ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 27 2008, 11:02 PM
პოსტი
#41
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
იცოდა, მცოდნეობით და არა განსაზღვრა! კაი რა გჭირს, , ასე ძნელია გაგება? უფალთან იუდა რომ მისულიყო და პატიება ეთხოვა, ჯვაცმის შემდეგაც რომ ეთხოვა პატიება, ის ღვარძლობიდან ხორბლობაში მივიდოდა.. ისე ხლართამ ხო იცი ვჰლართამ ჰო? შენ ჩემს პოსტებს საკუთარ ინტერპრეტაციებს ამატებდე რა ჩემი ბრალია... ცოტა ბრთხილად მეც მაგას ვამბობ იცოდა მეთქი... აბა მანახე სად მიწერია განსაზრვრა დაუდგინა და ამისთანები... რაც შეეხება იუდას, იცოდა ქრისტემ რომ მაგის გამკეთებელი არ იყო და ლოცვაშიც შემდგომნაირად მოიხსენია: 12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს. -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 27 2008, 11:30 PM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნენა რას მიბღვერს ახლავე გადმოგილაგებ შენს მარგალიტებს და განმარტე ერთი შენს გახარებას
1) ციტატა ბედის ამბავად მიმაჩნია როცა ადამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული. 2) ციტატა არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... 3) ციტატა არააქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... 4) ციტატა ბედისწერა არის_ გარემოს + საკუთარი გადაწყვეტილება... ვისთვისაც გარემო სრულადაა ცნობილი და ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის ამ ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი ცნობილია... ანუ 2+2=4 რაც არ უნდა დემაგოგოიით გაბეროს მორწმუნე ადამიანმა ამის არსებობა, საბოლოო პასუხი ის იქნება რომ უკვე ცნობილია ვიღაცისთვის ჩვენი ცხოვრება... 5) ციტატა თუ ვინმე ამბობს ბედისწერა არ არსებობსო, ამასთანავე არ უნდა ფიქრობდეს იმასაც რომ მისი გზა თუ რას მოიმოქმედებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი არ არის ცნობილი უფლისათვის წინასწარ... თორე რჯულის წყევლას იმსახურებს 6) ციტატა უ იცის ე.ი. არჩევანს ჩვენ გვგონია რომ ვაკეთებთ, სინამდვილეში არჩევანი კიარადა, ჩვენში ჩადებულ ინფორმაციას მივუყვებით ეს მცირე ნაკრებია ოღონდ აბა ახლა მარტივად შეუსაბამე შენი სწავლება ქრისტიანობას და მოვკაკვავ თითს , მე უკვე დაგიწერე, რომ სრულიად შეუსაბამოა და ეს წვალება ადრეც არსებობდა, ან ვერ ამბობ იმას რისი თქმაც გინდა, ან კიდევ შენი რელიგია გაქვს და ქრისტიანობას არგებ.... აბა გელით მანამ კი უბრალოდ მარტო ფორუმელების არგუმენტებს რომ არ უსმინო, ისევ მოვიყვან რამდენიმე მამას ( მგონი იყო წინ მოყვანილი); ჰოდა გადაიკითხე, დაწერე ეთანხმები თუ არა და რატომ... წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ორმოცდამეოთხე წინასწარმცოდნეობისა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება... ..................... თავი ორმოცდამეხუთე საღვთო განგებულების, ჩვენდამი მზრუნველობისა და ჩვენი ხსნის შესახებ http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/45.htm ისე პირველ შთაბეჭდილებას გეტყვი სად მოგდის ყველაზე დიდი შეცდომა ( მერე კი ამ შეცდომას ამართლებ და ციტატა ჰლართამ ურევ ერთმანეთში წინასწარცოდნას და წინასწარ განსაზღვრას... იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
Feb 27 2008, 11:41 PM
პოსტი
#43
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ნენა რას მიბღვერს ახლავე გადმოგილაგებ შენს მარგალიტებს და განმარტე ერთი შენს გახარებას 1) 2) აბა ახლა მარტივად შეუსაბამე შენი სწავლება ქრისტიანობას და მოვკაკვავ თითს , მე უკვე დაგიწერე, რომ სრულიად შეუსაბამოა და ეს წვალება ადრეც არსებობდა, ან ვერ ამბობ იმას რისი თქმაც გინდა, ან კიდევ შენი რელიგია გაქვს და ქრისტიანობას არგებ.... აბა გელით მოკლე ჰიპოთეზის სახით ჩამოვაყალიბებ: უფალმა იცის ადამიანის დაბადებამდე, თუ რა გზას აირჩევს იგი, საკუთარი შესაძლებლობების და გარემო პირობების შერწყმით თავისი გადახვევგადმოხვევგზაჯვარედ ნებიანად... ღმერთი თავისი სამართლიანი ბუნების გამო აძლევს საშუალებას დაისაჯოს ის ვინც ამის განაჩენს საკუთარ თავს თავისი არჩევნით (გენეტიკას + გარემო) გამოუტანს... უფლის სამართლიანობიდან გამომდინარე ადამიანმა არ იცის ის რაც იცის ღმერთმა... ეს არის მისი მომავალი! უფლის მოსიყვარულე ბუნებისგან გამომდინარე ღმერთმა მანამდე დასახა ადამიანის მიმარტ მადლის და სიყვარულის გამოვლინების გეგმა, სანამ ადამიანი შეიქმნებოდა, რათა ეს უკანასკნელი თავისი სუსტი მონაცემებით მარტო არ დარჩენილიყო ბოროტ გარემოში... ადამიანი რომელიც იბადება ქმნის საკუთარ გზას (არჩევანს)საკუტარი გენეტიკური მონაცემების გარემო პირობებტან შერწყმის საფუძველზე... მისი არჩევანი სხვისთვის გარემო პირობების ნაწილია... და მის გარემო პირობებს კიდე სხვათა გზების (არცევანტა) ერთობლიობა ქმნის... (ლოგიკური კითხვა რაც ყველას ებადება.. ტუ რატომ უშვებს უფალი ადამიანის დაბადებას თუ იცის მისი საბოლოო გადაწყვეტილება ცუდია... პასუხი არის სწორედ ეს გარემო... ანუ ერთის ელიმინაციით მეორეს გარმო პირობებზე ხდება ზეგავლენა და ეს დიდი ქაოსური ჯაჭვური რეაქციაა... უფალი უსამართლო არ იქნება და ღვარძლთან ერთად ხორბალსაც არ დააზიანებს... ) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 28 2008, 12:12 AM
პოსტი
#44
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სულ ეს იყო? ასე ხსნი იმ ანტიქრისტიანულ თეზისებს, რომლებიც ბღუჯა-ბღუჯა მოვიყვანე ზემოთ? ასე წინ ვერ წავალთ, შეეცადე ის მოყვანილი მუხლები განმარტო...
და როცა იმათ განმარტავ, მერე უპასუხე კითხვაზე, რატომ გგონია, რომ (ღმერთის) ცოდნა განსაზღვარავს ( ადამიანის) მომავალს? და კიდევ დამასკელის აზრს იზიარებ თუ არ ჯდება შენს თეორიაში? ცოტა ნათლად და დაწვრილებით დაგვიწერე შე კაი კაცო შენა გელით; კაიროსი! პ.ს. ციტატა ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... აქაა მგონი შენთან ძაღლის თავი დამარხული, წინასწარცოდნას ურევ ბედისწერაში ანუ წინასწარგანსაზღვრაში.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
Feb 28 2008, 12:55 AM
პოსტი
#45
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქაა მგონი შენთან ძაღლის თავი დამარხული, წინასწარცოდნას ურევ ბედისწერაში ანუ წინასწარგანსაზღვრაში.. ღმერთის წინასწარცოდნას არ მივიჩნევ წინასწარგანზრახვად... არც ბედისწერად თუმცა ღმერთის წინასწარცოდნა იმის დასკვნის საშუალებას მაძლევს რომ ბედისწერა (არაისლამური კუთხით დანახული) არსებობს... ღმერთს არ ვაბრალებ ამ გარემოებას... არ დამდო ბრალი მერე ღმერთის არსებობაც რომ გამორიცხოს ადამიანმა... მაინც შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს რომ სამყარო ლოგიკურ სცენარს მიუყვება და მის ირგვლივ ვითარდება... სრულიად ვაკუუმში 2 სხვადასხვა მუხტის მქონე ელექტრონი რომ მოათავსო ერთმანეთის ელექტრომაგნიტულ ველში... ისინი ერთმანეთს მიიზიდავენ და განმუხტვა მოხდება... ადამიანმა რომ გამოთვალოს და ვაკუუმში მოათავსოს გარკვეული ციფრი ელექტრონებისა... პირობითად 10+/10- შეიძლება განმუხტვა არ მოხდეს რადგან ერთის ბოლომდე მიზიდვა მეორე მუხტმა შეაჩეროს და დინამიური სტრუქტურის მქონე ერთობლიობა მიიღოს... რათ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითები... თუ ადამიანმა წინასწარ გამოთვალა რაც მოხდებოდა, ადამიანია დამნაშავე იმაში თუ მუხტები ერთმანეთს იზიდავენ? არა ამაში მუხტების თვისებაა დამნაშავე, მიიზიდონ საპირისპირო მუხტის მქონე ელექტრონი... თუ მათემატიკურად დააფორმულირებს ადამიანს შეუძლია გათვალოს ყველა დეტალი წინასწარ თუ რა მოუვა ამ მუხტს და შესაბამისად თითოეულ მუხტი თავისი სცენარის მიხედვიტ იმოქმედებს... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
კანონისტი |
Feb 28 2008, 02:30 AM
პოსტი
#46
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ციტატა მაინც შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს რომ სამყარო ლოგიკურ სცენარს მიუყვება და მის ირგვლივ ვითარდება... სრულიად ვაკუუმში 2 სხვადასხვა მუხტის მქონე ელექტრონი რომ მოათავსო ერთმანეთის ელექტრომაგნიტულ ველში... ისინი ერთმანეთს მიიზიდავენ და განმუხტვა მოხდება... ადამიანმა რომ გამოთვალოს და ვაკუუმში მოათავსოს გარკვეული ციფრი ელექტრონებისა... პირობითად 10+/10- შეიძლება განმუხტვა არ მოხდეს რადგან ერთის ბოლომდე მიზიდვა მეორე მუხტმა შეაჩეროს და დინამიური სტრუქტურის მქონე ერთობლიობა მიიღოს... რათ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითები... თუ ადამიანმა წინასწარ გამოთვალა რაც მოხდებოდა, ადამიანია დამნაშავე იმაში თუ მუხტები ერთმანეთს იზიდავენ? არა ამაში მუხტების თვისებაა დამნაშავე, მიიზიდონ საპირისპირო მუხტის მქონე ელექტრონი... თუ მათემატიკურად დააფორმულირებს ადამიანს შეუძლია გათვალოს ყველა დეტალი წინასწარ თუ რა მოუვა ამ მუხტს და შესაბამისად თითოეულ მუხტი თავისი სცენარის მიხედვიტ იმოქმედებს... ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ განზრახულად მიუყვება დროის დინებას ქრისტიანობა კი გვასწავლის, რომ შესაძლოა იმ სჯულის მოძღვარს, ვისაც მესსიის მოსვლა უნდა ემცნო კაცობრიობისათვის, თვალი და ყური დაეხშოს და ვერაფერი გაიგოს, სამაგიეროდ კი, ეს გაიგოს და შეიგრძნოს ჯვარცმულმა ავაზაკმა...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 28 2008, 04:03 AM
პოსტი
#47
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ განზრახულად მიუყვება დროის დინებას ანუ ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანული იდეის ვერაფერი ვერ გაიგო ამ მუხტებსა და გენებში ჩაფლულმა ჩვენმა გენესისმა შეგიძლია მაგ მუხტებს შეეშვა და ქრისტეზე ვისაუბროთ? სიყვარულზე და გამოხსნაზე, შენ ისე შეიჭერი მაგ თეორიებში ლამის ღმერთიც კი თამაშგარე დატოვე ციტატა ღმერთის არსებობაც რომ გამორიცხოს ადამიანმა... მაინც შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს რომ სამყარო ლოგიკურ სცენარს მიუყვება და მის ირგვლივ ვითარდება... მდაა ტიჟოლაია კარტინა... არა, რა რაღაც სხვა გზა უნდა ვნახოთ ქრისტე ვინ იყო შენთვის? და რა გააკეთა კაცობრიობასთვის? მოდი მოკლე შენი კატეიხიზმო დაწერე ( რადგან რასაც ამბობ სრულიად არაქრისტინულია) და ვისაუბროთ, ვინაა ღმერთი, რაა სამყარო და ა.შ. ერეთI რამ აშკარაა, არაქრისტიანულია შენი ეს თეორები, და როგორ ათავსებ ამ ქაოსს ქრისტიანობაში საკვირველია აბა აირჩიე, რომელი საკითხის გარჩევით დავიწყოთ? მოდი პირველად დუალისტური ეჭვები გავფანტოთ შენ რაღაც სამყაროზე საუბარობ, რომელიც თურმე უღმერთოდაც რაღაც თავისი სცენარი აქვს და თურმე ვითარდება და ა.შ. რაა სამყარო შენთვის და ვინაა ღმერთი? მერე მომიყევი ვინ იყო ქრისტე... ოღონდ მარტივად და ნათლად, მუხტების და გენების ჩახლართოლოგიის გარეშე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
neo |
Feb 28 2008, 11:13 AM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! კი ოღონდ იგულისხმება რომ თითოეული თვითონ არის თავისი ბედის ავტორი... -------------------- www.cordesign.ge
|
afxazi |
Feb 28 2008, 11:37 AM
პოსტი
#49
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ჩემთვის გაუგებარია რატომ წვალობთ ამდენს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება. გადაშალეთ დამასკელის "გარდამოცემა" (დოგმატური სახელმძრვანელო) და იქ ნახავთ შესაბამის პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით.
არაფერია წინასწარ განზრახული, გადაწყვეტილი, დაწერილი და თუკი უფალმა იცის მომავაი ეს მისი განჭვრეტილობის შედეგია და არანაირად განზრახულობის. მე თუ ვხედავ მანქანას, რომელიც უფწკრულისაკენ დიდი სისწრაფით მიექანება, ვიფიქრებ რომ იგი უსათუოდ გადავარდება უფსკრულში და ეს არ ნიშნავს რომ მას მე გადაუწყვიტე უფსკრულში გადავარდნა. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ დაამუხრუჭა (ესეც ხომ შეიძლება გავიფიქრო), იგი გადარჩება და არც ეს ნიშნავს რომ მე გადავარჩინე იგი. შეადარეტ ეს ადამიანური განსჯა ღვთაებრივ ყოვლისშემძლეობასთან და შესაბამისი დასკვნა გამოიტანეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ასეთ საკითხზე დამასკელის დოგმატურ სახელმძრვანელოს მიმართეთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
catherina_10 |
Feb 28 2008, 12:45 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ერთერთი საუბრის დროს ჩემს მოძღვართან "დავიწუწუნე", რომ ყველაფერი ღმერთის ნებაათქო, მან კი მიპასუხა "შენ თუ თავი არ გაანძრიე ყველაფერს უფალს ნუ დააბრალებო" ასე რომ ჩემო კარგებო, თავისუფალი აზროვნება ღმერთმა იმიტომ მოგვცა რომ ჩვენთვითონ გადავწყვიტოთ რა აროს კარგი და რა არის ცუდი, ამით კი ასე მგონია ჩვენთვითონვე ვიქმნით ბედსაც და ჩვენ ცხოვრებასაც, ღმერთი გზას გვაჩვენებს, ჩვენ კი უნდა ამოვირჩიოთ......
შეიძლება ვცდები ან არასწორად ვთქვი რისი თქმაც მინდოდა, ამიტომ მომიტევეთ |
Genesis |
Feb 28 2008, 02:02 PM
პოსტი
#51
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ჩემთვის გაუგებარია რატომ წვალობთ ამდენს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება. გადაშალეთ დამასკელის "გარდამოცემა" (დოგმატური სახელმძრვანელო) და იქ ნახავთ შესაბამის პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერია წინასწარ განზრახული, გადაწყვეტილი, დაწერილი და თუკი უფალმა იცის მომავაი ეს მისი განჭვრეტილობის შედეგია და არანაირად განზრახულობის. მე თუ ვხედავ მანქანას, რომელიც უფწკრულისაკენ დიდი სისწრაფით მიექანება, ვიფიქრებ რომ იგი უსათუოდ გადავარდება უფსკრულში და ეს არ ნიშნავს რომ მას მე გადაუწყვიტე უფსკრულში გადავარდნა. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ დაამუხრუჭა (ესეც ხომ შეიძლება გავიფიქრო), იგი გადარჩება და არც ეს ნიშნავს რომ მე გადავარჩინე იგი. შეადარეტ ეს ადამიანური განსჯა ღვთაებრივ ყოვლისშემძლეობასთან და შესაბამისი დასკვნა გამოიტანეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ასეთ საკითხზე დამასკელის დოგმატურ სახელმძრვანელოს მიმართეთ. დამასკელის წავიკითხე უკვე კაიროსის რჩევით... ვეთანხმები მასაც და შენც რომ ღმერთის წინასწარმცოდნეობა არ ნიშნავს იმას რომ ღმერთის ბრალია ვინმეთუ იმ მომავალს მიაღწევს რაც ღმერთმა წინასწარ უწყის... თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ ვინმეს მომავალი უკვე ცნობილია და ზუსტად ისე მოხდება როგორც ეს ცნობილია... კი ოღონდ იგულისხმება რომ თითოეული თვითონ არის თავისი ბედის ავტორი... ხო მეც მაგას ვგულისხმობ... შეიძლება ვცდებოდეთ მარა ეს ლოგიკურია და აფსურდს ტყუილად ეზახიან... ანუ ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანული იდეის ვერაფერი ვერ გაიგო ამ მუხტებსა და გენებში ჩაფლულმა ჩვენმა გენესისმა შეგიძლია მაგ მუხტებს შეეშვა და ქრისტეზე ვისაუბროთ? სიყვარულზე და გამოხსნაზე, შენ ისე შეიჭერი მაგ თეორიებში ლამის ღმერთიც კი თამაშგარე დატოვე მდაა ტიჟოლაია კარტინა... არა, რა რაღაც სხვა გზა უნდა ვნახოთ ქრისტე ვინ იყო შენთვის? და რა გააკეთა კაცობრიობასთვის? მოდი მოკლე შენი კატეიხიზმო დაწერე ( რადგან რასაც ამბობ სრულიად არაქრისტინულია) და ვისაუბროთ, ვინაა ღმერთი, რაა სამყარო და ა.შ. ერეთI რამ აშკარაა, არაქრისტიანულია შენი ეს თეორები, და როგორ ათავსებ ამ ქაოსს ქრისტიანობაში საკვირველია აბა აირჩიე, რომელი საკითხის გარჩევით დავიწყოთ? მოდი პირველად დუალისტური ეჭვები გავფანტოთ შენ რაღაც სამყაროზე საუბარობ, რომელიც თურმე უღმერთოდაც რაღაც თავისი სცენარი აქვს და თურმე ვითარდება და ა.შ. რაა სამყარო შენთვის და ვინაა ღმერთი? მერე მომიყევი ვინ იყო ქრისტე... ოღონდ მარტივად და ნათლად, მუხტების და გენების ჩახლართოლოგიის გარეშე ვერფაერი გავიგე ჰომ თქვენმა გენესისმა?... 1) სიყვარული და გმოხსნა უფლის ნებად თუ მიიჩნევ... ისიც უნდა იცოდე რომ უფალი უცვლელი და მარადიულია... შესაბამისად მანამდე ქონდა ეს გეგმა და სიყვარული ვიდრე ადამიანს შექმნიდა... 2) თუ პირველ პუნქტში არ დამეთანხმები იგივე რჯული დაგდებს ბრალს რომელსაც შენ ემორჩილები... ხოლო თუ დამეთანხმები რომ უფალს გეგმა სიყვარულის და ცოდვილი ადამიანის დახსნისა ადამიანის შექმნამდე რომ ჰქონდა... იმაშიც უნდა დამეთანხმო რომ სცენარიც არსებობდა (ლოგიკური განვითარების მქონე და არა უფლის უშვალო ჩარევით) და ამ სცენარის წინასწარცოდნის გამო ჰქონდა უფალს ეს გეგმა და სიყვარული... პ.ს. სად ნახე ახლა ჩემში უფლის არსებობაში და სიყვარულში დაეჭვება? მუხტებზე იმიტომ დავიტსკე საუბარი რომ ყველაზე მარტივი ერტეულია რაზეც ადამიანს კონტროლი და დაკვირვება შეუძლია ფორმულირებით... კითხე კანუდოსელს და გეტყვის... ეს არ ნიშნავს იმას რომ უღმერთობა მომაწერო ეგრევე... და მძიმე სურათი დახატო -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
დავით ივერიელი |
Feb 28 2008, 02:08 PM
პოსტი
#52
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
იცით მე პირადად ბედისწერას არ მივიჩნევ სერიოზული განხილვის საგნად... რადგან ადამიანი თვითონ იქმნის მომავალს...
მაგრამ მეტად მაფიქრებს ავგუსტინე ნეტარის სიტყვები: "რამდენადაც არ უნდა სრულყოს ადამიანმა თავისი თავი, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ამით ვერ მოახდენს ზეგავლენას თავის ბედზე" -------------------- მერე რა რომ . . .
|
.:Lela:. |
Feb 28 2008, 02:24 PM
პოსტი
#53
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
მაოცებ პირდაპირ... ჩემი პოსტის ნახევარს ხედავ მარტო და მერე აფსურდულს უწოდებ... 100%ში ადამიანი გადაწყვეტილებას გენეტიკისადა გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორების მიერ გამომუშავებული სისტემით იღებს... მარტო გენეტიკა რა შუაშია? სიყვარული რწმენა სწავლება და ა.შ. გარე გამაღიზიანებელი ფაქტორია... (გაღიზიანება პირდაპირი გაგებით არ გაიგო ახლა ) რაც შეეხება ღმერთის დაშვებადობას... დაიბადოს თუ არა იუდა, მიუხედავად იმისა იცის რა რომ გასცემს ქრისტეს... დაიბადოს კაიფა იცის რა ავაზაკტა ბუნაგის მრვდელმთავარი იქნება... ასეთი შეკითხვები ბევრს აწუხებს, რატომ უშვებსო ღმერთი... ამაზე ცოტა რთულია საუბარი... იცოდა რა უFალმა ლუციფერის ჯანყის შესახებ წინასწარ... ჯანყი მაინც მოხდა...იცოდა რა კაენის ქმედება უFალმა წინასწარ.. მკვლელობა მაინც მოხდა. მე ეს სუბიექტური თვალსაზრისით სამართლიანად მიმაჩნია... რაც არ უნდა სხვანაირად განმარტონ.. იუდა სანამ გასცემდა კაცის ზეს, ქრისტემ ლოცვაში მოიხსენია როგორც განწირული... ტქვენ არ ვიცი როგორ ახერხებტ ასე მალე პასუხის მირებას... მაგრამ ამ საკითხზე 2001 წლიდან ვფიქრობ და ყველა პასუხი რომელიც მომისმენია მათ აწონდაწონვა, გადახარისხება დროს მოითხოვს... ჩემსას თუ ვაწვები იმას არ ვამბობრომ სხვისი აზრი აფსურდიათქო... ისე ძირითადად ყველა ტავისას აწვება რამის კონკრეტული პასუხი რომ დამჭირვებოდა შეკიტხვა მოძღვარსო როა ტემა იქ დავწერდი... კი მაგრამ თუ ეს საკითხი მართლა ესე ძალიან გაინტერესებს, 7წელი შენს ადგილზე ვინმეს მივმართვდი ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მომაწვდიდა. მართლა არ არის სახუმარო თუ ამდენს ფიქრობ ამაზე -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
Genesis |
Feb 28 2008, 02:30 PM
პოსტი
#54
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
კი მაგრამ თუ ეს საკითხი მართლა ესე ძალიან გაინტერესებს, 7წელი შენს ადგილზე ვინმეს მივმართვდი ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მომაწვდიდა. მართლა არ არის სახუმარო თუ ამდენს ფიქრობ ამაზე მარტო ამაზე კიარვფიქრობ მადლობა ისე რჩევისთვის.... მრავლის აზრიმაქ მოსმენილი ამის შესახებ და დემაგოგოიით მბერვას ყველა... არადა რომ ჩაუკირკიტო და ჩიხში შეიყვანპ.. გეტყვიან რომ ამაზე პასუხი ადამიანს არააქ... მაშინ დემაგოგიიით რაღას მბერავდნენ? ასეთ თემებზე ფიქრი სახუმარო არარის და სასარგებლოა -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
Feb 28 2008, 03:25 PM
პოსტი
#55
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Genesis
ციტატა დამასკელის წავიკითხე უკვე კაიროსის რჩევით... ვეთანხმები მასაც და შენც რომ ღმერთის წინასწარმცოდნეობა არ ნიშნავს იმას რომ ღმერთის ბრალია ვინმეთუ იმ მომავალს მიაღწევს რაც ღმერთმა წინასწარ უწყის... თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ ვინმეს მომავალი უკვე ცნობილია და ზუსტად ისე მოხდება როგორც ეს ცნობილია... შენ თუ არ გინდა დაჯერება ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ქრისტიანობა არ ბედისწერას როგორც წინასწარ განსაზღვრულ რეალობას. დაკვირვებით წაიკითხე პავლე მოციქულის რომაელტა მიმართ ეპისტოლე, უფრო სწორად მისი განმარტება ოქროპირისეული. უფალი არ წვრილმანდება იმაზე ადამიანი მარჯვნივ გაუხვევს თუ მარცხნივ რომ ეს უკვე მან იცის, უფალმა უწყის ის შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც მას (ადამიანს) ან ცხონებისკენ ან წარწყმედისკენ მიაქანებს. არავის ბედი არაა განსაზღვრული წინასწარ. ეს დამოკიდებულია ადამიანის თავისუფაი ნების მოქმედებაზე, თუ საით მიიდრიკება იგი, და საითაც ეს ნება წარიმართება იმ ნების დასასრული იცის უფალმა, რომ სიკეტით ცხოვრება აცხონებს ადამიანს, სიბოროტით ცხოვრება კი წარწყმედს მას. თუი იმას დავჯერდებით რომ ეს ცხოვრება ადამიანის ცხოვრება რარაც დაწერილი წიგნია, იქამდე მივალტ რომ უფალს უსაყვედურებთ რატომ ბადებს ადამიანს თუკი იგი ვთქვათ ტავს მოიკლავს, მას დაგმობს და ა.შ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
Feb 28 2008, 04:17 PM
პოსტი
#56
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis უფალი არ წვრილმანდება იმაზე ადამიანი მარჯვნივ გაუხვევს თუ მარცხნივ რომ ეს უკვე მან იცის აი ეს უქვე უფლის არასწორი გაგებაა... ადამიანს შეუძლია დაწვრილმანდეს და რაღაცაზე იფიქროს ან არ დაწვრილმანდეს და რაღაცაზე არ იფიქროს... ხოლო უფლისთვის ნებისმიერი წვრილმანი მსხვილმანია და მსხვილმანი კიდე წვრილმანი... ანუ ადამიანური თვალთახედვით არ უყურებს ინფორმაციას. უბრალოდ იგი ნებისმიერ დეტალს მოიცავს... ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სივრცეს.... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
afxazi |
Feb 28 2008, 04:20 PM
პოსტი
#57
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Genesis
ციტატა აი ეს უქვე უფლის არასწორი გაგებაა. ამიხსენი რას ნიშნავს უფლის არასწორი გაგება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანონისტი |
Feb 28 2008, 04:22 PM
პოსტი
#58
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ციტატა ხოლო უფლისთვის ნებისმიერი წვრილმანი მსხვილმანია და მსხვილმანი კიდე წვრილმანი... ანუ ადამიანური თვალთახედვით არ უყურებს ინფორმაციას. უბრალოდ იგი ნებისმიერ დეტალს მოიცავს... ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სივრცეს.... გასაგებია, მაგრამ წინასწარ არაფერი არ არის განსაზღვრული წინასწარ ცნობილია, ისიც მხოლოდ უფლისთვის ეს მართლმადიდებლურად, ისლამურად კი - "აშჰადუ ალ-ყადარ" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Genesis |
Feb 28 2008, 05:49 PM
პოსტი
#59
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis გასაგებია, მაგრამ წინასწარ არაფერი არ არის განსაზღვრული არაუშავს თუ არც დამეთანხმები... ჩემი ეგოიზმი რომ ყველა დამეტანხმოს, არაა იმის რირსი რომ ვინმე დამეთანხმოს კაი დავუშვათ რჯული კრძალავს იმის გაფიქრებასაც კი რომ ღმერთის განსაზღვრულია ყველაფერი, რადგან ამას მკრეხელობად მიიჩნევს... მარა იმის თქმა ხო არაა აკრძალული რომ წინასწარ განსაზღვრულია გენეტიკისა და გარემოს შერწყმის მიხედვით (ეს ასეა... ადამიანი ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი ზნეობის და შესაძლებლობის, გარემოდან მიღებულ სიგნალებთან ურთიერთკავშირით იღებს...) ? თუ ეს ჯდება რჯულის ნორმებში და უფლის სამართლიანობას და სიყვარულს ადამიანის თვალში ჩრდილს არ აყენებს... მაშინ ვთვლი რომ იდეალური ჰიპოტეზაა და დროა თეორიის სტატუსი მივანიჭო... პ.ს. დავით ხო ხედავ რასაც ვგულისხმობდი... აი აფხაზის შემტხვევა ადასტურებს რომ არასწორი შეხედულება აქვს ბევრს ამ საკიტხთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რომ ღმერთი არაა იმდენად დაწვრილმანებადი, რომ თითოეულის ცხოვრების უმცირესი დეტალები განჭვრიტოს წინასწარ... ასეთი რამდენი შემხვედრია ვისაც ასე უთქვია... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 28 2008, 07:22 PM
პოსტი
#60
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი რას ასწავლის ქრისტიანობა
1) ღმერთმა ყველაფერი იცის ( მსხვილმანებიც და წვრილმანებიც) 2) ადამიანი თავისუფალია არჩევანში 3) ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ ნიშნავს რომ ეს მომავალს განსაზღვრავს ანუ გენესის ის ექვსი რაც მოგიყვანე იყო აბსურდი და გმობა ქრისტიანობისა, ის რომ ღმერთმა იცოდა ადამიანის დაცემა და თავისთავად მისი გამოხსნაც, ეს არ ნიშნავს, იმას რომ "სცენარი" დაწერილი და განსაზღვრული იყო, გიმეორებ ან უნდა დაგმო ან უნდა განმარტო ის ექვსი ( სხვებიც იყო, მაგრამ ესაა საკმარისი) სიმცდარე ციტატა ) ციტატა ბედის ამბავად მიმაჩნია როცა ადამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული. დავიწყოთ ამით, აქ მძიმედ ცდები, სრულიად გამორიცხულია მსგავსი რამ, ადამიანის მომავალი შეიძლება ღმერთმა იცის, მაგრამ ეს არაა "ბედის ამბავი", არამედ ღმერთის ყოვლისმცოდნეობის, რომელიც არანაირ გავლენას ( უარყოფითს ვგულისხმობ) არ ახდენს ადამიანის არჩევანზე ანუ არჩევანი მხოლოდ ადამიანისაა! 2) ციტატა ციტატა არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... ესეც წინა შეცდომის გაგრძელებაა, სადაც ცდილობ დაამტკიცო ( მე შეგიდარე, როგორ გნოსტიკოსები ); რომ ადამიანები უკვე იბადება ან ღვარძლად ან ხორბლად ანუ ან წარწყმედილად ან ცხონებულად, აქ დიდი შეცდომაა, რადგან ყველა იბადება "ხორბლად" და ცხონებისათვის, გაღვარძლება ან ხორბლად დარჩენა, ეს უკვე ადამიანის პირადი არჩევანის შედეგია! 3) ციტატა ციტატა არა აქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... აქაც ტერმინოლოგიას ურევ, "ბედისწერა" სრულიად შეუწყანრებელი ტერმინია ქრისტიანობაში და არანაირად არ შეიძლება ის შევუსაბამოთ საღვთო თვისებებიდან რომელიმეს! 4) ციტატა ციტატა ბედისწერა არის_ გარემოს + საკუთარი გადაწყვეტილება... ვისთვისაც გარემო სრულადაა ცნობილი და ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის ამ ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი ცნობილია... ანუ 2+2=4 რაც არ უნდა დემაგოგოიით გაბეროს მორწმუნე ადამიანმა ამის არსებობა, საბოლოო პასუხი ის იქნება რომ უკვე ცნობილია ვიღაცისთვის ჩვენი ცხოვრება... აქ იმისა გარდა, რომ შეურაცხყოფას აყენებ მორწმუნეთ და მათ რწმენას, რომელსაც დემაგოგიას უწოდებენ ( ხშირად აკეთებ ამას და სჯობს აღარ ახსენო), ამავდროულად გვაძლევ "ბედისწერის" შენეულ დეფინიციას, რომელსაც რატომღაც ისევ აკავშირებ იმას, რომ "ვიღაცისათვის" ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ღმერთისათვის ცნობილია მომავალი... 5) ციტატა ციტატა თუ ვინმე ამბობს ბედისწერა არ არსებობსო, ამასთანავე არ უნდა ფიქრობდეს იმასაც რომ მისი გზა თუ რას მოიმოქმედებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი არ არის ცნობილი უფლისათვის წინასწარ... თორე რჯულის წყევლას იმსახურებს ესეც მანიპულაცია არის კანონისა, კანონს ის კი არ უთქვამს, წყეულ იყოს ის ვინც "ბედისწერას" არ ირწმუნებსო, ეს გენესის იდეათა ნაყოფია, არამედ ის , ვინც ღმერთის ყოვლისმცოდნეობას უარყოფსო, ეს კი არანაირად არ ნიშნავს ბედისწერას, ღმერთმა იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ მან რაიმეთი განსაზღვრა ეს მისი ცოდნით! 6) ციტატა ციტატა თუ იცის ე.ი. არჩევანს ჩვენ გვგონია რომ ვაკეთებთ, სინამდვილეში არჩევანი კიარადა, ჩვენში ჩადებულ ინფორმაციას მივუყვებით ეს კი საერთო ბოლო აკორდია შენი იდეების ქაოსისა, არჩევანი ყოველთვის ჩვენია, და არც არაფერს არ მივუყვებით; ნებისმიერი ზეგავლენა ( გარემო, გენეტიკა...) რჩება მხოლოდ ზეგავლენად, და ადამიანის ნება და გადაწყვეტილება ყოველთვის თავისუფალია და განუსაზღვრელი! ესაა შენი შეცდომები გენესის; შეცდომები ქრისტიანული გაგებით,თორემ აზრის თავისუფლება ყველას აქვს და შეგიძლია გწამდეს ის რაც გსურს, უბრალოდ ქრისტიანობის ბურუსში ნუ ხვევ საკუთარ აზრებს, მათ თავიანთი ქაოსიც და ბურუსიც ეყოფათ! იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი