ფორუმელთა შემოქმედებითი საღამო :), შემოგვიერთდით!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა შემოქმედებითი საღამო :), შემოგვიერთდით!!! |
marine |
Dec 6 2007, 12:26 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,022 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძალიან საყვარელო და ნიჭიერო ფორუმელებო, ზვიადაურმა მოგვაწოდა ლამაზი იდეაა, რომ გავმართოთ ფორუმელთა შემოქმედებითი საღამო
ფორუმზე ბევრნი ხართ ვისაც წერა გიყვართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ლექსი იქნება, ჩანახატი, მოთხრობა თუ სხვა. რათქმაუნდა პოეტობასა და მწერლობაზე პრეტენზია არავის გვაქვს, ამიტომ ამ საღამოზე მსუბუქი კრიტიკაც კი გამორიცხული იქნება. უბრალოდ ერთმანეთს გავაცნობთ კალმით გადმოცემულ ჩვენს ემოციას და მჯერა, რომ ამით დიდ სიამოვნებას მივანიჭებთ ერთმანეთს, საღამო კი ძალიან თბილი და ხალისიანი გამოვა გთხოვთ ყველას შემოგვიერთდით და ნურაფრის მოგერიდებათ სავარაუდოდ საღამო გაიმართება იანვარში, ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც საშუალება იქნება ბევრი ფორუმელი მოვიდეს. პირველ ეტაპზე შევადგინოთ მსურველთა სია, შემდეგ კი ყველას დაგიწერთ თხოვნას, რომ მეილზე marine@church.ge გამომიგზავნოთ ის ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის სურვილიც გაქვთ და ერთად შევარჩიოთ საუკეთესოები. რათქმაუნდა მეც შემოგიერთდებით ჩემი მოკრძალებული პოეზიით აბა, ჩემო საყვარლებო, ველი თქვენს გამოხმაურებას და იდეებსაც P. S. თუ სურვილი გექნებათ, სტუმრებიც მოვიწვიოთ. სიის შედგენა უკვე დაიწყო: 1. მარინე 2. ? დასასწერებად ყველა ფორუმელს ვიწვევთ, ვისაც სურვილი ექნება კარგი მსმენელიც ისეთივე დასაფასებელია, როგორც შემოქმედი ადამიანი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kisish |
Dec 6 2007, 01:40 PM
პოსტი
#2
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 1,679 რეგისტრ.: 12-March 07 წევრი № 1,350 |
ციტატა ბავშვებო, მეუფე სტეფანე და მამაოებიც ხომ არ დავპატიჟოთ? ძალიან კარგი იქნება, თუ ეცლებათ დარწმუნებული ვარ შემოგვიერთდებიან -------------------- "იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)
"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე) |
marine |
Dec 6 2007, 01:41 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,022 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან კარგი იქნება, თუ ეცლებათ დარწმუნებული ვარ შემოგვიერთდებიან ამიტომ ისეთი დრო უნდა შევარჩიოთ, რომ დამსწრეების უმრავლესობამ მოიცალოს. თან იანვარში დღეც ცოტათი გაზრდილი იქნება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 07:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი