IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 02:01 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
ეს რაღაც სიახლეა, აქამდე მეგონა რომ წმინდანი ის იყო ვისაც ასეთად ეკლესია შერაცხავდა, შენ კი რაღაც ახალი თქვი

ეკლესიის მიერ შერაცხულ წმინდანს კანონიზირებული წმინდანი ეწოდება,ის უკვე ოფიციალურადაა შერაცხული.ეს სხვა საკითხია.
მე კი გელაპარაკები ცოცხალ წმინდანებზე,რომლებსაც ახალ აღთქმაში ბევრჯერ ახსენებს პავლე მოციქული და მოკითხვებს უგზავნის წმინდანებს.რა,პავლე რომ წმინდანებს მოიკითხავს,ისინი ეკლესიის მიერ უნდა ყოფილიყვნენ წმინდანები?
მაგალითად იოანე ოქროპირი თუ სიცოცხლეშივე წმინდანი არ იყო, გარდაცვალების შემდეგ ეკლესია როგორ შერაცხავდა?
ცოცხალი წმინდანები ყოველთვის არსებობენ.

ციტატა
შესაძლოა

შესაძლოა კი არა-ეს ფაქტია.
ციტატა
მაგრამ ბიბლიიდან აშკარად ჩანს ეს მაგ საძაგელი ბეჭდით ყველას (ანუ ყველა ქვეყანაში) დატვიფრავენ და შენც კარგად მოგეხსენება რომ საქართველოს საზღვრები ეს არაა შეუღწევადი გალავანი.....

ამას არც მე ვამბობ და არც წმინდა მამები,მაგრამ რა ვერ გაიგეთ-აქ არ იქნება დევნა იმ დონეზე,როგორც სხვა ქვეყნებში.
ციტატა
ჰოდა თუ ასეა მაშ რაღაზეა დავა? ესე იგი გამოდის რომ რუსეთზე მაინც წინასწარმეტყველებები მცდარია, ასეა არაა?

რატოა კაცო მცდარი?
ციტატა
"დანთქმა" სად წაიკითხე იქნებ მითხრა, აქამდე გამეგონა რომ რუსეთის იმპერია დაიშლება, შენ კი მის სრულ დანთქმაზე საუბრობ, მე კი არ ვარ ამის წინააღმდეგი მაგრამ მაინც ჭეშმარიტება მირჩევნია...

"დაშლა"ნიშნავ დაყოფას,მაგრამ დანთქმა-განადგურებას.ნახევარი რუსეთი განადგურდება.

gabrieli.
შენ გეტყობა წმინდა მამებზე მეტი იცი და იქნებ აპოკალიფსიც განგემარტა და ჩვენთვის მოგესმენინებინა?
შენ პირდაპირ უპირისპირდები ეკლესიის ისეთ დიდ ავტორიტეტებს,როგორებიც არიან:კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,არქიმანდრიტი გაბრიელი,ლავრენტი ჩერნიგოველი,იოანე კრონშტადტელი,სერაფიმ საროველი,სერგი რადონეჟელი.ეს ის მამები,არიან,რომლებიც ამბობენ,რომ საქართველო გადარჩება ბოლო ჟამს და ყველაზე ძლიერ გაბრწყინდება,რუსეთის და სხვა სლავური ქვეყნების ნახევარზე მეტი კი(დასავლეთზე აღარაა ლაპარაკი) განადგურდება.
შენ რა გამოხვედი?აპოკალიფსის მათზე უკეთ განმმარტებელი?შენ დაიწყე მათი წინასწარმეტყველებების შესწორება და აცხადებ ისინი შეიძლება ცდებიანო.იქნებ შენ ხარ სწორი?
"გამოცხადების"წიგნი ამ წმინდა მამებმა შენზე უწინ იცოდნენ და ისიც,თუ რას ნიშნავდა მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.იქნებ ამ წმინდა მამებს წააკითხო ის მუხლები,რომლებიც მათი სწავლებების"წინააღმდეგ"მოდის?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 02:57 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



მე მათზე მეტი ვიცი და განვმარტავ მეთქი არ ვამბობ, ეს შეიძლება მათი პირადი აზრია, და რა არ შეიძლება, რომელიმე წმინდა შეცდეს? მითუმეტეს, არქიმანდრიტი გაბრიელი? თვთი ეკლეესიის ბურჯი წმ. იოანე ოქროპირი შეცდა ამ საკითხზე, როდესაც ბოლო ჟამის თარიღი დაასახელა. და წმინდანებს ნუ ყურებ ისე თითქოს შეუმცდარები იყვნენ.

ციტატა
მაგრამ ბიბლიიდან აშკარად ჩანს ეს მაგ საძაგელი ბეჭდით ყველას (ანუ ყველა ქვეყანაში) დატვიფრავენ და შენც კარგად მოგეხსენება რომ საქართველოს საზღვრები ეს არაა შეუღწევადი გალავანი.....

საძაგელი ბეჭედი რა გგონიათ? ჩიპი? biggrin.gif ბეჭედი მარჯვენა ხელზე და შუბლზე, არ ნიშნავს ჩიპით დატვიფრას, და 666 კიდე biggrin.gif, 666 ნიშნავს კეთილდღეობის სიმბოლოს, მეფე სოლომონს შემოსდიოდა 666 ტალანტი ოქრო წელიწადში, 666 ხომ კეთილდღეობის სიმბოლოა და ვისი მიზანიც იქნება კეთილდღეობა, ის იქნება სატანისტი, და მარჯვენა ხელზე ბეჭედი ნიშნავს რომ მისი საქმეებიც ამგვარი იქნება ანუ მისი მიზანი, შუბლი კი მის აზროვნებას აღნიშნავს რომელიც ამ მიზნისკენ იქნება მიმართული.

ციტატა
ამას არც მე ვამბობ და არც წმინდა მამები,მაგრამ რა ვერ გაიგეთ-აქ არ იქნება დევნა იმ დონეზე,როგორც სხვა ქვეყნებში.

რატო არ იქნება ვითომ? დღეს რა არაა ეკლესიის დევნა? დღეს ძალიან დიდი დევნაა, ზოგ სკოლებში რელიგიის სწავლება აკრძალეს, ეკლესიის ადგილზე ზოგ სოფელში ბოსელია გაკეთებული, და ტელევიზორში რა ხდება, და ეს დევნა არაა? ჩვენ მთავრობას საერთოდ არ ეპოტინება ჩვენი ეკლესია. და ანტიქრისტეს პერიოდში რაღა იქნება? ეკლესიის დევნა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ თოფებით შემოვარდნენ და დაანგრიონ, იდეოლოგიური დევნაა დღესდღეობით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 17 2011, 03:10 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



giorgi leluashvili
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 17 2011, 11:41 AM) *

arcivi9

მოიშორე ეს ცინიზმი!
წმინდანობა არ ნიშნავს შარავანდედის დადგმასა და ხატზე გამოსახვას.თუ წმინდანი ამ ქვეყანაზევე არ იყო წმინდანი,გარდაცვალების მერე გახდება როცა შერაცხავენ?

ეს არ მესმის რა ტონია , ამ ამბიონის და ძახილის ნიშნების უფლებას როგორ აძლევ შენს თავს, თან ეს "მოციქული ქრისტესი " , შთაბეჭდილება მრჩება შენს სამწყმსოს მიმართავ ქრისტეს გარეშე, ეს ფორუმია , და მართლმადიდებლური ფორუმი, მართლმადიდებლობაში არსებობს ჯადოსნური სიტყვა თავმდაბლობა, და ის ვისაც ყველაზე ცოდვილად მიაჩნია თავი რის გარეშეც ცხონება არარსებობს-სხვას ასეთ ტონში ვერ დაელაპარაკება უსაფუძვლოდ,

ადამიანი ეკლესიის გარეშეც შეიძლება იყოს წმინდანი, მაგრამ კანონიზაციის გარეშე მხოლოდ შენი სუბიექტური აზრის დონეზე, საკუთარი სუბიექტური აზრი კი სხვას ამ ძახილის ნიშნებით უბრახუნო არაა ჯანსაღი დამოკიდებულება, მითუმეტეს რომ მამა გიორგი ზიარებისგანაც იყო განყენებული მწვალებლური იდეების გამო.. მარა ამ საკითხზე არაფერს ვიტყვი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 05:15 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gabrieli.
ციტატა
ეს შეიძლება მათი პირადი აზრია, და რა არ შეიძლება, რომელიმე წმინდა შეცდეს?

და შენ რა იცი,რომ ცდებიან?
ზუსტად აქედან ჩანს,რომ შენ მათზე მართლა რაღაც მეტი იცი.
რადგან ამბობ შეიძლება შეცდნენო,ესეიგი რაღაცაში არ ეთანხმები.კი ბატონო ,ამის უფლება გაქვს არ დაეთანხმო,მაგრამ იმას მაინც ნუ იტყვი-შეცდნენო.
ციტატა
მითუმეტეს, არქიმანდრიტი გაბრიელი?

მარტო არქიმანდრიტი გაბრიელი-შეიძლება,მაგრამ სერაფიმ საროველი, სერგი რადონეჟელი, ლავრენტო ჩერნიგოველი ,ნილოს მირონმდინარე , იოანე კრონშტადტელი ,ილია II-განა ეს წმინდა ხალხი ერთ აზრზეა და ყველა ცდება?წარმოუდგენელია ყველა ერთ საკითხში ცდებოდეს.(კიდევ მახსენდება დიდი მამები:სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო,იოანე კრესტიანკინი)
ციტატა
და წმინდანებს ნუ ყურებ ისე თითქოს შეუმცდარები იყვნენ.

ასე არ ვუყურებ.შენ კი ისე გამოგდის,რომ წმინდანს არაფერში არ უნდა ენდო ბოლომდე,რადგან ის შეიძლება ცდებოდესო.
ციტატა
666 ნიშნავს კეთილდღეობის სიმბოლოს, მეფე სოლომონს შემოსდიოდა 666 ტალანტი ოქრო წელიწადში, 666 ხომ კეთილდღეობის სიმბოლოა და ვისი მიზანიც იქნება კეთილდღეობა,

666 კეთილდღეობის სიმბოლო კი არა-ვაჭრობის სიმბოლოა.
რაღაც არამგონია კეთილდღეობის სიმბოლო იყოს.აბა გამოცხადება წაიკითხე-რა კონტექსტშია მოხსენიებული ეს ციფრი.
ციტატა
რატო არ იქნება ვითომ? დღეს რა არაა ეკლესიის დევნა? დღეს ძალიან დიდი დევნაა, ზოგ სკოლებში რელიგიის სწავლება აკრძალეს, ეკლესიის ადგილზე ზოგ სოფელში ბოსელია გაკეთებული, და ტელევიზორში რა ხდება, და ეს დევნა არაა? ჩვენ მთავრობას საერთოდ არ ეპოტინება ჩვენი ეკლესია. და ანტიქრისტეს პერიოდში რაღა იქნება? ეკლესიის დევნა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ თოფებით შემოვარდნენ და დაანგრიონ, იდეოლოგიური დევნაა დღესდღეობით.

"შენ ხარ კლდე და მას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".ეკლესიის დევნაზე არაა აქ საუბარი.ხალხის დევნა დაიწყება,მორწმუნე საზოგადოებისა და არა ეკლესიისა.ეკლესიის დევნა რას ნიშნავს?ეკლესიასთან ბრძოლა-კიდე გასაგებია,მაგრამ ეკლესიის დევნა არ ნიშნავს რელიგიების აკრძალვას.ეს ეკლესიისადმი გაწეული წინააღმდეგობაა და არა დევნა.დევნას კი ხალხს დაუწყებენ,შეავიწროებენ და შიმშილით დახოცავენ მორწმუნეებს.

საქართველოში კი დევნა(მორწმუნეებისა) ნაკლებად იქნება,რადგან ღვთისმშობელი დედა არ დატოვებს თავის წილხვედრ ქვეყანას.როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონს დატოვებს,რატომ წამოყვებიან მას ბერები?იმიტომ,რომ საქართველოში უდიდესი მადლი დაიმკვიდრებს.საქართველოშია დავანებული ეკლესიის სიმბოლო-უკერველი კვართი უფლისა, ხალენი წმინდისა ელია წნასწარმეტყველისა, კვართი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, ხელთუქმნელი ხატი უფლისა.ეს ყოველივე განა არ მეტყველებს იმაზე,რომ საქართველო ამ სიწმინდეების მფარველობით გაძლებს?
ეს რათქმაუნდა უდიდეს პასუხისმგებლობაცაა,რადგან ჩვენ ძალიან ბევრი მოგვეცა.უფალმა უხვად დააბერტყა საქართველოს მადლი და ეს უნდა შევინარჩუნოთ.




sopo...
და ეს შენი გამოსვლა რაღა ტონია?როდის აქეთ გამოხვედი სხვების დამცველი?მე ეგ ვისაც მივწერე,ის გამცემდა პასუხს და არავის საქმე არ არის ვის როგორ მივმართავ,გარდა იმ პიროვნებისა,ვისაც მივმართავ.
ციტატა
ძახილის ნიშნების უფლებას

აი,ზუსტადაც ვაძლევ,მერე?ამის საფუძველი და მიზეზი არსებობდა და კიდევ გეუბნები,ეს არაა შენი საქმე და ვისაც მივწერე,ის გამცემს მეთქი პასუხს.
ციტატა
თან ეს "მოციქული ქრისტესი " , შთაბეჭდილება მრჩება შენს სამწყმსოს მიმართავ ქრისტეს გარეშე

არც ეს იცი რატომ მიწერია და უაზრო კომენტარებსაც აკეთებ.არავის საქმე არ არის,მე სახელად რას დავიწერ.თუ ამპარტავანი ვარ,ეს ჩემი პრობლემაა.
ციტატა
საკუთარი სუბიექტური აზრი კი სხვას ამ ძახილის ნიშნებით უბრახუნო არაა ჯანსაღი დამოკიდებულება

მე ჩემ სუბიექტურ აზრს კი არ "ვაბრახუნებ" ძახილის ნიშნებით,არამედ წმინდანების მიმართ არასწორმა დამიკიდებულებამ გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია.გინდაც ის პიროვნება,ვინც მე წმინდანად მიმაჩნია და სხვას წმინდანად არ მიაჩნდეს და ცინიზმით მოიხსენიოს იგი,მაინც არა აქვს ამის უფლება.
ციტატა
მითუმეტეს რომ მამა გიორგი ზიარებისგანაც იყო განყენებული მწვალებლური იდეების გამო.. მარა ამ საკითხზე არაფერს ვიტყვი..

მწვალებლური იდეების გამო კი არა,შურის გამო.
შეგიძლია ეს "მწვალებლური იდეა" დააკონკრეტო?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 07:01 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა
მარტო არქიმანდრიტი გაბრიელი-შეიძლება,მაგრამ სერაფიმ საროველი, სერგი რადონეჟელი, ლავრენტო ჩერნიგოველი ,ნილოს მირონმდინარე , იოანე კრონშტადტელი ,ილია II-განა ეს წმინდა ხალხი ერთ აზრზეა და ყველა ცდება?წარმოუდგენელია ყველა ერთ საკითხში ცდებოდეს.(კიდევ მახსენდება დიდი მამები:სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო,იოანე კრესტიანკინი)

ეგ კიდე დასაზუსტებელია მართლა ამბობენ თუ არა რუსი წმინდა მამები, იმიტომ, რომ რუსებს ყავთ, მაკარია, მატრონა. მაკარია ველოსიპედით მონასტრამდე მიიყვანა ღვთისმშობელმა საკუთარი ველოსიპედით. მატრონა კი ერთ ადამიანს ასეთ დარიგებას აძლებს: რომ ეზიარები – არწყევ,,,აუცილებლად არწყიე, ეს ეშმაკი განიდევნება ზიარებითო.... სრულიო იდიოტიზმი და საგიჟეთი, ლიტურგიკის შეურაცხყოფა და ბოდვის ზენიტი...
http://www.youtube.com/watch?v=5Nw8va_IU6g ეს ფილმია... აი რასაც ქვია დასაშინებლად არის ადამიანის რა. გარდა რუსეთისა და სლავური მიწებისა ყველგან იქნება ტანჯვა და დევნა ადამიანებისო )) აი რუსული ტოტალიტარიზმი მართლმადიდებლობის სახელით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 17 2011, 07:09 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
კიდევ გეუბნები,ეს არაა შენი საქმე და ვისაც მივწერე,ის გამცემს მეთქი პასუხს.

და რატომ მიმეორებ? შეგიძლია მომინიშნო სად მიწერია რომ ჩემი საქმეა .. დავწერე რომ ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება ,და შთაბეჭდილება..
ციტატა
აი,ზუსტადაც ვაძლევ,მერე?.

სად მიწერია რომ გაგრძელებას ვაპირებდი .. D თუ არ გაინტერესებს შენი საქციელის სისწორე როგორიც გაგიხარდება ისეთი იყავი , როგორი ტონითაც გინდა ისე ილაპარაკე, გინდა განმანათლებელი დაირქვი , გინდა ნაპოლეონი.. ამაზე "ცოტა" უფრო მნიშვნელოვანი პრობ მაქვს
ციტატა

როდის აქეთ გამოხვედი სხვების დამცველი?

ამ კითხვის ლოგიკას ვერ მივხვდი ან ჩემს შესახებ 'როდის აქეთ' იცი? მერეც ე.ი. შენ ამ ლოგიკით ცხოვრობ სხვას რომ ურტყამდნენ შენს თვალწინ , არ ჩაერევი თვითონ მიხედავს? არავის ვიცავ - სამართლიანობის მხარეს ვდგები ,
ვერაფერს იტყვი .. იშვიათი არაადეკვატური რეაქციებია.. )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 08:04 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gabrieli.
ციტატა
ეგ კიდე დასაზუსტებელია მართლა ამბობენ თუ არა რუსი წმინდა მამები

ნამდვილად ამბობენ და თუ გინდა წიგნების სათაურებს მოვიძიებ და დაგიწერ.
ციტატა
რუსებს ყავთ კიდევ ისეთი მაგარი წმინდანები, პელაგია, მაკარია, მატრონა – სრული საგიჟეთი, მაკარია ველოსიპედით მონასტრამდე მიიყვანა ღვთისმშობელმა საკუთარი ველოსიპედით. მატრონა კი ერთ ადამიანს ასეთ დარიგებას აძლებს: რომ ეზიარები – არწყევ,,,აუცილებლად არწყიე, ეს ეშმაკი განიდევნება ზიარებითო.... სრულიო იდიოტიზმი და საგიჟეთი, ლიტურგიკის შეურაცხყოფა და ბოდვის ზენიტი.... მატრონა წმინდანია მეგობრებო

ეს მაინტერესებს,შენ ვინ გამოხვედი ასეთი დიდი სულიერებისა და სიწმინდის პატრონი,რომ წმინდა მატრონას სიტყვებს ბოდვას,იდიოტიზმსა და საგიჟეთს უწოდებ?
მე მ,ხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია:ღმერთმა და წმინდა მატრონამ მოგიტევოს ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ახლა ვხვდები წმინდანების სიდიადესა და სიბრძნეს რა დიდი ძალა აქვს.
და კიდევ ვრწმუნდები,რომ მათი თითოეული სიტყვა სულიწმინდით არის წარმოთქმული.

მე აღარ მაქვს სურვილი შენთან გავაგრძელო საუბარი,რადგან ეკლესიასა და მის მიერ შერაცხილ წმინდანებს გმობ.


sopo...
ციტატა
და რატომ მიმეორებ?

იმიტომ,რომ შენც რამდენჯერმე გამიმეორე ერთი და იგივე.
ციტატა
შეგიძლია მომინიშნო სად მიწერია რომ ჩემი საქმეა

იქ ერევი სადაც არ უნდა ჩაერიო და რახან თავს ამის უფლებას აძლევ,ალბათ ფიქრობ კიდეც,რომ შენი საქმეა.
ციტატა
დავწერე რომ ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება ,და შთაბეჭდილება..

მაგას გარდა ისიც დაწერე:რა ტონით ლაპარაკობ და რა ძახილის ნიშნებს აბახუნებო და მეც ზუსტად ამ სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება.
ციტატა
სად მიწერია რომ გაგრძელებას ვაპირებდი .. D თუ არ გაინტერესებს შენი საქციელის სისწორე როგორიც გაგიხარდება ისეთი იყავი , როგორი ტონითაც გინდა ისე ილაპარაკე, გინდა განმანათლებელი დაირქვი , გინდა ნაპოლეონი.. ამაზე "ცოტა" უფრო მნიშვნელოვანი პრობ მაქვს

ჰოდა თუ ასეა,მაშინ თავიდანვე არ უნდა დაგეწერა მსგავსი.
ციტატა
ამ კითხვის ლოგიკას ვერ მივხვდი ან ჩემს შესახებ 'როდის აქეთ' იცი?

ლოგიკურია მიხვდე,რომ "როდის აქეთ"-ში მე ფორუმი ვიგულისხმე.
ციტატა
მერეც ე.ი. შენ ამ ლოგიკით ცხოვრობ სხვას რომ ურტყამდნენ შენს თვალწინ , არ ჩაერევი თვითონ მიხედავს?

თუ მას შეუძლია ,რომ თვითონ გასცეს პასუხი და ჩემზე კარგადაც,მაშინ მე რა საჭირო ვარ?
ციტატა
არავის ვიცავ - სამართლიანობის მხარეს ვდგები ,

კი მივხვდი.ფაქტია.
ციტატა
ვერაფერს იტყვი .. იშვიათი არაადეკვატური რეაქციებია.. )

არცაა რაიმეს თქმა საჭირო.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 09:06 PM
პოსტი #48


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე მ,ხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია:ღმერთმა და წმინდა მატრონამ მოგიტევოს ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ამინ!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 09:13 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა
ეს მაინტერესებს,შენ ვინ გამოხვედი ასეთი დიდი სულიერებისა და სიწმინდის პატრონი,რომ წმინდა მატრონას სიტყვებს ბოდვას,იდიოტიზმსა და საგიჟეთს უწოდებ?
მე მ,ხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია:ღმერთმა და წმინდა მატრონამ მოგიტევოს ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ახლა ვხვდები წმინდანების სიდიადესა და სიბრძნეს რა დიდი ძალა აქვს.
და კიდევ ვრწმუნდები,რომ მათი თითოეული სიტყვა სულიწმინდით არის წარმოთქმული.

მე აღარ მაქვს სურვილი შენთან გავაგრძელო საუბარი,რადგან ეკლესიასა და მის მიერ შერაცხილ წმინდანებს გმობ.

რაარი სულიწმინდით წარმოთქმული? რომ ეზიარება, უნდა არწყიო ხოო? ესააა ეს ბოდვა და სიგიჟეა სულიწმინდით წარმოთქმული ხო? და კიდევ ბოდავენ იმას რომ ძაღლი თუ შევიდა სახლში სულიწმნდის მადლს განდევნის ხო? და სულიწმნდის ოჯახიდან გასვლა ძაღლზეა ხო დამოკიდებული, ვაი ვაი რა სიბნელეა, და ვინც ამ სისულელეებს ლაპარაკობს წმინდანია ჰო? შეიძლება ეს ვიგაცამ დაწერა და მატრონეს სახელს მიაწერა და შეიძლება სულაც არაა მატრონეს აზრი მაგრამ, თუ ეს ასეა? ცოტა ხნის წინ კიდევ პეტრე იბერის რომელიც მონოფიზიტთა ერესიარქია , შერაცხვა უნდოდათ წმინდანად ჩვენს სინოდს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 09:20 PM
პოსტი #50


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
შეიძლება ეს ვიგაცამ დაწერა და სულაც არაა მატრონეს აზრი

აი აქედან უნდა დავიწყოთ.რაც არ უნდა იყოს ჩვენნაირების განსაკითხი წმინდანები არ არიან(არც სხვა ადამიანები)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 09:25 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



მე არ განვიკითხავ, და არც იმ პიროვნებებს ვეხები, წმინდანები არიან თუ არ არიან, მაგრამ რასაც ამბობდნენ (თუ მათ თქვეს) ეს სრული სისულელეადა მართლმადიდებლური არ არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 09:30 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gabrieli.
ციტატა
ესააა ეს ბოდვა და სიგიჟეა სულიწმინდით წარმოთქმული ხო?

ნუღარ იმეორებ ამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს!
არაა ეს პირადაპირ გასაგები სიტყვები,ისევე როგორც უფლის სიტყვებს სჭირდება განმარტება.წმინდა მატრონამ შენზე კარგად იცოდა წმინდა ზიარების საიდუმლო.
იქნებ შენიშვნა მიგეცა ეკლესიისთვის,რომ "გიჟი"შეურაცხიათ წმინდანად.
ციტატა
და კიდევ ბოდავენ იმას რომ ძაღლი თუ შევიდა სახლში სულიწმნდის მადლს განდევნის ხო?

იმედია ამასაც წმინდანებს არ დააბრალებ.
და ჯერ ისიც გასარკვევია მართლა თუ თქვა წმინდა მატრონამ ეგ სიტყვები და თუ თქვა რა კონტექსტში.
ციტატა
შეიძლება ეს ვიგაცამ დაწერა და მატრონეს სახელს მიაწერა და შეიძლება სულაც არაა მატრონეს აზრი მაგრამ, თუ ეს ასეა?

ჰოდა თუ ზუსტად არ იცი,თავი შეიკავე მსგავსი შეურაცხყოფებისგან.
ბევრი შემთხვევა ყოფილა,როცა მართლა ისეთი სისულელეები დაუბრალებიათ წმინდანებისთვის,თვალები შუბლზე აგივიდოდა და იმის ზემოთაც.
ციტატა
ცოტა ხნის წინ კიდევ პეტრე იბერის რომელიც მონოფიზიტთა ერესიარქია , შერაცხვა უნდოდათ წმინდანად ჩვენს სინოდს.

ეს ზედაპირული აზრები და ჭორები-საშინელებაა!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 09:40 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა
ეს ზედაპირული აზრები და ჭორები-საშინელებაა!

ზედაპირული ხო? მე ამის დამამტკიცებელი საბუთი მაქვს, ედიშერ ჭელიძე რომ არ ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, პეტრე იბერი დღეს წმინდანად იქნებოდა შერაცხული, შერაცხავდნენ მონოფიზიტს ჩვენი პატრიარქი და წმინდა სინოდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 09:42 PM
პოსტი #54


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
შერაცხავდნენ მონოფიზიტს ჩვენი პატრიარქი და წმინდა სინოდი

საშინლად ცუდად ჟღერს ეს ფრაზა!!!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 09:48 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა
ჰოდა თუ ზუსტად არ იცი,თავი შეიკავე მსგავსი შეურაცხყოფებისგან.
ბევრი შემთხვევა ყოფილა,როცა მართლა ისეთი სისულელეები დაუბრალებიათ წმინდანებისთვის,თვალები შუბლზე აგივიდოდა და იმის ზემოთაც.

მაშინ შენ რატომ გგონია რომ ის წიგნები რაც მეორედ მოსვლაზეა, (მაგ წიგნებშია ზუსტად, მატრონა, პელაგია, და მაკარია,) სანდო, რომ წმ. სერაფიმე, სერგი რადონეჟელი და ა.შ. ამბობენ იმას რაც მაგ წიგნში წერია მეორედ მოსვლაზე, იქნებ ვინმე რუსმა მოიგონა რაღაცა და მერე ამ წმინდანებს მიაწერა?

ციტატა
საშინლად ცუდად ჟღერს ეს ფრაზა!!!

როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს რეალობაა.

აი ესეთ, უბედურ დღეში ვართ და იძახით საქართველო გაბრწყინდებაო, რაღა უნდა ვილაპარაკოთ.

მართლა ედიშერ ჭელიძე რო არ იყოს აკაკი წერეთელს და იაკობ გოგებაშვილსაც წმინდანად შერაცხავდნენ მგონი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 17 2011, 09:50 PM
პოსტი #56


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



gabrieli.
ე.ი.გამოდის რა,რომ ედიშერ ჭელიძემ იცის ყველაზე მეტი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jun 17 2011, 10:07 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



biggrin.gif biggrin.gif ედიშერი რომ იცოდე ვინაა ამას არ იტყოდი, თავში აზრადაც არ გაივლებდი.

და ჩვენი უწმინდესია ბოლო ჟამის პატრიარქი ხო კიდევ? ამასაც რუსი წმინდანები ამბობენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 11:13 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



gabrieli.
ციტატა
ზედაპირული ხო? მე ამის დამამტკიცებელი საბუთი მაქვს, ედიშერ ჭელიძე რომ არ ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, პეტრე იბერი დღეს წმინდანად იქნებოდა შერაცხული, შერაცხავდნენ მონოფიზიტს ჩვენი პატრიარქი და წმინდა სინოდი

აბა აბაააfiqri.gif
რა ეშველებოდა მართლმადიდებელ ეკლესიას ედიშე ჭელიძე რომ არ ყავდეს.
შენ ალბათ გავიწყდება,რომ ეკლესია შეუმცდარია.მასში არ არსებობს მცირედი შეცდომაც კი,რადგან მას სათავეში იესო ქრისტე უდგას.
ციტატა
მაშინ შენ რატომ გგონია რომ ის წიგნები რაც მეორედ მოსვლაზეა, (მაგ წიგნებშია ზუსტად, მატრონა, პელაგია, და მაკარია,) სანდო, რომ წმ. სერაფიმე, სერგი რადონეჟელი და ა.შ. ამბობენ იმას რაც მაგ წიგნში წერია მეორედ მოსვლაზე, იქნებ ვინმე რუსმა მოიგონა რაღაცა და მერე ამ წმინდანებს მიაწერა?

იმიტომ,რომ მაგდენ წიგნებში არ არსებობს სულ ერთი და იგივე შეცდომები გაიპაროს.ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია.ან თუ შეიძლება საერთოდ"არგუმენტი"ეწოდოს.
ციტატა
აი ესეთ, უბედურ დღეში ვართ და იძახით საქართველო გაბრწყინდებაო, რაღა უნდა ვილაპარაკოთ.

აბააა,მოკლედ რა გვეშველება პატრიარქისა და ამ წმინდა სინოდის ხელში რაა.ეგენი დაგვღუპავენ.
ციტატა
მართლა ედიშერ ჭელიძე რო არ იყოს აკაკი წერეთელს და იაკობ გოგებაშვილსაც წმინდანად შერაცხავდნენ მგონი.

შენ ედიშერი ვინ გგონია?წმინდანად შერაცხვის საკითხებს ეკლესია,ანუ წმინდა სინოდი წყვეტს და არა ედიშერ ჭელიძე.
ციტატა
მართლა ედიშერ ჭელიძე რო არ იყოს აკაკი წერეთელს და იაკობ გოგებაშვილსაც წმინდანად შერაცხავდნენ მგონი.

ეს არც ჩემი და არც შენი გასარჩევი არაა ვის შერაცხავენ წმინდანად და ვის-არა.
ციტატა
ედიშერი რომ იცოდე ვინაა ამას არ იტყოდი, თავში აზრადაც არ გაივლებდი.

აბა რა,რა შედარებაა ედიშერსა და პატრიარქს შორის!
ციტატა
და ჩვენი უწმინდესია ბოლო ჟამის პატრიარქი ხო კიდევ? ამასაც რუსი წმინდანები ამბობენ?

ამას ხმამაღლა არავინ ამბობს და არც შეიძლება ამის ეკლესიის მიერ სწავლება დაარქვა.სწორედ აქედან იწყება ხოლმე ჭორები და უბედურებები.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jun 17 2011, 11:18 PM
პოსტი #59


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მე კი გელაპარაკები ცოცხალ წმინდანებზე,რომლებსაც ახალ აღთქმაში ბევრჯერ ახსენებს პავლე მოციქული და მოკითხვებს უგზავნის წმინდანებს.რა,პავლე რომ წმინდანებს მოიკითხავს,ისინი ეკლესიის მიერ უნდა ყოფილიყვნენ წმინდანები?

მერე ამათ შორის ნამდვილად შედიან ის პიროვნებები ვინც შენ ჩამოთვალე?

ციტატა
რატოა კაცო მცდარი?

ჰოი ჯიუტო! biggrin.gif
აჰა შენ ერთი პროპაგანდისტური ფილმი:
http://tvali.eu/index.php?action=watch&v=10661
გადაახვიე მე-19 წუთზე და 1-2 წუთი უყურე და ახლა მითხარი მაგ ფილმს დავუჯეროთ თუ შენს ამ ნათქვამს (როგორც შენ ამბობ ეს თვითონ რუსებს უწინასწარმეტყველებიათ)
ციტატა
ნახევარი რუსეთი განადგურდება

მაგ ფილმში კი სულ სხვა რამ წერია, ერთიან სლავურ სახელმწიფოზე, საწყალ ნიკოლოზზე რომელიც თურმე არ დაიცვა რუსმა ხალხმა ებრაელ უსჯულოთაგან და ა.შ........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 11:27 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
მერე ამათ შორის ნამდვილად შედიან ის პიროვნებები ვინც შენ ჩამოთვალე?

დაკანონებიტთ მათ არავინ დააკანონებს,რომ აი ესენი წმინდანები არიანო.ვგულისხმობ ეკლესიის მიერ გამოცხადებას და ჩამოთვლას ცოცხალი წმინდანებისა.ასეთ შემთხვევაში შურით გასკდებოდნენ ზოგიერთი სასულიერო პირები.
არსებობს წმინდანების ამოსაცნობი რამდენიმე,ასე ვთქვათ პირობა.
შენ შეგიძლია ირწმუნო გარკვეულ პიროვნებაზე,რომ იგი ნამდვილად წმინდანია და შეიძლება არა.ამას ვერავინ დაგაძალებს.
ციტატა

აუ არ მიხსნის ამ სატს და ისე მითხარი-ეს "ქვეყნის ღსასრულია"?გრაალის მიერ გადაღებული?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი