IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Closed TopicStart new topic
> განკითხვა
შოთაძე
პოსტი May 1 2008, 06:33 PM
პოსტი #61


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



prince_bart
მართლმადიდებლობა რასაც გასწავლის იმას დაუჯერე! ეგ მეცნიერები კარგს არაფერს გასწავლიან !


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
prince_bart
პოსტი May 1 2008, 06:44 PM
პოსტი #62


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,346



საოცარი რამაა ეს მართლმადიდებლობა... თემა: განკითხვა და PM პასუხი ჩემს პოსტზე ამ თემაში dry.gif



სასწრაფოდ!
პირადი შეტყობინება, დღეს, 06:25 PM

შოთაძე
ჯგუფი: Members
პოსტები: 1,540
წევრი № 1,766
რეგისტრ.: 26-April 07



PM: საიტი რომ გაქვს მითითებული ხელმოწერაზე ეგ წაშალე!!!!!

მე: რატომ?

PM: gay ბის რეკლამირება აკრძალულია კანონმდებლობით და იმიტომ!!!

მე: რომელი კანონით?

PM: ნუ კაიფობ და რომ გეუბნებიან ისე გააკეთე! მაინდამაინც გინებაზე ხო არ უნდა გადავიდეს ადამიანი და ცემაზე რომ გააკეთო! საჭიროა ეგრე და ეგრე უნდა გააკეთო! ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და მართლმადიდებლობა კრძალავს ჰომოსექსუალიზმს და ლესბიანკობას და ცისპერობას და ა.შ
ასე რომ სანამ სხვას არ უგინებია ნორმალურად გეუბნები რომ ნუ ეწევი GAY ბის რეკლამირებას და ა.შ!


ციტატა(შოთაძე @ May 1 2008, 06:33 PM) *

prince_bart
მართლმადიდებლობა რასაც გასწავლის იმას დაუჯერე! ეგ მეცნიერები კარგს არაფერს გასწავლიან !


შენა და... მე როგორც ვიცი ტრანსსექსუალობა ცოდვაა თუ არა არ დაუდგენია მართლმადიდებლურ ეკლესიას!!! ეკლესია სულის მარადიულობას აღიარებს და არა სხეულისას!!! მე ჩემი სულის სქესის მიხედვით ვცხოვრობ და შენსავით ჰეტეროსექსუალი ვარ!!! სხეული მიწაა და მიწად მიიქცევა და რას მირჩევ? მარადიული დავუმორჩილო მიწიერს? ohmy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 1 2008, 06:45 PM
პოსტი #63


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



პიროვნების განკითხვის უფლება მე არ მაქვს ! პიროვნებაში არსებულ ცოდვას განვიკითხავ !


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
prince_bart
პოსტი May 1 2008, 06:49 PM
პოსტი #64


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,346



ციტატა(შოთაძე @ May 1 2008, 06:45 PM) *

პიროვნების განკითხვის უფლება მე არ მაქვს ! პიროვნებაში არსებულ ცოდვას განვიკითხავ !

თქვენ რაც გადახრა გგონიათ, ის ჩემი ცხოვრებაა და წაიკითხე რას ნიშნავს ტრანსსექსუალი. მე ღმერთმა ასეთად შემქმნა და მის გარდა ვერც ვერავინ განმიკითხავს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 1 2008, 06:53 PM
პოსტი #65


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



prince_bart

OK. გასაგებია...
უბრალოდ თხოვნა იქნებოდა, რომ წაგეშალა შესაბამისი ვებ-გვერდის რეკლამა. არ გვსურს, რომ ხელმოწერად ისეთი რაიმე გქონდეს, რაც მიუღებელია ჩვენთვის. მე, რომ თქვენს ვებ-გვერდზე შემოვსულიყავი არ დავაყენებდი რაიმე თქვენთვის მიუღებელ ხელმოწერას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 1 2008, 06:59 PM
პოსტი #66


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ჰომოსექსუალიზმი (სოდომია) - უმძიმესი ცოდვა


„და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა
ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად“ (დაბ. 18, 20)

„და უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბა და ცეცხლი
უფლისა მიერ ზეცით“ (დაბ. 19, 24)


ჰომოსექსუალიზმი რომ კარგახანია საჭირბოროტო პრობლემად იქცა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი სენის, ე.წ. „სექსუალური რევოლუციის“ ნაწილია და არანაკლებ აშფოთებს საზოგადოებას, ვიდრე ტერორიზმი და ნარკომანია. ამგვარ, ისედაც სავალალო ვითარებას, კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცოდვების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით. მხედველობაში გვაქვს ეროტიკული კინო თუ ფოტომასალის არნახული მოზღვავება, ჰომოსექსუალური მიდრეკილების მრავალი ცნობილი პიროვნების ცხოვრების ძალზე ინტიმური მხარეების საჯაროდ გამოტანა, ინტერვიუები ბევრ ცნობილ თანამედროვე ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ხელოვანთან თუ სპორტსმენთან და ა.შ. ამას გარდა, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად იბეჭდება ე.წ. „ანალიტიკური“ ხასიათის სტატიები ჰომოსექსუალიზმის შესახებ, რომელთა ავტორები, როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ფსიქოლოგები, მედიკოსები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები), ისე ჟურნალისტები არკვევენ ამ ფენომენის რაობას, ამგვარ თუ იმგვარ შეფასებას აძლევენ მას (როგორც უარყოფითს, ისე დადებითს ან სულაც ნეიტრალურს) და, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ.

ცხადია, ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არხით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას. ამას გარდა, უკვე გასული საუკუნიდან იყო მცდელობა, რომ ჰომოსექსუალიზმი თავისებურ, „ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებად“ გამოეცხადებინათ. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით გაძლიერდა ამ მოვლენის ბიოლოგიური საფუძვლის მოძიების გზები. მაგრამ არა მისი პათოლოგიური ბუნების გამოსააშკარავებლად, არამედ პირიქით - იმის დასამტკიცებლად, რომ ჰომოსექსუალიზმი სავსებით ნორმალური რამ არის. მის ბიოლოგიურ საფუძველს ერთნი თავის ტვინის თავისებურებებში ეძებდნენ, მეორენი - ჰორმონალურ სისტემაში, მესამენი - გენებში, მაგრამ გამოკვლევებმა არ დაამტკიცა ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური დეტერმინიზმი. ჰომოსექსუალისტებს არც რაიმე განსაკუთრებული ჰორმონები აქვთ და არც რომელიმე ჩვეულებრივი ჰორმონის დეფიციტს განიცდიან. ისინი ბიოლოგიურად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ჯონ ჰორგანის სტატია წიგნში: „ადამიანი და სექსი“. სანკტ-პეტერბურგი - 1998 წ.). ზემოაღნიშნული პუბლიკაციების ავტორები იმთავითვე მცდარ წინამძღვარს ემყარებიან, რაც განაპირობებს კიდეც უმართებულო დასკვნებს. საქმე ისაა, რომ მათ თავი ვერ დაუღწევიათ მატერიალისტური მენტალიტეტისათვის და ადამიანს „სტატიკურ“, ერთგვაროვან არსებად წარმოაჩენენ. „სტატიკურობაში“ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გარემოებებს, რომ მათ ადამიანი ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე წარმოქმნილ არსებად მიაჩნიათ, რომელიც ოდენ სოციალურ-კულტურულ განვითარებას განიცდის, ხოლო მისი პნევმოქსიქოსომატური თვისებები პრინციპულად უცვლელია. ცხადია, რომ ამგვარი „თეორია“ ადამიანის შექმნის ბიბლიური აქტის სრულ იგნორირებას ახდენს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან, რომელიც, თავის მხრივ, მკვეთრად განარჩევს ადამიანის ცოდვით დაცემამდელ და მის შემდგომ დროინდელ მდგომარეობას. ამიტომაც, უპრიანია მოკლედ მიმოვიხილოთ ადამიანის შექმნის ბიბლიური ეპიზოდი და სქესის წარმოშობის საკითხი.

წმიდა წერილში სქესთა განყოფის შესახებ მოთხრობილია დაბადების წიგნის I თავის 27-ე და II თავის 22-ე მუხლებში. პირველ შემთხვევაში (დაბადებაში) ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ ებრაულ დედანში ნახმარი სიტყვები - „ზახარ“ და „ნეყაბა“, ბერძნულში (სეპტუაგინტაში) თარგმნილია როგორც „არსენ“ და „თეელი“, და ორივე მათგანი საშუალო სქესისაა, ე.ი. ღმერთმა თავდაპირველად „მამაკაცება“ და „დედაკაცება“, ანუ ერთიანი ადამიანური ბუნების ორი მხარე შექმნა, ხოლო შემდგომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, „შემოქმედის სიბრძნემ განჰყო ის, რაც თავიდან ერთიანი იყო, რათა შემდგომ ქორწინებაში კვლავ შეერთებულიყვნენ“ (12 საუბარი კოლასელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ). რაც შეეხება მეორე ეპიზოდს („დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა“ დაბ. 2, 22), ებრაულ დედანში წერია „იშ“ და „იშა“ (ქმარი და ცოლი), ხოლო ბერძნულ თარგმანში: „ადამ“ და „გინეკა“ (დედაკაცი) და იგი უშუალოდ სქესთა რეალური განყოფის ამბავს მოგვითხრობს. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც „ღვთის ხატად“ არის შექმნილი. „ხატებად“ ადამიანის სხვადასხვა უნარის მიჩნევა (გონიერების, თავისუფლების, უკვდავების, შემოქმედებისა და ა.შ.) საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ არც მთლად მოხერხებულია. „ხატება“ უპირატესად იმითი გამოიხატება, რომ ადამიანი, ისევე, როგორც ღმერთი, პიროვნული არსებაა. გარდა ამისა, ღმერთი სამპიროვანია, რის გამოც მარტომყოფი ადამიანი ვერ იქნება ღვთის ჭეშმარიტი „ხატი“ დედამიწაზე. ღვთაებრივი ჩანაფიქრის თანახმად, ამგვარი ხატი ადამის ოჯახი უნდა ყოფილიყო. ძე და სულიწმიდა საწყისს (დროისმიღმიერ, ლოგიკურ საწყისს) მამაღმერთის პიროვნებისაგან იღებენ. მამისაგან „იშვება“ ძე და „გამოვალს“ სულიწმიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ერთი პიროვნების არსის, ბუნების სრული, მოუკლებელი გადაცემა მეორისადმი. როგორც „შობა“ ისე „გამომავლობა“ შესაქმის ანტინომები არიან, რადგან ქმნილება მხოლოდ ნაწილობრივ ატარებს და ასახავს თავისთავში შემოქმედის პიროვნებასა და ბუნებას. ამრიგად, როგორც მარადიული მამისაგან გამოდის სულიწმიდა და იშვება ძე, ასევე მიწიერი პირველმამისაგან - ადამისაგან გამოვალს დედაკაცი და იშვება ძე, ანუ როგორც სამების სამივე ჰიპოსტასი ერთი ბუნების მქონენი, ერთარსნი არიან, ასევე ევასაც, როგორც ადამის ნეკნისაგან გამომავალს, იგივე ბუნება გააჩნია. აგრეთვე კაენიც, იგი კი არ იქმნება ადამის მიერ, არამედ იშვება. როგორც წმიდა კაბადოკიელი მამები (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი) გვასწავლიან, პირველ ადამიანთა შესახებ ბიბლიური თხრობა გვეხმარება შევიცნოთ დაუსაბამო არსის სხვისადმი შეუქმნელად გადაცემის ორი გზა.

როგორც ვხედავთ, სქესის შექმნის ბიბლიური აქტი ამ პროცესის უღრმეს საღვთისმეტყველო მნიშვნელობას გვიცხადებს. მაგრამ ცოდვითდაცემის შემდგომ, ადამიანის სქესობრივმა ცხოვრებამ, ისევე როგორც მისმა მთელმა ფსიქოსომატურმა სტრუქტურამ, კარდინალური ცვლილება განიცადა. „გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა“ (დაბ. 3, 21). წმიდა მამათა განმარტებით, „ტყავის სამოსელი“ ადამიანური ბუნების გაუხეშებას, გატლანქებას, გამიწიერებას ნიშნავს. სწორედ ცოდვითდაცემული ადამიანური ბუნების გაუკუღმართებულ, ბოროტებისკენ მიდრეკილ მისწრაფებათა ერთ-ერთი სახეა სექსუალური გარყვნილების სხვადსხვა ფორმა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი.

ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ერთ-ერთი მათგანია ჰომოსექსუალიზმი. ბიბლია ამ ცოდვის შესახებ საკმაოდ მწირად, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავად და მკაცრად მოგვითხრობს, ისე, რომ რელატივაციის არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. თუ სიძვა და მრუშობა, პოლიგამია, პოლიანდრია ან პრომისკუიტეტი, ცოდვითდაცემის შემდგომ „მემკვიდრეობით“ შეძენილი ცხოველური საწყისია (ვნებაა), ჰომოსექსუალიზმი - ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა. ადამიანის სექსუალურობაში რეპროდუქტიული ფუნქცია გამიჯნულია ჰედონისტურისაგან, რომელიც შეიძლება არსებობდეს, როგორც ავტონომიური, დამოუკიდებელი საწყისი. და თუ პოლიგამია „ცხოველური გადმონაშთია“, ჰომოსექსუალიზმი - „ადამიანური, მეტისმეტად ადამიანურია“. იგი არანაირად არაა დამოკიდებული სქესის რეპროდუქტიულ ფუნქციასთან და როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - სქესის სპეციფიკურ ადამიანური-კულტურული ფორმის შედეგს, მის გამოვლინებას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია კომუნიკაციაზე, მარტოობის დაძლევაზე, სიამოვნების მიღებაზე, ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნის შეძენასა და თვითდამკვიდრებაზე. არადა, წმიდა წერილი ადამიანის სქესობრივი ცხოვრების „ღვთაებრივ დანიშნულებად“ გვარის გაგრძელებას“ (დაბ. 1, 28), ოჯახის შექმნას (დაბ. 2, 24), შვილიერებას (1 ტომი 2, 15) მიიჩნევს. ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დანახინჯება - აი, რა არის ჰომოსექსუალიზმი, იგი უხვადაა ნასაზრდოები სეკულარული კულტურით, კულტურით, რომელიც ცდილობს ერთსქესიანი ურთიერთობები ნორმად და საზოგადოებისთვის მისაღებად გამოაცხადონ, რითაც იგი ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებას ეწევა. ამის გამო იყო, რომ ნებისმიერი წარმართული ცივილიზაცია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჰომოსექსუალიზმს ნორმალურ მოვლენად თვლიდა, რადგან მათი რელიგიური შეხედულებანი ნებისმიერ, და მათ შორის სექსის საკითხშიც, რადიკალურად განსხვავდებოდა ბიბლიურისაგან, მეტიც, ზოგიერთი ძველი ხალხის ცხოვრებაში ჰომოსექსუალიზმი აუცილებელი კომპონენტი იყო და ხშირად მას სწორედ მათივე რელიგიური შეხედულებები უმაგრებდა ზურგს. კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დენის პრეგერი თავის ნარკვევში: „იუდაური სექსუალური რევოლუცია“ - მიმოიხილავს ძველი სამყაროს ყველა ცივილიზაციის სექსუალურ ცხოვრებას და ასკვნის, რომ იუდაურის გარდა, არც ერთი არქაული ცივილიზაცია არ იცნობს ჰომოსექსუალიზმის აკრძალვის ფაქტს. ამ ცოდვის ფართო და საყოველთაო გავრცელების შესახებ ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად გვიანდელი ხანის ევროპელი მოგზაურებიც მოგვითხრობენ. ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში (როგორც ედუარდ გიბონი აღნიშნავს, რომის პირველი 15 იმპერატორიდან კლაუდიუსის გარდა ყველა ჩართული იყო ამ გარყვნილებაში). არსებობს ცნობები კართაგენელებში, გალებში, კელტებში, ბრიტანეთისა და სკანდინავიის ძველ მოსახლეობაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელების შესახებ. ესპანელი კონკისტადორი კორტესი ანალოგიურ ვითარებას აღწერს მექსიკის ინდიელებში, ხოლო იეზუიტი ბერი შარლევუა - ჩრდილო ამერიკის ინდიელ ტომებში. ევროპელ მისიონერებს ჰომოსექსუალიზმის უამრავი მაგალითი მოჰყავთ აღმოსავლეთის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია, ინდოჩინეთი) ცხოვრებიდან. ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული ისლამურ სამყაროშიც, როგორც არაბულში (მაროკო, ალჟირი, ერაყი და ა.შ.) ისე არაარაბულშიც (თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი).

ძველი აღთქმის რელიგია მკვეთრად აღუდგა წინ ყოველგვარ სქესობრივ გარყვნილებას და მათ შორის ჰომოსექსუალიზმსაც. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა დასაჯა, რომელთა შორისაც ეს ცოდვა განსაკუთრებულად იყო გავრცელებული (დაბ. 19, 24). მოგვიანებით, მოსეს სჯულის მოღების შემდეგ, ებრაელ ერს ეკრძელებოდა ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს პავლე მოციქული (რომ. 1, 25-28; 1 კორ. 6, 7).

ეკლესია მამათმავლების მიმართ ყველაზე მკაცრ ეპიტიმიას აწესებდა. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდის ამფილოქე იკონიელისადმი მიწერილი მესამე კანონიკური ეპისტოლის 62-ე წესის მიხედვით, მამათმავლები წმიდა ზიარებიდან 15 წლით განიკვეთებოდნენ, ეს ეპიტიმია უფრო მკაცრია, ვიდრე მრუშობის ეპიტიმია, რომელიც 7,5 წლით განკვეთას ითვალისწინებს. რადგან სოდომია ორმაგ ცოდვას წარმოადგენს. ცოდვას, რომელიც მიმართულია როგორც მეორე პიროვნების, ისე თვით ბუნების წინააღმდეგ.

წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ეპისტოლეების შესაბამისი ადგილების კომენტირებისას ძალზე კატეგორიულია და სოდომურ ცოდვას ღვთის წინაშე ჩადენილ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. წმიდა მამა მკვეთრად განარჩევს სქესობრივი ცხოვრების ორ, - ბუნებრივ და არაბუნებრივ მხარეს. პირველ მათგანში, თუ იგი ეკლესიის მიერ აღსრულებული ქორწინების ფარგლებში თავსდება, არაფერი ცოდვისმიერი არ არის, რადგან სქესობრივი დიმორფიზმი ღვთის მიერ დადგენილ წესად მიიჩნევა.

ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.

ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქრორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა. ღვთის და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.

ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 11 (113), 2001 წ


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 1 2008, 07:06 PM
პოსტი #67


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



prince_bart

ყოველგვარი მუქარის, შანტაჟის, შეურაცხყოფის თუ დამცირების გარეშე, როგორც ადამიანი ადამიანს ისე გთხოვ, რომ წაგეშალა შენს ხელმოწერაზე გამოსახული ვებ-გვერდის რეკლამა, რომელიც მიუღებელია ქრისტეანული რელიგიის მიმდევართათვის. yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 1 2008, 07:32 PM
პოსტი #68


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



prince_bart
აზროვნების უნარი თუ გაქვს გარგად უნდა გაგეგო ის რაც მე მოგწერე. მე ვთქვი სანამ ვიღაცას არ უგინებიათქო და არა სანამ მე არ მიგინებიათქო! ამაში დიდი განსხვავებაა რომ იცოდე!


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 1 2008, 07:45 PM
პოსტი #69


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



prince_bart

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის მძიმე ცოდვა, რომელიც უნდა იყოს მონანიებული და მისი პროპაგანდა და საჯარო დემონსტრირება მთელ ერს მძიმე განსაცდელად დააწვება.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 1 2008, 08:01 PM
პოსტი #70


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



prince_bart
მდაააა.....................


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი May 2 2008, 06:55 AM
პოსტი #71


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



prince_bart
კი ეგრეა მაგრამ იქნებ წაგეშალა მაინც ეგ ხელმოწერა smile.gif ტყუილად არ გთხოვს ამდენი ხალხი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
prince_bart
პოსტი May 2 2008, 04:13 PM
პოსტი #72


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,346



ციტატა(შოთაძე @ May 1 2008, 06:59 PM) *

ჰომოსექსუალიზმი (სოდომია) - უმძიმესი ცოდვა


„და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა
ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად“ (დაბ. 18, 20)

„და უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბა და ცეცხლი
უფლისა მიერ ზეცით“ (დაბ. 19, 24)


ჰომოსექსუალიზმი რომ კარგახანია საჭირბოროტო პრობლემად იქცა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი სენის, ე.წ. „სექსუალური რევოლუციის“ ნაწილია და არანაკლებ აშფოთებს საზოგადოებას, ვიდრე ტერორიზმი და ნარკომანია. ამგვარ, ისედაც სავალალო ვითარებას, კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცოდვების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით. მხედველობაში გვაქვს ეროტიკული კინო თუ ფოტომასალის არნახული მოზღვავება, ჰომოსექსუალური მიდრეკილების მრავალი ცნობილი პიროვნების ცხოვრების ძალზე ინტიმური მხარეების საჯაროდ გამოტანა, ინტერვიუები ბევრ ცნობილ თანამედროვე ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ხელოვანთან თუ სპორტსმენთან და ა.შ. ამას გარდა, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად იბეჭდება ე.წ. „ანალიტიკური“ ხასიათის სტატიები ჰომოსექსუალიზმის შესახებ, რომელთა ავტორები, როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ფსიქოლოგები, მედიკოსები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები), ისე ჟურნალისტები არკვევენ ამ ფენომენის რაობას, ამგვარ თუ იმგვარ შეფასებას აძლევენ მას (როგორც უარყოფითს, ისე დადებითს ან სულაც ნეიტრალურს) და, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ.

ცხადია, ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არხით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას. ამას გარდა, უკვე გასული საუკუნიდან იყო მცდელობა, რომ ჰომოსექსუალიზმი თავისებურ, „ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებად“ გამოეცხადებინათ. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით გაძლიერდა ამ მოვლენის ბიოლოგიური საფუძვლის მოძიების გზები. მაგრამ არა მისი პათოლოგიური ბუნების გამოსააშკარავებლად, არამედ პირიქით - იმის დასამტკიცებლად, რომ ჰომოსექსუალიზმი სავსებით ნორმალური რამ არის. მის ბიოლოგიურ საფუძველს ერთნი თავის ტვინის თავისებურებებში ეძებდნენ, მეორენი - ჰორმონალურ სისტემაში, მესამენი - გენებში, მაგრამ გამოკვლევებმა არ დაამტკიცა ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური დეტერმინიზმი. ჰომოსექსუალისტებს არც რაიმე განსაკუთრებული ჰორმონები აქვთ და არც რომელიმე ჩვეულებრივი ჰორმონის დეფიციტს განიცდიან. ისინი ბიოლოგიურად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ჯონ ჰორგანის სტატია წიგნში: „ადამიანი და სექსი“. სანკტ-პეტერბურგი - 1998 წ.). ზემოაღნიშნული პუბლიკაციების ავტორები იმთავითვე მცდარ წინამძღვარს ემყარებიან, რაც განაპირობებს კიდეც უმართებულო დასკვნებს. საქმე ისაა, რომ მათ თავი ვერ დაუღწევიათ მატერიალისტური მენტალიტეტისათვის და ადამიანს „სტატიკურ“, ერთგვაროვან არსებად წარმოაჩენენ. „სტატიკურობაში“ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გარემოებებს, რომ მათ ადამიანი ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე წარმოქმნილ არსებად მიაჩნიათ, რომელიც ოდენ სოციალურ-კულტურულ განვითარებას განიცდის, ხოლო მისი პნევმოქსიქოსომატური თვისებები პრინციპულად უცვლელია. ცხადია, რომ ამგვარი „თეორია“ ადამიანის შექმნის ბიბლიური აქტის სრულ იგნორირებას ახდენს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან, რომელიც, თავის მხრივ, მკვეთრად განარჩევს ადამიანის ცოდვით დაცემამდელ და მის შემდგომ დროინდელ მდგომარეობას. ამიტომაც, უპრიანია მოკლედ მიმოვიხილოთ ადამიანის შექმნის ბიბლიური ეპიზოდი და სქესის წარმოშობის საკითხი.

წმიდა წერილში სქესთა განყოფის შესახებ მოთხრობილია დაბადების წიგნის I თავის 27-ე და II თავის 22-ე მუხლებში. პირველ შემთხვევაში (დაბადებაში) ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ ებრაულ დედანში ნახმარი სიტყვები - „ზახარ“ და „ნეყაბა“, ბერძნულში (სეპტუაგინტაში) თარგმნილია როგორც „არსენ“ და „თეელი“, და ორივე მათგანი საშუალო სქესისაა, ე.ი. ღმერთმა თავდაპირველად „მამაკაცება“ და „დედაკაცება“, ანუ ერთიანი ადამიანური ბუნების ორი მხარე შექმნა, ხოლო შემდგომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, „შემოქმედის სიბრძნემ განჰყო ის, რაც თავიდან ერთიანი იყო, რათა შემდგომ ქორწინებაში კვლავ შეერთებულიყვნენ“ (12 საუბარი კოლასელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ). რაც შეეხება მეორე ეპიზოდს („დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა“ დაბ. 2, 22), ებრაულ დედანში წერია „იშ“ და „იშა“ (ქმარი და ცოლი), ხოლო ბერძნულ თარგმანში: „ადამ“ და „გინეკა“ (დედაკაცი) და იგი უშუალოდ სქესთა რეალური განყოფის ამბავს მოგვითხრობს. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც „ღვთის ხატად“ არის შექმნილი. „ხატებად“ ადამიანის სხვადასხვა უნარის მიჩნევა (გონიერების, თავისუფლების, უკვდავების, შემოქმედებისა და ა.შ.) საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ არც მთლად მოხერხებულია. „ხატება“ უპირატესად იმითი გამოიხატება, რომ ადამიანი, ისევე, როგორც ღმერთი, პიროვნული არსებაა. გარდა ამისა, ღმერთი სამპიროვანია, რის გამოც მარტომყოფი ადამიანი ვერ იქნება ღვთის ჭეშმარიტი „ხატი“ დედამიწაზე. ღვთაებრივი ჩანაფიქრის თანახმად, ამგვარი ხატი ადამის ოჯახი უნდა ყოფილიყო. ძე და სულიწმიდა საწყისს (დროისმიღმიერ, ლოგიკურ საწყისს) მამაღმერთის პიროვნებისაგან იღებენ. მამისაგან „იშვება“ ძე და „გამოვალს“ სულიწმიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ერთი პიროვნების არსის, ბუნების სრული, მოუკლებელი გადაცემა მეორისადმი. როგორც „შობა“ ისე „გამომავლობა“ შესაქმის ანტინომები არიან, რადგან ქმნილება მხოლოდ ნაწილობრივ ატარებს და ასახავს თავისთავში შემოქმედის პიროვნებასა და ბუნებას. ამრიგად, როგორც მარადიული მამისაგან გამოდის სულიწმიდა და იშვება ძე, ასევე მიწიერი პირველმამისაგან - ადამისაგან გამოვალს დედაკაცი და იშვება ძე, ანუ როგორც სამების სამივე ჰიპოსტასი ერთი ბუნების მქონენი, ერთარსნი არიან, ასევე ევასაც, როგორც ადამის ნეკნისაგან გამომავალს, იგივე ბუნება გააჩნია. აგრეთვე კაენიც, იგი კი არ იქმნება ადამის მიერ, არამედ იშვება. როგორც წმიდა კაბადოკიელი მამები (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი) გვასწავლიან, პირველ ადამიანთა შესახებ ბიბლიური თხრობა გვეხმარება შევიცნოთ დაუსაბამო არსის სხვისადმი შეუქმნელად გადაცემის ორი გზა.

როგორც ვხედავთ, სქესის შექმნის ბიბლიური აქტი ამ პროცესის უღრმეს საღვთისმეტყველო მნიშვნელობას გვიცხადებს. მაგრამ ცოდვითდაცემის შემდგომ, ადამიანის სქესობრივმა ცხოვრებამ, ისევე როგორც მისმა მთელმა ფსიქოსომატურმა სტრუქტურამ, კარდინალური ცვლილება განიცადა. „გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა“ (დაბ. 3, 21). წმიდა მამათა განმარტებით, „ტყავის სამოსელი“ ადამიანური ბუნების გაუხეშებას, გატლანქებას, გამიწიერებას ნიშნავს. სწორედ ცოდვითდაცემული ადამიანური ბუნების გაუკუღმართებულ, ბოროტებისკენ მიდრეკილ მისწრაფებათა ერთ-ერთი სახეა სექსუალური გარყვნილების სხვადსხვა ფორმა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი.

ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ერთ-ერთი მათგანია ჰომოსექსუალიზმი. ბიბლია ამ ცოდვის შესახებ საკმაოდ მწირად, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავად და მკაცრად მოგვითხრობს, ისე, რომ რელატივაციის არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. თუ სიძვა და მრუშობა, პოლიგამია, პოლიანდრია ან პრომისკუიტეტი, ცოდვითდაცემის შემდგომ „მემკვიდრეობით“ შეძენილი ცხოველური საწყისია (ვნებაა), ჰომოსექსუალიზმი - ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა. ადამიანის სექსუალურობაში რეპროდუქტიული ფუნქცია გამიჯნულია ჰედონისტურისაგან, რომელიც შეიძლება არსებობდეს, როგორც ავტონომიური, დამოუკიდებელი საწყისი. და თუ პოლიგამია „ცხოველური გადმონაშთია“, ჰომოსექსუალიზმი - „ადამიანური, მეტისმეტად ადამიანურია“. იგი არანაირად არაა დამოკიდებული სქესის რეპროდუქტიულ ფუნქციასთან და როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - სქესის სპეციფიკურ ადამიანური-კულტურული ფორმის შედეგს, მის გამოვლინებას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია კომუნიკაციაზე, მარტოობის დაძლევაზე, სიამოვნების მიღებაზე, ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნის შეძენასა და თვითდამკვიდრებაზე. არადა, წმიდა წერილი ადამიანის სქესობრივი ცხოვრების „ღვთაებრივ დანიშნულებად“ გვარის გაგრძელებას“ (დაბ. 1, 28), ოჯახის შექმნას (დაბ. 2, 24), შვილიერებას (1 ტომი 2, 15) მიიჩნევს. ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დანახინჯება - აი, რა არის ჰომოსექსუალიზმი, იგი უხვადაა ნასაზრდოები სეკულარული კულტურით, კულტურით, რომელიც ცდილობს ერთსქესიანი ურთიერთობები ნორმად და საზოგადოებისთვის მისაღებად გამოაცხადონ, რითაც იგი ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებას ეწევა. ამის გამო იყო, რომ ნებისმიერი წარმართული ცივილიზაცია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჰომოსექსუალიზმს ნორმალურ მოვლენად თვლიდა, რადგან მათი რელიგიური შეხედულებანი ნებისმიერ, და მათ შორის სექსის საკითხშიც, რადიკალურად განსხვავდებოდა ბიბლიურისაგან, მეტიც, ზოგიერთი ძველი ხალხის ცხოვრებაში ჰომოსექსუალიზმი აუცილებელი კომპონენტი იყო და ხშირად მას სწორედ მათივე რელიგიური შეხედულებები უმაგრებდა ზურგს. კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დენის პრეგერი თავის ნარკვევში: „იუდაური სექსუალური რევოლუცია“ - მიმოიხილავს ძველი სამყაროს ყველა ცივილიზაციის სექსუალურ ცხოვრებას და ასკვნის, რომ იუდაურის გარდა, არც ერთი არქაული ცივილიზაცია არ იცნობს ჰომოსექსუალიზმის აკრძალვის ფაქტს. ამ ცოდვის ფართო და საყოველთაო გავრცელების შესახებ ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად გვიანდელი ხანის ევროპელი მოგზაურებიც მოგვითხრობენ. ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში (როგორც ედუარდ გიბონი აღნიშნავს, რომის პირველი 15 იმპერატორიდან კლაუდიუსის გარდა ყველა ჩართული იყო ამ გარყვნილებაში). არსებობს ცნობები კართაგენელებში, გალებში, კელტებში, ბრიტანეთისა და სკანდინავიის ძველ მოსახლეობაში ჰომოსექსუალიზმის გავრცელების შესახებ. ესპანელი კონკისტადორი კორტესი ანალოგიურ ვითარებას აღწერს მექსიკის ინდიელებში, ხოლო იეზუიტი ბერი შარლევუა - ჩრდილო ამერიკის ინდიელ ტომებში. ევროპელ მისიონერებს ჰომოსექსუალიზმის უამრავი მაგალითი მოჰყავთ აღმოსავლეთის ქვეყნების (ჩინეთი, იაპონია, ინდოჩინეთი) ცხოვრებიდან. ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული ისლამურ სამყაროშიც, როგორც არაბულში (მაროკო, ალჟირი, ერაყი და ა.შ.) ისე არაარაბულშიც (თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი).

ძველი აღთქმის რელიგია მკვეთრად აღუდგა წინ ყოველგვარ სქესობრივ გარყვნილებას და მათ შორის ჰომოსექსუალიზმსაც. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა დასაჯა, რომელთა შორისაც ეს ცოდვა განსაკუთრებულად იყო გავრცელებული (დაბ. 19, 24). მოგვიანებით, მოსეს სჯულის მოღების შემდეგ, ებრაელ ერს ეკრძელებოდა ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს პავლე მოციქული (რომ. 1, 25-28; 1 კორ. 6, 7).

ეკლესია მამათმავლების მიმართ ყველაზე მკაცრ ეპიტიმიას აწესებდა. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდის ამფილოქე იკონიელისადმი მიწერილი მესამე კანონიკური ეპისტოლის 62-ე წესის მიხედვით, მამათმავლები წმიდა ზიარებიდან 15 წლით განიკვეთებოდნენ, ეს ეპიტიმია უფრო მკაცრია, ვიდრე მრუშობის ეპიტიმია, რომელიც 7,5 წლით განკვეთას ითვალისწინებს. რადგან სოდომია ორმაგ ცოდვას წარმოადგენს. ცოდვას, რომელიც მიმართულია როგორც მეორე პიროვნების, ისე თვით ბუნების წინააღმდეგ.

წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ეპისტოლეების შესაბამისი ადგილების კომენტირებისას ძალზე კატეგორიულია და სოდომურ ცოდვას ღვთის წინაშე ჩადენილ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. წმიდა მამა მკვეთრად განარჩევს სქესობრივი ცხოვრების ორ, - ბუნებრივ და არაბუნებრივ მხარეს. პირველ მათგანში, თუ იგი ეკლესიის მიერ აღსრულებული ქორწინების ფარგლებში თავსდება, არაფერი ცოდვისმიერი არ არის, რადგან სქესობრივი დიმორფიზმი ღვთის მიერ დადგენილ წესად მიიჩნევა.

ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.

ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქრორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა. ღვთის და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.

ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 11 (113), 2001 წ



smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
prince_bart
პოსტი May 17 2008, 12:25 PM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,346



17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

2 წლის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მან ჰომოფობია გაუთანაბრა საზოგადოებისთვის ისეთ საშიშ მოვლენებს, როგორიცაა რასიზმი, ნაციზმი, ნაციონალიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და ანტისემიტზმი. ეს ყველაფერი ერთად კი ქსენოფობიის სახელით განსაზღვრა.

1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ჰომოსექსუალობის დეპათოლოგიზაციის პროცესი 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც 1973 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ და 1975 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალობა პათოლოგია არ არის.

ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის ტალღამ კიდევ უფრო მოგვიანებით გადაიარა. საქართველოში ზრდასრულ მამაკაცებს შორის ურთიერთთანხმობაზე დამყარებული სქესობრივი კავშირი ისჯებოდა 2000 წლის 1 ივნისამდე. ამ დღეს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომლიდანაც ამოღებული იყო სასჯელი ასეთი სექსუალური კავშირისათვის.

საბჭოთა კავშირში ამ სტატიის გამოყენება აქტიურად ხდებოდა დისიდენტების წინააღმდეგ. სერგო ფარაჯანოვი ამ მუხლით 2-ჯერ გაასამართლეს. მსოფლიო კულტურულმა საზოგადოებამ დაგმო ეს ფაქტი. ივ სენ ლორანის, მარჩელო მასტორიანისა (რომელიც სერგოს თბილისში სტუმრობდა ხოლმე) და მიხეილ ჭიაურელის დიდი მცდელობის შედეგად იგი ციხიდან გამოუშვეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში ამ მუხლით არავინ გაუსამართლებიათ მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალაში რჩებოდა 2000 წლის 1 ივნისამდე. თუმცა ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენებას ხშირად მიმართავდნენ. ახდენდნენ შანტაჟს, ფულისა და ინფორმაციის გამოძალვას და ა.შ.

საქართველოში ამ მუხლის გაუქმება ჩვენი ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანებას უკავშირდება და ერთობ ანეგდოტური ისტორიაა. ტერი დევისი, ევროსაბჭოს დღევანდელი გენერალური მდივანი და იმ დროს საქართველოზე მოხსენებელი და მისი წევრობის აქტიური ლობისტი პირადად მუშაობდა წევრობის პირობებზე და რეკომენდაციებზე. მას გამორჩა ამ მუხლის გაუქმების რეკომენდაციის ჩართვა საერთო მოხსენებაში. ილგა-ს წარმომადგენელი ნაიჯელ ვორნერმა მოხსენების კითხვის დროს ბარათი აუგზანვა ტერი დევისს და გაახსენა ამ ლაფსუსის შესახებ. ტერი დევისმა ზეპირ მოხსენებაში დაამატა ეს მოთხოვნა და წერილობითში მოხსენების წაკითხვის შემდეგ შეიტანა. იმ ანეგდოტის არ იყოს "ის მესამე ვიღან იყოო" ამ ანეგდოტსაც არანაკლებ სასაცილო გაგრძელება აქვს: როდესაც სააკაშვილი ღიად დაუპირისპირდა წინა გეერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს მისი ასლან აბაშიძესთან სიახლოვის გამო და ტერი დევისის ღია ლობირება დაიწყო (ასეთ ქცევას დიპლომატიური პრაქტიკა უბრალოდ არ იცნობს) გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა იმას, თუ ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში. წიასწარი შეფასებით შვიმერს სახელმწიფოების 80% უჭერდა მხარს, თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ დევისმა გაიმარჯვა. საქართველომ საკუთარ აქტივში ჩაიწერა მისი გამარჯვება. სააკაშვილს არ უთქვამს, რომ საქართველოს გარდა ილგა (ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ასოციაცია) მუშაობდა სტრასბურგის დერეფნებში იმაზე, რომ ვალტერ შვიმერს მხოლოდ 2 ქვეყნის ხმა მიეღო იმ არჩევნებში. პარადქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო გეების მხარდამხარ ლობირებდა ტერი დევისს.

ფსოფლიო მასშტაბით ჰომოფობია კვლავ მძვინვარებს. მსოფლიოს 80-მდე სახელმწიფოში ჰომოსექსუალური აქტის გამო აპატიმრებენ, ხოლო 9 ქვეყანაში სიკვდილით სჯიან. აღსანიშნავია ისლამისტური სახელმწიფოების მიდგომა. ამ ქვეყნებში, შარიათის კანონით სიკვდილით სჯიან მხოლოდ ისეთ ჰომოსექსუალურ აქთში მონაწილეებს, რომლებიც სრულწლოვნები არიან და ნებაყოფლობით დაამყარეს იგი. არ ისჯება პედერასტიზმი! ანუ სრულწლოვანი ადამიანის მიერ არასრულწლოვანთან ამ უკანასკნელის ნების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობა არ ისჯება!


რატომ იბრძვიან ლგბტ უფლებების დამცველები ჰომოფობიის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით?

როგორც ბერლინის მერი აღნიშნავს: პროგრესი არ შეიძლება იყოს შეუქცევადი გარდატეხვა რეპრესიიდან თავისუფლებისკენ. ყოველთვის რჩება შანსი, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს. 1920-იანი წლების ბერლინი მსოფლიოს გეი დედაქალაქად იყო მიჩნეული და სერიოზული მოლოდინი არსებობდა, რომ პარლამენტი ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციას მოახდენდა. თუმცა დადგა 1933 წელი და მთავრობაში ნაცისტები და ჰიტლერი მოვიდნენ.

ჰომოფობიის მსხვერპლი პრავალი ათეული ათასი ჰომოსექსუალი გახდა. საკონცენტრაციო ბანაკებში უხვად არის შემონახული ტუსაღების ვარდისფერსამკუთხედდაკერებუ
ი ფორმები. მიუხედავად ამისა არც ერთი კუთხე არ არსებობს იმ ხალხის ხსოვნის პატივსაცემად (არსებობს ყველა სხვა ჯგუფის კუთხე: ებრაელების, სლავების, ბოშების და ა.შ.).

არავინ არ უნდა დაივიწყოს ის საშინელება რაც სოციალურ ფობიებს მოაქვთ კაცობრიობისთვის. დიახ კაცობრიობისთვის და არა ინდივიდუალთა კონკრეტული ჯგუფებისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რომელიმე ფობიის მსხვერპლი თავადაც შეიძლება გავხდეთ. იბრძოლეთ ჰომოფობიის წინააღმდეგ, რადგან...

ფონდი ინკლუზივი გაფრთხილებთ: ჰომოფობია მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის! Homophobia kills!
ფონდი "ინკლუზივი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 20 2008, 02:33 PM
პოსტი #74


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ეს რა ჰომოსექსუალიზმის აპოლოგია გაუჩაღებიათ?

თემა დროებით იხურება, სანამ გავწმენდ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი