:00 PM

"სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია"

/რუსთაველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 12:55 PM

"ჭაღარას პატივს სცემდნენ, როგორც სიჭარმაგის ნიშანს. დან. 7. 9-ში "ძველი დღეთა" (მამა ღმერთის სახე) წარმოდგენილია, როგორც გრძელთმიანი მოხუცებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 04:30 PM

"ეკლესიასტესთან მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალი შუქი სიბერის გამომხატველია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 12:59 PM

"რაც მეტად ბერდება ადამიანი, მით უფრო სუსტდება მისი ნება. თუკი ადამიანს ძლიერი ნება არა აქვს, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 07:33 PM

"ვხედავ, რაც უფრო გადის წლები, მით უფრო მაკლდება ხორციელი მხნეობა. მაგრამ სულიერი სიმხნევე მრავლდება, ვინაიდან სიყვარული, თავგანწირვა, ტკივილი მოყვასისათვის დიდ სულიერ ძალას მაძლევს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2022, 05:39 PM

"როდესა მოხუცდა [ბერი იოსებ ვატოპედელი], თუმცა ამდენი წელი თავად ზრუნავდა ჩვენზე, ჩვენ მიმართ მისი მადლიერება გაიზარდა იმის გამო, რომ ელემენტარულ ზრუნვას ვიჩენდით მასზე. თანაც, თავისი ღმერთისადმი თხოვნის თანახმად, გარდაცვალებამდე (88 წლისა მიიცვალა), უკანასკნელ დღემდე, თავისი თავის მოვლა შეეძლო".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 08:42 PM

"ყრმობისათვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ შეუნანებელ ახალგაზრდას დაღუპვა ელის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 07:55 PM

"თავზე თეთრ თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას ჩაგრავს"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:14 PM

"მთებზე რომ დათოვს, მაშინვე
სიგრილე დაჰკრავს ბარსაო!..
გულსაც აგრილებს ჭაღარა...
ცოცხალს ამსგავსებს მკვდარსაო".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:26 PM

"როგორც უცეცხლოდ,
სიბერეც უსიყვარულოდ
რა არის თუ არ ღვთის რისხვა,
სიცოცხლე უსიხარულოდ?"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:29 PM

"მოხუცი აქ რომ ჩანგურს ისწავლის,
ის საიქიოს გამოადგება"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 06:29 PM

"სიჭაბუკე და სიბერე
ორი სხვადასხვა კიდეა;
ერთი რომ ჯაჭვით აბია,
მეორე ბეწვზე ჰკიდია".

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:13 PM

"ხნიერი კაცი თმა-წვერ თოვლილი"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 02:59 PM

"შვილებისადმი ჭკუის სასწავლებელია თვით ყარყატების ქცევა მათი მოხუცი მშობლებისადმი: მოხუც ყარყატს ბუმბული სცვივა, ამიტომ შვილები მას გარს შემოერტყმიან და ისე ათბობენ, უზიდავენ საჭმელს და ფრენის დროსაც ორივე მხარეს თავიანთ ფრთებს მიაშველებენ ხოლმე და ასე უმსუბუქებენ ფრენას მშობლებს. ჩვენც ასე უნდა გავუხალისოთ სიბერე ჩვენს მშობლებს, ბებიებს და პაპებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 03:17 PM

"იგი მორჭმული წავიდა ამ ქვეყნიდან, - თმადათოვლილი, ხანმოთეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:59 PM

"მე [არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)] ამჟამად უკვე 72 წლის მოხუცი ვარ, მძიმე ცხოვრების ტალღები გამოვიარე, მაგრამ ოკეანემ ვერ შთამთქა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2022, 08:34 PM

"ბოლო დროის მოღვაწეებზე უფალი დაუშვებს დევნას, შეურაცხყოფას, ავადმყოფობას, ხანგრძლივ სიბერეს, სიმძიმითა და უძლურებით აღსავსეს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 02:27 PM

"ჩვენი ცხოვრების დასაწყისი უცოდინრობაში გადის; შუა პერიოდში იგი საზრუნავით იტვირთება, ბოლოს კი სიბერის უძლურებით მძიმდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 07:54 PM

"განა შეიძლება, არ შეგვებრალოს რვა წლის ასაკის ბიჭუნა, თუკი მისი განვითარება ორი წლის ასაკის ბავშვისას შეეფერება? თუ გავა კიდევ სამი ან ოთხი წელი, ის კი არ გაიზრდება და არ გაძლიერდება, მაშინ მას, უბრალოდ, მახინჯად ჩავთვლით, - განა იგივე არ გვემართება ჩვენ?! ვიზრდებით კი ჩვენ სათნოებებში?! ვძლიერდებით კი სულიერ ძალებში?! სულის დაისისას განა ისეთივე სულმოკლენი, უდარდელნი, ახირებულნი და მოუნანიებელნი არ ვართ, როგორებიც მგზნებარე სიყმაწვილის წლებში ვიყავით?! როგორ სანახაობას წარმოვადგენთ ჩვენ უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე?!.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 03:55 PM

"[მორჩილი ნინო] ეს გახლდათ უკეთილესი მოხუცი, ასე ვთქვათ, შედარებით "ახალგაზრდა" მოხუცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 05:06 PM

"მორჩილი ლამარა - ასაკით ხნიერი, მაგრამ გულით ახალგაზრდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 10:04 PM

"ცხოვრების ყველა ასაკი გავიარეთ, მაგრამ არ გავხდით ზნეკეთილნი: ვიყავით ახალშობილნი, ყმაწვილები, ახალგაზრდები და გავხდით მეუღლეები, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ სათნონი; საკუთარი სიბერე მაინც დავინდოთ და სიკვდილთან მიახლოებულებმა ვცადოთ, ვიყოთ ზომიერნი, ფხიზლები და სამართლიანები, რათა სიკვდილით მაინც გავხდეთ ცხონების ღირსნი!"

/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 11:30 AM

"მოხუცთა საკრებულოში დადექ და ვინც უფრო ბრძენია, მას მიეახლე... თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე. დაე, გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი".

/ისუ ზირაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:42 PM

"თმაზე დროის თრთვილი კარგა ხანს არ მეკარებოდა, მაგრამ ბოლო ხანს გვარიანად გავთეთრდი - თეთრი ჩაჩის ქვეშ ჩემი ჭაღარა თმა ისე გამოიყურება, როგორც თოვლის ქვეშ თოვლი"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:31 PM

"არა ასაკი ადამიანს, არამედ ადამიანი ამშვენებს თავის ასაკს"

/ირაკლი ბრაჭული
ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 09:36 PM

"ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე, ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარვუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა ასოთა ჩემთა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურველად სიმართლისა ღმერთსა". ასე შესწირა კაენმა მსხვერპლი: რაც უკეთესი იყო, თავისთვის დაიტოვა, ხოლო უარესი - თავის შემოქმედსა და სიცოცხლისმომნიჭებელ ღმერთს. ვიდრე შრომის უნარი გაქვს, ახალგაზრდობას ცოდვაში ატარებ, ხოლო, როდესაც დასუსტები, მაშინ უძღვნი საკუთარ თავს ღმერთს, როდესაც სხეული აღარაფერში გამოდგება და იძულებული ხარ, უმოქმედოდ დატოვო იგი".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:37 AM

"გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:38 PM

"ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისათვის შემოინახოს იმ დროისათვის, როდესაც სვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:47 PM

"ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 05:35 PM

"ნუთუ ფიქრობთ, რომ მხოცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისათვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ, და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალახოთ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 10:02 PM

"თქვენი უდროოდ ჩამობერებული ძვლებიდან ადენილი სუსტი ალი მიკიდია სულში. თქენი ოხვრა მინთია სანთლად. თქვენი მუხლებში ჩამდგარი სიბერე მაელდებს. გხედავთ და ასე მგონია, რომ ღმერთთან შესასვლელ კარს ვუყურებდე"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:08 PM

"დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება; ამიტომ დილის დამკარგავს შეუძლია, ჰქონდეს გარკვეული იმედი, რომ საღამოს აინაზღაურებს დაკარგულს; ადამიანის ცხოვრების დღეს კი ხშირად საღამოზე (მოხუცებულობაზე) ადრე, არცთუ იშვიათად კი - შუადღეზე (მოწიფულობის ასაკზე) ადრე მოულოდნელი სიკვდილი წყვეტს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:50 PM

"მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში მიუძღვნიან თავს ღმერთს, მაგრამ მიაღწევენ კი ამ ასაკს, როგორც ისინი იმედოვნებენ? და თუ მიაღწევენ კიდეც, განა ისე ადვილი იქნება შეცვლა, როგორც ისინი ფიქრობენ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2022, 07:50 PM

"თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას არ უჩივიან, დაუღალავი სიხარბით დასდევენ პატივს, რომელიც მხოლოდ გაზრდის მათი დაკრძალვის დანახარჯს და რამდენიმე ზედმეტი სიტყვას დაამატებს მის ეპიტაფიაზე! რამდენი ფეთქებადი ადამიანია, რომლებშიც არც სისხლის დადინჯება, არც დაუძლურება არ ამცირებს მათ ძველებურ გაღიზიანებას, რომელიც შეიძლება, გაცოფებამდეც მივიდეს! რამდენი გემოთმოყვარეა, რომლებიც, ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, მაინც გრძნობენ დაფარულ ცეცხლს, მხოლოდ მათ სიცოცხლესთან ერთად რომ ჩაქრება! რა საბრალონი არიან თავიანთ სასტიკ მბრძანებლებს დამორჩილებული ეს მონები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:07 PM

"ეეეჰ, ჯიელებო. დავბერდი, ჩემს იღბალს რა ვუთხარ, ისეთ დროს მიწია სიბერემ, როცა ქვეყანას ავანჩავანი გავუგე; აფსუს, ჩემო იღბალო, როგორ გამისხლტი! ნათქომია, კაცს იღბალი მიე და თუ გინდა, ცივ ქვაზე დასვიო. ისე დავბერდი, ერთხელაც არ მომიკრავს იღბლისათვის თვალი. არ ვიცი, ჯიელებო, როგორია, რა არის იღბალი".

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:52 PM

"სიცოცხლის ბოლოს მოძღვარი ძალზე დაუძლურდა, არა იმდენად წლების გამო, თუმცა 70 წლისა იყო, რამდენდაც ძნელი და სასტიკი ცხოვრებისგან, გონება ნათელი ჰქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2022, 01:36 PM

"ბერმა შემდეგ თქვა, რომ კაცი სიბერეში უფრო მიდრეკილია გულის შემუსვრისა და სიკვდილის ხსოვნისკენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:29 PM

"ზოგიერთ პირველყოფილ თემებს წესად ჰქონდათ, მოეკლათ ან მიეტოვებინათ მოხუცები, რომლებსაც ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდნენ ოჯახისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:36 PM

"სწორედ ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვით აიხსნება გაეროს დემოგრაფიული მონაცემები: 1950 წელს მსოფლიოში სამოც წელს ზემოთ ასაკის ორას თოთხმეტი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 1975 წელს ეს რიცხვი სამას ორმოცდაათ მილიონს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის ვარაუდით, 1 მილიარდი იქნება. ეს იგი, ზრდა ხუთმაგად ფიქსირდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:51 PM

"სიბერე სასჯელი არ არის. სიბერე ნიჭია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 05:48 PM

"არაფერია სიბერეზე უფრო ძლიერი" - გვარწმუნებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 06:03 PM

"ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უშუალოდაა დამოკიდებული ზნეობაზე და არა საკვების, სავარჯიშო კომპლექსის, გაკაჟებისა და სხვა ბიოფიზიოლოგიურ თავისებურებებსა და ფაქტორებზე. ბიბლიური დეკალოგის (ათი მცნების) მეხუთე მცნებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით. მხოლოდ ეს მცნება შეიცავს მიზეზშედეგობრივ კავშირს და გვითითებს, რომ ადამიანის დღეგრძელობა მისივე სიბრძნისა და ზნეობის ნაყოფია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2022, 09:06 PM

"მშვიდი იყავი სიყმაწვილეში, რათა მოხუცებულობის დროს ამაღლდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 02:29 PM

"ახალგაზრდობაში დამცირება უფრო ადვილი დასათმენია, ვიდრე სიბერეში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 08:11 PM

"თუ სიჭაბუკიდანვე მოახერხებ სიკეთის დაუნჯებას, თუ შეძლებ ვნებების მოთოკვასა და მთელ შენს ძალისხმევას უფლისაკენ მიმართავ, მაშინ სიბერეში სულიერების დიდებულსა და საოცარ სამყაროს ეზიარები"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 01:47 PM

"ჭირვეულობას სიყრმეში თუ არ დაამარცხებ, სიბერეშიც შემოგიტევს"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:19 PM

"პატივისცემა სრულიად გამქრალია. შენ მხოლოდ ნახე, რა ხდება! საკუთარ მშობლებს შვილები მოხუცთა სახლებში აბარებენ. ძველად კი დაბერებულ ხარზეც კი ზრუნავდნენ, არ კლავდნენ, ეს ხომ ჩვენი მარჩენალი იყოო"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 09:04 PM

"მამის კურთხევა შვილებს სახლს უმყარებს. შვილო, სიბერეში დედაზე იზრუნე, ნურასდროს შეურაცხყოფ მას. და თუნდაც რამე უგუნურება ჩაიდინოს, ნუ გაკიცხავ და ნურაფერს დააყვედრი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 02:43 PM

"დრო-ჟამთან ერთად ასაკი, სიბერე და ძალ-ღონის ნაკლებობა გარდაუვალია, მაგრამ სხეული, რომელიც სულის ტაძარია, ჩვენი დაუდევრობით და უყურადღებობით ნაადრევად არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა დავაუძლუროთ"

/ოთარ ნიკოლაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 05:08 PM

"განუწყვეტელი მარხვა, მწირი საკვები, მღვიძარება, ფიზიკური შრომა და ხანმოკლე დასვენება - ასეთი იყო ძველად ღირს მამათა ცხოვრების წესი. მაინც რამდენ ხანს გაუძლებდა თანამედროვე ქრისტიანი ასეთ ღვაწლს? პასუხი თქვენთვის მოგვინდვია, იმდროინდელ ღირს მამებს კი ის თითქოს სიცოცხლესაც უხანგრძლივებდა: პახუმი დიდმა 85 წელი იცოცხლა, ექვთიმე დიდმა - 97 წელი, თეოდოსი დიდმა - 105 წელი, საბა განწმენდილმა და იოანიკე დიდმა - 94-94 წელი, პაისი დიდმა - 95 წელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 06:55 PM

"გუშინ ყმაწვილი ვიყავი
და დღეს კი ბებერი ვარ!"

/აკაკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 08:15 PM

"ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი ნათელია, გვასწავლის, რომ მას, ვისაც ღმერთთან ნეტარი ერთობა და ცხონება სწყურია, უნდა გაუგუნურდეს, უნდა გახდეს ყრმა, ბავშვი, ღვთისათვის უგუნური, რადგან "თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში." ამქვეყნად არსებობის მანძილზე განვვლეთ ჩვილობის, ყრმობის, სიყმაწვილის, სიჭაბუკის ასაკი, ხანდაზმულობის ასაკში შევდივართ, ვხუცდებით, მაგრამ როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ეკლესიური, სულიერი ცხოვრებით, მცნებათა დაცვით ვიცხოვროთ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ, სინანულის, ზეთისკურთხევის, ზიარების საიდუმლოებებში, მუდმივად განვიწმინდებით ამა თუ იმ ცოდვისაგან, რომელიც მშობელია, მამაა არა მარტო სიბერისა, არამედ სიკვდილისაც, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ცოდვათაგან მუდმივი განწმენდის,განახლების, სულიერი აღორძინებისა და განათლების პროცესში ვძლევთ ხნოვანებას, ვძლევთ სიბერეს და სიბერიდან სიჭაბუკისაკენ, ახალგაზრდობისაკენ, ბავშობისაკენ მივდივართ, ქრისტიანულ-ეკლესიური ცხოვრებით მივდივართ არა უკან, არამედ წინ - ბავშვობისაკენ, ანუ "ვუგუნურდებით"!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:23 PM

"გწამდეს, რომ ღმერთი და მომავალი საუკუნო, დაუსრულებელი ცხოვრება არსებობს და რომ ადამიანის სული უკვდავია - არც კი ბერდება. აი, მე 77 წლის ვარ, მაგრამ ტავს ახალგაზრდად მივიჩნევ. ასე იტყვის ნებისმიერი მოხუცი, კაცი თუ ქალი. სული აცოცხლებს ხორცს; სხეული მიწისგან არის და მიწაშივე წავა, სული კი - უფლისგან და უფალთან წავა"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2023, 08:16 PM

"აი, მე რა შევნიშნე: სიბერეში დრო იმაზე სწრაფად მიფრინავს და იგრძნობა, რომ ყველაფერი დასრულებულია, ახლოვდება მარადისობაში გადასვლის ჟამი, რომ თითქოს ყველა ინტერესი იკარგება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:06 PM

"უკვე 83-მა წელმა მომიკაკუნა და ვმადლობ ღმერთს, რადგან ორი ნუგეში მაქვს: პირველი - კარგი მხედველობა, თავისუფლად შემიძლია კითხვა, მეორე - ჩემს თავს თავად ვემსახურები; ავადმყოფობებზე ჩუმად ვარ"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2023, 06:20 PM

"საბრალო ადამიანი: ახალგაზრდობაში ვნებები აწუხებს, სიბერეში - უძლურება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:22 PM

"ისრაელი ექვსი წელი იბრძოდა აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად. მათ ისუ ნავესი წინამძღოლობდა, რომელიც იმ დროს ას წელს იყო გადაცილებული, მაგრამ უფალმა ისეთი მხნეობა და ძალა მისცა, რომ ამ ხნის კაცი ჯარს მიუძღოდა და იბრძოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2023, 07:47 PM

"გარნა რაოდენნი არიან ჩვენ შორის მოხუცებულნი და მაინც არ იშლიან ცუდსა ყოფაქცევასა?"

/წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:40 PM

"ყოველ დილას საკუთარ თავს შეხედე, როგორც ახლადქმნილ სასწაულს და სიბერეს ვერ შეიგძრნობ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 04:31 PM

"მოხუცები ჩემთან თავიანთი ასაკის გამო წუწუნებენ და ამბობენ: წლების სიმრავლისაგან ჩვენი გული დაბერდა.

სინამდვილეში კი, მათი გული ასაკის სიჭარბის გამო კი არ დაბერდა, არამედ მრავალი სურვილისაგან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2023, 02:22 PM

"თუ ვინმე დაიწუწუნებს, რომ ზედმეტად მოხუცია, დაიღალა და უკვე აღარ შეუძლია რამის კეთება, ესეც სრულდება. მისი სხეული მხოლოდ ამ სიგნალს იღებს და სიტყვას რეალობად აქცევს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:17 PM

"ღვთის მადლმა და მოწამეობის მხურვალე სურვილმა წმინდა მღვდელმთავარი [90 წლის პოფინი] ჭაბუკური მადლით შემოსა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:34 PM

"წმინდა მიტროფანემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და, დაახლოებით, 326 წელს, 117 წლის ასაკში მიიცვალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:25 PM

"მოსაგრეობასი დაბერებული კაცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:48 PM

"ქვისმთლელობას ჭაბუკობიდან მისდევს. ამჟამად უკვე ას წელზე მეტი ხნისაა, მაგრამ იმ სიყვარულისა და მსახურების საზღაურად, მოყვასთა მიმართ რომ იჩენს, ღმერთი ჭაბუკობისდრიონდელ ჯანმრთელობასა და შემართებას უნარჩუნებს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2023, 01:56 PM

"ყველას ვლოცავ, რომ ჩემნაირი, ტკბილი, ღვთისგან დალოცვილი სიბერე ერგოს"

/მონაზონი პელაგია ქსოვრელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 09:11 PM

"ოჯახში ბებია - ეს დიდი კურთხევაა ღვთისაგან.

ოჯახში დედა უამრავი საზრუნავიდან გამომდინარე ხომ ვერც კი ასწრებს, რომ შვილებს საკმარისი სითბო და სიყვარული მისცეს. სწორედ ამის ნაკლებობას უვსებს ბავშვს ბებია. ამიტომ ბებიის ასაკი, ეს სიყვარულისა და სინაზის ასაკია. აბა ნახე: როდესაც ბავშვი ცელქობს, დედა მას ეჩხუბება, ბებია კი ეფერება. როდესაც მისახედად ბებია რჩება, დედა ყველა საქმის გაკეთებას ასწრებს და მისი შვილებიც სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი. ასევე თავად ბებიასაც ათბობს შვილიშვილების სიყვარული"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 07:25 PM

"ოჯახში პრობლემები არ იქნება, თუ შვილები საკუთარ თავს მოხუცი მშობლების ადგილას წარმოიდგენენ, ან თუ რძალი აყენებს საკუთარ თავს დედამთილის ადგილას და ამბობს: "მეც ხომ ოდესმე დავბერდები და ერთ მშვენიერ დღეს მეც დედამთილი გავხდები, განა მაშინ მემეწონება ,თუ ჩემი რძალი არად ჩამაგდებს და ყურადღებას არ მომაქცევს?"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 07:26 PM

"როგორ მდაბლდება სიბერეში ადამიანი! მოხუცი თანდათანობით კარგავს ძალებს და დაბერებულ შევარდენს ემსგავსება. როდესაც შევარდენი ბერდება, მას ბუმბული და ფრთები სცვივა და აჩეჩილ ვარცხნილობას ემსგავსება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2024, 07:02 PM

"ერთ მოხუც და დაბრძენებულ ქალბატონს შვილიშვილებმა ჰკითხეს:

- ბებო, შენ ასეთი მძიმე ცხოვრება გაქვს გავლილი, გულით კი ჩვენზე ახალგაზრდა ხარ. ახალგაზრდობის რაიმე საიდუმლოს ხომ არ ფლობ?

- კი, ჩემო კეთილებო და საყვარლებო. ყველაფერ კარგს, რასაც ვინმე მიკეთებდა, გულის ფიცარზე ვიწერდი, ცუდს კი - წყალს ვატანდი. პირიქით რომ გამეკეთებინა, ჩემი გული საშინელი წყლულებებით იქნებოდა სავსე, ახლა კი გულში კეთილსურნელოვან სამოთხეს ვგრძნობ. ღმერთმა ჩვენ ორი უძვირფასესი უნარი მოგვანიჭა: დამახსოვრება და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერება მოითხოვს მის დამახსოვრებას, ხოლო როდესაც - ბოროტებას, სიყვარული მის დავიწყებას გვავალებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2024, 09:28 PM

"სხეულით დამონებულ სულში ვნებები ბინადრობენ, მაგრამ მას მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია ისე, როგორც ისურვებდა, ანუ სავსებით. ამიტომ, მანკიერი ხალხი სიბერეში ჩვეულებრივ ბოროტები და გაღიზიანებულები ხდებიან. მათ თავიანთი უძლურების გამო თითქოს შურსიძიება სურთ ქვეყნიერებაზე. სიბერე - ეს ადამიანური ცხოვრების დასკვნების კეთებაა, მოსავალია, რომელსაც მეურნე შემოდგომაზე თავისი მინდვრიდან იღებს - ძნებში კი ხშირად თავთავის ნაცვლად სარეველაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)