ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის ნება |
ვეშაპო |
Nov 24 2006, 10:04 PM
პოსტი
#21
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
glaxa
ციტატა საღვთო წერილი ამბობს რომ ღვთის ნება არის კეთილი სასურველი და სრულყოფილი -ო აბა კაცს რომ აწამებენ და თავს აჭრიან, ეს "კეთილი სასურველია"? რაღაც არა მგონია, რომ კეთილიც იყოს და სასურველიც. ეს არის ღვთის ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არც მოხდებოდა. იტოგში, რაც ხდება, ყველაფერი ღვთის ნებაა (ღვთისგან დაშვებულია). აბსოლუტურად ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
გლახა |
Nov 24 2006, 10:08 PM
პოსტი
#22
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ვეშაპო
ციტატა აბა კაცს რომ აწამებენ და თავს აჭრიან, ეს "კეთილი სასურველია"? რაღაც არა მგონია, რომ კეთილიც იყოს და სასურველიც. ჩემო ვეშაპო, მე ჩემი მოგონილი არ დამიწერია აქ. და არა მგონია პავლე მოციქული რომელიმე წმინდა მამაზე ნაკლებად წმინდა იყოს.. რა იგულისხმა მან ამ სიტყვებში ეს სხვა რამეა.. მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ციტირებას ვახდენ მისი სიტყვებისას: |
გლახა |
Nov 24 2006, 10:19 PM
პოსტი
#23
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული.
პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2 |
დათიკო |
Nov 24 2006, 10:24 PM
პოსტი
#24
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
”იყავნ უფალო ნებაჲ შენი! რამეთუ უფალმა კეთილინება ეგრეცა იყავნ, ესრეთ უმჯობეს არც ჩვენთვის.”
|
ვეშაპო |
Nov 24 2006, 10:34 PM
პოსტი
#25
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
glaxa
ციტატა და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული. პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2 აქ, მართალი გითხრა, ვერ ვხვდები ზუსტად რა იგულისხმება. დათიკო ციტატა ”იყავნ უფალო ნებაჲ შენი! რამეთუ უფალმა კეთილინება ეგრეცა იყავნ, ესრეთ უმჯობეს არც ჩვენთვის.” აქ, მე როგორც ვხვდები, ლაპარაკია უფლის ნებაზე, რომელიც ჩვენთვის უკეთესია. ანუ, ზოგადად შეიძლება ეს იყოს ცუდი მოცემულ მომენტში, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა საბოლოო ჯამში. იგივე, "ზოგი ჭირი მარგებელია". რავი, მე მგონია, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება, არ კარგი და არც ცუდი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
გლახა |
Nov 24 2006, 10:37 PM
პოსტი
#26
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ვეშაპო
ციტატა აქ, მართალი გითხრა, ვერ ვხვდები ზუსტად რა იგულისხმება. ხო ვერც მე ვხვდები მაინცა და მაინც უბრალოდ საღვთო წერილის ციტატა გამახსენდა და დავწერე |
ვეშაპო |
Nov 24 2006, 10:42 PM
პოსტი
#27
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
glaxa
ციტატა ხო ვერც მე ვხვდები მაინცა და მაინც უბრალოდ საღვთო წერილის ციტატა გამახსენდა და დავწერე არა, რას გეუბნები იცი? შეიძლება აქ იგულისხმება, რაიმე კონკრეტული ფაქტი, ან რაიმე კონკრეტულზე, ღვთის კეთილი ნება. მაგალითად, მე რომ ვინმეს ვეხმარები, არის ჩემი კეთილი ნება. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
დათიკო |
Nov 24 2006, 10:48 PM
პოსტი
#28
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა რავი, მე მგონია, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება, არ კარგი და არც ცუდი. უფლის ნებაა ყველაფერი - ცუდიც და კარგიც. ის რომ ჩვენ გვგონია ცუდი, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეს მართლაც ცუდია ანდა პირიქით. უფლის განგებულება ყველაზე სამართლიანია და ყველაზე მართებული. ადამიანის გონება იმდენად პატარაა, რომ ის ვერ დაიტევს ამას. უფლის ნებაა ყველაფერი რაც ხდება ან არ ცდება. მისი ნების გარეშე ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან და ნიავი არ გაიქროლებს |
ვეშაპო |
Nov 24 2006, 10:48 PM
პოსტი
#29
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
glaxa
ციტატა და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული. პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2 აააა, მივხვდი მე მგონი. აქ მგონი წერია, რომ ნუ ჩაიძირებით ნამეტანი ამ ქვეყნიურ საზრუნავში, არამედ იცხოვრეთ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, რათა ნახოთ ღვთის კეთილი ნება. მე რას ვამბობ იცი? აი, მაგალითად წმიდა გიორგი ხომ აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ღვთის კეთილი ნება იყო წმ. გიორგის ცხონება, მაგრამ ამსთანავე ღვთის ნება იყო მისი წამებაც. ანუ თვითონ წამების ფაქტი არის ცუდი და ცხონების ფაქტი არის კარგი. ეს ორივე ღვთის ნებაა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
დათიკო |
Nov 24 2006, 11:13 PM
პოსტი
#30
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული.sizec/sizeccolorc/colorc coloro:#990000/coloro sizeo:2/sizeoპავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 12:2 ამ მუხლის განმარტება წმ. იოანე ოქროპირის მიერ. ”თანახატ-ქმნაჲ ესრეთ გულისჴმა ყავ, რაჟამს კაცი თანა [...ებოდის] ხატად-ხატადთა ამა[თ...]ლებათა სოფლისა ამის წარ[მავა]ლისათა, რომლისა ხ ა ტ ო ბ ი თ ა [დაუდგ]რომლობაჲ მისი მოა[სწავა]. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ [ესრედ უსაკუთ]რეს არს: ნაცვა[ლად ”შ ე ი ც ვ ა ლ ე ნ ი]თ”, [ვითარმედ: ფერი იცვალეთ...]* რებ... ლეთ... ვიტარმედ გ... ...სა თქუენ... გ~ნბას... კუეთებ...ესრეთ...ცოდვ... და მ!დის... ...ლისა... ...შეუდგეს ზე[ა... ...] გონებათა სა[... ...] ღმრთისაჲ, რამეთუ თჳსეყვ[ის... ... ...] [ბოროტ]თაგან ქმნაჲ კეთილისაჲ. [კ ე] თ ი ლ ა დ, ს ა თ ნ ო დ დ ა ს რ უ ლ ა დ ახ[ა]ლა ამას შჯულსა უწოდს, თანაშეტყუებითა ამისითა ძუელსა მას თანა და ჰურიათასა, რამეთუ იგიცა ნებაჲ ღმრთისაჲ იყო და კეთილ, ხოლო ვერღარა სათნო და სრულ, არამედ უძლურებისათჳს მათისა შენდობილ, ამისთჳს ს ა თ ნ ო დ ა ს რ უ ლ ახალი ესე არს შჯული, რომელსა შინა იპოების სრულებაჲ ნებისა ღმრთისაჲ. ” * აქ E ხელნაწერის ფურცლის კიდე ჩამოჭრილია და 23 სტრიქონის ტეასტიდან თითო-ოროლა სიტყვაა დარჩენილი (ზოგ სტრიქონში - თითო სიტყვა, ზოგში - ნახევარი, 6 სტრიქონი კი სრულიად დაკარგულია), რის გამოც ტექსტის აღდგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. |
გლახა |
Nov 25 2006, 01:08 PM
პოსტი
#31
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
დათიკო
მე მგონი პავლეს დაწერილი უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე იოანე ოქროპირისეული განმარტება... ყოველ შემთხვევაში ის რაც შენ დაწერე დათიკო არამც თუ გასდაგებად, არამედ წასაკითხადაც ერთობ რთულია ჩვეულერბრივი მოკვდავისათვის |
marine |
Nov 29 2006, 04:03 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რასაც მოძღვარი გვირჩევს, რასაც მისი პირით ვიგებთ, ესაა უფლის ნება და შესაბამისად მოძღვრისადმი მორჩილებაშია ყველაზე დიდი ნეტარება, რადგან ამით მორჩილნი ვხდებით უფლის ნებისა..
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
Nov 30 2006, 10:54 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
დათიკო ციტატა ყოველ შემთხვევაში ის რაც შენ დაწერე დათიკო არამც თუ გასდაგებად, არამედ წასაკითხადაც ერთობ რთულია ჩვეულერბრივი მოკვდავისათვის გაიხარე! როგორ გამაცინე. ციტატა მე მგონი პავლეს დაწერილი უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე იოანე ოქროპირისეული განმარტება... აქ, უბრალოდ გაურკვევლად გამოუვიდა, თორემ საოცარია პავლე მოციქულის განმარტებანი. ახლა ხელთ რომ მქონდეს, შევეცდებოდი ამ ამონარიდის უფრო გარკვეულად დაწერას... -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
დათიკო |
Dec 1 2006, 01:02 AM
პოსტი
#34
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
glaxa
ციტატა მე მგონი პავლეს დაწერილი უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე იოანე ოქროპირისეული განმარტება...ყოველ შემთხვევაში ის რაც შენ დაწერე დათიკო არამც თუ გასდაგებად, არამედ წასაკითხადაც ერთობ რთულია ჩვეულერბრივი მოკვდავისათვის მესმის შენი მე უბრალოდ ერთი-ერთში დავწერე ხელნაწერში როგორც არის. |
მხევალი ნინო |
Jan 4 2007, 11:07 AM
პოსტი
#35
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
erts danamdvilebit vitkvi gvtis neba iyo tu ara amas me aravin damekitxeba da arc vici magram erti periodi seriozulad mqonda gdackvetili morchilad cavsuliakvi saudamod am kvelafrisgan shors .. magram shemishala ragacam xeli (upro scored vigacam ertma adamianma ) ro shemedzlos ar exla vitkodi uars monazvnur cxovrebaze ..... მართალი გითხრა მე რა უფლება მაქვს დაგარიგო, ან მიგითითო, მაგრამ თუ ეს მოწოდებაა და არა სხვა რაიმე, ალბათ ამისი დროც მოვა. მერე ალბათ მიხვდები რა საჭირო იყო შენთვის ეს წლები. ალბათ, ბევრი არც მე მესმის წმიდა მამა გვეუბნება, უფალს სთხოვე არა ის რაც შენ გსურს, არამედ რაც მისი ნებაა და უფალი მოგცემს საუკეთესოს.. უფლის ნება სიყვარულია, რადგან თვითონ არის სიყვარული... ღმერთმა თავისი კეთილი ნება ჩვენს მიმართ გამოხატა, როცა თავის ხატად შეგვქმნა და ჩვენგან მონობა კი არ მოინდომა, თავისუფალი ნება მოგვცა.. უფალმა ყოველი უწყის და ხედავს, მისი ნება განუზომელი სიკეთეა და ჩევნ ერთი რა დაგვრჩენია, ყოველივე მსოფლიო დავუტევოთ ზრუნვა და მთლიანად უფალს მივენდოთ ეს სიტყვები ძალიან მომეწონა. ადრე მე თემა გავხსენი ლოცვის ძალა, დაახლოებით ამას ვგულისხმობდი. ძალიან ძნელია მორჩილება, ძალიან ძნელი. ხანდახან ის გინდა ასრულდეს, რასაც იმ წუთსი ითხოვ, უფალი იმას გაძლევს რაც გჭირდება, მიღებაა ძნელი. შენ ხომ სხვას იტხოვდი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზურა |
Jan 9 2007, 01:33 PM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
აქა მშვიდობა,
მოკლედ რომ ვთქვა: - ღვთის ნებაა, რომ ვიყოთ სრულყოფილნი, ისევე როგორც ჩვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. უფალო შეგვიწყალე! -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
ზებედე |
Jan 12 2007, 04:55 AM
პოსტი
#37
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ესეც ღვთის ნებაა...
დედას, რომელიც ყრმა-შვილების დაკარგვის გამოა დამწუხრებული ღრმად პატივცემულო ქალბატონო ნ. თქვენ აღმიწერეთ მწუხარება და დარდი, რომელსაც შვილების დაკარგვის გამო განიცდით და ამ გრძნობათა გამოხატვით ჩემგან - უძლურისაგან - ნუგეშისცემასა და განმტკიცებას ითხოვთ. ასევე გსურთ, დაბეჯითებით გქონდეთ იმის იმედი, რომ ოდესმე მარადიულ ცხოვრებაში კვლავ შეხვდებით თქვენს ყრმა-შვილებს. თქვენ, რაღა თქმა უნდა, მტკიცედ გჯერათ, რომ ჩვენი მოსვლა და წასვლა, სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ნებაა. ღმერთმა დაგვბადა, იგი გვფარავდეს ამქვეყნიური ცხოვრებისას და თითოეულისათვის განსაზღვრულ ჟამს მარადისობაში გადაგვასახლებს. ამგვარად ჩვენ: „გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ. და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით“ (რომ. 14, 8). ამქვეყნიური ცხოვრება, როგორადაც არ უნდა გახანგრძლივდეს, ბოლოს მაინც სიკვდილით თავდება, ჩვენი ყოფა კი ამით არ წყდება, სიკვდილი მხოლოდ დაუსრულებელ მარადისობაში გადაგვასახლებს. ღვთის წინაშე დღე ერთი - ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი - ვითარცა ერთი დღე. მისი ნებით მოხდა, რომ ამ მწუხარე, ჭირ-ვარამითა და ცრემლით სავსე ცხოვრებიდან ისინი სრულიად ნორჩ ასაკში გავიდნენ მანამ, სანამ ამქვეყნიურ სიტკბოებასა და სიმწარეს გამოცდიდნენ და სულზე ცოდვილ ვნებათა ნაკვალევი დააჩნდებოდათ. განა ღვთაბრივი სიყვარულის გამოვლინება არ არის მათ მიმართ, რომ მარადიული ნეტარებით ტკბებიან? „მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხებათ“ (სიბრძნ. 3, 1). ქვეყნისთვის შეუცნობელია განგება ღვთისა. პავლე მოციქული შესძახებს: „ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ, ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33); ამიტომ ჩვენი გამოსაძიებელი როდია, თუ რად გაიყვანა ისინი უფალმა ამ ქვეყნიდან სიყრმის ასაკში. გვქონდა კი იმედი, რომ მათ კეთილზნეობრივებს, საზოგადოებისთვის გამოსადეგებს ვნახავდით და მომავალშიც ნუგეშს გვცემდნენ?! ვის შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. ხშირად ვხედავთ, რომ ჩვენი იმედები არ მართლდება და მრავალი მშობელი ნუგეშის ნაცვლად შვილებისაგან მწუხარებასა და ტკივილს იღებს და ეს, რა თქმა უნდა, დიდი სასჯელია მშობლებისათვის. თქვენ კი ეს არ გამოგიცდიათ, მხოლოდ მათი დაკარგვის სიმწარე განიცადეთ - თქვენივე უძლურებისა და სულმოკლეობის გამო. როცა რწმენასა და სასოებას მოიპოვებთ, მაშინ სასიხარულო ნუგეშს გცემთ იმაზე ფიქრი, რომ ისინი მარადიულ ნეტარებას მიემთხვივნენ და ცხოვრებისეული ცვლილებები და დაბრკოლებები ვეღარას ავნებთ. წერილი ამბობს: „სიგლახაკისაკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა“ (სიბრძნ. 4, 12); იმისათვის მიიღო უფალმა თავის წიაღში თქვენი შვილები, „რათა მათი გონება ბოროტებას არ შეეცვალა, ან მზაკვრობას არ შეეცდინა მათი სული“ (სიბრძნ. 4, 11); ღვთისათვის ხომ ყოველივე აშკარაა, თვით აღუსრულებელი საქმენიც კი, ამიტომ მადლიერებით მიმართეთ მას იმისათვის, რომ „ვითარცა ძღუენი პატიოსანი“. შეიწირა ნაყოფი თქვენი - მარადიულ ნეტარებაში. წაიკითხეთ წმიდა მოწამე უვარიოსის (19 ოქტომბერი) ცხოვრება, იქ ნახავთ, რომ დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, წმიდანმა თავისი გამოცხადებით ანუგეშა. ხოლო თქვენ ყოველივე ზემოთქმულით ინუგეშეთ თავი, გწამდეთ, თუმცა არ გიხილავთ და როცა მადლიერების გრძნობით აღივსებით, უფალი მწუხარებას შეგიმსუბუქებთ და სულიერ შვებას მოგანიჭებთ. გსურთ იცოდეთ, თუ რა საშუალებით შეიძლება დაიმსახუროთ მათთან ზეციური შეხვედრა? ჩვენ მხოლოდ ამას კი არ უნდა ვესწრაფვოდეთ, არამედ იმას, რომ ღვთის ბრწყინვალე სახე ვიხილოთ და იქვე ყველა, ვინც სიყვარულითვე შეერთვება სიყვარულს ღვთისას. ხოლო თუ როგორ მიიღწევა ყოველივე ეს, თითოეულ ქრისტიანს სიტყვა ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის: მცნებები აღასრულეთ და მთელი სასოება დაამყარეთ არა პირად დამსახურებაზე, არამედ ქრისტე მაცხოვარზე, რომელმაც თავისი ჯვარითა და ტანჯვით მარადიული ცხოვრება მოგვანიჭა. მისმა ყოვლადწმიდა ბაგემ წარმოსთქვა სიტყვები: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოან. 14, 21). თქვენი მწუხარებით გულმოწყლულმა, როგორც შევძელი, ისე შევეცადე ნუგეში მეცა და გამემხნევებინეთ. მაგრამ ნუგეშისცემა და სულიერი განმტკიცება მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს. ამიტომ უგალობდეთ: „განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა“ (ფს. 14, 13); „კიდითგან ქუეყანისათ შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა“ (ფს. 60, 3); და ფსალმუნის სხვა სიტყვებით მიმართეთ მას. თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა ისე, ჩემის აზრით ეს ეხება იმ დედებსაც, რომლებსაც მუცელი მოსწყდათ, და დამწუხრებულები არიან ამის გამო, შეიძლება ვცდები... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
Jan 12 2007, 07:52 PM
პოსტი
#38
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება მხოდეს, მართალი გითხრათ ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს, მაგრამ ასე მგონია, რომ ეს ღვთის ნებაა. ტანაც გამიგია, რომ ზედმეტად არაფერი არ უნდა გამოიტხოვო უფლისგან, ხანდახან იმასაც ვფქრობ, თუ მოსახდენი უნდა მოხდეს, მე უნდა დავემორჩილო, რადგან უფალმა უკეთ იცის რა არის ჩემთვის კარგი. არადა როგორ მიჭირს. ზედმეტადაც არ მინდა წუწუნით თავი შევაწყინო და ამით რაღაც ჩემთვის არასასურველი არ გამოვიტხოვო. თქვენ არს პიქრობთ რა გავაკეთო? რისი შეცლა შემიძლია?
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
mr_morrison |
Jan 13 2007, 01:56 AM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ჩემი აზრით ღვთის ნება არის სიყვარული, სიყვარული უფლისა და მოყვასის და შემდეგ ამ სიყვარულზე აგებული ყველა დანარჩენი რაც აუცილებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
givilo |
Feb 28 2007, 08:49 PM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,220 |
იცით რა ღვთისნება რა არის ამას ვინ მიხვდება, ღმერთი ხომ ისე არ ფიქრობს როგორც ჩვენ ადამიანები, მგონია როდესაც ჩვენ მივიღეთ ღვთისგან თავისუფალი ნება იმ დროიდან ღმერთმა შეზღუდა თავისი ნების გამოხატულება. სწორად გამოვთქვი ნეტავ?
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი