ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
guest |
May 16 2009, 01:03 AM
პოსტი
#321
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Kabo
ციტატა ცოტაოდენი ისტორიიდან მადლობთ კარგია , რომ ასე წერთ და ვინც არ იცის, აქვს საშუალება გაეცნოს. სურათებიც ძალიან შთამბეჭდავია. |
falestra |
May 16 2009, 01:58 PM
პოსტი
#322
|
ამორძალთუხუცესი ჯგუფი: Members პოსტები: 161 რეგისტრ.: 1-June 07 მდებარ.: Temiskira წევრი № 2,070 |
-------------------- ღერბეთ სილოგვიშდ!
ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო! |
Kabo |
May 17 2009, 09:55 AM
პოსტი
#323
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
ძიუ-დოს ევროპის ჩემპიონატის გახსნის საჩვენებელი
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ეს კი ვიდეოც http://www.youtube.com/watch?v=z5dQo4WNlPY |
samasmeertearagveli |
May 19 2009, 04:42 PM
პოსტი
#324
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 19-May 09 წევრი № 7,007 |
ვაააააააააააააა ნიკოლოზ?!?!?! მაგარი ხარ რააააააააა...... ყველაზე უკეთილშობილესი ადამიანი მსოფლიოში,ყველაზე პატრიოტი და ყველაზე სამაგალითო ქართველი. მე ვიცი ეს სურათი სადაც არის გადაღებული, ლიქოკის ხეობაა, 1999 წლის ზაფხული. ნუკრიმ წაგვიყვანა ხრიდოლის ბავშვები ხევსურეთში, თითქმის ყველა ხეობა დაგვატარა, მოხუცი ხალხი გვანახა, ვისაც კიდევ შეეძლო ილეთები ეჩვენებინა ჩვენთვის. ეს მოხუცი - ნადირა ლიქოკელია, ორი ხმალი გამოიტანა სახლიდან და ილეთებს გვაჩვენებდა ბავშვებს. მერე დაგვლოცა, ნადირა პაპამ, ისეთი ენით ლაპარაკობდა მეთორმეტე საუკუნეში მეგონა თავი. ნუკრის უთხრა, ჩემს შვილიშვილებზე კარგად სცოდნიათო ფარიკაობა ამ ქალაქელებს, მოვამზადებ ამათ კარგად და ხრიდოლის შეჯიბრებებზე გამოვიყვანო. მაგარია ხევსურული ფარიკაობა, პირველად რომ ჩაატარეს შეჯიბრი, 1998 წელს, გამარჯვებულებს შორის მეც ვიყავი. მაშინ ძალიან სასაცილოდ ჟღერდა - "საქართველოს ჩემპიონატი ხავსურულ ფარიკაობაში" ერქვა და ვისაც ვეტყოდი მოვიგე მეთქი, ვერ იგებდნენ რაში მოვიგე, მე კი მაინც მეამაყებოდა. ეხლა კი დიდ საქმედ იქცა ხრიოლი, ღმერთმა გამრავლოთ ხრიდოლიონებო! მე ყველაფერი ვიცი ხრიდოლზე, თუ დაგაინტერესებთ დავდებ რაღაცეებს. |
samasmeertearagveli |
May 19 2009, 04:52 PM
პოსტი
#325
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 19-May 09 წევრი № 7,007 |
სურათი არ გადმოიტანა, რაღაც სხვანაირად არის საპატრიარქოს ფორუმზე? |
k@the |
May 19 2009, 05:00 PM
პოსტი
#326
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
samasmeertearagveli
რომელი სურათის გადმოტანა გინდათ? კეთილი იყოს თქვენი ჩვენს ფორუმზე მოსვლა -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
samasmeertearagveli |
May 21 2009, 01:49 PM
პოსტი
#327
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 19-May 09 წევრი № 7,007 |
k@the
რომელი ციტატაც გადმოვიტანე ჩემ პოსტში, სურათი ჰქონდა დართული და კომენტარი გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, ციტატა გადმოვიდა, სურათის გარეშე. თქვენ როგორც ჩანს მოდერატორი ბრძანდებით. შეგიძლიათ ეს ხარვეზი გაასწოროთ ჩემ პოსტში, ან მე მასწავლოთ როგორ გავასწორო. ციტატა მე-16 გვერდიდან არის, ორი სურათი დევს ერთად, ერთი ფშავ-ხევსურების ძველი სურათია მეორეში კი, ხრიდოლოის ფედერაციის ხელმძღვანელი, ნუკრი მჭედლიშვილი, ეფარიკავება ნადირა ლიქოკელს. თუ შეიძლება ეგ სურათები დაურთეთ ჩემ პოსტს, ან მე მასწავლეთ როგორ მოვიქცე. |
Martkopeli |
May 21 2009, 11:23 PM
პოსტი
#328
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
ციტატა(samasmeertearagveli @ May 19 2009 @ 05:42 PM) ციტატა(amordzali @ May 12 2009 @ 11:37 PM) ვაააააააააააააა ნიკოლოზ?!?!?! მაგარი ხარ რააააააააა...... ყველაზე უკეთილშობილესი ადამიანი მსოფლიოში,ყველაზე პატრიოტი და ყველაზე სამაგალითო ქართველი. მე ვიცი ეს სურათი სადაც არის გადაღებული, ლიქოკის ხეობაა, 1999 წლის ზაფხული. ნუკრიმ წაგვიყვანა ხრიდოლის ბავშვები ხევსურეთში, თითქმის ყველა ხეობა დაგვატარა, მოხუცი ხალხი გვანახა, ვისაც კიდევ შეეძლო ილეთები ეჩვენებინა ჩვენთვის. ეს მოხუცი - ნადირა ლიქოკელია, ორი ხმალი გამოიტანა სახლიდან და ილეთებს გვაჩვენებდა ბავშვებს. მერე დაგვლოცა, ნადირა პაპამ, ისეთი ენით ლაპარაკობდა მეთორმეტე საუკუნეში მეგონა თავი. ნუკრის უთხრა, ჩემს შვილიშვილებზე კარგად სცოდნიათო ფარიკაობა ამ ქალაქელებს, მოვამზადებ ამათ კარგად და ხრიდოლის შეჯიბრებებზე გამოვიყვანო. მაგარია ხევსურული ფარიკაობა, პირველად რომ ჩაატარეს შეჯიბრი, 1998 წელს, გამარჯვებულებს შორის მეც ვიყავი. მაშინ ძალიან სასაცილოდ ჟღერდა - "საქართველოს ჩემპიონატი ხავსურულ ფარიკაობაში" ერქვა და ვისაც ვეტყოდი მოვიგე მეთქი, ვერ იგებდნენ რაში მოვიგე, მე კი მაინც მეამაყებოდა. ეხლა კი დიდ საქმედ იქცა ხრიოლი, ღმერთმა გამრავლოთ ხრიდოლიონებო! მე ყველაფერი ვიცი ხრიდოლზე, თუ დაგაინტერესებთ დავდებ რაღაცეებს. მოდერატორი არ ვარ მაგრამ, მგონი ამის გაკეთება გინდოდა ) მეც "ბებერი" ხრიდოლიონი ვარ და "ნაცნობობით" დაგეხმარე თუ რამე ახალი იცი დადე მე ინტერნეტში ვნახე ხრიდოლის შესახებ კაი ამბავი და დავდებ ეხლა. არ გიცდიათ რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართოთ და შეიარაღებულ ძალებშიც ჩამოაყალიბოთ ჯგუფები?მე მაგალითად მივესალმებოდი ამ საქმეს. ""2009 წლის დასაწყისიდან, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემის - "ხრიდოლის" დანერგვა ქართულ ჯარში. 23 აპრილს, ჩატარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი პირად-გუნდური პირველობა ხრიდოლის ოთხჭიდის ერთერთ სახეობაში - "ქართულ კრივში". შეჯიბრებაზე გუნდური გამარჯვება მოიპოვა სენაკის ბრიგადამ."" სურათები ვერ გადმოვიტანე.... ვისაც სურვილი აქვს ამ ლინკზე - http://forum.ge/?f=49&showtopic=33851387&st=1305 ნახავს |
Kabo |
May 23 2009, 07:41 PM
პოსტი
#329
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
ეს ტოპიკი არის გახსნილი კავშირი" ქართული საბრძოლო ხელოვნების" მიერ და დიდი თხოვნა გვექნება რომ ხრიკოლები გახსნან თავისი ტოპიკი სადაც იმსჯელებენ ხრიკოლის საქმეებზე!
ცოტაოდენი ისტორიიდან ...ქართველებსა და მათ მონათესავე ტომებს მაღალი საცხენოსნო სპორტული კულტურითა და ცხენთა მოშენება-გაწვრთნის ხელოვნებით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაუთქვამთ სახელი. ხეთები, სუბარები და მანაელები “განსაკუთრებით განთქმულნი ყოფილან თავისი მეცხენეობით. აქაურ მცხოვრებთ ცხენოსნობაში მეტოქე არა ჰყავდათ მთელ ურარტუში” (ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია. “საქართველოს ისტორია”. თბილისი, 1946 წ.). გამარჯვებულ მხედართა და ცხენთა სახელები თაობებს გადაეცემოდა, მათზე ლეგენდებს თხზავდნენ, ლექსებს და სიმღერებს უძღვნიდნენ. “ჩვენ გაგვიჭირდება ქართული კლასიკური ლიტერატურიდან რომელიმე ძეგლის დასახელება, დაწყებული “ქართლის ცხოვრებიდან” და დამთავრებული XVIII საუკუნის დასასრულის ნებისმიერი თხზულებით, რომელშიც ქართულ ასპარეზობაზე არ იყოს ლაპარაკი, ხოლო ისეთ ლიტერატურულ ძეგლებში, როგორიცაა “ვეფხისტყაოსანი”, “აბდულმესიანი”, “ამირანდარეჯანიანი” და სხვა, ქართულ ასპარეზობათა ზოგიერთი სახეობა მთლიანი სახით რომ არ იყოს წარმოდგენილი. აღარას ვამბობთ ისეთ ძეგლებზე, როგორიც არის არჩილის, თეიმურაზ მეორის თხზულებანი, სადაც თამაშობათა თუ ასპარეზობათა ნორმების თითქმის მთელი კოდექსია მოცემული” (ვ. სიდამონიძე, “ქართულ ასპარეზობათა ქრონიკები”, თბილისი, 1978 წ.). თვალსაჩინოებისთვის ამ ნაწარმოებებიდან რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ: “ვეფხისტყაოსანი”: “ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა _ მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა”; “ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა”; “მოასპარეზედ ვინ მგავსო? _ ცუდნიღა უკუთქმანია, გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია”; “ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანად მჭევრსა, ჯავარ-სრულსა”; “მერე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულ-მან”; “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლეს მათი საქმენი, მახლტუნდებიან, მწვრთნიდიან”. “აბდულმესიანი”: “სხვათა მძლეველი თვით უძლეველი, მძლედ მორკინალი”; “ჩანს მარგალიტი, ართუა ლიტი, ოდენ ბურთისა საბურთალისა”. “ამირანდარეჯანიანი”: “მშვილდოსანსა ყველასა მზეჭაბუკი სჯობდა, მოასპარეზესა ყველასა იმარინდო სჯობდა, ოროლითა მომღერალთა ყველასა ორდავარელი სჯობდა, ცხენოსანსა ყველასა დორად დილამი სჯობდა, მონადირესა ყოველსა მოსორ ნადირის ძე სჯობდა, მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა, მცურავსა ყველასა ღამარ ღაზნელი სჯობდა”. “ქართლის ცხოვრება”: “ესე დავით წელიწადის მოქცევამდე ესრეთ წაემჯობინა ყოველსა მშვილდოსანსა, ცხენოსანსა და მცურავსა მოასპარეზესა”; “კაცი... ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი, რჩეული საჩინო და მოისარი ხელოვანი”. “რუსუდანიანი”: “დაიბადა ვაჟი ცისკრის უნათლესი, ლომის მონაკვეთი საფალავნოდ შექმნილი ჯიშმედი ძე ხელმწიფისა, რომელიც ჭაბუკობას მიღწეული, ცხენს არბევდა და ყაბახს ესროდა... ნადირობდის, ბურთაობდის და ასპარეზობდის”. “არჩილიანი”: “ჩოგნის მოხვრეტა, მობანდვა, სწორისა ბურთის გამოჭრა, ბურთაობის დროსა ასპარეზს პირმხიარული გამოჭრა”; “ბურთაობა, ყაბახის სროლა, ვის რა ასპარეზს ენება”. “შაჰნავაზიანი”: “შეიქნა სროლა ყაბახთა, არბევენ ბედაურებსა”; “ბურთობდის და ნადირობდის, არ მიაჩნდის სხვა საქმარი”. “დღისა და ღამის გაბაასება”: “გითხრა სროლა ყაბახისა, მოჭირვებით ბურთობანი”; “მობურთალს ბურთი შეუგდონ შუაზედ მოედანსაო, იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდნენ გარდახრასაო”... ესეც მკერდაობა. იყო მებრძოლის ერთგვარი ვარჯიში, ორივე ხელი უკან ჰქონდათ და მკერდითა და ფეხებით იბრძოდნენ |
Kabo |
May 23 2009, 07:55 PM
პოსტი
#330
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
ციტატა გარდაიცვალა ჩვენი ფორუმელი ნინო(ჯარისკაცის მეუღლე) გასვენება კვირას(24.05.2009) 14:00 საათზე. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები |
Kabo |
May 23 2009, 09:07 PM
პოსტი
#331
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
Martkopeli |
Jun 1 2009, 11:17 PM
პოსტი
#332
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
მოგესალმებით მართლმადიდებლებო!!!
თუ წინააღმდეგები არ იქნებით, თქვენს ფორუმზე გავხსნი თემას ხრიდოლის შესახებ. რადგან აღმოვაჩინე, რომ ამ თემით დაინტერესებული ადამიანები თქვენს ფორუმზე სრულყოფილ ცნობებს ვერ იღებენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის შესახებ... მე თვითონ ვვარჯიშობდი ხრიდოლზე და რაზეც მიმიწვდება ხელი იმ ინფორმაციას დავდებ. მოკლე ინფორმაცია დასაწყისისთვის ( ხრიდოლის საიტიდან ). ხრიდოლი ძველ საქართველოში არ წარმოადგენდა საბრძოლო ხელოვნების სახეობას. ეს იყო დუელის წესი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მებრძოლ მეტოქეს. ამ შინაარსიდან გამომდინარე, ხრიდოლის ფედერაციის მიერ 1997 წელს აღდგენილ ქართულ ოთხჭიდს კრებით სახელწოდებად დაერქვა ხრიდოლი, რადგან ხრიდოლში გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში ის ერთგვარი ოსტატობის განმსაზღვრელიც იყო. გამომწვევს უნდა შესძლებოდა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება. ხრიდოლში ასახულია ქართველობის ისტორიაც, რადგან ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. დღეისათვის, ხრიდოლის ოთხჭიდში გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. ეს ოთხი სახეობა ერთ საბრძოლო სისტემაშია მოყვანილი და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ძლიერ საბრძოლო სისტემას საბრძოლო ხელოვნებებს შორის. ამჟამად ხრიდოლის საბრძოლო სისტემის მიხედვით ათასამდე ხრიდოლიონი გადის წვრთნას. ამა წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა ქართულ ჯარში. |
ბადრი |
Jun 1 2009, 11:30 PM
პოსტი
#333
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
კარგი თემაა. საიტის მისამართი რატო არ წერია?
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
sable |
Jun 1 2009, 11:31 PM
პოსტი
#334
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მოგესალმებით მართლმადიდებლებო!!! მოკლე ინფორმაცია დასაწყისისთვის ( ხრიდოლის საიტიდან ). ხრიდოლი ძველ საქართველოში არ წარმოადგენდა საბრძოლო ხელოვნების სახეობას. ეს იყო დუელის წესი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მებრძოლ მეტოქეს. ამ შინაარსიდან გამომდინარე, ხრიდოლის ფედერაციის მიერ 1997 წელს აღდგენილ ქართულ ოთხჭიდს კრებით სახელწოდებად დაერქვა ხრიდოლი, რადგან ხრიდოლში გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში ის ერთგვარი ოსტატობის განმსაზღვრელიც იყო. გამომწვევს უნდა შესძლებოდა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება. ხრიდოლში ასახულია ქართველობის ისტორიაც, რადგან ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. დღეისათვის, ხრიდოლის ოთხჭიდში გაერთიანებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. ეს ოთხი სახეობა ერთ საბრძოლო სისტემაშია მოყვანილი და წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ძლიერ საბრძოლო სისტემას საბრძოლო ხელოვნებებს შორის. ამჟამად ხრიდოლის საბრძოლო სისტემის მიხედვით ათასამდე ხრიდოლიონი გადის წვრთნას. ამა წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა ქართულ ჯარში. ჩვენც მოგესალმებით ! ეს თანამედროვე სიტუაცია გასაგებია, მაგრამ ძველ დროში რა იყო ხრიდოლი ეგ არ დაგიწერია გარკვევით და თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია, ხრიდოლის შესახებ თუ როდის ყალიბდება და რა სახით, ასევე რომელი ძველი ცნობები არსებობს მის შესახებ, ამას თუ მოგვაწვდი, მადლობელი დაგრჩებით. ეს იმიტომ რომ ხშირად ისმის ბოლო ხანს მჭექარე ფრაზები - ,,ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი", მაგრამ თუ რამდენად ძველია და საიდან მოდის ამას ფაქტობრივად არც არავინ ხსნის. მოკლედ ამაზე თუ დაწერ კარგი იქნება. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
maZiebeli |
Jun 2 2009, 12:34 AM
პოსტი
#335
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
ბადრი
ციტატა კარგი თემაა. საიტის მისამართი რატო არ წერია? http://mtavari.ge ეს არის ერთ-ერთი საიტი, რაც ვიცი. კიდე მინახავს მგონის სხვაც, მაგრამ ვერ ვიხსენებ ახლა. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
Martkopeli |
Jun 2 2009, 12:54 AM
პოსტი
#336
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის საიტის მისამართია www.khridoli.ge
ჩვენც მოგესალმებით ! ეს თანამედროვე სიტუაცია გასაგებია, მაგრამ ძველ დროში რა იყო ხრიდოლი ეგ არ დაგიწერია გარკვევით და თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია, ხრიდოლის შესახებ თუ როდის ყალიბდება და რა სახით, ასევე რომელი ძველი ცნობები არსებობს მის შესახებ, ამას თუ მოგვაწვდი, მადლობელი დაგრჩებით. ეს იმიტომ რომ ხშირად ისმის ბოლო ხანს მჭექარე ფრაზები - ,,ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი", მაგრამ თუ რამდენად ძველია და საიდან მოდის ამას ფაქტობრივად არც არავინ ხსნის. მოკლედ ამაზე თუ დაწერ კარგი იქნება. ძველ დროში ხრიდოლი რასაც ნიშნავდა ხომ დავწერე? ცნობას ხრიდოლის შესახებ გვაწვდის იოსებ გრიშაშვილი -"ძველი თბილისის ბოჰემაში". მისი გადმოცემით ხრიდოლი წარმოადგენდა ერთგვარ დუელს, სადაც გამომწვევი ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. რაც შეეხება თანამედროვე "ხრიდოლის სიძველეს", თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ხრიდოლის ოთხჭიდში შემავალ სახეობებს, რა თქმა უნდა ის უძველესია. ქართული ჭიდაობის, რკენის, ხევსურული ფარიკაობის და ქართული კრივის ტრადიციები, რა თქმა უნდა ძველია და ეს ოთხი სახეობა ერთად წარმოადგენს ხრიდოლის ოთხჭიდს. თანამედროვე ხრიდოლში არსებული საასპარეზო წესები ათი-თორმეტი წლის წინ შეიქმნა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სპორტული ასპარეზობების დროს შედეგების შეჯამება. ეს არის ხრიდოლში ახალი, თორემ "შუაკაური", "გარეკაური", "ბრუნი" და "მოგვერდი" ხრიდოლის ფედერაციის წევრებს არ მოუგონიათ და ახალი ვერ იქნება. არც ხევსურული ფარიკაობის წესებია მათ მიერ შექმნილი. ის საჩვევი ხის იარაღი, რომელიც დღეს სპორტული ასპარეზობების დროს გამოიყენება, ძველი ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან ძველ დროშიც ხის იარაღით ასწავლიდნენ "დამწყებ მებრძოლებს" იარაღის ხმარებას. |
sable |
Jun 2 2009, 02:30 AM
პოსტი
#337
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის საიტის მისამართია www.khridoli.ge ძველ დროში ხრიდოლი რასაც ნიშნავდა ხომ დავწერე? განმარტება გასაგებია, მაგრამ ეტიმოლოგია ანუ სიტყვა ხრიდოლი საიდან მოდის? ეგ არის საინტერესო თორემ დღეს რომ ხრიდოლი ქართულ საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობად ითვლება ეგ გასაგებია. ცნობას ხრიდოლის შესახებ გვაწვდის იოსებ გრიშაშვილი -"ძველი თბილისის ბოჰემაში". მისი გადმოცემით ხრიდოლი წარმოადგენდა ერთგვარ დუელს, სადაც გამომწვევი ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. სულ ეგ არის ?! მე მაინტერესებს თუ არის რაიმე ძეელი ინფორმაცია XIX საუკუნის მაინც ან კიდევ უფრო ადრინდელი რაც მის მეტნაკლებად შუა საუკუნის გადმონაშთობას მაინც დაამტკიცებს ანუ იმ პერიოდისას როდესაც ზოგადად ქართული საბრძოლო ხელოვნება აღმავლობას განიცდიდა. რაც შეეხება თანამედროვე "ხრიდოლის სიძველეს", თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ხრიდოლის ოთხჭიდში შემავალ სახეობებს, რა თქმა უნდა ის უძველესია. ქართული ჭიდაობის, რკენის, ხევსურული ფარიკაობის და ქართული კრივის ტრადიციები, რა თქმა უნდა ძველია და ეს ოთხი სახეობა ერთად წარმოადგენს ხრიდოლის ოთხჭიდს. რამდენად უძველესი?! და სად არის ეგ ინფორმაცია დაცული?! თანამედროვე ხრიდოლში არსებული საასპარეზო წესები ათი-თორმეტი წლის წინ შეიქმნა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სპორტული ასპარეზობების დროს შედეგების შეჯამება. ეს არის ხრიდოლში ახალი, თორემ "შუაკაური", "გარეკაური", "ბრუნი" და "მოგვერდი" ხრიდოლის ფედერაციის წევრებს არ მოუგონიათ და ახალი ვერ იქნება. კი აღნიშნული ტერმინები ძველი ქართული ტემინებია ფაქტია მათ არ მოუგონიათ ამაზე მე არც მიკამათია არც ხევსურული ფარიკაობის წესებია მათ მიერ შექმნილი. ეგ წესები უხუცესებისგან არის ათვისებული მთიან რეგიონებში, ეგ დაახ. ცნობილია ჩემთვის ის საჩვევი ხის იარაღი, რომელიც დღეს სპორტული ასპარეზობების დროს გამოიყენება, ძველი ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან ძველ დროშიც ხის იარაღით ასწავლიდნენ "დამწყებ მებრძოლებს" იარაღის ხმარებას. ეგ ტრადიცია ქართული არ არის ეგ უნივერსალურია, ძველა დროში თითქმის ყველგან მასე იყო. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
KAIROS |
Jun 2 2009, 03:29 AM
პოსტი
#338
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვცდები თუ მსგავსი თემა უკვე არის აქ?
აი აქ არის უკვე კარგა ხანია ამ თემაზე საუბარი: http://church.ge/index.php?showtopic=328&h...ვნება -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქავთარაძე |
Jun 2 2009, 10:46 AM
პოსტი
#339
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება არ არის მხოლოდ ხრიდოლი... ხრიდოლი მისი ერთი მცირე ნაწილია... არასწორი სახელწოდებაა
2 ფედერაციაა საქართველოში. ნუკრი კარგი კაცია, მომიკითხე |
samasmeertearagveli |
Jun 2 2009, 03:08 PM
პოსტი
#340
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 19-May 09 წევრი № 7,007 |
ვცდები თუ მსგავსი თემა უკვე არის აქ? აი აქ არის უკვე კარგა ხანია ამ თემაზე საუბარი: http://church.ge/index.php?showtopic=328&h...ვნება არა, ეგ ერთერთი ორგანიზაციის მიერ გახსნილი გვერდია და იქ ხრიდოლის ფედერაციის შესახებ ინფორმაციის დადება აკრძალულია, მე დავწერე და აგდებით მიპასუხეს "ხრიკოლები აქ ნუ პოსტავთო". მარტყოფელს დიდი მადლობა, რომ ეს გვერდი გახსნა. აქ დავწერ რაც ხრიდოლის შესახებ წამიკითხავს, ან ჩემი მასწავლებლებისგან მსმენია. წერილებს გადავხედე და როგორც ჩანს უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ხრიდოლის შესახებ. ეს სიტყვა როგორც მე ვიცი იოსებ გრისაშვილმა დააფიქსირა პირველად. ეტიმოლოგია გაურკვეველია, შესაძლებელია "ხრიკი" და "დოლიდან" არის ნაწარმოები, არ ვიცი, სხვადასხვა ვერსია მომისმენია... ფაქტია, რომ უპირატეს მდგომარეობაში მყაფ მეტოქესთან ბრძოლას ნიშნავს, ამიტომ გამოიყენა ხრიდოლის ფედერციამ, კრებით სახელად, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 06:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი