სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება |
med_777 |
Feb 19 2008, 05:24 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 19-February 08 წევრი № 3,976 |
ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ სრულად არა. საქმე იმაშია, რომ მოძღვარმა უნდა გასწავლოს სწორად ცხოვრების წესი და მიგანისჰნოს იმაზე რა არის ცოდვა და რა არა, თუ ამას გულისხმობ ძალიან კარგი თუ არა და შენ თავად თუ არ მიხვდი საკუთარი ცოდვებისს არსს, არ გაანალიზე და არ მოინანიე ისე მოძღვარი ვერაფერს გიშველის
|
xornabujeli |
Feb 20 2008, 04:12 AM
პოსტი
#22
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ციტატა ციტატა ხიბლზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახეოლობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი. ჩემი მოძღვარიიი სად მდებარეობს ეგ წმინდა ნინოს ტაძარი. პირადად არ ვიცნობ, ისე კი გამიგია მაგ მოძღვრის შესახებ,ღმერთმა გააძლიეროს თავის მრევლთან ერთად. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
სოფი |
Feb 20 2008, 01:00 PM
პოსტი
#23
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა სად მდებარეობს ეგ წმინდა ნინოს ტაძარი. წმ. მირიან და ნანას სახელობისაც არის ამავდროულად,ასე ვთქვათ ქვედა სართულზეა მათი სახელობის ჩიტაძეზე მდებარეობს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
neo |
Feb 20 2008, 01:59 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ამ და კიდევ შეიძლება სხვა ტემებში ცოტა გავაპროტესტანტე... მაპატიეთ
თავმდაბლობისათქვის რა თქმა უნდა აუცილებელია კაცი საკუტარ ცოდვებს ხედავდეს მაგრამ იმის თქმა მინდოდა რომ ეს საკმარისი პირობა არ არის... სხვა რამე გამომივიდა... -------------------- www.cordesign.ge
|
tamuna m |
Feb 20 2008, 04:25 PM
პოსტი
#25
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დავით ციცქიშვილის ხიბლის შესახებ
http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/khibli.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
სოფი |
Mar 2 2008, 08:01 PM
პოსტი
#26
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ამას წინათ წავიკითხე "ცხოვრება და მოღვაწეობა წმიდა სილუან ათონელისა."
წმ. სილუანს ხშირად ატყდებოდა სხვადასხვა განსაცდელი.ხოლო მათგან ერთ-ერთი სწორედ ეს - ამპარტავნება იყო. აი ამ მონაკვეთს მოვიყვან: "ძმა სვიმონი იყო მომთმენი,ურისხველი,მორჩილი.მონასტერში იგი უყვარდათ და აქებდნენ მუყაითი შრომისა და კარგი ხასიათის გამო და მას ეს სიამოვნებას ანიჭებდა.მაშინ მასთან გულისთქმებმა იწყეს მოსვლა: "შენ წმინდანად ცხოვრობ,შეინანე,ცოდვები მოგეტევა,განუწყვეტლივ ლოცულობ,მორჩილებას კარგად ასრულებ." მორჩილი სვიმონი განაგრძობდა მღვიძარების,მარხვისა და გულითადი ლოცვის ღვაწლს,მაგრამ არ ტოვებდა სულიერი ბრძოლაც ახალ განსაცდელებთან - დიდებისმოყვარეობასა და ამპარტავნებასთან.ისინი არ აძლევდნენ სულს "რწმენის გზაზე შედგომის" საშუალებას.ხანგრძლივი და ბეჯითი ლოცვისაგან მისი სული გარკვეულ სიმშვიდეს განიცდიდა; მაშინ გულისთქმები კარნახობდნენ: "შენ ლოცულობ და იქნებ გადარჩე კიდეც;მაგრამ თუკი სამოთხეში ვერ იპოვი ვერც მამას,ვერც დედას,ვერც იმათ ვინც შენ გიყვარს,მაშინ არც იქ იქნები გახარებული." მორჩილის გონება ირყეოდა ასეთ ფიქრთაგან და შფოთი ეუფლებოდა მის სულ,მაგრამ გამოუცდელობის გამო არ ესმოდა რა ემართებოდა. ერთხელ ღამით მისი სენაკი უცნაური სინათლით აღივსო,რომელიც მის სხეულსაც კი მსჭვალავდა ისე,რომ იგი თავის შიგნეულობას ხედავდა.გულისთქმები კარნახობდნენ: "მიიღე ეს მადლი;" თუმცაღა მორჩილს სული აემღვრა და დიდ გაურკვევლობაში ჩავარდა.განუწყვეტელი ლოცვა ამის შემდეგაც განაგრძობდა მასში მოქმედებას,მაგრამ შემუსვრილების სულმა იმენად მიატოვა,რომ ლოცვის დროს სიცილი აუტყდა.მან მაგრად მიირტყა მუშტი შუბლზე.სიცილი გაქრა,მაგრამ სინანულის სული მაინც არ დაუბრუნდა და ლოცვა შეუმუსრავი გულით მიმდინარეობდა.მაშინ ის მიხვდა,რომ რაღაც უმართებულო დაემართა. ამ საშინელი სინათლის ხილვის შემდეგ მას ეშმაკები ეცხადებოდნენ,ის კი მათ გულუბრყვილოდ გაუბამდა ხოლმე საუბარს ადამიანთა მსგავსად.მათი შემოტევები ძლიერდებოდა.ისინი ხან ეუბნებოდნენ: "შენ წმინდანი ხარ," ხან კი: "შენ ვერ ცხონდები." ეშმაკის თავდასხმები სულ უფრო ძლიერდებოდა,რასაც,იწვევდა რა უფლის მიერ მიტოვებულობის განცდას,სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა სვიმონი. ერთხელ მორჩილმა სვიმონმა ჰკითხა ეშმაკს: "რატომ მეუბნებით სხვადასხვანაირად:ხან მეუბნებით,რომ წმინდანი ვარ,ხან კი,რომ ვერ ვცხონდები." ეშმაკმა დამცინავად უპასუხა: "ჩვენ არასოდეს ვამბობთ სიმართლეს." თვე-თვეს მისდევდა.დემონური თავდასხმების სატანჯველი კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.ახალგაზრდა მორჩილის სულიერმა ძალებმა იკლეს და მისი მხნეობა შესუსტდა,დაღუპვის შიში და სასოწარკვეთა იზრდებოდა.უიმედობის საშინელება სულ უფრო და უფრო ხშირად ეუფლებოდა მთელ მის არსებას.ვისაც რამე მსგავსი განუცდია,მან იცის,რომ არანაირ ადამიანურ მხნეობას,არანაირ ადამიანურ ძალას არ შეუძლია გაუძლოს ასეთ სულიერ ბრძოლას... ერთ-ერთ ღამეს,როდესაც მიუხედავად ყველა მცდელობისა,ლოცვა არ ეძლეოდა ღირს მამას,მან შემუსვრილი გულით შეჰღაღადა: "უფალო,შენ ხედავ,რომ მე მსურს ვილოცო შენდამი სუფთა გონებით,მაგრამ ეშმაკები არ მაძლევენ ამის საშუალებას.მასწავლე რა უნდა გავაკეთო,რომ მათ ხელი არ შემიშალონ?" "ამპარტავანნი ყოველთვის ასე იტანჯებიან ეშმაკთაგან," - იყო პასუხი. "უფალო,მასწავლე რა გავაკეთო,რომ დამდაბლდეს სული ჩემი?" და გულში გაიჟღერა პასუხმა ღმრთისაგან: "ჩადი გონებით ჯოჯოხეთში და ნუ მიეცემი სასოწარკვეთას." მოძღვრის სიტყვებით,უფალმა შეიბრალა იგი და თავად ასწავლა რა გზით უნდა დამდაბლდეს სული და გახდეს მიუდგომელი მტერთათვის: ცოდვილ გულისთქმათა გაჩენისას იგი თავს მარადიული ტანჯვის ღირსად მიიჩნევს და ჩადის ჯოჯოხეთში,რათა ჯოჯოხეთის ცეცხლის ძალით ამოშანთოს თავის თავში მოქმედება ყოველგვარი ვნებისა და წმინდად მლოცველმა,მიმართოს უფალს,ქრისტეს სიყვარულის მაცხონებელ მოქმედებაზე სასოების მქონემ და ამ უკანასკნელით გადაურჩეს სასოწარკვეთას. "და ამით, - ამბობდა ღირსი მამა, - მარცხდებიან მტრები;ხოლო როცა გონებით ცეცხლს განეშორები,გულისთქმები კვლავ ძალას იძენენ." ეს უნარი,გააცოცხლო საკუთარ თავში ნამდვილი განცდა ჯოჯოხეთური ტანჯვისა სულის ვნებათაგან განწმენდის მიზნით,ამის შემდგომ არ ტოვებდა მას." -------------------- "Happiness only real when shared."
|
ზარნაშო |
Apr 24 2008, 05:35 PM
პოსტი
#27
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
თემას არ ეხება მარა რახან სიტყვამ მოიტანა ეს აღსარების ცოდვები აიღეთ და რაც შეიძლება შორს მოისროლეთ. ეგეთი სია ცოდვებისა ახდენს: 1. აღსარების პროფანაციას - როდესაც რაღაც მექანიკურ ქმედებამდე დადის ცოდვების ჩამოთვლა და ციტატა 2. სიაში ამოკითხული შენთვის უცნობი ცოდვის შენს გონებაში ჩანერგვას და აღვივებს ამ ცოდვის მიმართ ინტერესს რა სქვია, მტერი თუ არ გაიცანი, როგორ უნდა შეებრძოლო? თუ უცნობი ცოდვებია (ეჰ, ჩვენს დროში სადღღაა ეგეთები), მაინცდამაინც ნუ ჩაუღრმავდები და დამატებით ლიტერატურას ნუ მოიძიებ, თუ მაგის გეშინია. ეგაა, ამხელა ჩამონათვალმა ახალბედა მორწმუნე შეიძლება დააბრკოლოს, დიდი ხნის მისულს კი წიგნი აღარც სჭირდება, მაგ ძირითად ცოდვებს უკვე იცნობს. ამათ შორის საშუალო "კონტინგენტისთვის" არის უფრო განკუთვნილი. ამმისთვის არსებობს მოძღვარი, რომ თავად შემოგთავაზოს შენთვის უცნობ ცოდვაზე ბრძოლა... ჩემი აზრით სწორედ ამ მიდგომაშია ჩადებული ყველაზე დიდი საფრთხე . თვიდაკვირვება ხო ეს თავმომწონეობაა ანუ მე როცა ვხდები საკუთარი კარგის შემფასებელი ამ შედეგით მინდა თუ არა განვიცდიი ტკბობას ? ! საკუთარი სიკეთის დანახვას აუცილებლად თავმომწონეობამდე არ მივყავართ, მარტო ცუდის ხედვას კი ადამიანები კომპექსებამდე და უმოქმედობამდე მიჰყავს... ციტატა იმის ზახება რომ ,,მე ცოდვილი და ცუსი ვარ, და ჩემში არაფერი სიკეთის ნასახი არ არის" - ტყუილია და თავს ვერ მოატყუებ... ყველაზე ცოდვილად თავს თუ არ ჩათვლი, მაშინ უნდა დაუშვა რომ სხვები შენზე უარესები არიან. არადა სხვების გულს ვერ ხედავ, რომც ხედავდე, აბსოლუტური სიზუსტით ვერ შეაფასებ, ადამიანი ხარ. ამიტომ ასეთი რამის ფიქრი არაფრით შეიძლება, ისევ თავი ლანძღო ჯობია, ცოდვა მაინც არაა.სხვა ამბავია, რომ ჩვენს ცოდვილ ბუნებას არაფრით არ უნდა საკუთარი უარესობის დაჯერება და ეს ადვილად არ მიიღწევა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
მნათე |
Apr 24 2008, 05:40 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა 2. სიაში ამოკითხული შენთვის უცნობი ცოდვის შენს გონებაში ჩანერგვას და აღვივებს ამ ცოდვის მიმართ ინტერესს ინტერესსა და ჩადენის ინტერესს შორისაც არის მიჯნა, ინტერესი მაგალითად ბიოეთიკური პრობლემებისადმი მხოლოდ საქები შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ გენეტიკური მანიპულაცია ცუდი... მე მაინც ვფიქრობ რომ აქ გადააჭარბე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Iona |
Apr 25 2008, 07:02 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა ბევრი ვეცადე ჩემი თავი ასეტად (ყველაზე ცოდვილად) დამენახა მაგრამ ლოგიკური არგუმენტი ვერ ვიპოვე... მე წაკითხული მაქვს რომ საკუთარი ცოდვების განცდა სული წმიდის მადლია. , ... რავიცი მაგალითად ბავშვობაში რა ცოდვები მქონდა?! მაგრამ ბევრად უფრო თავმდაბალი და ღვთის მოშიში ვიყავი. მაგრამ გავიზარდე და ცოდვების ზრდასთAნ ერთAდ თავმდაბლობამ კი არ მოიმატა დაიკლო რაც გასაკვირი სულაც არ არის. ცოდვა= დემონთან კავშირი შესაბამისად მადლის დაკარგვა და სიბრმავე. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
nino_ni |
Apr 25 2008, 08:44 PM
პოსტი
#30
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ციტატა წმ. მირიან და ნანას სახელობისაც არის ამავდროულად,ასე ვთქვათ ქვედა სართულზეა მათი სახელობის ჩიტაძეზე მდებარეობს. გაოფებისთვის ბოდიში მაგრამ სოფი მაგ ეკლესიაში დადიხარ?ჩემთან ახლოს არის და ვიცი ეგ ეკლესია. -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
marine |
Nov 7 2015, 10:38 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხიბლის მდგომარეობაში ბევრი ისეთ ღვაწლს იღებს თავის თავზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს არ ხელეწიფება. ამას ბოროტი ძალა უწყობს ხელს, რათა ჩვენი ამპარტავნება გაახელოს".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 01:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი